Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. nika3012 ბიბლიას თუ გამოიკვლევ დარწმუნდები რომ ფაქტების კონსტატაციაა და არა იქნებ ის და იქნებ ეს. რას გულისხმობ სიტყვა "ეგრეში"? და ბიბლიაში სად ამოიკითხე რომ აკრძალული ნაყოფი ვაშლი იყო?! ბიბლიას თუ გამოიკვლევ დარწმუნდები რომ ფაქტების კონსტატაციაა და არა მოგონილი ამბები. მცდარი მოსაზრებებია. რადგან შენ არ იცი, არ უნდა იყო მასე თავდეჯერებული რომ სხვებმაც არ იციან. ახსენი როგორ ეწინააღმდეგება დინოზავრების არსებობა ბიბლიაში აღწერილ ქმედებათა თანმიმდევრობას. ყველანაირ თეორიას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ შენ რასაც ამბობ, ეგ თეორიადაც არ მიმაჩნია. მასეთი "თეორიები" იმ ადაიანებს აქვთ, ვისაც ბიბლია არ გამოუკვლევია და არ იცის რა არის ის.
  2. nika3012 Saturn დინოზავრები და პტეროზავრები ცხოვრობდნენ ძალიან დიდი ხნის წინ, მანამ სანამ ადამიანი შეიქმნებოდა. დინოზავრებიც და ადმაიანიც, ორივე ღვთის შექმნილია. ბიბლიაში ჩაწერილია შემოქმედებითი დღეები თანმიდევრულად. (იხ. დაბადების პირველი თავი). დაბადების პირველ თავში წერია: შემდეგ თქვა ღმერთმა: აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა. დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა და ყველა ცოცხალი სულის შექმნა". (წაიკითხე დაბადების 1:20-24). ამ სიტყვების დამწერი მოსე, არ დასწრებია არც ადამიანის შექმნას და არც ფრინველებისა თუ ცხოველების შექმნას რაც ადამიანის შექმნამდე შექმნა ღმერთმა. მაგრამ რასაც მოსე და ბიბლიის სხვა მწერლები წერდნენ, წერდნენ ღვთის შთაგონებით. ამიტომ ის რასაც ბიბლია ამბობს არ წარმოადგენს მხოლოდ იმ ცნობების ერთობლიობას, რასაც მხოლოდ ადამიანი შესწრებია. ბიბლიაში სიტყვა დინოზავრი ვერ იქნებოდა ჩაწერილი, რადგან სიტყვა დინოზავრი პირველად 1842 წელს ინგლისელმა პალეონტოლოგმა რიჩარდ ოუენის მიერ იქნე გამოყენებული. სიტყვა დინოზავრი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "δεινός" (დეინოს-ისგან) რაც ნიშნავს "საშინელს, დიდს, ძლევამოსილს, საოცარს". ხოლო სიტყვის მეორე ნაწილი "σαῦρος" (საუროს, იგივე ზაუროს) კი "ხვლიკს"; ამგვარად სიტყვა დინოზავრი "δεινός-σαῦρος"ქართულად ნიშნავს (დიდ ხვლიკს, საშინელ ხვლიკს). პალეონტოლოგიური აღმოჩენები ადასტურებენ რომ დინოზაურები ცხოვრობდნენ ძალიან დიდი ხნის წინ და მათი გადაშენების მრავალ თეორიას ასახელებენ მეცნიერები. ზუსტად არაა ცნობილი თუ რამ განაპირობა მათი გადაშენება. როგორც ჩანს, როცა დინოზავრებმა თავისი დანიშნულება შეასრულეს, ღმერთმა მათ სიცოცხლეს დასასრული დაუდო. ღმერთს არ შთაუგონებია ბიბლიის დამწერები, როგორ გააკეთა მან ეს, ან როდის. ადამიანებს, რომელბსაც ღვთის და მისი სიტყვის ბიბლიის სწამთ, დარწმუნებულნი არიან რომ დინოზავრები ღვთის შექმნილნი იყვნენ გარკვეული მიზნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ ესმით თუ რა მიზნით შექმნა ღმერთმა ისინი ძველ დროს. ღვთის მორწმუნეებს, ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ დინოზავრები არ წარმოადგენდნენ ღვთის მიერ დაშვებული შეცდომის ნაყოფს და არც ევოლუციის პროდუქტს. აღმოჩენილი ნამარხები ანუ დინოზავრების არსებობის დამადასტურებელი პალეონტოლოგიური მასალები, არ უჭერენ მხარს ევოლუციის თეორიას. პირიქით, პალეონტოლოგიური მასალები სრულ შესაბამისობაში არიან ბიბლიის თვალსაზრისთან, რომ დინოზავრები ღვთის შემოქმედებითი საქმიანობის ნაყოფს წარმოადგენენ.
  3. ღვთის ხალხს ის პოულობს, ვინც გულით ეძებს.
  4. nika3012 ნუ შეგაშინებს მორფიუდის სიტყვები. მისი სიტყვები არ შეესაბამება იმას, რასაც ღვთის სიტყვა ბიბლია ასწავლის. ასე რომ მის სიტყვებს ძალა არ აქვს.
  5. აზრი ჩამოთვალე რამდენიმე მაინც mama სიამოვნებით. მაგალითად: ა) ჰაერი. ვერ ვხედავთ მას, მაგრამ ვხედავთ მის მოქმედებას და მის არსებობაში ეჭვი არ გვეპარება. ბ) მიზიდულობის ძალა. ვერ ვხედავთ მას, მაგრამ მის მოქმედებაში მაშინ ვრწმუნდებით, როცა მაგალითად ძირს ეცემა რამე. გ) სუნი. ვერ ვხედავთ სუნს, მაგრამ ვგრძნობთ. დ) ბგერითი ტალღები. ვერ ვხედავთ ბგერით ტალღებს, მაგრამ ყურით აღვიქვამთ. ასე რომ, ბევრ რამეს ვერ ვხედავთ ადამიანები, მაგრამ გვჯერა მათი არსებობის, რადგან (როგორც აღვნიშნე) გვაქვს იმის საფუძვლიანი მიზეზი რომ მათ არსებობაში ეჭვიც კი არ გვეპარებოდეს.
  6. morfiudi სიბეცე და ტყუილი მთელი ეს შენი პოსტი. ამდენი ხნის მანძილზე, ამ ფორუმზე არ შემომიხედია. აგერ შემოვიხედე, პირველივე პოსტი ვნახე თუ არა, ეგრევე შენი ზღაპრები დამხვდა როგორც ყოველთვის. მორფიუს, ბიბლიაში სიტყვა მწვალებელი წერია და თანაც არა ერთხელ! ცნობისათვის. როცა არ იცი, ნუ გრცხვენია აღიარება რომ აზრზე არ ხარ არც ბიბლიის, არც ქრისტიანობის ისტორიის და არც საერთოდ თეოლოგიის. პრინციპში, ვინც ცოტა მაინც ერკვევა თეოლოგიაში, შენს ორ პოსტში დაინახავს რა "განსწავლულიც" ხარ. მწვალებელი I საუკუნეშიც იყო და მას შემდეგაც. წაიკითხე ეკლსიის ისტორია, გადაშალე წიგნები წაიკითხე ბიბლია, ან ბოლო ბოლო კითხე ვინც გარკვეულია და ცოტა მაინც გაერკვევი ამ საკითხებში. ბიბლიის ყველა მუხლს არ ჩამოვწერ, ვიმეორებ, ბიბლიის ყველა მუხლს არ ჩამოვწერ, სადაც სიტყვა "მწვალებელი" წერია, რადგან ამის საჭიროება არაა, უბრალოდ მხოლოდ ერთ მუხლს დავდებ (რაც საკმარისია შენი უცოდინრობისა და ტყუილების გამოსააშკარავებლად) სადაც სიტყვა "მწვალებელი" (ბერძ. ჰაირეტიკონ, ანუ ერეტიკოსი, მწვალებელი, სექტანტი) გვხვდება. დანარჩენს კი მკითხველი დაასკვნის რა "განსწავლულიც" ხარ. "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე". - ტიტე, თავი 3, მუხლი 10.http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/tite.htm იგივე მუხლს შემდეგნაირად თარგმნის მართლმადიდებელი მთარგმნელი, ბაჩანა ბრეგვაძე: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე". - http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/tite-3.htm რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ სინოდალურ თარგმანშიც იგივე სიტყვა, "მწვალებელი" (Еретика) წერია: "Еретика, после первого и второго вразумления, отвращайся". - http://days.pravoslavie.ru/Bible/B_tit3.htm რავა სულ რასელის ბოღმა უნდა გახრჩობდეს დღე და ღამე. მეორეც, ბიბლიაში არსაც არ წერია სულიწმინდა პიროვნებააო. ნუ ცდილობ ხალხის დაბოლებს. პრინციპში ხალხის არა, ერთი ორი იუზერის. ბიბლიაში სულიწმინდაზე ნათქვამია რომ ის ასწავლის, რომ ხელნძღვანელობს, რომ არ უნდა დაანაღვლიაონ ის და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის პიროვნებაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიბლიაში არსაც წერია რომ სულიწმინდა პიროვნებააო. გადატანითი მნიშვნელობით, ფიქურალურად სიბრძნეზეც წერია რომ ასწავლის და არიგებს. ცოდვაზე წერია რომ ჩასაფრებულია და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პიროვნებაა. თუმცა, შენისთანა "განსწავლულებს" ყველაფერი უკუღმად გესმით როგორც ყოველთვის. კარგია ამას რომ წერ. იყო დრო როცა სრულიად საპირისპიროს მიმტკიცებდი შენი ჭკუით. ახლა ბიბლია თურმე არ გამქრალა, ადრე კი ამბობდი გადააკეთესო. როგორც გინდა ისე ჭრი და კერავ რაა, როგორც ოველთვის. ამ ფორუმზე, ძალიან იშვიათად შემვდივარ. ვინ იცის რამდენი რამ გაქვს ნაბოდვარი, ვინ დათვლის. ორი კაცი კითხლობს და ტაშს გიკრავს, რადგან დიდ ნასწავლად მოგაქვს თავი ამ დროს რისი ტიკი-ტომარაც ხარ, ეგ უკვე კარგადაა ცნობილი ჩემთვის. ასე რომ გააგრძელე ტყუილების წერა და რასელის ბოღმით გამსკდარმა, დააბოლე ორი კაცი მაინც. სხვა რა შეგიძლია. როცა შენს უცოდინრობას გამოვააშკარავებ, წიწმადდები და ხელებს ირტყავ სახეში. მოკლედ, გააგრძელე, არ მადარდებს ოქრო. იშვიათად შემოვიხედები ხოლმე და როცა შენს ბოდვას შევხდეავ, ორი სიტყვით დავწერ ხოლმე. სხვა თემებში არც კი შემიხედია, ასე რომ დარწმუნებული ვარ, არც სხვა თემებს დააკლებდი შენებურ ზღაპრებს.
  7. რა საფრთხე? რა და, ზოგიერთ "მამაოს" შეიძლება სიზმარში მოელანდოს და ეშმაკად აღიქვას. ამაზე მეტი მიზეზი რაღა გინდა.
  8. არავითარ შემთხვევაში. ნებისმიერი ცოდნა არ მოდის ღვთისგან.
  9. ამ თემუს პირველ გვერდზე აღწერილია მართლმადიდებელუ ეკლესიის მიმდინარეობათა წარმომავლობა. ვისაც სურს წაიკითხავს და სათანადო დასკვნებსაც გააკეთებს. ხოდა აქ მისტერ მიწკინები, მორფიკები და ტრალუვალების უაზრო კომენტარები არაა საჭირო. ანუ ბოდვები და უსაგნო პოსტები კედლებზე დაიწერონ და ხშირად იკითხონ მისტერ პროფესორუშკებმა
  10. სამების დოგმატის შესახებ სწავლება არაბუბლიურია.
  11. მორფიუშკავ რაო არ გესიამოვნა და იჩივლე? სპეციალურად მოგწერე იმ სტილში, როგორც შენ წერ და მაგის გულისთვის ვორნიც კი არ მოუცია მოდერს შენთვის. ასე თქვა, ეგ მსუბუქი შეურაცხყოფააო. ასე რომ ან უნდა შეწყვიტო ბოდვები ან ზრდილობიანი პოსტების წერა ისწავლო. აბა წარმატებები მორფიუშკავ:
  12. verusi ეგ საკითხები რაც შენ გაინტერესებს ამ ფორუმზე დიდი ხნის წინათ იქნა განხილული თემებში "რატომ ეწოდება იესოს ღვთის ძე": http://planeta.ge/index.php?showtopic=13438&st=30 და "რა არის სამება": http://planeta.ge/index.php?showtopic=13602&st=30 და თუ წაიკითხავ ბევრ რამეში გაერკვევი. მოკლედ კი მოგწერ მაინც რომ მორფიუშკას ბოდვების გარდა სწორი ინფორმაცია რომ მიიღო: ბიბლიის თანახმად, მანამ სანამ იესო დედამიწაზე მოევლინებოდა ადმაიანად, უხსოვარი დროიდან მოყოლებული ზეცაში ცხოვრობდა სულიერ სხეულში. ის იყო ღმერთთან და იყო ღვთის მსგავსი. მას ეწოდებოდა ღვთის ძე და მიქაელ მთავარანგელოზი. ის იყო ღვთის პირველი ქმნილება. მოგვიანებით მისი სიცოცხლე ღმერთმა გადმოიტანა ადამიანში, მარიამში. რომელმაც ადამიანად შვა ღვთის ძე. დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში იესომ თავისი შემქმნელის ნება შეასრულა და კაცობრიობის გამოსახსნელად თავისი სიცოცხლე გაიღო. შემდეგ ღმერთმა ის აღადგინა სულიერ სხეულში და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში. ამგვარად, ღმერთის ძის ცხოვრება შეიძლება დაიყოს სამ პერიოდად. 1) დასაწყისში, სანამ ადამიანი გახდებოდა, ჩვენთვის უცნობი რაოდენობის წლები მამასთან ერთად გაატარა ზეცაში. 2) შემდეგ დედამიწაზე იცხოვრა ოცდაცამეტ წელნახევარი. 3) მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, კვლავ ზეცაში ცხოვრობს, როგორც სულიერი პიროვნება.
  13. Saturn რადგან შენ მასეთ ოსტებს ბილწსიტყვაობად არ მიიჩნევ, მაშინ მასე მოგმართავ ხოლმე და პრეტენზია აღარ გქონდეს. აჰა, ესე იგი მსუბუქი შეურაცხყოფაა და ეს დასაშვები ყოფილა. შეიტანეთ მაშინ წესებში რელიგიური პირების მსუბუქად შეურაცხყოფა, დასაშვებიათქო. არცერთი რელიგიური პირის მისამართით არასდროს დამიწერია მასეთი სიტყვები რაც ზემოთ დავაწიტირე მორფიუჩკას პოსტიდან. დაგუგლე და გაიგებ.
  14. Saturn მაშინ განყოიფლების წესებში უნდა გამოკვეთოთ რომელი რელიგიებიც აქ ჩამოწერე. თუ მასეა, მაშინ რაღას უყურებდით და რაღას უყურებთ ამდენი ხანი გადავსებული რომაა რელიგიური უმცირესობის ერთერთი ხელნძღვანელის შეურაცხყოფებით მთელი ფორუმი?
  15. lasha_alo მისი ძველი ტყუპისცალი ნიკები შესაძლოა გააუქმეთ, მაგას არ ვამბობ, მაგრამ მას შემდეგ ახალი ნიკები დაარეგისტრირა. შეამოწმეთ მისი აიპი და ნახავთ რა ნიკებითაც მიწერს მინუსებს და რა ნიკებითაც თავის თავს უწერს პლიუსებს. ამასთან ერთად, არც შეურაცხყოფის მოყენებას ერიდება. ნამეტანი დიდი ზურგის მქონის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოკლედ, მე ამდენი ნამდვილად აღარ შემიძლია ამ ყველაფერზე წერით დრო ვხარჯო, როცა ვხედავ რომ მაინც არაფერი არ კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად და ყველაფერი ისევ ისე რჩება მინუსებთან დაკავშირებითაც და განყოფილებაში წესების უმოქმედობასთან.
  16. ადმინისტრაციას: ჩემი რეიტინგი ადმინისტრაციამ მიიყვანა 2-მდე, იმ დროს როცა მე ნუკრიკოს და მორფიუსის მსგავსად ტყუპისცალი ნიკებით არ მიწერია მინუსები სხვებისთვის და ნუკრიკო და მორფიუსი კი ჩემს ნიკებს გამალებული დასდევდნენ. მაინტერესებს, რატომ არ მოხდა ნუკრიკოს რეიტინგის დაქვეითება, მის ნიკზე ბანის დადება და მისგან მოდერატორის პასუხისმგებლობის ჩამორთმევა?
  17. Saturn ნუკრიკო ჩემი მისამართით უამრავ ინტრიგებს აწყობდა და უამრავ ბრალდებას მიყენებდა, რაზეც პასუხის გაუცემლობა შეუძლებელი იყო. ასე რომ არაფერი იყო იმაში უცნაური რომ მის პოსტებს სათანადოდ გავეცი პასუხი თავის დროზე. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ამ ტყუპისცალი ნიკების წყალობით შეიყვანეს შეცდომაში ადმინისტრაცია და მოდერატორის პასუხისმგებლობა მომიხსნეს. არც მაგის ამბიცია მაწუხებდა, მაგრამ დღეს რომ სავალალო მდგომარეობაა, ეს ფაქტია. შენი მოხსნა არ მომითხივია მე. მე დავწერე არაერთხელ რომ განყოფილების წესებს არღვევენ და სათანადო რეაგირება არ ხდებათქო. როგორ შეიძლება ყველა თემაში და ყველა პოსტში ერთი კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობის ლანძღვა-გინება, დამცირება და შეურაცხყოფა იწერებოდეს, იმ დროს, როცა განყოფილების წესებით მსგავსი ქმედება იკრძალებოდა? ახლა მეკითხები, რომელი რელიგიის ხელმძღვანელის შეურაცხყოფა მოხდაო. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მერე რაა რომ რელიგიური უმცირესობის შეურაცხყოფა ხდება განუწყვეტლივ და არა რელიგიური უმრავლესობის? კანონი კანონია და უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ თანაბრად. მნიშვნელობა არ აქვს რომელი რელიგიის შეურაცხყოფა ხდება. მაგრამ როგორც ჩანს მაგ დონემდე ვერ ვართ მისულები, როცა იმას ვკითხულობთ რომელი რელიგიის ხელმძღვანელის შეურაცხყოფა ხდება.... იეჰოვას მოწმეთა რელიგიის ერთერთი ხელმძღვანელის ჩარლზ რასელის შეურაცხყოფა ხდება უკვე რა ხანია. იეჰოვას მოწმეები საქართველოს სახელმწიფოს მიერ არ არიან სექტად დარეგისტირეებულნი. ისინი რელიგიურ ორგანიზაციად არიან აღიარებული და დარეგისტირებული, რადგან სექტას არ წარმოადგენენ. მას შეიძლება ცალკეული პირები, ძირითადად მართლმადიდებლები უწოდებდნენ სექტას, მაგრამ სახელმწიფომ ისინი რელიგიურ მიმდინარეობად, რელიგიურ ორგანიზაციად სცნო. თუ განყოფილების წესებში მხოლოდ რელიგიური უმრავლესობის პატივისცემას გულისხმობთ, მაშინ გამოკვეთეთ განყოფილების წესები უფრო გასაგებად და დაწერეთ რომ რელიგიურ უმცირესობას პატივს არ ვცემთ და მათი შეურაცხყოფა განყოფილების წესების თანახმად დასაშვებია.
  18. Saturn რა მნიშვნელობა აქვს რომელი რელიგიის ხელმძღვანელზეა საუბარი? მითხარი აქვს მნიშვნელობა? განყოფილების წესებში ყველა რელიგიის ხელმძღვანელი იგულისხმება.
  19. lasha_alo Nukriko-ს აჟამინდელ რეიტინგს გაცნობებთ: http://s45.radikal.ru/i108/1104/4a/61f66da7d277.jpg
  20. მოდერაციას, ადმნისტრაციას: ამ განყოფილებას ფორმალურად აქვს ლამაზი წესები, რომელიც სრულიად უმოქმედოდ დარჩა. ასეთ ფორუმზე ნაკლებად თუ გაუჩნდება სურვილი ადამიანს დარეგისტრირდეს და დაწეროს. ფორუმზე, სადაც გამოჩენილ რელიგიურ პირებზე იწერება სიტყვები, რომელთაგანაც მხოლოდ ორ ფრაზას დავაციტირებ: "ნუ ჩლუნგი რომ იყო და გონებრივად განუვითარებელი ამას ისედაც ვგულისხმობ ხოლმე" "მის ნაჯღაბნებს ნაშრომებს ეძახი მსგავს ნაჯღაბნებს სოფელში ვაგზავნი ხოლმე "უბორნიაში" დასადებად" ახლა წარმოვიდგინოთ რომ მარტლმადიდებელი ეკლესიის რომელიმე გამოჩენილი წევრის, მაგალითად გიორგი მთაწმინდელის მისამართით დაწერილიყო იგივე სიტყვები: "ნუ ჩლუნგი რომ იყო და გონებრივად განუვითარებელი ამას ისედაც ვგულისხმობ ხოლმე" "მის ნაჯღაბნებს ნაშრომებს ეძახი მსგავს ნაჯღაბნებს სოფელში ვაგზავნი ხოლმე "უბორნიაში" დასადებად" ამ დროს, განყოფილებას ფორმალურად აქვს ლამაზად დაწერილი წესები, სადაც ვკითხულობთ შემდეგს: ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გეკითხებით: რა აზრი აქვს მაგ წესების ფორმალურად გამოფენას? მაშინ როცა არ ამოქმედებთ წესებს. რადგან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ მოხდა შეურაცხყოფელი პოსტების წერა, თურმე დასაშვებია მსგავსი შეურაცხყოფა ფორუმზე. მაშინ შეიტანეთ წესებში ცვლილებები და დაწერეთ რომ ეს წესები არ მოქმედებს თუკი შეურაცხყოფა მიმართულია რელიგიური უმცირესობის მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, ფორუმის ეს განყოფილება არის სავალალო მდგომარეობაში.
  21. Saturn ადმინისტრაცია ადმინისტრაციას კი აქვს ტექნიკურად მაგის საშუალება მაგრამ ნუკრიკო ადმინისტრაციის მეგობარია და არ მგონია მისი სამართლიანად დასჯა მოხდეს. მისი ტყუპისცალი ნიკების დაბანვით დიდი არაფერი მოხდება. ნუკრიკოს უნდა მოეხსნას მოდერატორის პასუხისმგებლობა მსგავსი ქმედების გამო. მოდერატორი რომელიც ფორუმს ძირს უთხრის ყალბი ნიკების შექმნით, ის არ უნდა მოდერატორობდეს. დავიჯერო ჩვენ უფრო მეტად უნდა ვფიქრობდეთ ამ ფორუმის მომავალზე ვიდრე ადმინისტრაცია? ნშოშია და ნუკრიკო რომ ერთი და იგივეა, ეგ ისედაც ვიცით ყველამ. ამ დროს მე ზემოთ დავდე სკრინშოტი როცა ნუკრიკო სხვადასხვა ნიკებით მინუსებს მიწერს. არაა საჭირო თვალის დახუჭვა რაა. ყველამ კარგად ვიცით რაც ხდება და ამაზე პასუხიმსგებელი ადმინისტრაცია და მოდერაციაა და არა რიგითი იუზერები. მე როცა ვმოდერატორობდი, მსგავსი ქმედებები ისჯებოდა მკაცრად და არავის არ ჰქონდა უფლება ფორუმი დედის გინების დაფად ექცია. ეს მეორე პრობლემაა რომელმაც ამ ფორუმს თავისი სახე დიდი დაუკარგა და ესეც უყურადღებოდ რჩება უკვე რა ხანია.
  22. მოდერაციას, ადმნისტრაციას: ამ განყოფილებას ფორმალურად აქვს ლამაზი წესები, რომელიც სრულიად უმოქმედოდ დარჩა. ასეთ ფორუმზე ნაკლებად თუ გაუჩნდება სურვილი ადამიანს დარეგისტრირდეს და დაწეროს. ფორუმზე, სადაც გამოჩენილ რელიგიურ პირებზე იწერება სიტყვები, რომელთაგანაც მხოლოდ ორ ფრაზას დავაციტირებ: "ნუ ჩლუნგი რომ იყო და გონებრივად განუვითარებელი ამას ისედაც ვგულისხმობ ხოლმე" "მის ნაჯღაბნებს ნაშრომებს ეძახი მსგავს ნაჯღაბნებს სოფელში ვაგზავნი ხოლმე "უბორნიაში" დასადებად" ახლა წარმოვიდგინოთ რომ მარტლმადიდებელი ეკლესიის რომელიმე გამოჩენილი წევრის, მაგალითად გიორგი მთაწმინდელის მისამართით დაწერილიყო იგივე სიტყვები: "ნუ ჩლუნგი რომ იყო და გონებრივად განუვითარებელი ამას ისედაც ვგულისხმობ ხოლმე" "მის ნაჯღაბნებს ნაშრომებს ეძახი მსგავს ნაჯღაბნებს სოფელში ვაგზავნი ხოლმე "უბორნიაში" დასადებად" ამ დროს, განყოფილებას ფორმალურად აქვს ლამაზად დაწერილი წესები, სადაც ვკითხულობთ შემდეგს: ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გეკითხებით: რა აზრი აქვს მაგ წესების ფორმალურად გამოფენას? მაშინ როცა არ ამოქმედებთ წესებს. რადგან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ მოხდა შეურაცხყოფელი პოსტების წერა, თურმე დასაშვებია მსგავსი შეურაცხყოფა ფორუმზე. მაშინ შეიტანეთ წესებში ცვლილებები და დაწერეთ რომ ეს წესები არ მოქმედებს თუკი შეურაცხყოფა მიმართულია რელიგიური უმცირესობის მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ, ფორუმის ეს განყოფილება არის სავალალო მდგომარეობაში.
  23. Saturn რამდენჯერმე გთხოვე დაგესკრინა Nukriko-ს ნიკი და გენახა თუ რამდენ ნიკს აგმოაგდებდა მისი IP-ი. არ ვიცი რატომ არ აკეთებ. შეიძლება არ გცალია ან უბრალოდ მოდერატორი რადგანაცაა ნუკრიკო, ამიტომ არ იმეტებ. აგერ მე დავდებ ახლა ერთ ჩემ პოსტზე ნუკრიკოს მიერ დაწერილ მინუსებს და არ გამოვრიცხავ რომ ამ ნიკებიდან სუყველა მისი ტყუპისცალები იყოს. აგერ ბატონო: http://i024.radikal.ru/1104/cf/3964556b9287.jpg სირცხვილია როცა ფორუმზე ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი და მოდერაცია და ადმინისტრაცია სასწრაფო და რადიკალურ ზომებს არ იღებს. ასეთ განყოფილებაში დაპოსტვის სურვილი, ნაკლებად მგონია ბევრ ადამიანს გაუჩნდეს.
  24. მოდერაციას აგერ ბატონო, ფაქტს რომ ვერ გაექცა, ნაწილობრივ მაინც აღიარა, რადგან იცოდა რომ ამ საქმიდან იოლად ვერ გამოვიდოდა. ამ დროს მის მიმართ რა დასჯადი ღონისძიება კეთდება? არაფერი. აზრს შენს მიმართ არაფერი მსგავსი არ გაუკეთებია. მე შენს პოსტებზე მხოლოდ ჩემი ნიკით მაქვს ნაპასუხები. როგორც ჩანს მოცლილი ხარ და დროც თავზე გაქვს საყრელი, როცა 20-ზე მეტი ნიკით რეგისტრირდები იმ მიზნით რომ ჩემი რეპუტაცია მინუსების წერით დააგდო. მართლა ძეცკი სადია რაა. ჩემს რეპუტაციას მორფიუს, მინუსების წერით ვერ დააგდებ. ჩემს რეპუტაციას საღი არგუმენტებით და ადმაინობით თუ შეეწინააღმდეგები და არა მინუსების წერით და ლანძღვა-გინებით. შენი თაღლითობა (შენი ტერმინით ვიტყვი) აფერისტობა უკვე სახალხოდ დამტკიცდა! აი ჩემი თაღლითობა კი ვერც ვერასოდეს დამტკიცდება, რადგან მე შენნაირი არც არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს გავხდები. ეს განყოფილება იყო ცივილური მიმოწერის განყოფილება, სადაც ადმაიანს ზრდილობის ფარგლებში თავისუფლად შეეძლო აზრის გამოხატვა, შემეცნების მიღება და გაცემა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შენ ამ ფორუმს მოევლინე შენი მრავალჯერადი ნიკებით, ეს ფორუმი და ეს განყოფილება განყოფილებას აღარ გაქვს. ჩემზე მეტად კი ეს სავალალო მდგომარეობა, ადმინისტრაციას უნდა აღელვებდეს ყველაზე მეტად.
×
×
  • შექმენი...