-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
აუფ, სხვა ვერ კითხე ვერაფერი, წარმოგიდგენია რეებს მოყვებოდა ეგეთ ტიპებს ეგრევე კვანტურ ფიზიკაზე უნდა კითხო ხოლმე
-
გაფიცებ ესეთ რამეებს შენ თვითონ იგონებ თუ ვინმე გეუბნება?
-
მაშინ როდესაც ამერიკას დიდი დეპრესიის წლები ედგა და ხალხი შიმშილობდა იეღოვას მოწმეებიც შესაბამისად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, თუმცა იჭირვებდნენ და საგუშაგო კოშკში მიჰქონდათ შეწირულობები. კოშკის პრეზიდენტმა კი 10 საძინებლიანი ვილა არ იკმარა და 16 ცილინდრიანი კადილაკი შეიძინა საგუშაგო კოშკის თანხით. 6 ცილინდრიანი ხომ შეეძლო, ან 8-იანი, ბოლო ბოლო ამ გაგანია კრიზის და შიმშილობის დროს 12 ცილინდრიანი მაინც ეყიდა, მარა არა, რატომ უნდა მოეკლო, რა ზედმეტ კითხვას დაუსვამდა ვინმე, მაგალითად აზრი, თუ რა. იხილეთ რუთერფორდი თავის 16 ცილინდრიან კადილაკზე ამხედრებული. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0f/Rutherford_Beth_Sarim.jpg/800px-Rutherford_Beth_Sarim.jpg უკაცრავად ეს კუპეა კადილაკის. 16 ცილინდრიანი ლიმუზინი აი ეს არის. 2 ავტო იყიდა, ერთი არ ყოფნიდა http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/0/01/Judge_Rutherford_Cadillac.jpg
-
Nukriko ეხლა უკვე ვღადაობ, მარა სანამ წავიკითხავდი ამ ფენომენზე ფსიქოლოგების დასკვნებს ვერ ვხვდებოდი. ესე დაპროგრამება თუ შეიძლებოდა ადამიანის არ მეგონა ნამდვილად. იქით ნახე იეღოველების თემაში კორუფციის ფაქტებს ვუდებ და ნახე რა დღეშია რეებს მპასუხობს, შედი გაერთობი.
-
აზრი ანუ თუ შენი დაწერილი ადამიანს არ მიაჩნია სინამდვილედ, მაშინ ის ვერ აღიქვავს წაკითხულს? იქნებ სისულელე დაწერე, ამას რატომ არ უშვებ? ზედმეტად ამბიციური ხომ არ ხარ? თუ უშვებ თუნდაც 1%-ს რომ ცდები? თუ უშვებ, მაშინ ესე აგდებით არ მიართავდი ადამიანებს ვინც არ გეთანხმება, როგორც ჩანს დარწმუნებული ხარ რომ სხვა სიმართლე არ არსებობს გარდა შენისა და ვერ ხვდები თუ რატომ არ გეთანხმებიან ადამიანები. ეს ტიპიური საგუშაგოს კოშკის პროპაგანდის მსხვერპლის დაავადებაა.
-
-
ხვალ რომ სხვა ჟურნალისტს დაიჭერენ მერე კიდე გაუშვებენ ვიდეოს ის ონეგინია თუ გაგარინი სომხების პატრიარქი და პიზდეც ხალხი გადაირევა ისევ და ჟურნალისტები კიდე ციხეში დალპებიან.
-
ბაბუს ვეთანხმები 2 ხელის აწევით. გადაფარა მიშამ ჟურნალიტების დაპატიმრება და თან ეხლა ვიდეო და სურატებია აქვს დასადასტურებლად რომ თუ ის წავა აქ ირანი იქნება. დაწმუნებული ვარ იქ მყოფთა 90% არც იცოდა რა კანონი მიიღო პარლამენტმა. 1 კვირაა რაღაც ცუდ კანოს ახსენებენ, თან სოციალურ ქსელებში გაზეთებში დაემატა რო სომხებს ეკლესიები მიაქვთ რაც ჩვენზე ისე მოქმედებს როგორც წითელი ნაჭერი ხარზე. შედეგად მრავალათასიანი პროტესტი. და სიტყვის თავისუფლებას ისევ დ_ყნ_ავს მიშა როგორ ჯერ არასდროს. ამიერიდან, ჟურნალისტებო იცოდეთ, რო თუ ბევრს გაახურებთ ხმის ამომღები არავინ არის.
-
ჩეკისტები? აუფ ვიღაცის კომპი ეტყობა 100 IP ის ანახებს თუ როგორ ხდება?
-
გაიხარე. ვნახოთ რა გამოვა. ისე რომ ვფიქრდები თუ მოვახერხე 1-2 დღე იქნება, მეტი ხო ვერ ჩამოვალ, იმიტო რო საქმეზე ვარ ხოლმე ამერიკაში და ჰა ჰა შაბათ-კვირას გავიპარო, ხოდა ეგეც თუ დავლიე მერე ხო ვერაფერს ვნახავ და გამოდის, რო ჩასახეთქად ჩამოვსულვარ
-
შეიძლება აგვისტოში წამოვიდე ცოტა ხნით ამერიკაში და თუ მოვახერხე შევხდეთ და "კაპოტზე" ვიქეიფოთ ხულიო არა ულიო უნდა თქვა, უხერხულია მაინც ზოგმა რუსული ენა იცის
-
მაინც რას ნიშნავს არა გამოცდილ ადამიანთან რომ გაქვს საქმე
-
ესეც კაპოტი http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/kapotze.jpg
-
http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/funny/post-29-1285530599.jpg ჰა დიტო ჰუძონზე ესე ვერ ვიზამთ? ან მისისიპიზე
-
არადა კლასიკაა კაპოტზე გაზეთს, რომ გაშლი და ზედ კალბასს დაჭრი დიდ ნაჭრებად და პურს ხელით დაგლეჯ და ისე ხეთქავ ფოტოები არ გინახავს საქართველოში ბიძები კაპოტზე რო ქეიფობენ ესეგი საქართველო უფრო ლიბერალური ყოფილა კაპოტზე ქეიფისთვის რო არ იჭერენ
-
არ გახსოვთ ხულოელი 70 წლის კაცი რო დაიჭირეს, მის სოფელში რამდენი ძროხა იყო ის არ იცოდა და სეხელმწიფო საიდუმლოებებს გასცემდაო. გეგონება ხულოში ატომურ ბომბზე მუშაობდნენ და იმან გააბაზრა. აბა მაგის მერე რა უნდა დაიჯერო ამათი, სულ რომ ნამდვილი იყოს არ მჯერა?
-
lasha1997 მანქანის კაპოტზე თუ გიქეიფია მანდ
-
სამწუხაროდ მაგდენი არ ვიცი. მე მომხმარებელი ვარ შემქმნელი კი არა ამაზე გამახსენდა რომელიღაც ცნობილ მწერალს ვიღაც დამწყებმა პოეტმა მიუტანა თავისი ლექსები და შემიფასეო, თან რომ ჰკითხა როგორიაო იმან უპასუხა: ია პისატელ ნე ჩიტატელ აი ეგრეა ჩემი საქმეც ოღონდ პირიქით ია ჩიტატელ ნე პისატელ
-
მუკუზანიც და ნაფარეულიც საფერავის ჯიშის ყურძნისგან კეთდება, ოღონდ ადგილობრივი მიკროკლიმატის გათვალისწინებით და თან 3 წლის მუხის კასრებში დავარგებით. სახლში დაწურული საფერავი სამწუხაროდ ძალიან მძიმეა ვინაიდან ვერ ხდება მისი გაფილტვრა და სხვადასხვა მინარევები ბევრია, თუმცა გემო მაინც მაგარია. სახლში რომ წურავ აუცილებლად ბოლომდე დააღვინე, რომ ნამდვილი მშრალი გამოვიდეს.
-
რიჩარდ დაუკინსის უკანასკნელ წიგნში The Greatest Show on Earth: The Evidence for Evolution ჰომო გეორგიკუსად არის მოხსენიებული. თუ არც ერთ აქამდე აღმოჩენილს არ მიესადაგა მაშინ ეს სახელი შერჩება ვინაიდან სახელის დარქმევის უფლება აქვს მხოლოდ პირველაღმომჩენს. რა თქმა უნდა საქართველო მაშინ პროქტშიც არ იყო და სასაცილოა ქართველ არსებად მისი მოხსენიება, თუმცა სომხებზე საღადაოდ მაინც ღირს
-
ვერ ვხვდები რატომ ხუჭავ თვალს კორუფციაზე? ჯოზეფ ფრანკლინ რუთერფორდი იყო საგუშაგო კოშკის მესამე პრეზიდენტი. მან 2-ჯერ გამოაცხადა არმაგედონი. ერთ ერთი გამოცხადების ამსახველი გვერდი აქ დევს: http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/iehova2.jpg ასევე მისი ინიციატივით სან-დიეგოში (კალიფორნია) 1929 წელს აგებულ იქნა 10 საძინებლიანი ფეშენებელური ვილა სახელად „ბეთ სარიმი“, რომელშიც მომავალი არმაგედონისთვის მკვდრეთით აღმდგარ ბიბლიურ მოსეს, აბრაამს, დავითს, ესაიას და სამუელს უნდა ეცხოვრა. ეს ვილა აგებული იქნა საგუშაგო კოშკის თანხით, რათა ღირსეულ სტუმრებს ეცხოვრათ მასში. 1930 წლიდან რუთერფორდი დასახლდა ხსენებულ ვილაში რათა მეორედ მოსვლამდე მოევლო ვილისთვის და მზადყოფნაში დაეხვედრებინა აღმდგარი მოსესთვის, აბრაამისთვის და ასე შემდეგ. იგი ამ ვილაში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. იხ. ბმული http://en.wikipedia.org/wiki/Beth_Sarim იხილეთ რუთერფორდის ფოტო, ხსენებული ვილის კიბეზე. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/15/Beth_Sarim_Outside_Stairs.jpg/460px-Beth_Sarim_Outside_Stairs.jpg აზრთან მაქვს ერთი კითხვა, ვინაიდან მან ჩვენზე მეტი იცის საგუშაგო კოშკზე, იმედია არ დაგვზარდება და დაგვეხმარება: მაშინ, როდესაც არმაგედონის მოლოდინში იეჰოვას რიგითი მოწმეები საკუთარ ბინებს ყიდდნენ და საგუშაგო კოშკს ახმარდნენ, რათა უფრო მეტ ადამიანამდე მიეტანათ საგუშაგო კოშკის სიტყვა და მათი გულწრფელი რწმენით ამდაგვარად გადაერჩინათ ეს ადამიანები, რამდენად ზნეობრივად მიგაჩნია 10 საძინებლიანი ვილის აშენება ბიბლიური მოსეს ვითომ და უახლოეს პერიოდში მკვდრეთით აღდგომის მიზნით და რეალურად კი იქ საგუშაგო კოშკის პრეზიდენტის დასახლება? პ.ს. აი ეს არის საგუშაგო კოშკის პრეზიდენტის კორუფციის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და შემდგომში ნუ დამიწერ აბა ფაქტი სად არისო. აი ეს არის ფაქტი. „აზრი“, გაიგე თუ ვერ გმოგაგვს აზრი და უფრო მოკლე წინადადებებით, დამარცვლით დავწერო?
-
ანუ აზრი შენ ამბობ, რომ იესომ როდესაც მიმართა ცოდვილებს ის გულისხმობდა, რომ ისინი მოხვდებოდნენ ნაგავსაყრელზე და არა ჯოჯოხეთში? ესეიგი შენი რწმენით არა იეღოვას მოწმე ხვდება ნაგავსაყრელზე იერუსალიმთან? შენ ვერ დამისაბუთე, ამიტომ ველოდები დასაბუთებას შენგან.
-
აზრი ერთი კითხვა მაქვს. პასუხს იმიტომ არ მცემ, რომ შენი აზრით მე ვერ დავამტკიცე ხომ ესე თქვი? ანუ მე რომ დავამტკიცო შენი აზრით, მერე გამცემ ასუხს, ესე არ ამბობ? კი მაგრამ თუ დაგიმტკიცებ, პასუხი რაღას უნდა გასცე? ხომ უკვე დამტკიცებული იქნება. ლოგიკა სად გაქვს???
-
ამას ეძახი დასაბუთებას? საგუშაგო კოშკის კორუმპირებულებმა გასწვლეს? არ მეგონა ესეთი მოუმზადებელი თუ იქნებოდი ბიბლიაში. უბრალოდ ახსნას გთხოვ და ვერ ბედავ და ირიდებ თავიდან პასუხს. შენ ხომ "ჭეშმარიტებას" ფლობ , მაშ რატომ გაურბიხარ პასუხს? ეტყობა კორუფციის მეტს არაფერს ასწავლიან მაგ კოშკში და ამიტომ დაიბენი.
-
კუკლაჩოვის კატები მახსენდება, გამოწვრთნილები, ერთი და იგივე მოქმედებებს, რომ აკეთებენ. რაც ასწავლეს იმას აკეთებნ და წრეზე ტრიალებენ. თუ ხვდები, რომ არგუმენტები არ გაქვს საგუშაგო კოშკის კორუფციაზე. თქვენი შეწირულობებით კოშკის ბანდიტები სასახლეებს იშენებენ, თქვენ კიდე თუთიყუშებივით იმეორებთ გსურთ გესაუბროთ ჭეშმარიტ რელიგიაზე.