-
პოსტები
831 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
5
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი giauridia
-
FRIDRIX პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით.
-
სამწუხაროდ დღეისათვის საქართველოში არ არის შექმნილი ის პირობები, სადაც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. შესაბამისად 1.5 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე იძულებულია გავიდეს ქვეყნის გარეთ ლუკმა პურის საშოვნელად.
-
ეს გაერთიანება მორიგი შეურაცყოფაა საზოგადოებისათვის. ვერ გავიგე ამ სუბიექტებს კიდევ რა ესაქმებათ ან რა დარჩათ პოლიტიკაში. მორიგი უაზრო ბრახაბრუხია ან ქარიშხალი ჭიქაში.
-
დააკავეს ტელეკომპანიის ხელმძღვბნელი
giauridia replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დაიჭერდნენ აბა რას იზამდნენ, ალბათ გვირაბს თხრიდა. Fრიდრიხს გაუხარდება -
T_A_T მთელი Xჩვენი უბედურება რუსებს რომ დავაბრალოთ არა მგონია მართებული იყოს. ეს იგივეა. რომ კრწანისის ველზე დატრიალებული ტრაგედია აღამაჰმად-ხანს რომ დავაბრალოთ. ამტერი არის მტერი და დამპყრობელი არის დამპყრობელი, ჩვე კი ჭკუა და გონება იმისათვის გვაქვს. რომ მათ ბარიერი აღუმართოთ.
-
რუსი უკვე ნორმალურად ოკუპაციასაც ვერ ახერხებს. იმდენად არის მათი საზოგადოება კორუმპირებული, რომ დღეს გალის რაიონში მოსახლეობა ნახევარ ლიტრ ჭაჭით ყიდულობს უმაღლესი ხარის სამშენებლო მასალებს მშენებარე სამხედრო ბაზებიდან და ასე Yუ გაგრძელდა ვანია ვერასოდეს ააშენებს იქ ბაზებს
-
FRIDRIX “კითხვა _ რა არის სამართალი, ისეთივე სირთულეს წარმოადგენს იურისპრუდენციისათვის, როგორც ლოგიკისათვის კითხვა, რა არის ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, იურისტს შეუძლია გვიპასუხოს, რომ ის ეთანხმება სამართალს, ე.ი. იმას, რასაც მოითხოვს სამართალი მოცემულ დროს და მოცემულ სივრცეში; თუმცა, როცა საკითხი კანონის სამართლიანობას ეხება, როცა მისგან იმ ზოგადი კრიტერიუმების დადგენა მოითხოვება, რითაც შესაძლებელი გახდება სიმართლე არასიმართლისაგან გავარჩიოთ _ იურისტი უძლურია; და ამას ის ვერასდროს შეძლებს, თუ ამ ემპირიულ საწყისს დროებით გვერდზე არ გადადებს და მსჯელობის წყაროს ძებნას მხოლოდ აზრში, გონში არ დაიწყებს”.
-
FRIDRIX ადამიანში ღვთის მიერ ჩადებულმა ზნეობამ ამ ცოდვილ მიწაზე სიმართლის ძიება მოითხოვა. სიმართლის დამკვიდრების მცდელობამ კი ადამიანი სამართალის აუცილებლობასთან მიიყვანა. შესაბამისად, ზნეობამ შვა სამართალი და არა პირიქით. ჩვენდა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად სამართალს მარადიულ ფასეულობებთან: სიყვარული, ზნეობა, სიმართლე, რელიგია _ საერთო აღარაფერი აქვს. Siknadmo ფაშისტებს და კომუნისტებს შესაბამისად თავისი ზნეობრივი იერარქია ჰქონდათ შექმნილი
-
FRIDRIX კანონები ყველა დროსა და სივრცეში ზნეობიდან იკვებება
-
FRIDRIX ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და იგი სახელმწიფო მმართველთა ნება-სურვილის მიხედვით იცვლება. მაგ., მმართველის სურვილით კანონი არჩევნებს ესადაგება და არა პირიქით. ამ რეალობის აღქმას სამართლის ცნების დევალვაციამდე მივყავართ. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ არსებული სამართალი მხოლოდ ძლიერთა ამაქვეყნისათა ნების განხორციელების მექანიზმია. ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სახელმწიფო, სამართალი მხოლოდ დასჯისა და იძულების წყარო, ანუ ეთიკური მინიმუმია. ამრიგად, ჩვენთან მოქმედი სამართალი სიმართლის ფალსიფიკაციას წარმოადგენს. ჩვენ ეს დავუშვით და ამავე დროს, ჩვენ გარშემო უსამართლობის გაბატონებითა და კანონის იგნორირებით ფრიად გაოცებულნი ვართ. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო მმართველობის ფორმებში რაღაც ისეთი დეფექტი არსებობს, რომელიც შესაბამის, დეფექტურ სამართალს ქმნის, რომელსაც სიმართლესთან, ზნეობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს დეფექტი ნამდვილი ”სამართლებრივი სახელმწიფოს” ჩამოყალიბება-დამკვიდრების შანსს აღარ ტოვებს.
-
FRIDRIX ყოფილი საბჭოთა კავშირის სამართალიც (მილიონობით დახვრეტილი ადამიანი) სამართლიანია! რადგან ის მოქმედებს ზოგადად, მთლიანად და ხანგრძლივად. ბოლშევიზმის მიმართ “შეიძლება ზიზღს ვგრძნობდეთ, როგორც შხამიანი გველის მიმართ, მაგრამ ჩვენ მისი უგულებელყოფა არ შეგვიძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი მოქმედებს. და ეს არის არსი. ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ძირითად ნორმას არ შეუძლია არაფერი შეცვალოს სამართლის მოცემულობაში”. _ გ. კელზენი. დიახ, კელზენის აზრით “ნორმა არც ჭეშმარიტი შეიძლება იყოს, არც მცდარი. ის ან ქმედითუნარიანია ან არაქმედითუნარიანი”.
-
FRIDRIX ვერ გაგიგია რა არის სიმართლე და რა არის სამართალი სამართალი არის ობობას ქსელი სადაც ძლიერი გლეჯს სუსტი ებმევა.
-
FRIDRIX ეს მეთოდოლოგიური შეცდომაა!!!
-
მათ არ იციან, ჩვენ კი გვავიწყდება, რომ ნებისმიერი რევოლუცია, როგორიც უნდა იყოს ის, სისხლიანი თუ უსისხლო, მხოლოდ ძველი ცხოვრების დასასრულია და, სამწუხაროდ, არა ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყისი. რევოლუციას მხოლოდ ძველის ნგრევა მოაქვს, ხოლო ახლის შენებისათვის უმაღლესი ზნეობა და განათლებაა აუცილებელი. თუ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში არის უმაღლესი ინტელექტი და ზნეობა, მაშინ რა საჭიროა რევოლუცია? პარადოქსია! როდის მივხვდებით, რომ ფაზა, რომელშიც ამჟამად ქვეყანა შევიდა, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს იმ მარტივი მიზეზით, რომ რაც უფრო იხვეწება მათი უზნეობა, მით უფრო მკვეთრად გადადის ინფანტილიზმში ჩვენი პატიოსნება. სამწუხაროდ, როცა ეს მთელი საქართველოსათვის ნათელი გახდება, შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს.
-
მალე ამ ქვეყანაში დარჩებიან მხოლოდ პოლიციელები და პატიმრები
-
დევნილებს თავისი ნებით არ დაუტოვებიათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები. შოთა მალაშხიასნაირი პოლიტიკოსების წყალობით არიან ისინი დევნილებად ქცეული თავის ქვეყანაში და მათი საკითხის მოგვარების პერსპექტივა მათ ხელში გამორიცხულია. ის ხალხი ვინც არიან დამნაშავეები ამ ტრაგედიაში არავინ არ დასჯილა. დაისაჯა ისევ უდანაშაულო დევნილი.
-
პარლამენტი? ის ის პარლამენტია. რასაც ადამიანი სახელსაც ვერ მოუძებნის (თავისი შემადგენლობით). ამათ გონიათ რომ პოლითიკა არის მათ მიერ პრივატიზებული და სხვას იქ არაფერი ესაქმება. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. ვერც ერთი ვიგინდარა თანამემამულე ვერ მოიფიქრებს იმას, რაც ოდესღაც სხვას არ მოუფიქრებია და თანაც უფრო შთამბეჭდავი მასშტაბით. ამის მიუხედავად, ინფანტილური სიჯიუტით, რატომღაც, საკუთარი ბედის მართვას დაუფიქრებლად, აღფრთოვანებით ან უხეში ძალდატანების შედეგად გადავცემთ ნებისმიერ თაღლითს, რომლის არსი სიცრუეა. ვივიწყებთ მის ბიოგრაფიას, უზნეობას. ეს მრავალჯერ მომხდარა მანამდეც, სანამ სამამულო წარმოების პოლიტიკური შულერები დაიბადებოდნენ. პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით.
-
პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით. თანამედროვე პოლიტიკური საქმიანობა ეყრდნობა დისციპლინირებული, ორგანიზირებული პარტიების ქმედებას, რომლებიც შეპირებათა პროპაგანდით ამომრჩევლთა ხმების მოპოვებისკენ მიისწრაფვიან. ამ პროპაგანდის მთავარი საფუძველი ხალხის ეგოისტურ გრძნობებსა და ინტერესებზე ზემოქმედებაა. აქედან ვიღებთ სავალალო შედეგს _ პარლამენტარები, თავისი ქმედებისას ხელშეკრულნი არიან პარტიული ინტერესების მოთხოვნითა და დისციპლინით. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები მიიღება არა საჯარო განხილვისას, არამედ კომიტეტებში და დახურული კარის მიღმა ერთპიროვნულად, ფრაქციის თავჯდომარის მიერ. პრიმიტიული გზით ”დიდი ადამიანების” აღზევება, თავის არსში უდიდეს ბოროტებას მოიცავს, რადგან საზოგადოებაში ამკვიდრებს თიმოკრატიის არსობრივ საფუძველს, აზრს, რომ ერისა და სახელმწიფოს ბედის მართვა განათლების, ზნეობის გარეშეც შესაძლებელია.
-
საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა საოცრებებისა და მითების გარეშე ცხოვრეა.
-
ნიქოზის და მიმდებარე სოფლების დაცლის საფრთხე
giauridia replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუ ჩვენ ვერ მოუვლით ჩვენს მიწებს, სხვს მოვა და უკეთ მოუვლის. -
lasha1997 სანამ ჩვენი პარლამენტი კიდევ ერთხელ შეშფოთდება, ოკუპანტი ვანია კიდევ რამოდენიმე კილომეტრით წამოიწევს. მერე კიდევ შეშფოტდება ... და ასე შემდეგ.
-
asesino_141 ძალიან ბევრი, მათ შორის გერმანელები და ავსტრიელები,
-
ვერ გავიგე, ზოგიერთებს ასე რამ შეგაძულათ მეგრული და სვანური ენა. ეს ხომ საქართველის სიმდიდრეა! კუნძულ კრეტაზე (ხმელთაშუა ზღვა) აღმოჩენილი ფესტოს დისკო უძველესი წარწერით გაშიფრულია და ის წარმოადგენს ლოცვას ლაზურ-მეგრულ ენაზე, ამ მოსაზრებას იზიარებენ ამ სფეროში წამყვანი უცხოელი მეცნიერები, ქართველი მეცნიერები ამ საკითხზე ჯერ დუმილის უფლებას იტოვებენ.
-
თურქეთში არის ტელე და რადიოარხები, რომლებიც ლაზურ ენაზე მაუწყებლობენ და ამით არაფერი შავდება.