-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
მეეჭვება, რომ უშველოს ფსიქოლოგმა. ისე ხალხს ჰგონია, რომ ვხუმრობ და ვკოხტაპრუწობ ამას რომ ვამბობ, ხოლმე მაგრამ აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ, რომ ამათ დროს მხედრიონის პერიოდი მირჩევნია. გაცილებით დაცულად ვგრძნობდი თავს, იმიტომ, რომ ვინმეს რომ მოენდომებინა დაჩაგვრა პასუხს გავცემდი და ეხლა ვინმე ნაციონალმა ჩიკატილომ რომ მოინდომოს დაჩაგვრა, რა უნდა ვქნა არც ვიცი. ვიდრე თავს დავიცავ, მანამდე დამიჭერენ ინდირა განდის მკვლელობას დამაბრალებენ და მომკლავენ, თანაც ერორი ანახებს, რომ პუტინის გარე ბიძაშვილი ვარ და დანარჩენი ჩიკატილოები დაიჯერებენ.
-
მომხმარებლური საზოგადოება, ხელისუფლება და დეგრადაცია
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხელისუფლების მხრიდან პირადი ან უახლოესი ადამიანების ფიზიკური განადგურების შიშით გამოწვეულ შეგუებაზე რას იტყვი -
dire სამართლიანი მდიდარი და ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყანას ვოცნებობ მეც და ეს დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეუძლებელია დემოკრატიის გარეშე. სამწუხაროდ, მიშას პოლიციურმა რეჟიმმა სხვა დანარჩენ სიგლახეებთან ერთად მიაღწია იმას, რომ დევალვაცია მოხდა დემოკრატიული ღირებულებების. ავტოკრატული ჰიბრიდი შექმნა და დემოკრატიააო იჩემებს. პოლიცია შუშის გააკეთეს და სახელმწიფო ბიუჯეტი გასაიდუმლოებულია და გამჭვირვალეები ვართო ამბობენ. აბსურდია ეს ყველაფერი. რუსეთმა დახერხა ჩვენი ქვეყანა და ნუთუ მხოლოდ აშშ-ს ბრალია ეს ყველაფერი? ნუთუ რუსების არ მიუძღვის არანაირი ბრალეულობა? ან ჩვენ კი ჭკვიანურად მოვიქეცით აქამდე, რომ მივედით? ეხლა ამ ჩაჯმულის გამოსწორებას გგონია რუსეთთან მიერთებით გამოვასწორებთ? მე ვფიქრობ, რომ გამორიცხულია. გარდა მაგისა, დღევანდელი რუსეთი ვერ გვპირდება იგივე პირობებს რასაც საბჭოთა კავშირი გვაძლევდა, კერძოდ, ნაწილობრივი სამართალი, სოციალური დაცვა და გარკვეულ პროდუქციაზე მონოპოლია უზარმაზარ ბაზარზე. დღევანდელ რუსეთს თავად არ აქვს ეს ყველაფერი მოწყობილი და ჩვენ როგორ მოგვიგვარებს. აშშ კარგია საქართველოსთვის თქო მაგას არ ვამბობ. აშშ კარგია მხოლოდ ამერიკელებისთვის. უბრალოდ ვცდილობ არსებული რეალობიდან გამოვიდე. ჩვენდა სამწუხაროდ გვაქვს აუცილებელი პირობა და ჩვენ ამას არავინ გვეკითხება. ეს პირობაა ან რუსეთი ან ამერიკა. არც მე ამირჩევია ეს აუცილებელი პირობა და ვერც გავაუქმებ სამწუხაროდ. როგორც ზემოთ ვახსენე ჩვენ არავინ გვეკითხება და ეს აუცილებელი პირობა უნდა გავითვალისწინოთ მომავალი ქმედებებისას. მიშას ხელისუფლება არის ჰალსტუხიანი თალიბანი და მე, რომ დემოკრატიას ვუჭერ მხარს სწორედ ამიტომ მიმაჩნია მიუღებლად ეს რეჟიმი. მჯერა, რომ თუ ჩვენ მოვინდომებთ შევქმნით სამართლიან საზოგადოებას და დემოკრატიას ამ ქვეყანაში და აშშ ამას ვერ შეეწინააღმდეგება. რუსეთისთვის კი დემოკრატიული სახელმწიფოს ყოლა გავლენის სფეროში არსებობის საფრთხეს უქმნის და არ დაუშვებს. ანუ, ამერიკის გავლენის სფეროში ყოფნით მეტ შანსს ვხედავ სამართლიანი, მდიდარი და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანის შექმნისთვის. სწორედ ამის გათვალისწინებით ვდავობ შენთან და კოხტაპრუწა ცნობილ პიროვნებებს ნუ მიხსენებ მალ-მალე. არც ცნობილი პიროვნება ვარ და არც ვინმესთან თავის გამოჩენის მიზნით ვწერ ამას.
-
არ მგონია, რომ თანამედროვე ადამიანების გონებრივი განვითარების დონე აკმაყოფილებდეს ანარქიზმის იდეებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადრეა ამისთვის და წარუმატებლად დასრულდება ნებისმიერი მცდელობა.
-
ერთი რასაც ვერ ვიგებ ის არის დემოკრატიაზე რომ გეცინებათ ადამიანებს და აუგად მოიხსენიებთ. თუ დემოკრატიის შექმნა არ არის თქვენი სურვილი ამ ქვეყანაში, მაშ მიშას რატომ ლანძღავთ? მე მაგიტომ ვლანძღავ რომ უკან მიდის ამ მხრივ საქმე. გამოდის, რომ თქვენ იმიტომ ლანძღავთ, რომ მის ადგილზე გინდათ ყოფნა?
-
dire ეს სისულელეა და იმედია მეორედ აღარ გაიმეორებ. ------------------------------------- ვეცდები გასაგები ენით დავწერო. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ვექტორზე არსებობა შეუძლებელია, ვინაიდან არსებობენ (ყოვეთვის არსებობდნენ) უზარმაზარი სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ თავისი ინტერესები ჩვენს რეგიონში და შესაბამისად საქართველოში. ამდენად ან ამერიკის ან რუსეთის გავლენის სივრცეში ყოფნა არის აუცილებელი პირობა და სამწუხაროდ ამას საქართველო გვერდს ვერ აუვლის. ეხლა განვიხილოთ ჩვენი მიზანი რა არის? გვინდა დემოკრატიული საზოგადოების შექმნა თუ ფეოდალური კორუმპირებული ავტოკრატიის პირობებში ყოფნა? სამწუხაროდ რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა და დემოკრატიული საზოგადოების ქონა შეუძლებელია დღესდღეობით. საბჭოთა კავშირის დროს დაკეტილი ბაზარი იყო და საქართველოს ფაქტიურად მონოპოლია ჰქონდა გარკვეულ პროდუქციაზე რუსეთის ბაზარზე, თუმცა თანამედროვე რუსეთი ამასაც ვერ გვთავაზობს. ამერიკის სივრცეში ყოფნა კიდე იძლევა სხვადასხვა ვარიანტებს. მათ თავისი ინეტერესები ამოძრავებთ და მის მისაღწევად თანამშრომლობენ როგორც კორუფციაში ჩამპალ მთავრობებთან (მაგალითად ჰამიდ ყარზაი), ისევე ავტოკრატიულ ჰიბრიდებთანაც (მაგალითად მიშა), თუმცა დემოკრატიულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა გაცილებით მომგებიანია მათთვის ვინაიდან უფრო იაფია. მაგალითად, შვედეთი ბუნებრივად არის ამერიკის პარტნიორი და ამერიკას ეს უფასოდ გამოსდის, მიშას ავტოკრატიული რეჟიმის შენახვა და მფარველობა კი ფული ჯდება. ამდენად, საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოების შექმნის ერთადერთი შანსი არის ამერიკასთან პარტნიორულ ურთიერთობებში ყოფნა. ამის ერთადერთი რეალური ალტერნატივა, სამწუხაროდ არის რუსეთი, რომელიც მხოლოდ თურქმენეთის ტიპის „განვითარებას“ გულისხმობს. პ.ს. მე ესე ვხედავ მდგომარეობას და თუ ვცდები იმედია ანალიზით დამიმტკიცებთ და სისულეების ნუ დამიწერთ პიდარასტებზე და მერიკის პიდარასტების მხარდაჭერაზე.
-
Anima Libera ჩუკოტკიდან საერტოდ პატარა ნიჩბიანი ნავით შეიძლება ალასკაზე გადასვლა.
-
"უგო გადადგა ვენესუელა თავისუფალია" ------------------------------------------------- 1 აპრილისთვის პროტესტის გამომხატველთა გამოსვლებმა პიკს მიაღწია, კარაკასის ქუჩები გაივსო დემონსტრანტებით. ვერც შსს-ს მინისტრ ხერხემალო იბანესის მიერ ფალსიფიცირებულმა კადრებმა გაჭრა, სადაც ოპოზიციის ლიდერები იარაღის შესყიდვას ახდენდნენ ვითომ და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. მიუხედავად სახელმწიფო ტელეარხ კარაკას 2-ის მიერ ტელესერიალებით გაბრუებისა მოსახლეობამ მაინც არ დაიჯერა. ვერც ჩრდილო მეზობლის აშშ-ს ინტერვენციაზე ზღაპრებმა გაჭრა. ზღვა ხალხისა მოედო ქალაქის ქუჩებს და უგოს გადადგომა მოითხოვა. თავის რეზიდენციაში სავარძელში იჯდა ბოლივარული რევოლუციის ბუმბერაზი ლიდერი და ჩაფიქრებულიყო. უგო ფიქრობდა, თუ რა უნდა მოემოქმედებინა. თვალწინ ედგა ის კადრები, როდესაც შეყვარებულმა მოსახლეობამ ის პრეზიდენტად აირჩია და ქუჩა-ქუჩა სიყვარულის ოვაციებით ხვდებოდა. გაღიმებული სახეები, შეძახილები უგო მაგარია, უგო მაგარია, ეხლა კი ვაი უგო ვაი, ვაი უგო ვაი. ნეტა რა დაუშავა ისეთი ხალხს, რომ ესე სიძულვილით შეიცვალა ხალხის მისდამი სიყვარული. აღარც საერთაშორისო დონეზე იღებდნენ უგოს და მარგინალ პოლიტიკოსად მოიხსენიებდნენ სხვა ქვეყნების ლიდერები მას. ფიქრობდა ქვეყანაზეც, მაგრამ უფრო საკუთარ მომავალზე, თუ როგორ შევიდოდა იგი ისტორიაში. ძალით გაუსწორდეს დემონსტრანტებს, როგორც ამას ითხოვს მისი გარემოცვა და განსაკუთრებით გველაძუა იბანესი, თუ პატივი სცეს საკუთარ ერს. დაფიქრდა უგო, გაიხსენა მისი სულიერი მამის სიმონ ბოლივარის იდეებიც და წარმოიდგინა თუ რას იზამდა მის ადგილზე სიმონა რომ ყოფილიყო. მერე გულში სიტყვიტაც მიმართა ბოლვარს: როგორ მოვიქცე სიმონ? და თითქოს ხმადაბლა ბოლივარის პასუხი მოესმა კიდეც: ისე მოიქეცი, როგორც ჭეშმარიტი ლიდერი, ლიდერი, დერი, ერი, ერი, ერი...... და მიხვდა უგო, რომ ერის ინტერესები მის სკამზე უფრო მაღლა იდგა. დღის ბოლოს უგომ სპეციალური განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. იმ საღამოს ისე, როგორც წინათ ისმოდა აღფრთოვანებული შეძახილები: უგო მაგარია, უგო მაგარია....
-
შენ თუ არ გეთანხმება ვინმე ეგრევე შეურაცხყოფაზე გადადიხარ? რახან არ გეთანხმები ამიტომ პიდარასტების #######ზე ვზრუნავ? რა ლოგიკაა? მწყრალად ხარ ეტყობა ლოგიკასთან. არ მიყვარს ადამიანებს რომ მონოპოლიზებული აქვთ დარგები. მაგალითად დაირქმევენ ეროვნული პარტია და ამტკიცებენ რომ მარტო ეგენი არიან ეროვნულები და მონოპოლიზებული აქვთ პატრიოტიზმი. ასევე ზოგი ადამიანი ცდილობს მონოპილიზება გაუკეთოს აზროვნებას და თუ კიდე სხვამაც გაანძრია თავი და საწინააღმდეგო აზრი მოუვიდა ეგრევე ლანძღვა მისკენ, იმიტომ რომ ის ხომ არ ფიქრობს, ფიქრი ხომ მხოლოდ შენ გახასიათებს. გამსახურდიას სჭირდა ეგ დაავადება სხვათაშორის. იმედია შენ არ გჭირს. მთავარია შედეგი და არა ბრახა ბრუხი. ხოდა შედეგებით თუ ვიმსჯელებთ ახმედინაჯადმა და ჩავესმა მოაჭამა ბუშს ერთი ადგილი და ბაქიაობაა უბრალოდ. მაგრამ მე ვიცი ადამიანები, რომლებიც რესპუბლიკელებთან მეგობრობდნენ და ძირი გამოთხარეს მაგალითად კისინჯერს და ამერიკის გველეშაპურ ცოდვებს ახადეს ფარდა. ტაბლოს შეხედეთ და ანგარიში დაითვალეთ რა მაგრად ვაგებთ, ხომ ხედავთ "დინების წინააღმდეგ" ცურვას შედეგი არ მოაქვს და მიშამ ეს კარგად აითვისა. ამიტომაც არის ამდენი ხანი ხელისუფლებაში. იქნებ ჩვენც აგვეთვისებინა ეგ ეშმაკობები?
-
ჩემი აზრით კიდე რუსებს უფრო აწყობს სააკაშვილი ვიდრე ამერიკას.
-
dire ქარის წისქვილებთან ვიომოთ მაშინ. ეგ შენ რაც დაწერე ბელეტრისტიკაა. ძალა აღმართს ხნავს და მორალური პოლიტიკა არ იარსებებს, ვიდრე ადამიანები განვითარების დაბალ საფეხურზე ვართ. ეგრე რუსების ქაქებს ჩამოგითვლი ასობით, მაგრამ ხომ მეთანხმები, რომ დაპირისპირება ჩვენი მხრიდან უტვინობა არის. ხოდა ამერიკა 100 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე რუსეთი. და ამიტომ ჩვენი მხრიდან ქვის სროლა არის გამოთაყვანება 100 ჯერ უფრო მეტი ვიდრე მიშამ რომ რუსებს ესროლა. უნდა დავაყენოთ საჯდომები და თავს მოვუაროთ. ემოციების და კონცერტების მაგივრად როგორმე წიგნი უნდა წავაკითხოთ ხალხს, რომ მიშას მსგავსმა სირმა დედა არ მოუდღნას პატრიოტული რიტორიკის ფონზე უტვინო, უცოდინარ, უ#######ო ემოციურად გაუწონასწორებელ, დაკომპლექსებულ ქართველებს. ჩემი აზრით არც ამერიკის და არც სხვა არავის გინების მორალური უფლება არ გვაქვს. ტუალეტში რომ შევა კაცი ჩააჯვამს, არ ჩარეცხავს გამოვა სუფრასთან მივა და ქართული კულტურის სადღეგრძელოს დალევს, აი იმ კაცს რომ ამერიკელიც მოდყნამს და კამპუჩიელიც, ეგ ვისი ბრალია? კამპუჩიელის თუ იმ კვაზიპატრიოტის სიდებილის და უცოდინარობის? ტვინი თუ გვექნება ვერავინ ვერ გვიზამს მაგეებს რაც შენ ჩამოთვალე. xo kide erti, cigni rogor cavakitxot qartvelebs ai eg ar vici.
-
DonCaredo მე ისეთი საშენელებები ვიცი ამერიკის გაკეთებული, რომ ბევრს არც დაგესიზმრებათ, მაგრამ არარაციონალურია მაგათი გინება. ემოციებით პოლიტიკა არ კეთდება. ახმედინეჯადის ქება ამერიკაზე გაბრაზებით შედეგს არ მოიტანს, უბრალოდ მარგინალიზაციას მოახდენ საკუთარი თავის. მე სენტიმენტები არ მაკავშირებს ამერიკასთან, უბრალოდ პრაგმატულად ვფიქრობ და მიზნის მიღწევა მინდა. ისე შენ ხანდახან ისეთებს წერ ხოლმე, რომ ვერ ვხვდები რატომ გგონია, რომ შენ უკეთესი იქნები ხელისუფლებაში ვიდრე ნაციონალები.
-
თუ მიშას ეს არჩევნებიც გაუპრავეს პირობას ვდებ ახმედინეჯადის ავატარს დავიყენებ დონკარედოსავით.
-
სამეცნიერო ლიტარეტურის ენობრივი დისკრიმინაცია იმ მხარეს კი არ აყენებს ზიანს ვის ენაზეც არის ეს სამეცნიერო ლიტერატურა დაწერილი, პირიქით იმას აზიანებს ვინც მას არ გაეცნობა ეს იგივეა იაპონელებმა რომ ამერიკული სამეცნიერო ლიტერატურა შეზღუდონ ჰიროშიმა და ნაგასაკის მიზეზით
-
თუ არჩევნებით არ წავლენ ადრე თუ გვიან გასკდება ტრესტი და სისხლი დაიღვრება და ეს კანონზომიერი იქნება, მერე არავინ თქვას რა დავაშავეთ ესეთი ქართველებმაო. კადაფის 700 მილიარდი ჰქონდა და ვერ შეინარჩუნა და ეს სირისტიანი მიშა სადამდე გაძლებს. ყველა ვარიანტში არჩევნებით სჯობს და ნურავინ მეტყვის აზრი არ აქვს ეგრევე დავცხოთო. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ საშუალება არ მივცეთ ნაციონალებს ქვეყანა სისხლისღვრამდე მიიყვანონ.
-
17:30 დან 23:40 მდე ცოცხალი იყო და ერთადერთი რაც თქვა ჩემით ჩამოვარდიო ან ცოლშვილი მანახეთ საბოლოოდ ან გამოვემშვიდობო ან ესეთი რამე არაფერი, ერთადერთი გონზე იმიტო მოვიდა თურმე, რომ ძაღლებისთვის ალიბი შეექმნა.
-
პროკურატურას ვებგვერდზე უწერია საქმის დეტალები. სახლიდან ძაღლობამ გაიყვანა 11:30 და ხაშურის ძაღლობაში მიყვანა დააფიქსირეს 16:30. და მერე რამოდენიმე წუთიანი დაკითხვა ჰქონია და გაუშვიათ. ქვიშხეთიდან ხაშურამდე 9 კილომეტრია სულ, 5 საათი მიდოდნენ?????? ფეხით რომ წასულიყვნენ მაქსიმუმ 2 საათში ჩავიდოდნენ. კუზე რომ დამსხდარიყვნენ 5-6 საათი უნდა. ჩვენი ძაღლობა რა კუებით დადის? ტყულს მოკლე ფეხები აქვს.
-
აქცია პოლიციის ბეზპრედელის წინააღმდეგ (ფოტო)
ტაშიი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"პრეზიდენტო, მე პირობა მომიცია, გემსახურო უსამართლო ბრძოლაში. სისტემისთვის თავს გაწირავს პოლიცია, ხალხი მუდამ უნდა იყოს კომაში. შიში გვმართებს რეჟიმის, სახეზეა შედეგი. თუ შენც არ გაჩუმდები, შენ იქნები შემდეგი" -
ვახ რა იაფფასიანი ძონძია ეს კაცი კუტუნიოს მოყვარული ესა
-
ეხლა სატურნი მოვა და მეტყვის აი მანქანებს რო აღარ იპარავენო. გეგონება პოლიცია მარტო ხალხის საწამებლად და დასაშინებლად არის და თუ მანქანის ქურდობა აღკვეთა ეს უკვე ექსტრა ბონუსია მათი მხრიდან და სულ მადლობები უნდა ვუხადო. ხელფასს გაძლევენ რომ მანქანის ქურდობა აღკვეთო და თან არ აწამო ხალხი, პირიქით დაიცვა. მანქანის ქურდობა ხო აღარ არის და ამდაგვარების ძახილი იგივეა მასწავლებელმა შვილი რომ გაგილახოს, მათემატიკა, ფიზიკა, ბოტანიკა, გეოგრაფია არ ასწავლოს და თან დაგაყვედროს შენ შვილს "აი ია" ხომ ვასწავლე რა გინდა მერეო.
-
და შევარდნაძის დროს შსს რას ამბობდა, აღიარებდა რო გადმოვაგდეთო? ეს ის შსს არის არა გირგვლიანის მკვლელების დაჭერა რომ არ უნდოდა და ტელევიზიამ, რომ გახეთქა საქმე და იძულებულები გახდნენ, რომ დაეჭირათ სადისტი მკვლელები, მაგრამ მალევე რომ გაუშვეს. ეს ის შსს არის არა რომლის თანამშრომლები ქუჩაში მარშირებენ და სკანდირებენ ოპოზიციას რა ..... და მიშა, მიშას ყვირიან ბოლო ხმაზე?
-
სხვა თუ არაფერი ყელზე მარყუჟს უფრო მოშვებულად იგრძნობთ.
ტაშიი replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბაბუ! მიშა რომ აღარ უნდა იყოს მაგაზე ხომ ვთანხმდებით? არჩევნები რომ უნდა ჩატარდეს და ნორმალურად უნდა ჩატარდეს მაგაზეც ხომ ვთანხმდებით? არჩევნების გაყალბება, განურჩევლად იმისა, თუ ვის სასარგებლოდ აყალბებ, რომ პუტინის აგენტობაა მაგაზეც ხომ ვთანხმდებით? სულ მესიის მოლოდინში კი არიან ბნელი ქართველები და დემოკრატია რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომ არის და მაინც არჩევნებს, რომ ყოველთვის აქვს შანსი და არჩევნები არის თავად შანსი მაგაზეც ხომ ვთანხმდებით? აბა რაზე ვდაობთ? სავარაოდოდ ფიქრობ რომ ვთქვათ ვინმე X პერსონა ბიძინას მისცემს ხმას და შენი აზრით ის იქნება იგივე მიშას გაგრძელება და ამიტომ არ უნდა მისცეს ვინმე X-მა ხმა, თუმცა იგი ფიქრობს, რომ არ იქნება მიშას გაგრძელება და უკეთესი იქნება?? თუ ამას ვდაობთ მაშინ გამოდის, რომ კამპანია დაწყებულია და გემოვნებაზე არ დაობენ. კიდე დარწმუნებული ვარ ამაზეც ვთანხმდებით : მიუხედავად იმისა, რომ შენ გგონია რომ ბიძინა მიშას გაგრძელებაა, ეს სულაც არ არის იმის საბაბი, რომ მიშა დარჩეს. -
ერთგულო პლანეტელებო, მშობლიური საიტი გიხმობთ
ტაშიი replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი მიყენია მარა ქართული ფორუმია და ავტომატურად ირთვება, ეხლა ამას რომ ვწერ ქართულზე გადაყვანის გარეშე ვაკეთებ, ფურუმი თავად აყენებს ქართულს. მარა გაუსვლელად რომ მივაყოლო პოსტი, მერე უკვე ინგლისურად ბეჭდავს. ეგ ვთქვი უბრალოდ და რჩევა მივეცი მეგობრული. ისე სადმე ქართული კლავიატურის გამორთვის "პწიჩკაც" რო მიამატოთ კარგი იქნება. ხანდახან ლათინური ასოები უნდა ადამიანს რაღაც რომ დაწეროს და რომ იყოს კარგი იქნება. ადრე იყო თუ არ ვცდები და ეხლა ვერ ვპოულობ -
ერთგულო პლანეტელებო, მშობლიური საიტი გიხმობთ
ტაშიი replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხო კიდე აი რომ დავწერ რამეს და მერე გაუსვლელად ტუ დავწერე ისევ, უკვე ქართული კლავიატურა აღარ მუშაობს. ანუ ყოველ პოსტზე უნდა გავიდე თემიდან და ახლიდან შემოვიდე