Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. ეს ამ საღამოს განცხადებები, მედვედევ-ობამას წუხანდელ საუბარს მოყვა აშკარად: http://www.newsru.com/world/04aug2011/znak.html Впрочем, Медведев торопился позвонить Обаме не только для того, чтобы поздравить его, отмечает Stern. В ходе беседы речь шла о прогрессе в переговорах по вступлению России в ВТО, который наметился после того, как президенты США и РФ созванивались и обсуждали этот вопрос несколько недель назад, рассказал официальный представитель Белого дома Джей Карни. Обама, по словам пресс-секретаря, подчеркнул необходимость дальнейшего сотрудничества России с другими странами-членами ВТО, чтобы успешно завершить переговорный процесс до конца текущего года.
  2. Siknadmo მამა იობმა არ მიიღო, მე რამდენადაც ვიცი, თავის დროზე ეგ მართალც და ყბადაღებული ჯიპი და უკან დააბრუნა.
  3. ესეც ბოლო 800 წლის განმავლობაში ნეტავ, თუ მთლად მასეც არაა?!
  4. აფსუს, რატომ არაა შემორჩენილი ნოეს დროინდელი ფორუმების პოსტები?! წარმომიდგენია რა ტექსტები იქნებოდა: წყალდიდობაო, ქვეყნის წალეკვაო, ყველას ამოწყვეტაო, მარტო ნოე გადარჩებაო!!! ნორმალურია ეხლა ესო?! ვა-ჰა-ჰა-ჰა-ჰაოოო და ა.შ. მე არ ვიცი, მამა იობი რომელი წინასწარმეტყველების მიხედვით ამბობს ამას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მამაოზე, მით უფრო მეუფეზე აუგის თქმით დიდად უწყობთ ხელს მას ცხონებაში, აი საკუთარ თავს კი პირიქით, ასე, რომ გაითვალისწინეთ, რასაც ესწრაფვით, პირიქით არ გამოგივიდეთ.
  5. newstudio კი, ეგრე იყო, საპატრიარქოზე მთელი დღე ტრიალებს დღევანდელი ქადაგება და სიუჟეტი სვეტიცხოვლიდან.
  6. ყველაზე საინტერესო მთელს ამ ისტორიაში კი ისააა, რომ წაგებული, საბოლოო ჯამში არავინაა, საქართველომ გაიმარჯვა, ვინც ამას დროებით ვერ ხვდება ან საერთოდ თავს დამარცხებულად თვლის, ეს უბრალოდ დროის ამბავია, დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით თავადაც გაიაზრებენ ამ გამარჯვებას, დრო მოვა. ისინი თუ არა, მათი შვილები მაინც. ღმერთმა დალოცოს საქართველო! დიდი ბოდიში, ბატონო გარეგინ!
  7. GeoStream ჩემი სიტყვებით ამაზე უკეთესი რა ვთქვა?! აი ფრაგმენტიც: ისევე როგორც 1612 წელს, ღვთის განგებით, ახლაც, რუსეთის მთავარ მლოცველად და მეგობრად ამორჩეულ იქნა მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ანტიოქიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდელმთავარი ილია, ლიბანის მთათა მიტროპოლიტი. იგი კლდოვან ჯურღმულში ჩავიდა ღრმად, სადაც ვერ აღწევდა ქვეყნიური ხმაური და სადაც არ იყო არაფერი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გარდა. მეუფე სწორედ იქ განმარტოვდა, რამდენიმე დღის განავლობაში არც საზრდო მიუღია, არც წყალი დაულევია, არც დაუძინია და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღვთის დედას - განმიცხადე, როგორ არის შესაძლებელი რუსეთის შეწევნაო. და აი, სამი დღე-ღამის შემდეგ ცეცხლოვან სვეტში თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: შენ, როგორც რუსეთის ჭეშმარიტი მეგობარი და მისთვის მლოცველი, არჩეული ხარ იმისთვის, რომ ღვთის განჩინება აუწყო ამ ქვეყანას. და თუკი ეს განჩინება არ იქნება შესრულებული, რუსეთი დაიღუპება. ეს საღმრთო განჩინება შემდეგში მდგომარეობდა: რუსეთის ხსნისათვის აუცილებლად უნდა გახსნილიყო მთელს ქვეყანაში ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სემინარიები და აკადემიები; ფრონტიდან დაბრუნებული და ციხე-ბანაკებიდან გათავისუფლებული მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებას უნდა შესდგომოდნენ; წმიდა პეტრეს ქალაქის (ბოლშევიკების მიერ ლენინგრადად გადარქმეულის - რედ.) ჩაბარება არ შეიძლებოდა: მის გადასარჩენად უნდა გადმოესვენებინათ ყაზანის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი (1) და დიდებით ჯვარით სვლით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო; მაშინ ვერც ერთი მტერი ვერ შედგამდა ფეხს ნევის პირას მდებარე ამ ქალაქის მიწაზე; ყაზანის ხატის წინაშე მოსკოვშიც უნდა გადაეხადათ პარაკლისი. შემდეგ ხატი ვოლგისპირა ქალაქ ცარიცინში (ბოლშევიკების მიერ სტალინგრადად გადარქმეულში - რედ.) უნდა გადაესვენებინათ, რადგან არც ამ ქალაქის ჩაბარება შეიძლებოდა მტრისათვის; შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთის საზღვრებამდე უნდა მიჰყვეს ჯარებს, ხოლო როცა ომი დასრულდება, მიტროპოლიტი ილია რუსეთში უნდა ჩავიდეს და ყველას მოუთხროს, თუ როგორ გადარჩა ეს ქვეყანა. ამ საკვირველი გამოცხადების შემდეგ მეუფე ილია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, საბჭოთა მთავრობას და აცნობა მათ ღვთის განჩინების შესახებ. სტალინმა გამოიძახა მიტროპოლიტი სერგი, მიტროპოლიტი ალექსი, სხვა მღვდელმთავრები და აღუთქვა, რომ შეასრულებდა ყველაფერ იმას, რაც მიტროპოლიტმა ილია მეორემ აუწყათ. ანუ ანუ რუსები სასტიკად აგებდნენ ომს, შემდეგ მომხდა, რაც მანდაა აღწერილი, მოხდა თუ არა მართლმადიდებლობის "რეაბილიტაცია", კარდინალურად შეიცვალა სიტუაციაო.. ანუ მარტო ჯარისკაცების პირჯვრის წერის გამო არ მომხდარა მეთქი სსრკ-ში მაგ დროს ეკლესიის უფლებამოსილების ნაწილობრივ აღდგენა, თუმცა ეგეც რაღაც როლს ითამაშებდა ალბათ.
  8. GeoStream http://www.orthodoxy.ge/sastsaulebi/2msoflio_omi.htm ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს მართლმადედებელი ეკლესიის გადარჩენა ბოლშევიკურ იმპერიაში და კაცობრიობის ხსნა ფაშიზმისგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით
  9. ძალიან შორს რომ წავიდეთ, გადახედე "გმირი" რევოლუციონერების ცხოვრებას, სიცოცხლის აღსასრულს. იმ ოჯახების ბედს, რომელთა წვრებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ ეკლესია-მონასტრების ნგრევა-რბევა-წაბილწვაში. სურვილის შემთხვევაში არაა ძნელად მოსაპოვებელი ინფორმაცია.
  10. წმინდა სინოდის განჩინება საზოგადოებას შესაძლოა, თავად პატრიარქმა გააცნოს რსებული ინფორმაციით, წმინდა სინოდის განჩინებას თავად პატრიარქი ან სინოდის რომელიმე წარმომადგენელი წაიკითხვას. ამ მიზნით საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში მიმდინარეობს აპარატურის დამონტაჟება. თუმცა, ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად როდის გააცნობენ საპატრიარქოსთან შეკრებილებს სინოდის გადაწყვეტილებას.
  11. Saturn არსებობს ასეთი გამონათქვამი: მხოლოდ ბრიყვები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე, ჭკვიანების სხვისაზეო. (როგორც გამონათქვამი, ისე დავწერე, რათქმაუნდა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეში) როგორ კვდებოდნენ ცნობილი ღვთისმგმობები როდესაც ადამიანი უარყოფს ღმერთს, მას ჰგონია, რომ მისი ცხოვრება მთლიანად მასზეა დამოკიდებული. იგი დასცინის მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც ლოცულობენ, მარხულობენ, დადიან ეკლესიაში, ინანიებენ ცოდვებს, ეზიარებიან, ღვთის გულისათვის უარს ამბობენ ამქვეყნიურ სიამეებზე. უღმერთო და ღვთის მგმობელ ადამიანს ჰგონია, რომ რადგან მას არა სწამს ღმერთი, არც მისი მცნებების დაცვა ევალება არც არავითარი პასუხისმგებლობა ეკისრება „არარსებული ღვთის“ წინაშე. ამიტომ ასეთი ადამიანები უამრავ ბოროტებას სჩადიან. მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა ჩვენ ამისი თუ არა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ამას ნათლად შეიგრძნობს ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა და თანამდებობისა. ამ სიტყვათა დასტურად მოვიყვანთ საქვეყნოდ განთქმულ ათეისტთა სიცოცხლის უკანასკნელი წუთების აღწერას. ვოლტერი - განთქმული მოქილიკე და ღვთისმგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა“. დავით ჰიუმი - ათეისტი. სიკვდილის წინ იგი გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე ცეცხლში ვარ, ცეცხლში ვიწვები!“ ნაპოლეონი - იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“. შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ“. ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“ ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა გაგიჟებული. ვ.ი. ლენინი - გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. ეტყობა სიცოცხლის ბოლოს მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა. ზინოვიევი - ლენინის თანამებრძოლი. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით. „ისმინე, ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი არს ერთი ღმერთი!“ - აი, ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის უკანასკნელი სიტყვები. უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“ იაგოდა - საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“. იაროსლავსკი - ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით! დაწვით ყველა ჩემი წიგნი. შეხედეთ წმინდანს! იგი დიდი ხანია მელოდება. ის აქ არის!“ უგუნური უნდა იყო ადამიანი, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტების შემდეგ მაინც ვერ დაინახო ადამიანური ბუნების უსუსურობა და ღვთის სიდიადე. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ადამიანს ეცლება მისთვის დამახასიათებელი სიცრუისა და ილუზიების გარსი და იგი რჩება რეალობასთან პირისპირ. სწორედ ამ წუთებშია ადამიანი ყველაზე გულწრფელი. ამა ცხოვრების ილუზიები და ხიბლი ერთბაშად სცილდება სიკვდილის პირას მდგარ ადამიანს, ღვთის განგებულებით მას ეხსნება საიქიო ცხოვრების სახე. იგი უკვე იმქვეყნიური საზომით ხედავს ღმერთსაც, საკუთარ თავსაც, სხვა ადამიანებსაც. სწორედ ამიტომ ენიჭება ადამიანის უკანასკნელ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა. ამ სიტყვებით ღმერთი გვაფხიზლებს და გვაფრთხილებს ჩვენ. სანამ გვაქვს კიდევ დარჩენილი დრო, მივხედოთ ჩვენს თავს, დავინახოთ ღმერთი, განვაგდოთ ბოროტი, გავუღოთ უფალს გულის კარი, შევიცნოთ ჭეშმარიტება და მომზადებულები შევხვდეთ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ წუთებს. არ დავემსგავსოთ იმ უგუნურ მონას, რომელმაც იფიქრა - აგვიანებსო უფალი და დაიწყო თავისივე მსგავსი მონების ცემა და მემთვრალეებთან ჭამა და სმა. „მაშინ მოვიდეს უფალი იგი მონისა მის დღესა, რომელსა არა მოელოდოს და ჟამსა, რომელი არა უწყოდეს და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთა“ (მთ. 24, 48-51). სიბრძნით ვიაროთ ქრისტეს მიერ გაკვალულ ვიწრო და ეკლიან გზაზე. გვახსოვდეს სიკვდილი! ყოველი დღე ისე გავატაროთ, როგორც ცხოვრების უკანასკნელი დღე, რადგან არ ვიცით, როდის მოგვისწრებს აღსასრული. მოვემზადოთ უფალთან შესახვედრად. პირნათლად შევეგებოთ მას, რათა დავიმკვიდროთ საუკუნო ცხოვრება და სასუფეველი ცათა! ყველაზე დიდი სიბრძნე სწორედ ამაში მდგომარეობს. პ.ს. ჩემი მეგობრის მამას მთელი ცხოვრება ყავდა და ეხლაც ყავს "ზაპოროჟეცი", ადრე, ერთადერთხელ უყიდია "მოსკვიჩი" და რამოდენიმე თვეში გაუყიდია, არ ვარგაო და ისევ იყიდა "ზაპოროჟეცი". შვილებმა წაიყვანეს ბაზრობაზე მანქანის საყიდლად და იქაც ზაპო აყიდინა, სხვას არც გაეკარა საერთოდ. იმიტომ, რომ ის დარწმუნებულია, რომ "ზაპოროჟეცი" არის მთელს მსოფლიოში საუკეთესო მანქანა. ეს მისთვის უტყუარი ფაქტია, რომელსაც ვერავინ გადაათქმევინებს.
  12. მე სად წავალ სად წამოვალ თქვენთან უნდა შევათანხმო ეს რა შუაშია?! მოკლედ ამ ვიდეოებში არის ფრაგმენტი რაღაც მოვლენისა, საიდან დაიწყო არ ჩანს. მე რასაც მივხვდი, მომლოცველთა ჯგუფი მოძღვრის მეთაურობით მოსალოცად მიდიოდა სადღაცაიდან რაჭისკენ.გზაში მოილოცეს რომელიღაც ტაძარი, სავარაუდოდ სადღაც იმერეთში (მეუფის კილოდან გამომდინარე). მთელი დავა (მე რაც გავიგე) გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივი მეუფე სთხოვდა მგზავრებს, რომ პარაკლისს, ანუ მღვთელთმსახურებას, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შეთანხმებისა და საქმისკურსში ჩაყენების გარეშე ნუ შეასრულებთო, თორემ აქ რატომ მოხვედითო ეგ სადაა აბა??? ამ მოთხოვნის უფლება აქვს თუ არა, მე თავს ვერ დავდებ, მაგდენი არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ვინც ვერ გაიგო სამოქალაქო ენაზე რომ ავხსნა ესეთი სიტუაციაა: ვთქვათ კულტურის სამინისტროში რომ მივიდეს ჯანდაცვის მინისტრი და იქ რომ გამართოს თათბირი, ისე, რომ კულტურის სამინისტროს ეს არ აცნობოს, კულტურის მინისტრს ეს მინიმუმ ხომ უნდა გაუკვირდეს და იკითხოს - აქ რას აკეთებთო??? მე რაც გაიგე, ასეა და თემის სათაური ამ ვიდეოებთან რაშუაშია, ეს ვერ გავიგე?!
  13. აი ამ გაუნათლებელი უზრდელის გამო მოხდა ეს!!!! არ მომერიდება ამ სიტყვების, მეზობელიც ვიცი, სტუმარიც, მაგრამ ეს გაუნათლებელი უზრდელია, მეტყველებს როგორც ერთ-ერთი რიგით "ხადავიკი", ბოდიში ხადავიკებთან! დან რა გონორზეა/! საკუთარი ინტერესებისთვის ეს როგორ უნდა გაეხარებინათ, აი ესაა მუდმივი ქართული ტრაგედია!
  14. და შედეგი რა გვაქვს ამ "მარტო ასხელის გადარქმევის"?? კოდორი რომ რქმეოდა და იქაური ქართველები არ მოეთოკათ რა ერქმეოდა დღეს კოდორს? საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი, თუ "რესპუბლიკა აბხაზიას" ჩრდილო-აღმოსავლეთი?! უკვე მერამდენედ ვიმეორებ, რომ ამ ყველაფრის მიზანი და შედეგი არის საპატრიარქოზე და მის რეპუტაციაზე თავდასხმა და არა რაღაცა იურიდიული აბდა-უბდა.
  15. აი სიებიც: http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...r-dautcira.html უმრავლესობის 13-მა წევრმა რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებულ კანონს მხარი არ დაუჭირა 17:47 06-07-2011 უმრავლესობის 13-მა წევრმა რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებულ კანონს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის 13-მა წევრმა რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების საბოლოო მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენისას, სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა გადაწყვეტილებას ხმა არ მისცეს დეპუტატებმა დავით ბეჟუაშვილმა, მამუკა გაჩეჩილაძემ, გოჩა თევდორაძემ, ზვიად კუკავამ, ჯაბა მაღლაკელიძემ, ზურაბ მელიქიშვილმა, ენზელ მკოიანმა, დევი ოვაშვილმა, მამუკა სანებლიძემ, ავთანდილ სტურუამ, გიორგი ტალახაძემ, დავით ჭავჭანიძემ, გიორგი ხანხელიძემ. კენჭისყრის პროცედურას არ ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები: რამინ ბაირამოვი, ვახტანგ ბალავაძე, დავით ბაქრაძე, გოდერძი ბუკია, არჩილ გეგენავა, ემზარ გელაშვილი, ზაზა გელაშვილი, გიორგი გოგუაძე, მარიკა ვერულაშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, კანდიდ კვიციანი, თემურ კოხოძე, კობა კურდღელაშვილი, პაატა ლეჟავა, ვახტანგ მარტოლეკი, აკაკი მინაშვილი, კობა ნაყოფია, კახა ოქრიაშვილი, თამაზ პეტრიაშვილი, აზერტ სულეიმანოვი, სერგო ქიტიაშვილი, იაშა შერვაშიძე, გოჩა შანიძე, მიხეილ ცქიტიშვილი, გიგი წერეთელი, დილარ ხაბულიანი, ეკატერინე ხერხეულიძე, ბეჟან ხურციძე, ელენე ჯავახაძე და ნაული ჯანაშია. დანარჩენმა დეპუტატებმა "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებებს, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ, მხარი დაუჭირეს. პარლამენტმა "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებები გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე 70 ხმით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა ნუგზარ აბულაშვილმა, კახა ანჯაფარიძემ, გიორგი ასანიძემ, ანდრო ალავიძემ, კობა ბადაგაძემ, არმენაკ ბაინდურიანმა, ბადრი ბასიშვილმა, აკაკი ბობოხიძემ, ანზორ ბოლქვაძემ, რომანოზ ბჟალავამ, ბეჟან ბუცხრიკიძემ, გიორგი გაბაშვილმა, ზაალ გამცემლიძემ, კახა გეწაძემ, მამუკა გოგატიშვილმა, ხათუნა გოგორიშვილმა, გია გოგუაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, ზაზა გულიკაშვილმა, ლაშა დამენიამ, დავით დარჩიაშვილმა, გოჩა ენუქიძემ, ასლან თავდგირიძემ, დავით თოდრაძემ, ფრიდონ თოდუამ, ოთარ თოიძემ, ლაშა თორდიამ, გიორგი იმნაძემ, გურამ კაკალაშვილმა, როლანდ კემულარიამ, ირაკლი კენჭოშვილმა, რუსუდან კერვალიშვილმა, ელდარ კვერნაძემ, პავლე კუბლაშვილმა, კორნელი კუკულავამ, გოჩა კუპრავამ, ზურაბ კიკალეიშვილმა, ავთანდილ ლეკაშვილმა, გოგი ლიპარტელიანმა, გელა ლონდარიძემ, ზაზა მადურაშვილმა, ელგუჯა მაკარიძემ, შოთა მალაშხიამ, მიხეილ მაჭავარიანმა, დავით მახნიაშვილმა, გიორგი მელაძემ, ლაშა მინდელმა, გურამ მისაბიშვილმა, დავით ნადაშვილმა, ხათუნა ოჩიაურმა, გია როინიშვილმა, მერაბ სამადაშვილმა, კახა სუხიშვილმა, თენგიზ სხირტლაძემ, გიორგი ტატიშვილმა, როლანდ ფიფიამ, ირაკლი ქავთარაძემ, სამსონ ქუთათელაძემ, ისვახან შამილოვმა, თეიმურაზ ჩარკვიანმა, გიორგი ჩივიაშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ნუგზარ წიკლაურმა, თემურ წურწუმიამ, გიორგი ჭელიძემ, კობა ხაბაზმა, ოთარ ხანიკაძემ, გურანდა ჯაბუამ და ედიშერ ჯალაღონიამ და ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანმა. კენჭისყრას პროტესტის ნიშნად საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია.
  16. ისე ძალიან საინტერესო იქნება იმ 70 "დეპუტატის" სახელებისა და გვარების სია თუ გამოქვეყნდება, რომ ისტორიას დარჩეს ამ "დიადი" ადამიანების შესახებ ინფორმაცია! მათ შვილებს მაინც რომ აღარ ჰქონდეთ სალაპარაკო მერე ჩვენს შვილებთან, ჩვენი მშობლები საქართველოს ემსახურებოდნენო მუხლჩაუხრელადო.
  17. კანონზე, იურისპრუდენციაზე და კოდექსებზე არაა აქ საერთოდ საქმე, ეგ უკვე მე-1000-ე ხარისხოვანია. მთავარი კი ისაა, რა მოხდა! მოხდა კი აი ეს: შენი ქვეყნის ხელისუფლება დემონსტრატიულად არ უჯერებს საკუთარ პატრიარქს და უჯერებს, რბილად რომ ვთქვათ "მეზობელი" ქვეყნის პატრიარქს და უსრულებს მას სურვილს. ეხლა მაგ კოდექსებში რა წერია, ამაზე კამათი, ჩემის აზრით, ყურადღების გადატანის მცდელობაა მთავარი პრობლემიდან.
  18. ძუკუ თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სტატუსი ზემო მაჩხაანის სკოლის სტატუსის ტოლფასი რომ იყოს, ამ კანონის ასე სასწრაფო წესით, ყველასგან ფარულად და ფაქტიურად გასაიდუმლოებულად მიასღებად ჩამოვიდოდა აქ გარეგინ II და შემდეგ უკვე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი?? იმედია ამაზე - უბრალო დამთხვევააო, არ მიპასუხებთ.
  19. გილოცავთ ყველას, ვისაც გულით გაგეხარდათ!!!!
  20. და თქვენ როგორ გგონიათ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას აქვს რაიმე პრეტენზია ბრიტანეთში პროტესტანტულ და კათოლიკურ ეკლესიებზე??? რატომ უნდა ერჩოდნენ??? რომელიმე ბრიტანულ ტაძარზე იძახიან ქართველები, ეს ჩვენი იყო ჯერ კიდევ ქრისტიანობამდეო???
  21. შეზღუდვა არაა საჭირო, პირობები უნდა შეიქმნას ისეთი, რომ თავად იყვნენ დაინტერესებული და სხვა გზა არ ჰქონდეთ, გარდა საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემისა. ჩინელები ათას იდიოტობას ყიდიან და რამოდენიმე თვეში ქართულს სწავლობენ საკონტაქტო დონეზე მაინც და ესენი თაობებია აქ იბადებიან, იზრდებიან და აზრად არ მოსდით ქართულის სწავლა, არავინ სთხოვთ და რაზე შეიწუხებენ თავს, თან ალტერნატივის გადასარევ საშუალებებს ვაძლევთ რუსულის სახით ტოლერანტობის ლოზუნგით.
  22. გეთანხმები, აუცილებლად! ოღონდ ეს მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს, თავად უნდა აირჩიონ, ან ასიმილაცია და სრული ლოიალობა ადგილობრივი წეს-ჩვეულებების მიმართ, ზედმეტი უაზრო პრეტენზიების გარეშე, (რომ არა ეს პრეტენზიები, არავინ არც ერჩოდათ არასდროს და არც ერჩით), რაც საბოლოო შედეგად ჩამოაყალიბებს მათ საქართველოს სრულყოფილ მოქალაქეებად ან აქ დროებითი საცხოვრებელი ემიგრანტის სტატუსით გარკვეული შეზღუდვებით. ზუსტად ისე, როგორც უამრავი ქართველი ცხოვრობს ეხლა საზღვრაგარეთ დროებით, არ მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში, არაა ჩართული გარკვეულ ადგილობრივ სახელმწიფო პროგრამებში და ა.შ.
  23. ტერიტორიულად რა უბანში ცხოვრობ? ან უფრო სწორად რამდენად დიდია შენს უბანში არაქართველების (შენი ტერმინით "მეზობლების" რიცხვი) ეგ მაინტერესებს და მაგიოტომ გეკითხები? ეს ზოგადსაკაცობრიო თერმინები მაგარი იცით, პრაქტიკულად კი სულ სხვა რამ რომ ხდება ეგ არაფერი. მე ბავშვობა გავატარე და გავიზარდე თბილისის ერთ-ერთ უბანში, სადაც ძალიან დიდი იყო არაქრთველების წილი, იმდენად დიდი, რომ ეზოში ქართულად პრაქტიკულად არავინ ლაპარაკობდა, ყველა ტერმინი ბავშვური თამაშების მხოლოდ რუსულად ვიცოდი, ქართულად გათვლა თუ არსებობდა არადან-არჩევანზე, ეგეც კარგა ხნის მერე გავიგე. გასტრონომში უზარმაზარი რიგი იყო ერთხელ კარაქზე (ადრე ეგ ჩვეულებრივი ამბავი იყო), მე და დედაჩემი ვიდექიტ და ურიგოთ, როგორც ბავშვიანი, დედაჩემი მხოლოდ მას შემდეგ გაატარეს, რაც ჩვენმა სომეხმა მეზობელმა ასევე სომეხ გამყიდველს სთხოვა, ჩემი ახლობლები არიანო სომხურად!!!! მანამდე დედაჩემმა რომ ითხოვა ქართულად და რუსულად, საშინელი აგრესიით უპასუხეს. ამას ვინმეს მონაყოლს კი არა, საკუთარ თავზე გადამხდარს გიყვები. აფხაზეთის ომამდე საერთოდ არ ისმოდა ეზოში ქართული საუბარი, მარტო გინებით აგინებდნენ რატომღაც ერთმანეთს ქართულად. შემდეგ უკვე ლტოლვილების ნაკადი რომ მოაწყდა ჩვენს ეზოსაც, უნდა გენახა რა გააფთრებულები დახვდნენ აქაური შენი "მეზობლები", სულ "სადღაციდან ჩამოთრეულებს" ეძახდნენ. ერთი კიდევ ნახევრად ქურთი, ნახევრად სომეხი მყავდა კიდევ მეზობლად, ცოტა გონება სუსტი და ამდენად თამამად გაბედა იმის თქმა, რასაც სხვებს არ ვაბედინებდით. აი მისი სტყვებიც: Грузинов надо бить! а патом мы все будем жить хорошо!!! ქართველებს უნდა დავაყაროთ და მერე ჩვენ კარგად ვიცხოვრებთო. უამრავი ასეთი ფაქტი შემიძლია მოგიყვანო. უბრალოდ, თქვენ ასეთ პრობლემებს ან გაზეთში კითხულობთ და ან ინტერნეტში, პირადად ნაკლებად გიხდებად ამასთან შეხება და ამიტომაც ისვრით ამ ლოზუნგებს ყველა მიმართულებით ასე მარტივად. აბა ერთი კითხე არაქართველ მოსახლეობასთან ვისაც უწევს ურთიერთობა ინტენსიურად, როგორი "მეზობლები" ყავთ?! ჩვენ გვიწევს ჯუნგლის კანონით არსებობა, ისეთი გარემოცვა გვაქვს, ეს ტოლერანტობა და სხვაზე ზრუნვა რათქმაუნდა კარგია, ოღონდ მაშინ, როცა თავად ძლიერი ხარ და ამის თავი გაქვს და არა მაშიჯ, როცა ძირს აგდიხარ და ზედ გადავლას ლამობს ყველა. ეს დავით აღმაშენებლის მაგალითებიც კარგია, მაგრამ დავით აღმაშენებელმა, სანამ აქ ღორებს აკრძალავდა, საქართველო და ქართველები დააყენა ფეხზე და მერე ისვ ქართველებისდა სასიკეთოთ დაიწყო აქაურ არაქრთველებზე ზრუნვა.
×
×
  • შექმენი...