Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. ეგ ნამდვილად არ ვიცი, ერთი ის ვიცი, რომ სსრკ-ს დროინდელი, ძველი თაობის ეგეთი ხალხი ახლებმა (ძირითადად მხედრიონის და უამრავი საძმოების სახით) ჩაანაცვლეს, ან საერთოდ მოსპეს. მაგალითად ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი ე.წ. "არსენას" (ჯემალ მიქელაძე) მკვლელობა, საკმაოდ საინტერესო ფაქტი იყო. როგორც მაშინ ხმები გამოვიდა, აფხაზეთის ომში, ჩვენი ჯარისთვის დასახმარებლად რუსეთში შეგროვილი საკმაოდ სოლიდური თანხა ჩამოიტანა საქართველოში და აქ საკმაოდ ცნობილ ხალხთან "შერატონ-მეტეხში" ამ საკითხზე მოლაპარაკებებიდან გამოსვლისას სასტუმროს კარებთან ჩაცხრილეს, თანხა, რასაკვირველია, გაქრა უკვალოდ.
  2. georgekh13 ამის გაგება არც ისე ძნელია, თუ სწორად გავაანალიზებთ მაშინდელ "მხარეებს". ერთი მხრივ იყო ეგ ეროვნული მუხტი, როგორც თქვენ ბრძანებთ. აი მეორე მხარეა ძალიან საინტერესო - პარტიული აქტივი-ნომენმკლატურა+კრიმინალური სამყარო+ე.წ."წიტელი ინტელიგენცია". მემგონი საკმაოდ ნათლად ჩანდა მაშინ ძალთა ასეთი განლაგება, ყოველშემთხვევაში, მათთვის, ვისაც ამის დანახვა უნდოდა და არ წარმოადგენდა თავად "მხარეს".
  3. mtidan მითუმეტეს გამოცდილება, თან წარმატებულიც კარგი აქვს!
  4. ისე მე ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდის საიტზე მინახავს ოფიციალური წარმომადგენლობების ნუსხაში სომხეთიცა და აზერბაიჯანიც, ძალიან იშვიათად საქართველო რომ იყოს. იგივეა ელექტრონიკის ბრენდებზეც. თბილისის "წარმომადგენლობები" ძირითადად დუბაიდან მარაგდებიან და არა მწარმოებლის საწყობებიდან.
  5. მე ის ვერ გავიგე, აგერ უკვე მესამე წელია მაინცდამაინც ამ აცივებას რას ელოდებიან? რას დაყინეს ეს საწყალი ხალხი?
  6. გილოცავთ, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ, ჯანმრთელი და ბედნიერი ყველა თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად!!!
  7. Grig კარგი მოვლით არ ფუჭდება ნამდვილად. ვაქირელი ვარ და მაქვს ვაქირულაც და შანიძეც. შანიძეა უწამლი, ვაქირულა ჩვეულებრივად იწამლება. კომუნისტების დროს მოაშენეს ეგ ჯიში მანდ რამოდენიმე სოფელში, როგორც ამბობენ საშამპანურე მასალად იყენებდნენ დანამატის სახით. საკმაოდ ძვირიც ღირდა თავის დროზე. რქაწითელს 30-40 კაპიკი რომ იყო ჩაბარების ფასი, მაგას მანეთსა და 20 თეთრად იბარებდნენ. მაგიტომაც გავრცელდა მაშინ ეგ ჯიში მანდ. სარგებლობის რა გითხრათ, მაგრამ ჯანმრთელობისთვის მავნეობის ნამდვილად არ მჯერა, ბოლო-ბოლო პაპაჩემი მთელი ცხოვრება მაგა სვამდა და 84 წლისა გარდაიცვალა, 80 წლამდე კი არაფერს უჩიოდა ჯანმრთელობის მხრივ საერთოდ შენახვით მე პირადად 2 წელზე მეტი არ შემინახია, მაგდენი არ მაქვს, ვინც სინჯავს, ყველას მოსწონს. საქეიფოდ საკმაოდ "მძიმე" ღვინოა, წესით 2-3 ჭიქაზე მეტი არც უნდა დალიო, განსაკუთრებით ვისაც წნევის პრობლემა აქვს. 2-3 წლის უკან დაიწყეს 2000 ლარის დარიგება მათთვის, ვინც ამ ჯიშის ვენახს გაჩეხავდა, რატომ, ნამდვილად არ ვიცი. ისე მოსავლელად საკმაოდ შრომატევადია და მოსავლიანობით კი მცირე გამოსავალი აქვს აშკარად.
  8. Grig არ ვარ უცხოეთში, მაგრამ მაინც დავწერ: ეტყობა მოძმე საფრანგეთს ვეხმარებით და მაგიტომ!!! Во Франции создали штаб по борьбе с нехваткой топлива http://lenta.ru/news/2010/10/18/fuel1/ ბოლო-ბოლო მაგათი გადარჩენილები ვართ.
  9. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყოველი ქართველი, სადაც არ უნდა იყოს და ყველა, ვისაც საქართველო უყვარს!!!
  10. ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად! აფხაზეთში "სამხედრო საბჭოს" შენაეღტები შევიდნენ 1992 წლის 14 აგვისტოს სარკინიგზო ხაზებისა და კვანძების დასაცავად. ეს ოფიციალურად! სარკინიგზო ხაზებს მაშინ ბლოკავდნენ ე.წ. ზვიადისტები. ერთადერთი აფხაზეთშიღა იყვნენ, სადაც ვერ ახერხებდა მხედრიონი და შევარდნაძ მათ დარბევა-დახვრეტას. ამ ნაწილების იქ შესვლა სრულიად შეთანხმებული იყო არძინბასა და აფხაზეთის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან. ეს თავად შევარდნაძესაც კი არაერთხელ უთქვამს. არაოფიციალურად და რეალურად კი იქ ჯარები შევიდა იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დამთავრებულიყო და კვლავ რუსეთის კოლონიალურ მდგომარეობას დაბრუნებოდა, რაც შემდგომში განხორციელდა კიდეც პრინციპში.
  11. Siknadmo თქვენ მართლა გჯერათ, რომ ის ხალხი ზვიადს ებრძოდა და ესროდა ტყვიას? შედეგებმა მაინც ვერ დაგარწმუნათ, რომ ეს ასე არ იყო? ან მეორე მხარე გგონიათ რომ ზვიადს იცავდა? იქნებ საკუთარ თავსა და მომავალს?!
  12. ძალით და ყვითელი ავტობუსებით მაშინ მიტინგზე არავინ გაყავდათ უბრალოდ ხალხს უნდოდა, რომ არ შერიგებოდა იმ უსამართლობას და პირველ რიგში უნდოდათ რომ ეს დაენახვებინათ ერთმანეთისთვის და რათქმაუნდა სხვებისთვისაც. სხვას საამისოდ ხალხი ვერაფერს გააკეთებდა. მებრძოლებმა (პატიოსნებმა), რაც შეეძლოთ - იბრძოლეს, არაპატიოსნებმა ღალატი არჩიეს. ხალხს სხვა რა შეეძლო? დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდებოდა ასეთი გამოსვლები მაშინ მეტ-ნაკლები ინტენსივობით, რასაკვირველია. რაც მთავარია ყოველგვარი მატერიალური და სხვა სახის დაინტერესების გარეშე. უბრალოდ მერე, 1992-ის მერე, ამ ყველაფერმა აზრი დაკარგა და გადავიდა კიდეც მარაზმში.
  13. ჯერ ერთი: და მეორეც ერთი, მაგ უბედურების მომწყობთ იმ მრავალათასიანი მიტინგების უფრო ეშინოდათ და აღელვებდათ სწორედ ეგ პროტესტი, მაგიტომაც ხვრეტდნენ ასე უმოწყალოდ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე შეეჩერებინათ ეს მასობრივი პროტესტი, თორემ შეიარაღებული ხალხის განადგურება, როგორც წეღან ვთქვი, მათთვის უბრალო სტატისტიკა იყო მაგ პერიოდში.
  14. Siknadmo ეს საერთოდ სხვა თემაა, ამაზე მეც ძალიან ბევრი მიფიქრია. უბრალოდ მაშინ ეს ამბავი გადაწყვეტილი იყო, ვისაც და რამდენსაც არ უნდა აეღო ხელში იარაღი, არანაირი აზრი არ ქონდა, უაზრო მსხვერპლი იქნებოდა მარტო. თან აქედან ადვილია ეხლა საუბარი, მაგრამ მაშინ აბსოლუტურად სახვა რეალობა იყო. ბოლო-ბოლო ვაკეში ქონდათ რუსებს გენშტაბი და რა იარაღსაც ერთი მხარე იშოვიდა, ორი იმდენს იმდღესვე მეორე მხარე აშოვნინებდნენ. თვითონ კი უბრალო სტატისტიკას აღიცხავდნენ მერე, რამდენი ქართველი გაწყდა ამ დღესო. აი 1992 წელს კი ნამდვილად იყო შანსი, რომ არა დიდი ღალატი თითქმის ყველა მიმართულებით.
  15. Siknadmo რატომ იყო უარესი? უბრალოდ მაშინ ადამიანებს გულუბრყვილოდ სჯეროდათ ამ ქვეყანაზე სიკეთის და ფიქრობდნენ, რომ თუ ამ ტრაგედიას მსოფლიო ნახავდა (იქ სი-ენ-ენ-ის რეპორტიორები იღებდნენ მაშინ მაგ დახვრეტას), მათ ვინმე გამოესარჩლებოდათ და უშველიდათ. გასაკვირი ისაა ნამდვილად, რომ 20 წლის მერეც ჯერათ საქართველოში ისეთივე გულუბრყვილობით ამ სიკეთის, მიუხედავად ამდენი თვალსაჩინო მაგალითისა, რომ სხვა არავინაა ჩვენი მშველელი. ისე სათაურს რაც შეეხება, საქართველოში მართლაც 20 წელზე მეტია პერმანენტული საომარი მდგომარეობაა და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ საერთოდ კიდევ ვვარსებობთ.
  16. ძალიან მარტივია ყველაფერი, ქვეყნებში სადაც ხალხი ნებით არ იღებს გარყვნილებას ცხოვრების წესად, ცდილობენ ეს ძალით მიაღებინონ. ამის გამოც ისჯებიან ასეთი სიმწვავით სერბები.
  17. ძირითადად "კაი პაეზდკებია", ორივე მხარისთვის. ისე მაგარი სასაცილოა, ჟენევამდე 5000 კმ-ზე მეტია მგონი და ცხინვალამდე სადღაც 70-80 და ამათ რომ რამის მოლაპარაკების სურვილი ქონდეთ, ამ სიშორეს რა ჯანდაბა უნდათ? თუნდაც ახალგორში ვერ მოილაპარაკებენ?
  18. აი ამის შემდგენელი მათემატიკის გვერდით ჩავლილიც კი რომ არ არის ეს გასაგებია, მაგრამ ელემენტარული ჩვენი დროის (ბნელი რომ იყო კაცობრიობა, რევოლუციამდე) მესამე კლასის დონის წერა კითხვაც რომ არ იცის, ესეც ფაქტია!!!! აქ "=" სიმბოლო კი არა, უნდა იყოს ტირე, დეფისი " - ", რაც შესაბამისობას ნიშნავს, თორემ "=" არის ტოლობის ნიშანი და მანდ რა შუაშია საერთოდ??? მაგრამ დეფისით ამ "სიბრძენს" ეშხი დაეკარგებოდა და რა ქნას?!
  19. ჩემის აზრით ყველა კლასში ნამდვილად არ უდნა იყოს ხატები, იმიტომ კი არა, რომ ამით ვინმე არამართლმადიდებლის უფლებები ირღვევა, არამედ იმიტომ, რომ ეს, ძალაუნებურად, შეიძლება თავად ხატის უპატივცემულობის მიზეზი გახდეს, ბაშვები ხან იცელქებენ, ხან "იჩხუბებენ", შეიძლება იბილწსიტყვონ კიდეც. ისევე, როგორც ოჯახში ყველგან არ შეიძლება ხატების დაკიდება, მაგალითად საძინებელში, სამზარეულოში და ა.შ. ისევე, როგორც ოჯახში, სკოლაშიც თუ იქნება კონკრეტულად გამოყოფილი კუთხე საამისოდ, სურვილის შემთვევაში მივა მასთან მსურველი შესაბამისი მოწიწებითა და გულისყურით. თუ ვინმეს სურვილი ექნა და ამის საჭიროებაც გაჩნდება გარკვეულ რაიონებში, არაა აუცილებელი რომ მარტო მართლმადიდებელი კონფესიის კუთხეები იყოს, მაგალითან იქ, სადაც მუსულმანები სწავლობენ, შესაძლებელია მათაც ჰქონდეთ შესაბამისი ადგილი. პედაგოგებმა და მაგ მანდატურებმა სწორედ მანდედან უნდა ასწავლონ ბავშვებს შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა. მე მაგალითად ებრაელი თანამშრომელი მყავდა და ყოველდღე, შესაბამის საათებზე კითხულობდა თავის ლოცვებს და ეს სხვებში პატივისცემის მეტს არაფერს იმსახურებდა. ხატი საერთოდ არ უნდა იყოს სკოლაში, იმიტომ, რომ შაშკინის რეფორმით არაა გათვალისწინებულიო, ეს მარაზმია სრული. იმდენი "შაშკინი" უნახავს მართლმადიდებლობას, ეს შაშკინი მართლა სასაცილოა იმათთან შედარებით.
  20. არაერთხელ მითქვამს და აქაც კვლავ გავიმეორებ: ესენი არიან ტიპიური კომკავშირლები, აბსოლუტურად ერთი-ერთში, უბრალოდ მათ არ გაუმართლად და დროში აცდნენ იმ ეპოქას, როცა ასეთ ადამიანებს ერქვათ კომკავშირლები. ლოზუნგი: "რელიგია ხალხისთვის ოპიუმია" კვლავ ყველაზე აქტუალურია მათთვის. უბრალოდ ჩვენ, მათგან განსხვავებით, ზოგს ნანახი გვაქვს და ზოგს კი განაგონი, ასეთმა კომკავშირლება როგორ და რით დაამთავრეს. ზუსტად ასევე ეგონათ იმ ძველ კომკავშირლებს, რომ აბსოლუტურად უშეცდომოები, ნოვატორები და პროგრესულები იყვნენ.
  21. newstudio ჰო, შემშლია, ბოდიში , მაგრამ მაინც. 15 მილონი ცოტაა ქუჩების დასახაზად? თან კვირაში ერთხელ ხომ არ ხაზავენ? სხვა რას აკეთებს ეს ორგანიზაცია??
  22. lasha_alo ეს მომსახურება კონკრეტულად რაში გამოიხატება, ვერაფრით ვხვდები. ერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ თუ არასწორად გააჩერებ მანქანას, მაშინ მოვა ევაკუატორი და წააცუხცუხებს შენს მანქანას, ეს გასაგებია და მესმის, უმეტეს შემთხვევაში ვამართლებ კიდეც. ამაში უკვე ცალკე გადასახადია ხომ ჯარიმის სახით?! დანარჩენი??? ახალი ავტოსადგომები, არა კერძო საკუთრება (სადაც მაინც იხდი დგომის საფასურს), ვინმეს სადმე გინახავთ, ან გაგიგიათ?? ძველები რომ დახაზეს და რაღაც ტრაფარეტები დაკიდეს, ეს ჯერ ერთი შარშანვე ქნეს, და მეორეც - თბისლისში დაახლოებით 300 000 მანქანა დადის, ანუ 300 000 X 50=150 000 000 ლარი. ასორმოცდაათ მილიონად მემგონი იმდენ საღებავს იყიდი, სადგომებს კი არა, ნახევარ თბილისს გადაღებავ. აი ეს მომსახურება სხვა რაში გამოიხატება?? მართლა მაინტერესებს!
×
×
  • შექმენი...