Jump to content
Planeta.Ge

giauridia

პლანეტელი
  • პოსტები

    831
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი giauridia

  1. MOXUCI გეთანხმები. ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, სახელმწიფო სამართალი ფარდობითია და იგი სახელმწიფო მმართველის ნება-სურვილის მიხედვით იცვლება, რასაც სამართლის მცნების დევალვაციამდე მივყავართ. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ არსებული სამართალი მხოლოდ ძლიერთა ამქვეყნისათა ნების განხორციელების მექანიზმია. ხოლი ჩვეულებრივი მოქალაქისათვის სამართალი მხოლოდ დასჯისა და იძულების წყარო, ანუ ეთიკური მინიმუმია. /მ.თ./
  2. Saturn “კითხვა _- რა არის სამართალი, ისეთივე სირთულეს წარმოადგენს იურისპრუდენციისათვის, როგორც ლოგიკისათვის კითხვა, რა არის ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, იურისტს შეუძლია გვიპასუხოს, რომ ის ეთანხმება სამართალს, ე.ი. იმას, რასაც მოითხოვს სამართალი მოცემულ დროს და მოცემულ სივრცეში; თუმცა, როცა საკითხი კანონის სამართლიანობას ეხება, როცა მისგან იმ ზოგადი კრიტერიუმების დადგენა მოითხოვება, რითაც შესაძლებელი გახდება სიმართლე არასიმართლისაგან გავარჩიოთ - იურისტი უძლურია; და ამას ის ვერასდროს შეძლებს, თუ ამ ემპირიულ საწყისს დროებით გვერდზე არ გადადებს და მსჯელობის წყაროს ძებნას მხოლოდ აზრში, გონში არ დაიწყებს”.
  3. kisa კისა შენნაირ კატას როგორ გავაგდებ, შენ სულ მოგეფერები ძეხვს და სმეტანას არ მოგაკლებ. კისა კატები ძალიან მიყვარს, მყავს კატა და ქვია კატო.
  4. ის კატა, რომელიც ვირთხებს და თაგვებს არ იჭერს გასაგდებია სახლიდან.
  5. Siknadmo მაგარი ბიჭი ხარ! ერთს ვიცნობ ტელევიზორიდან, წერეთელია მგონი, დეოკუპაციის კომიტეტი დააარსა მგონი რუსთაველზე და აქედან უქნევს მუშტს და გაზავათიო გაიძახის თვეში ერთხელ. :TAT:
  6. kisa ჭორის დონეზე ასე ამბობენ, რომ დიდი ფული არიო აღებულიო მილიარდებზე მიდის საუბარიო მაგრამ რანდენად შეესაბამება სიმართლეს არ ვიცი. ესე შენც მომწონხარ, ჩაწერილი ხარ ჩემ ჯარში, აფხაზეთში შემოგიშვებ
  7. DonCaredo სამი სიცოცხლე ჰქონდა დევნილ ქალს (ღმერთმა აცხონო), რომელმაც სამინისტროს ეზოში თავი დაიწვა. ორი ციცოცხლე დარჩა.
  8. ე.წ. კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობს დევნილთა 40% (სახელმწიფომ მეტი ვერ უზრუნველყო) 1 პატარა ოთახში 5 და მეტი სული, დანარჩენს სახელმწიფოსაგან არაფერი კომპენსაცია არ მიუღია (ოფიციალური სტატისტიკაა).
  9. გიორგი68 ჟიგარი ხარ გიორგი68, შენ შემოგიშვებ აფხაზეთში, დონკარედოს არა
  10. T_A_T აკი ხომ გითხარი "გლობალ მოდერატორო" შენი პოზიცია ვის პოზიციას ემთხვევა 100%-ით, ჩემთვის გასაგებია. საყოფაცხოვრებო მაგალითების მოყვანით ქმნი ანტაგონისტურ განწყობას დევნილებსა და ადგილობრივებს შორის!!! შინაარსობრივ პრობლემას რატომღაც შეგნებულად გვერდს უვლით.
  11. DonCaredo ხვალ მანდაც მოვლენ დევნილების გასახლებაზე, შეგიძლია დაეხმარო კიდევაც მათ გამოსახლებაში მედალს მოგცემენ. გამოსახლება ხვალ დილიდან იწყება.
  12. DonCaredo გავარკვიე იმ ლიმუზინის შესახებ. ის ლიმუზინი დევნილს ყავს იჯარით აყვანილი /უბრალო მძღოლია. მარშრუტკები რაც დადიან თბილისელებისაა მძღოლებს კი კაპიკებს უხდიან/. პატრონი თბილისელია. დონკარედო არ დაბრმავდე შურისაგან. გაიხარე მათი არ ყოფილა. Marta1 ამაში გეთანხმები.
  13. DonCaredo თბილისელებშიც არიან ნორმალურები და მეც მყავს თბილისელი მეგობრები. მაგრამ თბილისელებს შორის იმდენი მატყუარაა, რომ ამდენ მატყუარას ერთად შეკრებილს ვერსად ვერ ნახავ. ისე ერთ უბანში ვცხოვრობთ იმ საერთო საცხოვრებლის გვერდით ყაზბეგის 25 რომ არის. ტ_ა-ტ თავი არ იმართლო ჩემთვის შენი პოზიცი ანათელია, ხელისუფლებასაც იგივე პოზიცია გააჩნია.
  14. ყველა ხელისუფლება ცდილობდა, რომ ზიზღით განაწყონ მოსახლეობა დევნილების მიმართ. ამ ხელისუფლებამ ეს კარგად შეძლო ამ ფორუმის მეშვეობითაც. განსაკუთრებული მადლობა დევნილისაგან T_A_T-ს და Doncaredo-ს ჩემდამი ზიზღისათვის.
  15. მაქსიმილიან რობესპიერი 1793 წლამდე გამოდის დიქტატურის წინააღმდეგ - “გამოვუტანოთ სასიკვდილო განაჩენი ყველას, ვინც შემოგვთავაზებს დიქტატურას, ტრიუმვირატს ან ძალაუფლების სხვა ტიპს, რომელიც ფრანგული რესპუბლიკის მიერ შექმნილი თავისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული”. მოულოდნელად მისი შეხედულებები რადიკალურად იცვლება. რობესპიერი ამას ადვილად ხსნის: “კონსტიტუციური ხომალდი” შენდება იმ გაანგარიშებით, რომ მას ცურვა “წყნარ ზღვაში” მოუწევს. მაგრამ სულ სხვაა, როცა ღელვაა, ანუ რევოლუციაა და არსებობენ “თავისუფლების მტრები”. ვინ არიან ისინი? _ ყველა ჯურის შეთქმულნი, რომლებიც რევოლუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებიან. მაგრამ მხოლოდ ისინი არა. კონტრრევოლუციონერებად უნდა შეირაცხონ “უზნეონი”, “არაკეთილგონივრულები”, “გამხრწნელები” “თავისუფლების მტრები”. მათ _ მხოლოდ სიკვდილი! ამისთვის ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს საკმაოდ აქტიურად და რაც მთავარია, უფრო თავისუფალი უნდა იყოს თავის ქმედებებში”.
  16. კიდევ რამდენი ასეთი პარაზიტი წურბელა გამოჩნდება ჩვენს ხარჯზე რომ არის. საოცარია, კედევ როგორ უძლებს ეს ქვეყანა ამდენს. ამ უსაქმურებს პრემია 200 000!!! ხვალიდან კი დევნილებს დუბინკებით გამოყრიან თავშესაფარებიდან ქუჩაში!
  17. ნებისმიერ პოლიტიკურ ხელისუფლებას, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, რა ძალოვანი შემადგენლობა, რა უახლესი საშუალებებიც უნდა გააჩნდეს მას შეირაღებაში, რა მასმედიასაც უნდა ფლობდეს, რა თანხებიც უნდა გააჩნდეს, პრაქტიკულად ვერაფერს შეცვლის, თუ არა აქვს მთავარი: ავტორიტეტი, სამართლიანობა, სიკეთე, ზნეობა.
  18. მე დევნილს მაქვს 28 ლარი შემწეობა და ყველა ვისაც არ ეზარება დუბინკას მირტყამს თავში. ხოლო რეინტეგრაციის მინისტრს (ფუნქციებიდან, საქმიანობიდან და შედეგებიდან გამომდინარე აბსოლუტურად უფუნქციო და დემაგოგიური) 4000 ლარი პრემია!!! რისთვის! ჩემი მომავალი რატომ ჭამონ პარაზიტებმა? ამაზრზენია ეს ყველაფერი! ესენი მოაგვარებენ პრობლემებს როდესაც ასეთი ხელფასები აქვთ? ესენი არ არიან დაინტერესებულები კონფლიქტების მოგვარებაში! ამათი ხელფასების ფონდი, რომ მიმართონ სამოქალაქო დონეზე კონფლიქტის დასარეგულირებლად და თვითონ არ ჩაერიონ, მერწმუნეთ, რომ ეფექტი გაცილებით უკეთესი იქნება.
  19. მართლმადიდებლური ქრისტიანობის ძირითადი ფასეულობა - სიკეთე და სიყვარული. ამათ ქმედებას ქრისტიანულ მორალთან კავშირი არ აქვს. ვეთანხმები Siknadmo-ს ქრისტიანული ჭეშმარიტებით მანიპულირება შეუძლებელია. თუ არსით ქრისტიანი ხარ, შენი შეცდენა შეუძლებელია. ცდუნდება ის, ვინც ადვილად იჯერებს მხოლოდ იმას, რაც კონკრეტულად მისთვისაა სასურველი. ნორმალური საზოგადოების შექმნა შეუძლებელია, თუ ადამიანებს შორის ადამიანური დამოკიდებულება არ არის. თუ ხელოვანნი, მწარმოებელნი, კანონმდებელნი, მეცნიერნი ვართ, ეს მისასალმებელია, მაგრამ, მთავარია იმავდროულად ადამიანებიც ვიყოთ. ცხოვრება უაზრობაა, თუ ადამიანი ადამიანისათვის ადამიანი არ არის.
  20. ეს პირველი WikiLeaks რევოლუციაა! შემდეგი სად არის?
  21. ჟან ჟაკ რუსო - “თუ საჭიროა დამორჩილება, დაემორჩილე ძალას, თუ არაა აუცილებელი დაემორჩილო, მაშინ მოიხადე ვალი; ანუ თუ ადამიანს არ აიძულებენ დამორჩილებას, მაშინ შენ ვალდებული არა ხარ ეს გააკეთო." აქედან ჩანს, რომ სიტყვა “სამართალი” ძალას არაფერს მატებს. აქ ის, უბრალოდ, არაფერს ნიშნავს”.
  22. მარჯვენა ხელი თუ აკეთებს სიკეთეს, მარცხენამ არ უნდა იცოდეს.
×
×
  • შექმენი...