-
პოსტები
831 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
5
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი giauridia
-
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
dire ეს უნივერსალური ფორმულაა, მგონი შენც ეთანხმები -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
dire რაც შენთვის სიკეთეა სხვისთვის ბოროტება, ჩემთვის მიუღებელია. -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX საზოგადოების განვითარების დონის ასამაღლებლად ისეთი სახელმწიფო მექანიზმისა და სამართლის შექმნა-დამკვიდრებაა აუცილებელი, რომელიც საზოგადოებას ზნეობისა და ცოდნის გაღრმავებისკენ უბიძგებს და შესაბამისად, საზოგადოების განვითარებას ყველაზე ნაკლებად შეაფერხებს. ამრიგად, ყველა დროისათვის არსებობს ზნეობრიობის ის გარკვეული, აუცილებელი დონე, რომლის ქვევით საზოგადოება და შესაბამისად, სახელმწიფო, დეგრადირებას, რღვევას უცილობლად იწყებს. /მ.თ./ -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX როგორ არ უნდა აინტერესებდეს ინდივიდს ის, რაც მის ცხოვრებას განსაზღვრავს, ანუ სახელმწიფო და პოლიტიკა, რაზეც არა მარტო მისი კეთილდღეობა თუ უბედურება, განვითარება თუ დაქვეითებაა დამოკიდებული, არამედ მისი ყოფნა-არყოფნაც კი. ყოველივე ეს არ აინტერესებს ცხოველს, მაგ., ხარს, რომელიც იმითაც კმაყოფილია, რომ მთელი დღის მუშაობის შემდეგ, საღამოს გომურში შეიყვანენ და საკვებს მისცემენ. ანუ სპეცრაზმელები თქვენი აზრით არიან საშუალება და არა მიზანი. თუ ეს ასეა მაშინ მათ უნდა ჩამოვართვათ მოქალაქეობა? მე ცხოველისაგან განვსხვავდები ზნეობით. აქედან, არისტოტელეს ფორმულა _ ადამიანი არის პოლიტიკური არსება. ანუ, თუ მას ცნება პოლიტიკას ჩამოაცილებთ, მონას მიიღებთ. ამრიგად _ არსებობენ გონიერი ადამიანები, არისტოკრატები, დაბადებიდან კეთილშობილნი და ყველა დანარჩენი _ მონები. არისტოკრატი ყველგან არისტოკრატია, მონა _ ყველგან მონა. -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX ყოფილი საბჭოთა კავშირის სამართალიც (მილიონობით დახვრეტილი ადამიანი) სამართლიანია! რადგან ის მოქმედებს ზოგადად, მთლიანად და ხანგრძლივად. ბოლშევიზმის მიმართ “შეიძლება ზიზღს ვგრძნობდეთ, როგორც შხამიანი გველის მიმართ, მაგრამ ჩვენ მისი უგულებელყოფა არ შეგვიძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი მოქმედებს. და ეს არის არსი. ბატონებო, ვიმეორებ კიდევ ერთხელ: ძირითად ნორმას არ შეუძლია არაფერი შეცვალოს სამართლის მოცემულობაში”. _ გ. კელზენი. კელზენის აზრით “ნორმა არც ჭეშმარიტი შეიძლება იყოს, არც მცდარი. ის ან ქმედითუნარიანია ან არაქმედითუნარიანი”. კელზენის თეორიიდან გამოდის, რომ ადგილი აქვს იძულებითი წესების კონკურენციას (მაგ., ოფიციალურსა და ბანდიტურს შორის) და რომელიც უფრო მთელ ტერიტორიაზე გავრცელებადი, ქმედითი აღმოჩნდება, ის იქნება სამართლებრივი. მივდივართ საშინელ რეალობასთან: კელზენური ფორმა არაა წმინდა სამართლებრვი ფორმა, ხოლო ჯერარსის (საჭირო) წმინდა ფორმა ფორმალურ-სამართლებრივი აზრით, აბსოლუტურად უშინაარსოა, ამიტომ ის შეიძლება ნებისმიერი სახის თვითნებური ფაქტობრივი შინაარსით შეივსოს. შესაბამისად, ყოველი თვითნებური შინაარსის აქტი შეიძლება სამართლებრივად იქცეს. ანუ არ არსებობს ადამიანის ქმედება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში არ გახდეს სამართლებრივი ნორმა. /მ.თ./ ჰანს კელზენი (1881-1973) ავსტრიელი იურისტი, ნეოპოზიტიური ანალიტიკური იურისპრუდენციის გამორჩეული წარმომადგენელია. იგი ნაშრომში “სამართლის წმინდა სწავლება” (1934), წერს: „სამართალი ცდილობს გასცეს პასუხი კითხვებს: რა არის სამართალი და როგორია ის და არა კითხვას: როგორი უნდა იყოს, ან როგორ უნდა შეიქმნას იგი. ის არის სამართალმცოდნეობა და არა სამართლის პოლიტიკა“. -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asesino_141 “ბოროტება ჰქვია იმას, რასაც ადამიანი მოიმოქმედებს და იმას, რასაც ადამიანი ითმენს. პირველი ცოდვაა, მეორე _ სასჯელი . . . ადამიანი მოიმოქმედებს ბოროტებას, რომელიც სურს და ითმენს ბოროტებას, რომელიც არ სურს”. /მ.თ./ -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX დიდი ბიდიში მაგრამ საქართველო არ არის ქვა-ღორღი არც მთა და არც მდინარე. საქართველო ჩემთვის ადამიანებია ჩვენის წინაპრების მიერ შექმნილი სულიერი, კულტურული მატერიალური ფასეულობები ტერიტორიები და მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები, ფრიდრიხიც და ა.შ. მაგ. მე როგორც ჩემი ოჯახის წევრებზე ასევე ფრიდრიხისათვის ვალდებული ვარ ღვაწლი გავიღო და მიყვარდეს. სხვა შემთხვევაში მე სამშობლო არ მიყვარს და ეს იქნება ფსევდოსიყვარული ან ქვა ღორღის სიყვარული. ანუ ჩემო ფრიდრიხ ჩვენ თუ ერთმანეთზე ვიზრუნეთ, ჩვენი მომრევი არც მიწაზე არც ზეცაში არავინ იქნება. -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX განათლებულმა ადამიანმა იცის, რომ რუსული ლიტერატურის შედევრები არის მსოფლიო საგანძური (რასაც ვერ ვიტყვი მათ დერჟავნიკობაზე). ფრიდრიხ მგონი განათლებული ადამიანი ბრძანდები, არ გეკადრება ზიზღი. -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX სასჯელაღსრულების სისტემა 100-პროცენტით ქმნის უსაფრთხო გარემოს სხვა უწყებებიც თავდაუზოგავად ებრძვიან კრიმინალს ძალიან კარგი. მაგრამ არსებობს კიდევ ასეთი რიტორიკული შეკითხვა: А судьи кто? (Грибоедов. Горе от ума) გირჩევ წაიკითხო თუ არ გაქვს წაკითხული. -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
giauridia რომ გავერკვეთ რა არის სიკეთე ან ბოროტება ამისათვის საჭიროა ზნეობა და განათლება. -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX როგორც მოგეხსენება ჩვენი სახელმწიფო ფორმა ხელშეკრულებითია. ანუ ჩვენ ყველა ვაკეთებთ იმას რაც ვიცით, ხოლო რაც ჩვენი ნორმალური ცხოვრებისათვის არის საჭირო ვყიდულობთ. მე პროფესით ვარ ინჟინერი (150-ზე მეტი გამოგონება მაქვს), არის კატეგორია ხალხის, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს მატერიალურ, სულიერ, კულრურულ ფასეულობებს. ჩვენ, ვინც ვქმნით პროდუქტს ვქირაობთ (ვუხდით გადასახადებს) პოლიციას, სახელმწიფო მოხელეებს, მასწავლებლებს და ა.შ (ვინც სახელწიფო ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულნი) იმისათვის, რომ მათ უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთოება, მოგვცენ განათლება და ა.შ. გამოდის რომ მე ვიხდი გადასახადს დანარჩენები კი არიან ჩემზე დამოკიდებილნი (არ დავიწყებ ადამ სმიტის და ქენეტ ეროუს თეორიების მოყოლას, თორემ ხომ იცი ჩვენი ამბავი მოკლე ჩართვას მიიღებს ზოგიერთი). მოკლედ ჩემო საყვარელო ფრიდრიხ მე ვქმნი ქვეყნისათვის დოვლათს, ვიხდი გადასახადებს (სხვთა შორის ვარ ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების მონაწილე 1წ. და 2 თვე აფხაზეთი) და გთხოვ შემიქმნა სასათბურე პირობები ჩემი შრომისათვის (რაც კარგია ფორდისათვის ის კარგია ამერიკისათვის), რომ ხვალ ხელფასის გარეშე არ დარჩე. კატა რომელიც არ ან ვერ იჭერს თაგვებს აგდებენ სახლიდან -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX მართლაც, ვიცით კი რა არის სიკეთე? ვიცით, რა არის ბოროტება? ვიცით, რომ ხშირად ადამიანთა ტრაგედია მაშინ იწყება, როცა ის, რაც სიკეთე გვეგონია, ზოგჯერ უდიდესი ბოროტება აღმოჩნდება ხოლმე და პირიქით _ რაც ბოროტება გვგონია _ სიკეთე? -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo რა თქმა უნდა საუბარი მიდის ჯარისკაცზე და არა სპეცრაზმელზე. -
სპეცრაზმელი: პატრიოტი თუ ვანოს "დუბინკა"?
giauridia replied to არავისტი და არაფრისტი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ის ჯარისკაცი, რომელიც თავის თანამოქალაქეზე ასწევს ხელს, სამშობლოს დასაცავად არ ივარგებს. ილია II -
ძალიან მწყდება გული და სამწუხარო ჩემთვის, რომ უმრავლესობას ჩვენს ფორუმზე პლანეტა.გე ასეთი განწყობა აქვს დევნილთა მიმართ (ეს არ არის ზნეობრივი თქვენი მხრიდან). თქვენთვის სათქმელი ბევრი რამ მაქვს, მაგრამ ამას არ ვიკადრებ და არც აზრი აქვს ვინაიდან ვტოვებ თქვენ პლანეტა.გეს ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ თქვენ დევნილების 28 ლარი. მე ვარ სოხუმელი და ამით ვამაყობ!!!
-
Siknadmo ძალიან გთხოვ დამიზუსტო შენი ეს წინადადება! რა გაქვს მხედველობაში?
-
დემორკატიის კიდევ ერთი ახალი ტალღა :D :D :D
giauridia replied to dire's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი - “ბოროტება შესაძლებელია გავიაზროთ მეტაფიზიკურად, ფიზიკურად და მორალურად. მეტაფიზიკური აზრით, ბოროტება არის არასრულყოფილება. ფიზიკურად _ ტანჯვა, მორალურად _ ცოდვა.” “ბოროტება სიკეთის აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა აუცილებლობის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ შესაბამისობის პრინციპიდან გამომდინარე. ჩემს მიერ დაშვებული განსაზღვრება ყოველთვის უნდა გავიგოთ როგორც განზრახვა, წადილის თვალსაზრისით, და არა როგორც იძულება. ბოროტი განზრახვა ახასიათებს და შეესაბამება არა ღმერთს, არამედ არასრულყოფილ და შეზღუდულ ქმნილებებს, რომლებიც თავისი ქმედებებით ბოროტებას ამკვიდრებენ. ასეთი უწესრიგობა, არასრულყოფილება, შეზღუდულობა საოცარი ძალით ააშკარავებს მთლიანის სილამაზეს (ბოროტების არსებობის ფონზე სიკეთე უფრო ნათლად ჩანს) ისევე, როგორც რაღაც გააზრებულად დაშვებული დისონანსი ჰარმონიას უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს”. ლაიბნიცი კატეგორიულად მოითხოვს _ “ნუ ჩაიდენთ ბოროტებას, რათა მიაღწიოთ სიკეთეს.” -
დემორკატიის კიდევ ერთი ახალი ტალღა :D :D :D
giauridia replied to dire's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყველა ამაზრზენი ბოროტება ჭკვიანთა სიჩუმის ფონზე, სულელთა ხმაურში იბადება. ბოროტების უდიდესი ძალა იმაშია, რომ დამარცხების შემთხვევაში ის არ იბნევა, მას არ უჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი, ის არ იცლება სისხლისგან, რადგან სისხლი არა აქვს, ინფარქტიც არ ემართება, რადგან გული არა აქვს. ხშირ შემთხვევაში სიკეთის საბურველში შეფუთულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. -
+ ჯონდი ბაღათურია! რა ლამაზი თაიგული გამოდის!!!
-
`ეროვნული ფორუმის წევრს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
giauridia replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
dire თანამედროვე პოლიტიკური საქმიანობა ეყრდნობა დისციპლინირებული, ორგანიზირებული პარტიების ქმედებას, რომლებიც შეპირებათა პროპაგანდით ამომრჩევლთა ხმების მოპოვებისკენ მიისწრაფვიან. ამ პროპაგანდის მთავარი საფუძველი ხალხის ეგოისტურ გრძნობებსა და ინტერესებზე ზემოქმედებაა. აქედან ვიღებთ სავალალო შედეგს _ პარლამენტარები, თავისი ქმედებისას ხელშეკრულნი არიან პარტიული ინტერესების მოთხოვნითა და დისციპლინით. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები მიიღება არა საჯარო განხილვისას, არამედ კომიტეტებში და დახურული კარის მიღმა ერთპიროვნულად, ფრაქციის თავჯდომარის მიერ. მთავარია იყოს “მმართველობის ისეთი სტრუქტურა”, რომელიც დაიცავს ბუნებრივ სამართალს და ინდივიდის თავისუფლებას, იმ სიკეთეს, რომელიც ყველასთვის სიკეთე იქნება. ირღვევა ეს მოთხოვნა, ირღვევა სახელმწიფო. “საზოგადოება, რომელშიც არაა უზრუნველყოფილი უფლებებით სარგებლობა და არაა ძალაუფლების დანაწევრება, არ ფლობს კონსტიტუციას”. /შარლ მონტესკიე/ განვითარებული საზოგადოება უკვე სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო გონების იდეაა, თავისუფლება და სამართალი. რადგან იდეა არის განხორციელებული ცნება, ამიტომ “სახელმწიფოს არსებობა უკვე ნიშნავს ღმერთის სამყაროში სვლას. მისი საფუძველია გონების ძალაუფლება, რომელიც საკუთარ თავს განახორციელებს ნების სახით”. ჰეგელი არ გამორიცხავს დეგრადირებული სახელმწიფოს არსებობას. მისი აზრით, დეგრადირებული, არშემდგარია ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ არსებობს, მაგრამ შინაგანი (არსობრივი) აუცილებლობა და გონივრულობა არ გააჩნია. ჭეშმარიტი სახელმწიფო არის თავისუფლების იდეის რეალიზება, ანუ ერთიანი ზნეობრივი ცოცხალი ორგანიზმი და არა მკვდარი მანქანა, მექანიზმი. ინდივიდის თავისუფლებასა და სახელმწიფოს თავისუფლებას შორის არ უნდა არსებობდეს დაპირისპირება. ჭეშმარიტი სახელმწიფო ამ თავისუფლებათა ორგანული ერთობაა. -
რითია დღევანდელი ოპოზიცია, ხელისუფლებაზე უკეთესი?
giauridia replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo გაცამტვერდა ილუზორული იდეა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკი¬დებლობა, “თავისუფლება” არსებულ პრობლემებს ავტომატურად გადაწყვეტდა. რეალურად კი “თავისუფლების” მიღების შემდეგ ტრადიციები უკვალოდ ქრება და ზნეობა მკვეთრად ეცემა. საზოგადოება თავსდამტყდარი პრობლემების წინაშე უმწეო, უსუსური აღმოჩნდა. არსებული მდგომარეობის ახსნა პოლიტიკას ამოფარებული, კრიმინალურ-პოლიტიკური ძალების ტერორით იგივეა, რაც კრწანისის ველზე ბრძოლის ტრაგიკულ შედეგში აღა-მაჰმად ხანის დადანაშაულება. ფაქტიურად, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მეთოდოლოგიური შეცდომაა. ესაა პრობლემის ცალმხრივი, ალოგიკური განხილვა. რაც დაგვემართა არც სტიქიურად თავსდამტყდარი უბედურებაა და არც შემთხვევითობა. აქ, ჩვენთან აღსრულდა ულმობელი, მაგრამ ჭეშმარიტი ისტორიული სამართალი. საზოგადოების დეგრადაცია გამოწვეულია იმით, რომ ზნეობა, რწმენა, სიმართლე ჩვენს გულს, სულსა და გონებას ვეღარ მართავს. ანტიკური დროიდან დღემდე, ძველი ეგვიპტიდან დაწყებული და იაპონიით დამთავრებული, ანუ ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს და, რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო. განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა-დამკვიდრებაზეა დამოკიდებული. ყოველივე ამას, ალბათ, სოციალური აზროვნების ძირითადი პრინციპი უნდა ვუწოდოთ. თუ საზოგადოება, ერი, სახელმწიფო ვერ ან არ ახერხებს ისეთი სისტემის შექმნასა და დამკვიდრებას, რომელიც მის ყოველ მოქალაქეში ზნეობას, შრომისა და სიცოცხლისადმი ინტერესს აამაღლებს და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასეთი ერი განწირულია. ნებისმიერი ღატაკი სახელმწიფოს არსებობა სწორედ ამ პრინციპის გაუაზრებლობით აიხსნება და არა აქვს მნიშვნელობა, ეს სახელმწიფო 3000 წლის წინ შეიქმნა, თუ გუშინ. ვერც ერთი ვიგინდარა თანამემამულე ვერ მოიფიქრებს იმას, რაც ოდესღაც სხვას არ მოუფიქრებია და თანაც უფრო შთამბეჭდავი მასშტაბით. პოლიტიკური ავანტიურისტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახერხებენ დაარწმუნონ მასა, რომ ცხოვრების, ჩვენი და ჩვენი შვილების ბედის მართვის “ჭეშმარიტებას” მხოლოდ ისინი ფლობენ და ჩვენ კი, უბრალო მოკვდავთ, იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ამ “ჭეშმარიტებას” ოდესმე შევწვდებით. ამიტომ აუცილებელია გაუაზრებლად ვენდოთ მათ და მალე ჩვენზე ბედნიერ ერს ვერსად იპოვით. მათ არ იციან, ჩვენ კი გვავიწყდება, რომ ნებისმიერი რევოლუცია, როგორიც უნდა იყოს ის, სისხლიანი თუ უსისხლო, მხოლოდ ძველი ცხოვრების დასასრულია და, სამწუხაროდ, არა ახალი, უკეთესი ცხოვრების დასაწყისი. რევოლუციას მხოლოდ ძველის ნგრევა მოაქვს, ხოლო ახლის შენებისათვის უმაღლესი ზნეობა და განათლებაა აუცილებელი. თუ საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში არის უმაღლესი ინტელექტი და ზნეობა, მაშინ რა საჭიროა რევოლუცია? პარადოქსია! პარადოქსია, მაგრამ ასეთი ადამიანები ხშირად მართვის სადავეებს იგდებენ ხელში. კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია “საოცრება”, რომ ასეთი ახალი პატრონი ძველს არაფრით სჯობს, რადიკალური ცვლილება უბრალოდ ილუზიაა და მათი უდრეკი ფანატიზმი, სხვისი აზრისა და მისწრაფების შეუწყნარებლობა, პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს. თანამედროვე პოლიტიკური საქმიანობა ეყრდნობა დისციპლინირებული, ორგანიზირებული პარტიების ქმედებას, რომლებიც შეპირებათა პროპაგანდით ამომრჩევლთა ხმების მოპოვებისკენ მიისწრაფვიან. ამ პროპაგანდის მთავარი საფუძველი ხალხის ეგოისტურ გრძნობებსა და ინტერესებზე ზემოქმედებაა. აქედან ვიღებთ სავალალო შედეგს _ პარლამენტარები, თავისი ქმედებისას ხელშეკრულნი არიან პარტიული ინტერესების მოთხოვნითა და დისციპლინით. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები მიიღება არა საჯარო განხილვისას, არამედ კომიტეტებში და დახურული კარის მიღმა ერთპიროვნულად, ფრაქციის თავჯდომარის მიერ. -
რითია დღევანდელი ოპოზიცია, ხელისუფლებაზე უკეთესი?
giauridia replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემთვის პოზიციას და ოპოზიციას აქვს შეძენილი ოგივური მნიშვნელობა (ახალი პატრონი ძველს არაფრით არ ჯობია), ვინაოდან მათ მიზნები სახელმწიფოსთან მიმართვენაში ბუნდოვანია და არასრულყოფილი. ვერ ერკვევიან ადამიანის სოციალურ არსში ვერ გებულობენ რა არის სახელმწიფო და ორგანულ კავშირს მათ შორის ვერ ხედავენ -
`ეროვნული ფორუმის წევრს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
giauridia replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX კატა რომელიც არ იჭერს თაგვებს და იჭერს წიწილებს გასაგდებია სახლიდან. -
`ეროვნული ფორუმის წევრს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
giauridia replied to planetanews's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საფრანგეთში 3 მილიონია გამოსული გარეთ, იცავენ თავის უფლებებს, ნახევარი საფრანგეთი უკვე გადაწვეს კიდევაც, 3 მილიონს ელის 5 წლით პატიმრობა?