Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. ქართველი მღვდლები, როგორც ასეთი, იმდენად უფლებაშეზღუდულნი იყვნენ, რომ მათი ვინმეს სამსახურში ყოფნას აზრი არ ქონდა. წირვა-ლოცვაც კი აკრძალული იყო ქართულ ენაზე. დაკვირვებით წაკითხვას რაც შეეხება, ეგ ფრაზა კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განიხილოთ და წაიკითხოთ საერთოდ. აი საიდანაც ეგ ნაწყვეტია, ის ტექსტი რომ საიკითხოთ სრულად, მაშინ არანაირად აღარ დაგრჩებათ ეგეთი შთაბეჭდილება, რომ აქ "ზოგადად სამღვდელოება" იგულისხმება.
  2. ილიას დროს საქართველოში არ არსებობდა საერთოდ არც ქართული საპატრიარქო, არც სინოდი და არც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ასეთი. ილიას ეს სიტყვები კი ეკუთვნის რუს ეგზარქოსებსა და მათ "მოღვაწეობას" საქართველოში. ღმერთი თქვენსკენ!!!!
  3. ანუ სულ 700 000-ზე მეტი, ეს თანხა რომ რომელიმე ოსისთვის მიეცათ, საათნახევარში თბილისში ჩამოიყვანდნენ კოკითს მთელი თავის მთავრობიანად. რაღა რეინტეგრაცია გვინდოდა? მანდმაინც
  4. კარგია ეს სია რომ დაიდო. და საპატრიარქო ან სინოდი სადაა აქ? რომელია ამათგან? კიდევ კარგი, ის მაინც რომ აღუნიშნავთ, რომ არცერთი სასულიერო მოღვაწე საბიუჯეტო თანხებიდან არანაირ ხელფასს არ იღებს.
  5. მერე იქნებადა ეცნობა ეს უკვე შესაბამისი ეპარქიების მრევლს? ამაზე კითხა პაიჭაძემ ან სხვამ ვინმემ მაგ მრევლს? აი ესაა სწორედ პრობლემა, საპატრიარქოს "ორგანიზაციად" აღქმა. ეს უკვე ძალიან ინდივიდუალურია და უფრო რჭმენის სფეროდანაა. ან ჰო, ან - არა. ამაზე ვერავინ ვერავის ვერაფერს აუხსნის. ნუ იქნებით ამაში დარმუნებულითქო, მეტი როგორ ვთქვა?
  6. Siknadmo რა დისკუსია, რა დიალოგი? ვერ მივხვდი? მე ვამბობ, რომ საპატრიარქოსა და სინოდში შიგნით რა ხდება, მის გარეთ მყოფებმა ნაკლებად ვიცით სრულად და უბრალოდ ეს ჩვენი განსახილველი არაათქო. ვინ რა დიალოგს გაურბის? რაც შეეხება: ამაში დარწმუნებული ხართ რომ ამ თანხას ვნიმე მართლა იღებს, უფრო სწორად ვინმე მართლა უხდით??? ძეგლთა დაცვის კუთხით თუ იგულისხმება, ეს სხვა თემაა.
  7. Nukriko ეგეთი რამე ჯერ კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა და პირიქით კი - იცოცხე, ოხრად P.S. საპატრიარქო NGO არ არის ხალხო ვინმემ რამე რომ უკონტროლოს და არც პარლამენტი, ვინმე იქ არჩევნებით რომ იყოს მოხვედრილი და ის არკვიოთ, კარგად ასრულებს მოვალეობას, თუ ცუდად.
  8. არადა ეს უბედური თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მამა არჩილ მინდიაშვილის ძმისშვილია, მე რამდენადაც ვიცი.
  9. Siknadmo - папа, папа! этот Гоги обзывается! - как? - он говорит: сомехо, сомехо! - ну, ты тоже скажи: картвело, картвело! - я говорю, а он не обижается!
  10. ერთი რამ ფაქტია, როგორც იქნა კავკასიაში რუსების მიერ დატრიალებულმა ტრაგედიამ თავად რუსებს მიუკაკუნა კარებზე. ანუ ბრძოლა გასცდა უკვე კავკასიის ტერიტორიას და დაიწყო მათსავე ტერიტორიაზე, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, თუნდაც მოსკოვისა და პეტერბურგის, ან სხვა დიდი რუსული ქალაქების დე-"ჩორნოჟოპიზაციით", მთლიანად რუსეთის ფედერაციისთვის ეს სერიოზული დამანგრეველი ნაბიჯია, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ რუსებისთვის ცუდია. აი ჩვენთვის კი კარგი ნამდვილად არაა, მემგონი ამ ეტაპზე.
  11. alex ჰო, მართალი ხართ, ჭოვა-თუშები ვიგულისხმე. კავკასიის ხალხები ოთხ ენობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან: კავკასიურ (ან პალეოკავკასიურ), ინდოევროპულ, თურქულ და სემიტურ. როგორც მიიჩნევენ, კავკასიურ ენებზე მოლაპარაკენი აქ ოდითგან ცხოვრობენ, დანარჩენი სამი ჯგუფის წარმომადგენლები კი, ისტორიული წარსულის სხვადასხვა პერიოდში მოვიდნენ. კავკასიურ ენათა ჯგუფიდან სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობენ ქართველები (ქართული ენის ქართული, მეგრულ-ჭანური (ლაზური), სვანური განშტოებებით). ჩრდილო-კავკასიელთაგან ამ ენობრივი ჯგუფის ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები არიან ჩეჩნები, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, და ყაბარდოელები, რომლებიც ყუბანისა და თერგის აუზებში ცხოვრობენ. მათ გარდა, ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს. ამავე ენობრივ ჯგუფს ეკუთვნიან აფხაზები, ინგუშები, ადიღები, ლეზგები და ზოგი სხვა. კავკასიურ ენათა ჯგუფიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი ქართულია, თავისი დიალექტებით. მათ ერთად ქართველურ ენათა ჯგუფს მიაკუთვნებენ. კავკასიურ ენებში ცალკე გამოყოფენ აფხაზურ-ადიღეურ და ნახურ-დაღესტნურ ჯგუფებს. აფხაზურ-ადიღეური ჯგუფი მოიცავს ყაბარდოულ (ჩერქეზულ), ადიღეურ და უბიხურ, აგრეთვე, აფხაზურ და აბაზურ ენებს (ამ ორმა უკანასკნელმა ქართულის ძლიერი ზეგავლენა განიცადა). ნახურ-დაღესტნურ ჯგუფს ხშირად ორ ცალ-ცალკე ქვეჯგუფად - ნახურ და დაღესტნურ ქვეჯგუფებად - ყოფენ. ნახური მოიცავს ჩეჩნურ და ინგუშურ ენებს, დაღესტნური კი, წარმოდგენილია ავარულ-დიდოური, ლაკურ-დარგოული და ლეზგურ ენებით. ზოგი მკვლევრის აზრით, არსებობს კავკასიურ ენათა ორი ოჯახი: პირველი - ქართველური, რომელიც აერთიანებს ქართულს და მის მონათესავე ენებს, და მეორე - ჩრდილო-კავკასიური, რომელიც მოიცავს დაღესტნურ და აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფებს. ინდოევროპელი ხალხებიდან სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობენ სომხები, რომელთა წინაპრებს ძვ.წ. I ათასწლეულში ანატოლიიდან მოსულებად მიიჩნევენ. მეორე ძველი ინდოევროპული ჯგუფია ოსები, რომლებიც დიდი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ და ითვლებიან აღმოსავლეთ ირანიდან მოსული მომთაბარეების შთამომავლებად, რომლებიც ძვ.წ. VII-ახ. წ. IV საუკუნეებში მოძრაობდნენ სამხრეთ-დასავლეთის სტეპებში, ვიდრე იქიდან ჰუნებმა არ განდევნეს. ისინი ალანების სახელით იყვნენ ცნობილი. ხანდახან მათ სკვითებისა და სარმატების სახელითაც იხსენიებენ. ინდოევროპელებს განეკუთვნებიან სლავური ჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც ძირითადად რუსებითა და უკრაინელებით არიან წარმოდგენილნი. გარდა ამისა, ინდოევროპულ ჯგუფს წარმოადგენენ ქურთები, თალიშები, თათები, ბერძნები, ბოშები, განსახლებულნი კავკასიის სხვადასხვა არეალში. თურქულენოვანი ჯგუფი წარმოდგენილია აზერბაიჯანელებით სამხრეთ კავკასიაში. ისინი შერეული ეთნიკური წარმომავლობისანი არიან, ფიქრობენ, რომ ისინი, ნაწილობრივ მაინც, ჩამოყალიბდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიის მკვიდრი მოსახლეობისა და მიდიელების შერევის შედეგად. მათი სპარსიზაცია მოხდა სასანელთა ბატონობის პერიოდში (III-VII სს.), თურქიზაცია კი - სელჩუკთა დაპყრობების შედეგად XI საუკუნეში. ჩრდილოეთ კავკასიაში ამ ენობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან ყივჩაღური მოდგმის თურქული ხალხები: ყუმუხები, ნოღაელები, ყარაჩაელები, ბალყარელები. ყუმუხები, ისევე როგორც თურქული მოდგმის სხვა ხალხები, ძირითადად, მუსლიმები არიან. რამდენიმე საუკუნის მანძილზე მათი ენა lingua franka-ს ფუნქციას ასრულებდა რეგიონში, მაგრამ XX საუკუნეში რუსულმა გამოდევნა. როგორც ფიქრობენ, ნოღაელები ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდნენ ოქროს ურდოს დაშლის შედეგად. მათი უმრავლესობა მომთაბარე იყო XX საუკუნემდეც კი. ყარაჩაელებისა და ბალყარელების წარმომავლობა მთლად ნათელი არ არის. სემიტური ჯგუფის ერთადერთი წარმომადგენლები კავკასიაში ასირიელები არიან. თურქების მიერ დევნილმა ასირიელებმა რუსეთის იმპერიის ტერიტორიას თავი I მსოფლიო ომის დასარულს შეაფარეს. ძირითადად, ქალაქებში ცხოვრობენ.
  12. დიდოელები, ინგუშები, ჩვენი თუშები, ერთი ძირის ხალხია ეგ. ყველაზე მეტად მონათესავე იბერიელების.
  13. გილოცავთ, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ ჯანმრთელი და ბედნიერი ყველა თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად!!!
  14. მე რატომღაც მგონია, რომ მთელი ეს "ანტი-კავკასიური" ორომ-ტრიალი არის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მშვენიერი იდეა და მას, შესაბამისად, ყველანაირად ხელშეწყობა ექნება. აი დღეს კიდევ ერთი 19 წლის ახალგაზრდას მკვლელობა გახდა ცნობილი, ასევე კავკასიელების მიერ მოკლულისო. http://www.newsru.com/russia/13dec2010/pkazakov.html ეგ იქაური "რა დროს ეხლა ეგაა, მტერი 40 კმ-შია" ამბავია. არადა უკვე მომრავლდა რუსეთის მთელ რიგ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები, ე.წ. "რისხვის დღეები" (день гнева), ოპოზიციის გამოსვლები მოსკოვსა და პეტერბურგში და ა.შ.
  15. Siknadmo რატომ უნდა შეუქმნან?? თვითონ შეიქმნან, თუ ამის თავი აქვთ. მაგას ვამბობ ზუსტად, რომ ამ იმპერიულ ამბიციებს აყოლებენ თავიანთ თავსა და ქონებას. რა რეალური ხეირი შეიძლება ნახოს რუსეთმა კავკასიაში იმის საპირწონე, რაც აქ ხარჯი აქვთ? მარტო ე.წ. სამხრეთ ოსეთი რაც უჯდება, საშუალო ზომის მინიმუმ 2 გუბერნიას აცხოვრებს ნორმალურად თავის ტრიტორიაზე და თავისი მოსახლეობაც არ ეყოლება გაბომჯებულ-გალოთებული.
  16. მანამ, სანამ რუსები თავად არ გადაწყვეტენ, რომ თავი უნდა დაანებონ ამ უაზრო რაღაცა ფედარაციის სუბიექტებს და არ მოითხოვენ რუსეთის, როგორც ასეთის, ეთნიკურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, მანამ არაფერი ეშველეად და ვერ დაალაგებენ ვერანაირად თავის სახელმწიფოს, სულ ასეთი ბარდაგი, ომი და გადატრიალებები ექნებათ. ყველა იმპერიის ბოლო ეგ იყო, იმპერიას ხრავდნენ და ჭამდნენ პროვინციები. რაც ადრე მოიშორებენ ამ სულელურ იმპერიას და ჩამოაყალიბებენ თავიანთ ასხელმწიფოს, მით მალე ეშველებათ. ყველა იმპერია მიხვდა ამას კაი ხანია, მაგათ გარდა.
  17. kisa ეს დამავიწყდა ბოლოში, თორემ ხომ არ მოვხვდებოდი? ამ პოსტისთვის მაინც, ყოველშემთხვევაში
  18. Siknadmo ეხლა რა რა და შალვაზე გაცილებით ლამაზია, რაც არ უნდა თქვათ!!! P.S. თუმცა სილამაზე ნამდვილად არ ნიშნავს, რომ უკეთესი პოლიტიკოსია
  19. ეს პრინცი ჩარლზი ქუჩაში მარტო ერთი მანქანით რატომ მოძრაობს?? რატომ არ დაყვება წინ და უკან 15-20 შავი ლენდ-კრუიზერი და 5-6 კორტეჟის მანქანა? ან მაგის მოძრაობისას ქუჩაში მოძრაობა რატომ არაა გადაკეტილი??? პრინცია, თუ ბაზრობის დირექტორი??
  20. საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ორ პარტიას აქვს შანსი რეალურად ხანგრძლივად და რაც მთავარია - შეუქცევადად მზარდ პოზიციებზე იარსებოს. 1. ნაყროვანთა პარტია ლოზუნგით: მასვი, მაჭამე, მამღერე, მერე რამე გამოჩნდება. 2. ბანკებისადმი დავალიანების მქონე მოქალაქეების პარტია ლოზუნგით: არა მაქვს ძმაო და რა მოგცე?! დანარჩენები იმდენად არიან დამოკიდებული კონკრეტულ ინდივიდებზე, რომ პარტია კი არა, ერთგვარი "ტუსოვკები" უფროა, სადაც, როგორც წესი, ბოლო-ბოლო მოგბეზრდება და დაიშლები.
  21. ირაკლი75 მიქშერით გადადის ვარსკვლავეიბიანი ლურჯი დროშა იგივე დროშის სხვა კადრზე, ობამა რომ გასვლას იწყებს, იმ მომენტში.
  22. აი ესეც მაგარია ძალიან!!! "მიშა მაგარია"-ს ბელორუსიული ვარიანტი.
  23. არაა დადგმული, იქაური "ღამის შოუა". აქაურში ბენდუქიძეს რომ ვალსი აცეკვეს, მასეა ესეც
×
×
  • შექმენი...