Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. Ucnobi ესე იგი შენ არ აბრალებ რასელს მასონობას. გასაგებია. მასონური არაა ჯვარი და გვირგვინი. ამავე თემის 888-ე პოსტში უკვე მოგიყვანე არაერთი მტკიცებულება, რომ მასონების სიმბოლოს არ წარმოადგენს ჯვარი და გვირგვინი. ვააა, შენ რა მძიმედ გესმის კაცოოოუუუ ადამიანო, არსად დამიწერია რასელი არ იყენებდა ჯვარსა და გვირგვინსთქო. მე აგიხსენი და თან დაგისაბუთე რომ მაგ სიმბოლოებს იყენებენ ქრისტიანული ეკლესიებიც. თანაც დღემდე! ამის გამო, მათ ვინც ჯვარსა და გვირგვინს იყენებს, მასონობას ვერ დავაბრალებთ. გეიგე? ვერა. ხოდა, აზრი არ აქვს ამ უაზრო კამათის უსასრულოდ გაგრძელებას. მთავარი ჩემთვის ისაა, რომ შენ (მგონი) რასელს არ აბრალებ მასონობას. ასეა???
  2. ტაშიი ხომ აგიხსენი რომ პასუხის მოწერას აზრი არ აქვს შენთვის, რადგან მწერდი, რაც არ უნდა დაგიწერო, მაინც არ შეიცვლიდი აზრს. ამიტომ თავად უნდა გამოიკვლიო, სხვა გზა არ გრჩება... რადგან მასე თავდაჯერებით წერ რასაც წერ, ესე იგი დანამდვილებით იცი რომ "მის დროს იყო გავრცელებული და მთელი მსოფლიში სწორედ წამების ადგილი იყო". ახლა დროა, დამისაბუთო რომ რასაც წერ, მართლა მასე იყო. გელოდები.... http://www.pic4ever.com/images/kaffeetrinker_2.gif
  3. Ucnobi სწორედ რომ მაგას კითხულობდი და უკვე გაგეცი პასუხი ამ თემის 888-ე პოსტში. ისევ იგივეს მეორებს. გეტყობა როგორც ხარ "გარკვეული". :givi: აჰა, გასაგებია... თუ ჯვარსა და გვირგვინს, ტრადიციული ქრისტიანული ეკლესიები იყენებენ, მასონები არ არიან და თუ იეჰოვას მოწმეებმაც გამოიყენეს, მაინც და მაინც მასონების იარლიყი უნდა მივაკეროთ. ლოგიკა გაქვს, მთებს ადნობს.
  4. ტაშიი და აზრი? რა აზრი აქვს მე გეტყვი თუ არა? შენ ხომ მაინც არ შეიცვლი აზრს? ამიტომ გწერ მეოთხედ:გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა
  5. ტაშიი ასე რომ გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა რომ აღარ დააბრალო იესოს, ადამიანებს უსასრულო ტანჯვა-წამებით აშინებდაოოოო
  6. lasha kakauridze ცინიზმით მხოლოდ იმას ამჟღავნებ რომ საღი მსჯელობა არ სეგიძლია. რასელი თუ საცოდავი იყო იმიტომ რომ არ ჰქონდა გამოკვლეული რა ფორმის საგანზე მიალურსმეს იესო, მართლმადიდებლები საუკუნეების მანძილზე რომ ჯვარს ეთაყვანებით, ის არაფერია არა? თან დიდი სიამაყით აცხადებთ ხოლმე, საუკუნეების მანძილზე დიდებულ და წმინდა თეოლოგები გვეზრდებოდნენო და როგორ ვერ შეძელით იმის გამოკვლევა რა ფორმის საგანზე აწამეს იესო? გაეცანი მის ნაშრომებს და გაიგებ. მხოლოდ ცინიზმით ვერ შეიძენ ცოდნას. შეგიძლია ეწვიო იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებგვერდს და გაერკვე ამ საკითხებში. ამასთან ერთად, იმაზეც იმუშავე რომ ცინიზმიდან ნორმალური მსჯელობაზე გადმოერთო და ისწავლო თეოლოგიური საკითხები, მანამ სისულელეებს დაწერდე.
  7. lasha kakauridze შენ რომ ზემოთა პოსტი წაგეკითხა, რაც Ucnobi-ს მივწერე, მაგას აღარ დაწერდი. აბა ყურადღებით წაიკითხე რა დავუწერე:
  8. Ucnobi რასელი ერთ დღეს არ ასწავლიდა იესო ჯვარზე აწამეს, მერე დღეს ძელზე აწამესო და მერე სხვა საგანზეო. ასე რომ შენი თვალსაზრისი რასელზე ვერ გავრცელდება. რასელი იყო მკვლევარი და ბიბლიურ საკითხებს თანდათანობით იკვლევდა. ანუ ჯერ ერთ საკითხს იკვლევდა, მერე მეორეს და ა.შ. ერტ დღეში არ გამოუკვლევია რასელს ყველა თეოლოგოიური საკითხი. მგონი უნდა მიხვდე ახლა lasha kakauridze აღიარებაში რას გულისხმობ, აბა ერთი ჩამოგვირაკრაკე...
  9. Ucnobi ხოდა რომ დაგაინტერესდა და მკითხე, მეც გიპასუხე. კითხულობდი ჯვარზე და გვირგვინზე, მერე ამ ყველაფერს მასონებს უკავშირებდი. მე კი დაგისაბუთე რომ რასელს არაფერი ჰქონდა საერთო მასონებთან.
  10. არა არა. არა, ეგ არ მითქვამს შენთვის, ნუ იგონებ ზღაპრებს. კი, რადგან სისულელეებს წერ თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, ესეც ხომ არ არის სადაო?
  11. ტაშიი ტყემალზე ზიხარ და ნიორს ჭამ. ჯერ ერთი მე არაფერს ვეძებ. მეორეც, თუ გსურს თემის ირგვლის ისეუბრე. დაადასტურე რომ იესო ადამიანების დაუსრულებლად ტანჯვა-წამებას ქადაგებდა. აბა მიდი, გელოდები. ;) იმიტომ რომ შენსას ერეკები და მიუხედავად იმისა წარმოდგენა არ გაქვს იმ საკითხებზე რაზეც აქ წერ, არც იმის სურვილს ავლენ ადმაიანი დაგეხმაროს რომ გაერკვე. ხოდა, იჯექი ტყემალზე და გააგრძელე ნივრის ჭამა.
  12. ტაშიი არაფერი არ გადამიკეთებია. მარტივად და გასაგებად დაგიწერე, რომ გეენა და ჯოჯოხეთში უსასრულო ტანჯვა-წამება სხვადასხვა რამაა. გეტყოდი რასაც ნიშნავს, მარა არ დაიჯერებ. ამიტომ მოგწერე წინა პოსტში: გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა... შენს მიერ დასმული ამდენი კითხვა იმაზე მიუთითებს რომ ეს საკითხი არ გაქვს გამოკვლეული. გამოკვლეული რომ გქონდეს, ამდენი რამ არ იქნებოდა შენთვის უცნობი. ამასთან ერთად, შენი მოსაზრების მხარდამჭერ არგუმენტებს მოიყვანდი. ფაქტია რომ წარმოდგენა არ გაქვს ამ საკითხებზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგწერ, გამოიკვლიე რომ გაერკვე. ხო, ის ბმულიც, რუსულად რომ არის, როგორც ჩანს არ წაიკითხე. თუ გსურს გაერკვე საკითხში, უნდა გამოიკვლიო და ის ბმულიც წაიკითხო რომელიც მოგაწოდე. თუ დროს კლავ და ერთობი, ეგ სხვა ამბავია მაშინ.
  13. ტაშიი შენთვის კია ახალი. ცეცხლის გეენა და ჯოჯოხეთში დაუსრულებელი წამების არაბიბლიური დოქტრინა, სხვადასხვა რამეა. შენ წერდი ჯოჯოხეთზე და მეც ჯოჯოხეთთან დაკავშირებით გწერდი. გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა. პ.ს. აქვე მინდა შეგახსენო რომ შენ სარგებლობ ეკლესიის მიერ შესრულებული ტენდენციური და დამახინჯებული ბიბლიით. ბიბლიის საუკეთესო თარგმანის ლინკს დავდებ და თუ გსურს ზუსტი ბიბლიით ხელმძღვანელობა, აგერაა: ბიბლია – ახალი ქვეყნიერების თარგმანი აქვე ერთ ლინკს დავდებ და თუ გადახედავ (რუსული თუ იცი) სხვა ბევრ ახალ რამეს გაიგებ Будут ли грешники гореть в аду?
  14. Ucnobi, ლაშა კაკაურიძე და ყველას, ვინც ჩარლზ ტეის რასელს მასონობაში დებს ბრალს როგორც უკვე აღვნიშნე წინა პოსტებში, ჩარლზ ტეის რასელი, იყო ბიბლიის მკვლევარი და მთელი თავისი ცხოვრება, ღვთის მსახურებაში გაატარა. ძირითადად, ის ადამიანები, რომლებიც იეჰოვას მოწმეებისადმი აგრესიულად არიან განწყობილნი, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რალზ ტესის რასელზე და იეჰოვას მოწმეებზე ცილისწამებები გაავრცელონ. ზოგიერთი ადამიანი, იმ ვებსაიტების მსხვერპლი ხდება, სადაც მსგავსი ცილისწამებებია განთავსებული რასელსა და მოწმეებზე. ზოგიერთი შეგნებულად ავრცელებს მსგავს სიყალბეს, ზოგი კი მსგავს დეზინფორმაციებს უბრალოდ იჯერებს და ავრცელებს. მაგალითად, Ucnobi და ლაშა კაკაურიძე, რომელიც ინტერნეტში განთავსებულ დეზინფორმაციებს იჯერებს, გონია რომ რასელი მასონი იყო. იეჰოვას მოწმეები, მსგავს ცილისწამებას იმიტომ უარყოფენ რომ ისინი ადამიანების შექმნილი მასონური ხასიათისა და პროგრამების მხარდამჭერები, არც არასოდეს ყოფილან და არც არასოდეს იქნებიან. იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ჩარლზ რასელს მასონობა დააბრალონ, ხშირად არგუმენტად მოყავთ 3 რამ: 1. სასაფლაო, სადაც ჩარლზ ტეის რასელია დაკრძალული, მიმდებარე ტერიტორიაზე მასონთა შენობაა აგებული. 2. ჩარლზ ტეის რასელის სასაფლაოსთან ახლოში აგებული მემორიალი, რომელსაც პირამიდის ფორმა აქვს და მასზე გამოსახულია ჯვარი და გვირგვინი. 3. ჟურნალ საგშაგო კოშკის ადრეული გამოცემები, რომელზეც ჯვარი და გვირგვინია გამოსახული. აქ ჩამოთვლილი სამი არგუმენტით შეუძებელია ჩარლზ ტეის რასელი მასონად მიიჩნეოდეს. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ ნათელი იყოს ყველაფერი. 1. სასაფლაო, სადაც ჩარლზ ტეის რასელია დაკრძალული არ ეკუთვნის მასონთა ორგანიზაციას. ჩარლზ რასელი გარდაიცვალა 1916 წელს, ხოლო შენობა რომელიც მის საფლავთან ახლოსაა აგებული და მასონებს ეკუთვნის, 1990-იან წლებშია აგებული, ანუ ჩარლზის გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტის, სულ ცოტა 74 წლის შემდეგაა აგებული და არანაირი კავშირი არ აქვს რასელთან. 2. ჩარლს ტეის რასელის საფლავთან ახლოში აგებული პირამიდის ფორმის მემორიალი, რომელზეც ჯვარი და გვირგვინია გამოსახული, არაა რასელის მიერ დატოვებული ანდერძთან თანხმობაში. სინამდვილეში ის რასელის არაიეჰოვას მოწმე ნათესავების მიერა აიგო რასელის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ (1921 წელს) და არანაირი კავშირი არ აქვს იეჰოვას მოწმეებთან და რასელის მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციასთან "საგუშაგო კოშკთან". 3. მართალია, რასელის მიერ დაფუძნებული რელიგიური ჟურნალი "სიონის საგუშაგო კოშკი" ყდაზე გამოსახავდა ჯვარსა და გვირგვინს ვინაიდან რასელს სწამდა რომ იესო ქრისტე ჯვარზე აწამეს და გამოცხადების 14:14-ში ჩაწერილი სიტყვებით ღვთის ძის მსგავსი, ქრისტეს იესო იყო აღწერილი რომელსაც თავზე ოქროს გვირგვინი ჰქონდა დადგმული. როგორც ხედავთ, არანაირი საფუძველი არ არსებობს ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ჩარლზ ტეის რასელი მასონად მიიჩნეოდეს. უფრო მეტიც, ჯვარსა და გვირგვინს, დღეს მრავალი ქრისტიანული ეკლესია გამოსახავს თავიანთ ტაძრებსა და რელიგიურ ლიტერატურაში. მაგალითად: 1. ქრისტიანული ეკლესიების შენობებსა თუ შუშის ფანჯრებზე ტრადიციულ ქრისტიანულ სიმბოლოებს, ჯვარსა და გვირგვინს მრავლად ვხვდებით, რაც იმას არ ნიშნავს რომ ჩარლზ ტეის რასელი, იეჰოვას მოწმეები და ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები თავიანთი მრევლითურთ მასონებად გამოვაცხადოთ, ვინაიდან ჯვარისა და გვირგვნის გამოსახავა 'მასონობას' და მასონური ორგანიზაციის წევრობას არ ადასტურებს. http://www.istockphoto.com/file_closeup.ph...9&SearchLang=EN http://i066.radikal.ru/1007/83/bd5456c4077c.jpg 2. ქალაქ იორკი (ინგლისი) ქალაქის ცენტრში აგებული ტაძრის "პირველი მორავიანული ეკლესიის" შუშის ფანჯარაზე გამოსახული ჯვარი და გვირგვინი: http://www.yorktownsquare.com/god-york-county/ http://s003.radikal.ru/i202/1007/d5/60b3a1b51342.jpg 3. გაერთიანებული ეთოდისტური ეკლესიის შენობაში შუშის ფანჯარაში გამოსახული ჯვარი და გვირგვინი: http://www.honeybrookumc.org/Church%20Pictures.htm http://s59.radikal.ru/i165/1007/a2/b533e0fd4890.jpg 4. პირველი ბრესბიტარიანული ეკლესიის შუშის ფანჯარაში გამოსახული ჯვარი და გვირგვინი: http://fpcoburgnj.org/firstpresbyterianchurchnjaosanc.aspx http://s15.radikal.ru/i189/1007/2a/a5e0d105afd2.jpg 5. გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის შენობაში შუშის ფანჯარაში გამოსახული ჯვარი და გვირგვინი: http://westendunitedmethodistchurch.org/churchwindows.aspx http://s001.radikal.ru/i196/1007/4c/53bbf646dcb5.jpg 6. ქალაქ ლონდონში (ინგლისი) მისიის ეკლესიის შენობაში შუშის ფანჯარაში გამოსახული ჯვარი და გვირგვინი: http://www.oakridge.london.on.ca/worship/crown.asp http://s55.radikal.ru/i148/1007/58/c8a5f62e0303.jpg 7. ჯვარი და გვირგვინი, აგრეთვე კათოლიკური ეკლესიის კედლებზეც და კათოლიკე მორწმუნეთა სასაფლაოებზეცაა გამოსახული: http://sleepyhollowcemetery.org/news-events/cemetery-art/ http://s002.radikal.ru/i197/1007/c5/61bdf9833827.jpg 8. და ბოლოს. ვებსაიტი "მსოფლიოს სიმბოლოები" ახსნილია რომ "ჯვარი და გვირგვინი" წარმოადგენს ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების ტრადიციულ ქრისტიანულ სიმბოლოს და იგი მრავლად გვხვდება ეკლესიებში: http://worldsymbols.blogspot.com/2009_10_01_archive.html http://i081.radikal.ru/1007/c1/e7cd24bda683.jpg ასე რომ, იეჰოვას მოწმეები თუ Ucnobi-ის მიერ დაწერილ ცილისწამებებს არ გამოეხმაურებიან, არავინ არ უნდა იფიქროს რომ პასუხი არ აქვთ იეჰოვას მოწმეებს და იმიტომ არ წერენო. უბრალოდ იეჰოვას მოწმეებისთვის კარგადაა ცნობილი რომ ცილისწამებები ყოველთვის ვრცელდებოდა მათზე და ყოველთვისაც გავრცელდება, რადგან როცა ზოგიერთი მართლმადიდებელი იეჰოვას მოწმეებს ცოდნით და სხვებისადმი სიყვარულის გამოვლენით ვერ ამარცხებენ და ბიბლიიური სწავლებების უარყოფაც არ ხელეწიფებათ, და მათ, ვინც იეჰოვას მოწმეებისადმი აგრესიულად არიან განწყობილნი, მხოლოდ ისღა რჩებათ, ცრუ ბრალდებები ავრცელონ და ამ სახით გამოავლინონ თავიანთი გულისა და გონების განწყობა მოწმეებისადმი, რაშიც მხოლოდ რელიგიური აგრესია ვლინდება. ცხადია სამწუხაროა, როცა ცილისწამებების გამოვლენით ზოგიერთი მართლმადიდებელი სახალხოდ გამოჰფენენ ხოლმე იმას, რასაც გულით ატარებს... "გაისუფთავეთ ხელები... განიწმინდეთ გულები...". - იაკობი 4:8.
  15. Ucnobi მცდარ დასკვნებს აკეთებ. უამრავი ეკლესია არსებობს მსოფლიოში რომელიც იმ სიმბოლოებს იყენებს, რომლებიც შენ ჩამოთვალე.
  16. ტაშიი იესო არ ასწავლიდა ჯოჯოხეთის მარადიულ ტანჯვა-წამების შესახებ.
  17. Ucnobi არგუმენტირებული კი არა, ჭორები და ტყუილებითაა გატენილიეგ ვიდეო. მითხარი ერთი,რომელი ტყუილია მაგ ვიდეოში ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული... :nekro:
  18. Siknadmo არა, მაგრამ როცა ბავშვს ატყუებ და თავში უტენი ილუზიებს, ბავშვის ფსიქიკაზე და ცნობიერებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენ. რაც დავწერე, საერთოდ ვერ გაგიანალიზებია როგორც ვხედავ. საქმეც მაგაშია რომ არანაირი უკვდავი სული არ გაქვთ და ტყუილად უტენით თავში მცირეწლოვან ბავშვებს ილუზიებს. სამოთხე კი სადღაც ცაში და ღრუბლებში გგონიათ... ვაი ვაი ვაი... რას ვუძახი ეგ მე დიდი ხანია გარკვეული მაქვს. შენ უნდა გაერკვე რომ ილუზიებით არ იბრუო თავი.. ჯერ ერთი რომ ჯოჯოხეთი და უსასრულო დროით ტანჯვა-წამება არ არსებობს! მეორეც, არცერთი ფსიქიურად ჯანმრთელი ადამიანი არ ისურვებს უსასრულო ტანჯვა-წამებას. ასე რომ ნუ დაახეთქებთ ხომე სისულელეებს რაა. ირჩევს არა ტოროლა კიდე. ეგ თქვენ გგონიათ მართლმადიდებლებს რომ როცა მოკვდებით ცაში აფრინდებით ღმერთთან და ნეტარ-ყოფაში გაატარებთ მტელს უსასრულობას. ეგ ყველაფერი ისე გაქვთ ძვალრბილში გამჯდარი რომ ვინც შენსავით მამაოებს არ ემთხვევა ხელებზე და მამაო დამლოცეს არ გაჰკივის, ჯოჯოხეთის მარადიულ ტანჯვა-წამების საგზურს ირებს თანაც თავისი არჩევანით... მოკლედ რაა, ანეკდოტებს ნუ მიწერ თორემ ჩავბჟირდი საცაა ...
  19. Siknadmo იმის ნაცვლად რაიმე ნორმალური გეთქვა, ბოდავ. ისევე როგორც იმ ვიდეოში მოდავდით, რომელიც დადე. შური და აგრესია გაქვთ მოწმეებისადმი არ იცი? ვერ ისვენებთ. რა მასონი რის მასონი, საერთოდ გაცნობილხართ მაინც რასელის ბიოგრაფიას? მოხვალთ აქ და დაწერთ სისულელეებს, იმ პათოლოგი მორფიუსის არ იყოს. იმის ნაცვლად სამღვდელოებაში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე იფიქროთ და პრობლემის გადაჭრაში Dრე-ღამე არ გეძინოთ, მოდიხარ აქ და იტიოტიზმზე წერ, აი რასელი ნახეთ მასონი იყოო. ერი ჰააა...
  20. Siknadmo ეგ ვიდეო სავსეა ტყუილებით და შენისთანა ადამიანები იმიტომ ავრცელებენ მაგ ტყუილებს იეჰოვას მოწმეებზე და ჩარლს ტაიზ რასელზე, რომ შური და აგრესია უბიძგებთ მაგისთვის.
  21. ტაშიი რადგან მაგ კითხვას სვამ, ესე იგი პასუხიც იცი. რა თქმა უნდა! შარშან გავიარე ფსიქოლოგიის კურსი, რომელიც უმთავრესად ეფუძნებოდა ახალ სამეცნიერო კვლევებს. მასში ძალიან დიდი სერიოზულობით განიხილებოდა ჯოჯოხეთის წამების და სამოთხის "ნეტარებაში" ყოფნის შესახებ ბავშვებში ჩაგონების არამართებულობა. ნამდვილი მაგალითიც კი მოიყვანეს. ამერიკაში ცხოვრობდა 9 წლის ბავშვი (გოგონა), რომლის დედა ახალი გარდაცვლილი იყო. თურმე ბავშვი დედის სიკვდილს ძალიან განიცდია, რაც ბუნებრივი და გასაგებია. "მორწმუნე" ბებია ბავშვს ხშირად ჩააგონებდა რომ დედაშენი ჯოჯოხეთში არ წასულაო, სამოთხეშიაო. ბევშმა რომ კითხა სადაა სამოთხე, სად წავიდაო, ბებიამ უთხრა რომ ცაშიაო ღმერთთანო და ნეტარებაშიაო, იმაზე უკეთ ვიდრე ადამიანები აქ ვცხოვრობთ დედამიწაზეო. და იქ ვერ მოხვდებოდა თუკი არ მოკვდებოდაო. დრო და დრო, ბავშვი ცაში იყურებოდა, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს, დავინახო დედაო. ერთ მშვენიერ დღეს, სახურავზეც კი ასულა რომ დედასთან ახლოს მინდა ვიყოო. ბოლოს ბავშვმა თავისი ოთახის ფანჯრიდან გადმოხტომა გაბედა რათა დედასთან მოხვედრილიყო. ბავშვი მესამე სართულიდან გამდოხტა და სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს. როცა ოპერაციების შემდგე ბავშვი გონს მოვიდა, მიზეზიც ახსნა თუ რაოტმ მოიქცა იმდაგვარად. სამქუხაროდ ეს ისტორია იმით დამთავრდა რომ ბავშვმა კიდევ მოისურვა დედასთან ნეტარებაში ყოფნა და მეორედ გადმოხტომის შემდეგ, ვეღარ გადაარჩინეს. ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ყველა ბავშვი ასე მოიქცევა, მაგრამ ფსიქოლოგი, რომელიც უახლოეს მიღწევებს გვაცნობდა, აღნიშნა, რომ რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ადმაიანი, აუცილებელია მას აეხსნას რომ ოჯახის წევრი თუ მეგობარი, რომელიც მოუკვდა, მართლა მოკვდა და არსად არ იმყოფებაო, არც ჯოჯოხეთში და არც სამოთხეშიო. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ როცა ადამიანს ილუზიას აჯერებენ, ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმდებსო. ჯოჯოხეთის შიში, ადმაიანს ვერასდროს აკავებდა ცუდის ჩადენისაგან და ვერც ვერასდროს შეაკავებს. ცუდის ჩადენისაგან ჯოჯოხეთის შიში კი არა, ღვთისადმი და ადმიანებისადმი სიყვარული აკავებს ნამდვილ ქრისტიანებს და არა მარადიული ტანჯვა-წამების პათოლოგიური შიშები.
  22. JUST PROGRESS მშვენიერი სათაური აქვს თემას. მთავარი კი ისაა, რაც ამ თემაში დაიწერა.
×
×
  • შექმენი...