Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. მე მაგალითად ვთვლი, რომ რაც მალე დაიხურება რელიგიები მით უკეთესია. იმიტომ, რომ, როგორც წესი ცუდი ადამიანი ცუდს სჩადის და კარგი კარგს, მაგრამ მხოლოდ რელიგიური კარგი ადამიანი შეიძლება აკეთებდეს ცუდს და ამას თავისი რელიგიით ამართლებდეს. მაგალითად შაჰიდი ტერორისტების უმეტესობა დარწმუნებული ვარ ნორმალურ პირობებში კარგი ადამიანი იქნებოდა, უბრალოდ რელიგიის გამო გამურეცხეს ტვინი და დარწმუნებულია, რომ კარგს აკეთებს როდესაც თავს იფეთქებს და სხვებს კლავს თან. მაგალითად ნორვეგიელი ქრისტიანი ტერორისტი რომ იყო ეხლა რომ მნოკლა 80 ბავშვი დარწმუნებული იყო, რომ კარგს აკეთებდა. მაგალითად ჯვაროსნები. მაგალითად წინადაცვეთის გამკეთებლები როგორც წესი რელიგიური ადამიანები არიან. მაგალითად სერბების მიერ ჩადენილი კაციჭამია დანაშაულები და მათ მიმართ ქართველების სიმპატიები, მხოლოდ იმიტომ რომ მართლმადიდებლები არიან. გავაგრძელო? ამიტომ თუ გინდა ჩამთვალეთ ანტირელიგიურ ათეისტად. ნამდვილად ვარ თან ათეისტი და თან ანტირელიგიური.
  2. კოკოითს ტელევიზიით უთქვამს რა დროს ოპოზიციონერობანაა აგერ მტერი 40 კილომეტრშიაო და ამით ოპოზიცია ქართველების წისქვილზე ასხამს წყალსო.
  3. მე უფრო მეტი მესმის პოლიტიკის ვიდრე ამ ადამიანს, თუმცა ლექსებს ეგრე ვერ ვიტყვი.
  4. აღიარება არა ცელი. მთელი მსოფლიო ინტეგრაციაზე ლაპარაკობს და ეხლა 4 კაცი და 3 ძროხიანი სოფლის დამოუკიდებლობის აღიარებაღა გვაკლდა.
  5. საბჭოთა კავშირი არ იყო სოციალისტური ქვეყანა, ყველა საერთაშორეისო დონის ფილოსოფოსი აღიარებს, რომ სსრკ-ს დაშლა იყო სოციალიზმის გამარჯვება. მკვდარი კაცის კულტის სახელმწიფო, ნეკროკრატია, დაიშალა. სოციალიზმი არ ნიშნავს სავალდებულო შრომას, სოციალიზმი ნიშნავს შრომის გარანტირებულ უფლებას. ნუ ავურევთ სსრკ-ს სოციალიზმთან. სხვათაშორის სსრკ-ს დროს ისწავლებოდა რომ მარქსიზმი უტოპია არის და მხოლოდ კომუნიზმშია ხსნა. რომ ლენინმა და სტალინმა განავითარეს მარქსი და ენგელსი. ღმერთი შეცვალეს ლენინით და სტალინით. სოციალისტური სეკულარული სახელმწიფოს ნაცვლად შექმნეს ტირანიული, ღრმად რელიგიური სახელმწიფო, სადაც ცოცხალი ღმერთი იყო სტალინი და მამა ღმერთი ლენინი. ისეთ სისულელემდე მივიდა რომ მუმიის პატივსაცემად ხალხი ათასობით კილომეტრს გადიოდა და ცრემლებით მიხაკებს აწყობდნენ მავზოლეუმთან. ამ ნეკროკრატიას ნუ აურევთ სოციალიზმთან.
  6. 100% რუსეთის მოდელს იზამს მიშიკო, ბაქრაძეს დადებს პრეზიდენტად და თვითონ ან პრემიერი გახდება ან პარლამენტის თავმჯდომარე. და ჩვენც გვეყოლება პრეზიდენტი ბაქაძე და ნაციონალური ლიდერი მიშიკო. როგორც პუტინი ამბობს ეს არის სუვერენული დემოკრატია
  7. რა და სანამ ევროპაში კრიზისია, სულ არის საფრთხე, რომ პუტინი გადაიხდის 10 მილიარდს და მთელი ევროპა ტაშფანდურით შეხვდება მაგის ხელახლა მოსვლას. მაგ ტრუბას რა ფულით ააშენებენ? ცოტა გამოფხიზლდეთ ეგ მინდა და ილუზიებით ცხოვრებას თავი დაანებოთ. პიარ აქციებით მართვამ მიიყვანა ევროზონის სიდიდით მესამე ქვეყანა იტალია კატასტროფამდე. ტელევიზია ბერლუსკონის არის და რასაც უნდა იმას ამბობს, ხოდა ეხლა ქაქში არიან. მაგიტომ მინდა, რომ პიარ აქციებიდან როგორმე საქმეზე გადავიდეთ. ეგ ტრუბა პიარ აქციაა ჯერ ჯერობით და სანამ კრიზისია არ გაკეთდება. იყოს მერე კრიზისიო, რომ ამბობთ, მე კიდე გეუბნებით აბა ტრუბა როგორღა იქნება? კომპლექსური საკითხია, არ არის მარტივი. ოროსნებად და ხუთოსნებად მოსახლეობის დაყოფაა ადვილი. მილის გავლა არავის სწყინს, სამწუხაროდ მაგ ჯერ-ჯერობით ვირტუალური მილის გაპიარებას ვაპროტესტებ.
  8. ვახ გადამრევ რა. რა ქართულ ჯიგრულ, ნაცმოძრაულად უყურებ რა ყველაფერს. მიშას აქვს სხვათაშორის ეგ თვისება ძაან მარტივად ყოფს ყველაფერს, კარგია-ცუდია, ან დიდია ან პატარაა. იმიტომაც მოსწონთ ვენერა ბებოებს. ძაან მარტივი შეფასების კრიტერიუმია წარაკუა და არაწარაკუა ქვეყნებად დყოფა. რომ იცოდე საბერძნეთის გადეფოლტება რისკის ქვეშ აყენებს კრიზისში მყოფ სხვა ქვეყნებს და შეიძლება დომინოს პრინციპი ამოქმედდეს ისედაც დამფრთხალებია არიან ინვესტორები. გარდა მაგისა, მაგალითისთვის, საფრანგეთის ბანკები სოციეტე ჯენერალი და კრედი აგრიკოლი უკვე დაქვეითდა რეიტინგში ბერძნული აქტივების გამო. და დეფოლტი დიდ ზიანს მიაყენებს ევროპული ბანკების აქტივებს. ამ დროს კი ლიკვიდურობა შემცირდება საგრძნობლად, რაც პირველ რიგში სარისკოს გახდის მაღალი რისკის ქვეყნებში ინვესტირებას ანუ ცუდ დღეში ჩავარდებიან ევროზონის პერიფერიული და მოსაზღვრე ქვეყნები. მარტივად რომ გითხრა რეკლამიდან მაინც ხომ ქახსოვს ერთი დიდი ქართული ბანკი სულ სოციეტე ჯენერალს, რომ ამბობს, ხოდა სოცჯენს, რომ დაერხევა აბა დაფიქრდი პირველ რიგში სად შეამცირებს სახსრებს? ეს ამბავი ყველაზე იმოქმედებს და განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყნებზე, ამიტომ გადეფოლდესო, რომ ამბობ, ცოტა იკითხე მაინც ამას რა მოყვება. პ.ს. მე როდესაც აიპის კითხვა მაქვს შენ გეკითხები ხოლმე. ხოდა შენც, როდესაც არ იცი რაღაც ნუ პროფესორობ იკითხე.
  9. რა მილსადენი, ევრო ზონა დაშლის პირასაა, საბერძნეთი შეიძლება გადეფოლტდეს დღე-დღეზე. რა ტრუბა რის ტრუბა, გაგანია კრიზისია. 2008 წელი მონაგონია. დაფრინავთ ჯიგრებო აი ოცნებებში. არ ადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს? დაახლოებით 10-14 დღეში თუ არ მისცეს 8 მილიარდიანი ტრანში დახმარება საბერძნეთს დეფოლტი მომენტალკურად მოხდება, მოთხოვნები თუ არ შეასრულა არ მისცემენ. მოთხოვნებში კიდე 100 ათასი სახელმწიფო მოხელის დათხოვნაა და რკინიგზა ენერგეტიკის პრივატიზება. კონსტიტუციით კიდე თუ შტატნი თანამშრომელი ხარ ვერ გაგადებენ სამსახურიდან. მოკლედ საბერძნეთი დილემის წინაშეა და ეს მთელ ევროპაზე რთულად აისახება. ჯერ ეგ ტრუბა სამწუხაროდ არ იქნება. მომავალში ვნახოთ.
  10. არ გეთანხმები და უბრალოდ დრო არ მაქვს, რომ გაგცე სრული პასუხი. ჯერ ერთი მარქსი დასაწყისი იყო და სოციალიზმი განვითარდა მას მერე. ქვეყანაში ცხოვრობ სადაც მთავრობამ შეგნებულად შექმნა წამლის მონოპოლისტი, ანუ ადამიანების ავადმყოფობაზე, რომ რაც შეიძლება დიდი მოგება ნახონ ამისთვის მონოპოლია შექმნეს და ყველანაირად ხელს უწყობენ მას. ამაზე დრაკონული საქმე მე ვერ წარმომიდგენია. აბსოლუტურად ამორალურ ქვეყანაში ცხოვრობ და ამის მერე სოციალიზმზე კრიტიკული სიტყვების გამოთქმა უბრალოდ სასაცილოა შენს მხრიდან.
  11. ეს კადაფი კლოუნი ჰაშიშს მოწევს და სისულელეებს როშავს და დაჩი კიდე მასონებთან აომებს ამ გიჟს კარგი რა, არ დაიღალე? დაჟე კადაფი დაიღალა დაჩი არ იღლება
  12. არა არის სწორი. ტენდერი ტარდება მიკერძოებით და აგებინებენ ბექაურის მსგავს ტლუ მაგრამ მიშას მლოკველებს, რითიც ქართველ გადასახადის გადამხდელებს ატყუებს მიშა და შედეგად გვაქვს "ფურთხით" აშენებულუ აეროპორტი. თუ ამით კმაყოფილი ხარ მიკვირს რატომ? ნუთუ ნორმალურია თავის დამშვიდება იმით, რომ კადაფიც ატყუებს საკუთარ ხალხს და კიდე სხვაც. და იმათ აეროპორტშიც შეიძლება წვიმა ჩავიდეს. ჯიბეში რომ გიყოფენ ხელს და ფულს იღებენ იქიდან, მერე კიდე არც გეკითხებიან, იმ ფულით ისე აშენებენ შადრევანს, სულ ცოტა იმის მოთხოვნა მაინც უნდა გქონდეს, რომ ნორმალური შადრევანი გააკეთონ. თუ ამას ამართლებ მაშ გამოდის, რომ ან ინტერესი გაქვს შენც და ან ვერ ხვდები რას გიშვებიან.
  13. FRIDRIX ესეიგი ვერ ვიგებ შენ ამ ყველაფერს ღადაობ თუ მართლა ამბობ ხოლმე, უფრო მგონია რომ ღადაობ და სტილი გაქვს ეგეთი.
  14. FRIDRIX ზოგადი ფრაზები არ გინდა, აბა შენ რომელი იცი ეგრე, რომ დაზიანდა და წვიმა ჩავიდა? რადგან ახსენე ალბათ კონკრეტული ფაქტებიც გქონდა.
  15. რაც მალე დახერხავენ კადაფის მით უკეთესი, ყველამ უნდა დაინახოს, რომ საკუთარ ხალხს რომ ესვრი, ცოცხლად გაგგლეჯენ შუაზე. ყველა ავადმყოფ მმართველს უნდა აუკანკალდეს საჯდომი.
  16. რა თქმა უნდა დრაკონული კანონია, რაც ასე დამახასიათებელია მიშას მთავრობისთვის, თუმცა გამოვტყდები და რაღაცით მსიამოვნებს ესეთი კანონები, კერძოდ კი მე ეგ 20 ლარი არაფერს დამაკლებს მაინც, მაგრამ რაღაცით ხომ მაინც მათანაბრებს მიშას მხურვალე მხარდამჭერებთან. ეგენიც ხომ იხდიან, ხოდა ეგრე უნდათ. ამ ორმაგი სტანდარტების მქონე ქვეყანაში ეგ ყველაზე სმართლიანი კანონია, ეგ მაინც ათანაბრებს ჩემს და მიშისტის მდგომაეობას. ხოდა იყოს მაგის დედაც, უფრო მეტიც, მე მგონი უნდა გაიზარდოს 10ჯერ ეგ კანონი, ისე უნდა გაიზარდოს, რომ მიშას მხარდამჭერებმა ვერ გადაიხადონ და ბინები გაუყიდონ და წაართვან, როგორც სხვა ადამიანებს უშვებიან. მე დაჟე 200 ლარსაც გადავიხდი, აი ვენერა ბებოს ხო დაენძრევა, ხოდა მერე კიდე იმღერებს: "ბატონო მიშა, შე რას გერჩიაან" მაპატიეთ ამ ბოღმობისთვის, ვხუმრობ რა თქმა უნდა.
  17. გინდ დაიჯერეთ გინდ არა ტელევიზორს არ ვუყურებ უკვე 1 წელია. პრესას კი ვკითხულობ ყველა მხრიდან.
  18. DonCaredo კი მარა რა დაგიშავეს? რას ვერ ვიგებ იცი, ესეთებს, რომ ამბობ ბოროტი ხარ და იმიტომ ამბობ, თუ თავის გამოჩენის მიზნით ამბობ ხოლმე? ბოროტ ადამიანს არ გევხარ, მგონია უფრო რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ესეთების თქმა გსიამოვნებს, თორე თავად ფაქტები არ უნდა მოგწონდეს წესით.
  19. ეხლა ვესაუბრე ლონდონს და სულ აირია სიტუაციაო. კაცი, ქალი, ბავშვი ყველა ძარცვით არის დაკავებულიო. მოკლედ საგიჟეთიაო. პროტესტით დაიწყო ამბავი და ეხლა ძარცვა-გლეჯაა ისეთი ალბათ არმიას გამოიყვანენ ქუჩებშიო. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. თავად პოლიცია ამას არ ამბობს და თქვენ საიდან მოგაქვთ?
  20. 2 დღის წინ ლონდონის პოლიციამ ჯერ-ჯერობით დაუდგენელ ვითარებაში ტაქსში ჩაცხრილა 4 შვილის მამა ფერადკანიანი. პოლიცია ვერ ასახელებს მანქანის გაჩერების მოტივს და ლონდონისთვის არადამახისიათებელ პირდაპირ სასიკვდილო გასროლებს ამ ადამიანის მიამრთ. მიმდინარეობს დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ გამოძიება. სავარაუდოდ დაუდევრობის შედეგად მოხდა ეს ამბავი. ხოდა ამ ყველაფრის გამო გადაირია ხალხი, როგორც ფერადკანიანები ისე თეთრები და თავზე დაამხეს მთელი ლონდონი. რა რასისზმი აგიტყდათ ვერ გავიგე? გირგვლიანის გამო ჩვენც უნდა გადაგვეწვა პოლიცია და ეხლა სამართალი გვექნებოდა. ინგლისელებს არ უნდათ საქართველო რომ ჰქონდეთ და მაგიტომ არ ითმენენ ძალადობას.
  21. ნამდვილად ისტორიკოსების შეთხზული შოვინისტური იდიოტობაა და აფხაზები ყოვეთვის აფხაზეთში ცხოვრობდნენ. იმის მტკიცება, რომ ესენი ნამდვილი აფხაზები არ არიან და არიან ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსულები არის ისეთივე დანაშაული კახელებზე რომ თქვა სპარსელები არიანო. ადამიანი რომელიც თვლის რომ აფხაზია ის არის აფხაზი და ვინმე თავგამოლაყებული ისტორიკოსი რომ ამტკიცებს საწინააღმდეგოს არის სისულელე. რაც მალე გავიღვიძებთ მით უკეთესი იქნება. ამ სიბნელემ მიგვიყვანა იქამდე, რომ აფხაზეთს ზედ სამურზაყანოც მიამატეს და ისე მიიტაცეს. სანამ ურა პატრიოტიზმი არ მორჩება მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება.
  22. ვაი რა გაზიანია ქაჯია ეს უბედური და ჩვენ საცოდავები ამის ხელში. წავედი ვეფხისტყაოსანს უნდა ჩავუჯდე, ქაჯეთის ციხის აღებას, რომ ვკითხულობ მსიამოვნებს.
  23. Saturn ერთადერთ კითხვას დაგისვამ და აბა სცადე და უპასუხე: მართლა გჯერა, რომ ადამიანი რომელიც ტერიტორიების აღდგენას და შესაბამისად რუსეთთან ომის მოგებას აპირებდა თავდაცვის მინისტრად კეზერაშვილს დანიშნავდა?
×
×
  • შექმენი...