Jump to content
Planeta.Ge

giauridia

პლანეტელი
  • პოსტები

    831
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი giauridia

  1. shamili ჩვენ ვცადეთ ერის გაერთიანება და ერთმანეთი დავწყვიტეთ, დედაქალაქი დავანგრიეთ; ვცადეთ ეკონომიკური მდგომარეობის ამაღლება და სასაფლაოების ძარცვამდე, ჩვენი კლასიკოსების ბრინჯაოს ბიუსტების ჯართად ჩაბარებამდე დავედით; ვცადეთ არმიის შექმნა და ჯარში გაწვეული ახალგაზრდები ფსიქიკურად გავანად¬გურეთ. ისინი უკვე სამშობლოს კი არა, თავის თავს ვეღარ იცავენ საკუთარი “მე”-სგან; ვცადეთ პარლამენტის შექმნა და მივიღეთ ის, რასაც ადამიანი სახელსაც ვერ მოუძებნის; ვცადეთ ადმინისტრაციული აპარატის ჩამოყალიბება და კორუმპირებული მონსტრი მივიღეთ; ვცადეთ ევროპული და არაევროპული სახელმწიფოების გაცნობა და ეს ქვეყნები კრიმინალითა და იაფფასიანი სექსუალური ხორცით გავავსეთ; ვცადეთ ზნეობის ამაღლება და ქუჩა უწლოვანი მეძავებით აივსო; ყველაფერი ვცადეთ! ხომ არ გვეცადა ერთიც _ აზროვნება, რათა იმ კანონზომიერებაში გავერკვეთ, რომელიც ნორმალურ, ადამიანის ღირსების საკადრის საზოგადოებას ქმნის, რათა ჩვენი საზოგადოების მეტ-ნაკლებად განათლებული ნაწილის საკუთარი ბედისადმი გაუგონარი, გულგრილი, დამამცირებელი მიდგომის ასახსნელად ჩვენ შემდგომ თაობებს სერიოზული თავის მტვრევა არ მოუწიოთ. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. ყველა ამაზრზენი ბოროტება ჭკვიანთა სიჩუმის ფონზე, სულელთა ხმაურში იბადება.
  2. shamili ჩვენი ყველა უბედურების დაბრალება სხვისათვის მეთოდილოგიური შეცდომაა. ე.ი. კრწანისის ველზე დატრიალებული ტრაგედიაც აღამაჰმადხანს უნდა დავაბრალოთ? წარმატების მიღწევას თუ ვაპირებთ ჩვენი თავისადმი უფრო კრიტიკული უნდა ვიყოთ და ჩვენი დეფექტებიც რეალურად დავინახოთ
  3. shamili 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად სავალდებულო არ არის პარლამენტის წინ გამოსვლა. უფრო მიუვათ თუ ეკლესიაში ან ჩვენ გულებში მოვიხსენიებთ. რაც შეეხება რუს ოკუპანტებს, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია რუსთაველის პროსპექტიდან კომფორტულად ვაპროტესტო სხვადასხვა შოუების მეშვეობით. მთლიანი რუსული აგენტურული ძალების მხილერბა და ბრალის დამტკიცება კი უპრობლემოდ შესაძლებელია 1 დღეშიც. არსებობს უფრო ძლიერი და გონივრული "არგუმენტებიც" ოკუპანტების მოსაშორებლად ან გასანადგურებლად. უკეთესი იქნება ქმედებაზე გადასვლა ვიდრე უთავბოლოდ მიტინგებზე ბოდიალი.
  4. როდესაც მე მონაწილეობას ვღებულობდი საომარ მოქმედებებში და ვიბრძოდი წინა ხაზზე (1192-93 წ.წ.), რატომღაც იქ ი.წერეთელი იქ არ მინახია. იქნებ რამე უფრო ორიგინალური შესთავაზოს საზოგადოებას. ჩემი აზრით წერთელის მოღვაწეობას შედეგი არ ქონია. დაზვერვაში მასთან ნამდვილად ვერ წავალ, ტყუილად თავს ვერ დავიღუპავ.
  5. რუსი აკეთებს თავის საქმეს, ჩვენ ვწუწუნებთ აი რას გვიკეთებს რუსეთი. მე კი უფრო მაინტერესებს ჩვენ რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ რუსმა ეს არ გაბედოს.
  6. გუშინ რეალ-ტვ-ში იყო სტუმრად ირაკლი წერეთელი (ეს რა საშინელება მოვისმინე!!!) სხვებზე რომ ლარაკობს ომით და სისხლისღვრით გვაშინებს და გვაქეზებს, ერთი მინდა შევეკითხო, სად იყო აფხაზეთში ომის და ბოლო ომის დროს? მაშინ მისი ხმა არ გამიგონია. არა ნამდვილად ავად ვართ! მაგრამ მეხსიერება მგონი დაგვრჩა.
  7. მოსახლეობას თბილისი კი არა საკუთარი სადარბაზო არ უყვარს. ვერც იარაღის მუქარით ვერც შერცხვენით ვერ ააღებინებ ვერავის ცოცხს საკუთარი სადარბაზო რომ მოიყვანონ წესრიგში.
  8. გაცამტვერდა ილუზორული იდეა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკი¬დებლობა, “თავისუფლება” არსებულ პრობლემებს ავტომატურად გადაწყვეტდა. რეალურად კი “თავისუფლების” მიღების შემდეგ ტრადიციები უკვალოდ ქრება და ზნეობა მკვეთრად ეცემა. მიზანი - ზნეობრივი ადამიანის საკადრისი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა. სამწუხაროდ, რთული პრობლემის მარტივი ამოხსნა არ არსებობს და ეს ჩვენგან კომპლექსურ გააზრებას მოითხოვს. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს უპირველეს ყოვლისა ზნეობის და შემდეგ ზუსტი მეცნიერების, ფილოსოფიის, სოციალური ფილოსოფიის, იურიდიული ფილოსოფიის და რაც მთავარია, თეოსოფიური თვალთახედვიდან უნდა განვიხილოთ. ჩვენ გადარჩენის გზის პოვნას ვცდილობთ და ვეძებთ მათ, ვინც ტანჯვისაგან განთავისუფლებაში დაგვეხმარება. სოკრატეს მოწაფე ანტისთენე სიცოცხლის ბოლოს ავადმყოფობით იტანჯებოდა. მოსანახულებლად მისულ მეგობრებს მან კითხვით მიმართა: _ ვინ გამათავისუფლებს ტანჯვისგან? ერთმა მეგობარმა ხანჯალი უსიტყვოდ გაუწოდა. ანტისთენემ უპასუხა. _ მე გთხოვეთ ტანჯვისგან და არა სიცოცხლისგან განთავისუფლება. ისე გვეჩვენება, რომ თითქმის ყველა ახლობელი თუ შორეული ”მეგობარი” საქართველოს ხანჯალს აწვდის. ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო. განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. საკითხი ძალიან რთულია და საპასუხისმგებლო. მას დისკუსია სჭირდება. შემიძლია წარმოგიდგინოთ ჩემი თვალთახედვა, მაგრამ ამ ფორუმის ფორმატით ეს შეუძლებელია, ვინაიდან ურთულეს თეორიას მარტივად ვერ გადმოგცემთ.
  9. ჩემი აზრით, პოზიციისა თუ ოპოზიციის კრიტიკა ჩვენთვის მეორადი უნდა იყოს. მგონი ჩვენ უფრო ამაღლებული ამოცანების გადაჭრა გვჭირდება, დანარჩენი თვითონ დალაგდება. ამოცანის პირობად ჩამოვაყალიბებდი შემდეგნაირად "თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია". შესაბამისად ამოცანის გადაწყვეტის გზებზე უნდა შევთანხმდეთ. დრომ დაგვარწმუნა, რომ თავისთავად არაფერი შეიცვლება, თუ ჩვენ თვითონ არ შევიცვალეთ. “მადლობა შენდა დამბადებელო, ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა, როგორიც ამ დღეს საჭირო არი, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა, ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ, მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!” /ვაჟა/
  10. 100%-იანი სიმართლეც რომ იყოს, უკვე რეალ-ტვ-ს მაინც ვერ დაუჯერებ!
  11. პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაურბოდეს. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ნამოქმედარზე.
  12. Private Nodari სანამ ქვეყანას ასეთ დღეში ვამყოფებთ, არავის უნდა ჰქონდეს განათლებულობაზე პრეტენზია!!!
  13. Siknadmo შუქიც გვაქვს, გზებიც, გაზიც გვაქვს პრასიც გვაქვს და ბევრი სხვა. სამაგიეროდ ზნეობა და სიმართლე და სამართალი სანთლით არის საძებნი. რაც შეეხება გზებს ეს არის კრედიტებით დაგებული და სამწუხაროდ ვალი დაგვიტოვეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გასასტუმრებელად. რაც დაგვემართა არც სტიქიურად თავსდამტყდარი უბედურებაა და არც შემთხვევითობა. აქ, ჩვენთან აღსრულდა ულმობელი, მაგრამ ჭეშმარიტი ისტორიული სამართალი. საზოგადოების დეგრადაცია გამოწვეულია იმით, რომ ზნეობა, რწმენა, სიმართლე ჩვენს გულს, სულსა და გონებას ვეღარ მართავს.
  14. პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით. პრიმიტიული გზით ”დიდი ადამიანების” აღზევება, თავის არსში უდიდეს ბოროტებას მოიცავს, რადგან საზოგადოებაში ამკვიდრებს თიმოკრატიის არსობრივ საფუძველს, აზრს, რომ ერისა და სახელმწიფოს ბედის მართვა განათლების, ზნეობის გარეშეც შესაძლებელია.
  15. ბადრი_წიქორაძე გეთანხმები!!! მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ აიცილებს!
  16. Siknadmo თქვენ შემთხვევაში მგონი ასეა
  17. Siknadmo თუ თქვენთვის ადამიანი საშუალებაა და არა მიზანი; თუ თქვენ იჯერებთ მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის სასურველია; თუ თქვენ განსხვავებას ვერ პოულობთ ზრდილსა და ბრიყვს შორის; ამ შემთხვევაში ბედნიერი და კმაყოფილი ყოფილხართ!!! მე კი დღეს სამშობლოს ტერიტორიის 20 პროცენტი დავკარგე და ამაში აღა-მაჰმად-ხანს ვერ დავადანაშაულებ.
  18. ალასანია გონიერი, გაწონასწირებული, კარგი ორგანიზატორი და პასუხისმგებელი პოლიტიკოსი ჩანს. ჯერ არაფერი გაუფუჭებია. მისი ოპონენტების მცდელობა გამოაჩინონ ის მონსტრად საფუძველს მოკლებულია. არ გამიკვირდება მისი ოპონენტებისაგან გავიგო მორიგი, თითიდან გამოწოვილი უსუსური და სასაცილო ე.წ. ბრალდებები, იქნებ კანიბალიზმიც დააბრალონ ახლო მომავალში?
  19. FRIDRIX არსებულ ხელისუფლებას პასუხი მოეთხოვება იმისათვის, რომ დაუშვა სახელმწიფოში მეორე და მესამე პირად ბურჯანაძე და ნოღაიდელი. ვერ დაიცვა სახელმწიფო და საზოგადოება ამ ადამიანებისაგან. შესაბამისად დასკვნა - ისინი ერთი გუნდია.
  20. გერმანიის კანცლერმა ოტო ბისმარკმა გამოთქვა მოსაზრება _ არჩევნებისას ხმებს კი არ უნდა ითვლიდნენ, არამედ უნდა წონიდნენ.
  21. shavlego91 როდესაც გარკვეულ აზროვნების დონეზე პრობლემა წარმოიშვება, იმავე აზროვნების დონეზე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, აუცილებელია აზროვნების ამაღლებულ დონეზე გადასვლა და ამ პრობლემის ამაღლებული დონიდან გადაწყვეტა. შესაბამისად, გაუაზრებელ საზოგადოებაში არსებული ზნეობის დონის ამაღლება ამავე აზროვნების დონიდან შეუძლებელია. ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ამაღლებული განვითარებისა და ზნეობის დონიდანაა შესაძლებელი. თუმცა, თუ საზოგადოების ნაწილი არსებულზე ამაღლებული დონის შექმნას, სისტემის თვისობრივ ცვლილებას შეძლებს, მაშინ ამ დონის შესაბამის რიტმს უკვე ხელეწიფება უკიდურესად დაქვეითებული ზნეობის მქონე სუბიექტშიც კი ამაღლება გამოიწვიოს. თომას ჯეფერსონი: - “კორუფცია ამ ქვეყანაში, ასევე იქ, საიდანაც ჩვენ ჩამოვედით, ჯერ ჩვენს ხელისუფლებას მოიცავს და შემდეგ ჩვენი ხალხის ძირითად მასაზე გავრცელდება. მაშინ, როცა ხელისუფლება ფულით იყიდის ხალხის ხმას და შემდეგ ხალხს აიძულებს ფული უკან დააბრუნოს. ადამიანთა არსი ერთნაირია ატლანტის ოკეანის ორივე ნაპირზე და მსგავსი მდგომარეობისას ერთნაირი გავლენის ქვეშ დარჩება. დადგა დრო, მოვერიდოთ კორუფციასა და ტირანიას, სანამ ის ჩვენ არ დაგვიპყრობს”.
  22. lasalexx სუბიექტის არსში გარკვევის მიზნით, უმნიშვნელოვანესია მისი გარემოსთან დამოკიდებულების განხილვა, რაც სუბიექტის ზნეობისა და ინტელექტის დონეს გამოააშკარავებს.
×
×
  • შექმენი...