Jump to content
Planeta.Ge

giauridia

პლანეტელი
  • პოსტები

    831
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი giauridia

  1. არისტოტელედან დაწყებული დღემდე, მგონი ჯერ არავის არ უარყვია დიალექტიკისა და ლოგიკის კანონები. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება ინფანტილიზმია. მიზნის არჩევაში კი უნდა შევთანხმდეთ.
  2. irusha არსებობს ორგანული კავშირი ადამიანის ოცნებებს, მიზანსა და მის შინაგან ბუნებას შორის. ამიტომ, ადამიანი თავის ცხოვრებაში ისწრაფვის არა სიამოვნებისა და ბედნიერებისაკენ, არამედ თავისი ჭეშმარიტი ბუნებისაკენ, არსისაკენ. როცა ადამიანს აქვს მიზანი, ის ამ მიზანზე ფიქრობს და მთელი მისი სულიერი ცხოვრება კონცენტრირებულია მასზე. სწორედ ამით ამჟღავნებს იგი თავს.
  3. chegesto სახელმწიფო ავტორიტეტს მანამ ინარჩუნებს, სანამ საზოგადოებისთვის მისი ძალაუფლების დამკვიდრების ფორმა მეტ-ნაკლებად მისაღებია. ჩემი აზრით, ასეთი მსჯელობიდან რევოლუციების ფსიქოლოგიური ხასიათი ნათლად ჩანს. რევოლუცია მაშინ იწყება, როცა პოზიტიური სამართალი მისაღები სამართლის არსს მკვეთრად შორდება და სხვადასხვა საზოგადოებრივ ფენებს მისდამი ნდობა ეკარგებათ. ადამიანთა ისტორიაში რევოლუციების სიხშირე და სისასტიკე ასეთი სამართლის უსუსურობასა და არასიცოცხლისუნარიანობას ადასტურებს.
  4. ქართველ კაცს ამდენი პროგრამა, პარტია, ლოზუნგი, ან პენდლტონის “სახელმწიფოს სამსახურის კანონი” რაში სჭირდება, როდესაც ზეცამდე ამაღლებულმა, ქალამნებიანმა, მამაკაცური მარჯვენით, შავით თეთრზე დაგვიტოვა: “მადლობა შენდა დამბადებელო, ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა, როგორიც ამ დღეს საჭირო არი, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა, ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ, მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!” ჩვენი ტრაგედია სწორედ ის არის, რომ ჩვენს დროში ჩვეულებრივ მოკვდავს ვაჟას, სოკრატეს . . შემოქმედების გასააზრებლად, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მოსასმენად იარაღით იძულება სჭირდება. რათა მრავალი ეზიაროს ამ ჭეშმარიტების წვდომის უდიდეს ბედნიერებას, ქვედა საფეხური _ ინტელექტი აუცილებელია! “მე შორს იმიტომ ვიხედები, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავარ” _ თამამად გამოტყდა აიზეკ ნიუტონი. ჩვენ სწორედ ეს გვაკლია _ შორსმჭვრეტელობა, რის გამოც გაუცნობიერებელ ქმედებამდე დავედით. შედეგი კი საკუთარ სულსა და სხეულზე ვიგრძენით. მართლაც, დავუკვირდეთ, უმრავლესობას ნორმალური, ადამიანური ცხოვრება გვსურს, ცივილური საზოგადოებისა და სახელმწიფოს შექმნაზე ვოცნებობთ, შედეგი კი ყველასთვის ნათელია. გამოდის, რომ ჩვენთვის საოცნებო საზოგადოების შექმნა თითოეული ჩვენგანის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ვცდილობთ გაერთიანებას, ვიკრიბებით, ვქმნით პარტიებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საშველი მაინც არ არის. გონებამახვილ ადამიანს უჩნდება უმთავრესი კითხვა: თუ “მე”-სა და “ჩვენ”-ის სურვილით შედეგს ვერ ვაღწევთ, მაშ რა არის ის “მესამე”, რაც ღირსეულ ცხოვრებასთან მიგვიყვანს. აი, ეს მოითხოვს გაცილებით მეტ ჩაფიქრებას, ჩაღრმავებას, თვითკრიტიკას. ბავშვური გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება.
  5. Blaugranator ჩემი მოსაზრებით ჩვენ იმისათვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანა არ დაგვენგრეს, არამედ ვაქციოთ ის ძლიერ და ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ! სადაც, ყველა მოქალაქე თავს კომფორტულად იგრძნობს. ეს უნდა იყოს მგონი ძირითადი ამოცანა
  6. newstudio გთხოვთ ამიხსნათ რა არის / ან როგორ გესმით დემიკრატია? თვითონ სოლონი (დემოკრატიის ავტორი) არ იყო კმაყოფილი იმით, თუ რა შვა მან და იძულებული გახდა შეექმნა ოთხასთა საბჭო. machkatela თუ იცით რამე კონდორსეს პარადოქსის თაობაზე?
  7. ვეფხვი გასაგებია, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ ვერავინ მიხსნის რაშია "ერთობა"?
  8. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. უფრო ნათლად _ ვთქვათ, საზოგადოებამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით ჩაატაროს არჩევნები _ შეარჩიოს ჯგუფი, რომელიც დალაშქრავს ევერესტს და ამით ასახელებს სამშობლოს. თუ ამ კანონიერი არჩევნებით შერჩეული ჯგუფი არ ფლობს ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონივრულ და პროფესიულ პოტენციალს, მაშინ ყოველგვარი არჩევნები აზრს კარგავს იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებისათვის მნიშვნელობა არა აქვს წესიერადაა ჩატარებული არჩევნები, თუ არაწესიერად. არჩევნების როგორი წესითაც უნდა შეარჩიოთ ჯგუფი, ის ევერესტს დაპყრობის ნაცვლად მიეყინება, თუ მას არა აქვს გააზრებული ბუნების ის კანონზომიერება, რომლის გარეშეც 8848 მეტრის სიმაღლის დალაშქვრის მცდელობა, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, ეს უბრალოდ, ინფანტილიზმია. “მეფეები და მმართველები არიან არა ისინი, რომლებიც სკიპტრას ატარებენ; არა ისინი, რომელნიც ცნობილი, გავლენიანი პირებისაგან არიან არჩეულნი; არა ისინი, ვინც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში კენჭისყრით ან ძალადობითა და სიცრუით, არამედ ისინი, რომელთაც მართვა შეუძლიათ.” სოკრატეს ეს პოლიტიკური იდეალი კრიტიკულად განსხვავდება როგორც დემოკრატიის, ასევე არისტოკრატიის, ოლიგარქიისა და ტირანიის პრინციპებისაგან. ამიტომ ვერ იტანდნენ მას ვერც დემოკრატები და ვერც ტირანები. ის, არც ერთ, არც მეორე ფორმას არ თვლიდა სრულყოფილად. პლატონის აზრით _ იდეალური სახელმწიფო საუკეთესოთა (არისტოკრატთა) მიერ სიმართლით (და არა სამართლით) უნდა იმართოს. ის ეთანხმება სოკრატეს _ სიმართლე და კანონიერება არსით ერთი და იგივეა, რადგან მათ ღვთაებრივი (იდეალური) საწყისი უდევს საფუძველად. დემოკრატია, თუ მასში რაღაც არაა განზავებული, თუ არ ივსება რაღაცით, მაშინ ის აუცილებლად თვრება თავისუფლებით და მისგან მისივე საწინააღმდეგო იბადება. ჭანო
  9. Nukriko სახელმწიფო კი არ ქმნის, ავითარებს საზოგადოებას, არამედ საზოგადოება ქმნის და ავითარებს სახელმწიფოს. ანუ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს საფუძველს, მის პირველსაწყისს წარმოადგენს საზოგადოება. მეორე მხრივ, სწორედ ეს სახელმწიფო აიძულებს საზოგადოების შემადგენელ კონკრეტულ ადამიანს იცხოვროს არა თავისი, არამედ სხვისი ნების, სურვილების მიხედვით. შედეგი _ ადამიანთა ისტორია, ესაა ვიღაც გარეწრის ან გონებაშეზღუდულის ნება-სურვილს შეწირული მილიონებით სიცოცხლე და არა აქვს მნიშვნელობა, ეს მსხვერპლთშეწირვა სახელმწიფოებს, ეთნოსებს, პარტიებს თუ კრიმინალურ ბანდებს შორის ომით, პოლიტიკური რევოლუციებითა თუ “საქმის გარჩევის” რიტუალით იყო შენიღბული. ეს დაპირისპირება, ბრძოლა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ყოვლისმომცველი საშუალებებით _ ჟინით, აღტკინებით რაღაც მიზნისა თუ “იდეალისათვის” და აურაცხელი მსხვერპლიდან გამომდინარე, ყოველივე ამ სისულელის აღსრულებას ეძლევა რაღაც “აბსოლუტური” აზრი, რათა შემდეგ გაამართლოს მილიონობით ადამიანის განადგურებული ფსიქიკა, სიცოცხლე, ქონება, ოცნებები. შედეგი კი უცვლელია _ მიმდინარეობს ან დამარცხებით გამოწვეული დეპრესია, ან გამარჯვებით გამოწვეული შიზოფრენიული ღრეობა. ჩვენთან, ამ დაბრმავებულთა და დაყრუებულთა პროცენტულად უდიდესი მსხვერ¬პლშეწირვა მიგვანიშნებს, რომ მეტ-ნაკლებად განათლებულ ადამიანთა სოციალურ აზროვნებას გააჩნია რაღაც განსაკუთრებული, შიდა დეფექტი, რომელსაც ეფექტურად იყენებს ნებისმიერი ვიგინდარა, ვისაც არ ეზარება. შესაბამისად, არსად ისე აუცილებელი არაა ამ საკითხის სასწრაფოდ გააზრება, როგორც ჩვენთან _ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მდგომ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, არსად ხდება ამ საკითხის ისე უგულებელყოფა, იგნორირება, როგორც ჩვენთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ჩვენს გარშემო ერთდროულად გამეფებულია დემოკრატია და ბარბაროსობა, ან უფრო ზუსტად _ ბარბაროსული დემოკრატია. და ბოლოს. რა არის დემოკრატია მოსახლეობას 99.9% არ ასმის თუ რა ლობიოა ის.
  10. newstudio თე მაგარია ეს ე.წ. ჟურნალისტი ამ კლოუნადის მაგივრად დაპატიჟოს ი. ალასანია სტუდიაში და დაუსვას კითხვები.
  11. მათ არ იციან, ჩვენ კი გვავიწყდება, რომ ნებისმიერი რევოლუცია, როგორიც უნდა იყოს ის, სისხლიანი თუ უსისხლო, მხოლოდ ძველი ცხოვრების დასასრულია და, სამწუხაროდ, არა ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყისი. რევოლუციას მხოლოდ ძველის ნგრევა მოაქვს, ხოლო ახლის შენებისათვის უმაღლესი ზნეობა და განათლებაა აუცილებელი. თუ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში არის უმაღლესი ინტელექტი და ზნეობა, მაშინ რა საჭიროა რევოლუცია? პარადოქსია!
  12. newstudio მსჯელობა მიდის ჩვენთან ადამიანის ღირსების საკადრის საზოგადოების შექმნის თაობაზე
  13. გაცამტვერდა ილუზორული იდეა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, “თავისუფლება” არსებულ პრობლემებს ავტომატურად გადაწყვეტდა. რეალურად კი “თავისუფლების” მიღების შემდეგ ტრადიციები უკვალოდ ქრება და ზნეობა მკვეთრად ეცემა. საზოგადოება თავსდამტყდარი პრობლემების წინაშე უმწეო, უსუსური აღმოჩნდა. ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო. განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული. ყოველივე ამას, ალბათ, სოციალური აზროვნების ძირითადი პრინციპი უნდა ვუწოდოთ. ჩვენ ერის ძირითადი ცხოვრებისეული პრინციპებისა და ადათ-წესების მაქსიმალური გათვალისწინებით ჰარმონიული, განვითარებადი საზოგადოებრივი სისტემა უნდა შევქმნათ. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია.
×
×
  • შექმენი...