Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. Siknadmo http://s52.radikal.ru/i135/1004/39/21a361a0a85d.jpg ოღონდ ლაზარევიჩ, მემგონი და არა რაზალევიჩ.
  2. ეს კანდიდატები კაი, ერთმანეთზე მეტად ბრწყინვისგან მაგათ თვალი ვინ გაუსწოროს, მაგრამ მე საერთოდ ზოგადად მინდა ვიკითხო ამდენი აჟიოტაჟი რის გამოა? (მე მაპატიეთ სიბნელე :ravic: ) დავუშვათ მერი გახდა X, ან Y, მერე? ამით რა იცვლება, ქლაქის მერი, თუნდაც დედაქალაქის, რა ამისთანა სასწაული ფიგურაა, რომ აგერ ხალხი ლამის ბიშკეკის გამეორებით იმუქრება, ან პირიქით, მეორე უკიდურესობაში ვარდება და ყველაფრის აზრს კარგავს, თუ მისმა სასურველმა კანდიდატმა ვერ მოიგო. შეგიძლიათ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც დაასახელოთ, რომლის დედაქალაქის მერს, რაიმე სერიოზული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ქვეყნის მასშტაბით? მე ასეთი არ ვიცი ნამდვილად. ერთი რასაც ვაკვირდები, ეს ადგილი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან იყო პლაცდარმი ქვეყნის პირველკაცობამდე, ეს ტრადიცია კომუნისტების შემოღებულია, ჯერ ქალაქკომის თავმჯდომარე ხდებოდი, მერე ცკ-ს მდივანი, ეს გზა გაიარეს კანდიდ ჩარკვიანმა, (მჟავანაძემ არ ვიცი) შევარდნაძემ, სააკაშვილმა (სხვა სათაურებით ოღონდ), ახლაც მანდ ვართ?? აკი გადავარდაო??? ის კვლავ ბრუნავს??? რაღაც ძალიან მეეჭვება რომ დავუშვათ მერი გახდეს არა სახელისუფლებო კანდიდატი და მერე მანდედან გახდეს ხელისუფლება, დღეს ეს გზა ძალიან მოძველებული მგონია, რავიცი... რავიცი... უბრალოდ რისთვისაა მთელი ეს აურზაური, მართლა არ მესმის. 2007-ში მთელი აქციების მთავარი ლოზუნგი იყო საპარლამენტო არჩევნების ვადებში ჩატარება, პასუხად მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნები და კაციშვილს არ გახსენებია პარლამენტის არჩევნები. შარშან მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომა იყო და პასუხად მივიღეთ მერის არჩევნები, კაციშვილს არ ახსოვს მიშას დღეები დათვლილი რომ იყო. არის ერთი ვაი-უშველებელი, რაზე, არ ვიცი. ასე პატარა ბავშვებივით სატყუარა გადაგდებულები დაესევიან ერთმანეთს და მიდის გამიშვი-გამატარე და გოუშვი ქოჩორს ხელი!!!
  3. სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიაცა და ბევრი მისი კარგი იდეაც დაღუპა და შეიწირა სწორედ ასეთმა აბსოლუტურად უაზრო და უადგილო გაფეტიშებამ, ძალიან ბევრმა შეგნებულმა და ასევე არანაკლებ გულუბრყვილომ.
  4. ქვეყანა კი არა, რაღაც ცუდი სიზმარია რაა.... ისედაც, სიუჟეტებიდანაც ძალიან უცნაურად გამოიყურება ეგ მაგათი დედაქალექი: უზარმაზარი გახსნილი სივრცეები, აქა-იქა, კანტი-კუნტად შენობები, გარშემო არც მთა, არც ბორცვი...
  5. shamili რუსეთუმეობას რაც შეეხება: ყველა ის პიროვნება და პარტია, ვინც 1991-92 წლების სამხედრო-კრიმნალურ გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა და იარაღის ძალით დაამხო კანონერი ხელისუფლება (ავი იყო თუ კარგი, თავად ფაქტზე ვამბობ), მათ შორის ვაჟა ადამიას "მერაბ კოსტვას" საზოგადოება, ირაკლი წერეთლის "ეროვნული დამოუკიდებლობის" პარტია, გიორგი ჭანტურიას "ეროვნულ დემოკრატიული" პარტია და სხვა კიდევ რამოდენიმე, არის რუსეთუმე კი არა კრემლის დაკვეთის პირდაპირი შემსრულებელი. ამიტომ რეგისტრაცია არ მისცეს კი არა, სამართლიანობა რომ არსებობდეს ამ ქვეყნად მთელს ამ ბანდას სამუდამო პატიმრობა უნდა ჰქონდეს მისჯილი კაი ხანია თავიანთი მოხუცი მამათელი ბელადიანად. ეხლა გახდნენ აქ ეროვნულები
  6. ვეფხვი ჰო, მერსედესებით გერმანიაში მარტო დამპალი კაპიტალისტები დადიან, ზანგები რომ ყავთ მაგ მერსედესებზე ჯაჭვებით გამობმული და ისე როდ დასრიალებენ!!! კომუნისტების დროს საშუალო ხელფასი იყო 120-130 მანეთი, 180-230 მანეთი იყო მაღალი ხელფასი, რამოდემე პროფესიის ხალხს (მაგალითად შახტიორებს) ჰქონდათ 600-700 მანეთი' ზაპოროჟეცი ღირდა 3600 მანეთი, მოსკვიჩი აზლკ სადღაც 4500, ვაზ 21011 - 6300 მანეთი, ვაზ 2106 - 9800, გაზ 24 - 15 000 მანეთი, მაგრამ რაც მთავარია, მანქანის შეძენა ყველას შეეძლო!!!! წყალი არ გაუვა!!!! ზედა კომენტარზე მარტო ერთს ვიკითხავ, თქვენის ნებართვით: მიშა რა შუაში იყო საერთოდ??? დასტურ!!!!
  7. Saturn და პირიქით: სადაც რუსები არიან ან იყვნენ, რომელი არაა დამხობილი და განადგურებული? მარტივი მაგალით, გერმანია, აბსოლუტურად ერთი ერი, დასავლეთი სადაც რუსები არ იდგნენ და აღმოსავლეთი - სადაც იდგნენ. ერი, რომელმაც მიაღწია მერსედესის და ბმვ-ს გამოშვებას რუსებმა მიიყვანეს იმ დონეზე, რომ ტრაბანტებს უშვებდნენ. ეს, ზალიან მარტივ მაგალითად რომ ვთქვათ.
  8. ვეფხვი მეფის რუსეთის დროს რუსეთმა გაანადგურა და მოსპო საქართველოში 800-მდე მომქმედი ეკლესია-მონასტერი, გააუქმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, დაგვინიშნა ეგზარხოსი და წირვა-ლოცვაც კი ზოგან აიკრძალა და ზოგან შეიზღუდა ქართულ ენაზე. რაც დატოვეს, გადაათეთრეს და გაძარცვეს თითქმის სრულად. რაც მათ გადაურჩათ, კომუნისტებმა დააგვირგვინეს. მიუხედავად უამრავი სისხლიანი ისტორიისა, ამ მასშტაბის და კატასტროფის ტოლფასი დარტყმა ქართულ ეკლესიას მანამდე საერთოდ არ მიუღია, თუნდაც მთელი მუსულმანური შემოსევები რომ გააერთიანოთ! აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლა-განათლება და საერთოდ ქართულ ენაზე საუბარი ჩამორჩენილობად და სირცხვილად ითვლებოდა, რომ არა ილია ჭავჭავაძის თაობა, დიდი შანსია, რომ ეხლა ჩვენ საერთოდ კირილიცით გვესარგებლა. რაც შეეხება ოსმალეთისა და სპარსეთისგან შემოსევებს, ეს ძალიან გრძელი თემაა და მოკლედ შემიძლია ასე გითხრათ: ერეკლეს რომ არ ეჩქარა, ცოტა ხანში საკმაოდ სერიოზული ალიანსები ყალიბდებოდა საქართველოს გარშემო ჩვენს სასარგებლოდ, როგორც სპარსეთის მიმართულებით, ისე წინა აზიისკენ. რაც შეეხება ოსმალეთს, იქ უკვე იმ დონეზე იყო არეული სიტუაცია, რომ ჩვენთვის კარგა ხანს ვერ მოიცლიდნენ. ფაქტია, რომ ვერც მოიცალეს, იმიტომ, რომ თავიდან აქ რუსული ჯარის უმნიშვნელო კონტიგენტი იდგა და ოსმალებმა არათუ მათი განეიტრალება, არამედ პირიქით - ახალციხე და ტაო-კლარჯეთიც კი დაკარგეს, მაშინ, როცა მთელი ჩრდილოეთ კავკასია მათ კონტროლს ქვეშ იყო და სამხრეთ საქართველოსთვის ომებშიც ლომის წილი სწორედ ქართველებს მიუძღოდათ და არა რუსებს. მოსახლეობას რაც შეეხება: 1918-1921 წელს საქართველოს მოსახლეობა იყო ამიერ კავკასიის მოსახლეობის 2/3, 1991 წლისთვის კი 1/3. ეს მითები, რომ რუსეთთან შეერთებისას ჩვენ 75 000 ვიყავით, უბრალოდ პროპაგანდული მითებია და მეტი არაფერი. ეს ციფრი თუ კი მართლა ვინმემ დათვალა, მასში ნამდვიალდ არ შედიოდა არც დასავლეთ(გვიან შეიერთეს რუსებმა), არც სამხრეთ(ოსმალების იყო) და არც ჩრდილოეთ საქართველო(იქაც გვიან ააღწიეს რუსებმა), ანუ ფაქტიურად მხოლოდ ქართლ-კახეთის მოსახლეობის ნაწილი თუ ექნებოდათ აღწერილი. ეკონომიკას რაც შეეხება და ფაბრიკა ქარხნებს: საქართველო კომუნისტობამდე იყო ხორბლის ექსპორტიორი ქვეყანა, მარტო ილია ჭავჭავაძის სათავადაზნაურო ბანკის 18 მილიონი ოქროა გამქრალი უგზო-უკვლოდ რევოლუციების შემდეგ (მაშინდელი კურსით ეს უზარმაზარი თანხაა). ამას დაუმატეთ კიდევ ის აუარება მსხვერპლი, რაც გამუდმებულ აჯანყებებს, რეპრესიებს, გაციმბირებებს, 25 წლიან ჯარის ბეგარას, იაპონიასთან ომს, ორ მსოფლიო ომს, 24, 36, 37, 53, 56, 89-2008 წლების სისხლიან ტერორს მოჰყვა და მერე იანგარიშეთ, როგორი ჩვენი "მაყვავებელიც" იყო რუსეთი!
  9. გასაუქმებელი იყო ეგ აჭარის ავტონომია 2004-შივე, ყველაზე მარტივი მაშინ იყო. ვითომ აფხაზების გულის მოსაგებად და რაღაც გაუგებარ პრობლემებს მოერიდნენ ვითომ უცხოელებთან. არადა ამ უცხოელებსაც ვკიდივართ და აფხაზებს ხომ საერთოდ და ეგ ავტონომია კი დაგვრჩა მტკივანი კბილივით, რა დროს და ვის ხელში აფეთქდება, კაცმა არ იცის. თან არანაირი გამართლება მაგის არსებობას უკვე აღარ აქვს, თავის დროზე ვითომ რელიგიური ნიშნით განსხვავებილი მოსახლეობა იყო, ეხლა არც ეთნიკური, არც რელიგიური, არც პოლიტიკური და საერთოდ არანაირი ნიშნით არ განსხვავდება ზოგადად აჭარისა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა. უბრალოდ ფულის საჭრელი ერთი კარგი და დიდი ცეხია. რაც პერსპექტივაში კარგს არაფერს უქადის საქართველოს.
  10. dire თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ ამ ქვეყანაში კიდევ თუნდაც ერთი სახელი და გვარი, რომელიც რაიმეს წყვეტს საერთოდ? შესაბამისად პროცენტები ზემოთ დავწერე
  11. dire ჩემის პირადი აზრით შეფარდება ასეთია 0%-100% ოღონდ ერთი განმარტებით, მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია საერთოდ არ არსებობ. რაც არსებობს, ეს ან ხელისუფლების დანამატი, ან დანამატობაზე მეოცნებე-მოჩალიჩე ან ხელისუფლებას მოწყვეტილი-მოშორებული ხალხია. ამიტომ რაც არ არსებობს, ის ვერაფერს დააშავებს. ჩემის აზრით, რასაკვირველია.
  12. გააჩნია "ოპოზიციას" რას და ვის დავარქმევთ! ესენი თუ ოპოზიცია არიან მაშინ შუაში კი არა, თავში არიან: ნინო ბურჯანაძე - ამათი პარლამენტის თავმჯდომარე; ზურაბ ნოღაიდელი - ამათი პრემიერ-მინისტრი; ირაკლი ოქრიაშვილი - ამათი თავდაცვის და კიდევ უამრავი რაღაცეების მინისტრი ირაკლი ალასანია - ამათი ხელისუფლების წევრი, 2008 წლამდე სავსებით ერთგული და ლოიალური (ოფიციალურად მაინც) ბერძენიშვილები და რესპები - ამათი თანამერევოლუციონერები და თავის დროზე საკმაოდ კარგი თანამებრძოლები ძიძიგური და დავითაშვილი - "ჩვენც დაგვარტყმევინეთ პენალტი" ხალხი, იგივე ამათი თანაგუნდელები თავის დროზე სალომე ზურაბიშვილი - ამათი მინისტრი გაჩეჩილაძე-გამყრელიძეები - ოდითგან მოქ-კავშირის ხაზინადარები შალვა ნათელაშვილი - ოდითგან "მოიდა ზურაბი" ჩვენ ყველა დანარჩენებიის დიდი ნაწილი - ამათი ამომრჩევლები და მხარდამჭერები (თავის დროზე მაინც, თუმცე მე ამომრჩეველი ნამდვილად არ ვყოფილვარ) სხვა ოპოზიცია იცით ვინმემ?? პასუხისმგებელი ყველა ვართ ამ ქვეყნის დაქცევაში, რათქმაუნდა მეტ-ნაკლები მონაწილეობითა და პასუხისმგებლობით, რაც მთავარია - შესაძლებლობებით.
  13. ზუსტად წინა კვირას მომიწია მანდ გავლა და ეგ ჩამოდღლეზილი "შეკიდული ჭერი" რომ დავინახე, მანქანა შევანელე და დავაკვირდი, ხომ არ მეჩვენება მეთქი. არადა მაგ "აკროპოლს" რომ აშენებდნენ, რამოდენიმეჯერ მომიწია მაგ შენობაში მისვლა და ძალიან მიკვირდა მაშინაც, სად იმ შენობის ძველი ფასადის ბარელიეფები და სად ეს ბერძნული არქიტექტურა მეთქი. ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ ეგ "სეკიდული ჭერი" არის ყველაზე იაფი!!!! მართლა, მე მაინტერესებდა ელიავაზე ზუსტად ეგეთი, აგარაკზე რაღაცაზე მჭირდებოდა ყველაზე იაფი და ეგ მანახეს, თბილისისაა და 5 ლარი ღირს კვადრატული, ეგეთი ზოლებიანი გამოდის, მაგაზე იაფი და უხარისხო სხვა არ არსებობს, როგორც არ უნდა ეძებოთ. ესეც ცალობით, ელიავაზე. მასე ბითუმად და თან სახელმწიფო უწყებისთვის ალბატ 2-3 ლარზე მეტს არ გადაიხდიდნენ რეალურად, მთავარია რამდენადაა გაფორმებული.
  14. დოჟილი. შემდეგი გაჩერება: გაგვიუქმეთ ადამიანის სტატუსი და დაგვირიგეთ ბაწრები ბოსტნებში დასაბმელად!!! გიხაროდენ!!!!
  15. ვეფხვი ყოველთვის მაინტერესებდა ეს ოქროს საწმისი და მედეა რითია ქართველებისთვის საამაყო და მნიშვნელოვანი. ჩემთვის პირადად ესაა ღალატის, გამყიდველოველობის, შვილის მიერ მშობლისა და სამშობლოს დაქცევისა და განადგურების სიმბოლო, ოქროს საწმისის დაკარგვა კი ბედოვლათობისა და უსუსურობის განცდის მეტს არაფერს აღძრავს ჩემში. ბერძნებმა რომ იამაყონ, კიდევ მესმის და ჩვენთვის რა არის ამაში საამაყო, არ მესმის ნამდვილად. მე მაპატიეთ, თუ რაიმე არასწორად მესმის.
  16. shamili ვყოფილვართ, მერე ინგლისელებს გადაგვილოცეს და მანდ დაგვერხა კიდეც.
  17. shamili ჩემის აზრით - არც ისე ძალიან: აბსოლუტურად დამოუკიდებლებია ერთმანეთისგან, ტონალურ მსგავსებას თუ არ ჩავთვლით. ვიცი ეგ ამბავი, მაგრამ არამგონია, რომ მაშინდელი გერმანიის ფაქტორი არ გაეთვალისწინებინათ. მარტივ მაგალითს მოვიყვან, თუ რას ნიშნავს "პროტექტორატი" სიმბოლიკაში: ესაა დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დროშები. ეს კი თანამედროვე საქართველოსა და მისი ერთ-ერთი ნაწილის - აჭარის სიმბოლიკა, აქ მთლად "პროტექტორატი" სიტყვა არ გამოდგება, მაგრამ ზოგადი პრინციპის ასახსნელად მემგონი საკმარისია. ეხლა დააკვირდით მაშინდელ გერმანიის იმპერიისა და საქართველოს რესპუბლიკის დროშებს.
  18. analgin მთლად მასეც არაა. მაგ დროშას აქვს თავის ისტორია და ასე ვთქვათ პირველწყაროც (თან შავი ფერით ზემოთ ) საქართველოს იმჟამინდელი რესპუბლიკა იყო გერმანიის პროტექტორატის ქვეშ, ჩემის აზრით, სწორედ ამ მოვლენამ იქონია ძალიან დიდი გავლენა დროშად სწორედ მაგ კომბინაციის მიღება, იმიტომ რომ იმჟამინდელი გერმანიის იმპერიის (ე.წ. კაიზერის გერმანიის) სახლემწიფო დროშა ასე გამოიყურებოდა: მსგავსება მემგონი ნათელია. ეს დროშა ეხლაცაა გერმანიის სახელმწიფო სიმბოლიკებში მოქმედი, ოღონდ სავაჭრო დროშის სახით. უფრო დაწვრილებით აქ იხილეთ: http://ru.wikipedia.org/wiki/Флаг_Германии
  19. მემგონი დე-ბუში-ზაციის პროცესები მიდის, ჯერ "ორანჟისტები", ახლა "ტიტისტები"....
  20. ლ ი ც ი იმაში, რომ დაუშვებელია საქართველოში ქართველი ადამიანი მართლმადიდებლობას ებრძოდეს, რათქმაუნდა! წინა საუკუნის დასაწყისში საქართველოში ქართველების ხელით მოკლული იქნენ ილია ჭავჭავაძე და და საერთოდ ენით აუწერელი ფაქტი, კათალიკოს-პატრიარქი კირიონი, სხვა რომ არაფერი მომხდარიყო იმ პერიოდეში, მარტო ეს ორი უბედურება და ღვთის გმობა საკმარისი იქნებოდა იმ საშინელი 70 წლიანი სასჯელისა, რაც ამის შემდეგ საქართველოს თავს დაატყდა კომუნისტების სახით. რამაც ფაქტიურად მანამდე ჯერ არ ნახული უბედურებები დაატრიალა საქართველოში, ფაქტიურად ლამის სრული გენოციდი განხორციელდა ქართული ჯიშის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ინტელექტუალური ელიტისა და საეკლესიო იერარქიების. გადარჩენილ უთაოდ და უხერხემლოდ დარჩენილ საკმაოდ ჭრელ მასას კი იმ დონეზე გადაუგვარეს შეგნება, რომ მის გამოსწორებას წლები და შეიძლება საუკუნეებიც კი დასჭირდეს. ისე, საინტერესო ისაა, რომ ერთ-ერთი პირველი უბედურება მაშინდელ საქართველოში რაც ბოროტების ამ ძალამ (კომუნისტებმა) დაატრიალა, საქართველოს კიდევ ერეთი პატრიარქის (ამბროსი ხელაია) მკვლელობა იყო. შემთხვევით არაფერი ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ პერიოდში რომ საქართველოს ეს ურჯულო მენშევიკები არ დაპატრონებოდნენ და რეალურად ღვთისმოსავი, ქართული მენტალობის მქონე ხალხის ხელში აღმოჩენილიყო მაშინდელი ჩვენი ქვეყანა, უამრავ უბედურებას გადავრჩეებოდით. დღესაც ასე არ გაგვიჭირდებოდა. თომცა იმდენად მცირე მეხსიერება აღმოგვაჩნდა, რომ ერთი საუკუნეც არ გვეყო იმისთვის, რომ იგივე საშინელება არ დაგვეტრიალებინა ჩვენს ქვეყანაში.
  21. ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. სახარებაჲ მათეს თავისაჲ 5-18 ქრისტე აღსდგა, გილოცავთ ყველას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ყოველთვის ვცხოვრობდით ისე, როგორც ვიმსხურებდით, ეხლაც ვცხოვრობთ ისე, როგორც ვიმსახურებთ, მომავალშიც, ღვთის წყალობით, ვიცხოვრებით ისე, როგორც დავიმსახურებთ. სულ ყურებზე სიარული რომ ვისწავლოთ, ამაზე ვერც მეტს და ვერც ნაკლებს ვერ ვეღირსებით ვერაფერს ვერასდროს. და კიდევ, ქართველები ყოველთვის ვიმარჯვებდით, როცა ვიბრძოდით არა ამქვეყნიურ კეთილდღეობისა და განდიდებისთვის, არამედ როცა ვიბრძოდით ღვთისა განდიდებისა და მისი ერთგული მსახურებისთივის. ყველაზე სასტიკი იარაღი, რაც კი მონახეს ჩვენს დასამარცხებლად და დასაცემად, სწორედ ამ ფასეულობათა გადატრიალება აღმოჩნდა, რამაც, სამწუხაროდ, საკმაოდ და სავალალოდ გაიდგა ფესვი ჩვენს ხალხში.
  22. არ არის ეს კარგი ამბები, რაღაც უბედურება აქვთ ჩაფიქრებული აშკარად. ასეთ ტერაქტებს, როგორც წესი, რაიმე ახალი დიდი უბედურებისთვის იყენებენ ხოლმე.
  23. გაუგებარი არც არაფერია. თქვენ გიხარიათ რომ არ ბრძანდებით მართლმადიდებელი, მაშასადამე აღაც ქართველი და ამ სიხარულს გამოხატავთ სიტყვით ჰურაა... ეს რომ ვინმე სხვისი ფრაზის ციტირება იყოს, მაშინ ავტორი მითითებული გექნებოდათ (მე ასე ვიცი), რადგან არაა, მე ჩავთვალე, რომ ეს თქვენი ფრაზაა, თუ მეშლება ბოდიში. მე კი მეამაყება რომ ვარ მართლმადიდებელი (ღვტის წყალობითა და შეწევნით) და ქართველიც. P.S. რაც შეეხება აი ამას: @ქართ-ველური ჯიშის წარმომადგენელი ეს ფრაზაც თუ თქვენ გეკუთვნით, მაშინ მე მოდერაციისა და ადმინისტრაციისგან კატეგორიულად მოვითხოვ ფორუმის წესებისდაცვით (2.1 ეროვნული,რელიგიური რასობრივი ან სხვა სახის შეურაცხყოფა, ქსენოფობია ამ ბატონის პასუხისმგებლობის დაყენებას პირადად ჩემი ეროვნების შეურაცხოფისთვის!!! @ქართ-ველური ჯიშის წარმომადგენელი
  24. ჭანო ყოველ შემთხვევაში არც მაგ პასუხებს ვებრძვი თავგამოდებით. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად. ზოგს იქნებ მართლა გვეამაყება ქართველობა, ზოგს კი ეს ეამაყება:
  25. მარტო ვაჟა ფშაველა რომ დავწერო, არაა საკმარისი? ადამიანის უფლებებით დაწყებული ზოგადასაკაცობრიო პრობლემებით დამთავრებული(დღეს ეს ტერმინებია ძალიან მოდაში), რომელი სფეროა ამომწურავად რომ არ აქვს პასუხები გაცემული
×
×
  • შექმენი...