Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. alex ძალით მიჰყავთ-თქო არ დამიწერია. ნებით დააზომბირებენ ადამიანს თუ ძალით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი მაინც დამზომბირებელია და არა დაზომბირებული. Varenia, ამას შენს გასაგონადაც ვამბობ.
  2. alex აი მაგ კითხვით უნდა დაგეწყო. გაეცანი მართლმადიდებლურ მიმდინარეობად წოდებული ეკლესიების სწავლებებს, მათ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, ადამიანებისადმი. გაეცანი ეკლესიის ადათ-წესებს, რომლებიც ადამიანს ზღუდავენ და ადამიანის თავისუფალ აზროვნებას ბოჭავენ. გაეცანი აგრეთვე ეკლესიის მცდელობას ადამიანებს წაართვან თავისუფლება, იბატონონ ხალხზე, მართონ ისინი და დააზომბირონ. ეს ყველაფერი ერთად აღებული კი მერწმუნე, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ, სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი. ბევრი არ იცნობს მართლმადიდებლად წოდებულ ამ რელიგიას, ტრადიციულა დმისდევს მას. მართლმადიდებლობა ეკლესიაში მირბენა, პირჯვრის გადასახვა, სანთლის დანთება, მამაოსთვის ე.წ. ვაი "აღსარების" ჩაბარება, მკვდარზე წესის ასაგებად მამაოს ეკლესიიდნა წამოყვანა და მაყუთის ჩაჯიბება, ჯვრის წერის ცერემონია და ბავშვების მონათვლა ჰგონია. ის ადამიანები კი რომლებიც მართლმადიდებლობას კარგად იცნობენ და მაინც ირჩევენ მისდიონ მამაოების მიერ შეთხზულ ადათ-წესებს, თავს იუბედურებენ, ცხოვრებას იმკრთალებენ და თავიანთ ჯანმრთელობასაც ვნებენ. ყველაფერი იქეთ იყოს მარა სამწუხარო ისაა, რომ ზოგი ვერ ხვდება რამდენად ცუდია მისივე ჯანმრთელობისთვის ეს ყველაფერი. არადა, მთელი ჯაფით ცდილობს მამაოების წესებით იცხოვროს მთელი ცხოვრება. მებრალებიან ასეთები... ტიპიური მართლმადიებელი რომელიც ეკლესიის მამაოების სწავლებების, იდეებისა და ფსიქოლოგიური ტრამვის კლასიკურ შედეგს წარმოადგენს: ესეც მორიგი ფაქტია, რომელიც ტიპიურ მოვლენას წარმოადგენს, როგორ დასცინიან, აბუჩად იგდებენ ადამიანებს მართლმადიდებლები და ამ დროს, მრევლი იმდენადაა დაზომბირებულ გამოთაყვანებული რომ იმის ნაცვლად ტიროდნენ რა დღეშიც ეს რელიგია აგდებს ადამიანს, იცინიან მამაოს თავხედურ ქმედებაზე:
  3. alex ჯერ ერთი, ეგ გესლიანი ენა და ცინიზმი ცოტა ხნით მაინც გადადე გვერდით ჩემთან მიმოწერისას თუ ძალგიძს. მეორეც, კარგად წაიკითხე ზედა პოსტი. მესამე, თუ არ ეთანხმები დაწერე რომ არ ეთანხმები და მიზეზიც ახსენი. თუ არადა, როგორც შემოიარე, ისე შეგიძლია გაიარო.
  4. mama გასაკვირი ნამდვილად არაფერია ამ ცხოვრებაში. ადმიანები არასრულყოფილები არიან და ზოგ სირთულეს ვერ უძლებენ ცხოვრებაში. ზოგი ფსიქურად იშლება, ზოგი თავს იკლავს, ზოგი დეპრესიით იტანჯება და ა.შ. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც რომ თვითონ მართლმადიდებლად წოდებული ეგ რელიგიური მიმდინარეობა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, გასაკვირი არაა რომ ადამიანის ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს და მსგავსი რამ ჩაიდინოს. სამწუხაროა რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, მართლმადიდებლობად წოდებულ რელიგია საქართველოში ნამეტანი მოდური სამოსი გახდა. ჯერ სადაა, თუ მხოლოდ მოდად დარჩება, კიდევ ხო კაი მარა თუ მართლა დაიგრუზა ხალხი ამ რელიგიური მიმდინარეობის ადათების სერიოზულად დაცვით, მაშინ 21-ე საუკუნე შუა საუკუნეებად გადაიქცევა და აი მერე კი მართლა აღარაფერი ეშველება ქვეყანას.
  5. gendolf რა გაიკვირვე ვერ გავიგე. საქართველო სავსეა მასეთი ადამიანებით. მრწამსით სინამდვილეში ათეისტია და თავს მართლმადიდებლად წარმოაჩენს სხვების წინაშე, რადგან საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და ეს რელიგიური მიმდინარეობა ტრადიციულად გადავიდა ქართველთა უმრავლესობაზე. კარგად უწერია მაგ ადამიანს რაც უწერია.
  6. დაჩი მოდი ნუ გვიყვები რაა დაჩის ზღაპრებს. რა კრება რის კრება. კრება კი არა, რაც არ უნდა ჩაატაროთ, არაფერი აღარ ეშველება მაგ რელიგიურ მიმდინარეობას. თავიდან ბოლომდე ფულის კეთებაზე და ხალხის დაბოლებაზეა გადასული თანაც რა ხანია უკვე...
  7. FRIDRIX ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა უსმინოს ამ სიტყვების წარმომთქმელს (ვინმე გოცირიძეს) - საღად მოაზროვნე ადამიანმა?!... ამ დროს პირიქით. მგონი ხუმრობს ეს კაცი. თუ მართლა მასე ჰგონია ან სხვების დაბოლებას ცდილობს, მაშინ იმ სხვებს ვინც ამას დაიჯერებს, ტვინი გამოცლიათ და ეგაა. ერიჰააა...
  8. მოკლედ რაა. ამ მამაოებს რომლებიც სისულელეებს ჩააგონებენ თავიანთ მრევლს, ცხოვრება კეთილმოწყობილი აქვთ მრევლისა და ქვეყნის ხარჯზე, მარა ეს მრევლი რაღამ გადარია აი ეგაა საკითხავი...
  9. ikas ეგ ვებსაიტი (ბლოგი) ვის ეკუთვნის?
  10. vika:* ის ფრაზები გავამუქე შენ პოსტში, რომელსაც მე ვეთანხმები. ნამდვილად, სიბრძნის მხოლოდ ორგვარი გაგება არსებობს. ნებისმიერი სიბრძნე, რომელიც ადამიანურ ცნობიერებაში, გამოცდილებაში, განათლებასა და გონიერებაში იბადება - მხოლოდ ადამიანურია, მაგრამ ღვთიური სიბრძნე აბსოლუტურად განსხვავდება ადამიანურისგან. ღვთიური სიბრძნე პირველ რიგში ღვთისგან მომდინარეობს და შესაბამისად მკვეთრად განსხვავდება ადამიანური სიბრძნისგან და ბევრისთვის ის გაუგებარიც კია და შესაბამისად მიუღებელიც. ადამიანური სიბრძნე გაცილებით დაბლა დგას ღვთიურ სიბრძნესთან შედარებით. დაბლა იმიტომ დგას რომ ადამიანურ სიბრძნეს იმის მინიჭება არ ძალუძს, რისი მინიჭებაც ღვთიურ სიბრძნეს შეუძლია. ადამიანები სიბრძნეს იხვეჭენ გამოცდილებიდან, როგორც დიდი ხნის წარსულიდან მოყოლებული (დაგროვილი) გამოცდილებიდან (ცოდნიდან), ისე საკუთარი გამოცდილებიდან და ცოდნიდან. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ორ სიბრძნეს მე ასე გადმოვცემდი და განვსაზღვრავდი: ღვთიური სიბრძნე ღვთისგან მომდინარე ცოდნა და ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებაა, ხოლო ადამიანური სიბრძნე, ადამიანებისგან მომდინარე ცოდნაა, რომლის ცხოვრებაში გამოყენება, იმის ნახევარ სარგებლობასაც კი ვერ აძლევს ადამიანს, რომელსაც ღვთიური სიბრძნე (ცოდნა) აძლევს.
  11. Ucnobi ხოდა როცა არ იცი, ორიგინალში ეწერა თუ არა, დემაგოგია არ უნდა დაგეწყო და არ უნდა დაგეწერა, "არ ეწერა არასოდეს"0ო. ფაქტები ადასტურებენ, რომ ორიგინალში ეწერა. ამიტომაც აღადგინეს იეჰოვას მოწმეებმა ღვთის სახელი როგორც ძველ აღთქმაში, ისე ახალ აღთქმაში. სხვათაშორის, იეჰოვას მოწმეები პირველები არ არიან ვინც ახალ აღთქმაში აღადგინა ღვთის სახელი. კარგს იზამდი თუ შეისწავლიდი ამ საკითხებს და ისე დაწერდი ხოლმე ისეთ რამეს, რასაც მხოლოდ დემაგოგია შეიძლება ვუწოდოთ.
  12. FRIDRIX სწორი დასკვნა გაგიკეთებია. ამათ ფორმალურ რამედ აქვთ გადაქცეული მარხვა. მარხვის ნამდვილი მნიშვნელობა არ იციან, სწორედ ამიტომ არ აქვს მართლმადიდებლების მოგონილ მარხვას არანაირი აზრი.
  13. Ucnobi შენ რა იცი რომ "არ ეწერა არასოდეს"? ორიგინალი გიდევს წინ თუ? წაიკითხე ეს: ღვთის სახელი „ახალ აღთქმაში“?
  14. Siknadmo დემაგოგიით ფონს ვერ გახვალ. ტყუილად იბრალებთ მართლმადიდებლები იმას რაც პოსტში გიწერია. სახარება თქვენი ეკლესიის წევრებს არ დაუწერია! თქვენ სწორედ იმ ქრისტიანული საკრებულოსგან განდგომილი ეკლესია ხართ, რომელმაც სახარება დაწერა. მარტო ხმამაღალი განცხადებები ვერ გიშველით. დროა მიაკითხო მართლმადიდებელ ეკლესიას და ძალად ჩაკვეხებული მუხლების ბიბლიიდამ ამოღება მოსთხოვო. ვიცი მაგის გამკეთებელი არ ხარ, შენ იმ ადამიანების ჯგუფს მიეკუთვნები მამაოების ტაშფანდურზე რომ ცეკვავს. გამომივიდნენ აქ ქრისტეს მოციქულები. წესით და რიგით ხმა კრინტს არ უნდა ძრავდეთ იმის გამო როგორც ეპყრობით ბიბლიას და მასში ჩაწერილ სწავლებებს, მარა ხომ იცი, შუბლის ძატღვი რომ გაუწყდებაო ადამიანს იმას ვერაფრით უშველის კაცი. ხოდა გააგრძელე დემაგოგია, ვინმესთან მაინც გაჭრის
  15. lasha kakauridze შენ წარმოიდგინე რომ ზუსტად იმას ამტკიცებს, რაც ზემოთ დავწერე. სხვა ასლებში (ანუ გვიანდელ ასლებში) რომ გვხვდება, იმიტომ გვხვდება რომ ჩამატებულია. ;) ჩამატებული რომ არ იყოს, ყველაზე ადრეულ ხელნაწერებშიც იქნებოდა, მაგრამ ამდენს მიხვედრა უნდა როგორც ჩანს და თუ დაძაბავ გონებას, კი მიხვდები. მაგ ასლებში არ გხვდება, მაგრამ უფრო ადრინდელში ათასობით მუხლში გვხვდება. ;) არა, არ გაქვთ მაგის უფლება, რადგან ჩამატებული მუხლები ადრეულ ხელნაწერებშიც უნდა იყოს. აი მაგალითად, ღვთის სახელზე (იჰვჰ-ზე) აცრილები რომ ხართ, შეგახსენებ რომ ადრეულ ხელნაწერებში (ებრაულში) ათასობით მუხლში გვხვდება და რადგან სინურში ან უფრო გვიანდელში არ გვხვდება, ეგ მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ გადამწერების მიერ მოხდა სიტყვის ამოღება და სხვა სიტყვით ჩამატება. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ არ ებრაულში იქნებოდა. ;) ხოდა, დაადგი ახლა საშველი და შენც აღიარე რომ ძალად ჩააკვეხა თქვენმა ეკლესიამ ბიბლიაში ეგ მუხლები. თუმცა, აღვნიშნავ რომ თუ შენ ან შენისთანა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ თვითნებურად ჩამატებული მუხლების უმართლობას არ აღიარებს, ეგ არ ცვლის არაფერს.
  16. არ შეიძლება ამ თემის მივიწყება. ამოვწიოთ პირველ გვერდზე. მკითხველს კი მივცეთ შესაძლებლობა, გაეცნოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომავლობის ისტორიას პირველ გვერდზე მოცემული ისტორიული მასალის საფუძველზე...
  17. 'Siknadmo' გინდ სიტყვა ჩაკვეხებული გამოვიყენოთ და გინდ ჩამატებული, რადგან სიტყვებით თამაში რომ არ ცვლის აზრს, მგონი თავადაც ხვდები. მთავარი ამ კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში ისაა, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზოგიერთი ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების მსგავსად, თავის ბიბლიებში ძალად ჩააკვეხა (ჩაამატა) ისეთი ფრაზები რომელიც არ მოიპოვება ბიბლიის ყველაზე ადრინდელ ხელნაწერებში და არ ეკუთვნის ბიბლიის ტექსტს. ამგვარი არაპატიოსანი მოქცევით, ბიბლიის მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ეს არის ფაქტი და სიმართლე და თუ მიუკერძოებელი ხარ, არ შეეცდები ეკლესიის მუერ ჩადენილი დანაშაულის გამართლებისთვის სიტყვების თამაშს და რაღაც მიზეზების გამოძებნას...
  18. Siknadmo შუაში კი არა, თავშია რადგან თავადაც აღიარებ რომ ჩამატებულია და მაინც ცდილობ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ თავიანთ ბიბლიებში ძალად ჩაკვეხებულ მუხლებს, გამართლება მოუძებნო იმით, რომ სხვების მიერ მსგავს არასწორ საქციელზე მიუთითებ და ამბობ: აქვე იმასაც შეგახსენებ, რომ ყველას არ აქვს გამოყენებული ეგ ტექსტი. ხოდა როცა იცის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რომ ჩამატებაა, არ უნდა ამატებდეს თავის ბიბლიებში მაგ მუხლებს. ამას გიხსნი ამდენი ხანი. ეგ კაცმა არ იცის ვის მიერ და რა მოტივით. მთავარი ის ფაქტია რომ ჩამატებაა და არ უნდა ჩააკვეხონ ბიბლიაში ის მუხლები, რაც ჩამატებაა. სინურ და ვატიკანის კოდექსებსა და სინა-სირიის ხელნაწერში ეგ მუხლები არ გვხვდება. ასე რომ იერონიმე ან ეკლესიის რომელიმე პირი, ვერაფერს ვერ შეცვლის, ვერც იერონიმე და ვერც ვერავინ. როცა იცით რომ ჩამატებაა და ისეთ უძველეს, ავტორიტეტულ და სანდო ხელნაწერებში არაა ეგ მუხლები, როგორიცაა სინური, ვატიკანის კოდექსები და სინა-სირიის კოდექსები, იმდენი თავმოყვარეობა და პატიოსნება მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ თვითნებურად არ ჩააკვეხოს ეგ მუხლები ბიბლიაში და შეცდომაში არ შეიყვანოს ადამიანები...
  19. Siknadmo რატომ იწვალებ თავს და რატომ ცდილობ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ბიბლიაში ჩაკვეხებული მუხლების გამართლებას იმით, რომ მსგავსი არასწორი საქციელი ვინც ჩაიდინა იმაზე მიმითითებ? მაშინ როცა, თავადაც აღიარე რომ არ მოიპოვება ეც ფრაზები პირვანდელ ხელნაწერებში. აგერ შენი პოსტი:
×
×
  • შექმენი...