Jump to content
Planeta.Ge

giauridia

პლანეტელი
  • პოსტები

    831
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი giauridia

  1. FRIDRIX ჩვენ თუ ვერ დაგაჯერებთ, მალე ცარიელი თეფში დაგაჯერებს და თუ თეფშიც ვერ დაგაჯერებს, თეფშის უქონლობა დაგარწმუნებს.
  2. FRIDRIX ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო. განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული. ყოველივე ამას, ალბათ, სოციალური აზროვნების ძირითადი პრინციპი უნდა ვუწოდოთ. პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით. შვილის, მოყვასის, სამშობლოს სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, მათი მომავლიათვის ზრუნვაში გამოიხატება! არ მინდა დაგეთანხმო თქვენ შეფასებაში და ჩემთის მიუღებელია ფრაზა - "მომავალი საქართველოს არ გააჩნია"
  3. მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ აიცილებს! დღეს ერი ვალდებულია FRIDRIX-ს მკაცრად მოსთხოვოს გონების ამუშავება, რადგან ჩვენ ღირსეულ ყოფამდე მხოლოდ ეს მიგვიყვანს. ამაზე უნდა ფიქრობდეს ყველა პატრიოტი, ვინც მომავალზე ზრუნავს.
  4. ქრისტე ღმერთი ფეხით დადიოდა ამ ცოდვილ მიწაზე, იერუსალიმში კი ვირზე შემჯდარი შებრძანდა. ეხლა ზოგი მამაო ნავაროჩენი შავი ჯიპით დადის და ეს ხდება ღატაკ ქვეყანაში.
  5. georgekh13 პოლიბიუსი _ დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რაიმეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი, დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს, აღარ აინტერესებს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა. შესაბამისად, დემოკრატიაში ისეთი რამ დევს, რაც მის თვითგადაგვარებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, “სახელმწიფოს სახალხო მმართველის უკეთილშობილესი სახელი ენიჭება, რეალურად კი, ის ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს საერთოდ სახელმწიფო”.
  6. Saturn ქვეყნის ბედის სამართავად ურთულესი და გადამწყვეტია უკეთესთა შორის უკეთესის ამორჩევა. “სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისგან დიდებით” (I კორ. 15. 41). სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში “ვარსკვლავებს” ჭაობში ეძებენ, რადგან ვარსკვლავის აღმოჩენას ცისკენ ახედვა სჭირდება.
  7. პოლიტიკურ-სამართლებრივმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ დემოკრატია, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმა, თავის თავში რაღაც დეფექტს შეიცავს, რომელიც ხელს უშლის საზოგადოების სრულყოფილ განვითარებას. დეფექტის ეს სიმძიმე ჩვენ საკუთარ სხეულზე შევიგრძენით. პოლიტიკურ-სამართლებრივი ისტორიის ზედაპირულმა გადახედვამაც აჩვენა, რომ დემოკრატიისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან ჩნდება. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჰერაკლიტეს აზრი: კანონის ფორმირებისა და დამკვიდრებისათვის სულაც არ არის საჭირო საყოველთაო თანხმობა და სახალხო კრება: მთავარია კანონის თანხვედრა ლოგოსთან, ბუნების კანონზომიერებასთან, რომელსაც მოაზროვნე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი შეწვდება. სოკრატეს აზრით, დემოკრატიული პრინციპები არასრულფასოვანია. ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღუპება, რადგან მართვის სადავეს ხელში იგდებენ ისინი “ . . . რომელნიც არჩეულნი არიან ცნობილი, გავლენიანი პირების მიერ”. . . და ისინი . . . “ვინც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში კენჭისყრით, ძალადობით ან სიცრუით. . . “ პლატონის აზრით _ დემოკრატია, თუ მასში რაღაც არ არის განზავებული, თუ არ ივსება რაღაცით, მაშინ ის თავისუფლებით აუცილებლად თვრება და მისგან მისივე საწინააღმდეგო წარმოიქმნება. არისტოტელეც მკაცრად აკრიტიკებს უკიდურეს დემოკრატიას, სადაც უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის დემოსს და აქედან ყველა სიმახინჯე გამომდინარეობს. პოლიბიუსის აზრით, დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში დევს ისეთი რამ, რაც მის თვითგადაგვარებას განაპირობებს. ამ შემთხვევაში “სახელმწიფო უკეთილშობილესი, სახალხო მმართველობით ინიღბება, რეალურად კი სახელმწიფო ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს ის საერთოდ”. მარკუს ტულიუს ციცერონისთვის: “ხალხი არ არის ადამიანთა ნებისმიერი ნაკრები, ნებისმიერი სახით, არამედ ეს არის მრავალ ადამიანთა ერთობა, რომლებიც ერთმანეთთან საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით არიან დაკავშირებულნი და სამართლებრივ საკითხებზე არიან შეთანხმებულნი”. არჩევანის შემთხვევაში მისთვის მისაღებია მონარქიული წყობა, დემოკრატიას კი მიიჩნევს ყველაზე არასრულყოფილად, რადგან “როდესაც ყველაფერს ხალხი წყვეტს, რაოდენ სამართლიანი და ზომიერიც უნდა იყოს ის, მაინც თვით თანაბრობაა აქ არასამართლიანი, რადგან ამ დროს საზოგადოებაში არ არის გათვალისწინებული იერარქია (გონებრივი, ზნეობრივი)”. ედმუნდ ბიორკი _ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკური ხელისუფლება ორგანიზდება ისე, როგორც თქვენ გნებავთ, მისი აღსრულება თვით ძალაუფლების მქონე პირთა ნებაზე იქნება დამოკიდებული. კანონის სარგებლიანობა და პოტენცია დამოკიდებულია იმ მინისტრებზე, რომლებმაც ის უნდა აღასრულონ და ნახავთ, რომ ყველა სიკეთე ქაღალდზე რჩება და “ცოცხალ, ქმედით, ეფექტურ კონსტიტუციას” ვერ მიიღებთ.
  8. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. უფრო ნათლად _ ვთქვათ, საზოგადოებამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით ჩაატაროს არჩევნები _ შეარჩიოს ჯგუფი, რომელიც დალაშქრავს ევერესტს და ამით ასახელებს სამშობლოს. თუ ამ კანონიერი არჩევნებით შერჩეული ჯგუფი არ ფლობს ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონივრულ და პროფესიულ პოტენციალს, მაშინ ყოველგვარი არჩევნები აზრს კარგავს იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებისათვის მნიშვნელობა არა აქვს წესიერადაა ჩატარებული არჩევნები, თუ არაწესიერად. არჩევნების როგორი წესითაც უნდა შეარჩიოთ ჯგუფი, ის ევერესტს დაპყრობის ნაცვლად მიეყინება, თუ მას არა აქვს გააზრებული ბუნების ის კანონზომიერება, რომლის გარეშეც 8848 მეტრის სიმაღლის დალაშქვრის მცდელობა, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, უბრალოდ, ინფანტილიზმია ამას თქვენ გიმალავენ. კენეტ ჯოზეფ ეროუ (Kენნეტჰ ჟოსეპჰ Aრროწ ლაბ. 1921წ. ნიუ-იორკი) ამერიკელი ეკონომისტი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია), კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, მუშაობდა ჩიკაგოს, სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი (1983-86), ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი 1973წ., დაჯილდოვებულია ჯონ ბეიტს კლარკის მედლით 1957წ., ჯონ კომონსის პრემიის ლაურეატი 1973წ. ძირითადი ნამუშევრები: “საზოგადოებრივა არჩევანი და ინდივიდუალური უპირატესობანი”; “ნარკვევები წრფივ და არაწრფივ პროგრამირებაში”; “ეკონომიკის არსის შემეცნება პრაქტიკის მეშვეობით”. ეროუს წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია ჩვენ სამყაროში შევიდა, როგორც სენსაციური აღმოჩენა და წერტილი დაუსვა ოცნებებს იდეალური დემოკრატიის შესახებ. მას გამოყოფილი აქვს ხუთი მკაცრი აუცილებელი პირობა რაციონალური დემოკრატიული არჩევნებისათვის, როგორც ამომრჩეველთა ნების გამოვლენის მექანიზმი. 1. ყველა მოქალაქეს არ ანიჭება მოქალაქეობა; 2. ყველა მოქალაქეს არ აქვს უფლება მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება; 3. ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ხმის მიცემის უფლება არ აქვს ულება იყაროს კენჭი; 4. ერთი და იგივე კრიტერიების მნიშვნელობა სხვადასხვა ადამიანებში ყოველთვის იქნება სხვადასხვა, ისევე როგორც გათვითცნობიერება ამ კრიტერიებისადმი კანდიდატების შევაბამისობის თაობაზე. აქედან გამომდინარეობს ამომრჩეველთა უთანასწორო კომპეტენტურობა მათი ხმათა “წონის” ტოლობის დროს; 5. დემოკრატიული პრინციპები უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების მხოლოდ მცირე ნაწილზე და მხოლოდ გარკვეული დროით განსაკუთრებულ შემთხვევებში.. დანარჩენში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დიქტატურას, აშკარას ან ირიბს. რეალური დემოკრატია ითვალისწინებს არა მარტო თანაბარ უფლებებს, არამედ არათანაბარ საშუალებას საზოგადოებრივი ცხოვრების დიდ ნაწილში. ყველაზე მართებულ საარჩევნო სისტემას ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ძალუძს მიიყვანოს მარტო იმ სიტუაციამდე, სადაც ამომრჩეველთა არჩევანი თანასწორად არის გადაწილებული, ასეთი მდგომარეობის შექმნა შეუძლებელია დემოკრატიული ხერხებით, ხოლო დიქტატორული საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. ანუ ეროუ მათემატიკურად ამტკიცებს, რომ რეალური დემოკრატია არ შეიძლება იყოს სრული. შეუძლებელია ვიპოვოთ მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს ეროუს ყველა აქსიომას და არ იყოს დიქტატორული. კ. ეროუმ მათემატიკური მეთოდით დაადგინა რომ: 1. არჩევანი უნდა იქნეს განსაზღვრული იმავე სისტემაში, სადაც ის არის ფორმულირებული (ჰომოგენურობის აქსიომა), ანუ თუ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, უნდა ავირჩიოთ ის რომელიც ჩვენი აზრით უკეთ მართავს ქვეყანას და არა ის, რომელიც უკეთ გამოიყურება ან უფრო გონებამახვილია სხვაზე. 2. არჩევანი უნდა იყოს დამოკიდებული ამომრჩეველთა ინდივიდუალურ სურვილზე თუ ვის ანიჭებს უპირატესობას, გარდა ამისა უნდა იყოს უნივერსალური, ანუ გასცეს პასუხი საზოგადოების წევრების ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში (უნივერსალურობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ ამომრჩეველთა ნაწილის სიმპათიები იცვლება, საზოგადოებრივმა არჩევანმა უნდა გაითვალისწინოს ცვლილებები და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ჩაკეტილი ციკლები. 3. თუ კენჭისყრის დროს ყველა მიეცა პეტრეს არჩეული უნდა იყოს პეტრე და არა პავლეს (ერთხმიანობის აქსიომა), რომელსაც ხმა არავინ მისცა. და ბოლოს, არჩევანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ ალტერნატივებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, ანუ თუ ამომრჩევლებმა უნდა მიანიჭონ უპირატესობა არჩევნებში მონაწილე ალტერნატივებს და არა ზეწოლის ქვეშ (დამოუკიდებლობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ საჭიროა გაკეთდეს არჩევანი პეტრესა და პავლეს შორის კენჭისყრაში მონაწილე ხელმძღვანელობს იმით თუ რომელ კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას და არა იმით, რომ ხმას მისცემდა ივანეს თუ ის იქნებოდა ერთერთი ალტერნატივა. თუ გავერკვევით საფუძვლიანად, ეროუს აქსიომები თავისთავად არის დიქტატორული კენჭისყრის მეთოდები შეზღუდვები, როგორც კანდიდატთა რიცხოვნობაზე, ასევე მათი კვალიფიკაციაზე დიქტატორულია. დემოკრატიული პრინციპებით არჩეული პარლამენტი, სრულიად დიქტატორულად ამკვიდრებს კანონებს და არც ეკითხება ამომრჩევლების ნებას. თავის არსში ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია დემოკრატიის მცნების არსის გადახედვა. ცნობილია, რომ მიზანშეწონილია სამუდამო მოსამართლეების ინსტიტუტეს არსებობა სრულიად დიქტატორული უფლებამოსილებით, იმ გააზრებით, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ვერ მოახდინოს გავლენა მათ პროფესიონალიზმზე. მაგრამ სხვა სახელმწიფო მოხელეებმა არ უნდა გამოავლინონ თავისი პროფესიონალიზმი დამოუკიდებლად? ჩნდება შეკითხვა, სინამდვილეში არჩევითი დემოკრატია არის ხალხის ხელისუფლება? სავსებით ცხადია, რომ ხელისუფლება ეკუთვნის მას, ვისაც ეკუთვნის, ხოლო პირველობისათვის პრეტენდენტები კამათის დროს კი ხალხს იყენებენ როგორც ერთ-ერთს არგუმენტებიდან. არ ჩავღრმავდეთ პოლიტიკაში, თუმცა თავისთავად საკითხი – სრული პოლიტიკაა. თუ განვიხილავთ ამ პრობლემის არსს, ვნახავთ, რომ სინამდვილეში ეროუს თეორემა არის “ბურედანის ვირი”ს (“ბურედანის ვირი” ფილოსოფიური პარადოქსი ცნობილია არისტოტელეს შრომებიდან, სადაც დასმულია საკითხი, თუ როგორ შესწევს უნარი ვირს, ორი ერთნაირი შეთავაზებული თივის ზვინისაგან გააკეთოს რაციონალური არჩევანი) გაფართოებული და გართულებული ვარიანტი, რომელსაც აბსტრაქტულ ფორმაში არ აქვს პასუხი და ისე არის ფორმულირებული, რომ არ ჰქონდეს პასუხი თუ A=B მაშინ B=A.
  9. ტაშიი ჩვენ თუ არ ან ვერ მოუვლით ჩვენს ქვეყანას, სხვა მოვა და ის მოუვლის
  10. ყველა ამაზრზენი ბოროტება ჭკვიანთა სიჩუმის ფონზე, სულელთა ხმაურში იბადება. გავიხსენოთ, ბოროტების უდიდესი ძალა იმაშია, რომ დამარცხების შემთხვევაში ის არ იბნევა, მას არ უჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი, ის არ იცლება სისხლისგან, რადგან სისხლი არა აქვს, ინფარქტიც არ ემართება, რადგან გული არა აქვს. ის ჩუმად იკრებს ძალას, რათა მოულოდნელად იჩინოს თავი. ამიტომაა, რომ ბოროტება ჩვენს ცხოვრებაში შეუმჩნევლად შემოდის და მკვიდრდება. მეხსიერებადაკარგული ვერასდროს მიხვდება, თუ საიდან გაჩნდა მის სამშობლოში “ასე უცბად” ამდენი ზნეობრივად დეგრადირებული, ამდენი სულიერად ღატაკი. ვერ გაიხსენებს, თუ როდის ან რატომ გამოგვეცალა საყრდენი. ეს ჩვენგან სერიოზულ დაფიქრებას, გააზრებას მოითხოვს. ჭეშმარიტ აზროვნებას, განსჯას, დასკვნის გამოტანას თავისი სპეციფიკა, მეთოდი სჭირდება. ცხოვრების აზრი გონებისა და გრძნობის იმ წიაღში უნდა ვეძებოთ, სადაც დრო უსუსურია. სიცოცხლის აზრი მაშინ იკვეთება, როცა საკუთარი თავისთვის ის სიკეთე გვინდა, რომელიც ჩვენთვისაც სიკეთე იქნება და შენთვისაც. თუ ჩვენთვის სიკეთე შენთვის ბოროტება აღმოჩნდა, ამგვარ სიკეთეს არ ვაღიარებთ! ჩვენს სამყაროში ყველაფერი ფარდობითია _ სინათლეს აზრს სიბნელე აძლევს, სამოთხეს _ ჯოჯოხეთი. თუ ჩვენს რეალობაში დამკვიდრებულ უაზრობას საფუძველი აქვს, მაშინ მის დასათრგუნად უდიადესი სიმართლის კანონიც უნდა არსებობდეს. იმისათვის, რომ ცხოვრებას აზრი ჰქონდეს, ჩვენ ორი ჭეშმარიტება უნდა ვაღიაროთ: პირველი _ არსებობს უზენაესი სიმართლის კანონი! მეორე _ ადამიანში ჩადებულია თავისუფლებისაკენ სწრაფვა! რადგან ამ ამოცანის მიუკერძოებლად ამოხსნა, ჭეშმარიტი პასუხის პოვნა მხოლოდ თავისუფალს შეუძლია.
  11. მოკლედ შევისწავლე ბურების ისტორია. ესენი არიან აფრიკაში ჰოლანდიელების ფრანგების გერმანელების და ინგლისელების შთამომავლები. ძალიან ძლიერი რასა გამოვიდა, ორმეტრიანები ცისფერი თვალებით ულამაზესი და ჯანმრთელი ერი. ძირითადად არიან ფერმერები. საოცრად შრომისუნარიანები არიან. იქ ერთი ფერმერი უვლის ათასობით ჰექტარ მიწას. მათ შექმნეს მაღალტექნოლოგიური სუპერქვეყანა სამხრეთ აფრიკა. მე წინააღმდეგი არ ვარ მათი.
  12. Siknadmo სპეციალობით ვარ ინჟინერი და იურისტებისა და "პოლიტიკისებისაგან" განსხვავებით მიყვარს სიზუსტე . იქ სადაც ორი იურისტია ან "პოლიტიკოსი" მინიმუმ სამი მოსაზრება არსებობს. ჩვენთან კი "რაც კარგია ფორდისათვის ის კარგია ამერიკისათვისაც" ანუ ჩვენი პროფესიული აზროვნება არის პროგმატული და რაციონალური.
  13. სიტყვა პოლიტიკა არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება. შედეგებიდან გამომდინარე, მგონი ჩვენთან ამ დეფინიციასთან კავშირში არცერთი პოლიტიკოსი არ არის. ჩემი აზრით, სანამ სუბიექტი ღრმად არ გაერკვევა ადამიანის სოციალურ არსში, სახელმწიფოს დანიშნულებაში და მათ შორის ვერ დაინახავს ორგანულ კავშირს, მანამ პოლიტიკასთან მისვლა არ არის მიზანშეწონილი. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. ნებისმიერი ღატაკი სახელმწიფოს არსებობა სწორედ ამ პრინციპის გაუაზრებლობით აიხსნება და არა აქვს მნიშვნელობა, ეს სახელმწიფო 3000 წლის წინ შეიქმნა, თუ გუშინ. პოლიტიკა ადამიანთა ძალისა და ინტერესის გამომჟღავნების სფეროა და აქ კანონზომიერებას, ბუნებრივ, ღვთაებრივ სამართალს არაფერი ესაქმება. განუვითარებელ ქვეყნებში გავრცელებული მოსაზრების _ პოლიტიკა ბინძური საქმეა _ საფუძველიც სწორედ ესაა. სოფისტთა აზრებს პრინციპულად აკრიტიკებდა სოკრატე, რომელიც დელფოსის აპოლონის ტაძრის ქურუმ-წინასწარმეტყველმა პითიამ ბრძენთა შორის უპირველეს ბრძენად სიცოცხლეშივე გამოაცხადა. სოკრატე აიგივებს გონივრულს, სიმართლეს და კანონს. ეს მისთვის სინონიმებია. განათლებულთ უნდა მართონ _ ესაა სოკრატეს მოთხოვნის არსი. “მეფეები და მმართველები არიან არა ისინი, რომლებიც ატარებენ სკიპტრას, არა ისინი, რომელნიც არჩეულნი არიან ცნობილი გავლენიანი პირების მიერ, არა ისინი ვინც ძალაუფლება ხელში კენჭისყრით ან ძალადობით, სიცრუით ჩაიგდო, არამედ ისინი, რომელთაც შეუძლიათ მართვა”. ეთიკური კუთხიდან, პოლიტიკისათვის არსებითია, რომ პოლიტიკური სიმართლე მხოლოდ თავისუფალთა და თანატოლთა შორისაა შესაძლებელი, რომლებიც ერთ საზოგადოებას განეკუთვნებიან. ანუ ამაღლებული ზნეობის მქონე, განათლებულ საზოგადოებასა და უპრინციპო, განუვითარებელ ადამიანებზე პოლიტიკური სიმართლე ერთნაირად არ უნდა გავრცელდეს. სახელმწიფო ბუნებრივი განვითარების პროდუქტია, ადამიანთა ურთიერთობის შედეგი, უმაღლესი ფორმა, რომელიც ყველა სხვა ურთიერთობას მოიცავს. პოლიტიკურ ურთიერთობაში ყველა სხვა ურთიერთობა სრულყოფილი ხდება და საკუთარ მიზანს აღწევს. ადამიანი, თავისი არსით, პოლიტიკური არსებაა. ადამიანის პოლიტიკური არსის გენეზისი მხოლოდ სახელმწიფოში სრულდება, მთავრედება. თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ადამიანი, ხალხი, ერი ცხოვრების მაღალი განვითარების სიმაღლეს როდი აღწევს. მათ, ვინც დაუშვა, რომ სახელმწიფო ბუნებრივი კანონზომიერების გარეშე, ხელოვნურ, საკუთარი ერის გამანადგურებელ დამახინჯებულ სტრუქტურად ჩამოყალიბებულიყო, არისტოტელემ ბარბაროსები უწოდა. არისტოტელესათვის _ “ბარბაროსები და მონები იგივური ცნებებია”. მართებულ სახელმწიფოში მმართველები საერთო სარგებელზე ფიქრობენ, არამართებულში _ მხოლოდ საკუთარ თავზე. _”იძულებულნი ვართ შევთანხმდეთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ყველგან და ყოველთვის მონები არიან, სხვანი არსად და არასდროს არიან ასეთნი”. ამ, ერთი შეხედვით უწყინარ ფრაზას ღრმად თუ დავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ან მონაა, ან _ თავისუფალი. არისტოტელეს აზრით, თუ სუბიექტს პოლიტიკა არ აინტერესებს, ის უკვე მონაა. და ასეთები ჩვენში ახლაც ბევრია. რამდენჯერ მოგვისმენია ფრაზები _ ”პოლიტიკა ბინძური საქმეა. . .” და ”მე პოლიტიკა არ მაინტერსებს. . .” არისტოტელეს უკვირს, როგორ არ უნდა აინტერესებდეს ინდივიდს ის, რაც მის ცხოვრებას განსაზღვრავს, ანუ სახელმწიფო და პოლიტიკა, რაზეც არა მარტო მისი კეთილდღეობა თუ უბედურება, განვითარება თუ დაქვეითებაა დამოკიდებული, არამედ მისი ყოფნა-არყოფნაც კი. ყოველივე ეს არ აინტერესებს ცხოველს, მაგ., ხარს, რომელიც იმითაც კმაყოფილია, რომ მთელი დღის მუშაობის შემდეგ, საღამოს გომურში შეიყვანენ და საკვებს მისცემენ. ხარი და მონობა ბუნების კანონზომიერებაში ეწერება. აქედან, არისტოტელეს ფორმულა _ ადამიანი არის პოლიტიკური არსება. ანუ, თუ მას ცნება პოლიტიკას ჩამოაცილებთ, მონას მიიღებთ.
  14. dire ჩვენ იმდენი ჭეშმარიტება ვიცით, რომ მისი მეათასედიც საკმარისი იქნებოდა, რათა ბედნიერად გვეცხოვრა, მაგრამ ჭეშმარიტების ცოდნა და ჭეშმარიტად ცხოვრება სხვადასხვა რამ არის
  15. დემოკრატიის დროს, ბრბო თანდათან ეჩვევა სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას, ენდობა ყველას, ვინც ოდესმე რაიმეს მიუგდებს. ამით სარგებლობს ნებისმიერი თავხედი, დემაგოგი, აფერისტი, ხოლო თვით ბრბოს, აღარ აინტერესებს სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა. შესაბამისად, დემოკრატიაში ისეთი რამ დევს, რაც მის თვითგადაგვარებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, “სახელმწიფოს სახალხო მმართველის უკეთილშობილესი სახელი ენიჭება, რეალურად კი, ის ხდება ყველაზე ცუდი, როგორიც შეიძლება იყოს საერთოდ სახელმწიფო” /.პოლიბიუსი /
  16. ამათ თავისი თავისათვის ვერ უშველებიათ და ქვეყანას უშველიან??? ეს არასერიოზულია. ამათი რამიმე გონივრული გაკეთებული არავის უნახია. თუ რამის გაკეთება უნდათ გააკეთონ უხმოდ. უფრო დაუფასდებათ.
  17. Marta1 მე ვაჟას განვიხილავ არა მარტო მისი გენიალური ლიტერატურული შემოქმედების კუთხით, არამედ, როგორც სოციალური ფილოსოფიის მწვერვალს. ჩემის მოსაზრებით, ვაჟა უდიდესი ეგზისტენციალისტია. უბრალოდ წარმოუდგენელია რა სიმაღლეს აღწევს მისი გონების სიდიდე.
  18. Marta1 მართლაც, ქართველ კაცს ამდენი პროგრამა, პარტია, ლოზუნგი, ან პენდლტონის “სახელმწიფოს სამსახურის კანონი” რაში სჭირდება, როდესაც ზეცამდე ამაღლებულმა, ქალამნებიანმა, მამაკაცური მარჯვენით, შავით თეთრზე დაგვიტოვა: “მადლობა შენდა დამბადებელო, ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა, როგორიც ამ დღეს საჭირო არი, სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა, ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ, მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!” ჩვენი ტრაგედია სწორედ ის არის, რომ ჩვენს დროში ჩვეულებრივ მოკვდავს ვაჟას, სოკრატეს . . შემოქმედების გასააზრებლად, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მოსასმენად იარაღით იძულება სჭირდება. ჩვენ სულ ვთხოვთ უფალს, რომ გადაგვარჩინოს, იმან კი უკვე დიდი ხანია ჩვენს გადასარჩენად (და არამარტი ჩვენს) ვაჟა გამოგვიგზავნა, ჩვენ კი ის ჯერ ვერ გაგვიგია.
  19. Nukriko “სახელმწიფო არის ადამიანთა ურთიერთდაცვის ბრძნული ორგანიზაცია, თუ მას ზომაზე მეტად განვავითარებთ, მაშინ ის, ბოლოს და ბოლოს, პიროვნებას დაასუსტებს და შეიძლება პიროვნება გაანადგუროს, ე.ი. საფუძველი მოენგრევა სახელმწიფოს პირველსაწყისს, მიზანს”.
  20. Siknadmo ასეთი სიზუსტით საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორია ჯერ არავის გადმოუცია.
  21. Marta1 ადამიანთა ერთობამ, სისტემის თვისებებიდან გამომდინარე, შეიძლება შექმნას საზოგადოება, მასა ან ბრბო. ალბათ, დიდ შეცდომას არ დავუშვებთ, თუ ადამიანთა ნაკრებს _ საზოგადოებას, მასას და ბრბოს შემდეგნაირად დავახასიათებთ. საზოგადოება, ესაა მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ორგანიზააციის მქონე ნაკრები. შედარებით დაბალ, მაგრამ ადამიანთა მაინც ორგანიზებულ ნაკრებს ვუწოდოთ მასა. ადამიანთა არაორგანიზებული ნაკრები კი უკვე ბრბოა. ფაქტია _ ინდივიდი, როგორც საზოგადოების, მასის ან ბრბოს შემადგენელი ნაწილი, უმრავლეს შემთხვევაში, სხვადასხვანაირად გრძნობს, ფიქრობს და მოქმედებს. განვიხილოთ სუბიექტი, რომელიც მასაში, ბრბოში ხვდება. მართლაც, ისეთი რა უნიკალური თვისება ახასიათებს ბრბოს, მასას, საზოგადოებას, რომ შეუძლია შეცვალოს ადამიანი? როგორც უნდა განსხვავდებოდნენ ადამიანები ერთმანეთისაგან _ პროფესიით, ხასიათით, ინტელექტით, მაინც ის Fფენომენი მოქმედებს, რასაც შეიძლება კოლექტიური “სული” ვუწოდოთ. მისი ზემოქმედებით სუბიექტები და ინდივიდები, როგორც აღვნიშნეთ, სხვანაირად აღქმას, ფიქრს, ქმედებას იწყებენ. ჩნდება ან მჟღავნდება, ან გარდაიქმნება იდეები და გრძნობები. თითქოს, უცბად შეერთებული ადამიანები ქმნიან ახალ არსებას, ორგანიზმს (მასას, ბრბოს ან საზოგადოებას), მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ახალი თვისებებით, რომელიც განსხვავებულია მისი შემადგენელი უჯრედის, ინდივიდის თვისებებისაგან. ანუ იქმნება მასის საშუალო ხასიათი. მასაში მყოფი ადამიანი, მასის ნაწილი, თავს “ძლიერად” გრძნობს. თავისუფლდება მარტივი იმპულსები, რომელიც ინდივიდის განმხოლოებისას შეზღუდულია. მასა ქმნის ანონიმურებას, ანუ ქრება პირადი პასუხისმგებლობა; ქრება “სოციალური შიში”; ქვეცნობიერის ყველა უარყოფითი იმპულსი ზედაპირზე ამოდის; იძირება ცნობიერი; ინდივიდი მზადაა ჰიპნოზისათვის; იგი გამოსხივების იმ ველში ხვდება, რასაც მასა ასხივებს; ის მართული ხდება და ცივილიზაციის კიბეზე რამდენიმე საფეხურით ეშვება; განსწავლულიც კი ველური ხდება, ანუ _ ბიოლოგიური ობიექტი, რასაც მარტივად მართავს ნებისმიერი ვიგინდარა; ჩნდება სპონტანურობა, ველური ენთუზიაზმი; ქრება საკუთარი თავის უნდობლობა, ეჭვი; იბადება, ერთი მხრივ, ვიღაცის ან რაღაცის გაღმერთების დაუოკებელი სურვილი და მეორე მხრივ, ვიღაცისა, თუ რაღაცის მიმართ ანტიპათია ან ცხოველური სიძულვილი. ზნეობადაქვეითებულ, შემთხვევით ამოტივტივებულ ლიდერს საქმე უმარტივდება. ლოგიკა აღარაა საჭირო; მთავარია ექსპრესია; მთავარია იმეორო ერთი და იგივე; მასა უკვე ლიდერისაგან არა მხოლოდ ძალის დემონსტრირებას, არამედ _ მის გამოყენებასაც ითხოვს. მისდამი შიში ბრბოს წევრს სიამოვნებას ანიჭებს. ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ამ შიშის მეშვეობით, ლიდერის გაღმერთებით, პასუხისმგებლობას ნებისმიერ ქმედებებსა თუ შედეგებზე მხოლოდ ლიდერს ეკისრება და იმედი აქვს, რომ აქედან რაიმე ხეირს მიიღებს. იწყება ზიზღი ყველაფრისადმი, რასაც დაფიქრება, შემეცნება სჭირდება. ანუ _ ახლისადმი, პროგრესისადმი. თითქოს, მასის სული ხდება მისი შემადგენლის, გაპრიმიტივებული ინდივიდის სული. ის ეთანხმება ლიდერის ყველა პრიმიტიულ აზრს, იმასაც კი, რომელსაც მასის გარეშე არასდროს დაეთანხმებოდა და შესაძლოა წინააღმდეგობა კონფლიქტის მიზეზიც გამხდარიყო. ყველა ხრის თავს; ჩნდება პირველყოფილი ადამიანის დამახასიათებელი ელემენტები: ტაბუ პიროვნებებზე, აზრებზე. მასას უკვე აღარ სჭირდება რეალობა; მას სჭირდება ილუზია და ის ლიდერისაგან ამას იღებს; მასას ილუზიის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეუძლია. ილუზია ენაცვლება რეალობას; იწყება უკუკავშირი; მასის მიერ იდეის ატაცება აიძულებს ლიდერს დაიჯეროს, რომ ის, მართლაც გენიოსია. მასში მასაზე ზემოქმედების სურვილი ახალი ძალით იღვიძებს. ასეთი პრესის ქვეშ მასა უცილობლად იქცევა ბრბოდ. ეს უკვე რევოლუციის, ამბოხების რეალური საფუძველია. ერთი უაზრო სისტემა, ხშირ შემთხვევაში, უარესით იცვლება, შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება. ზემოაღნიშნული მოსაზრება არახალია და მეტ-ნაკლებად განათლებულმა ნაწილმა ეს ჩვენზე უკეთ იცის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავერკვეთ _ რა არის ის შემაერთებელი “ნივთიერება”, რაც ადამიანთა გაერთიანებას, მასას ქმნის.
  22. newstudio სამწუხაროდ ჩამოთვლილი სუბიექტების მარგი ქმედების კოეფიციენტის ჯამი უტოლდება ნულს.
  23. გუშინ საბერძნეთის სასამართლომ პოლიციელს მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა მოზარდის მკვლელობის გამო.
×
×
  • შექმენი...