Jump to content
Planeta.Ge

აზრი

პლანეტელი
  • პოსტები

    4.587
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    53

ყველა პოსტი აზრი

  1. ლაშა ეხლა შემოვა და ძველებურად დაიწყებს. გგონია შეუმჩნევს რამეს? მასეთი ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. თუ არადა ნახავ, მოვა და თავისას გააგრძელებს. ისევ გინება, ისევ ცინიზმი, ისევ იდიოტობა. ესაა ამ განყოფილებაში დღევანდელი რეალობა.
  2. Saturn რა თქმა უნდა.მაგრამ ის ფაქტი რაც უკვე გამოამჟაღვნე სერიოზული ყურადღების ღირსია. დანარჩენი კი, ის რომ აიპის დაფარვა ტექნიკურად მოსახერხებელია, ეგ პრინციპი ნებისმიერ იუზერთან მიმართებაში შეგვიძლია გამოვიყონოთ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერს არ გვაძლევს. ის ფაქტი რომ ჩემი აიპით არცერთი ნიკი არ არის დარეგისტრირებული, იმის დასტურია რომ მე სხვა ნიკებით არ ვპოსტავ და ისინი კი ვინც პოსტავენ და მინუსებს მიწერდნენ, სასწრაფოდ უნდა დაიბანოს (ნუ, წესით და რიგით), მაგრამ თუ ამ განყოფილების კიდევ უფრო აუხრებით არის ვიმე დაინტერესებული, მაშინ არ ვიცი მე. ახლა გთხოვ, ნუკრიკოს ნიკებიც დასკრინე, ნახოს ხალხმა რამდენი ნიკით პოსტავს და რამენი ნიკის გამოყენებით უწერს მინუსებს სხვებს და რამდენი ნიკის გამოყენებით უწერს პლიუსებს თავის თავს. ამ დროს, ნუკრიკო მოდერატორია. სირცხვილი არაა ხალხო? სანამ ეს მდგომარეობა არ გამოსწორდება, ამ განყოფილებაში პირადად მე არანაირი სურვილი აღარ მაქვს ამ ტყუპისცალი ნიკების მინუსებსა და ლანძღვა-გინებას ვუყურო.
  3. http://s55.radikal.ru/i148/1104/f7/34aa963ffcdb.jpg აქედან დასკვნა: თითქმის მთელი ფორუმი, ვინმე მორფიუსი ყოფილა.
  4. verusi სიყალბეს დამტკიცება უნდა. აი შენი ძმაკაცი კი რომელიც სხვებზე წერდა აფერისტიო, ახლა გამჟღავნდა ვინ არის აფერისტი და გამჟღავნდა არა ჩემი ხელით, არამედ მოდერატორის მიერ დასკრინული აიპების ამოცნობით, რაც თავის თავს დააბრალოს შენმა ძმაკაცმა მორფიუსამ რომ საქვეყნოდ თავი შეირცხვინა. მე ჩემი სათქმელი ვთქვი ზემოთ და ახლა შეგიძლიათ შენც, ნუკრიკომაც და მორფიუსამაც მიწეროთ ნიკები, თან რაც შეიძლება მეტი ნიკები გახსენით რომ თან პლიუსები იწეროთ და თან მინუსები მიწეროთ. ძეცკი სად.
  5. verusi აზრს მხოლოდ ერთი ნიკი აქვს და უაზრობას ნუ წერ. აგერ მოდერატორი და ნახოს ჩემი ნიკი, შემდეგ ნებისმიერი და თუ რომელიმე ნიკს ჩემი ნიკი ემთხვევა, მერე ილაპარაკე მასე. აი შენი ძმაკაცი მორფიუსა კი რამდენი ნიკით პოსტავს და მინუსებს მიწერს, ზემოთაა დადასტურებული. ამ ფორუმს უკვე გამოეთხარა ძირი და თუ ადმინისტრაციიდან ვინმეს მაინც აინტერესებს ფორუმის კეთილდღეობა და ხალხის მოზიდვა, აქამდეც უნდა მიეხედა ამ განყოფილებისათვის და აწი მაინც თუ მიხედავს, შეიძლება რაღაც ეშველოს. ახლა ადმინისტრაციას და სატურნსაც ვთხოვ, დაასკრინოს ნუკრიკოს იპ და მისი ტყპისცალი ნიკები. დარწმუნებული ვარ, არანაკლებს აღმოაჩენს ვიდრე მორფიუსას შემთხვევაში. ამ დროს ნუკრიკო მოდერატორობს პილიტიკის განყოფილებაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სირცხვილია, სირცხვილი, მეტი არაფერი.
  6. Saturn ყოჩაღ. როგორც იქნა დადასტურდა რომ მისტერ მორფიუსი ხან რა ნიკით დარეგისტრირებულა და ხან რით. მის საქციელს სხვა არაფერი ქვია, თუ არა თაღლითობა. ამ დროს, თემებს სხვებზე ხსნის და აფერისტს უწოდებს, მაშინ როცა თავად არის მასეთი. აბა ახლა დასკრინოს ფორუმმა და ნახოს, რომელი ერთი ნიკია დარეგისტრირებული ჩემი IP-ით. არცერთი! ეს მორფიუსა ხან მოხუცი იყო, რომელიც პირის აყროლების გამო დაიბანა. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ უამრავი ჩამონათვალიდან დღეს მორფიუსად მოგვევლინა და თავის "მოღვაწეობას" დაუღალავად აგრძელებს. მინუსების წერაც მისი შემოქმედებაა. რაც შეეხება ამას: არ გამოვრიცხავ იმას რომ მორფიუსა ან ვინმე თავად ხსნიდეს ამ ნიკებს და მე მიწერდეს პლიუსებს იმ მიზნით რომ მე დამაბრალოს ამ ნიკების გახსნა და საკუთარ თავზე პლიუსების წერა. აგერ ჩემი იპ თავად ხედავ მოდერატორი და ერთი ნიკი მაინც დამისახელე რომელიც ჩემ IP-ზე იქნებოდა გახნილი. არცერთი. აი მორფიუსას IP-ზე რამდენი ნიკიცაა გახსნილი, ეს მისი ტყუპისცალი ნიკებია რომელსაც როგორც შენ თქვი, ეს უნდა გაუკეთდეს: სატურნ, ამ მორფიუსის ლანძღვა-გინებას მე არ ავყოლილვარ და არც ავყვები. ჩემი მხრიდან მისი მისამართით შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი. ასე რომ მიხედეთ ამ ადამიანს და ან დაბანეთ მისი ტყუპისცალი ნიკები, ან რაიმე იღონეთ. რას დაემსგავსა ფორუმი ვერ ხედავთ? რაც ეს ადმაიანი დარეგისტრირდა, ამ განყოფილებამ თავისი იერსახე დაკარგა. ახლაც არ ვაპირებდი შემოსვლას, თუ არა ჩემი მეგობარის (ლაშა კაკაურიძის) თხოვნა, რომელმაც მთხოვა შემოვსულიყავი. მარტო მორფიუსი არაა, ამ განყოფილებაში ჩემ ნიკს ნუკრიკოც მრავალი ნიკებით უწერს მინუსებს. თუ არადა აგერ ნუკრიკოს IP-იც მანდაა და დასკრინე. ნახავ რამდენი ტყუპისცალი ნიკი ამოაგდოს. საბავშვო ბაღად იქცა ეს ფორუმი და ეს იმიტომ რომ უზრდელების მოფერებას აქვს ადგილი და განყოფილება რომელიც ადრე აზრთა გაცვლის ცივილურ საშუალებას და შემეცნებით ფორუმს წარმოადგენდა, დღეს ლანძღვისა და შეურაცხყოფის ბუნაგად იქცა.
  7. მისტერ Morfius კიდევ ერთხელ დაგიწერ რომ გაიაზრო: ისტორიას ამახინჯებ. წარმოდგენა არ გაქვს ადრეულ ქრისტიანებზე. აგერ ბმული და აქ გასაგებად მიწერია ყველაფერი რა როგორ იყო და რის შემდგე რა მოხდა: http://planeta.ge/index.php?showtopic=36579&st=0 ამ ბმულის პირველ გვერდზე წერია სინამდვილე. ასე რომ მკითხველს ვეღარ შეიყვან შეცდომაში. ;)
  8. მისტერ მორფიუს ეგ შენ გგონია მასე რომ ობექტური მკითხველი როცა გადაამოწმებს რა ზღაპრებითაც ცდილობ ხალხის დაბოლებას, დაგიჯერებს. შენი ზღაპრები ზღაპრებშიც კი ვერ ჩაითვლება. იმიტომ რომ რაღაც ნაბოდვარ რაღაცეებს ავრცელებ ამ ფორუმზე და შეცდომაში შეგყავს ადმაიანები. მიზეზი თუ რატომ აბოლებ ხალხს, ალბათ იმიტომ რომ ჯერ თავად დაიბოლე თავი მაგ სულელური ზღაპრებით და ახლა სხვებიც გინდა ჩაითრიო.
  9. Morfius მისტერ მორფიუს ბატონი ჩარლ ტეის რასელი დაუნი არ ყოფილა. ამას შენ კაი ხანი ვერ გააცნობიერებ.
  10. მისტერ Morfius როგორ გამოგდის იცი? ჩემი შენ გითხარი გული მოგიკალიო ვინ ვინ ამხილა, ამას პოსტები ადასტურებს მთელ ფორუმზე. ახლა რამდენიც გინდა იყვირე, იწიწინე და ერთი და იგივე წერე, მკითხველი ყველაფერს ხედავს. ;)
  11. საერთოდ, სამების არაბიბლიური სწავლება თავის სათავეს არ იღებს ახალი აღთქმიდან ან დროის იმ პერიოდიდან როცა იესო ცხოვრობდა დედამიწაზე, ან არც იმ დროიდან, როცა ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან განდგომილმა "ქრისტიანებმა" თავიანთ ნიკეის კრებაზე სამების ფილოსოფიას ჩაუყარა სათავე. სამების ფესვები გაცილებით ადრიდნელი დროიდან მოდის. ისედაც, ბიბლია მოგვითხრობს მრავალ ღმერთებსა თუ ღვთაებებზე, რომლებსაც ხალხი თაყვანს სცემდა; მაგალითად, აშთორეთი, მილქომი, ქემოში და მოლოქი (3 მეფეთა 11:1, 2, 5, 7). ერთ დროს ძველ ისრაელში ერთი პერიოდი მრავალ ადამიანს ისიც კი სწამდა, რომ ბაალი იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ამიტომ ბიბლიური ღმერთის იაჰვეს (იგივე იეჰოვას) წინასწარმეტყველმა ელიამ ხალხს მოსთხოვა, არჩევანი გაეკეთებინათ: "თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, ხოლო თუ ბაყალია, მას გაჰყევით"-ო. (3 მეფეთა 18:21). როგორც ისტორიული ფაქტები ადასტურებენ, სამ-სამად დაჯგუფებული წარმართული ღვთაებებისადმი, ანუ ტრიადებისადმი, თაყვანისცემა იესოს დაბადებამდეც იყო გავრცელებული. ისტორიკოსმა უილ დიურანტმა აღნიშნა: "იდეა სამპიროვნული ღვთის შესახებ ეგვიპტიდან შემოვიდა". ხოლო "რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედიაში" ჯეიმზ ჰეისტინგზი წერდა იმას, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე: "მაგ. ინდუიზმში ვხვდებით ტრიადას — ბრაჰმა, შივა, ვიშნუ; ეგვიპტის რელიგიაში კი — ოსირისი, ისიდა და ჰორი". ამგვარად, არსებობს მრავალი ე.წ. "ღმერთები" (სამებები). მაგრამ პირველი საუკუნის ქრისტიანები არ აღიარებდნენ ამ "სამება" ღმერთებს ჭეშმარიტ ღმერთად. იესოსთვისაც და მისი მიმდევრებისთვისაც ღმერთი იყო მხოლოდ ერთი და არა სამსახოვანი გასაიდუმლოებული და ჩაუწვდომელი ღვთაება. იესომ თავის შემქმნელ, უზენაეს უფალს - მამას, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი უწოდა და ასე სწამდათ მის მოწაფეებსაც. სამება ეკლესიამ მოგვიანებით შეისისხლხორცა წარმართული ხალხების სწავლებიდან. ახლა ლოგიკური კითხვები: ათასწლეულების განმავლობაში ღვთის ერთი წინასწარმეტყველი მაინც რატომ არ ასწავლიდა ღვთის ხალხს სამების შესახებ? ბოლოს და ბოლოს, იესო, როგორც დიდებული მასწავლებელი, განა არ გამოიყენებდა შესაძლებლობას და ნათელს არ გახდიდა სამებას თავისი მიმდევრებისთვის? სამება რომ რწმენის "ძირითადი დოგმატი" ყოფილიყო, განა ღმერთი საღვთო წერილის ასობით გვერდის ინსპირაციისას სამების სწავლების მიზნით არ გამოიყენებდა ზემოხსენებულთაგან ერთ-ერთს მაინც? სარწმუნოა ქრისტიანებისთვის, რომ ქრისტეს ცხოვრებისა და ბიბლიის დაწერის შთაგონებიდან საუკუნეების შემდეგ ღმერთი დაუბრუნდებოდა იმ სწავლების ფორმულირებას, რომელიც მისი მსახურებისთვის ათასწლეულების განმავლობაში უცნობი იყო, იმას, რაც "ამოუცნობი საიდუმლოა", "ადამიანის აზროვნებისთვის ჩაუწვდომელია", იმას, რასაც საერთო აღიარებით წარმართული წარმოშობა ჰქონდა და "უმთავრესად საეკლესიო პოლიტიკის საკითხს" წარმოადგენდა? ისტორიის მოწმობა ნათელია: სამების დოგმატი არის ჭეშმარიტებიდან გადახვევა და მისგან განდგომა. სწორედ ამიტომაა რომ ისტორიკოსები და რელიგიათმცოდნეები დაუფარავად წერენ ამის შესახებ. მაგაითად, ისტორიკოსი უილ დიურანტი წერდა: "ქრისტიანობამ არ მოსპო კერპთაყვანისმცემლობა: მან ის გადმოიღო. . . წარმოდგენა ღვთაებრივი სამების შესახებ ეგვიპტიდან წამოვიდა". წიგნში "ეგვიპტური რელიგია" (Egyptian Religion) ზიგფრიდ მორენზი შენიშნავს: "ეგვიპტელი ღვთისმეტყველების ყურადღება ძირითადად სამებით იყო დაკავებული. . . სამი ღმერთი გაერთიანებულია და მიჩნეულია ერთ ღმერთად, რომელსაც მიმართავენ მხოლობით რიცხვში. ამგვარად, პირდაპირ ჩანს ეგვიპტური რელიგიის სულიერი გავლენა ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაზე". ამგვარად, ალექსანდრიაში (ეგვიპტე) მესამე საუკუნის დასასრულსა და მეოთხე საუკუნის დასაწყისში საეკლესიო პირებმა, მაგალითად, ათანასემ და მისთანებმა, აირეკლეს ეს გავლენა, როცა ჩამოაყალიბეს წარმოდგენა, რომელიც წინ უძღოდა სამებას. მათი პირადი გავლენა ფართოდ გავრცელდა, ისე რომ, მორენზი "ალექსანდრიულ ღვთისმეტყველებას ეგვიპტური რელიგიის მემკვიდრეობასა და ქრისტიანობას შორის შუამავლად მიიჩნევს". საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული ისტორიკოსი ედუარდ გიბონის ნაშრომის "ქრისტიანობის ისტორიის" (History of Christianity) წინასიტყვაობაში მეტად სიანტერესო რამეა დაწერილი: "თუ კერპთაყვანისმცემლობა ქრისტიანობის მიერ იყო დაძლეული, თანასწორად ჭეშმარიტია, რომ ქრისტიანობა კერპთაყვანისმცემლობით იყო შერყვნილი. პირველი ქრისტიანების წმინდა დეიზმი. . . რომის ეკლესიამ სამების გაუგებარი დოგმატით შეცვალა. ეგვიპტელთა მიერ გამოგონებული და პლატონის მიერ იდეალიზირებული მრავალი წარმართული დოგმატი შემონახულ იქნა, როგორც სარწმუნოდ მისაღები". თუ ამ ისტორიულ მოვლენებს ბიბლიის შუქზე განვიხილავდით, მაშინ უფრო ნათელი გახდებოდა მკითხველისთვის რაც მოხდა. ანუ ნამდვილი ქრისტიანობიდან განდგომილება ნაწინასწარმეტყველები იყო. სამების ეს სამარცხვინო ისტორია შეესაბამება იმას, რაც იესომ და მისმა მოციქულებმა იწინასწარმეტყველეს თუ რა მოხდებოდა მათ შემდეგ. მათ თქვეს, რომ ქრისტეს დაბრუნებამდე, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენისას, ღვთის დღის — ამ სისტემის აღსასრულის — წინ, მოხდებოდა განდგომილება, გადახვევა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან განდგომა. ამ ‘დღის’ თაობაზე მოციქულმა პავლემ თქვა: "ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი" (2 თესალონიკელთა 2:3, 7). მოგვიანებით მან იწინასწარმეტყველა: "ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ" (საქმეები 20:29, 30). იესოს სხვა მოწაფეებიც წერდნენ ამ განდგომილებისა და მათი "ურჯულო" სამღვდელოების კლასის შესახებ (მაგალითად, იხილე მე-2 პეტრე 2:1; 1-ლი იოანე 4:1–3; იუდა 3, 4). პავლე აგრეთვე წერდა: "დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ" (2 ტიმოთე 4:3, 4). ქრისტიანული სახელმძღვანელოს - ბიბლიის და მასთან ერთად ისტორიის მოწმობა, ნათელია: სამების დოგმატი არის ჭეშმარიტებიდან გადახვევა და მისგან განდგომა.
  12. lasha kakauridze მოწმეების ჟურნალი საგუშაგო კოშკი თვეში სამი გამოიცემა და ჟურნალს გამოსცემენ 1879 წლიდან. რა გავიგო ახლა რომელ გამოცემას გულისხმობ? დაასახელე კონკრეტული გამოცემა, წელი, თვე, და გვერდი, სადაც ის წერია რასაც შენ ავრცელებ აქ. სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს მსგავსი რამეების "ყოველ შემთხვევაში" წერას. ;) ეგ მოხუციც, მისტერ მორფიუსასი არ იყოს, დეზინფორმაციებს ავრცელებდა და ამიტო ვერ დადო იმ ჟურნალის ასლი, რომელსაც დიდის ამბით პირდებოდა ფორუმს. თან იგინებოდა, ჩემთავად ვინც არ დადოს და თუ მასე არაა ჩვენ შორის ესა და ისაო და ბოლოს გაირკვა თავისი დაგინებული რა მისამართითაც გაემგზავრა.
  13. Morfius ისტორიას ამახინჯებ. წარმოდგენა არ გაქვს ადრეულ ქრისტიანებზე. აგერ ბმული და აქ გასაგებად მიწერია ყველაფერი რა როგორ იყო და რის შემდგე რა მოხდა: http://planeta.ge/index.php?showtopic=36579&st=0 ამ ბმულის პირველ გვერდზე წერია სინამდვილე. ასე რომ მკითხველს ვეღარ შეიყვან შეცდომაში.
  14. ნუ ცდილობ ხალხის დაბოლებას შენი ზღაპრებით.
  15. lasha kakauridze კი ბატონო, შეცდა. რაა მერე? ცუდი ის იქნებოდა რომ ჯიუტად მიჰყოლოდნენ რაიმე თვალსაზრისს რაც არასწორი იყო. მოწმეების დამოკიდებულება მისასალმებელია.
  16. Morfius მე აღვნიშნე ფაქტი და შენ რაზე ღიღინებ მე არ მაინტერესებს.
  17. Siknadmo-ს და სამებისტებს: ნაშრომი The Symbolism of Hindu Gods and Rituals ამბობს: «შივა არის სამების ღმერთებიდან ერთ-ერთი. მის შესახებ ნათქვამია, რომ არის "მნგრეველი ღმერთი". სხვა ორი ღმერთი არის ბრაჰმა — "შემოქმედი" ღმერთი და ვიშნუ — "მფარველი" ღმერთი. . . იმის საჩვენებლად, რომ ეს სამი პროცესი არის ერთი და იგივე, ეს სამი ღმერთი ერთ სახეშია გაერთიანებული» ინდუიზმის სამება http://a.pix.ge/o/1fapg_thumb.jpg ქრისტემდე მრავალი საუკუნით ადრე ძველ ბაბილონსა და ასურეთში იყო ღმერთების ტრიადები, ანუ სამებები. ნაშრომი ლარუსის მითოლოგიური ენციკლოპედია (Larousse Encyclopedia of Mythology) აღნიშნავს ერთ-ერთ ამგვარ სამების ანუ ტრიადას მესოპოტამიის მხარეში: "სამყარო სამ რეგიონად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეული გახდა თითოეული ღვთის სამფლობელო. ანუს წილი იყო ცა. დედამიწა ენლილეს მიეცა. ეა წყალთა მეუფე გახდა. ყველა ერთად დიდებული ღმერთების ტრიადას შეადგენდა". ნაშრომში (A Statement of Reasons)ნათქვამია: "ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ დოგმატის ისტორიას და მისი დასაბამი აღმოვაჩინოთ არა ქრისტიანულ გამოცხადებაში, არამედ პლატონურ ფილოსოფიაში. . . სამება ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლება კი არ არის, არამედ გვიანი პლატონისტების სკოლის ფიქციაა".
  18. Morfius როგორც ჩანს, მაგდენიც კი არ იცი რომ როცა მრავალტირაჟიან და მრავალჯერად გამოცემებზე ზოგადად მიუთითებ, უნდა დაასახელო გამოცემის წელი, თვე, რიცხვი, და გვერდი. თუ არადა არავის არ უკვირს შენი ცინიკოსობა, უზრდელობა და ინტრიგობა. ძალად მცოდნე და ვითომ მცოდნე მორფიუსი.
  19. გამოცემის წელი, თვე, რიცხვი გვერდი.
  20. lasha kakauridze რადგან მასე განსწავლული ყოფილხარ, მიუთიტე წყაროები სადაც ეგ ეწერათ. :TAT:
  21. lasha kakauridze იეჰოვას მოწმეები რასელის ნასწავლ ბიბლიას არ უარყოფენ. როცა მსგავს რამეს წერ, მხოლოდ იმას ამჟღავნებ რომ მორფიუსისა არ იყოს, ბევრი რამ არ იცი და რაც იცი მათგან ბევრი არასწორად იცი. ბატონ ჩარლზ რასელს ზოგი ბიბლიური საკითხი ბოლომდე არ ჰქონდა გამოკვლეული, ზოგი რამ არასწორად ესმოდა. ეს არ ნიშნავს რომ ამის გამო მოწმეებმა მთლიანად უარყვეს ის, რასაც რასელი ამბობდა თავის ნაშრომებსა და კვლევებში. უფრო მეტიც, ძირითადი ბიბლიური სწავლებები, რაც რასელმა გამოიკვლია, დღესაც ისევე სწამთ მოწმეებს, როგორც რასელის დროს. ასე რომ ცდები. მოწმეებს რომ რასელისგან განსხვავებით სრულიად სხვა სწავლებები შემოეღოთ, მასე იქნებოდა, მაგრამ მასე არ მოქცეულან და ზემოთ უკვე დაგიწერე. აქვე იმასაც გაგახსენებ რომ ეკლესიის მამები ბევრ თეოლოგიურ საკითხებზე სხვადასხვა მოსაზრებებისა იყვნენ და ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთს, სხვადასხვა ნაირად ასწავლიდნენ. მიუხედავად ამისა, არცერთზე არ ამბობთ მართლმადიდებლები რომ ვუარვყოფთო და ცდებოდაო. თუ თქვენ ეგიძლიათ მსგავსი დამოკიდებულება გქონდეთ ეკლესიის მამების სწავლებებისადმი, მოწმეებისგან რაღა გინდა.
  22. * * * * * * * ნარკომანს უქადაგებენ. მეგობარს ეუბნება. ამას წინათ მიქადაგეს რაღაც წარღვნაზე და ერთი რაც დამამახსოვრდა ის იყო რო ნოეს 40 დღეზე მეტი დასჭირვებია დასაპარკინგებლადო.
  23. * * * * * * * * რაციონალისტები საუბრობენ. იცი მეგობარო, არსებობს თეორია, რომ პირველი ადამიანები ჩინელები იყვნენო. მსჯელობენ კითხვაზე: - კი მაგრამ, შეიძლებოდა ადამი და ევა ჩინელები ყოფილიყვნენ? მსჯელობისას კითხვას ასე უპასუხეს: - არა, შეუძლებელია. ადამი და ევა ჩინელები რომ ყოფილიყვნენ, ვაშლს არ გაეკარებოდნენ, გველს ჩუნურად მოამზადებდნენ და ისე მიირთმევდნენო.
  24. ორი მღვდელი იეჰოვას მოწმეების შემხედვარე გადაწყვიტს ტაძრიდან კვირაში ერთხელ მაინც გამოვიდეს სადმე გარეთ და იქადაგოს. ერთმანეთს ეუბნებიან: ეს ხალხი ნამეტანი გულმოდგინედ ქადაგებს ღმერთზე, ბიბლიურ სწავლებებზე და მოახლოებულ აღსასრულზე, რომლის შემდეგ დედამიწაზე სამოთხე დამყარდებაო და ხალხიც უსმენს და მათთან მიდისო. მოდი ჩვენც გავიდეთ და რამე ამის მსგავსი ვიქადაგოთო. ქადაგების პირველი დღე ასეთი იყო: ამ ორმა მღვდელმა ტრაფარეტი გააკეთეს და ხიდთან ახლოს დადგნენ. ტრაფარეტზე კი დაწერეს: "დაუბრუნდით დედა ეკლესიას, თორე აღსასრული ახლოსაა და მოკვდებით!" პირველმა, ტრაფარეტი როგორც კი დაინახა შესძახა: "თავი დაგვანებეთ ფანატიკოსებო" და ჩაუშხუილა მერსედესით. მალევე წყლის ხმა იყო და სიჩუმე. მეორე მძღოლმაც იგივე გააკეთა და იგივე მოხდა. მესამე მძღოლმა გააჩერა ავტომობილი და 5 წუთი მღვდლების "ქადაგებას" აკვირდებოდა. მომდევნო მძოლმა პირველი და მეორე მძოლივით იგივე სიტყვები შესძახა და წყლის ხმა იყო. მალევე, მესამე მძღოლი, რომელიც შორიახლოს აკვირდებოდა მღვდლების ქადაგებას, მივიდა ახლო და უთხრა მღვდლებს: "ხომ არ ჯობს ტრაფარეტზე დააწეროთ: 'ხიდი ჩამტყდარია და ფრთხილად იყავით, არ გადახვიდეთ მასზე"-ო. უფრო ღვთიური გამოგივიდოდათო. * * * * * * * ერთი მოქცეული ნარკომანის ცხოვრების მოკლე ამბავი: - მისი გარეგნობა შეიცვალა, თმები გაეზარდა და მღვდელი გახდა. :givi:
×
×
  • შექმენი...