Jump to content
Planeta.Ge

ტაშიი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.888
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

ყველა პოსტი ტაშიი

  1. აბა სად დაიწყო? ჩვენი ტრაგედია იმაშია, რომ ყველაზე დემოკრატიული რაც ამ ქვეყანაში მომხდარა კომუნისტების მიერ ჩატარებული არჩევნები იყო 1990 წელს. კომუნისტები ხომ ქაქი იყო და იმაზე კარგი ჯერ არც მოსულა. აი მაგაშია ჩვენი ტრაგედია.
  2. რითი სჯობს არ გადამრიო???? ვისთვის სჯობს? რუსებისთვის? ანუ ნორვეგიას თურქმენეთი სჯობს? თუ ჩვენთვის? ნორვეგიის მაგივრად რო თურქმენეთი გვყავს მნეზობლად? კარგი რა. რუსეთში უნდა დაიწყოს დემოკრატია, სხვა გზა არ არის. ცივილიზებული ერია და ეკუთვნით.
  3. ადამიანის ავატარის თავზე არის Insert Nick ეს არის სახელის ჩასარჭობად და ტექსტს რომ მონიშნავ მარჯვნივ ქვემოთ არის "Quote selected text" და ამის მიჭერით მონიშნულს ჩასვამ
  4. DonCaredo მაოცებ რა, ბჟეჟინსკი პიტალოა და მაჰმუდა ჭკვიანი? აჰმედინეჯადის საუბარი თუ მოგისმენია? ვინც ირანული იცის ყველა აღნიშნავს, რომ აჰმედინეჯადის ლაპარაკი არის საპოჟნიკის საუბარი და ყველა დასცინის ვინც კი ვიცი ირანელი. იდეები აქვს ექსტრემისტული და საუბარი ბლატნოი-შეჩემანალა-იდინახუის დონის, სოფლური აქცენტით. ზოგადად არის სამარცხვინო პიროვნება. ბჟეჟინსკის ეგ სტატია კი ნამდვილად საინტერესოა.
  5. Saturn მითუმეტეს თუ მაგის გჯერა ალბათ შენც მეთანხმები, რომ ჩვენ ისევე ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ, როგორც ესტონელები და გადავირჩიოთ მთავრობა არჩევნებით და თურქმენების და უზბეკების მეთოდი დავიწუნოთ, ვინაიდან რუსებისგან თავის დასაცავად ეს უფრო წარმატებული მეთოდია. ხომ მეთანხმები სატურნ? ხომა არ გინდა, რომ თურქმენბაშივით მიშამ მართოს ეს ქვეყანა სანამ არ ჩაძაღლდება? თუ რუსულ-თურქმენულ მოდელს უჭერ მხარს?
  6. არჩევნები მოდის რუსეთში და იქაც ავტორიტარი ბანდიტები იგივე რიტორიკას იყენებენ. მტერი 40 კილომეტრშია ვოვა ავირჩიოთო.
  7. ძუკუ გილოცავ ჩემო კარგო, დღეგრძელობას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებ
  8. მაგაში არ გედავები. უბრალოდ არ ჩამოვიშალეთ მაგრები ვართო რომ ამბობენ და ტელევიზიები და გეზეთები დახურეს თან, იმას ვამბობ, რომ სჯობდა ჩამოშლილიყვნენ და არ დაეხურათ.
  9. აი ეს გამოთქმა მიყვარს: "თუკი ოდესმე არჩევანი მექნება გასაკეთებელი ძლიერი მთავრობის მქონე მაგრამ თავისუფალი მედიის არმქონე ქვეყანასა და უმთავრობო, მაგრამ თავისუფალი მედიის მქონე ქვეყანას შორის, არჩევანს აუცილებლად ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გავაკეთებდი" ამის მთქმელს მიშას მთავრობა 100%იანი დააპატიმრებდა და რუსეთის აგენტობას დააბრალებდა. არადა თომას ჯეფერსონის სიტყვებია.
  10. ეხლა ამერიკელებს მოვუყევი და გაიგუდნენ ხარხარით, ანეგდოტია რა. ეს ფაქტი რამე კომედიაშია გადასაღები. "ოპერაცია წმინდა იანუარიის" სტილის მაქინაციაა. მიშა კიდე სუფთა კოლმეურნეობის თავმჯდომარეა.
  11. არაფერი ბუნდოვანი არ უთქვამს თედო ჯაფარიძეს. ჭკვიანი კაცია და თქვა რომ ყველაფერს განვიხილავთ და საქართველოსთვის საჭირო გადაწყვეტილებას მივიღებთო. დალაგებული ადამიანი ესე ამბობს და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებს განხილვის გარეშე, თუნდაც ის პირადად მის აზრს ეწინააღმდეგება. აბა წუგზარა რომ ურა პატრიოტული ლოზუნგებით საუბრობს ეგ არის ნორმალური?
  12. იმინნა ზეუკუშედეგი მოაქვს ნაღდად ეგრეა. ესეთებს, რომ ვკითხულობ ერთადერთი აზრი, რაც მებადება ის არის ეტყობა მართლა ნორმალური კაცია ივანიშვილი თქო.
  13. ბიცოლьა, ისე ეგ ბიდლოსთვის გამიზნულ სტატიას რად გინდა რომ ავრცელებ? ეგ ხომ ნახირისთვის იბეჭდება. აქ ვინ ნახე მაგის მუშტარი?
  14. DonCaredo "აი მე არც არსად ვმუშაობ, არც არაფერს ვიხდი, ჩემგან კაპიკსაც კი ვერ იღებენ. მომბაძეთ " DonCaredo ცდები ძვირფასო. ირიბი გადასახადებით ივსება ბიუჯეტი. რამეს რომ ყიდულობ მაშინ იხდი ისე, რომ ვერც ხვდები. ბოლო ბოლო პურს ხომ ყიდულობ, ხოდა ესეიგი იხდი გადასახადს.
  15. dire ფორმალური ოფიციალურს ნიშნავს. მაგის საპირისპირო სიტყვა არის არაფორმალური, ანუ პუტინმა რო მედვედევი დადო. ხოდა შესაბამისად უთხრა ჩაატარე არჩევნებიო. ნუ ბოლო ბოლო იმას მაინც ნუ დამაჯერებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა საჯაროდ უთხრა ვიმეს არჩევნები გამაზეო. თუმცა, ნაცებმა ალბათ ესე გაიგეს და ამისი სჯერათ და დარწმუნებული ვარ ეცდებიან კიდეც გაყალბებას. აბა კრიმინალური რეჟიმი ნებაყოფლობით ხომ არ წავა? თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა ვცადოთ არჩევნებით ამ ჭირის მოშორება. თუ მიშა პუტინის მეთოდებს გამოიყენებს ძალიან ცუდად დაამთავრებს.
  16. წავიკითხე სტენოგრამა და ზუსტად ის უთქვამს ობამას, რასაც ველოდი. არჩევნები უნდა ჩაატარონ თორე შორს ვეღარ წავლენ ნაცები. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით. ისე ნაცებთან მაქვს კითხვები: სულ რომ გაკაპასებულები გაკივით ვინც მიშას ოპონირებას გაუწევს რუსეთის აგენტიაო, ერთი ეს მითხარით აბა სულ მიშა უნდა იყოს? რუსებს თურქმენული სისტემა უფრო დაუპირისპირდება თუ ესტონური? ესტონელები რომ არჩევნებით ცვლიან მთავრობას ამით რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს და თურქმენები რომ არ ცვლიან "მამა-მარჩენალს" გჯერათ, რომ ამით ინარჩუნებენ რუსეთისგან დამოუკიდებლობას? ანუ ვინ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს, მე თუ წუგზარი?
  17. როცა მოგვიხმობს პარტია, აგუგუნდება მთა–ბარი, მამულს შესწიროს სიცოცხლე ყველა ჩვენგანი მზად არის. მისამღერი: ზეცაზე დიადი და ბრწყინვალე ვარსკვლავი ანთია, ძმობის და მშვიდობის ზეიმის წმინდა დილა ბრწყინდება, ლენინს მიშას და პარტიას ვუმღეროთ დიდება, ლენინს მიშას და პარტიას ვუმღეროთ დიდება, მოვდივართ დედა სამშობლოვ, შენი ნათელი გვარტყია, ჩვენი დროშაა ლენინი მიშიკო, ჩვენი რწმენაა პარტია!
  18. :dash2: :dash2: კარიკატურები 70-80-იანი წლების კროკოდილი რომ იყო საბჭოთა ჟურნალი იქიდან ხომ არ გადმობეჭდე?
  19. მიშას დღნაურის და კუტუნიოს კონცერტების ნაცვლად, რომ პოლიტიკური ცხოვრების პირველი ნიშნები დაფინანსდეს ამაში ცუდი რა არის? როცა დღნაურს აფინანსებდა ხმას არავინ იღებდით და როცა ჩაკეტილი ჟანგბადი გაუხსნა პარტიებს და შანსი გაჩნდა პოლიტიკური პროცესის დაარსების, რომლის პირველი ნიშნები "დაჟე" ედიკას დროს არსებობდა მაგრამ ნაცებმა მოკლეს, რატომღაც ზოგს გული წყდება. ვერ ვიგებ აბა რა გინდათ? 20 თეთრიანი საწევროებით სულს ღაფავდეს პარტიები და ნაციონალებმა კიდე ხალხის ფული ფლანგონ? გასაგებია, რომ პოლიტიკური პროცესის მონოპოლიზება არ უნდა მოხდეს ერთი ადამიანის მიერ, როგორც ეს მიშიკომ ქნა და აი ეს უნდა გავაკონტროლოთ. მსოფლიოში პირველ ადგიოლზე ვართ ერთ სულ მოსახლეზე ტოტო კუტუნიოს კონცერტებით. არ გინდათ მეორეზე მაინც რომ გადავიდეთ?
×
×
  • შექმენი...