Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. ძუკუ ჰოდა მაგიტომაც არის "თალხად" საქმე
  2. Siknadmo გეთანხმებით, ეს მწარე რეალობაა, მაგრამ ნამდვილად არაა არანაირად იმაზე მეტი ან ნაკლები, რაც სხვაგან, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში, აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით. ამდენმა გაუთავებელმა რყევამ და გაწევ-გამოწევამ ყოველთვის ეგრე იცის - ქაფი ჭუჭყის სახით ზედაპირზე ტივტივდება და უკეთ ჩანს. ამ ჭუჭყის დაწმენდასაც დრო უნდა და არა გაუთავებელი თითის შვერა და იმის ძახილი: რა სიბინძურეები ხართო. იმ დოზით უბედურება, რაც საქართველომ გადაიტანა ბოლო 20 წლის მანძილზე ვარშავის ხელშეკრულების მომცველ ტერიტორიაზე არ გადაუტანია არცერთ ერს. ღმერთმა ყვალა დაიფაროს და ვის როგორი მენტალიტეტი ექნებოდა ასეთ პირობებში ამდენი ხნის განმავლობაში კაცმა არ იცის.
  3. დაჩი და "სამხრეთ ოსეთი" საერთოდ ვინ შექმნა? ბაბუაჩემის დეიდის დის დეიდამ??? ეროვნული და ეთნიკური ნელი მოქმედების ნაღმები სსრკს ტერიტორიაზე სწორედ სტალინის შექმნილია, ამ საკითხებს ის განაგებდა ლენინის დროსაც კი.
  4. +100 რაც ცუდები ვართ, სულ ქართველები ვართ!!!! ოოო... ყოვლის შემძლე მაჯლაჯუნავ!!!! დაგვჭიპე, დაგჭიპეეე!!!! რაღაცის ასე მრცხვენოდეს და ასე მიტყდებოდეს, იმას როგორ გავეკარები საერთოდ?! რა ძალა გადგიათ, რატომ წვალობთ?!
  5. გიხაროდენ!!!! იქნება ეხლა მაინც ჩამოაღწიოს სიგუას ნაყიდმა ხორცმა კენიიდან!!!!! იმედია კარგად აქვთ შენახული აქამდე, დიდი სიცხეები იცის მაგათკენ და...
  6. სოფლის მეურნეობა საქართველოში უკვე აღარ არსებობს საერთოდ, როგორც ასეთი. სანამ არ მოხდება ამ ცნების თანამედროვედ გადახცარშვა საქართველოში, მანამდე დაიცლება სოფელიც და უაზროდ გაიბერება ქალაქიც. დღევანდელ პირობებში არანაირი აზრი სოფლად გლეხისთვის მიწაზე მუშაობას არ აქვს, ხარჯს ვერ ინაზღაურებს მოსავლით, არათუ განვითარება-მოგებაზე იფიქროს. დღეს რასაც ქართული სოფელი ჰქვია არის საბჭოთა კოლმეურნეობებისა და გლეხების პირად სავარგულების კონგლომერატის ნარჩენები, რომლებიც მთლიანად მორგებული იყო დიადი საბჭოეთის ერთიან მეურნეობასა და ეკონომიკას. რეგიონების მიხედვით მთლიანად არაბუნებრივად და არასწორადაა განაწილებული ესა თუ ის კულტურები, რომლებიც საბჭოთა კავშირისთვის წარმოადგენდა საჭიროებას, საქართველოსთვის კი პირიქით, ბალასტია. მაგალითად, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები ისტორიულად ყოველთვის იყო ხორბლისა და ბურღულეულის მომყვანი რაიონები, სსრკ- დროს გახდა მეღვინეობის რაიონები. დღეს იქ მოყვანილი არც ისე მაღალი ხარისხის ყურძენი არავის სჭირდება, გლეხებიც პირდაღებულები უყურებენ, რომ აი წელს მაინც მოვა ვინმე თოვლის ბაბუა და იყიდის მათგან მთელს მოსავალს კარგ ფასად, რომლის მოყვანასაც 45 გრადუსიან სიცხეში შეაკლეს მთელი წელი თავი და გასწიეს უამრავი ხარჯი. თოვლის ბაბუა, რათქმაუნდა არ მოვა არასდროს. საერთოდ, ეს კერძო გლეხურიუ მეურნეობებიც მთლიანად საბჭოთა მოვლენაა და ამდენად დღევანდელ პირობებში გამორიცხულია მომგებიანი გახდეს. ისტორიულად გლეხები მუშაობდნენ საბატონოებად დაყოფილ და დაჯგუფებულ "მეურნეობებში", საიდანაც მოყვანილი მოსავალი ბატონის ან ეკლესიის მიერ ერთიანდებოდა. ისე, რომ თავად გლეხსაც თავის წილად ხვდებოდა მოსავლის ის ნაწილი, რომელიც მისი კომლის ავად თუ კარგად გამოსაკვებად იყო საჭირო. რაც შეეხება იმ გაერთიანებულ მოსავას, ეს უკვე წარმოადგენდა დოვლათს იმ რაოდენობით, რომ მისი საშუალებით ბატონი ან ეკლესია უკვე აყალიბებდა მისის სამფლობელოს ასე ვთქვათ ბიუჯეტსა და ეკონომიკას. შესაბამისად, მისი შესაძლებლობების აქედან გამომდინარე, თუნდაც მოუსავლიანი წლის შემთხვევაში, უფრო მეტი იყო. დღეს რათქმაუნდა თავად-აზნაურობის ამ სისტემის აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ პრინციპი აუცილებგლად უნდა აღდგეს. ანუ სანამ ვიწრო და პირადი გლეხური მეურნეობები არ გაერთიანდება და არ გამსხვილდება, გამორიცხულია, რომ ის მომგებიანი გახდეს და კონკურენცია გაუწიოს უცხოურ ანალოგებს ფგასში. ეს თავითავად განაპირობებს მფლობელთა კაპიტალის გამსხვილებასაც, უკეთ აღჭურვასაც და რაც მთავარია სამუშაო ადგილების შესაქმნელადაც. რათქმაუნდა საკუთარი მიწის მეპატრონეობა ყველას ურჩევნია, მაგრამ საბოლოოდ მემგონი საკუთარ მიწაზე ყოველ წელს ლატარიის თამაშს და იმის გარკვევას, რომელი მოასწრო: წარმოება თუ სარფიანად რეალიზაცია და საბოლოოდ ვერცერთი ვერ მოახერხო ნორმალურად, მემგონი მაინც ბევრი არჩევს გარანტირებულ შემოსავალს ერთგვარი სამსახურიდან გლეხურ მეურნეობაში, სადაც ყველას თავის საქმე ექნება, პროდუქტის მწარმოებელსაც, რეალიზატორსაც და სახვასაც. ეს საკმაოდ რთული პროცესია, განსაკუთრებით მენტალურად, მაგრამ მემგონი გარდაუვალი, თუ კი სოფლის მეურნეობა, როგორც ასეთი გვინდა, თუ არადა გვეყოლება ასეთი ღატაკი გლეხობა, რომელიც ყოველ წუთას მზად იქნება რომ მიატოვოს ყველაფერი და სხვებივიც მანაც ბაზრობაზე დგომა არჩიოს.
  7. და როგორ უნდა ვიპოვო ვინ მომცა + და ვინ - ???
  8. Saturn რაღაცა ხდებასავით, მემგონი, ამის პარალელურად მოლდოვაც გააქტიურდა რუსების წინააღმდეგ საკმაოდ.
  9. asesino_141 უფრო წინასაახალწლო ფასდაკლებების ქართულ ვარიანტს ჰგავს: ორი კვირით ადრე რომ აძვირებენ ყველაფერს 30%-ით და მერე აცხადებენ 20%-იან ფასდაკლებას და ყველა ბედნიერია. სამაგიეროდ კაზინოები და ტოტალიზატორები აღარავის გაახსენდება.
  10. Siknadmo ეგრეა სამწუხაროდ. თუმცა ჩვენ მაინც უკეთეს მდგომარეობაში ვართ, მემგონი, ღვთის წყალობით.
  11. ნიუ-იორკში არ ვიცი, მაგრამ სან-ფრანცისკოში, აი მსოფლიოში პირველი წყალი რომ აქვთ, იქ, კარგი გაკვეთილი ჩაუტარებიათ მაგ საცოდავებისთვის: http://www.lenta.ru/news/2010/06/28/shooting/ На гей-параде в Сан-Франциско застрелили юношу. ეს იქ, დემოკრატია და ადამიანის უფლებები რომ ყვავის და დუღს. ასე, რომ აქ დიდი ნურაფრის იმედი და მერე პრეტენზიები ნუ ექნებათ. და ნუ გვაბოლებენ აქ რაღაცა სისულელეებით. მთელს ნორმალურ მსოფლიოში მაგ ხალხს ყველა აღიქვამს, როგორც არანორმალურს, უბრალოდ ზოგან ნაჯახებით დასდევენ და ზოგან ბორკილებს ადებენ, გააჩნია საზოგადოების განვითარების დონეს.
  12. Siknadmo რუსებმა უდიდესი ისტორიული შეცდომა დაუშვეს როცა სწორედ საქართველოსთან ურთიერთობაში მტრობა და დამპყრობლობა და არა ერთმორწმუნოება და ასერთო ინტერესები აირჩიეს. დიდ წილად მათი ასეთი ახლო წარსული და აწმყოც მე ამის მიზეზით მგონია.
  13. მე არანაირად არ ინდა, რომ ვინმემ სტალინის მეხოტბეთ ჩამთვალოს, პირიქით, საქართველოს ამ მასშტაბის მაოხრებელი, ჯერ ცოცხალი და შემდეგ გარდაცვლილი, სულ რამოდენიმე თუ ეყოლება ისტორიაში. უბრალოდ მან ძალიან კარგად იცოდა ღვთის ძალა და ნება, ამაში ახალგაზრდობის დროინდელი განათლებაც უწყობდა ალბათ ხელს, სემინარიაში.
  14. Siknadmo არ არის მასე მარტივად საქმე, მანდ გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები მოხდა, ღვთის მადლითა და წყალობით: ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს მართლმადედებელი ეკლესიის გადარჩენა ბოლშევიკურ იმპერიაში და კაცობრიობის ხსნა ფაშიზმისგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს კაცობრიობას XX საუკუნეში: რევოლუციები, სამოქალაქო ომები, ბოლშევიკების აღზევება და მათმიერი უსასტიკესი ტერორი, შიმშილობანი, მასობრივი რეპრესიები და ბოლოს, 1939-1945 წლების მსოფლიო ომი. ბევრი ძლევამოსილი სახელმწიფო დაეცა ამ ომში ბოროტების მსახური ფაშისტებისაგან. მართალია, ბოლშევიკურ იმპერიაში ძალით თავმოყრილმა ხალხებმაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ მხოლოდ მათი ძალისხმევა ვერ იხსნიდა კაცობრიობას უკეთურობის იმ ბატონობისაგან, რასაც ფაშიზმი უქადდა მსოფლიოს. მაშ, ვინ იხსნა კაცობრიობა?! ვინ გადაარჩინა ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლშევიკურ უღმერთო იმპერიაში სრული განადგურებისაგან?.. ისევე როგორც 1612 წელს, ღვთის განგებით, ახლაც, რუსეთის მთავარ მლოცველად და მეგობრად ამორჩეულ იქნა მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ანტიოქიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდელმთავარი ილია, ლიბანის მთათა მიტროპოლიტი. იგი კლდოვან ჯურღმულში ჩავიდა ღრმად, სადაც ვერ აღწევდა ქვეყნიური ხმაური და სადაც არ იყო არაფერი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გარდა. მეუფე სწორედ იქ განმარტოვდა, რამდენიმე დღის განავლობაში არც საზრდო მიუღია, არც წყალი დაულევია, არც დაუძინია და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღვთის დედას - განმიცხადე, როგორ არის შესაძლებელი რუსეთის შეწევნაო. და აი, სამი დღე-ღამის შემდეგ ცეცხლოვან სვეტში თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: შენ, როგორც რუსეთის ჭეშმარიტი მეგობარი და მისთვის მლოცველი, არჩეული ხარ იმისთვის, რომ ღვთის განჩინება აუწყო ამ ქვეყანას. და თუკი ეს განჩინება არ იქნება შესრულებული, რუსეთი დაიღუპება. ეს საღმრთო განჩინება შემდეგში მდგომარეობდა: რუსეთის ხსნისათვის აუცილებლად უნდა გახსნილიყო მთელს ქვეყანაში ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სემინარიები და აკადემიები; ფრონტიდან დაბრუნებული და ციხე-ბანაკებიდან გათავისუფლებული მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებას უნდა შესდგომოდნენ; წმიდა პეტრეს ქალაქის (ბოლშევიკების მიერ ლენინგრადად გადარქმეულის - რედ.) ჩაბარება არ შეიძლებოდა: მის გადასარჩენად უნდა გადმოესვენებინათ ყაზანის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი (1) და დიდებით ჯვარით სვლით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო; მაშინ ვერც ერთი მტერი ვერ შედგამდა ფეხს ნევის პირას მდებარე ამ ქალაქის მიწაზე; ყაზანის ხატის წინაშე მოსკოვშიც უნდა გადაეხადათ პარაკლისი. შემდეგ ხატი ვოლგისპირა ქალაქ ცარიცინში (ბოლშევიკების მიერ სტალინგრადად გადარქმეულში - რედ.) უნდა გადაესვენებინათ, რადგან არც ამ ქალაქის ჩაბარება შეიძლებოდა მტრისათვის; შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთის საზღვრებამდე უნდა მიჰყვეს ჯარებს, ხოლო როცა ომი დასრულდება, მიტროპოლიტი ილია რუსეთში უნდა ჩავიდეს და ყველას მოუთხროს, თუ როგორ გადარჩა ეს ქვეყანა. ამ საკვირველი გამოცხადების შემდეგ მეუფე ილია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, საბჭოთა მთავრობას და აცნობა მათ ღვთის განჩინების შესახებ. სტალინმა გამოიძახა მიტროპოლიტი სერგი, მიტროპოლიტი ალექსი, სხვა მღვდელმთავრები და აღუთქვა, რომ შეასრულებდა ყველაფერ იმას, რაც მიტროპოლიტმა ილია მეორემ აუწყათ (2). სანკტ-პეტერბურგის წმიდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატი გამოასვენეს და დიდებით სვლით ქალაქის გარშემო შემოატარეს. ამის შემდეგ ფაშისტებმა, მართლაც, ერთი ბიჯიც ვერ წადგეს ნევისპირა ქალაქისაკენ, ხოლო ბლოკადა გარღვეულ იქნა საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესასწაულზე - 14 (27) იანვარს! ეს მეტად საგულისხმო ფაქტია, რამეთუ ორი იმპერიის მიერ გაჩაღებულ ამ ომში თავდადებულად იბრძოდნენ, სხვებთან ერთად, მართლმადიდებელი ქართველნიც, რომელთაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს: ომში წავიდა საქართველოს ყოველი მეხუთე მცხოვრები - 700000 კაცი, მათგან 400000-მდე ვერ დაბრუნდა. ამასთან საბჭოთა ჯარების მთავარსარდალიც ხომ ქართველი იყო, ჯუღაშვილის გვარის, სასულიერო სემინარიაში ნასწავლი კაცი, რომელმაც, მიუხედავად ყველაფრისა, გადამწყვეტ მომენტში მაინც ისმინა და ირწმუნა ღვთისმსახურთა მიერ უწყებული გზა მისი თვითმპყრობელური ნების ქვეშ მოქცეული ქვეყნის გადარჩენისა (3). პეტერბურგის შემდეგომ ყაზანის ხატმა მთელი რუსეთი მოვლო ძლევითა და დიდებით. ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვი, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა. მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა. ერთხელ ისეთი მომენტიც იყო, როცა ქალაქის დამცველნი ერთ მცირე ადგილზეღა დარჩნენ ვოლგის ნაპირას, მაგრამ მტრებმა მაინც ვერ მოახერხეს მათი განდევნა, რადგან წითელი არმიის მეომრებთან საკვირველმოქმედი ხატი იყო... სხვა დროს უდიდესი სიძნელის წინაშე იდგნენ მოიერიშე მეომრები ძველი გერმანული ქალაქის - კენისბერგის გათავისუფლებისას, რომელიც უაღრესად გაემაგრებინათ. აი, რას მოგვითხრობს ერთი რუსი ოფიცერი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ქალაქისათვის გამართულ ბრძოლებში: „ჩვენი ჯარები გადაქანცულნი და ძალთაგან გამოფიტულნი იყვნენ, გერმანელები კი კვლავ მაგრად იდგნენ... ერთ დღესაც, მოულოდნელად, ვხედავთ: ჩამოვიდა ფრონტის მთავარსარდალი მრავალ ოფიცერთან ერთად, ხოლო თან მღვდელბი მოჰყვებიან ხატებით! ბევრმა მაშინ ქილიკი დაიწყო: - აი, მოვიდნენ, მღვდლები მოგვიყვანეს!.. ეგენი ნამდვილად გვიშველიან! მაგრამ მთავარსარდალმა სწრაფად აღკვეთა ყოველგვარი ხუმრობა. ყველას უბრძანა, მწყობრში დამდგარიყვნენ და ქუდები მოეხადათ. მღვდლებმა პარაკლისი გადაიხადეს და წინა ხაზისკენ წავიდნენ ხატითურთ. ჩვენ გაოგნებულები შევყურებდით: სად მიდიან? თანაც გამართულნი, გერმანელების თვალწინ! მათ ხომ ყველას დახოცავენ!.. მაგრამ, დახეთ, საოცრებას - მღვდლები უვნებლად მიდიოდნენ ბრძოლის ხაზზე და ყურადღებას არ აქცევდნენ გამალებულ სროლას, ცეცხლს ორივე მხრიდან. ანაზდად სროლა გერმანელთა მხრიდან ერთდროულად შეწყდა! მაშინ სიგნალი მისცეს და ჩვენმა ჯარებმა ქალაქ-სიმაგრის ერთობლივი შტურმი დაიწყეს - ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც. როგორც შემდეგ გერმანელი ტყვეები ჰყვებოდნენ, უშუალოდ შტურმის წინ მათ, ყველას, ცაში მადონა (ანუ ღვთისმშობელი) დაუნახავთ და... აბსოლუტურად ყველას ერთდროულად უმტყუნა იარაღმა. სწორედ მაშინ აიღეს ჩვენებმა ქალაქი, რადგან ზემოხსენებული სასწაულით იქნა გადალახული მტრის წინააღმდეგობა. ღვთის დედის ამ გამოცხადების დროს, თურმე, ბევრი გერმანელი მებრძოლი მუხლებზე ემხობოდა და მაშინ მრავალნი მიხვდნენ, თუ ვინ შეეწეოდა რუსებს“ - ამთავრებს თხრობას ყოფილი მებრძოლი. აღსანიშნავია ისიც, რომ კიევიც - რუსეთის მართლმადიდებელ ქალაქთა დედა - სწორედ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე იქნა გათავისუფლებული! იმ ხანებში ამოქმედდა მანამდე დახურული 22000 ეკლესია, გაიხსნა სასულიერო სემინარიები, აკადემიები, ტროიცე-სერგის, კიევო-პეჩორის ლავრები, ზოგიერთი სხვა მონასტერიც. ხელისუფლებამ ნება დართო სამღვდელოთ მიტროპოლიტ ალექსის წმიდა ნაწილები გადაესვენებინათ მოსკოვის ღვთის განცხადების საკათედრო ტაძარში, სადაც მთელი ამ ომის განმავლობაში განისვენებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის საკვირველმოქმედი ხატი. დაიწყო სარწმუნოების აღორძინება. ყოველივე ეს თავისთავად არის სასწაულებრივი ფაქტი საბჭოთა იმპერიისათვის, თუ გავიხსენებთ, რომ რევოლუციის შემდეგ უღმერთო ბოლშევიკებმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას და მებრძოლი ათეიზმის მეშვეობით მის სრულ მოსპობას ცდილობდნენ: ხურავდნენ და აფეთქებდნენ ეკლესია-მონასტრებს, აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ და ხვრეტდნენ მღვდელმსახურებს, მართლმადიდებელ მორწმუნეებს. როცა, მაგალითად, კიევი დაიკავეს ფაშისტებმა, მთელს ქალაქში მხოლოდ ორი მოქმედი ეკლესია იყო, კიევის ოლქში კი - კიდევ ერთი. ამიტომ ფაშისტები, ცდილობდნენ რა ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინათ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს უწყობდნენ ეკლესიების ამოქმედებას. პარადოქსია, მაგრამ სწორედ მათი მხარდაჭერით 1943 წლისათვის მთელს კიევის ეპარქიაში უკვე 500-მდე მოქმედი ეკლესია იყო. ამის შემდეგ გასაგებია ბოლშევიკური მთავრობის რეაქციაც. ასე მოქმედებდა ღვთის მიუწვდომელი განგებულება: ორი ბოროტი ძალა - ფაშიზმი და ბოლშევიზმი - ერთმანეთს დაუპირისპირდა, ღმერთმა კი ეკლესია გადაარჩინა. (საყურადღებო გახლავთ ის გარემოება, რომ იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ბოლშევიკური მთავრობა ახალი ძალით ეკვეთა ეკლესიას და კვლად დაიწყო მართლმადიდებელ ქრისტიანთა დევნა. ამასთან, სპეციალისტთა ცნობით, ამ დროს უფრო მეტი ეკლესია დაინგრა და უფრო მეტი წმიდა ხატი განადგურდა, ვიდრე მთელს მანამდელ საბჭოთა პერიოდში!). 1947 წელს, პირადად ი. სტალინის მიწვევით, მიტროპოლიტი ილია რუსეთში ჩავიდა. მიტროპოლიტ ილიას მიართვეს ყაზანის ხატის ასლი, ძვირფასი ჯვარი და პანაღია, შემკული ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოტანილი პატიოსანი თვლით. მას სახელმწიფო პრემიაც მიანიჭეს, რაზეც სტუმარმა უარი განაცხადა - ბერი ვარ და ფული არ მჭირდებაო. თავის მხრივ კი, რუსეთს ორასი ათასი დოლარი გადასცა ანტიოქიის ეკლესიის სახელით - იმ ობოლ ბავშვთათვის, რომელთაც მშობლები ომში დაეხოცათ. მიტროპოლიტი ილია სანკტ-პეტერბურსაც ეწვია. 9 ნოემბრის დილით, მან წმიდა ნიკოლოზის ტაძარში სწირა და უძვირფასესი ძღვენიც მოართვა ამ ეკლესიას - მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველმოქმედის წმინდა ნაწილები. ღვთის დედის გამოცხადება ომის დროს კურსკის რკალთან როგორც ცნობილია, 1941-1945 წლების სამამულო ომში მოსკოვის, პეტერბურგისა (ლენინგრადის) და ცარიცინის (სტალინგრადის) ბრძოლების შემდეგ, უდიდესი ორთაბრძოლა მოხდა კურსკთან (ე.წ. „კურსკის რკალი“), რომელშიც ორივე მხრიდან რამდენიმე მილიონი მებრძოლი და აუარება ტექნიკა მონაწილეობდა. სწორედ ამ ბრძოლაში მოხდა გარდატეხა ომში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფაშისტების განდევნა. მისი უშუალო მონაწილეების უტყუარი მოწმობით (ეს კი ასობით ადამიანია!), ბრძოლის დაწყების წინ მებრძლებმა ცაში ყოვლადწმიდა ღვთიმშობელი დაინახეს: იგი საკვირველად მბრწყინავი გამოჩნდა ღამით, ცაში, და ხელის მოძრაობით თითქოს შეტევისკენ მოუწოდებდა მათ. სახილველი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები, რომელთა უმრავლესობა ათეისტურად აღზრდილი და ურწმუნო იყო, მუხლებზე ემხობოდნენ და პირჯვარს ისახავდნენ. ყველა მხნეობით აღივსო დ უშიშრად შეება მტერს, რადგან ცხადი იყო, რომ ღმერთი შეეწეოდათ. კურკის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შემობრუნება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში. ამ სასწაულის მოწმეთაგან ბევრნი დღესაც ცოცხალნი არიან და შეუძლიათ დაადასტურონ იგი, მით უმეტეს, რომ მათი უმეტესობა ღრმად მორწმუნე ადამიანია.
  15. Saturn 20-დან 35-მდე ყოველ შემთხვევაში, მე რამდენადაც ვიცი, 30 წლამდე ასაკის ქალითვის (სხვათაშორის კაცებისთვისაც) ასეთი პრობლემები ნამდვილად არ იყო ამ მასშტაბებით, თორემ შემთხვევები ყოველთვის იყო, რათქმაუნდა
  16. Saturn ზოგადი სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, მაგალითად ჩემს გარშემო, ახლობლებში, სიტყვზე 10 შემთხვევიდან სადღაც 6-7-ს მაინც დასჭირდა სამედიცინო ჩარევა-მკურნალობა და აქედან 3-4-ს დღემდე უშედეგოდ.
  17. Siknadmo არ ვიცი, რამდენადაა ამ თემასთან კავშირში, მაგრამ მაინც დავწერ აქ. კატასტროფულადაა გაზრდილი ახალგაზრდობაში რეპროდუქციული პრობლემები, თან ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ეს არის უკვე არამარტო, ასევთქვათ, ზღვარს მიღწეული ახალგაზრების (30-40 წელი), არამედ პატარა ასაკის ახალგაზრდებშიც (18-30). ამასწინათ ამ ასკითხებში ჩახედულებს ველაპარაკე ამ თემაზე და მთავარ მიზეზად გარდა გარემოს საშინლად დაბინძურებისა და საკვებ-სასმელის უხარისხობისა, მთავარ მიზეზად სწორედ ზოგადად მოსახლეუბის სტრესული მდგომარეობა დამისახელეს. თანაც ეს სტრესული მდგომარეობა უკვე ისეთი მასშტაბისააო, რომ მას უკვე ასე თუ ისე შეგუებულები ვართ და ფაქტიურად აღარც ვრეაგირებთ მასზე ვიზუალურად. მაგრამ თურმე საშინლად დამანგრევლად მოქმედებს ადამიანზე, როგორც სულიერად, ასევე ბიოლოგიურად. ფაქტიურად უკვე ძალიან დიდი იშვითობააო უკვე ბუნებრივი ფეხმძიმობა, ანუ ყოველგვავი წინასწარი მკურნალობების და ჩარევების გარეშე. არადა ძალიან კარგად მახსოვს 1989-90 წლები, როცა მართლა გამარჯვებული შეგრძნება ჰქონდა ხალხს 9 აპრილის ტრაგედიის მერე, თავისუფლება, სახელმწიოებრივობის პირველი ნაბიჯები..... პირველად სწორედ დემოგრაფიული ბუმით აისახა ეს მოსახლეობაზე, რაც მომდევნო წლების უბედურებებმა გააქრო საერთოდ, სამწუხაროდ.
  18. Grig ბერია არის, იმიტომ, რომ მოსკოვში გადასვლამდე აქაც "მოღვაწეობდა" სტალინი საქართველოში საერთოდ არაფერს წარმოადგენდა, მანამ, სანამ რუსეთში არ წავიდა. თორემ ისე აქ რა ბანდიტიც იყო მანამდე, მასე საქართველოს კი არა, ჩემი ოჯახის ისტორიის ნაწილიც გამოდის, ჩემი დიდი ბაბუა თავის გომურში მალავდაო ერტი პერიოდი, ქიზიყში, ეგეც გამიგია
  19. babuagiorgi მე როგორი მოაზროვნე ვარ, თქვენ ნამდვილად არ გეცოდინებათ, ისევე როგორც პირიქით, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს. მიშა რატომაა ჩემზე ახი???? ან მე რატომ მეკუთვნის??? არასდროს ვყოფილვარ მისი მხარდამჭერი და არც არასდროს მიმიცვია მისთვის ხმა. არჩევნებზე სულ 3-ჯერ ვარ ცხოვრებაში ნამყოფი, 1990-ში, 1991-ში გამარჯვებულს მივეცი ხმა, 2008-ის 5 იანვარს მიშას წინააღმდეგ. სტალინი არის საბჭოთა პრობაგანდის პროდუქტი, ევროპაში და ამერიკაში მას ყველა იცნობდა როგორც სისხლიან კრიმინალ დიქტატორს, განსაკუთრებით რევოლუციის მერე მეორე მსოფლიო ომამდე. საქართველოს ისტორიის ნაწილი არაა არანაირად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უდიდესი ჭვლილი მიუძღვის საქართელოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში და მის ოკუპაციაში მტრების მიერ. თავადაც არაერთხელ პიარად ხაზგასმით აღუნიშნას, რომ ის არის დიადი რუსი ერის შვილი!!! გიორგი სააკაძე რა შუაშია საერთოდ? ალბათ შაჰაბასის ჯარს რომ გამოჰყვა საქართველოს წინააღმდეგ საომრად, მაგას გულისხმობთ, მაგრამ მაშინ მან საკუთარი შვილის სიცოცხლის ფასად სწორედ შაჰაბაზს უღალატა და საქართველოს წინააღმდეგ არ უბრძოლია, პირიქით, ზურგიდან დაარტყა სპარსელებს და დაამარცხა კიდეც ისინი, მე ასეთი რამ სტალინის ბიოგრაფიაში საქართველოსთან მიმართებაში ნამდვილად არ მახსოვს, სსრკ-ს რა და როგორ გაუკეთა -ნაკლებად მაინტეერსებს. ეს ძეგლი საქართველოს არ დაუდგამს მისთვის,ეს ძეგლი დაუდგა საოკუპაციო რეჟიმმა სწორედ ამ რეჟიმის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილისთვის. თქვენეული ლოგიკით ასევე უკულტურო ერებად შეიძლება ჩაითვალოს ყველა ის ევროპელი ერი, რომლებმაც გერმანელი ნაცისტების სიმბოლოები დაანგრიეს და გაანადგუერეს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. და საერთოდ რა შუაშია აქ მიშა? სწორედ მაგ ძეგლის არსებობა აქამდე იყო P.S. ყველაზე მეტად სწორედ თქვენგან გამიკვირდა ასეთი რეაქცია ამ ამბავზე. რამდენადაც ვიცი, ქართულეროვნულ მოძრაობასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა გქონდათ და სწორედ ამ ურთიერთობამ განაპირობა კიდეც დიდწილად თქვენი ცხოვრება. სწორედ ამ ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო თავის დროზე სტალინის, ლენინის, ორჯონიკიძის და სხვა ნაძირლების ძეგლების ნგრევა და მე ამას დიდად მივესალმებოდი. თქვენგან მიკვირს, თორემ ვინც იმელის შენობაზე სტალინის, ლენინის და ნამგალი და უროს დანგრევას მაშინაც უკულტურობას ეძახდა, იმათი სულაც არ მიკვირდა.
  20. ძეგლის აღებას მივესალმები ორივე ხელით!!! ოღონდ სულ აღებას კი არა, სადმე მოფარებულში და არავითარ შემთხვევაში ქალაქის ცენტრში, თუ გადმოაბრინებენ და თავით ჩაარჭობენ, ზედ კიდევ ედიკას და ყველა ამ ქვეყნის დამაქცევარს ასევე თავით დაარჭობენ, ზოგს ცოცხალს და ზოგს ძეგლის სახით, მაგასაც ორივე ხელით მივესალმები. ძეგლის აღების დეტალები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამის გაპროტესტები ჩემთვის ისეთივე გაუგებარია, როგორც სტალინის მიერ გულაგში გადასახლებულთა ცხარე ცრემლით ტირილია სტალისნის გარდაცვალების გამო, არადა ასეთები უამრავი ყოფილა.
  21. ეჰ.... ყოველთვის ძალიან ჭკვიანი ხალხი ვიყავით კახელები!!! ეს რა გვიყო ამ ერეკლე მეორემ, ცხონებულმა?!...
  22. თბილისის პირობებში უამრავი მინუსი აქვს. მაგალითად საშინლად ბინძური გარემო, პატარა ნიავზეც კი, როგორი სუფთაც არ უნდა დაჯდე მაგაზე, ეგრევე "კაჩიგარივით" შავი გახდები. ან მფრინავი ცელოფნის პარკი გამოგედება ყურზე. "კამაზის" მარცხენა მხარეს თუ მოგიწია დგომა შუქნიშანთან დაძვრისას ხომ, ეგრევე სასწრაფოში უნდა დარეკო, თუ მოასწარი. გარდა ამისა წვიმაში და საერთოდ ზამთარში პრაქტიკულად გამოუსადეგარია. მაგის საწვიმარ ლაბადებს აქ მგონი არავინ დაუწყებს ჩაცმა-გახდას ყოველ დაჯდომა-გადმოსვლაზე, მაგდენ ჩალიჩს ისევ მარშუტკით მგზავრობა ჯობია. ეგ უფრო არის დავარცხნილ-დასუფთავებული ევროპის ქალაქების ტრანპორტი, ან აზიის ისეთი ქვეყნების, სადაც ეგეთი ტიპის ტრანსპორტი აბსოლუტური უმრავლესობაა, ფაქტიურად უალტერნატივო. ისე, პრაქტიკული თვალსაზრისით მშვენივრად ხმარობენ თბილისში სწრაფი კვების ადგილზე მიტანის ფირმები კურიერებისთვის. საერთოდ, თუ ბუნებრივად არ გაჩნდა რაიმეზე მოთხოვნილება, ხელოვნურად არაფერი გამოვა, რაც არ უნდა პროპაგანდა და რეკლამირება გაუწიო, ეს უფრო დროებითი მოვლენა გამოვა. თბილისში არა, მაგრამ საკურორტო ქალაქებისთვის შესანიშნავი ტრანპორტია, უამრავი მყავს ნანახი თურქეთის კურორტებზე, იქაც კი, სადაც სხვა ტრანპორტის მოძრაობა აკრძალულია.
  23. Siknadmo ნამდვილად!!! ვისაც ჰგონია, რომ რაიმე ფორმით ებრძვის ეკლესიას, სულერთია რა ფორმით, ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ იგი ებრძვის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავსა და მომავალს. ეკლესიას ამით არაფერი აკლდება, პირიქით.
  24. ეგ ფილმი, თუ სიუჯეტი youtube-ზე არაა? 2 დღეა ველოდები და არ იხსნება ამ ლინკიდან
  25. fashisti მანდაც ჩანს, უბრალოდ თუ რეალურად ნანახი არ გაქვთ, მართლა ძნელი აღსაქმელია. მაგ ბეტონის ზღუდეებით მოღობილია დაზიანებული მონაკვეთები, სადაც დაზიანებული კერა მთლიანადაა ამოჭრილი კვადრატული ფორმით და მერე ამ ამონაჭერზე თავიდან ასხამენ ბეტონს, კვადრატული ფორმით, ერთგვარი სექტორის სახით და არა ასფალტივით, მარტო იქ, სადაც დაზიანებაა. ასეთი დაკერებული და აღდგენილი მონაკვეთი, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია. კიდევ ვიმეორებ, სამწუხაროდ. არ მიხარია არანაირად და არც ნიშნისმოგებით ვამბობ. თუმცა რაც იყო, იმასთან შედარება რომ არაა, მაგ ტრასაზე მგზავრობა, ეს უდაოა, რასაკვირველია.. იგოეთთან, თბილისის მიმართულებით, ის ძველი გზაა რატომღაც დარჩენილი და არც აპირებენ მგონი ამ ეტაპზე მის აღდგენას და რომ უყურებ ეხლა, სოფლის გზასავითაა დარჩენილი.
×
×
  • შექმენი...