Jump to content
Planeta.Ge

giauridia

პლანეტელი
  • პოსტები

    831
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი giauridia

  1. nuaka სული უკვდავია. ამას არაცნობიერად მრავალი ხვდება. მაგალითად, არტურ შოპენჰაუერის აზრით: _”ევროპა დედამიწის ის ნაწილია, სადაც ბრმად და ჯიუტად სწამთ, რომ ადამიანი არაფრისაგან შეიქმნა და ეს დაბადება არის მისი პირველი მოვლინება ამ მიწაზე.” ამაში დარწმუნებულნი იყვნენ სოკრატე, პლატონი, პითაგორა. ცხოვრების ბოლოს სოკრატემ განაცხადა _ მე ეჭვი არ მეპარება იმის არსებობაში, რასაც ახალ სიცოცხლეს უწოდებენ. იმაში, რომ ცოცხლები მკვდრებისგან აღდგებიან. პითაგორას კი მისი წარსული ცხოვრებები ახსოვდა. ვოლტერი _ ორჯერ დაბადება ერთხელ დაბადებაზე გასაკვირი როდია. ბენჟამენ ფრანკლინი _ თუ აღმოვაჩინე, რომ ამ სამყაროში ვარსებობ, მაშინ მწამს, რომ ამა თუ იმ ფორმით მე მუდმივად ვიარსებებ. გოეთე _ დარწმუნებული ვარ, რომ მე ამ სამყაროში უკვე ათასჯერ ვიყავი, როგორც _ ახლა, და იმედი მაქვს ასევე ათასჯერ დავბრუნდები. ონორე დე ბალზაკი _ ყველა ადამიანი გაივლის წინარე ცხოვრებას . . . ვინ იცის, სამოთხის მკვიდრმა რამდენი სხეულებრივი ფორმა გაიარა, სანამ მას იდუმალი სიჩუმის ფასეულობასთან მიიყვანდნენ, რომლის ვარსკვლავიანი სივრცეც მხოლოდ სულიერი ცხოვრების წინარე მდგომარეობაა. ტოლსტოი _ ჩვენ ცხოვრებაში სიზმარივით გავივლით ათასს. ასევე ეს ცხოვრება არის მეათასედი იმ ცხოვრებისა, სადაც უფრო ნამდვილი, რეალური ცხოვრებიდან შევდივართ. სწორედ ამ რეალური ცხოვრებიდან, გამოვედით და იქვე ვბრუნდებით, როცა ვკვდებით. ჩვენი ცხოვრება უფრო ნამდვილი ცხოვრების ერთი სიზმარია და ასე გრძელდება უსასრულობამდე, უკანასკნელ, ნამდვილ ცხოვრებამდე, ანუ ღვთიურ სიცოცხლემდე. პოლ გოგენი _ როცა ირღვევა ფიზიკური სხეული, სული ცოცხლობს, დეგრადირდება ან მაღლდება იმისდა მიხედვით ღირსეულად თუ უღირსად ცხოვრობდი. ერიკ ერიკსონი _ ”მოდი, ნუ დავხუჭავთ თვალს: ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანი სულის სიღრმეში დარწმუნებულია, რომ ის ცოცხლობდა მუდმივად და ასევე იცოცხლებს ამ ცხოვრების შემდეგ”. არაცნობიერად მრავალი სხვა გააზრებული და გაუაზრებელი მიდის მუდმივი სიცოცხლის აზრთან.
  2. nuaka ადამიანის გონი ალბათ შეძლებს სრულყოფილი მანქანების შექმნას, მაგრამ სულს (რომელსაც ექნება გრძნობა) ვერა.
  3. nuaka ნება არა არამედ თუ "ჩვენ გვაკავშირებს რაღაც მიზნის აღსრულების იდეა" ჩვენი ერთობლივი ძალა პირობითად უკვე შეადგენს არა 2. არამედ დაახლოებით 7-ს. თუ მესამე ემატება ძალა უკვე იზრდება გეომეტრიული პროგრესიით (7X7=49) და ა.შ. (მაგ.12 მოციქული (თავიდან არაფრით გამორჩეული დანარჩენებისაგან) ერთიანდება ერთი იდეის ორგვლივ, რაოდენობა გადადის თვისებაში და შედეგი ჩემზე უკეთ იცით)
  4. machkatela თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. ამისათვის საჭიროა მეოთხე დონის პარადიგმული აზროვნება. ადამიანთა ისტორიამ დაგვანახა, რომ არსებობს სამი სახის პარადგიმა: წრფივი, ორგანიზმული და სისტემური. კლასიკური წრფივი პარადიგმა 1637 წელს ჩამოაყალიბა რენე დეკარტემ ნაშრომში ”განსჯა მეთოდისა, თუ როგორ უნდა მივმართოთ ჩვენი გონება, რათა შევწვდეთ მეცნიერულ ჭეშმარიტებას”. ის მთელი სიმძლავრით გამოიყენებოდა 250 წელი (ანუ, XIX საუკუნემდე, როდესაც შეიქმნა ცივილიზებული საზოგადოების ზოგადი საფუძველი) და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. მისი არსი, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენთვის საინტერესოა სოციალური მოვლენის ისტორიული მაგალითის, პირდაპირ, წრფივად განხილვა-გააზრება და დასკვნის გამოტანა. ეს შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: 1. აბსტრაქტული მიზანი, მომავლის ზოგადი ხედვა. 2. სუბიექტის ობიექტში შესვლა მისი მართვის მიზნით. 3. საზოგადოების ფასეულობათა იერარქია. 4. ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთობის პრინციპის გააზრება. ორგანიზმული პარადიგმა. ამ პარადიგმის თანამედროვე გააზრების ავტორია ჰერბერტ სპენსერი (1820-1903). მან, 1873 წ. ჩამოაყალიბა ორგანული თეორია, რაც, ფაქტობრივად, წარმოადგენს ანტიკური აზროვნებისა და ოგიუსტ კონტის იდეების გაგრძელებას. ამ პარადიგმის არსია საზოგადოების ჩამოყალიბების გააზრება ცოცხალი ორგანიზმის მაგალითზე, ანუ რა ხარისხით შეუძლია საზოგადოებას ცვალებადობა, შერჩევა, ადაპტაცია. ევოლუციური სისტემური პარადიგმა. აქ მიმდინარეობს იმ პროცესების გააზრება, სადაც ძირითადია არადეტერმინიზმი, განუზღვრელობა, ანუ იმ პროცესების შესწავლა, სადაც წინასწარმეტყველება რთულია. ამ პარადიგმის საფუძვლად შეიძლება ჩავთვალოთ ლეო ფონ ბერტალანფის შრომა „სისტემის ზოგადი თეორია“, ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი და ილია პრიგოჟინის ძირითადი შრომები, სადაც ზუსტი მეცნიერების საფუძველზე მკვეთრად გამოჩნდა, რომ ქაოსი, რა გასაკვირიც უნდა მოგვეჩვენოს, წესრიგის ფორმაა. ქაოსის ზრდა არის ევოლუციური ცვლილების წინაპირობა (სამყაროს შეკრულ სისტემაში მიმდინარეობს უწესრიგობის ზრდა, ღია სისტემაში კი ქაოსი, უწესრიგობა ბიძგია ევოლუციისაკენ). ღია სისტემაში წარმოიქმნება წესრიგის, ინოვაციების მოთხოვლინება. აქ მთავარია სინთეზი და ანალიზი. დღეს გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუ საზოგადოებაში ერთდროულად მუშაობს სამივე პარადიგმა, მაშინ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. ანუ, შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდეს ფასეულობათა სკალა, მომავლის ხედვა, ოცნებათა შესაძლო ერთობა. სხვა სიტყვებით _ სამივე პარადიგმის არსებობისას მივიღებთ ბაბილონის გოდოლს.
  5. ნილს ბორს, თანამედროვე აზროვნების განვითარების ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს, მისი უმთავრესი პოსტულატების იდეა ძილში მოუვიდა. ელემენტების პერიოდულობის ჩაწერის საბოლოო ფორმა მენდელეევმა სიზმარში ნახა. არაა გამორიცხული, რომ სიზმრის ფენომენი მოგვეხმაროს გავერკვეთ, თუ საზოგადოდ როგორ ხდება იდეების წარმოქმნა, განვითარება. რატომაა, რომ ინდივიდში ან ჯგუფში იბადება, იხვეწება იდეა და ხდება იდეის განვითარების სრულყოფილი თეორიის შექმნა. ჰიერონიმუს ბოსხი (1460-1516), ნიდერლანდელი მხატვარი. მის ტილოებზე გამოსახულია პრეისტორიული ხვლიკი. ნახატი საკმაოდ დეტალურადაა შესრულებული. გასაკვირი აქ თითქოს არაფერია, გარდა იმისა, რომ ამ ხვლიკის ძვლები ბოსხის სიკვდილიდან სამასი წლის შემდეგაა აღმოჩენილი და სპეციალისტების მიერ აღდგენილია ხვლიკის სრული სურათი. მეცნიერმა კიუვემ დაამტკიცა, რომ ესაა 60 მილიონი წლის წინ გადაშენებული ხვლიკის სახეობა. ჯონათან სვიფტი “გულივერის მოგზაურობაში” მოიხსენიებს პლანეტა მარსის ორ თანამგზავრს, რომელთა დანახვა მხოლოდ თანამედროვე, მძლავრი ტელესკოპით შეიძლება. როგორ ახერხებს ადამიანის გონება შეწვდეს იმას, რისი დანახვა, შეგრძნება ამ რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია, ან სხვა დროსა და სივრცეში ხდება.
  6. რაში სჭირდებათ ადამიანებსა და ცხოველებს ძილი? ამ საკითხზე მრავალი თეორია არსებობს, რომელთა უარყოფა ან მტკიცება შეუძლებელია. მათ შორის არის დოქტორ მედისის (ინგლისი) თეორია, რომელიც ბიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად ან სხვა რომელიმე ასპექტში ძილის აუცილებლობას არ ადასტურებს და ძილს უაზრობად, უსარგებლოდ მიიჩნევს. ძილის საჭიროების გამოკვლევისთვის ბრიტანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მკვლევა¬რებმა ადამიანთა ჯგუფზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. აღმოჩნდა, რომ 72 საათიანი უძილობა ადამიანთა კუნთებსა და სხვა ორგანოებზე უარყოფითად არ მოქმედებს, ტვინისათვის კი ძილი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიზმარიც თურმე აუცილებელია. ადამიანს შეუძლია ძილი სიზმრით და მის გარეშეც. დღეს უკვე არსებობს ისეთი ფაქიზი სენსორული სისტემა, რომელიც ადამიანის სხეულზე მაგრდება და კუნთის უმცირესი მოძრაობის, იმპულსის დაფიქსირება შეუძლია. თუ ცნობილია, რომელი კუნთი რა მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, ძილის დროს ტვინიდან წამოსული იმპულსების შესაბამისი კუნთის რეაქციის მიხედვით შესაძლებელია შეიქმნას იმ მოძრაობის კომპიუტერული მოდელი, რასაც ადამიანი ძილში ასრულებს. თვალის ქუთუთოზე დამაგრებული სენსორი თვალის გუგის მოძრაობას აფიქსირებს. თვალის გუგის უძრაობა უსიზმრო ძილზე მიგვანიშნებს. სიზმრის ხილვისას კი, თვალის გუგის ამოძრავებით სენსორიც ამოძრავდება. საკმარისია სენსორზე მიმაგრებული პატარა ჩაქუჩი მცირე ძალით შეეხოს ადამიანს, რომ სიზმარი ხელოვნურად შეწყდება და ძილი უსიზმროდ გაგრძელდება. როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, 72 საათიანი უძილობა ორგანიზმზე კვალს არ ტოვებს, თუმცა, სიზმრის გარეშე ძილს დამანგრეველი შედეგი ახლავს თან, მას ვერავინ ვერ უძლებს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სიზმარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ძილის დროს ადამიანი არჩევს, ახარისხებს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას და მანამდე დაგროვილს ადარებს. ძუძუმწოვართა წინაპრებმა 140 მილიონი წლის წინ დაიწყეს სიზმრის ხილვა, ანუ მიიღეს სწავლის უნარი, რაც ბუნებრივი შერჩევისათვის, სიცოცხლისათვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. მათ ყველა მთავარი სასიცოცხლო მნიშვნელობის ნიშა პლანეტაზე ასე დაიკავეს, შეავსეს. გამონაკლისია ჭიანჭველაჭამია. ის ძუძუმწოვარია, მაგრამ სიზმარს არ ხედავს, რის გამოც ის გადაშენებადია. გაღვიძებისას ზოგჯერ გვგონია, რომ სიზმარი არ გვინახავს, სინამდვილეში ვნახეთ, მაგრამ ვერ დავიმახსოვრეთ. აქედან დასკვნა: არასაკმარისი რაოდენობის სიზმრების ხილვა არასრულფასოვანი ძილია. სიზმარი ისაა, რისთვისაც გვძინავს.
  7. შეუძლია თუ არა, არაკომპეტენტურმა გააკეთოს კომპეტენტური არჩევანი?
  8. უტოპია _ ერთი შეხედვით, ოცნებათა შემმუსვრელი სიტყვა. სიტყვა, რომელიც თავის თავში მოიცავს ირონიას, ცინიზმს, გულგრილობას. ეს სიტყვა ნებისყოფა და გონებადაქვეითებულს ოცნების სიმძიმისა და ამ ოცნების აღსრულებისათვის საჭირო ქმედებისაგან ათავისუფლებს. გულგრილი ადამიანისათვის უტოპია ის უკანასკნელი ვერდიქტია, რომლითაც ის შემოქმედ ადამიანში ქმედების სურვილის მოკვლას ცდილობს. ვერდიქტი _ “ეგ ხომ უტოპიაა”, ნიშნავს _ შეწყვიტე ოცნება, შეწყვიტე წინსვლა, გახდი ისეთი უმოქმედო, როგორიც მე ვარ. უტოპია ჩვენს საზოგადოებაში ფართო მოხმარების სიტყვაა. ჩვენს სოციუმში ეს სიტყვა ოცნების, ფანტაზიების, შემოქმედების, უდიდესი ჩანაფიქრის აღსრულების ყველაზე მძლავრ ბარიერს აღნიშნავს. მის კედლებთან გროვებად ყრია მიმსხვრეული ილუზიები, ოცნებები, მისწრაფებები. თუმცა, ჩვენი აზრით, უტოპიის არსში სოციუმის თვითგადარჩენის, თავდაცვის უდიდესი, პოზიტიური მნიშვნელობაცაა ჩადებული. დიახ, უტოპია უდიდესი ფასეულობა, მართლაც გადაულახავი ბარიერია იმ არშემდგარი ადამიანებისათვის, რომლებიც ამ ბარიერის კედლის ძირში, საკუთარ ოცნებებთან ერთად იხრწნებიან და ესეც ბუნების უდიადესი კანონზომიერებაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ეს ბარიერი რომ არ არსებობდეს. მაშინ ყველა ნებისყოფადაქვეითებული თავის ოცნებას, მიზანს განახორციელებდა. დაუკვირდით, რამდენი ნებისყოფადაქვეითებული (ანუ იგივე გონებადაქვეითებული) ჩუმად ბუზღუნებს, ნირწამხდარია, რაღაცით სასტიკად უკმაყოფილოა. ჩვენ მათი არ გვეშინია, რადგან მათ ისეთი უხამსი ოცნება, ისეთი ბოროტება ჩაიფიქრეს, რასაც ვერასდროს აღასრულებენ. მათაც ბარიერი აღუდგებათ წინ და ეს ბარიერიც უტოპიაა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ არშემდგარი ადამიანები ჩვენც უტოპიის ბარიერს აღგვიმართავენ. კვანტურ ფიზიკაში არის ერთობ საინტერესო, ე.წ. გვირაბული ეფექტი. ამ ეფექტის არსი შემდეგია: არის შემთხვევა, რომ ელემენტარული ნაწილაკი რაღაც ისეთი პოტენციური ბარიერის წინაშე აღმოჩნდება, რომლის გადალახვა კლასიკური გაგებით, უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, ხდება საოცრება _ ნაწილაკი, რომელიც ბარიერის დაძლევისთვის საჭირო ენერგიას არ ფლობს, მაგრამ აქვს მისი დაძლევის უდიდესი “სურვილი”, მოულოდნელად ბარიერის მიღმა აღმოჩნდება. თუ ადამიანი იდეას, მიზანს სიცოცხლის აზრად აქცევს, მაშინ მის სვლას ამ მიზნისაკენ ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს თუნდაც ორი მიზეზის გამო: პირველი _ გაიხსენეთ, რომ უდეფექტო სისტემა ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, ნებისმიერ ბარიერს აქვს “დეფექტი” და თუ ამ დეფექტს აღმოვაჩენთ, ეს იმ ბერკეტის საყრდენი იქნება, რომელიც არქიმედეს აზრით ყველა წინააღმდეგობას დაგაძლევინებს. მეორე _ ყველაზე მაღალი ბარიერიც კი მხოლოდ ილუზორული, ჩვენს არასრულყოფილ გონებაში აღმართული ბარიერია და მისი სიმაღლე ჩვენი არასრულფასოვნების რიგსა და ხარისხზე მიუთითებს. სწორედ ეს, ჩვენ მიერ წარმოსახვით შექმნილი ბარიერია ჩვენი ოცნებების მსხვრევისათვის საშიში. თორემ მიზანმიმართულმა ადამიანებმა რეალურ ასმეტრიან ბარიერს, კედელს კი არა 8848 მეტრიან ევერესტსაც კი გადაუარა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ნუ დავივიწყებთ, რომ რეალური ბარიერების უმრავლესობა ქაღალდზე დახატული ბეტონის კედელია, გაბედეთ და ხელი შეახეთ, ნახავთ, რომ ის უბრალოდ გაიხევა. ესეც თქვენი გვირაბული ეფექტი.
  9. ეკონომიკა _ ბერძნული სიტყვაა და მეურნეობის მართვას ნიშნავს. პოლიტიკა _ სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას. შესაბამისად, პოლიტეკონომია არის სახელმწიფოს სრული მართვა. ადამ სმიტამდე მრავალი ფილოსოფოსი ცდილობდა აეხსნა _ რატომაა ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი, ზოგიერთი კი სიღატაკეში იხრჩობა. მარტივად რომ ვთქვათ, ნათლად ჩანს, რომ მდიდარ ქვეყნებში ფულის რაოდენობა მეტია. ფული მეტია იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანა ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომლის სხვა ქვეყნებში გაყიდვა შესაძლებელია. თუ წარმოებული პროდუქტი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში იყიდება, მაშინ ფული ხელიდან ხელში გადადის და მისი რაოდენობა არ მატულობს, ხოლო თუ საზღვარგარეთ გადის, ქვეყანაში ფულის რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, თუ გინდათ თქვენი ქვეყანა გამდიდრდეს, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაიყიდოს საზღვარგარეთ და უნდა ეცადო გარედან ნაკლები პროდუქტი შემოვიდეს. ვინც ასეთ მოსაზრებას იზიარებს, მათ მერკანტილისტები ეწოდებათ (იტალიურად მერკანტი - ვაჭარი). ისინი ითხოვდნენ, რომ მმართველები ქვეყნის ეკონომიკაში ჩარეულიყვნენ. მაგ. იმ დროს ინგლისის დედოფალმა ელისაბედმა დააწესა კვირაში ორი, ე.წ. თევზის დღე, როცა ხორცის გაყიდვა იკრძალებოდა. გასაგებია, რომ ამ დროს ინგლისურ თევზზე მატულობდა მოთხოვნა. ეს კიდევ არაფერი, დედოფალმა ინგლისურ შალზე მოთხოვნილების გასაზრდელად ბრძანა, რომ მკვდრების დამარხვა მხოლოდ შალის ტანსაცმლით შეიძლება. სხვა მეცნიერები თვლიდნენ, რომ მიწა, ანუ მიწაზე მოყვანილი პროდუქტი ქმნის სიმდიდრეს და ითხოვდნენ გლეხების წახალისებას. მათ ფიზიოკრატები (ბუნებაზე ძალაუფალნი) ეწოდათ. მერკანტილისტები და ფიზიოკრატები მიუახლოვდნენ, მაგრამ ვერ აღმოაჩინეს ის, რაც შეძლო ადამ სმიტმა. იგი მივიდა დასკვნამდე: _ სიმდიდრის საფუძველია შრომა. თუ ადამიანი შრომობს და მისი შრომა მხოლოდ არსებობას აკმაყოფილებს, მაშინ სიმდიდრე არ იქმნება. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მან არ უნდა აკეთოს ყველაფერი რაც სჭირდება, არამედ აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ანუ მეპურემ უნდა გამოაცხოს პური და მან ენერგია საკუთარი ღობის შეკეთებაზე ან შეღებვაზე არ უნდა დახარჯოს. მან მთელი ენერგია პურის ცხობის კულტურის ამაღლებას უნდა მოახმაროს. მაშინ ის შეძლებს შესაღებად პროფესიონალი მღებავის დაქირავებას. იწყება ის, რასაც შრომის დანაწევრება ჰქვია. მღებავსა და მეპურეს შორის მორიგება ფულით ხდება. გამოდის, რომ ფული თავისთავად არაა სიმდიდრე. ფული არის პროდუქტში ჩადებული შრომის, ენერგიის, სიმძლავრის საზომი.
  10. ჭანო არსებობს ჩვენი სამყაროს წარმოქმნის საყოველთაოდ მიღებული და საკმაოდ დასაბუთებული მოდელი, რომლის ძირითადი საყრდენია მეცნიერთაAმიერ დაფიქსირებული ე.წ. ”წითელი წანაცვლება”, რელიქტორული გამოსხივება (კოსმიური ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც შემორჩენილია სამყაროს ფორმირების პერიოდიდან და ყველა მიმართულებით ერთნაირ ინტენსივობას ინარჩუნებს). ამის საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე _ სამყარო ფართოვდება და ეს გაფართოება უნდა დაწყებულიყო რაღაც წერტილიდან. აქედან გამომდინარეობს, რომ სამყაროს აქვს საწყისი. მანამდე არაფერი არ იყო და ის, რამაც სამყარო შექმნა, კონცენტრირებული იყო წერტილში ნულოვანი რადიუსით. ნულოვანი რადიუსი ნიშნავს, რომ არ იყო სივრცე, შესაბამისად, არ იყო არც მატერია, არც დრო და ამ ნულოვანი რადიუსის წერტილში მოხდა აფეთქება, რაც საფუძვლად დაედო სამყაროს, მის გაფართოებასა და ფორმირებას. ამ დასკვნას მეცნიერთა უმრავლესობა ეთანხმება, მათი აზრით, ამ აფეთქების შედეგად წარმოიქმნა ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა მეშვეობით მოგვიანებით შეიქმნა ვარსკვლავები, პლანეტები, გალაქტიკები, ორგანული ბუნება, ადამიანები. მაგრამ რა აფეთქდა, რატომ აფეთქდა, ამაზე მეცნიერები მორცხვად დუმან და დამაჯერებლად ვერაფერს ამბობენ. რა თქმა უნდა, გამოჩნდა მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ’’დიდი აფეთქების თეორიას’’ არ იზიარებდა. რა უნდა გაეკეთებინათ მათ? უნდა წარმოედგინათ ახალი! ასე დაიბადა “სიმების (შ) თეორია”. ამ თეორიის თანახმად, ელემენტარული ნაწილაკები სულაც არ არიან ნაწილაკები და არიან სიმები. დიახ, სიმები, რომლებიც სხვადასხვა სიხშირით ირხევიან და, შესაბამისად, არიან მრავალფეროვანნი. თეორია უნივერსალური უნდა ყოფილიყო, მას ყველაფერი უნდა აეხსნა. მაგრამ ამის ნაცვლად ”სიმების თეორია” ხუთ თეორიად დაიშალა, ე.ი. ის სულაც არ იყო უნივერსალური. და მისმა მოწინააღმდეგე ე.წ. სუპერგრავიტაციული თეორიის წარმომადგენლებმა ”სიმების თეორიას” სარკასტულად ყველაფრისა კი არა, ”არაფრის თეორია” უწოდეს. ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური პარტიების პროგრამების მსგავსად, სუპერგრავიტაციული თეორია და სიმების თეორია დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ძირითადი განსხვავება სივრცის განზომილებებია. ყველა უთანხმოებას თავისი საფუძველი აქვს. ეს უთანხმოება კი იმით დაიწყო, რომ “მოუსვენარმა” აინშტაინმა სამ განზომილებას (სიგრძე, სიმაღლე, სიგანეს) დაუმატა მეოთხე განზომილება _ დრო, რითაც ისედაც რთული სამყაროს გააზრება უფრო გაართულა. ”სიმთა თეორიის” აქტიურ მხარდამჭერებს ეს ეცოტავათ: თუ გართულებაა, გართულება იყოსო და მოითხოვეს მეხუთე განზომილების შემოტანა, ოღონდ, რაა ეს მეხუთე, “პატიოსან” ხალხს ვერ გააგებინეს. “პატიოსანმა” ხალხმა ჩათვალა: ალბათ, ასეა საჭირო და იმიტომო! “სიმების თეორიის” ავტორებმა ისარგებლეს “პატიოსანი” ხალხის გულუბრყვილობით და სასწრაფოდ შემოიტანეს მეექვსე! ამის შემდეგ ისევ ჩათვალეს: თუ თავხედობაა, თავხედობა იყოსო და შემოიტანეს მეშვიდე! ძლივს გაჩერდნენ 10 განზომილებაზე! “სუპერგრავიტაციული თეორიის” ავტორებმა _ ასე არ უნდაო და, შემოიტანეს მეთერთმეტე განზომილება! დროებით დაზავდნენ. ე.ი. ამ თეორიებში ძირითადი განსხვავება ერთ განზომილებაშია. ”სიმების თეორიის” გადასარჩენად მის ავტორებს დასჭირდათ პარალელური სამყაროს არსებობის იდეის შემოტანა. ამან, თავის მხრივ, იმ ერთი განზომილების შემოტანა მოითხოვა, რისთვისაც ”სუპერგრავიტაციული თეორიის” მომხრეებს დასცინოდნენ. ეს მათთვის საშინელება იყო. სხვა გზა არ რჩებოდა. მათ სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგეს და აღიარეს მეთერთმეტე განზომილების აუცილებლობა. ადვილი წარმოსადგენია ის სიხარულის ყიჟინა, რითაც სუპერგრავიტაციის მომხრეებმა უპასუხეს. როდესაც დაწყნარდნენ, ”სიმთა თეორიის” ავტორებს ხუთივე თეორიის გაერთიანების შესაძლებლობა გაუჩნდათ. მოწინააღმდეგეთა იდეები უკვე ავსებდნენ ერთმანეთს. რა მოუვიდა სიმს, სამყაროს აშენების მათთვის უცვლელ მასალას? ავტორების აზრით, ისინი გაიწელნენ და ერთმანეთში გადაიხლართნენ. შექმნეს ბადე, უფრო სწორად, მემბრანის მსგავსი რამ შეიქმნა ე.წ. მემბრანის, შემოკლებით M თეორია. ალბათ იკითხავთ _ რა არის ეს 11 განზომილება? პასუხი მხოლოდ ასეთი იქნება _ ესაა ის, სადაც ჭკუამხიარულ, კარგად ნაკვებ ინდივიდს არაფერი ესაქმება. დანარჩენები კი დაგვღალა მისმა რეალურად წარმოდგენის მცდელობამ! მაგრამ ჯერ სადა ხართ! თურმე ნუ იტყვით და ამისთანა თერთმეტგანზომილებიან სმყაროში ერთი მხრივ, სიმი შეიძლება უსასრულოდ გაიჭიმოს, მეორე მხრივ, ის სისქეში 10-20 მმ-ია. ასეთი სიმებისაგან “მოქსოვილი” მემბრანა, თავის მხრივ, ქმნის ბუშტის მსგავს სფეროს. ჰიპერსივრცის მეორე ბოლოში შეიძლება იყოს სხვა ბუშტი, რომელიც ქმნის პარალელურ სამყაროს. თუ ეს ასეა, მაშინ ადვილად იხსნება, რატომაა გრავიტაციული ველი ასე სუსტი სხვა ველებთან შედარებით და საკუთარი სიმძიმით რატომ არ ვისრისებით? _ თურმე ნუ იტყვით და, იმ მეორე ბოლოში არსებულ ბუშტში გრავიტაციული ველი მართლაც უძლიერესია, ის შეიძლება გამოიპაროს იქიდან და სანამ ჩვენამდე მოვა, სუსტდება. სხვა პასუხი არ არსებობს. თერთმეტგანზომილებიანი სამყარო სავსეა სხვადასხვანაირი მემბრანებით. რომელიმე მათგანზე შესაძლებელია სიცოცხლეც არსებობდეს, მაგრამ ის სხვა სამყაროა, ჩვენ იქ არა ვართ. თურმე, მაღალგანზომილებიან სივრცეებში ძლიერი ტალღები წარმოიქმნება, ანუ ის სულაც არაა წყნარი სივრცე. ესაა უზარმაზარი ტურბულენტური ტალღები. რა მოხდება, თუ ისინი დაეჯახებიან ერთმანეთს? აი, ის კითხვა, რისთვისაც ასეთი აბსურდის აღწერა დაგვჭირდა. ასეთი ორი მემბრანის ბუშტის დაჯახებისას ხდება ის აფეთქება, რის შედეგადაც გაჩნდა ჩვენი სამყარო. მემბრანის ბუშტების ზედაპირი გლუვი არაა, მას ბორცვები აქვს. ორი ასეთი ბუშტის შეჯახება მემბრანების ბორცვების მონგრევასა და მატერიის გროვად გადაქცევას იწვევს. “მემბრანის თეორიით” დრო აფეთქებამდე არსებობდა. ამ მემბრანებში ფიზიკის განსხვავებული კანონებია. ჩვენი სამყარო ერთ-ერთი ასეთი მემბრანაა, პატარა ბუშტი ბუშტების ოკეანეში. შეიძლება ლაბორატორიაში შეიქმნას ახალი სამყარო, რომელიც უსასრულობამდე გაფართოვდება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიგრძნობთ. ის საკუთარ სივრცეში სხვა განზომილებაში გავა. აქ, თითქოს ჯადოსნური წრე იკვრება. ამ მსჯელობით ჩვენი სამყაროს წარმოშობა თითქოს აიხსნა, მაგრამ პარალელური სამყაროები, სიმები, მემბრანები ვინ ან რამ შექმნა, ისევ გაურკვეველი რჩება. რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მეცნიერებს ასეთი წარმოდგენა აქვთ სამყაროს წარმოშობაზე. რა თვალსაზრისითაც უნდა განიხილავდნენ მეცნიერები სამყაროს შექმნის საკითხს, მაინც უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა _ რა იყო აფეთქების მიზეზი და როგორ იყო ნულოვანი რადიუსის წერტილში, ანუ არაფერში კონცენტრირებული ის უზარმაზარი ენერგია, რომლის აფეთქებამაც მთელი სამყარო შექმნა. ცხადია, ნულოვან რადიუსში, სადაც სივრცე არ არსებობს, მატერიის კონცენტრაცია შეუძლებელია. შესაბამისად, იქ კონცენტრირებული უნდა ყოფილიყო წმინდა პოტენციური ენერგია მატერიის გარეშე. აფეთქების მიზეზი იყო რაღაც და ეს რაღაც არამატერიალური, ანუ იდეალური უნდა ყოფილიყო. ე.ი. მატერიის პირველსაწყისი, წყარო იყო უდიადესი იდეა. მატერია იდეამ შექმნა.
  11. Private Nodari გზა საქართველოს ერთიანობისკენ ბრძოლა დავვიწყე 20 წლის წინ. ვარ 1992-93წ.წ აფხაზეთში ომის მონაწილე (მოხალისე 1წელი და 2 თვე საბრძოლო მოქმედებების). დავრწმუნდი ყველა საქმეს ხანჯლით ვერ გააკეთებ. ომს იგებენ ომამდე. ამერიკის უდიადესი პრეზიდენტი ავრაამ ლინკოლნი ამბობდა, რომ ყველა მტერი ყავს განადგურებული. შეკითხვაზე თუ როგორ მოახერხა მან ეს, უპასუხა მან, რომ მტრები მოყვერებად გადააქცია! ეს უდიდესი პოლიტიკური ნიჭია.
  12. llizi საინტერესო მსჯელობაა, გთხვ განავითარო შენი მოსაზრება
  13. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. უფრო ნათლად _ ვთქვათ, საზოგადოებამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით ჩაატაროს არჩევნები _ შეარჩიოს ჯგუფი, რომელიც დალაშქრავს ევერესტს და ამით ასახელებს სამშობლოს. თუ ამ კანონიერი არჩევნებით შერჩეული ჯგუფი არ ფლობს ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონივრულ და პროფესიულ პოტენციალს, მაშინ ყოველგვარი არჩევნები აზრს კარგავს იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებისათვის მნიშვნელობა არა აქვს წესიერადაა ჩატარებული არჩევნები, თუ არაწესიერად. არჩევნების როგორი წესითაც უნდა შეარჩიოთ ჯგუფი, ის ევერესტს დაპყრობის ნაცვლად მიეყინება, თუ მას არა აქვს გააზრებული ბუნების ის კანონზომიერება, რომლის გარეშეც 8848 მეტრის სიმაღლის დალაშქვრის მცდელობა, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უბრალოდ, ინფანტილიზმია. პოლიბიუსი _ დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რაიმეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი, დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს, აღარ აინტერესებს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა. შესაბამისად, დემოკრატიაში ისეთი რამ დევს, რაც მის თვითგადაგვარებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, “სახელმწიფოს სახალხო მმართველის უკეთილშობილესი სახელი ენიჭება, რეალურად კი, ის ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს საერთოდ სახელმწიფო”.
  14. ყველა მოაზროვნე ადამიანი, რომელიც საკუთარ, ოჯახის, ერის, სამშობლოს ბედნიერებაზე ფიქრობს, ჭეშმარიტების ძიების წყურვილით უნდა იყოს გაჟღენთილი. ყველაფერი სხვა ბუნდოვანი და მოჩვენებითია. კერძო და ზოგადი ინტერესები აბსოლუტურთან ჰარმონიაში უნდა იყოს და ამ ჰარმონიის ძიებას, დამკვიდრებას გააზრებულად უნდა ემსახურებოდეს. ფასეულობათა იერარქია არასდროს უნდა დაირღვეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეორადზე დაფუძნებული ყოველთვის მეორადი იქნება. აბსოლუტური ფასეულობა მხოლოდ მის საპირისპიროსთან თანაფარდობით მოიძიება. ჩვენ უფლება არა გვაქვს ღმერთი ჩვენი ცხოვრებისაგან გავაცალკევოთ. არც ის შეიძლება ღვთის კალთას ამოვეფაროთ და ცხოვრებას ზიზღით ვუყუროთ.
  15. ცხოვრების აზრი გონებისა და გრძნობის იმ წიაღში უნდა ვეძებოთ, სადაც დრო უსუსურია. სიცოცხლის აზრი მაშინ იკვეთება, როცა საკუთარი თავისთვის ის სიკეთე გვინდა, რომელიც ჩვენთვისაც სიკეთე იქნება და შენთვისაც. თუ ჩვენთვის სიკეთე შენთვის ბოროტება აღმოჩნდა, ამგვარ სიკეთეს არ ვაღიარებ! ჩვენს სამყაროში ყველაფერი ფარდობითია _ სინათლეს აზრს სიბნელე აძლევს, სამოთხეს _ ჯოჯოხეთი. თუ ჩვენს რეალობაში დამკვიდრებულ უაზრობას საფუძველი აქვს, მაშინ მის დასათრგუნად უდიადესი სიმართლის კანონიც უნდა არსებობდეს. იმისათვის, რომ ცხოვრებას აზრი ჰქონდეს, ჩვენ ორი ჭეშმარიტება უნდა ვაღიაროთ: პირველი _ არსებობს უზენაესი სიმართლის კანონი! მეორე _ ადამიანში ჩადებულია თავისუფლებისაკენ სწრაფვა! რადგან ამ ამოცანის მიუკერძოებლად ამოხსნა, ჭეშმარიტი პასუხის პოვნა მხოლოდ თავისუფალს
  16. ჩვენ საკუთარ გონებაზე ვძალადობთ. უკეთეს შემთხვევაში, საკუთარ თავთან მუდმივ ”დიპლომატიურ მოლაპარაკებაში” ვართ და ვცდილობთ საკუთარი თავი დავარწმუნოთ იმაში, რაც გულის სიღრმეში მაინც საეჭვო რჩება. ამ მდგომარეობას ჩვენ შინაგან გაორებამდე მივყავართ. ეს გაორება მეც და თქვენც ნათლად გვინახავს: გაიხსენეთ ეკლესია, თუ რა მოწიწებით უჭირავს სანთელი ხელში საკუთარი მოყვასის მტერს ან რა სინაზითა და სიფაქიზით იწერს პირჯვარს არშემდგარი ადამიანი. ამიტომ შეუძლებელია ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვთქვათ ”დიახ” ან ”არა”. როდესაც გონებაში ეჭვი ბოლომდე არ გაფანტულა, შეუძლებელია რწმენის ჭეშმარიტება მივიღოთ. უფრო მეტიც, ამაში ვერც აუცილებლობასა და ვერც ვინმეს დამსახურებას ვერ ვხედავთ. ამგვარად, ადგილი აქვს მუდმივ შინაგან მერყეობას და ამ მერყევ, გაუწონასწორებელ, არშემდგარ ადამიანთა ”საზოგადოების” არსებობა კრიმინალური ელიტისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ასეთ მდგომარეობაში თვითშემეცნებით განმსჭვალული ადამიანის სიტყვა ”მწამს” ხშირად, თუ მკაცრად ჩავიხედავთ საკუთარ სულში, ნიშნავს ”მართალია არა მწამს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ მწამდეს. მინდა დავარწმუნო საკუთარი თავი იმაში, რომ ”მწამს”. შეიძლება ღრმად ვცდებით, მაგრამ ასეთი ”რწმენა” ცოდვად მიგვაჩნია ღმერთის, ანუ უდიადესი სიმართლის წინაშე. შეიძლება ეს ცოდვა სულაც არ არის და ადამიანის ერთ უნიკალურ, მიწიერი ცხოვრებისაგან მიღებულ თავისებურებას ეფუძნება. ეს თავისებურება ყველაზე ნათლად დევიდ იუმმა გამოხატა. იუმის აზრით, პრაქტიკული, ყოველდღიური ცხოვრება რწმენაზეა დამყარებული. უფრო ნათელი რომ გახდეს, შემდეგ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც საღამოს დასაძინებლად ვწვებით, ღრმად ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ გავიღვიძებთ და დღე დაგვხვდება. ამ თავისთავად ცხად ჭეშმარიტებას თუ მკაცრად მივუდგებით, აღმოჩნდება, რომ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მართლაც, ვინმემ რომ მოგვთხოვოს ამ ჭეშმარიტების ”დამტკიცება”, მივხვდებით, რომ მტკიცებულების მოყვანა შეუძლებელია. მართლაც, ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, რომ ღამის განმავლობაში დედამიწას მეტეორი არ დაეცემა და დღე-ღამის ასტრონომიული ცვლილება არ დაირღვევა. ან კიდევ, უბედური ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი უაზროდ აშენებული ან მოუვლელობით დაზიანებული სახლი არ დაინგრევა; ასევე ღამით, სახლშიც კი, იარაღიანი, ნიღაბაფარებული ბანდიტის თავდასხმისაგან არავინ არის დაცული. ჩვენ რომ ამ შესაძლო უბედურებათა შესახებ ვიფიქროთ, მაშინ საერთოდ არ უნდა დავიძინოთ და შესაბამისად, სიცოცხლეც შეწყდება. ამიტომ, ყოველგვარ ”მტკიცებას”, ”ლოგიკას” უგულებელვყოფთ და დარწმუნებულნი იმაში, რომ არავითარი კატასტროფა არ გვემუქრება, ყოველ შემთხვევაში ამ ღამით მაინც, მშვიდად ვიძინებთ. ამრიგად, ცხოვრებისეულ რწმენას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ჩვენც ამით ვხელმძღვანელობთ და არა ”ბუნების კანონებით”, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ”მწამს” არაფრით არის გარანტირებული, მაშასადამე ბრმაა. როგორც ჩანს, იქ, სადაც მტკიცება შეუძლებელია, რწმენა გვშველის. ცხოვრება დაფუძნებულია რწმენაზე, რომლის ”მტკიცებას” აზრი არა აქვს. ”რაც ჩვენია, ის კარგია” _ ეს ლოზუნგი აღარ გამოგვადგება. ”დავიბადე საქართველოში და ქრისტიანი უნდა ვიყო” _ ვინმეს რწმენას ვერც ეს ლოზუნგი შემატებს რამეს. ქრისტეს სიყვარულმა სხვის მიმართ არ უნდა დაგვაბრმავოს. უდიადესი სიმართლე იმიტომაა უდიადესი, რომ ის ყველგან და ყველაფერშია. შესაბამისად, ყველა რელიგიაში სიმართლის ელემენტების დანახვა შეიძლება და, ალბათ, აუცილებელიცაა.
  17. ორი შეკითხვა ვეფხვაძეს: 1. რა არის დემოკრატია? 2. როგორია თქვენი ქრისტიანული პოლიტიკა? (რელიგიასა და პოზიტიურ მეცნიერებათა შორის ანტაგონიზმი გამორიცხულია, თუნდაც იმიტომ, რომ მათი კომპეტენციები სხვადასხვაა. ქრისტიანული ჭეშმარიტებით მანიპულირება შეუძლებელია. თუ არსით ქრისტიანი ხარ, შენი შეცდენა შეუძლებელია). ისე სხვათა შორის, როგორც წესი თანამედროვე პოლიტიკური საქმიანობა ეყრდნობა დისციპლინირებული, ორგანიზირებული პარტიების ქმედებას, რომლებიც შეპირებათა პროპაგანდით ამომრჩევლთა ხმების მოპოვებისკენ მიისწრაფვიან. ამ პროპაგანდის მთავარი საფუძველი ხალხის ეგოისტურ გრძნობებსა და ინტერესებზე ზემოქმედებაა. აქედან ვიღებთ სავალალო შედეგს _ პარლამენტარები, თავისი ქმედებისას ხელშეკრულნი არიან პარტიული ინტერესების მოთხოვნითა და დისციპლინით. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები მიიღება არა საჯარო განხილვისას, არამედ კომიტეტებში და დახურული კარის მიღმა ერთპიროვნულად, ფრაქციის თავჯდომარის მიერ.
  18. სამართლისა და ზნეობის ჰარმონიული თანაარსებობის გარეშე, სრულყოფილი საზოგადოება ან სიზმარში არსებობს ან ჯოჯოხეთში და თუ ამაში ვერ დაგარწმუნებთ, მაშინ ჯერ ცარიელი თეფში, შემდეგ კი თეფშის უქონლობა დაგარწმუნებთ.
  19. საჭიროა ყველა ჰუმანური მეთოდის გამოყენება, რათა საზოგადოებაში შინაგანი შემოქმედებითი ძალები განვითარდეს და თუ ზემოხსენებულ მოსაზრებაზე შევთანხმდებით, მაშინ არ გაგვიჭირდება იმ მარტივი დასკვნის გაკეთება, რომელიც, დემაგოგთა არმიის გარდა, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. _ კარგია მმართველობის ის ფორმა, რომელიც მოცემულ კონკრეტულ პირობებში შექმნის ისეთ სისტემას, სადაც საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის დაპირისპირება მინიმუმამდე შემცირდება და საზოგადოების ყველა წევრს შინაგანი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება ექნება. _ კარგია ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შრომის ნაყოფიერებას არა ზოგადად, არამედ მოცემულ, კონკრეტულ პირობებში განავითარებს. _ კარგია მხოლოდ ის სოციალური დამოკიდებულება, რომელიც რწმენას, ზნეობას, განათლებას, ანუ, საბოლოო ჯამში, სოციალურ სამართლიანობას აამაღლებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი _ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს, რათა საზოგადოების ორგანულ გამთლიანებას ჩაეყაროს საფუძველი. ყოველივე ამის გათვალისწინებით ადამიანთა რაციონალური ურთიერთობის განმსაზღვრელი იდეოლოგია, სოციალური იდეალები უნდა შემუშავდეს, რაც ჩვენთვის საერთო ამოცანის გადაწყვეტას დააჩქარებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ: ნათლად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი რა გვინდა, როგორ მოვახერხებთ დასახულ მიზნამდე მისვლას და რაც მთავარია, გააზრებული უნდა გვქონდეს ის სულიერი და ზნეობრივი საფუძვლები, რასაც უნდა დავეყრდნოთ.
  20. newstudio ქრისტიან-დემოკრატთა ისტორია უკავშირდება 1870 წელს რომის პაპის სახელმწიფოს გაუქმებას, რომის პაპს ჩამოართვეს სასულიერო ხელისუფლება. მიუხედავად ამისა ვატიკანი გამოხატავდა მტრულ განწყობას ლიბერალური სისტემის მიმართ. კათოლიკურმა პარტიებმა ისწავლეს სამართლებრივი სახელმწიფოს ბერკეტების გამოყენება და დაიწყეს პოლიტიკური წონის ამაღლება. ქრისტიანულ-დემოკრატიული თეორიის პროცესი დღესაც არ არის დამთავრებული იდეოლოგიის ცენტრისტული ხასიათის გამო, ქრისტიან-დემოკრატებს ხშირად დებენ ბრალს ოპორტუნიზმში (opportunus მომგებიანი, მოხერხებული) და პოპულიზმისაკენ მიდრეკილების გამო. საქართველოშიც მათ შორის
  21. ლ ი ც ი ყველა ამაზრზენი ბოროტება ჭკვიანთა სიჩუმის ფონზე, სულელთა ხმაურში იბადება. გავიხსენოთ, ბოროტების უდიდესი ძალა იმაშია, რომ დამარცხების შემთხვევაში ის არ იბნევა, მას არ უჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი, ის არ იცლება სისხლისგან, რადგან სისხლი არა აქვს, ინფარქტიც არ ემართება, რადგან გული არა აქვს. ის ჩუმად იკრებს ძალას, რათა მოულოდნელად იჩინოს თავი. ჩემი აზრით ზნეობაამაღლებულ საზოგადოებას გმირები არ სჭირდება, ვინაიდან გმირობის ჩადენა ხდება რომელიმე ვიგინდარის შეცდიმის გამოსასწორებლად.
  22. XVIII საუკუნეში საფრანგეთში ცხოვრობდა მოაზროვნე ფილოსოფოსი-განმანათლებელი, მათემატიკოსი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივანი და პოლიტიკური მოღვაწე (საკანონმდებლო კრების დეპუტატი 1791წ, საფრანგეთის ლიბერალური კონსტიტუციის ავტორი) მარი-ჟან ანტუან ნიკოლა კარიტა მარკიზ დე კონდორსე (1743-1794წ.წ.). ერთხელ აკადემია წყვეტდა ერთ ბანალურ საკითხს: სად ჩაეტარებინათ მორიგი სხდომა. ჯერ აკადემიკოსებმა უყარეს კენჭი, რომ სხდომის ჩატარება უკეთესია ვერსალში ვიდრე პარიზში, შემდეგ – უკეთესია ფონტებლოში, ვიდრე ვერსალში და ბოლოს გადაწყდა რომ ჯობია ჩატარდეს პარიზში ვიდრე ფონტებლოში. ამ შემთხვევამ დაუდო საწყისი კოლექტიური გადაწყვეტილების კანონების შესწავლას, რამაც კონდორსე მიიყვანა საინტერესო დასკვნამდე: რიგ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღებაც, რომელსაც მხარს არ უჭერს კენჭისყრაში მონაწილე არცერთი პირი. 1785 წელს კონდორსემ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც მიეძღვნა დეპუტატების არჩევისას კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების პრობლემებს. დღეისათვის ნაშრომი ცნობილია როგორც კონდორსეს პარადოქსი და პრინციპი. მარტივად რომ ვთქვათ კონდორსეს პარადოქსი გამოიყურება შემდეგნაირად, დაუშვათ კომიტეტი, რომელიც შედგება პავლე, პეტრესა და ივანესაგან უნდა უპირატესობის მიხედვით განალაგონ სამი კანდიდატი A,B,ჩ. პავლე განალაგებს შემდეგნაირად A,B,ჩ პეტრე – BB,ჩ,A, ივანე კი ჩ,A,B. ხმების დათვლას მივყავართ ციკლამდე: A უგებს B, B უგებს ჩ კი უგებს A – ყველა უგებს ორ ხმას ერთს. კონდორსეს პრინციპის შესაბამისად, რათა გაირკვას უმრავლესობის ჭეშმარიტი ნება აუცილებელია, ყველა ამომრჩეველმა ყველა კანდიდატს ჩაუტაროს რანჟირება (გერმ. ღანგიеრუნგ – განაწილება როგითობის მიხედვით) რიგითი უპირატესობის მიხედვით. კენეტ ჯოზეფ ეროუ (აბ. 1921წ. ნიუ-იორკი) ამერიკელი ეკონომისტი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია), კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, მუშაობდა ჩიკაგოს, სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი (1983-86), ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი 1973წ., დაჯილდოვებულია ჯონ ბეიტს კლარკის მედლით 1957წ., ჯონ კომონსის პრემიის ლაურეატი 1973წ. ძირითადი ნამუშევრები: “საზოგადოებრივა არჩევანი და ინდივიდუალური უპირატესობანი”; “ნარკვევები წრფივ და არაწრფივ პროგრამირებაში”; “ეკონომიკის არსის შემეცნება პრაქტიკის მეშვეობით”. ეროუს წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია ჩვენ სამყაროში შევიდა, როგორც სენსაციური აღმოჩენა და წერტილი დაუსვა ოცნებებს იდეალური დემოკრატიის შესახებ. მას გამოყოფილი აქვს ხუთი მკაცრი აუცილებელი პირობა რაციონალური დემოკრატიული არჩევნებისათვის, როგორც ამომრჩეველთა ნების გამოვლენის მექანიზმი. 1. ყველა მოქალაქეს არ ანიჭება მოქალაქეობა; 2. ყველა მოქალაქეს არ აქვს უფლება მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება; 3. ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ხმის მიცემის უფლება არ აქვს ულება იყაროს კენჭი; 4. ერთი და იგივე კრიტერიების მნიშვნელობა სხვადასხვა ადამიანებში ყოველთვის იქნება სხვადასხვა, ისევე როგორც გათვითცნობიერება ამ კრიტერიებისადმი კანდიდატების შევაბამისობის თაობაზე. აქედან გამომდინარეობს ამომრჩეველთა უთანასწორო კომპეტენტურობა მათი ხმათა “წონის” ტოლობის დროს; 5. დემოკრატიული პრინციპები უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების მხოლოდ მცირე ნაწილზე და მხოლოდ გარკვეული დროით განსაკუთრებულ შემთხვევებში.. დანარჩენში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დიქტატურას, აშკარას ან ირიბს. რეალური დემოკრატია ითვალისწინებს არა მარტო თანაბარ უფლებებს, არამედ არათანაბარ საშუალებას საზოგადოებრივი ცხოვრების დიდ ნაწილში. ყველაზე მართებულ საარჩევნო სისტემას ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ძალუძს მიიყვანოს მარტო იმ სიტუაციამდე, სადაც ამომრჩეველთა არჩევანი თანასწორად არის გადაწილებული, ასეთი მდგომარეობის შექმნა შეუძლებელია დემოკრატიული ხერხებით, ხოლო დიქტატორული საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. ანუ ეროუ მათემატიკურად ამტკიცებს, რომ რეალური დემოკრატია არ შეიძლება იყოს სრული. შეუძლებელია ვიპოვოთ მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს ეროუს ყველა აქსიომას და არ იყოს დიქტატორული. კ. ეროუმ მათემატიკური მეთოდით დაადგინა რომ: 1. არჩევანი უნდა იქნეს განსაზღვრული იმავე სისტემაში, სადაც ის არის ფორმულირებული (ჰომოგენურობის აქსიომა), ანუ თუ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, უნდა ავირჩიოთ ის რომელიც ჩვენი აზრით უკეთ მართავს ქვეყანას და არა ის, რომელიც უკეთ გამოიყურება ან უფრო გონებამახვილია სხვაზე. 2. არჩევანი უნდა იყოს დამოკიდებული ამომრჩეველთა ინდივიდუალურ სურვილზე თუ ვის ანიჭებს უპირატესობას, გარდა ამისა უნდა იყოს უნივერსალური, ანუ გასცეს პასუხი საზოგადოების წევრების ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში (უნივერსალურობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ ამომრჩეველთა ნაწილის სიმპათიები იცვლება, საზოგადოებრივმა არჩევანმა უნდა გაითვალისწინოს ცვლილებები და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ჩაკეტილი ციკლები. 3. თუ კენჭისყრის დროს ყველა მიეცა პეტრეს არჩეული უნდა იყოს პეტრე და არა პავლეს (ერთხმიანობის აქსიომა), რომელსაც ხმა არავინ მისცა. და ბოლოს, არჩევანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ ალტერნატივებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, ანუ თუ ამომრჩევლებმა უნდა მიანიჭონ უპირატესობა არჩევნებში მონაწილე ალტერნატივებს და არა ზეწოლის ქვეშ (დამოუკიდებლობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ საჭიროა გაკეთდეს არჩევანი პეტრესა და პავლეს შორის კენჭისყრაში მონაწილე ხელმძღვანელობს იმით თუ რომელ კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას და არა იმით, რომ ხმას მისცემდა ივანეს თუ ის იქნებოდა ერთერთი ალტერნატივა. ნდება შეკითხვა, სინამდვილეში არჩევითი დემოკრატია არის ხალხის ხელისუფლება? სავსებით ცხადია, რომ ხელისუფლება ეკუთვნის მას, ვისაც ეკუთვნის, ხოლო პირველობისათვის პრეტენდენტები კამათის დროს კი ხალხს იყენებენ როგორც ერთ-ერთს არგუმენტებიდან. ისტორიულად დედამიწის მოსახლეობის ხალხები, რომლებიც შორს იყვნენ მათემატიკის ნიუანსებიდან, მარტივად პოულობდნენ გამოსავალს ჩიხური მდგომარეობიდან, მოყავდათ დიქტატორები, რომლებიც თავისი ხელისუფლებით ასრულებდნენ ცხოვრების მოთხოვნებს. ჩნდება კითხვა, ვინ და როგორ მოვიყვანოთ დიქტატორი ხელისუფლებაში? გადაწყვეტილების მიღების სპეციალისტები (არსებობენ ასეთი სპეციალისტები) გვეძლევენ რეკომენდაციას – დიქტატორი უნდა იქნეს არჩეული დემოკრატიული მეთოდებით.
  23. არჩევნები საშუალებაა და არა მიზანი! ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. უფრო ნათლად _ ვთქვათ, საზოგადოებამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით ჩაატაროს არჩევნები _ შეარჩიოს ჯგუფი, რომელიც დალაშქრავს ევერესტს და ამით ასახელებს სამშობლოს. თუ ამ კანონიერი არჩევნებით შერჩეული ჯგუფი არ ფლობს ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონივრულ და პროფესიულ პოტენციალს, მაშინ ყოველგვარი არჩევნები აზრს კარგავს იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებისათვის მნიშვნელობა არა აქვს წესიერადაა ჩატარებული არჩევნები, თუ არაწესიერად. არჩევნების როგორი წესითაც უნდა შეარჩიოთ ჯგუფი, ის ევერესტს დაპყრობის ნაცვლად მიეყინება, თუ მას არა აქვს გააზრებული ბუნების ის კანონზომიერება, რომლის გარეშეც 8848 მეტრის სიმაღლის დალაშქვრის მცდელობა, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, უბრალოდ, ინფანტილიზმია.
  24. ღვთისაკენ ეს უდიადესი სვლა ადამიანში ადამიანის დაბადების ერთადერთი გზაა. ადამიანში ადამიანი. ეს არაა პარადოქსი, ტავტოლოგია. ეს ჯერ არშემდგარ ადამიანში, როგორც შესაძლებლობაში, რეალიზებული ადამიანის დაბადებას ნიშნავს. ეს ნიშნავს ადამიანიდან ჯერ პიროვნებამდე და შემდეგ ეთიკურ ზეადამიანამდე სვლას. ურთულესია ეს გზა. უპირველესად გასარკვევია, რას ნიშნავს არშემდგარი ადამიანი, ანუ სუბიექტი, ინდივიდი. ჩვენი მომავალი: _ ვიქნებით არშემდგარი, უსასრულოდ დაუბადებლი, თუ მუდმივი, ჭეშმარიტი ადამიანი, მხოლოდ ჩვენზე და ჩვენ მიერ შექმნილ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ქრისტემ ეს უდიდესი ჭეშმარიტება ჩამოგვიტანა _ არჩევანი _ მარადისობა, თუ მუდმივი ”არარაობა”. მართლაც, რაა ადამიანი _ შემთხვევით გაჩენილი განვითარებული ცხოველი, შემთხვევით წარმოქმნილი აზროვნების უნარით? იქნებ ეს მასზე უფრო მაღალი ინსტანციის, აბსოლუტური გონის მიერ შექმნილი უმაღლესი არსებაა, რომელიც ამ სამყაროში განსაკუთრებული მისიისათვისაა მოვლენილი. გამორიცხულია, რომ რაციონალურმა ბუნებამ ასეთი გაუგონარი, უგუნური გამფლანგველობა დაუშვას _ ადამიანის უნიკალური სიმძლავრე უაზროდ გაანადგუროს და მის მიერ შექმნილი ეს ფასდაუდებელი პოტენციალი საფლავში ჩაუშვას. ადამიანთა უმრავლესობას არა აქვს უნარი, მცირედით მაინც ამაღლდეს საკუთარ თავზე და თავისი სულიერი ბუნება, ანუ ამ ცოდვილ მიწაზე მისი არსებობის ჭეშმარიტი მიზანი გაიაზროს.
  25. ჭანო გავიგეეე რომ არ ხარ მართლმადუდებელიიი! უკვე შევწუხდი ამ ფსიქოლოგიური შტურმით, არ მაინტერესებს და არ გეკითხები. უკეტEშIA ვისაუბროთ არსებით საკითხებზე. მართლაც, დავფიქრდეთ, რამდენი იდეის რახარუხი გვაქვს გონებაში, არც ოცნებების რაოდენობის ნაკლებობას ვუჩივით, მაგრამ შედეგი არ ჩანს. მათი განხორციელება არ ხდება. როგორ შევწვდეთ შესაძლებლობის, ოცნებათა აღსრულების სივრცეს? _ აი, ის კითხვა, რომელზეც ჩვენ უცილობლად უნდა გავცეთ პასუხი. ადამიანი რწმენის, სიყვარულის გარეშე ვერ გადავა იმ უმაღლეს სივრცეში, რომელიც ზერეალური, ღვთიური სამყაროდან მოდის. მის გარეშე მიწიერი ცოდნა, განსწავლულობა უსუსური ცნებებია. ამიტომ დასაფიქრებელია კანტის მიმართვა თავისი მოწაფეებისადმი: _ “მე მირჩევნია ნაკლები იცოდეთ და მეტი გწამდეთ, ვიდრე პირიქით”. რა თქმა უნდა, ამ რწმენაში უპირველესად, საკუთარი თავის რწმენა იგულისხმება, რომელიც ასევე ღვთისაგან მოდის. ვინ გითხრათ, რომ თქვენ ღმერთები არა ხართ! _ ეს ქრისტეს სიტყვებია. ვიყოთ ამ სიტყვების ღირსნი.
×
×
  • შექმენი...