Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. lasha1997 +1 ისე, დანარჩენ ქვეყნებში, ძირითადათ "გეებს მიჰყავთ პარადი", მაგატ ისევ ეს ტანკები ჯობია
  2. FRIDRIX მაგ ომს გააჩერებდა ერთადერთი რამ: გამსახურდიას მიერ დსთ-ში საქართველოს გაწევრიანებაზე ხელის მოწერა, რასაც გამსახურდია არავითარ შემთხვევაში ხელს არ მოაწერდა, ბუნკერის შიგნით იქნებოდა, თუ გარეთ. დანარჩენი მთელს მაგ ისტორიაში ძირითადათ ლირკა და მითებია, ზოოპარკის ფარშევანგების და ორი კამაზი ფულის მოპარვებიანად
  3. FRIDRIX ძალიან ზედაპირული და პრიმიტიული წარმოდგენა გაქვთ რუსეთ-საქართველოს ომის მაგ ეპიზოდზე, რომელიც ასევე რუსეთის დამქაშების წყალობით კარგა ხანს იყო მონათლული "სამოქალაქო ომად". ეხლა ნამდვილად გამიკვირდა იგივე ტერმინი დღეს რომ ვინმემ იხმარა მაგ წლებზე.
  4. analgin ზუსტად ამის დაწერას ვაპირებდი!!! აბსოლუტურად ყველა იქნება ბედნიერი, ხალხიც, ჯარიც, მთავრობაც (რაღაცით ვალმოხდილი და დამფასებელი). რეალურად ამ აღლუმს კი არც ჯართან და არც 26 მაისთან არანაირი კავშირი არ აქვთ, წინასწარ დაგეგმილი წინასაარჩევნო პიარის ნაწილია.
  5. მე ნამდვილად არ გამიგია სადმე, როდესმე, 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ამდენი სამხედრო დაპირისპირება, ყველა წაგებული, არცერთი წარმატებული და კიდევ აღლუმებს ატარებდეს. თავად აღლუმების წარმოშობის ისტორიას თუ გაეცნობიან ორგანიზატორები და გაარკვევენ აღლუმის არსსა და მნიშვნელობას, მემგონი უკეთესი იქნებოდა. აღლუმები ტარდებოდა ყოველთვის ან საბრძოლო გამარჯვების აღსანიშნავად და მასზე ძირითადად ხბოდა დამარცხებული მოწინააღმდეგისთვის წართმეული ნადავლის დემონსტრირება, ან მოსალოდნელი ბრძოლის წინ, საკუთარი შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ, საკუთარი ჯარის საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად და მოწინააღმდეგის დასაშინებლად. მეტი მე აღლუმის დანიშნულება არ გამიგია, შეიძლება მეშლება. აქედან რომელ კონტექსტში ჯდება ეს ჩვენი აღლუმი, არ ვიცი
  6. ბოლო ნაწილია ძალიან საინტერესო, კოტე გაბაშვილზე რომ ლაპარაკობს. არადა ეგ კადრები სწორედ ქუთაისშია გადაღებული, ვიდეოც კი მაქვს ნანახი მაგის თავისდროზე. ასევე ძალიან კარგად მახსოვს, ვინ უწევდა კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას მაგ ბანდების ქუთაისში შესვლას, რაც შემდგომ დაუფასდა კიდეც წლების განმავლობაში ქუთაისის მერობით.
  7. აუდიოაო მარტო, მობილურით ჩაიწერაო ერთ-ერთმა დამსწრემო. ძალიან ცუდად ისმის ხმა, რამდენიმე ფრაზის გარჩევა შევძელი მარტო. მაგრამ ძალიან მკაფიოდ და გარკვევით ისმის, რომ იმ პერიოდის საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესა და ე.წ. "ხადავიკების" ლექსიკა აბსოლუტურად იდენტურია. ბოდიში "ხადავიკებთან".
  8. მაგ არჩევნებზე ოპოზიციას ხალხის რა რაოდენობაც უჭერდა მხარს, დღეს იმის დაახლოებით 15-20%-ია მისი მხარდამჭერი და ეს ხალხის ბრალი ნამდვილად არაა. ძალიან უნდა გააყალბოს ეს არჩევნები ხელისუფლებამ, იმისათვის, რომ რეალურად წააგოს, ჩემის აზრით, რასაკვირველია.
  9. საქართელოში მემგონი ყველა გაგიჟდა :D კლიპი ვეღარ გაგიკეტებია კაცს ისე, ცნობისათვის, "ქართული" ტელე-ვიდეო პროდუქციის 80-90% პლაგიატია, მეტ-ნაკლებად სახენაცვალი, ან უცვლელი
  10. newstudio არანაირად, სავსებით საკმარისია + გუგულა დეიდა
  11. newstudio რამოდენიმე რჩევას მოგცემ, თუ არ მიწყენ ჩემის აზრით, რასაკვირველია, იმიტომ, რომ იდეა მართლა არაა ცუდი და შეიძლება ამის უკეთ გაკეთება: ჯერ ერთი, მოძრაობის მიმართულებაა შესაცვლელი, ანუ უარყოფითი ემოცია უნდა იყოს ზემოდან ქვემოთ და დადებითი პირიქით - ქვემოდან ზემოთ, გარდა დადებითი-უარყოფითისა, კითხვადობითაც ქვემოდან ზემოთ მოძრავი ტექსტი უკეთ იკითხება, ვიდრე პირიქით, ანუ უფრო მნიშვნელოვანი უკეთ უნდა იკითხებოდეს. მერე მეორე, დასაწყისში, უარყოფითი ემოციის შესაქმნელად სულაც არაა აუცილებელი რაიმე კონკრეტული მუსიკალური ფონი, ანუ ფონი უნდა იყოს "ცუდი" და არა მოსაწყენი, შეგიძლია გამოიყეო ე.წ "ხმაურები", ქალაქის, ძალიან უხდება ეგეთ რაღაცეებს პოლიციის სირენა, ბევრი ხალხის ხმამაღალი ხლა, მაგალითად სტვენა მიტინგზე ან მაგდაგვარი და ამ მთელი კაკაფონიის ფონად უნდა ედოს დაბალი დონით რაღაც უარყოფითი, თუნდაც გაუგებარი მუსიკალური თემა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მოსაყენი - მინორული. მეორე ნაწილში, ანუ დადებითი ემოციის გადმოსაცემად, შეგიზლია ასევე გამოიყენო ის "ხმაურები", რომლებიც დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგალითად ოდნავ შესამჩნევად ცითების ჭიკ-ჭიკი, სადღაც შორს, ასევე ქალაქის ხმაური, ოღონდ მშვიდი, წყნარი ცხოვრების, მუსიკა მშვიდი-წყნარი, ოღონდ ისეთი, კარგ განწყობაზე რომ დაგაყენოს და არამც და არამც რაღაც მარშივით ან ურა-ვაშას ძახილით ვიზუალს რაც შეეხება, დასაწყისისთვის შავ-თეთრი გამა კარგია, ფონად, ძალიან მქრქალად, შეგიძლია გაუშვა ასევე გაშავთეთრებული, ან ტონირებული "ცუდი" კადრები, მაგალითად ომის, ნგრევის, გაჭირვების და ა.შ., სამწუხაროდ ეს უამრავი მოგვეპოვება ოღონდ ძალიან მქრქალად და უმნიშვნელოდ, იმიტომ რომ ძირითადი დატვირთვა შრიფტზე უნდა იყოს. მეორე ნაწილს კი შავთეთრი გამა არ უხდება არანაირად, პირიქით ნაზი, პასტელური ტონებით უკეთესი იქნება, ასევე მქრქალად, თითქმის უმნიშვნელოდ დადებითი ემოციის მატარებელი კადრები შეგიძლია გამოიყენო, მაგალითად კარგად მუშაობს მაგ დროს ბავშვები, მზის მოსვლა, შეგიძლია ჯარის აღლუმიდან, მოხუცი წყვილი და ა.შ. ანიმაციას რაც შეეხება, ვიზუალურად უფრო მომგებიანი იქნება, ჩემის აზრით, არა ასეთი მონოტონური ტიტრის სვლა-ჩასვლა, არამედ თითოეული ტიტრი უფრო სწრაფად რომ გადაადგილდებოდეს პატარა და მქრქალი პოზიციიდან მკვეთრ და დიდ პოზიციაზე და მერე თუნდაც 1 ან ნახევარი წამით რომ პაუზდებოდეს და შემდეგ იწყებდეს მოძრაობას, ასე უფრო კითხვადიც იქნება და ანიმაციურად მეტად დატვირთულიც. შრიფთიც მეორე, დადებით ნაწილში, ფერადი თუ იქნება და არა შავი, უკეთესი. ეს ყველაფერი რათქმაუნდა მხოლოდ ჩემი პირადი აზრია და მეტი არაფერი. უბრალოდ იდეა მომეწონა და მაგიტომ დავწერე რათქმაუნდა, შეიძლება არ დამეთანხმოთ. წარმატებები!!!!
  12. Sur_Le_Fil Amelie ვგიჯდები მაგ ფილმზე, რამდენჯერაც საშუალება მაქვს, იმდენჯერ ვუყურებ, არ მბეზრდება საერთოდ კლიპს რაც შეეხება, იდეა კარგია ნამდვილად, შესრულებას რაც შეეხება - ძალიან ღარიბულია და მშრალი. დიდი ეჭვი მაქვს, ვიცი კიდეც, ვინც გააკეთა
  13. და პუპუზა ჯანმრთელობისა და კიდევ ორი რაღაცის მინისტრად!!!
  14. მეტსაც გეტყვით!!! : არამარტო "ფორუმი", თბილისის ტაქსისტებისა და "მარშუტკების" მძღოლების 80%-იც რუსეთუმეა!!!! რუსულ მუსიკებს უსმენენ ეგენი, ზოგი ისეთი თახედია, რუსულ "ვარავსკოებსაც" კი!!! ცირკის დაბლა რომ რესტორანია - "მატრიოშკა", მანდ აქვთ შტაბ-ბინა!!!
  15. დახურული ჩვენება ნიშნავს ჩვენებას არა პუბლიკისთვის, არამედ ე.წ. გაქირავების პროდუსერებისთვის. ანუ ასე ვთქვათ "კინო-ბარიგებისთვის", რათა ფილმის გაყიდვაზე და გაქირავებაზე დაიწყოს მოლაპარაკებები, მენჯერების შორის.
  16. babuagiorgi გეთანხმებით ნამდვილად!!! ჩვენ სხვა ალტერნატივა, ამ ადათ-წესებითა და რწმენით ცხოვრების არ გაგვაჩნია, გარდა საქართველოსი (ღვთის წყალობითა და მადლით), თქვენ გაქვთ უამრავი ალტერნატივა, ლამის უკვე ნახევარი პლანეტა, თუ მეტი არა. დაგვანებეთ რა თავი, თქვენც დაისვენებთ და ჩვენც დაგვასვენებთ! რატომ იკლავთ თავს და რატომ იშლით ნერვებს ან თქვენ, ან რას გვიშლით ნერვებს ჩვენ?! გაიხარეთ ბატონო babuagiorgi, სულ ამას გავიძახი რახანია!
  17. analgin სრულიად გეთანხმებით!!! აბსოლუტურად კომკავშირული იდეოლოგიის მატარებელია ეს ხალხი, უბრალოდ ბევრი მათგანი არ მოსწრებია, ასაკიდან გამომდინარე, იმ მარაზმს და ჰგონიათ, რომ რაღაც ახალი და კარგი აქვთ აღმოჩენილი. ერთი-ერთში კომკავშირული იდეოლოგიაა!!! ზუსტად იგივე ლოზუნგებითა და მეთოდებით.
  18. kisa კი ბატონო, სწორედ იმ აქუსი, ამ რამოდენიმე წლის უკან რამოდენიმე კამერისა და მგონის სამონტაჟოს ჩუქების სანაცვლოდ ყოველ დილას 6 საატზე ბაფტისტების რელიგიურ რიტუალებს რომ ატრიალებდა თვეობით!!! P.S.ბაფტისტებს არ ვერჩი არაფერს, არც ამ ფაქტში, პრინციპში, კერძო საკუთრებაა და კაცია და გუნება, მაგრამ თუ მასე თვლი, მაშინ რატომ დილის 6 საათზე და არა საღამოს - "პრაიმ-ტაიმებში"? მაგრამ ფულიც უნდა და შიშიც ოხერია! უბრალოდ ეს კაცი რასაც აკეთებდა და აკეთებს, ქვია ძალიან მარტივი და ცალსახა სახელი - პროსტიტუცია!!! გამომივიდა აქ იდეალების დამცველი თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე!
  19. Siknadmo ხო, აი ეგ მეც ვერ გავიგე და დიდი იმედი მაქვს, რომ უბრალოდ ორთოგრაფიული შეცდომაა გაპარული!
  20. Siknadmo მე არ მითქვამს - არიან-თქო, მე ვიკითხე, ეს რომ თქვა ესაა რაც არ მოგწონთ მეთქი? რესპუბლიკური პარტია! მართლმადიდებლობა, ანუ ქრისტიანობა ძალიან ინდივიდუალურია, მე არასოდეს მვცემ ჩემს თავს უფლებას, ვინმეს ავუწონო ან გავუზომო, ვინ რამდენად ახლოა ქრისტიანობასთან. კაცის მკვლელი, ავაზაკი, მეძავი და ათასი უბედური შეიძლება ღვთის განგებით აღმოჩნდეს სწორედ ბევრისთვის სამაგალითო ქრისტიანი, ასეთი არერთი მაგალითია ქრისტიანობის ისტორიაში.lasha_alo კავკასიის ოპოზიციურობა არ გაიშვას და საერთოდ აქუბარდიას და მისი ოჯახის ჟურნალისტიკა კიდევ
  21. ვუსმინე ბოლომდე და მართლა ვერ გავიგე კონკრეტულად რა არ მოგეწონათ??? ის რომ ნაციონალებში ვიცი ბევრნი არიან, მართლა კაცები რომ არიანო?? ამაზეა ლაპარაკი?? დათო აქუბარდიაზე ბევრად უკეთესები ნამდვილად არიან, ეს ნამდვილად ვიცი. და კიდევ არანაციონალებში რომ ზოგი გაცილებით საშიში და ნაძირალაა ეგეც ზუსტად ვიცი. ეს უაზრობა რომ ძალიან მალე უნდა დამთავრდეს, ეს აუცილებელია, ეგეც ზუსტად ვიცი, თორემ საქართველოს რომ კარგი არაფერი უწერია, ეგეც ნათელია.
  22. Siknadmo ჰოდა მაგას ვამბობ ზუსტად, კი არავის დავცინი. ამათ თავზე ბომბი რომ დასცე, მაინც არაფერი შეეტყობათ და იმ პირველი ვიდეოზე კი ბავშვები და ქალები კი არა, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა კაცი ზის გულწასული და მეორე ასულიერებს. სამწუხაროდ, რათქმაუნდა, არ მიხარია არანაირად
  23. ვეფხვი ამ საცოდავობას რომ უყურებ, მართლა იფიქრებ კაცი, რომ ერთი ცისტერნა ჭაჭა და 1-2 დივიზია სავსებით საკმარისია რუსებისთვის და ბოლო 100-100 გრამს პორტუგალიის სანაპიროებზე დალევენ გამარჯვების აღსანიშნავად! ამ სომალელი პირატებით ხომ საერთოდ გააბანძეს მთელი ეს მაგათი ღირებულებები, ზიან მოლაპარაკებებზე და ევაჭრებიან პირატებს, ციტა დაგვიკელითო, ადამიანის უფლებებიო, კონვენციებიო, საეღტაშორისო დებულებებიო, ამათ კიდევ 3-4 საათში უკვე მოსკოვში მიყავდათ ეგ დაპატიმრებული პირატები და ბოლოს დაყარეს სადღაც შუა ზღვაში და წამოვიდნენ. ამის მერე რომელი სომალელი შებედავს რუსულ გემს საერთოდ რამეს?! მართლა ძალიან მაგრები ვართ რააა... რეებს და ვის ვუძლებთ ამდენი ხანი
  24. ბუშს უთქვამს, მანდ მაგარი ხინკალი კეთდებაო და მაგანაც, წავიდე აბა ერთი, გავსინჯოო. ისე, მაგარი იქნება აქ რომ მართლა იცოდეს ვინმემ, რისთვის იყო ჩამოსული. და კიდევ უფრო მაგარი იქნება რომ იცოდეს და აქ რომ დაწეროს.
  25. ეჰ... როგორ ეტყობათ რომ ჩვენი 90-იანი წლები არ გაუვლიათ (ჯვარი წერიათ). აქ ერთი დაყვირება კი არა, მართლა სროლა რომ დაიწყოს ვინმემ, პირიქით იქეთ მიაწყდება ხალხი - ნეტა რა ხდებაო. ჩემი მეგობარი ცხოვრობს ეხლა ნიუ-იორკში, თბილისელი, ერთხელ ოფისში, 53-ე სართულზე ვიყავითო და უცბად შუქი ჩაქრაო, წივილ კივილით დაეშვა ყველა დაბლაო, მარტო მე მოვდიოდი მშვიდად და წყნარადო, როგორც გიჟს, ისე მიყურებდნენო ისე ძალიან საშიში გახდა მთელი პლანეტა, "სტაბილ'ნოსტი ნეტ"
×
×
  • შექმენი...