Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. კი, მხარს ვუჭერ! თუ გექნება ღვედი გადაკრული, 40 ლარს ძალით ხომ არ წაგართმევენ? ეგ იმასავითაა, რამოდენიმე წლის უკან ნაგვის ქუჩაში დაყრაზე 50 ლარია ჟარიმაო და რა ამბავია, ამდენს ვინ გადაიხდისო, ის კი არა, რომ აღარ დავყრითო მთელი მსოფლიო მასე დადის და ბეჭი ჯერ არავის ამოუგდია მაგის გამო. მაქსიმალურად გავამკაცრებდი აგრეთვე ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაზე სასჯელს
  2. mtidan არამარტო თქვენ! აბა რა დროს ეხლა ეგაა, მტერი კარს მოგვდგომია!!! პერმანენტულად და უსასრულოდ.
  3. დღევანდელ ალბანეთს მაგ პერიოდის ალბანეთთან ძალიან ცოტა რამღა აკავშირებს, ფაქტიურად ეგ სახელმწიფო არის ევროპაში ოსმალეთის იმპერისს ერთადერთი ნარჩენი. თავად სახელმწიფოს ცნობაც მაგ მიზეზით მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული სახელმწიფოების მიერ, რათა ოსმალეთი განედევნათ ევროპიდან. სლავები კი მანდ სადღაც 6-7 საუკუნეებში გამოჩნდნენ, თავიდან ალბანეთი იყო მართლმადიდებელი, შემდეგ კი გავრცელდა კათოლიციზმი, ძირითადათ ზღვისპირა რეგიონებში მეზობლების გავლენით. ეს გავლენა განსაკუთრებით გაძლიერდა კათოლიკე ჯვაროსნების მიერ მართლმადიდებელი კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ. ასე, რომ დღევანდელი ალბანეთის მოსახლეობა უფრო თურქულ-ოსმანური წარმომავლობისაა უმეტესობა, რელიგიითაც 70%-მდე მუსულმანია.
  4. ერთადერთი სწორი კურსი საქართველოს აღსადგენად! რთული, მაგრამ ერთადერთი! დანარჩენი ყველა არის გაცილებით უფრო რთული და რაც მთავარია - აბსოლუტურად არაფრისმომცემი.
  5. shamili სარიშვილი მარტო არ დადიოდა არსად! განსაკუთრებით არც მოსკოვში შევარდნაძესთან აუდიენციებზე! ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს მოიხსნენ თვითმფრინავის ტრაპიდან და გახდნენ "პოლიტიკური პატიმრები".
  6. ძუკუ ზუსტად წელი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სადღაც 19 საუკუნის ბოლოსა და მეოცის დასაწყისში, მაგრამ სამწუხაროდ დამარხცხდნენ მაშინდელ სოციალ-დემოკრატებთან, რასაც ფაქტიურად მოჰყვა კიდეც 1921 წლის კატასტროფა ქართული სახელმწიფოსთვის. ეს უკანასკნელი საცოდაობა კი 1988-ში "აღადგინეს", ვითომდაც იმ ძველი იდეალების აღსადგენად, მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად ის გააკეთეს, რაც თავის დროზე სწორედ სოციალ-დემოკრატებმა. "დიადი რევოლუციონერები"!!! რამხელა სიხარული და ბედნიერება გამოსჭვივის მათს თვალებში, მათ ხომ სულ ახლახანს დაამხეს პირსისხლიანი Fაშიზმი და ტირანია საქართველოში?! ამ სურათზე მინიმუმ ერთის სუკის აგენტობა მემგონი ეხლა უკვე არავისთივს სიახლესა და სადაოს აღარ უნდა წარმოადგენდეს.
  7. გაიხარეთ! ღმერთმა მრავალს დაგასწროთ ყველა!!!
  8. ვინც არ იცით ან არ მოსწრებიხართ ამ ამბებს, ცნობისათვის: ესაა 1991 წლის სექტემბერი ან ოქტომბერი (შეიძლება თვე არასწორად მახსოვს), ავტორები "ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია" და ნაწილობრივ ედპ-ც. მაგათმა ერთხელ დაამხეს უკვე საქართველოსი პირსისხლიანი დიქტატურა, მემგონი ეყოფათ უკვე ისტორიაში შესასვლელად, მეტს ნუღარ გაირჯებიან, გმადლობთ!
  9. მე არავის არაფერს ვახვევ თავს, ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდმე ეს შარშანდლამდე არ ვიცოდი და მადლობა ღმერთს ერთ-ერთ ტაძარში ქადაგებაში მოვისმინე, ამიტომ იყოს აქაც, ცნობისათვის, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ: ბანქოს ჩვენთან თამაშობენ ყველგან, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა დამღუპველი ძალა გააჩნია მას ადამიანის სულისათვის. ბანქოთი გატაცება ადამიანს უღვივებს პირველობის სურვილს, იდგეს სხვაზე მაღლა, ზრდის ამპარტავნებას.წაგების შემთხვევაში მოთამაშე ღიზიანდება, ამა მოსდევს სიბრაზე და მრისხანება. თამაში ხშირად მთავრდება ჩხუბით, ტყუილით, ქონების დაკარგვით, მკვლელობით და თვითმკვლელობით. ბანქო ხრწნის ადამიანის სულს, სწორედ ამიტომ წარმოადგენს იგი ლოთების, ქურდების, მკითხავებისა და შულერების ჯადოქრების საყვარელ გასართობს ხოლო ქრისტიანებთათვის კი - განსაკუთრებულ საშიშროებას. მაინც რაში მდგომარეობს ბანქოს მომაკვდინებელი ძალა?__ სათამაშო ბანქოს საშუალებით ადამიანი ურთიერთობაში შედის დემონებთან. ბანქო შექმნეს ბნელმა ძალებმა ბანქოს ნიშნები წარმოადგენენ: ჯვარს - რომელზედაც აცვეს იესო ქრისტე, შუბს რომლითაც იგი განგმირეს, ღრუბელს - რომელიც ძმარში დასველებული ტუჩებთან მიუტანეს მაცხოვარს, და ოთხკუთხათავიან ლურსმნებს - რომლებითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს. ზოგიერთი ადამიანი, ბანქოს თამაშისას, თავისი უმეცრებით, თავს ნებას აძლევს ღვთის სახელი შეურაცხჰყოს, მაგალითად, ბანქო, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, ანუ ჯვარი ქრისტესი , რომელსაც ნახევარი მსოფლიო ეთაყვანება, დაუდევრად მოისროლოს მაგიდაზე. უფრო მეტიც, ყველაფერთან ერთად მოთამაშენი თვლიან, რომ ჯვრის გაჭრა შეიძლება რაღაც უბრალო "კოზირით". და არც კი იციან, რომ "კოზირი" და "კოშერი" ლათინურად ერთნაირად იწერება და ნიშნავს "რიტუალური მსხვერპლთშეწირვას". ბანქოს თამაშის ნამდვილი არსი მდგომარეობს იმაში, კოზირი ანუ კოშერი _ რიტუალური მსხვერპლშეწირვა, , თითქოსდა ცხოველმყოფელ ჯვარზე მეტ ძალას ფლობს! ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სათამაშო ბანქოს ერთადერთი მიზნით -– წმიდა ჯვრის შეურაცყოფისათვის იყენებენ ეშმაკების გასახარად, ასე, რომ, ქრისტიანი, რომელიც თამაშობს ან სახლში ინახავს ბანქოს, ხდება ქრისტეს ვნებების შეურაცხმყოფელი და იმზადებს ადგილს ჯოჯოხეთში ეშმაკთან და ყველა მის მოციქულთან ერთად. ამიტომ, ადამიანმა, რომელიც შესცოდავს ბანქოს თამაშით, აუცილებლად უნდა მოინანიოს აღსარებაში წრფელი გულით. თავიდან ბანქოს თამაშს მოთმინებით უყურებდნენ, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყეს, რადგან მასში ბნელი ძალების მონაწილეობა შენიშნეს. პირველი კანონი ბანქოს შესახებ 1649 წელს გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც ბანქოს მომხმარებლებს ისე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც ქურდებს. 1696 წელს გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც, უნდა გაეჩხრიკათ ბანქოს თამაშში ყველა ეჭვმიტანილი და თუ მას ბანქო აღმოაჩნდებოდა, იგი გაიროზგებოდა. 1717 წელს ბანქოს მოთამაშე ფულადი გადასახადით – ჯარიმით ისჯებოდა. მე -18 საუკუნეში თამაშისადმი ინტერესი იმდენად გაიზარდა რომ უკვე აღარავის აინტერესებდა, რა იყო გამოსახული ქაღალდებზე. უშაკოვის ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა ტუზი – პოლონური წარმოშობისაა და ნიშნავს ბანქოს ქაღალდს ერთი ქულით. გერმანულ -– რუსულ ლექსიკონში კი არის სხვაგვარი განმარტება სიტყვისა - – დაუსი, რაც ეშმაკს ნიშნავს. ადვილი შესაძლებელია, რომ დაუსი ბერძნული "დიაბოლოსი"-ს დამახინჯებული ვარიანტი იყოს, რაც სიცრუის გამავრცელებელს ნიშნავს. ბანქოს კალოდის სტრუქტურა ყველასათვის ნაცნობია: მეფე, დამა, ვალეტი და ასე შემდეგ უფრო ქვევით ორიანამდე, – ეს არის მთელი იერარქიული კიბე ზევიდან ქვევით. ხანდახან კალოდას ემატება კიდევ ერთი ქაღალდი -– ჯოკერი. ფიგურა ტრიკოში, მასხარას ქუდით, ხელში – სკიპტრით, რომელზეც ადამიანის თავია წამოცმული, რომელიც თანამედროვე მხატვრებმა მუსიკალური თეფშებით შეცვალეს.
  10. ფართობი მართლაც რომ შთამბეჭდავია!!! კაცი დაბერდა და ის მაინც ვერ ისწავლა, მაგისტანა მასწავლებლების პატრონმა, რომ ხალხის მხარდაჭერა თუ გინდა, რა-რა და მუქარით მაინც არ უნდა ელეპარაკო?! ირაკლი წერეთლის მუქარაღა აკლია ეხლა კიდევ ამ ქვეყანასა და ხალხს რაა..
  11. Grig +1 შევარდნაძეზე, სიგუაზე, კიტოვანზე, სარიშვილზე, გუგეშაშვილზე, გელაშვილებზე და ა.შ. ვინმეს რამეზე ეჭვი ეპარება?? და მერე რა ამით, მათ რამე აწუხებთ, ან რამის ეშინიათ? ჩაიარა მაგ მატატრებელმა, ეხლა უარესი უბედურების მეტს, ეგ ლუსტრაცია კარგს აღარაფერს მოიტანს. მაოხრებელი მკვდარის ცნება ხომ გაგიგიათ?
  12. Siknadmo ჰო, ეგ მაგარი იციან მარტივი არითმეტიკა მაგისთანებისთვის: თოხი ღირს 10-15 ლარი თავის ტარიანად. შარშან 1 კგ ყურძენი კახეთში ღირდა 20 თეთრი!!!! (ტყემალი სადღაც 50-60 თეთრი) ამიტომ გლეხმა მარტო ეგ თოხი რომ იყიდოს, უნდა მოიყვანოს სადღაც 50-80 კგ ყურძენი. ეგ მარტო თოხი.
  13. კატასტროფული სიტუაციაა სოფლებში, მთიან სოფლებზე საერთოდ აღარაა საუბარი, ბარის სოფლებიც კი კატასტროფული ტემპებით უკაცრიელდება ამასწინათ საპატრიარქოზე რაღაც ძველი ფილმი იყო, რაჭის ერთ-ერთ სოფელში ლახტს თამაშობდნენ სკოლის მოსწავლეები, გაოგნებული ვუყურებდი, გადაჭედილი იყო სკოლის ეზო ბავშვებით, იყო ერთი ჟრიამული და სიხარული. ეხლა მარტო გამოკეტილი სახლები, დაღვრემილი, დაჩაჩანაკებული და აგრესიით სავსე სახეები... არადა ქართული სოფლიდან მოდის, თუ კი რამ გვაქს სათქმელი და საამაყო ამ ქვეყნად: ცეკვა, სიმღერა, გვარი, ნათესაობა, კულინარია. არ ვიცი, რამე სასწაული თუ არ მოხდა, რა ეშველება ამ ხალხს არ ვიცი ნამდვილად.
  14. ოპიაც პრო მორე ვერ გავცდით ამ ამერიკულ 70-80-იან წლებს
  15. ეს რა პრობებზეა ლაპარაკი, ძალიან მაინტერესებს? სათამაშო ადგილთან ლუდი და თევზი რამდენად ახლოს იყიდება და მზესუმზირა როგორი მოხალულია სადმე იქვე ახლოს??? დომინოს თამაშს რაღა პირობები უნდა????
  16. ამ ეტაპზე სწორედ ეს თემა მიმაჩნია უაზრო საუბრად, სამწუხაროდ! რას ნიშნავ ტერიტორის დაკარგვა, ჩვენს მაგივრად სხვის ძალით დასახლებას? მაგრამ მაშინ რა ჰქვია შენი ტერიტორიის საკუთარი ნებით დათმობასა და მიტოვებას და იმის ლოდისნ, თუ იქ სავსებით მშვიდობიანად სხვა ვინმე როდის დაესახლება, იმიტომ, რომ ჩვენი იქ დაბრუნება თითქმის არარეალურია დღევანდელი ქართული ყოფაცხოვრებიდან გამომდინარე. წინა კვირას ვიყავი ქიზიYში, ჩემს სოფელში და მარტო ჩვენს პატარა უბანში 75 სახლია გამოკეტილი. ახალგაზრდობის რაოდენობა არის სადღაც 15-20% დარჩენილი მოსახლეობის, ესეც იმიტომ, რომ მათ იქიდან გადასახვეჭი სახსრები არ გააჩნიათ. დანარჩენები არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლები ჯოხით ხელში ძლივს ახერხებენ ეზოში გამოსვლას. დედულეთის მხრივ, ზემო იმერეთში, ჩვენს სოფელში მკვიდრი მოსახლე ზამთარ ზაფულ არის ერთადერთი!!!!! ოჯახი, რომელსაც შვილები უკვე თბილისში ყავთ გადმოსახლებული. ეხლა მე მაინტერესებს, რად გვინდა ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ვთქვათ ხვალვე აღსდგა, მერე? რაც გვაქვს იმას რა თავში ვიხლით??? საქართველოს რეგიონების აბსოლუტური უმრავლესობა არის დოტაციური და იქეთ შესანახ-გამოსაკვები ცენტრის მიერ, მათ არანაირი სარგებელი სახელმწიფოსთვის არ მოაქვთ. იქ არ იქმნება არაფერი, ან იმდენად ცოტა, რომ თავად რეგიონსაც კი არ ეყობა საარსებოდ. ამ რაღაცა უაზრო დროშები ფრიალს და რუსთაველზე წივილ-კივილს აგერ უკვე 20 წელია ნგრევისა და უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. მე რომ რომელიმე პარტიის ადგილას ვიყო, სამოქმედო პროგრამის უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ რეგიონების განვითარებასა და თავკომბალა მონსტრის - თბილისის მაქსიმაულრად განტვირთვას შევიტანდი. მე თუ მკითხავთ, საერთოდ, ვინც სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, საერთოდ გავანთავისუფლებდი ყოველგვარი გადასახადებისგან 20-25 წელი, ან მეტი, დავუწესებდი მაქსიმალურად დაბალ კომუნალურ ტარიფებს, მაქსიმალურად დავეხმარებოდი კრედიტებით. ეს რათმაუნდა მოკლევადიან დიდ მოგებას არ მოიტანს, მაგრამ პერსპექტივაში ეკონომიკურად აქტიურ სივრცეს რამდენჯერმე გავზრდიდი და დღევანდელივით მარტო თბილისით არ შემოვფაგლიდი, რაც პერსპექტივაში რამოდენიმეჯერად მოგებას მისცემდა ქვეყანას და ბიზნესსაც. რახან რუსი ტანკი არ დგას ქართლის, კახეთის, მესხეთ-ჯავახეთის დაუმუშავებელ და მიგდებულ-მიტოვებულ მიწებზე, ამიტომ ისინი ითვლება რომ ჩვენია და არ დაგვიკარგავს? ან მათი დაბრუნება (დაბრუნება საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში) საჭირო არაა?!
  17. ტრადიციულად პურის მომყვანი რაიონები იყო საქართველოში სამხრეთ საქართველო - მესხეთ-ჯავახეთი, დღეს იქ მიწების ნახევარზე მეტი საერთოდ ტყუილადაა, დაუმუშავებელი და უსარგებლოა, აღმოსავლეთ საქართველო - დღევანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები, დღეს იქ, სსრკ-დროიდან მოყოლებული მევენახეობაა გავრცელებული ძირითადათ, არადა ისტორიულად მეპურეობის რაიონები იყო. თუმცა ხორბალიც მოჰყავთ ეხლა, რასაკვირველია. თუმცა წლეს მეტად უცნაური ამბები მოხდა, ჯერ არნახული სახეობის მღრღნელები გაჩნდა, ე.წ. "უკუდო" თაგვები, გრძელი, წვეტიანი თავით. ეს შეიძლება ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ საშინელი ზარალი აანხა ამ მღრღნელმა წელს ხორბლის მომყვან ხალხს, მასზე არ ახდენს არანაირ გავლენას აქ არსებული არცერთი წამალი, ანადგურებს ფაქტიურად მთელს მოსავალს. ადგილობრივები იმასაც კი ამტკიცებენ, რომ ეს თითქოს სპეციალურად გავრცელებული მავენბელია, რათა ექსპორტზე მეტი ხორბალი შემოვიდესო და ადგილობრივი საერთოდ წახდესო. მე, რათქმაუნდა, ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ფაქტია, რომ წელს პირველად გამოჩნდა საერთოდ ეს მუტირებული მღრღნელი., რომელსაც ჩვეულებრივ მღრღნელებთან შედარებით გაცილებით დიდი ზარალი მოაქვს მწარმოებლისთვის
  18. asesino_141 ქართული ხორბალი არის ზომით მომცრო მარცვალი, სამაგიეროდ მაწიერობით გაცილებით მაწიერია უცხოურ ანალოგებზე. უბრალოდ, რაოდენობით მცირე გამოდის, სამაგიეროდ ხარისხით გაცილებით უკეთესია
  19. არადა საქართველოს ხორბლის მოყვანის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, ფაქტიურად ალბათ მეათედსაც კი არ იყენეს ამ პოტენციალის, მე რამდენადაც ვიცი, ჟორდანიას დროს საქართველო პურის არათუ იმპორტიორი, არამედ ექსპორტიორი ქვეყანაც კი იყო, მაგრამ მერე სსრკ-ს დროს მთლიანი ქვეყნისთვის აქ ყურძნის მოყვანა უფრო პრიორიტეტული გახდა და მთელი რიგი რეგიონებუი ფაქტიურად აქციეს მეხორბლეობიდან მევენახე რეგიონებად
  20. აქცია არ ვიცი, მაგრამ ამ ლექსების შემხედვარე, ირაკლი კაკაბაძე რომ ამბობს - გალაქტიონი მოკვდაო, ამაში ნამდვილად ვეთანხმები!
  21. უცხო_პლანეტელი კომპიუტერული კლასი; 2. ინგლისურის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის კაბინეტები; 3. ბიბლიოთეკა; 4. სტადიონი; 5. სპორტდარბაზი; 6. სააქტო-საგამოფენო დარბაზი; 7. ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კვების ბლოკი (სწავლების I და II საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისათვის); 8. სადურგლო, კერამიკისა და ქარგვა-გობელენის სახელოსნოები; 9. მარანი; საველე აღჭურვილობა (კარვები, საძილე ტომრები, პარალონები და სხვა). მოსწავლთა სკოლაში და სკოლიდან სახლში გადაყვანისათვის გამოყოფილია ავტობუსები, რომელთა ყოველდღიური მარშრუტი ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადის. მოსწავლეები ამავე ავტობუსებით დადიან საცურაო აუზსა და ექსკურსიებზე. www.ardzani.ge/geo-resorces.htm
  22. აქ, როგორც ჩანს, "პრადვინუტობისა" და ზე-განათლების ზეიმია, ამითომ მე როგორც, ბნელი და უმეცარი, აღარ შეგაწუხებთ. აბა თქვენ იცით, ოღონდ სხვისი დაცინვით საკუთარ უმეცრების ხაზგასმას არ გამოკრათ ხელი, თქვენი საქმეის თქვენ იცით.... asesino_141 დიდი ბოდიშის მოხდით, ამ შენიშვნას ჩემს თავზე ვერ მივიღებ ვერანაირად. უბრალოდ აქ ამ "გაიარეზე" და "შენისთანაზე", მეტს ვერაფერს ვეტყოდი, აზრი არ აქვსამას აქ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს გულადობა აქაურობის ფარგლებს ვერ გასცდება ვერანაირად.
  23. და რა ნახეთ აქ ასეთი გასაკვირი და მითუმეტეს სასაცილო? ქართველმა ახალგაზრდამ საკუთარ მიწასთან, ვაზთან ახლოს უფრო დიდი შანსია რომ ქვეყნისა და ზოგადად სამშობლოს სიყვარული რომ ისწავლოს, თუ ლაბორატორიაში კოლბებთან, ან მონიტორთან მაუსით ხელში? ან სად ჩანს აქ, რომ ამ სკოლას ან ლაბორატორია არ აქვს, ან სპორტული მოედანი? (აზრზე არ ვარ საერთოდ რა სკოლაა ეგ, მაგრამ ზოგადად ვამბობ) ან თუნდაც ღვინის დაყენების ტექნოლოგიას თუ თავის თვალით ნახავენ და შეისწავლიან, მაგაში რა არის ცუდი? ან თუნდაც ფინანსურად რომ გაჩირვებულ გლეხს დაეხმარებიან და არამარტო ფინანსურად, ფიზიკურადაც და ამით გარკვეულ მადლს იზამენ, ამაში რას ხედავთ ცუდს? ან სულ უბრალოდ, ერთი დღე თუ ასეთი ფორმით დაისვენებენ სკოლის მოსწავლეები და თან კეთილ საქმესაც გააკეთებენ, ამაში რას ხედავთ ცუდს??? ეს ხომ თვეობით არ გაგრძელდებოდა?! ერთი დღით იყვნენ ხომ ალბათ იმ რთველში, მაქსიმუმ ორით, დანარჩენი დღე ვერ მიხედავენ იმ ლაბორატორიებს და სპორტულ დარბაზებს, თუ ასე უნდათ? ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ, ვინც ფიქრობთ, რომ განათლებულ ადამიანს თავი უნდა ქონდეს სავსე და მორჩა, საკმარისია. მთავარია გული გქონდეთ სავსე სიკეთით და მოყვასის სიყვარულით, განათლებას კიდევ იშოვის ადამიანი, ვაჟას, მაგალითად, საერთოდ არ ქონდა დიპლომი, არც ლაბორატორეიაში ყოფილა და არ სპორტულ მოედანზე!
  24. მაგაზე ადრე მინდოდა უბრალოდ თბვალსაჩინო შედარების გაკეთება, მაგრამ მერე დამეზრა, აი რაც მოვიძიე: იტალია გერმანია ავსტრია სომხეთი ლიტვა უკრაინა საფრანგეთი უნგრეთი პორტუგალია ბრაზილია ფინეთი და სხვა და სხვაა... უბრალოდ როგორ წარმოგიდგენიათ, პირადად თქვენ ნებისმიერს, ამათ ადფგილას რომ იყოთ და 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფის ადამიანთან სახელმწიფოებრივ დონეზე მოლაპარაკების გამართვა, რაც არ უნდა ერუდირებული და საღად მოაზროვნე იყოს?!
×
×
  • შექმენი...