ძუკუ აქედანაც ჩანს,რომ ე.წ. ნეოკონსერვატორები,ანუ ჩეინი,მაკკეინი და სხვები აქეზებდნენ მიშას. ------------------------ 1968 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისას 2 ძირითადი კანდიდატი იყო ნიკსონი და ჰამფრი. ჰამფრი იყო მოქმედი პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის ვიცეპრეზიდენტი. მიმდინარეობდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამის მთავრობების აქტიური მოლაპარაკებები პარიზში სადაც აშშ-ს იმ დროის ადმინისტრაცია აქტიურად იყო ჩართული და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოქმედი დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაცია დიდ ქულებს დაიწერდა და შედეგად მომავალ არჩევნებში მათი კანდიდატი ჰამფრი გაიმარჯვებდა. ამის ჩაშლის მიზნით ჰენრი კისინჯერი შეხვდა სამხრეთ ვიეტნამის მთავრობას და დაპირდა, რომ თუ არ დათანხმდებოდნენ ზავის პირობებს დემოკრატები ყველა ვარიანტში წააგებდნენ არჩევნებს და როგორც კი რესპუბლიკელების ახალი ადმინისტრაცია მოვიდოდა მაშინვე დიდ სამხედრო დახმარებას მისცემდნენ სამხრეთ ვიეტნამს და გაამარჯვებინებდნენ კომუნისტებზე. სამხრეთ ვიეტნამის მთავრობა დათანხმდა და ჩაშალა პარიზის მოლაპარაკებები. ფრანგები კინაღამ გადაირიენ, არ მოელოდა არავინ. შედეგად არჩევნები მოიგო ნიკსონმა. ამის შემდეგ იყო "დახმარება" სამხრეთზე, შედეგად ასიათასობით დახოცილი ვიეტნამელი, ბლომად დაღუპულები აშშ-ს მხრიდან, ჯარის გამოყვანა და სამხრეთ ვიეტნამის სრული კაპიტულაცია. აშშ-ში არსებობს ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რის საფუძველზეც ეს ინფორმაქციები პერიოდულად იხსნება და არქივებზე დაყრდნობით ეს მოვლენები კარგად აქვს აღწერილი ქრისტოფერ ჰიჩენსს. რომ წაიკითხავ მიხვდები როგორ ჰგავს მოვლენები ერთმანეთს. ჩვენ ომზე მაკკეინმა 4%მდე ამოწია, მაგრამ არ ეყო. თუ გახსოვთ ობამას ბანაკი დაბნეული იყო ომის დროს, მაკკეინი კიდე, მომზადებული იყო და სულ პლამენნი რეჩებს ურტყავდა და ქულებს იწერდა. მიუხედავად უამრავი ქაქისა რაც ამერიკას გაუკეთებია, ეს ქვეყანა მაგიტომ მომწონს, რომ არის შედარებით თავისუფლება და ისეთი ტიპებიც კი როგორიც ნიკსონია შესაძლებელია იმპიჩმენტით გააგდო. ისე ინფორმაციის თავისუფლების აქტი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ესე 20 წლის მერე გაიხსნება ჩვენი ამბებიც და ზუსტად გავიგებთ ყველაფერს. პ.ს. ინფორმაციის თავისუფლების აქტის გაუქმება ერთადერთხელ იქნა მოთხოვილი, არ იკითხავთ ვის მიერ? ნიკსონის ადმინისტრაციის მრჩევლის დონალდ რამსფელდისა და მისი მოადგილის დიკ ჩეინის (ჰალსტუხიანი თალიბები) ინიციატივით, თუმცა, რა თქმა უნდა კონგრესმა არ მიიღო ეს კანონპროექტი.