Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. dire ჰოდა ამაზე მტკივა ზუსტად გული, თორემ აზერბაიჯანლებს კი არ ვერჩი ამ შემთხვევაში?! უბრალოდ ასეთ ნაბიჯს რომ დგამ ქვეყნის სახელით (საერთო ეროვნულ დღესასწაულად აცხადებ მოვლენას, რომელსაც, პრინციპში, არასდროს არაფერი საერთო ქონია საქართველოსთან) ხომ შეიძლება ეს რაიმე სასარგებლოდ მაინც გამოიყენო ქვეყნისთვის, თუ არადა ვინ გაძალებს, რა ძალა გადგია?! მიულოცე და გაანებე რა თავი? ვის რა ეწყინებოდა, ან ვის არ გაეხარდებოდა?
  2. dire გეთანხმებით 100%-ით. მაგრამ მინიმუმ ამის საპირწონედ ხომ შეიძლება საინგილოს ქართველებისთვისაც რაიმე ელემენტარული მოითხოვო? ვინმეს ეს გაგიგიათ სადმე, რომ აქ ვინმეს რაიმე, თუნდაც ერთი სიტყვა დაეძრა იქაურ ქართველების უფლებებზე?? მეგობრობა ცალმხრივი არ არსებობს.
  3. Private Nodari ცოდი ურთიერთობა სად და რა ვითარებაში გამოვლინდა??? ან ცხელი ზონის საშიშროება რაში გამოიხატებოდა??? Lo Janko
  4. http://lenta.ru/news/2010/03/21/navruz/ Президент Грузии Михаил Саакашвили поздравил в воскресенье этнических азербайджанцев, проживающих в Грузии, с Наврузом, и объявил его общенациональным праздником, сообщает РИА Новости "Поздравляю с этим большим праздником и хочу, чтобы вы знали, что вместе с вами празднует вся Грузия, так как вы наша кровь и плоть, вы важнейшая часть нас, и мы вас очень любим", - цитирует информационное агентство слова Саакашвили. Навруз считается праздником весны и начала нового года у ряда народов Евразии. Как государственный праздник он отмечается 21 марта (в день весеннего равноденствия) в Азербайджане, Албании, Индии, Иране, Киргизии, Македонии, Турции, Туркменистане, Узбекистане, Казахстане и Таджикистане. Кроме того, на местном уровне Навруз также празднуется в Татарстане, Башкортостане и ряде других автономий РФ. Кроме того, Саакашвили заявил, что отныне в Грузии будет создана упрощенная программа для поступления в вузы для граждан, заканчивающих национальные общеобразовательные школы. В частности, президент пообещал, что заканчивающим азербайджанские школы не придется никуда уезжать они смогут "без всякого блата, взяток и протекции сдавать, учиться и становиться успешными гражданами" республики, отмечает РИА Новости. ბატონმა პრეზიდენტმა "ნავრუზი" ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. არავის არ ვერჩი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა!!! მაგრამ სახელმწიფოს განათლების მინისტრის თვიალწინ, მისივე ჩატანილ დედაენას რომ გაბედავს საინგილოში და ვიღაც ადგილობრივი გამგებელი ადგილობრივ ქართველ ბავშვს ხელიდან გამოგლიჯავს, ეს მინისტრი კი ბოდიში და ჩვარივით რომ იდგება და ამის მერე კიდევ ასეთი მარაზმი მოგივა თავში, მე ამას ცანცარობის მეტს ვერაფერს ვარქმევ. თქვენი არ ვიცი. ამით ჩვენ რა, ძალიან მაინტერესებს? სოკარში ბენზინი გაიაფდება, ლილოში თეთრეული, თუ ყაზტრანსგაზში გაზის საფასური? რა ძალა გვადგია, ვინ გვექაჩება???
  5. shamili აი ჯერ ააგუგუნეთ და მერე... ირაკლი წერეთელი კარგა ხანია უკვე თავად გუგუნებს, სხვების რა გითხრათ....
  6. http://www.lenta.ru/news/2010/03/16/ambassadors/ Посольства Великобритании и Франции в Грузии потребовали извинений от телеканала "Имеди", в программе которого были показаны "возможные" события, а также приведены вымышленные комментарии послов. Об этом сообщает "Интерфакс". Британский посол Денис Киф (Denis Keefe) заявил, что ни он лично, ни правительство его страны не имеют отношения к сюжету "Имеди". Киф также отметил, что считает скандальную телепрограмму проявлением неуважения в свой адрес. Посол уточнил, что кадры с его участием были использованы авторами программы без его ведома, а все слова, звучащие в передаче, сказаны по совершенно другим поводам. Кроме того, Киф выразил недоумение в связи с показанным "Имеди" разговором между премьер-министром Великобритании Гордоном Брауном и грузинским президентом Михаилом Саакашвили, которые по ходу сюжета обсуждают вымышленные события. Французский посол в Грузии Эрик Фурнье (Eric Fournier) также выразил недоумение по поводу использования его изображения и имени в программе "Имеди". Фурнье потребовал от руководства телеканала выслать копию программы, чтобы он мог внимательно проанализировать текст, приписанный ему телевизионщиками. საფრანგეთის და ბრიტანეთის ელჩებმა: ბოდიში მოიხადე, ბიჭოო!!!! იმედს უთხრეს.
  7. babuagiorgi ჩემის აზრით არასწორია ამ ორი მოვლენის ასეთი შედარება. ეხლა 19:45-ზე ყველაფერი იყო მშვიდად, არავინ არაფერს ასეთს არ ელოდა და არც არაფერი მოასწავებდა ამხელა ამბავს. ზუსტად 15 წუთში 20:00-ზე ხალხი უყურებს ამ მარაზმს, რომ თბილისი იბომბება, მცხეთასთან ბრძოლებია, პრეზიდენტი ლიკვიდირებულია და რუსული კოლონა სადაცაა თბილისში იქნება. ეს იყო შოკი, და არა შიში. შოკის დროს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება არაადექვატური გახდეს და ის რას მოიმოქმედებს უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. თბილისში ეს პანიკა ძირითადათ მაინც აგორდა რაიონებიდან და საზღვარგარეთიდან განხორციელებული ზარებით, ანუ იმიტომ, რომ ამ ხალხს უშუალოდ არ ჰქონდა საშუალება ელემენტარულად გაეხედა ფანჯარაში და დაენახა, რომ ცაში არანაირი ბომბდამშენები არ არის. ამ "ქრონიკას" ალბათ მოსახლეობის სადღაც 15-20% თუ უყურებდა საერთოდ მაქსიმუმ, აი მერე რომ ატყდა ზარები და გადარეკ-გადმორეკვები, მერე დაიწყო უკვე პანიკა, სრულიად უგონო და გაუაზრებელი. და კიდევ გავიმეორებ: ეს იყო შოკი და არა შიში. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან სხვადასხვა ცნებაა და აბსოლუტურად განსხვავდება ამ შემთხვევებში ადამიანების გცევა. რაც შეეხება 1990-1993 წელს, იმ დროს 2 სექტემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ და აქა-იქა პატარ-პატარა სროლების შემდეგ ხალხი უკვე ფსიქოლოგიურად ასე თუ ისე შეგუებული იყო იმ აზრს, რომ ეს ყველაფერი მარტივად არ დამთავრდებოდა და სისხლისღვრის დაწყება უკვე დროის ამბავი იყო. მასშტაბებიც სხვა იყო აბსოლუტურად: რუსთაველზე და სოლოლაკში ბრძლოები მიდიოდა და მაგალითად საბურთალოზე, პლეხანოვზე, ვაკეში (აღარაფერს ვამბობ გარეუბნებზე) ხალხი ჩვეული რეჟიმით ცხოვრობდა. რათქმაუნდა ყველა განიცდიდა, მაგრამ ყოველგვარი პანიკის გარეში. არც რუსული ავიაგამანადგურებლები და ჯავშან-კოლონა არ უნახავს მაშინ ამ მასშტაბებით ვინმეს თბილისში. სამეგრელოსა და აფხაზეთშიც თუ ნახეს, ეს უკვე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას და არა მშვიდობიანი ცხოვრებიდან 15 წუთში.
  8. newstudio მეც ზუსტად ეგ ვერსია მაქვს, მანდ უკვე კარგა ხანია ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ.
  9. თუკი ნათია მიქიაშვილის ცნობილი სიუჟეტი სამების მიმდებარე ტერიტორიიდან 2007-ში საკმარისი საბაბი იყო იმედში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლისა და მაუწყებლობის გათიშვისა, ამ დონის შეგნებული დ ე ზ ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებიდან (ამას არც ხუმრობა არქვა და არც გაუგებრობა, ამას სწორედ დეზინფორმაციის გავრცელება ჰქვია, ყოველგვარი ტიტრისა და გაფრთხილების გარეშე) არის თუ არა ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერების (თუნდაც დროებით) საკმარისი საბაბი?! იურისტებმა განმარტეთ, თუ შეიძლება.
  10. მინიმუმ არველაძე უნდა გადაჰყვეს ამ მარამზმს!!!!! თან უმკაცრესად!!!!!! ესაეთი მარაზმი ისტორიას არ ახსოვს, არსად!!!! არასდროს!!!!!
  11. საერთოდ არ ვუყურებ ტვ-ს, ეზოში ვიყავი, ხალხი გიჟივით დარბოდა უკვე. რა უბედურებაა ეს მარაზმი საერთოდ?!!!!!! ესენი ვინ არიან, რა დავაშავეთ ასეთი???? გიჟივით ამოვვარდი სახლში სანამ გავიგე რა მარაზმიც ხდებოდა, ჩემი დამემართა, ოჯახიც გადავრიე ფუ თქვენი მართლა რააააა
  12. asesino_141 სტუდენტობასაც და არამარტო მათ უკვე აქვთ საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული განცდა იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ ქვეყანაში, რომლის დედაქალაქია თბილისი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, დამიჯერეთ. მე მაგალითად დავიბადე ისეთ ქვეყანაში, რომლის დედაქალაქიც იყო მოსკოვი, თბილისი კი ერთი უბრალო პერიფერიული ქალაქი იყო, თუკი რაიმესთივს გინდოდა ცხოვრებაში მიგეღწია, აქაური გარემო ნამდვილად არ იყო საკმარისი, იქ, დიად და შორეულ დედაქალაქში უნდა გადაეწყვიტა ვიღაცას ყველაფერი. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ეს განცდა ალბათ ამის გამო ცოტა რთული გასაგები იქნება, რაც მე პირადად საკმაოდ მახარებს, სწორედ ამას მივიჩნევ ამ თაობის პრივილეგიად, რაც დამოუკიდებლობამ მიანიჭა მატ.
  13. asesino_141 ძალიან ბევრი, ენით აუწერლად ბევრი ვიხეირეთ უკვე დამოუკიდებლობით. ის პრობლემები, რაც თავს მოახვიეს საქართველოს შიდა და გარე მტრებმა, სწორედ ამ დამოუკიდებლობის სასტიკი მოწინააღმდეგეებისგან გამომდინარე გვაქვს. მე არ ვიცი თქვენ რა ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებით და მოესწარით თუ არა საქართველოს სსრ-ს, მაგრამ მას შემდეგ დაბადებულ თაობას უბრალოდ მენტალურად იმდენად სხვა ტიპის, უფრო ნათელი და პროგრესული შეხედულებები აქვს ზოგადად ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე, რომ ეს ელემენტარულად გამორიცხული იყო იმ უბედურების დროს დაბადებულ მოქალაქეებისთვის. თუნდაც ეს კმარა საიმისოდ, რომ დამოუკიდებლობამ ენით აუწერელი სიკეთე მოგვიტანა.
  14. asesino_141 რა გაბათილდა? რა შუაშია საერთოდ მოჰაჯირები??? მათი უდიდესი ნაწილი იყვნენ ჩერქეზები და ადიღები, ნაწილი აფსუებიც. როდის რა პრობლემა ჰქონია მაგ ხალხთან საქრთველოს, გინდაც მთლიანად, გინდაც სამთავრობოების დონეზე? ყოფითი კონფლიქტები და კრიმინალური გამოვლინებები ეთნიკურ კი არა, ოჯახის წევრებს შორისაც ხდებოდა და ხდება. გადახედეთ ილია ჭავჭავაძის აზრებს მოჰაჯირების შესახებ და არამარტო, კარგად ნახავთ, რომ ერთადერთი ვინც მაგ ხალხს ამ უბედურებაში თანაუგრძნობდა, სწორედ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო. მანდედან რომ რუსებს ეს ხალხი არ გაესახლებინა, გამორიცხული იყო დარჩენილების (მათ შორის უამრავი სწორედ ქართული წარმომავლობის) გარუსება, რამაც მოახდინა სწორედ ჩვენს შორის დისტანცირება და შემდეგ კონფლიქტი.
  15. asesino_141 იმიტომ, რომ ამა თუ იმ რეგიონის (ქვეყნის) დამოუკიდებლობა ან რაიმე სხვა არსებობის ფორმა უნდა გადაწყვიტოს მისმა მოსახლეობამ და არა ვინმე სხვამ ქვეყნის გარეთ, ან თუნდაც ამავე ქვეყანაში მცხოვრებმა მოსახლეობის მხოლოდ ნაწილმა. დაბრუნდეს იქ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა სრულად და თუ გადაწყვეტს ეს მოსახლეობა დამოუკიდებლობას, მაშინ ეკუთვნით, თუ არა და მაშინ ამ "დამოუკიდებლობის" მსურველებს უკვე სეპარატისტები და ანტი სახელმწიფო ელემენტები ქვიათ და მათი ადგილი არის სასჯელ-აღსრულების დაწესებულებებში.
  16. babuagiorgi 100% !!!!!! არანაირი მოლაპარაკება ამ ტურებთან არ შეიძლება, მათ წინააღმდეგ ყველანაირი მეთოდით ბრძოლა გამართლებულია, არა იმიტომ, რომ ეროვნებით ოსები არიან, არამეს იმიტომ, რომ არიან სახელმწიფო დამნაშავეები და ტერორისტები!!!!
  17. T_A_T რუსების ოჯახი იყო ეგ. რა მნიშვნელობა აქვს, საშინელებაა, რათქმაუნდა, მაგრამ მაინც.
  18. ეს ბოლო ხანებია Rise of Nations ამ თამაშს ვთამაშობ, ცოტა ძველია, მაგრამ საკმაოდ კარგი სათამაშოა. დაახლოებით აქ აღწერილ სიტუაციაში ვარ უკვე, რუსეთი რამოდენიმე მისსი დროს ავიღე და მიწასთანაც გავასწორე. P.S. არანაირად არ მიიღოთ ეს ჩემი პოსტი რაიმე შეურაცყოფად ან სარკაზმათ, უბრალოდ მართლა სერიოზულად და გულითადათ გირჩევთ დაანებოთ თავი ირაკლი წერეთელს და მის გარემოცვას. 1988 წელს გავიგე მე მაგ ადამიანის არსდებობა და მას მერე რაიმე ნორმალური მე მაგისგან არ გამიგია, აუ ეფემერულ ილუზიებში კი ძალიან ბევრი მინახავს მის მიერ გახვეული, ჩემი ნაცნობებიდანაც კი, რომლებიც, რბილად რომ ვთქვა, მთლად კარგ აზრზე დღეს ნამდვი;ად აღარ არიან მაშინდელ მათსავე პოზიციაზე. კარგი ახალგაზრდა ჩანხართ, სიმართლისა და სამშობლოს მოყვარული, უბრალოდ კეთილ რჩევად მიიღეთ ეს ყოველივე. წარმატებები.
  19. -5 ახალი შეტყობინება მიწერია და რას ნიშნავს? არადა ახალი არცერთი არ მაქვს ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში "-5" ვერ მექნება ვერანაირად :sorry:
  20. ამ ბოლო ხანს, ძალიან ხშირად ვფიქრობ, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საქართველოს ღრმად სძინავს და ძალიან ცუდ სიზმარს ნახულობს, აი გამოსავალი რომ საერთოდ არ ჩანს და ერთადერთი გაღვიძება თუ უშველის. სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.... georgekh13 კი, სოფი მარსოს გავს ძალიან ორიგინალი არანაკლები იქნება, ეჭვიც არ მეპარება!!! :sorry:
  21. ეს თუ მართალია, მაშინ ამ ნაბიჯით 2 კურდღელს იჭერენ: ერთი რომ რუსებისთვის გადაგდებული ძვალივითაა, აი მთლად ჩვენ ვერა, მაგრამ რამ გაგვყო, ხომ მაინც ვაღიარეთო და მეორე ეს აშკარა შანტაჟი და მუქარაა საქართველოს მისამართით, რომ თუ რაღაცეებს არ შემისრულებთ, ეგეთი რამეებიც შემიძლიაო. საქმე ისაა, ეს რაღაცეები რა არის, ანუ რას მოითხოვენ კიდევ.
  22. Siknadmo რატომ არ გათავხედდებიან რო? ვინმე რამეში ეწინააღმდეგებათ მაგათ? ჯერ-ჯერობით რაც მოითხოვეს, ყველაფერი შევუსრულეთ. ჯერ მეტი არ მოუთხოვიათ, მაგრამ აუცილებლად მოითხოვენ.
×
×
  • შექმენი...