-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Nukriko ეს არ იყო რომელიმე პლატფორმის მიმართ ნდობის გამოხატვის არჩევნები, სამწუხაროდ ეს იყო ევროპის კრიზისის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი. ვწუხვარ, რომ ისეთი დადებითი იდეა როგრიც ერთიანი ევროპაა ესეთ მძიმე მდგომარეობაშია. ვფიქრობ ბაზრები ცუდად შეხვდებია ამ ცვლილებას და დღეს ბაზრები წითლად დაიხურება. რთული ვითარებაა ძალიან. ფული მუთაქებიდან თუ არ გამოვიდა ვერ ამუშავდება ვერაფერი. -
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არაპროფესიონალი პოპულისტები, რომლებიც მრავლად არიან სოციალისტებში, კაპიტალისტებში და კიდევ სხვა მოწყობის ისტებში. -
სოციალისტებმა საფრანგეთში გაიმარჯვეს, გილოცავთ!
ტაშიი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლიბერალური კაპიტალიზმის კრიზისია და სოციალისტების ბრალი როგორ არის ვერ გავიგე? პოსტ კოლონისტური პოლიტიკის შედეგია ეს რასაც წერთ და რა შუაშია სოციალიზმი ვერ გამიგია? საფრანგეთს ნახევარი აფრიკა ყავდა დაპყრობილი და შესაბამისად ეს აფრიკელები არიან ეხლა საფრანგეთის მოქალაქეები. კოლონიების ქონასაც სოციალისტებს ნუ დააბრალებთ, უბრალოდ სასაცილოა. Nukriko ეს არჩევნები არ ნიშნავს, რომ სოციალიზმი დაიწყება ყველგან. ვფიქრობ, რომ თანამედროვე ადამიანის გონებრივი განვითარების დონე ჯერ არ არის საკმარისი, რომ სოციალიზმი შექმნას ყველგან. ხომ ხედავ მხოლოდ მაღალცივილიზებული ერები ახერხებენ სოციალიზმში აყვავებას. როდესაც 2 მანეთს გამოიმუშავებ და ხარჯავ 4-ს ეს არის არასწორი დათვლის ბრალი და სოციალისტი იქნება თუ მარსიანელი რა მნიშვნელობა აქვს. არაპროფესიონალი რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება. სცოიალიზმი არავიტარ შემთქხვევაში არ გულისხმობს 4-ის ხარჯვას, როდესაც 2 გამოიმუშავებ. -
Nukriko რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ჩემი ფანტაზია, ზოგი მომენტი ალბათ ეგრე იყო, ზოგი კი უბრალოდ ვიყენებ რა ამ რეჟიმის მიერ გაკეთებულ სხვადასხვა სისულელეებს ვაშარჟებ იმ მომენტებს ამიტომ სრული სურათის წაკითხვისას რეალურის შთაბეჭდილება ტოვებს, თუმცა რგორც ვთქვი ბევრი მომენტი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოვლენასთან მოხდა ან ლოგიკურად ეგრე მოხდებოდა და მე კი ერთად შევყარე ერთი მოვლენის აღწერისას. lasha_alo და როგორ უნა შევიდე ბლოგებში?
-
ჩარლის ეს კინო თუ გაქვს ნანახი Monsieur Verdoux მანდაც საინტერესო რეჩი აქვს ბოლოს
-
გამეღვიძა, რაღაც ცუდი გემო მაქვს პირში, ეტყობა წუხანდელი სუშის მერე... ქალი წასულა... მომბეზრდა ეს ჩემისა, დროა გამოვცვალო... ავდექი, ტელეფონი შევამოწმე, დედაჩემს და ვანოს დაურეკავთ უკვე, ნეტა რა უნდოდა ამ დილა უთენია? ალბათ ცხინვალიდან ამბები აქვს, სამშვიდობოებს ელაპარაკა ალბათ და მოისყიდა. ვურეკავ. ალო ვანო, ჰო მიშა, რა ხდება, მივუტანე მიშა და ჰოვო ეგრე მითხრეს, დავაიო, არაფერს ვიზამთო, კაი ვანო, 1 საათში მოდი ეხლა დედაჩემს გადავურეკე, ალო დედა, რა იყო ხო მშვიდობაა, დროზე მითხარი დაკავებული ვარ, უი შენ გენაცვალოს შენი დედა, ისე დაგირეკე მინდოდა გამეგო ჩემი გენიოსი როგორ არის, გენაცვალოს დედა, შენ ყველაზე ჭკვიანო და ლამაზო, შენ.... ხო კარგი დედა წავედი დაკავებული ვარ. წავედი აბაზანაში... ვახ ამდენი ვასაბის ჭამით ხო .... უუუუხ.... ხო მითხრეს ნუ ჭამ ამდენს გაწყენსო... უუუუხ...... გავიპარსე, დავიბანე და წავედი სამსახურში. გზაში იაკობაშვილს ვურეკავ ნეტა თუ გაარკვია რამე? რა მოუსმენს ამ ბებიაჩემის ანდაზებს ამ დილაუთენია... დიახ ბატონო პრეზიდენტო, რა ამბავია, რა და, როგორც ჩანს კოკოითს დაავიწყდა „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, მერე, ხოდა, როგორც იტყვიან „თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო“, ისეა მაგის საქმე ბატონო პრეზიდენტო, არ ისვენებს მოკლედ, არ უთხარი, თუ არ გაჩერდება ცუდად დაამთავრებს, კი ვუთხარი და მე რა შუაში ვარ თქვენ მესვრითო, მოკლედ ისევ თავისას აწვება არა? დიახ ბატონო მიხეილ, როგორც იტყვიან „პატარძალი აკუებდა და მაყრებს აბრალებდაო“, ხო კაი გავიგე, გავიგე, წამოდი... მივედი სამსახურში, მოსაცდელში კეზერა დამხვდა კარებთან ატუზული, სახეზე ღიმილი აქვს და თვალები უციმციმებს, აი ისე, როდესაც ფულის სუნი მიუვა. შემო, შემო - ვუთხარი და ჩემთან შევედით, ჟუჟნა გოგო, ყავა მომიტანე, ეხლავე ბატონო მიხეილ - მიპასუხა ჟუჟუნამ, ხო აბა დაიწყე, რა ხდება - მივმართე კეზერას, რა ხდება მიშა და ყველაფერი მზად მაქვს, კაიმანის კინზულებზე დავარეგისტრირე 3 კომპანია, ისე, რომ არავინ იცის და ყველაფერი მზად მაქვს, ამ დროს ჟუჟუნამ ყავა შემოიტანა, ბატონო მიშა კოპი ლუვაკი, როგორც თქვენ გიყვართ. კარგი, ხო ნუ გვაცდენ - ვუთხარი და იმანაც სწრაფად დატოვა ოთახი. გამხეთქა ამ კატის ცურცლებით ამ ჩემისამ, უუხ კავალის მოუტყან პირი, ეს დედაარღნიანი ყავა რო მოათრია და კარგიაო ამ #######ში პეროებს რო უთხრა. შენ კი მზად ხარ მარა ვაი და რუსები დაიძრან? - გავაგრძელე კეზერასთან, კიდე უკეთესი მიშა, მაგას რა სჯობს, ერთის მაგივრად 2 მილიარდს ჩამოვწერ, თუ დაიძრებიან ვიწივლებთ და ვიყვირებთ, როგორც ვიცით და გააჩერებენ ჩვენი უცხოელები სადმე, თუ არადა მოვხევთ და დევნილი მთავრობა ვიქნებით, მაინც მწვანე გვექნება ყველგან. თუ არ დაიძრებიან და ერთს ჩამოვწერ და თან ისეთი გმირი გახდები, რო კიდე 30 წელი იქნები და იმდენს .... რო არ გამოგვივიდეს? მიშა, ამის მეტი რა ვიცი, შენ მართლა თავდაცვის მინისტრი ხო არ გგონივა, 100%-იან გარანტიას გაძლევ, კაი, კაი წადი და მზად იყავი. კეზერა, წავიდა, რო გადიოდა თან სულ ცქმუტავდა და ცხვირს და ხელის გულებს იფხანდა. ზარია, ისევ დედაჩემია ალო, რა იყო ხო მშვიდობაა? უი შენ გენაცვალოს შენი დედა, ისე დაგირეკე მინდოდა გამეგო ჩემი გენიოსი როგორ არის, გენაცვალოს დედა, შენ ყველაზე ჭკვიანო და ლამაზო, შენ.... ხო კარგი დაკავებული ვარ... ერთი ტელევიზორს შევხედო, რა ამბებია. რუსთავზე მაქებენ, ექსპერტები ყავთ ჩევნ არმიას აქებენ, ესეთი მომზადებული არმია არავის ყავს პოსტსაბჭოთა სივრცეზეო, რუსების ჟანგიანი ტანკები ვერ გააჩერებსო, თან კლიპებს ანახებენ, მიდით ბიჭებო აბა ჰე. მიშა მაგარიაო იმედზე მღერიან, აქაც კლიპებია, ნუ ამ პირველ არხზე ხო ისევ ძონძები არიან რა ამათ არაფერი ეშველებათ, კი მაქებენ მარა ესე უხეიროდ, არც ფანტანი აჩვენეს და არც არაფერი? ვანო მოვიდა. დაჯექი ვანო, შემო დაჯექი. ჰო მიშა, მოვედი, დაჯექი, დაჯექი, ჰო, რა ვიცი აბა, ისვრიან მაინც და, მერე ვანო, ჰოდა დავცხოთ ერთი მაგათი დედაცა ავატირე რა მიშა, მზად გყავს ხალხი? ჰო მიშა, მზად არიან მააშ, მზად არიან, შენ მარტო გვითხარი მიშა და, კარგი ვანო, რუსებმა, რაო, რაო და როგორც გითხარი დავაითაოო, დაცხეთ ამათი დედაცაო, ხო ვანო მარა მაინც მზად გქონდეს ოჯახებიანათ გაქცევის რამოდენიმე ვარიანტი, რა ვიცით რა ხდება, ნუ გეშინიან მიშაა, მზადა მააქ უკვე, შენებს და ჩემებს ერთად შევკრიბავ აქა, ხოდა თუ რამეა აქედან გავალთ ისე, რო ვერაფერი გაგვაჩერებს, კეზერასებიც გაითვალისწინე, ეგეც მიგვყავს თუ წავედით, ხო იცი, ვიცი მიშა, ვიცი, კარგი აბა ვანო წადი ეხლა და 2 საათში ისევ მოდი, ახალი ამბები გამაგებინე, ჰო მიშა ჰო... ზარია, საერთაშორისოზე, კონდოლიზა მირეკავს. დიახ გისმენთ, ბატონო პრეზიდენტო, გაითვალისწინეთ, რომ პროვოკაციას გიმზადებენ და ფრთხილად იყავით, ყველაფერი გათვალისწინებულია, ნუ ღელავთ... ამათმა ხო შემილაგეს, რა, აჭარა იყო და ფრთხილად დაგცხებენო და აჰა ჰო ვერ დამცხეს, ეხლა აქ არი და მაჩერებენ ისევ. წადი შენი შავ#######ა დედაც, არ წაიღო ტვინი ამისმა ჭკუის სწავლებამ, გეგონება ჩემზე მეტი იცოდეს რამე. ისევ ზარია, ისევ დედაჩემი რეკავს, ისევ..... უი შენ გენაცვალოს შენი დედა, ისე დაგირეკე მინდოდა გამეგო ჩემი გენიოსი როგორ არის, გენაცვალოს დედა, შენ ყველაზე ჭკვიანო და ლამაზო, შენ.... ხო კარგი ვიცი, არ მცალია... საჭმელად წავედი. საით მივდივართ, სუში? - დაცვა მეკითხება, არა რა სუში აღარ მინდა, მოდი რამე სხვა გავსინჯოთ, წამო აბა ჩინური ვჭამოთ რამე. გზად ქალები, მოხუცები, ბავშვები, ახალგაზრდები მეგებებიან და მიშა, მიშას ყვირიან. ნეტა თუ მართლა ყვირიან, თუ ესეც ჩემების ჩაწყობილია. არა ალბათ მართლა ვუყვარვარ, ამდენი რეფორმები, აღმშენებლობა, ხომ არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში, ის ფანტანიც რა კარგი გამოვიდა, მსოფლიოში ყველაზე კარგი, ნუ სან-ფრანცისკოშია ერთი ასეთი და მეორე აქ. არა ნაღდად გულწრფელად არიან მოსულები. გავცდი ჯგუფად შეგებებულ ხალხს, ბოლოსკენ ყვითელი ავტობუსები შევმაჩნიე, ერთად ეყენა 2-3 და ზედ პლაკატი იყო „მიშა მაგარია“. ჩინურში წავედით და შიიტაკეიანი ნუდლსები, პიკინგ დაქი და გაპუწკუნებული გოჭი ვჭამე. კარგად აკეთებნ ჩინელები, უუხ ნეტა უძირო ქვევრი ვიყო რო აი ჩავიყარო რამდენიც მინდა და თან არ გამავსოს.... გავძეხი, ############ მომინდა. ჰე ბიჭო ქალი მომიყვანეთ დაცვას ვუთხარი. რომელი მიშა აბ.., აგ..., ად..., აე...., ....................? თუ რომელი გინდა? იყოს .... ეს მომიყვანეთ დიდი ხანია არ გამიხერხია. უკანა ოთახში ამომიყვანეს ლივტით .... და 2 საათი ვხერხე, ნახევარი საათის დაწყებული მქონდა, რომ ცოტა კოკაინი შევისრუტე და კიდე საათნახევარი ვაკაჩავე ვერც დაღლა ვერ ვიგრძენი ისეთ ჯანზე ვარ, ქალი სულ ყოჩაღ მიშას ყვიროდა, არა მაგარი ვარ რა..... მოვრჩი შევედი კაბინეტში, იქ უკვე კეზერა მელოდებოდა, გიგა, ვანო, ზურა, გიგი და სხვებიც იქ იყვნენ. კეზერამ დაიწყო - სრული მზადყოფნა გვაქვს ბატონო პრეზიდენტო, გიგამ - ჩვენი რეფორმების მონაპოვარის ესე გაჩერება არ შეიძლება, ბატონო მიშა, რუსეთის ჟანგიანი ტექნიკა ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, ყველას უნდა ვანახოთ რა მოახდინა ვარდების რევოლუციამ რათა წარმატებით გავაგრძელოთ ჩვენი რეფორმების ექპორტი მეზობელ განუვითარებელ ქვეყნებში, ჩვენ ვერაფერი გაგვაჩერებს, სხვებმაც მხარი აუბეს და ნახევარი საათი ვიხილავდით ცხინვალის აღების მერე თუ როგორ უნდა გაგვემართა დღესასწაულები და ფეიერვერკები. შევთანხმდით ყველაფერზე. მოსაღამოვდა. ისევ მომშივდა, 2 საათინმა „ვარჯიშმა“ თავისი ქნა J. ეხლა სადღა წავიდეთ? მწვადები მომინდა, სიღნაღში წავედით, ვანოც გავიყოლე. გზაში ისევ მეგებებოდა ხალხი, ისევ მიშა, მიშა. ვანო გაბადრული სახით იჯდა. გზაში ისევ დარეკა დედაჩემმა. უი შენ გენაცვალოს შენი დედა, ისე დაგირეკე მინდოდა გამეგო ჩემი გენიოსი როგორ არის, გენაცვალოს დედა, შენ ყველაზე ჭკვიანო და ლამაზო, შენ.... სიღნაღში ვართ. მწვადი და წითელი ღვინო დავხცეთ. ის დამკვრელი მომიყვანეს კლარნეტს თან რო შლის და თან რო უკრავს, მაგარია რა მაგარი. ჩემი სადღეგრძელო დალია ყველამ, თან რამოდენიმეჯერ. არა მაინც რა მაგარი ვარ არა, როგორ ვუყვარვარ ხალხს. ზარია, გენშტაბიდან რეკავენ, ოსებმა გააძლიერეს ცეცხლი რა ვქნათო. მოიცათ არ მცალია დაკავებული ვარ თქო ვუთხარი. მოცეკვავეები შემოიყვანეს, უხ რას ცეკვავენ შემოგევლე. კაი მწვადია რა ნაღდად მაგარი იციან ამათმა. ისევ ზარია..... უი შენ გენაცვალოს შენი დედა, ისე დაგირეკე მინდოდა გამეგო ჩემი გენიოსი როგორ არის, გენაცვალოს დედა, შენ ყველაზე ჭკვიანო და ლამაზო, შენ.... შეთვრა ყველა და ეხლა სკამებზე დადგნენ და მიშა მაგარიას მღერის მთელი სუფრა. ვანოს სასტავი, გამგებლები, ადგილობრივი ნაციონალები, ბლომად ხალხი ვართ და ყველანი ერთხმაში მღერიან. უუხ თქვენ შემოგევლეთ. ჩვენ რა გაგვაჩერებს ჰა, ჰა??? ვერაფერი!!! დაასხი, დაასხი... დავბრუნდით თბილისში, გზაში მანქანაში მუსიკა მომინდა და ჩართეს შემი საყვარელი კუტუნიოს დისკი. მაგარია რა ლაშატე მიკანტარეე...... ავოეეეე..... ############ მომინდა, ეხლა .... მოვაყვანინე, ეს 1 საათი ვხერხე მარტო, მაინც წითელმა ღვინომ იმოქმედა და მეტი ვეღარ გავქაჩე, თან ტელეფონი რეკავდა და უი შენ გენაცვალოს შენი დედა....... მაგარიიი ვაააარ, მაგარიიიიი....... ჩემთან შევიკრიბეთ კაბინეტში, მე, გიგა, ვანო, კეზერა..... რა ვქნათო ბიჭბმა, ჰე გადაწყვიტეო მკითხეს. რა ვქნათ და დავცხოთ ერთი მაგის დედაც.........
-
Nukriko აბა როგორ, მე რა შემიძლია? DonCaredo "კარგ პონტს" ნაცებთანაც ვჩითავდი, მაგრამ უარი ვთქვი მაგ გესტაპოში რა მინდა, ანუ ისევე არ მენდომება შენს გესტაპოში, ამიტომ გეუბნები რომ ჩემთვის არავითარი განსხვავება არ იქნება შენსა და მიშას შორის თქო.
-
Nukriko მადლობა ნდობისთვის, მაგრამ, რომ წავიდე, დამიჯერე იმ მომენტიდან აღარ ვიქნები სანდო DonCaredo იცი რა მიკვირს შენი. რომ ვკითხულობ შენს ნაწერს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს რეჟიმი შენ მხოლოდ იმიტომ არ მოგწონს, რომ თავად არ ხარ მისი აქტიური წევრი. აბა არც დემკრატია გინდა და არც არჩევნები გინდა და მაშ გამოდის, რომ მხოლოდ შენი თავი მოგწონს მიშას ადგილზე და სახელმწიფოს მხოლოდ ეგეთი მოწყობა დაგაკმაყოფილებს. ალბათ მაგიტომაც უჭერ მხარს ბურჯანაძეს, რომელიც ზუსტად მაგისთვის იბრძვის, ხოდა მაშ ამიხსენი, შენ ან ბურჯანაძე, რომ იყოს მიშას ადგილზე ჩემთვის რითი იქნებოდა უკეთესი?
-
მეც ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი არის ცოფიანი ძაღლი და მას არ უნდა ენდო და სულ უნდა აკონტროლო. ამ რეჟიმის გაგრძელება შეუძლებელია და ის უნდა შეიცვალოს, ამიტომ შევცვალოთ და ვისაც მოვიყვანთ ნუ შევიყვარებთ და სიმღერებს ნუ ვუმღერებთ, თორემ ისიც დალპება როგორც მიშა ჩალპა.
-
ამაზე რას იტყვის აბა ეს კოალიცია http://tspress.ge/ka/site/articles/11726/%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98.htm
-
ეე დავიღალე ამ მატ'რაკვეცობით. კოალიციის ერთ-ერთი დამაარსებელი არის თავისუფლების ინსტიტუტი, რომელსაც დეკლარირებული აქვს ადამიანის უფლებების დაცვა. 2003 წლამდე ერთ-ერთი მთავარი ინფორმაციის გამტანი იყო ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ამის გამო პატივს ვცემდი. მათ მიერ მომზადებული წლიური ანგარიშებით ხელმძღვანელობდა გაეროს ადამიანთა უფლებების კომისარიატიც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მათ გაუკეთებიათ არის ეს ანგარიშები. თუმცა 2003 წლის მერე აღარ ამზადებს ანგარიშებს. რატომ?????????????? სად არის თავისუფლების ინსტიტუტი???? გაქრა???? გადაიქცა მიშა პირად კანტორად??? კომფორმისტების ბუნაგი გახდა. რუსეთში აპროტესეტბენ ადამიანის უფლებების დარღვევას??? ამას რომ ვკითხულობ თვალწინ მიდგას ის კადრები ხელგაბოჭილ ადამიანებს რუმ უხეთქვდნენ თავებს რუსთაველზე, წვიმიანი ღამე, რომ იყო და სისხლის მდინარე რომ მოდიოდა. http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/a8830e48.jpg ნუთუ ნამუსი არ გაწუხებთ ამის შემხედვარეებს, ხმა რომ არ ამოგიღიათ და რუსეთის დარღვევებს კი აპროტესტებთ.
-
ხო მარა თუ მიშამ ეს არჩევნებიც ისევე ჩაატრაწა, როგორც სხვა და გაუპრავეს, ერთი დიდი საფრთხე ექნება მერე და მაგას უკვე ვეღარ გაექცევა. 2013 წლის 20 იანვარს სრულდება ზუსტად 5 წელი მისი მეორე ვადის და გეგმაში კიდე ბევრი თვეები აქვს დარჩენის იმედი, ხოდა ეგ ბევრი თვეები არის როდესაც ჩემნაირი მშვიდობიანი მოისახლეც კი თვლის რომ გვაქვს აჯანყების სრული უფლება, ვინაიდან საკონსტიტუციო ვადები ირღვევა და 5 წელზე მეტი გამოსდის მიშას, ამიტომ ვინც ესვრის კანონიერი იქნება. თუ მიშა ჩაატრაწებს არჩევნებს კანონზომიერი იქნება, რომ მიიღოს აჯანყება. საწყენია თუ ესე მოხდა, მაგრამ სხვა რა გზაა.
-
ცხადია ერთი კაცის ხუშტურია ეგ და მაგას ხმარდება ქვეყნის ბიუჯეტი.
- 5 replies
-
- პარლამენტი
- ქუთაისი
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ისე პარლამენტი რა ცარიელია არა. საზღვარგარეთ ვცხოვრობ და უზარმაზარი მოლებია აქ და გამორიცხულია რომ შეხვიდე რომელიმეშ და ჩვენი პარლამენტის წევრი არ შეგვხდეს მაღაზიებში დატვირთული. აღარც დადიან ეს ჩემისები. თვეში ერთი-ორი დღე ჩავლენ თბილიში და რამე მჭახე აქციას იზამენ ტელევიზორში, რომ გამოჩნდნენ და მიშამ რომ არ დააყვედროს რა იყო თქვეჩემისებო მარტო მე ხო არ უნდა გათრიოთო. ისე კი ძრითადად არხეინად ატარებენ დროს საზღვარგარეთ. ზოგი აქ ზის პლაჟზე და მანდ პულტის დამჭერი ყავს დაქირავებული.
-
http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/frontpage.jpg კონდოლიზა რაისის ამ მემუარებს ვკითხულობ და მთელი თავია დათმობილი საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მოქმედებს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი ბევრ საკითხზე და რაისი შესაბამისად შეზღუდულია ინფორმაციის გამჟღავნებაში, მაინც ბევრი საინტერესო ნიუანსია და ვეცდები გაგიზიაროთ. ის იხსენებს ომამდე მის შეხვედრას მიშასთან, როდესაც არწმუნებდა სააკაშვილს, რომ ხელი მოეწერა თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე ხელი, რაც ერთადერთი ხსნა იყო რუსეთის მოსალოდნელი აგრესიისგან, თუმცა „ამაყი და იმპულსური“ (ესე მოიხსენიებს მას რაისი) სააკაშვილი არ დათანხმდა. კოპალაში შეხვდა ტერასაზე და ამაყად უყვებოდა თუ რა მშენებლობები იყო საქართველოში და ლამაზი ხედით კეკლუცობდა მიშა. კონდოლიზა კი ცდილობდა აეხსნა მისთვის, რომ ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა მიშა ვერ იგებდა ამას. იხილეთ გვერდი და მნიშვნელოვანი ნაწილის ქართული თარგმანი: http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/condi1.jpg „ის არის ამაყი და შეუძლია იყოს იმპულსური და ჩვენ ვღელავდით, რომ შესაძლებლობას მისცემდა მოსკოვს პროვოკაციაზე წამოეგო ის და ძალა გამოეყენებინა. ფაქტიურად, მან პირადად მოახდინა კომფლიქტის პროვოკაცია ქვეყნის კიდევ ერთ კუთხე აჭარაში რაც შიდა და საგარეო ზეწოლის შედეგად წარმატებით დასრულდა აჭარის საქართველოში ინეგრაციით. ჩვენ გვეშინოდა, რომ ეს პრეცენდენტი შესაძლოა აფიქრებინებდა მას, რომ იგივე შესაძლებელი იყო ტერიტორიებზე, რომლებიც უფრო ახლოს იმყოფებიან პუტინის საყვარელ სოჭთან. http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/condi2.jpg ბ-ნო პრეზიდენტო, მე მივმართე, შევეცადე მისი ყურადღება გადამეტანა ქალაქის ლამაზი ხედიდან საქმეზე, თქვენ უნდა მოაწეროთ იარაღის გამოუყენებლობას ხელი. ამას როგორ ვიზამ, როდესაც პუტინი ასეთ საქმეებს სჩადის? მიპასუხა მან და მითხრა, რომ ის მოაწერდა, თუ რუსები რამეს მისცემდნენ სანაცვლოდ. მე დაველაპარაკები, რუსებს, თუმცა თქვენ არჩევანი არ გაქვთ, ვუპასუხე მე. თქვენ არ უნდა გამოიყებნოთ ძალა ან დაიმუქროთ ძალის გამოყენებით, ვინაიდან ეს არ არის კარგი თქვენთვის. მოაწერეთ ხელი ვიდრე საერთაშორისო დახმარება გაქვთ. ასე ვსაუბრობდით საათზე მეტი და სააკაშვილი ჯიუტად უარს ამბობდა. ბოლობოლო გადავწყვიტე ტონი გამემკაცრებინა და ესე მივმართე: ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა მოიმოქმედოთ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ რუსებს საშუალება პროვოკაციაზე წამოგაგონ. ხომ გახსოვთ პრეზიდენტმა ბუშმა რომ თქვა რომ მოსკოვი ეცდება რამე სისულელე გაგაკეთებინოთ. და არ ჩერთოთ საბრძოლო მოქმედებებში რუსებთან. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ დამარცხდებით - გულახდილად ვუთხარი მე.“ კიდე საინტერესო მომენტია, როდესაც იხსენებს უკვე ომის შემდგომ მის ვიზიტს საქართველოში, როდესაც ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს მან და სააკაშვილმა და პრესკონფერენციამდე მან თხოვა მიშას რომ არ ელანძღა რუსები, მადლობა ეთქვა ევროპელებისთვის და გაემხნევებინა საკუთარი ხალხი. რუსების შესახებ კი მხოლოდ კონდოლიზა ისაუბრებდა. გაიხსენეთ ეს ის მომენტებია, როდესაც სრული პროსტრაციაა და ევროპელებიღა ჩალიჩობენ რუსების შეკავებას. სოჩში მერკელმა პირდაპირ გააკრიტიკა პრესკონფერენციაზე რუსები და მხარი დაგვიჭრა. ამ დროს კი იწყება პრესკონფერენცია და აქედან ვთარგმი ისევ: „პრესკონფერენცია მშვიდად დაიწყო, თუმცა რაც უფრო მეტს საუბრობდა ის ვატყობდი, რომ ქართველის წნევამ მომატება დაიწყო. შემდეგ ის შეჩერდა, თითქოს ფიქრობდა რა ეთქვა. ის გადასარევად საუბრობს ინგლისურად და ვიცოდი, რომ ეს არ იყო ენობრივი პრობლემის გამო გამოწვეული პაუზა. და უცებ მისი საუბარი გახდა აგრესიული. მან ბარბაროსები უწოდა რუსებს...“ „არაუშავს ვიფიქრე მე, რუსების მიმართ მკაცრს სიტყვებს მაინც მოველოდი და ამ დროისთის ჯერ კიდე არაუშავდა. ამის მერე მოდგა ევროპელებს... ოჰ არა, რას აკეთებს იგი? მისი 20 წუთიანი ტირადის შემდეგ, შევეცადე გამომესწორებინა გაფუჭებული საქმე და ავხსენი, რომ ფრანგების დახმარებით მოხერხდა კონფლიქტის შეჩერება. დროა აქედან წავიდე, გადავწყვიტე მე. პრესკონფერენცია დასრულდა. ისეთი გაბრაზებული ვიყავი სააკაშვილზე, რომ საუბარიც კი არ მსურდა მასთან, ხელი ჩამოვართვი და ჩავჯექი მანქანაში ეკასთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრია, და გავეშურეთ საავადმყოფოში დაჭრილების მოსანახულებლად. გზაში ეკას ვუთხარი: მან საქმე გააფუჭა. ეკამ უკანასკნელ მომენტში მოაწყო მოკლე პრესკონფერენცია აეროპორტში ვიდრე მე გავფრინდებოდი, სადაც ჩვენ ორივემ მადლობა გადავუხადეთ ევროპელებს. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩვენ გავმართეთ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. აღმოვაჩინე, რომ მოკავშირეები გასაოცრი ქველმოქმედებით იყვნენ სააკაშვილის მიმართ, თუმცა ზოგმა აღნიშნა, რომ მან (იგულისხმება სააკაშვილი) დაადასტურა თუ რატომ არ იყო საქართველოსთვის მაპის მიცემა კარგი იდეა.“ აი ეს გვერდიც: http://i154.photobucket.com/albums/s259/mrx_xxl/condi3.jpg კომენტარები თქვენთვის მომინდია.
-
ძველო ფორუმელებო,ჩაცუცქული უნდა გებაზროთ
ტაშიი replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეხლა უფრო მძიმედ იხსნება ფორუმი, სანამ გამოაჩენს ყველაფერს ცოტას ეკიდება, ანუ წამიერად, მაგრამ ემჩნევა რომ მაინც უფრო მძიმეა -
უმაღლესი მთავარსარდალია ეს არაქმედითუნარიანი არსება მაშინ როდესაც "მტერი 40 კილომეტრშია".
-
Siknadmo საქართველოა მარიტა და ის კავშირი აქვს. ციციკორეები მართავდნენ და მართავენ და ოხროხინეები არც ერთხელ არ შეწინააღმდეგებიან ამორალობებს რასაც ხელისუფლებები სჩადიოდნენ და ჩაიდენენ მომავალში. პირიქით რელიგია შეხმატკბილებულია სახელმწიფოსთან. ეკლესიას მონათმფლობელობის წინააღმდეგ არ გამოუთქვამს პროტესტი, პირიქით მონებს მოთმინებისკენ მოუწოდებდნენ და იმქყვეყნიურ გამარჯვებას ჰპირდებოდნენ და ეხლანდელი რა უნდა გამიკვირდეს. ეგრე თავჯაღუნულები გაყვებით ოხროხინეებს და მე და ნუკრიკოს ნაირები კიდე ვიყვირებთ იორამებივით და გიჟებს დაგვიძახებთ.
-
სულ ნატვრის ხე მახსენდება. მთელი ჩვენი ისტორია, აწმყო და მომავალი არის სცენა მარიტას რომ ვირზე უკუღმა სვამენ და ტალახის სროლით მოჰყავთ. ეხლაც ციციკორე წინ მიუძღვის პროცესიას და ოხროხინეც თავისი მრევლით ჩუმად მისდევს ვირს. თუ ვინმე ხმას ამოიღებს კიდე ან გიჟად ნათლავენ ან მოღალატედ.
-
ტეტჩერს რომ ბაძავს თან . არადა ყანაა. ეგ ქალი იყო ჟვანიას გამოძერწილი და არიოლიც იმან შეუქმნა. ჟვანია რომ მოკვდა იმ დღიდან გამოჩნდა ეგ ქალი რისი მაქნისიც იყო.
-
1961 წლის 12 აპრილს იური ალექსის ძე გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით „ვოსტოკ-1“ და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა. ისტორიული დღეა კაცობრიობისთვის. პ.ს. ეს არის კაცობრიობის დიდი მიღწევა (დადასტურებული), რომელსაც არავინ აღნიშნავთ, თუმცა რამოდენიმე დღეში დაუდასტურებელ ამბავს აღნიშნავთ ყველა. კიდევ ერთი ნიმუში რაციონალური აზროვნებისა
-
ვეთანხმები მოთხოვნებს. პ.ს. ისე ეხლა დავფიქრდი ნაცების სახელმწიფოს სხვადასხვა დარგებზე და ნამდვილად მინდა ვაღიარო, რომ საქართველო პირველ ადგილზეა ერთ დარგში. კერძოდ სხვა ქვეყანა არ ვიცი სადაც საკუთარი მოქალაქეების დაპატიმრება ესეთი სარფიანი ბიზნესი იქნებოდა სახელმწიფო აპარატისთვის. ინტერესთა კონფლიქტია. ხელფასი მარტო მილიციონერებს და მინისტრებს აქვთ და ხალხის დაპატიმრებაც მაგათ ავალიათ. გეგმას გადაჭარბებით ასრულებენ და მომგებიან დარგად აქციეს.
-
ლაშა გილოცავ, წარმატებები, ბედნიერება, დღეგრძელობა ....