-
პოსტები
831 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
5
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი giauridia
-
"Оно, конечно, Александр Македонский герой, но зачем же стулья ломать?" Н. Гоголь. Ревизор
-
მამულის, ენისა და სარწმუნოების "დამცველები"
giauridia replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=yPTWi5ikUKY&playnext=1&list=PLB8AE5CADC9F8132E&index=26 -
გაბრაზებული ობამა
-
ვასილ მაღლაფერიძემ საიდან ამოყო თავი? მისი არსებობა უკვე დამავიწყდა. ისე ამასაც ხომ ფრთები აკლია მარტო და ანგელოზი იქნება.
-
ხშირად შევდივარ პერესავ გე-ზე, მათი ფორუმი ბალაგანად არის ქცეული, ბევრი შეურაცმყოფელი პოსტია, შერეკილების დოღს მაგონებს. აზრს მოკლებულია იქ რამე რომ დაწერო გონივრული, იქ აშკარად ვიღაც მუშაობს დისკრედიტაციაზე. ისე ურიგო არ იქნებოდა იქ მასტერ-კლასი რომ ჩაგვეტარებინა.
-
ყველაზე ჰუმანური სასამართლო
-
დღესასწაული
-
დღეში 50 ლარი, რომ ქონდეს ადამიანს ჯამაგირი, მას ყოველდღე ექნება დღესასწაული და ოჯახში ყოველდღე შეხვდებიან ფეერვერკებით. ხოლო ვისაც არ აქვს შემოსავალი, ახალ წელს ხვდება 0.5 კგ მანდარინით და 100 გრ. საწუწნი კამფეტით მას არ ედღესასწაულება.
-
როგორ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
giauridia replied to _13_'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
DATA TUTASXIA დათა ბატონო, საქართველოში 30 ადამიანს მაინც თუ ყვარებოდა თავისი ქვეყანა, მისი მომრევი არავინ არ იქნებიდა და ასეთ უბედურ დღეში ქვეყანა არ აღმოჩნდებოდა. ჩვენი საზოგადოების ძირითადი პრობლემა სოციალური აზროვნების დაბალი დონე გახლავთ. შესაბამისად, სოციალური აზროვნების დაბალი დონის მქონე ხალხი საზოგადოებას ვერ შექმნის. არშემდგარი საზოგადოება კი არშემდგარი სახელმწიფოს არსებობის საფუძველია. ყველა დანარჩენი ყოფითი პრობლემა სწორედ ამ ძირითადიდან, ანუ ჩვენი დაქვეითებული სოციალური აზროვნებიდან გამომდინარეობს. ამრიგად, პასუხისმგებლობას ვერცერთი ჩვენგანი აიცილებს, მათ შორის ვერც მე. თუ სიყვარულის ნიჭს არ ვფლობთ - გამორიცხულია, სამშობლო გვიყვარდეს, შეუძლებელია, ნათლად გვესმოდეს სამშობლოს იდეა, არსი. და თუ სამშობლოს იდეა, არსი ადამიანისთვის მიუწვდომელია, ის უმისამართოდ, უმიზნოდ მოძრაობს და მას ასეთი სვლა არაფრამდე მიიყვანს. /მ.თ./ -
როგორ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
giauridia replied to _13_'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo აბსოლურურად გეთანხმები !!! +100 -
როგორ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
giauridia replied to _13_'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX ურთულესი საკითხია. ამას სჭირდება მიზანდასახული კომპლექსური მიდგომა, ამოცანაა ურთულესი, რთულ ამოცანას მარტივი ამოხსნა არ აქვს. მტერს, რომ მოერიო მას უნდა კარგად იცოდე მისი განზრახვაც. ტიუტჩევის ლექსიდანაა ფრაზა - Умом Россию не понять ლოგიკურად ვერ აიხსნება ორმხრივი ალოგიკურობა. -
როგორ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
giauridia replied to _13_'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
giauridia ძალიან მიყვარს თევზაობა, ნადირობის პროცესი მიყვარს ძირითადად ფრინველზე. ირემს მითუმეტეს შველს ვერ ვესვრი. 3 წლის წინ ვიყავი გასული სათევზაოდ, გადავისროლე ბადე და მოხდა დაუჯერებელი რამ, ბადეს ამოყვა მაცხოვრის დიდი ზიმის მოოქროვილი ხატი და წაროიდგინე ყველაფერი ეს მოხდა ჩემ დაბადების დღეს. თავს ვთვლი უბედნიერეს ადამიანად იმდენი სიხარული მომიტანა. -
როგორ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
giauridia replied to _13_'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მეთოდოლოგიური შეცდომაა. ესაა პრობლემის ცალმხრივი, ალოგიკური განხილვა. ვარ ომის მონაწილე, მისი დაწყებიდან ბოლო დღემდე. ვიცი რასთან მაქვს საქმე. გირჩევ ამ ეტაპზე ტყვია-წამალი შორს დამალო, შემთხვევით არ გავარდეს. საერთოდ ომს იგებენ ომამდე. -
როგორ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
giauridia replied to _13_'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX მიმაჩნია, რომ ჩვენი ვაჟა ფშაველა არის სოციალური ფილოფოფიის მწვერვალი, ზნეობისა და ეთიკის საფუძველი არა მარტო საქართველოსი არამედ წარმოადგენს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობას და ის არაცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო ამ გონების სიმაღლეზე ვერ ავიდოდა. -
როგორ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
giauridia replied to _13_'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX მაპატიე ფრიდრიხ, მაგრამ უნდა ვიყო კატეგორიული: ციტატა "უტოპია - ერთი შეხედვით, ოცნებათა შემმუსვრელი სიტყვა. სიტყვა, რომელიც თავის თავში მოიცავს ირონიას, ცინიზმს, გულგრილობას. ეს სიტყვა ნებისყოფა და გონებადაქვეითებულს ოცნების სიმძიმისა და ამ ოცნების აღსრულებისათვის საჭირო ქმედებისაგან ათავისუფლებს. გულგრილი ადამიანისათვის უტოპია ის უკანასკნელი ვერდიქტია, რომლითაც ის შემოქმედ ადამიანში ქმედების სურვილის მოკვლას ცდილობს. ვერდიქტი _ “ეგ ხომ უტოპიაა”, ნიშნავს - შეწყვიტე ოცნება, შეწყვიტე წინსვლა, გახდი ისეთი უმოქმედო, როგორიც მე ვარ." /მ.თ./ უტოპია უდიდესი ფასეულობა, მართლაც გადაულახავი ბარიერია იმ არშემდგარი ადამიანებისათვის, რომლებიც ამ ბარიერის კედლის ძირში, საკუთარ ოცნებებთან ერთად იხრწნებიან კვანტურ ფიზიკაში არის ერთობ საინტერესო, ე.წ. გვირაბული ეფექტი. ამ ეფექტის არსი შემდეგია: არის შემთხვევა, რომ ელემენტარული ნაწილაკი რაღაც ისეთი პოტენციური ბარიერის წინაშე აღმოჩნდება, რომლის გადალახვა კლასიკური გაგებით, უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, ხდება საოცრება _ ნაწილაკი, რომელიც ბარიერის დაძლევისთვის საჭირო ენერგიას არ ფლობს, მაგრამ აქვს მისი დაძლევის უდიდესი “სურვილი”, მოულოდნელად ბარიერის მიღმა აღმოჩნდება. თუმცა რა ძალით ახერხებს ეს პატარა ელექტრონი ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას, აბსოლუტურად გაუგებარია. იდეალისტები, დარწმუნებულნი ვართ, რომ იდეას მატერიაში გადასვლა შეუძლია და პირიქით. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ეს გვირაბული ეფექტი აბსოლუტურად ეთანადება ბუნების კანონებს. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ოცნების აღსრულება არის შესაძლებელი. თუ ადამიანი იდეას, მიზანს სიცოცხლის აზრად აქცევს, მაშინ მის სვლას ამ მიზნისაკენ ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს. -
როგორ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
giauridia replied to _13_'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX თომას ჰობსს ნაშომ ლევიათანს და მაკიაველის ადრინდელ ნაშრომებს მახსენებს თქვენი მსჯელობა. ჰობსის სახელმწიფოში განათლებას მხოლოდ ერთი ასპექტი აქვს - ხალხი უნდა განათლდეს იმ დოზით, რომ შეიგრძნოს, თუ რა უსაზღვროა სუვერენის ძალაუფლება და რა მოწიწებით უნდა დაემორჩილოს მას ქვეშევრდომი. ყველა სხვა განათლებას მივყავართ სახელმწიფოს დანგრევამდე. ამ საკითხებზე მსჯელობისას უნდა გაცვერკვეთ ადამიანის სოციალურ არსში, გვესმოდეს რა არის სახელმწიფო და როგორ უნდა დამყარდეს მათ შორის ორგანული კავშირი. პოლიტიკური სამართლის საფუძვლები მაინც უნდა გვესმოდეს. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც მორალი მტკიცე ზნეობრივ საფუძველს ეყრდნობა, პირადი ბედნიერება საზოგადოებისაგან მოწყვეტით არ განიხილება. ეს მიღებული ნორმა და ცხადი ჭეშმარიტებაა. იქ თვითდამკვიდრება საზოგადოების გარეშე, აზრს მოკლებულია. საქართველო იქ არის, სადაც ჩვენ ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენში იგულისხმება ყველა, ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება, ვისი მიზანიც წარსულის ანალიზით მომავლის შექმნაა, სამშობლოს კეთილდღეობისთვის ღვაწლის გაღებაა. დისკუსიას არ ექვემდებარება მოსაზრება: _ სახელმწიფო კი არ ქმნის, ავითარებს საზოგადოებას, არამედ საზოგადოება ქმნის და ავითარებს სახელმწიფოს. ანუ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს საფუძველს, მის პირველსაწყისს წარმოადგენს საზოგადოება. მეორე მხრივ, სწორედ ეს სახელმწიფო აიძულებს საზოგადოების შემადგენელ კონკრეტულ ადამიანს იცხოვროს არა თავისი, არამედ სხვისი ნების, სურვილების მიხედვით. შედეგი - ადამიანთა ისტორია, ესაა ვიღაც გარეწრის ან გონებაშეზღუდულის ნება-სურვილს შეწირული მილიონებით სიცოცხლე. არც ომით და არც ვაჭრობით და რაც მთავარია, აზროვნების ამ დონით აფხაზეთის ან ცხინვალის ნახევარ სოფელსაც ვერ დავიბრუნებთ. "დაბრუნება" აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში დევს, და მისი ამოხსნა შესაძლებელია! -
როგორ დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
giauridia replied to _13_'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX 1. ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით თქვენს მსჯელობაში. საქართველო მარტი ტერიტორია, ქვა-ღორღი ხე და ასფალტი არ არის. საქართველოს უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანი (საქართველოს მოქალაქე)!!! და ნებისმიერი სხვა მსჯელობა ჩემთვის მიუღებელია, 2. ხელისუფლებისათვის ადამიანი უნდა იყოს მიზანი და არა როგორც თქვენი მსჯელობიდან გამომდინარეობს - საშუალებაა. 3. “ხალხი, ეს არაა ადამიანთა ნებისმიერი ნაკრები ნებისმიერი სახით, არამედ ესა მრავალ ადამიანთა ერთობა, რომელნიც ერთმანეთთან სამართლებრივ საკითხებში თანხმობით არიან დაკავშირებულნი და საერთო საზოგადოებრივი ინტერესები ამოძრავებთ”. 4. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დაბრუნება" აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში დევს, სამწუხაროდ ჩვენ ვარსკვლავებს ჭაობში ვეძებთ, ვარსკვლავის დანახვას კი თავის აწევა სჭირდება. ამ ამოცანის გადაწყვეტა არსებული აზროვნების დონეზე, უბრალოდ ილუზორულია. -
DonCaredo ამრიგად, გვთავაზობ გზას - შევქმნათ საზოგადოება, სადაც ადამიანი, ადამიანისათვის მგელია და აღვზარდოთ ადამიანი იმ სულისკვეთებით, რომ არავის ენდოს, გაანადგუროს ყველა და ყველაფერი, რაც მას საკუთარი ნების დამკვიდრებაში შეუშლის ხელს. იქნებ მეორე გზა ავირჩიოთ - შეიქმნას საზოგადოება, სახელმწიფო, რომელიც სუბიექტში ზნეობრივ, შემეცნებადაინტერესებულ, თავისუფალ ადამიანს განავითარებს, რის გარეშეც, პროგრესი, შემოქმედებითი საზოგადოების ჩამოყალიბება საერთოდ გამორიცხულია.
-
ქრისტიანული რელიგიის საფუძველი სიყვარულია. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბოროტების აღზევება სიყვარულის უარყოფის შედეგია.
-
georgekh13 არც მე არ წამიკითხია და არც ვეთანხმები, ჩან-კაი-შის შეკვეთილი იქნება. კარგი წარმოდგენა ქონიათ ჩვენზე 167-დან 103-მე რომ დავიმსახურეთ. პროგრესია!
-
Grig რეინტეგრაციის მსხვერპლი ვარ.
-
ვინ მომცემს სწორ პასუხს ამ ამფიბოლიის მაგალითზე «Казнить нельзя помиловать» ორი ვარიანტია ან დავსაჯოთ ან შევიწყალოთ
-
FRIDRIX გამოდის რომ სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და იგი სახელმწიფო მმართველთა ნება-სურვილის მიხედვით იცვლება. ამას სამართლის ცნების დევალვაციამდე მივყავართ. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ არსებული სამართალი მხოლოდ ვიღაცის ნების განხორციელების მექანიზმია. ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სახელმწიფო, სამართალი მხოლოდ დასჯისა და იძულების წყარო, ანუ ეთიკური მინიმუმია. თუ ეს ასეა, მაშინ სამართალი სიმართლის ფალსიფიკაციას წარმოადგენს. ჩვენ ეს დავუშვით და ამავე დროს, ჩვენ გარშემო უსამართლობის გაბატონებითა და კანონის იგნორირებით ფრიად გაოცებულნი ვართ. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო მმართველობის ფორმებში რაღაც ისეთი დეფექტი არსებობს, რომელიც შესაბამის, დეფექტურ სამართალს ქმნის, რომელსაც სიმართლესთან, ზნეობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს დეფექტი ნამდვილი ”სამართლებრივი სახელმწიფოს” ჩამოყალიბება-დამკვიდრების შანსს აღარ ტოვებს. /მ.თ./
-
გენიალურია, მიაქციეთ ყურადღება პირველ 3 წუთს http://www.youtube.com/watch?v=XpBBMYriWRw&feature=related
-
Dr. George ეს უკვა სხვა საქმეა. მისასალმებელია, ეს უკვე ამაღლებული აზროვნებაა და ამ სიმაღლიდან დრ. გიორგი ვერავინ მოგერევა უბრალოდ მტერი არ გეყოლება. ომს მარტო ხანჯლით არ იგებენ.