Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. ღმერთმა ყველა დაიფაროს, ამისთანა უბედურება ნამდვილად არ გამიგია, საქართველოში რომ ეხლა რამე გაგიკვირდება კაცს.....
  2. რა ოსი და აფხაზი?! მე ბავშვობა მაქვს გატარებული ზუსტად ეგეთ გარემოში, თბილისში, ე,წ, მესამე მასივში, სადაც ქართველები აშკარად უმცირესობა ვიყავით! დღევანდელი დღესავით მახსოვს გასტრონომში კარაქზე უზარმაზარი რიგი იდგა, მე და დადაჩემი შევედით. გამყიდველი სომეხი იყო, მანამ, სანამ ჩვენმა მოზობელმა, ასევე სომეხმა, სომხურად არ უთხრა გამყიდველს: ბავშვიანია და იქნებ ურიგოდ გაატაროთო, მანამდე არ გაგვატარეს, არადა მანამდე დედაჩემმ სთხოვა რუსულად!!!! (ქართულად აზრი არ ქონდა, ეზოში ფაქტიურად ყველა რუსულად ლაპარაკობდა) და ლამის ჩაგვქოლეს, გამყიდველმაც და მყიდველებმაც. მინიმუმ 200 წელია აქ ცხოვრობენ და აზრად არ მოსვლიათ ქართულსი სწავლა, ჩინელები, ამერიკელები და ევროპელები თუა ახრეხებენ 2-3 წელიწადში ქართულსი სწავლას, ეგენი ასეთი რა უნიჭოები გამოვიდნენ?! მაგრამ არავინ სთხოვდათ და რა გინდა, ეგენიც თავს არ იწუხებდნენ, სამაგიეროთ პრეტენზიები კი აგროვეს ამ წლებში ოხრად, ეგ არ დაიზარეს აშკარად არავინ. სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა აფხაზეთის ომის შემდეგ, როცა ლტოლვილები მოაწყდა თბილისს, უნდა გენახათ, რა აგრესიით ხვდებოდნენ!!! სადღაცაიდან ჩამოთრეულებს ეძახდნენ სულ. ამას ვინმეს მოყოლილს არ ვამბობ!!! პირადა ვარ ამის შემსწრე და მოწმე!!!
  3. სხვა არ ვიცი და ეს დიდი ტყუილია, ჯერ კიდევ შევარდნაძის შავ-ბნელ წლებში, ერთადერთი ქალაქი საქართველოში, სადაც შეგეძლო მანქანიდან გადმოსვლა და კარების არ დაკეტვა, ბათუმი იყო. ერთხელ ღამე დავაყენე სადგომზე მანქანა და თბილისში როგორც ვიყავი მიჩვეული, საჭე ჩავკეტე სპეციალური საკეთით. გაოგნებულმა ღამის მორიგემ მკითა: რას შობი და? ამ მე რეიზა ვარ აქანე, მაი მანქანას ტყუილად ვცავო? გამეცინა და ბოდიში მოვუხადე. თბილისში რომ მხედრიონის ბანდები დათარეშობდა და ქალაქი საღამოს 8 საათის მერე კვდებოდა საერთოდ, ერთადერთი აჭარას არ შეხებია ეს ჭირი. თუმცა ეს რათქმაუნდა არანაირად არ ნიშნავს, რომ იქ არანაკლები შიზოფრენიკი იჯდა, მაგრამ რა რა და კრიმინალი ნამდვილად ხელში ეჭირათ.
  4. ერთი ეგენი იყო ტერაქტები და მეორე ბაბუაჩემი ჩინეთის იმპერატორი. და კიდევ გიორგაძეა საერთაშორისო ძებნილი ასლანას აღორძინება კიდევ ოპოზიცია იმდროინდელი
  5. დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ რაღაც საერთოდ ვერ გავიგე აქ რა ხდება. რამე ახალი მისტიკაა, "შავი ხელები" და გუდიანები? ვინაა ეს გოგო საერთოდ, რა უნდა? ან აქ მყოფნი რატომ ჩხუბობთ? ძალიან სერიზულად მაინტერესებს, რაიმე გაზი ხომ არაა გაშვებული საქართველოში ამ ბოლო წლებში, საიდან გამოძვრა ამდენი "უცნაური" ადამიანი? ადრე არ არსებობდნენ, სადმე იმალებოდნენ, თუ მე ვერ ვამჩნევდი? რა ყველა ეხლა დაიცოფდით და რა ნაცილი გამოგივარდათ ამ გაგანია მუშაობაში ?! © სიყვარული ყველას უნდა.
  6. გორში, სტალინის ძეგლი სადაც იდგა, უკან, ფონად შენობა რომ დგას, ეგაა რაიხსტაგის პროტოტიპი. მაგ შენობაზეა, მე როგორც მივხვდი, საუბარი.
  7. ზოგადად ეს ომი იყო ისრაელის სახელმწიფოს შესაქმნელი დიდი მსოფლიო გეგმა, რომელსაც შეეწირა უამრავი ადამიანი ყველა მხრიდან ჩვენთვის ეს იყო უდიდესი ტტრაგედია, ლამის ეროვნული კატასტროფის ტოლი, მოსახლეობს საერთო რაოდენობიდან მსხვერპის პროცენტულ მაჩვენებელს თუ გავითვალისწინებთ. დიდ შარში აღმოვჩნდით აშკარად, ჩვენი სურვილისა და ინტერესების საწინააღმდეგოს. იქ მებრძოლ ქართველებს რათქმაუნდა ედიდესი პატივისცემა და მოწიწება ეკუთვნით, სხვათაშორის ორივე მხრიდან. არცერთ მათქგანს არანაირი არჩევანის საშუალება არ ჰქონდა დარჩენილი, ან უნდა ებრძოლათ, ან ადგილზე დახვრეტდნენ უარის შემთხვევაში. სწორედ ეს იყო ტრაგედია. რამის დემონტაჟსა და ფულის უაზროდ ყრას უამრავ გაჭირვებულს მიხედონ ჯობია. ჰიტლერის ძეგლი რატომ უნდა დაიდგა? ეს ვერ გავიგე.
  8. არა მარტო რუსული, ინგლისურიც!!!! ეს რეფერი რა უბედურებაა, მსაჯი რომ თქვან სიბნელე და გოიმობაა და რეფერი რაღაცნაირი ისეთი, ნუ აი... ტიპური???
  9. Siknadmo ძალიან ზუსტად არის ნათქვამი!!! ეს არის აუცილებელი და რაც მთავარია სასწრაფოდ გასაკეთებელი. კატეგორიულად დამღუპველია როგორც თვითკმაყოფილი, ასევე თვითმგვემი დამოკიდებულება საკუთარ თავთან. განიცადეს, როგორ არ განიცადეს, მაგრამ ამის შემხედვარე იმის თქმა, რომ რა ბედნიერება იყო ეს რომ დაგვემართა, მაგრად გადავრჩითო, არ მესმის და რა ვქნა?!
  10. ვეფხვი ადამიანი საშუალოდ ცოცხლობს სადღაც 60-70 წლი, ვინ მეტი, ვინ ნაკლები, ღვთის განგებით. დანარჩენს, რასაც პირადად ვერ ესწრება, გებულობს ისტორიული დოკუმენტებით, ამა თუ იმ ლიტერატურით. რა იყო აქ სასაცილო, ვერ მივხვდი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენც მოიძიოთ თავისუფლად. კი ძალიან დასვენებული ვიყავით 21 წელს, 24 წლის აჯანყებისას, 36-38 წლებში, მარტო მეორე მსოფლიო ომში 300 000 ადამიანი იყო მსხვერპლი, უამრავი გადასახლებული, დახვრეტილი, გაუბედურებული, ომის შემდგომი რეპრესიები, 56 წელი, 89 წელი, ამის შემდგომ კი 20 წლიანი გაუთავებელი ომი მეტ-ნაკლები აქტიურობით. ეს მარტო ფიზიკურად განადგურებული ადამიანები და მენტალიტეტის სრულ გადაგვარებაზე კიდევ ცალკე
  11. მასეთი ელიტის ჩამოყალიბებასა და რაფინირებას საუკუნეები სჭირდება. მასეთი საზოგადოება ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს საქართველოში გასული საუკუნის დასაწყისში და შექმნეს ახალი, პროლეტარული ელიტა, ანუ უქონელთა და უცოდინართა ელიტა, რომლებსაც უერად ხელში ჩაუვარდათ ყველაფერი. ეს ყველგან ასეა, ამ ცნებას საერთაშორისო სახელიც აქვს: ე.წ "ნუვო რიშები", ანუ ახალი გამდიდრებულები. ყველგან ამ ტიპის ხალხი აბსოლუტურად იგივეა, მხოლოდ მე, მხოლოდ მომხვეჭელობა, მხოლოდ გაუტანლობა, ტყუილი და სხვებზე უკეთესად ყოფნის დაუოკებელი სურვილი, მათთვის სხვა მატერიაზე ფიქრი წარმოუდგენელია. ასეთი საზოგადოების მიმკვიდრეებთან გვაქვს დღეს ჩვენ საქმე და კიდევ დამატებით უკვე პოსტ საბჭოთა "ნუვო რიშები", რომლებსაც მატერიალურის გარდა სხვა რამ თუ არსებობს ამ ქვეყნად, უბრალოდ წარმოდგენაც არ აქვთ, ამიტომ ანადგურებენ ყველას და ყველაფერს მათგან განსხვავებულს.
  12. Siknadmo აი ეგ იყო თავი და თავი მთელი უბედურების. მაგრამ დღევანდელობას რომ ვუყურებ, რა მეთოდებით ხდება ამ ხალხის მანიპულირება და იძულება ათას უბედურებაზე, აღარც მიკირს მაშინდელი ტრაგედია. ხალხი, როგორც ასეთი, რა მონდომებულიც არ უნდა იყოს, მოთავის გარეშე არის უბრალოდ მასა, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ მაინც დინებას მიყვება. აი ღისეული მოთავეები კი უბრალოდ ფიზიკურად ნადგურდებოდა მაშინაც და ახლაც.
  13. Siknadmo ლენინი და საერთოდ რუსეთის ხელისუფლება კატეგორიული წინააღმდეგი იყო 21 წლის თებერვალში სამხედრო ოპერაციის დაწყების საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ 20 წლის ოსების აჯანყების ჩახშობის შემდეგ, დარწმუნებულები იყვნენ ქართული შეირაღებული ძალების სიძლიერეში და ასე მარტივად ვეღარ ბედავდნენ. სამხედრო ოპერაცია დაიწყო მთლიანად ორჯონიკიძის ინიციატივითა და მონდომებით წითელი ხიდიდან. შემდეგ დაინახეს რა მოსკოვსი ჟორდანიას დაუნობა და მთლიანად მოშლილი და არეულ-დარეული ქართული ჯარი, უკვე მოსკოვიდანაც ჩარევა გადაწყვიტეს. ზუსტად მაგ პერიოდის მიმოწერაზეა აქ საუბარი მოსკოვსა და ორჯონიკიძის ბანდას შორის. საერთოდ რა დონის დეგენერატი იყო ეს ჟორდანია, რომ ქვეყანაში 4 მხრიდან მტრის ჯარი შემოვიდა და პირველი სამხედრო წინააღმდეგობა მას გაუწიეს დედაქალაქიდან 25 კილომეტრში ტაბახმელა0კოჯორთან, ისიც ძირითადათ სტუდენტებმა და იუნკრებმა, მაშინ როცა ქვეყანას ყავდა რეგულარი არმია, ცალკე გვარდია, ტანკები, ზარბაზნები და თქვენ წარმოიდგინეთ ავიაციაც კი. სავსებით საკმარისი მაშინ რუსების დასამარცხებლად. გაოგნებულები იყვნენ რუსები ქართველების უნიათობით, ბოლომდე ეგონათ, რომ ქართველები რაღაც ხაფანგს უგებდნენ და იტყუებდნენ სიღრმეში. ბოლოს, თბილისის დატოვების შემდეგ კიდევ იყო შანსი, სავსებით რეალური, რუსების ალყაში მოქცევისა და განადგურების. ყველა გამოცხადდა დათქმულ ადგილას ალყის დასარტყმელად გარდა ე.წ. "სახალხო გვარდიისა", რომელიც მთლიანად მენშევიკების პარტიული ელიტარული სამხედრო შენაერთი იყო და დროსტარებისა და ვარჰალალოს მეტი არაფერი უკეთებიათ. უბრალოდ არ მოვიდნენ პოსტზე და ალყაც ჩაიშალა და უკვე ყოველგვარმა წინააღმდეგობამ აზრი დაკარგა. ტირილი მოგინდება კაცს რაა, ამდენ სიბინძურეს რომ გაიგებ საკუთარ მოძმეზე, სისხლსა და ხორცზე. სომხეთთან ომის დროს სწორედ ამ დანაყოფის ერთი მთლიანი ბატალიონი პირწმინდად ამოხოცეს პოსტზე, იმიტომ რომ წინა დღეს იქეიფეს, გატყვრნენ და უბრალოდ ეძინათ. ასე რომ, მანდ სტალინის კეთილი გული არაფერ შუაშია.
  14. რა მაგის პასუხია და ერთ რამეს დავაკვირდი, არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მაინც დავწერ: ვისოლის ბენზინ-გასამართ სადგურებზე ბენზინის ჩასხმისას 50 ლარის ან მეტის ბენზინს რომ ვასახამ, ოპერატორი ბიჭი იღებს პასტას და რაღაც რვეულს, მანქანას უკნიდან უვლის და ნომერს იწერს, 2-ჯერ მოხდა უკვე ეს, 20 ლარზე, ან ნაკლებზე არ იწერს. ერთი რაც ვიფიქრე, შეიძლება კუპიურა არ შემომატყუოს ყალბიო და თავს იზღვევს და მეორე რაიმე აღრიცხვასავით ხომ არ აქვთ დავალებული მსხვილი, ფულიანი გადამხდელების? (ჩემი ფულიანობა არ გაიშვას, მაგრამ მაინც ) თუ მოლანდებები დამეწყო უკვე, მითხარით, ნუ დამიმალავთ
  15. Siknadmo არ ვიცი როდის გააკეთებინეთ, მაგრამ ეხლა ამის გაკეთება ძალიან სარისკოა. საერთოდ რაიმე ეგეთ "ლევ" გარიგებებს ერიდეთ. დაგთანხმდებიან, ისეთ უმნიშვნელო დეტალს გაგიფუჭებენ, საერთოდ ვერ შეამჩნევთ და შემდეგ თავადაც ჩაგიშვებენ. მეც მქონდა ზუსტად იგივე სიტუაცია, მე კიდევ დამატებით რკინის მილის გაყვანა მინდოდა გათბობისთვის და 250 ლარი გამომართვეს. მრიცხველის ციფერბლატზე "აღმოაჩინეს" ოდნავ პლასტმასის კუთხე მოტეხილი და თავად მირჩიეს, ამასაც გამოგიცვლით 40 ლარადო, თუ არადა რომ გინახონ დაგაჯარიმებენ 600 ლარითო. ცოდვას ვერ ვიტყვი ვერანაირად, ნამდვილად არ მახსოვს მანამდე მაგ პლასტმასის მდგომარეობა, მაგრამ მაინც არ ვენდე და საერთოდ მრიცხველი გამოვაცვლევინე მერე, ოღონდ ოფიციალური განცხადების საფუძველზე, მრიცხველის ფული გადავიხადე და შეცვლა უფასო იყო მაშინ, ეხლა არ ვიცი. ეხლა ეგეთ "ლევ" გარიგებებს ვინც თანხმდება, 100% გატყუებთ და შარში გხვევთ, იმიტომ, რომ გამჟღავნების შემთხვევაში სამსახურს ტოვებს ულაპარაკოდ მინიმუმ.
  16. lasha1997 ეგ როგორღა უნდა გაყიდონ? ეგ ასქართველოს საკუთრება არცაა, BP-ს ეკუთვნის, რამდენადაც ვიცი, შეიძლება არასწორად ვიცი
  17. DATA TUTASXIA ერთ-ერთი მიმართულება რუსეთის საკუთრებაში თუ იქნა: რუსები თავად აფეთქებენ მილსადენს რამოდენიმეჯერ, ვთქვათ სადმე სომხეთის საზღვართან. შემდეგ ტეხენ ხმაურს, რომ საქართველოს არ შესწევს ძალა დაიცვას თავის ტერიტორიაზე რუსეთის საკუთრება და ამ საბაბით, მისი საკუთრების დასაცავად იქ აყენებენ თავის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო მისიით, რა ოკუპაცია, რის ოკუპაცია. რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე სომხები იღებენ თავის თავზე ამ მისია და რუსებს "ათავისუფლებენ" ამ მძიმე მისიისგან, ანაცვლებენ რა იქ რუსებს საკუთარი ძალებით. ყველა ბედნიერია, როგორც იქნა სტაბილურობა მიღწეულია და მილსადენს აღარაფერი ემუქრება. ზღაპრებია ხომ? იმაზე მეტი, რაც 1991-ში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ჩანდა?
  18. ეჰ... დრო იყო, საქართველო გმირი და თავდადებული ადამიანებით ამაყობდა, წმინდა მეფეებით, სამშობლოსა და რწმენისთვის თავდადებულებით, ბრძოლაში უდრეკებით, საკუთარ ხალხზე მოამაგეებითა და მათზე მზრნველებით. უამრავი უბრალო მოკვდავით, რომლებმაც ასევე სამშობლოსა და რწმენითვის საკუთარ სიცოცხლეს არას დაგიდევდათ.... ეხლა აქ ის ირკვევა, ყაჩაღები მოერევიან, თუ ქურდები?! P.S. ისე არსენა ოძელაშვილზე მარტო მიხილ ჯავახიშვილითა და მხატვრული ფილმით თუ არ იმსჯელებთ და ცოტა ისტორიულად თუ შეეცდებით შეისწავლოთ, გპირდებით მინიმუმ გაკვირვებული დარჩებით. მიხეილ ჯავახიშვილს უბრალოდ ეგეთი პიროვნება სჭირდებოდა გაცილებით მნიშვნელოვანი რამის სათქმელად და ამიტომაც "გააკეთილშობილა" რაც შეეძლო.
  19. T_A_T ვატყუებ??? :O გუგული დეიდამ ეგრე მითხრა. ეგ არაა??? მაშინ მე მაპატიეთ. აი კიდევ ესეცაა. რომელია, ვეღარ გავიგე
  20. ამ ქვეყანაში თუკი რამე ხდება პოზიტიური, თუნდაც მოჩვენებითი, მხოლოდ არჩევნების წინ. ასე რომ, არჩევნები რაც უფრო ხშირად ჩატარდება, მით უკეთესი. 3 წელიწადში ერთხელ კი არა, 3 თვეში ერთხელაც არ იქნებოდა ცუდი. ელემენტარულად, საცხოვრებელ პირობებს მაინც ოდნავ გაიუმჯობესებს ხალხი.
  21. T_A_T უბედურება ისაა, რომ ყველა ერთად ვაგებთ, უბრალოდ ნაწილს ეს ახარებს, ნაწილს ჰკიდია და ნაწილი კი უმწეობით გამწარებული გულში მჯიღს ირტყამს, ან აღარც ირტყამს და მეორე ნაწილს შეჰნატრის.
  22. Harry Potter კარგი იდეაა!!! ჰერეთის (საინგილოს) სურათები ვნახე და დავითრგუნე კიდევ ერთხელ. სტალინის და ორჯონიკიძის ძეგლი კი არა, სახსენებელი უნდა გადააშენო ამ ქვეყნიდან
  23. ძუკუ ცხოვრების მთავარ აზრად რომ აქვს კუჭის ამოძღობა ნებისმიერი მეთოდითა და საშუალებით, თუნდაც თანამოძმის დაღუპვის ფასად. ამ შემთხვევაში ფეხების რაოდენობას არ აქვს დიდიმნიშვნელობა.
×
×
  • შექმენი...