-
პოსტები
4.587 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
53
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი აზრი
-
გუშინ მაგარი დაღლილი ვიყავი. ერთი ჭიქა არაყი ჩავურტყი და გავითიშე. ესეთი რამ არასოდეს მომსვლია.
-
ხაჭაპური.
-
გეთანხმები T_A_T ამაშიც გეთახნემბი, მაგრამ, კაბალისტიკას იუდაიზმს თუ არ შევუმღვრევთ უფრო კარგი იქნებოდა ჩემი აზრით. თუ კაბალისტიკას, თორას და იუდაიზმს ერთ თემაში მოვაქცევდით, თემა ნამეტანი ღრმა დატვირთვის იქნება და რთულად განვითარდება, და შესაძლოა გაოფდეს კიდეც. კაბალაზე ცალკე რომ გაიხსნას თემა უფრო კარგი არ იქნება?
-
მთელი თორა ანუ მოსეს ხუთწიგნეული გინდა დავდო ფორუმზე? წინა პოსტში დავწერე: რაც შეეხება შენს ამ სიტყვებს: სიამოვნებით: მათე 5:17–20; ლუკა 5:14; 17:14; მათე 15:3–9; 23:3.
-
დიახ. დიახ. ქრისტიანული სწავლების თანახმად, მთელი წერილი ღვთივსულიერია. მთელ წერილში იგულისხმება როგორც თორა (მოსეს ხუთწიგნეული), ისე მთელი "თანახი" (ებრაული წერილების 39 წიგნი ანუ როგორ ზოგჯერ მას "ძველ აღთქმად" მოიხსენიებენ ზოგიერთები) და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 27 წიგნი, რომელსაც ზოგჯერ "ახალ აღთქმად" მოიხსენიებენ. რაც შეეხება შენს პოსტში დასმულ დანარჩენ შეკითხვებს, ჩემი აზრით, ფართო საკითხებია ისინი და სცდება თორის შესახებ მსჯელობებს და ამიტომ ამ ეტაპზე არ შევეხები მათ. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, საინტერესოა შენი სუბიექტური თვალსაზრისიც მოგვახსენო.
-
გაგაგდებდნენ აბა რა იქნებოდა.
-
ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო საშუალო სკოლებზე, სადაც 5 წლის ბავშვები არ სწავლობენ.
-
maliari მართალი ხარ, რა უნდა მღვდელს ან რომელიმე რელიგიის წინამძღოლს სკოლაში. სკოლაში რელიგიის ისტორიის სწავლებას სულაც არ სჭირდება მღვდელი. ისევე როგორ მათემატიკის სწავლებას არ სჭირდება რელიგიური პირი. რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს როგორც გეოგრაფია და სხვა საგნები და არა როგორც რელიგიური გაკვეთილები, ლოცვების გამეორებები და ჯვრებით სირბილი.
-
MR:RAZIEL მე არ ვარ იმის მომხრე რომ საშუალო სკოლებში რომელიმე ერთი რელიგიის შესახებ ისწავლებოდეს რაიმე. ჩემი აზრით, ზოგადი რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. რელიგიის ისტორიაში ვგულისხმობ: მსოფლიოს რელიგიების შესახებ ზოგადი სწავლება. უმთავრესი რელიგიების წარმოშობის ისტორია და ზოგადი სწავლება. მგონი ეს სკოლაში უნდა ისწავლებოდეს რადგან სკოლადამთავრებულ ადამიანს ზოგადი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს რელიგიების შესახებ. რას იტყვი?
-
უკუშედეგზე მინდა გკითხო, ბარემ დაწერე ის ფაქტორები თუ რატომ შეიძლება გამოიღოს უკუშედეგი ბავშვში ადრეულ ასაკში რომ ეკლესიურ დოგმატებს ჩასჩიჩინებენ.
-
»SlaCk€r.. არ მიკვირს ორმ გამოიღებდა ცუდ შედეგს.
-
Nukriko მართალი ხარ! მეც XXI-თე საუკუნის თანამედროვე თარგმან[ებ]ს ვანიჭებ უპირატესობას! რაც შეეხება იმას, ზუსტი თარგმანია თუ არა, ამას ვერ დაადგენ, თუ (პირველ რიგში) ტექსტი გასაგებ ენაზე არაა თარგმნილი. ამიტომ, პირველი და უმთავრესი ის არის, რომ ტექსტი გასაგებ ენაზე იყოს თარგმნილი, რათა მკითხველმა შეძლოს წაკითხულის გაგება და შემდეგ კი, მისი სიზუსტის გადამოწმება. აი მაგალითად, X-თე სუაკუნის ძველქართულ თარგმანს მკითხველი სრულად ვერ იგებს და ცხადია მისი სიზუსტის შემოწმებაც უჭირს. ამრიგად, ზოგი ფიქრობს, რომ რადგან ძველია და ეკლესიური თარგმანია ესე იგი ზუსტი იქნებაო.
-
»SlaCk€r.. 100%-იანი ხარ. ადამიანს უნდა მიცემული უნდა ქონდეს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი. 5 წლის ბავშვი სკოლაში კი არა საბავშვო ბაღში დადის. თემაში საუბარია სახელმწიფოს საშუალო სკოლებზე. 100%-იანი ხარ. ადამიანს უნდა მიცემული უნდა ქონდეს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი. ჭანო მაპატიე არ ვიცოდი თუ ასეთი თემა არსებობდა. თუ არ შეწუხდები, შეუერთე იმ თემას. მადლობა.
-
ახლა მინდა ძილი, მაგრამ ვინ დაგაძინებს.
-
სიმთვრალე ცუდი არ მაქვს. ადრე მქონდა ცუდი სიმთვრალე. როცა დავლევდი მანქანის გასაღებს მიმალავდნენ. ერთხელ მახსოვს, მაგარი მთვრალი ვიყავი, და თბილისის ზღვაზე მოვინდომე ბანაობა.
-
MR:RAZIEL კარგი, მაშინ ახლა გკითხავ, რატომ არ უნდა ისწავლებოდეს?
-
"საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა, ამიტომ ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს რელიგია და რელიგიის ისტორია!" — ამბობდა ერთი მართლმადიდებელი. ამ აზრს ბევრი არ იზიარებს, რადგან საქართველოში არა მხოლოდ მართლმადიდებლები ცხოვრობენ, არამედ კათოლიკები, პროტესტანტები, ბუდისტები, კრიშნაიდები, ათეისტები და სხვები. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა ისწავლებოდეს სახელმწიფო სკოლებში რელიგია და რელიგიის ისტორია? თუ დიახ, ახსენით რატომ და როგორ უნდა ისწავლებოდეს.
-
მართლმადიდებლად და კათოლკედ წოდებული რელიგიური მიმდინარეობების დაპირისპირება, ხოცვა-ჟლეტა და ამ დროს საკუთარი თავის ქრისტეს მიმდევრად გაცხადების სამწუხარო და სასირცხვილო ისტორია არ ავიწყდება კაცობრიობას! მეორე მსოფლიო ომის დროს ბალკანეთში კათოლიკე ხორვატები და მართლმადიდებელი სერბები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ორივე ჯგუფი აცხადებდა, რომ ქრისტეს მიმდევრები იყვნენ — ქრისტესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ჰყვარებოდათ თავიანთი მოყვასი. მაგრამ, მათ დაპირისპირებას მოჰყვა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სამოქალაქო ხოცვა-ჟლეტა კაცობრიობის ისტორიაში. მსოფლიო შეძრა 500 000-ზე მეტი მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილმა რომელიც რელგიიურმა ურთიერთ დაპირისპირებამ გამოიწვია. დაწვრილებითი ინფორმაცია მართლმადიდებელი და კათოლიკე მორწმუნეების შეჯახებაზე ხოცვა-ჟლეტაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულებზე: http://www.orthodoxinfo.com/ecumenism/serb...newmartyrs.aspx http://en.wikipedia.org/wiki/Serbs http://libcom.org/library/role-catholic-ch...th-na-1941-1945
-
ჭანო რელიგიის, ღმერთის და ქრისტეს სახელით უამრავი დანაშაული ჩაიდინეს ადამიანებმა. ფორუმის გვერდებიც შეიძლება არც კი ეყოს იმ ფაქტების დადებას, რაც არსებობს. განა არ ვიცით რომ რელიგიის სახელით, უამრავი საზიზღრობები, ადამიანთა განადგურება და ბოროტება ჩადენილა? მე თუ მკითხავ, არცაა საჭირო ამ თემის არსებობა. რელიგიის სახელით დღესაც მრავალი რამ კეთდება, რაც დარწმუნებული ვარ არც ღმერთს მოსწონს და არც მრავალ ადამიანს. ამ საუკუნეში მომხდარი მსოფლიო ომების დროს, რომლებიც მილიონობით ჩვენმა თანამედროვემ გადაიტანა, რელიგიები ორივე მხრიდან აქეზებდნენ თავიანთ მიმდევრებს, დაეხოცათ ადამიანები. "დახოცეთ გერმანელები — დახოცეთ ისინი", — განაცხადა ლონდონის ეპისკოპოსმა. სხვა მხრივ, ქალაქ კელნის მთავარეპისკოპოსი ეუბნებოდა გერმანელებს: "გიბრძანებთ სახელითა ღვთისათა, იბრძოლოთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ქვეყნის ღირსებისა და დიდებისათვის". კათოლიკეები ხოცავდნენ კათოლიკეებს, თავიანთი რელიგიური ხელმძღვანელების მოწონებით და ამასვე აკეთებდნენ პროტესტანტებიც. უფრო მეტიც, აგვისტოს ომში ორივე მხარე მართლმადიდებლებს წარმოადგენდნენ. მართლმადიდებელი მართლმადიდებელს კლავდა. სინამდვილეში, ორივე მხარის აზრით, ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ჩვენ ერთი საძმო ვართო ამბობენ ხოლმე. რამდენი ქართველი და რუსი მართლმადიდებელი დაიღუპა აგვისტოს ომში?! ვინმემ შესაძლოა თქვას, რომ ეს პოლიტიკური ომი იყოო. პოლიტიკური ომი იყო თუ არაპოლიტიკური, ფაქტია, რომ ერთი რწმენის ადამიანები ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავდა. მღვდელმა ჰარი ემერსონ ფოსდიკმა აღიარა: "ჩვენს ეკლესიებშიც კი აღვმართავდით საომარ ბაირაღებს. . . ბაგეების ერთი კუთხით მშვიდობის მთავარს ვადიდებდით, მეორეთი კი — ომს". ღმერთი იმ რელიგიის შესახებ, რომელიც ამტკიცებს, რომ ასრულებს ღმერთის ნებას, ამავე დროს კი დაუნდობლად ხოცავს თანამორწმუნეს, ეს უკვე ქრისტიანობა აღარაა. ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა რელიგიების წევრების მიერ ღმერთის სახელით ჩადენილი საშინელი დანაშაულობების გამო, მილიონობით ადამიანმა (ათეისტებმაც და თეისტებმაც) ზურგი შეაქცია ღმერთსაც და ქრისტესაც. ისინი ღმერთს ადანაშაულებენ კათოლიკეებსა და მუსულმანებს შორის გაჩაღებული საშინელი რელიგიური ბრძოლების, ეგრეთ წოდებული "ჯვაროსნული ლაშქრობების" გამო და ასევე, მუსულმანებსა და ინდუსებს, მართლმადიდებლებსა და მართლმადიდებლებს შორის, კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის გამართული ომების გამო. http://s59.radikal.ru/i165/1002/26/6ef9f66d4c26.jpghttp://s40.radikal.ru/i090/1002/7c/a1a05d0bbd5f.jpghttp://s02.radikal.ru/i175/1002/b9/e22fcb55883b.jpg ისინი აგრეთვე მიუთითებენ ქრისტეს სახელით იუდეველთა დახოცვასა და ულმობელ კათოლიკურ ინკვიზიციაზე. ამ საზარელ დანაშაულობებზე პასუხისმგებელი რელიგიური ხელმძღვანელები ირწმუნებოდნენ, რომ ღმერთი იყო მათი მამა. ამ დორს, კი რამდენიც გინდა იძახონ, ღმერთია ჩვენი მამაო, მხოლოდ სიტყვები ვერ გახდის ასეთების მამად სამყაროს შემოქმედ ღმერთს. აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს კათლიკოს პატრიარქი, მწუხარებას გამოთქვამდა რომ საქართველოს ერთმორწმუნე ერი ბომბავდა, ანუ მართლმადიდებლები მართლმადიდებლებს ხოცავდნენ. ამ დროს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ღმერთი უჭერდა მხარს წარმოებულ ომში. http://www.rustavi2.com.ge/news/news_textg...mp;l=0&ddd= http://s43.radikal.ru/i100/1002/6c/d7462564605c.jpg როდესაც მხედველობაში ვიღებთ იმ ფაქტს, რომ რელიგია მეცნიერულ პროგრესს ეწინააღმდეგებოდა, როდესაც ცნობილია მისი სახელით ჩადენილი არაერთი შემზარავი ფაქტი, აგრეთვე მისი თვალთმაქცობა და სისასტიკე, გასაგებია, თუ რატომ უარყო ზოგმა მეცნიერმა რელიგიური მრწამსი. პროფესორი მიკრობიოლოგიის დარგში, ჯონ პოსტგეითი ამბობს: "მსოფლიოში არსებულმა რელიგიებმა. . . თავზარი დასცეს კაცობრიობას; მათ მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მოაწყვეს ჯვაროსნული ლაშქრობები და ინკვიზიციები და გამართეს ხოცვა-ჟლეტა. რელიგიის ამ ბნელმა მხარემ დღევანდელ საზოგადოებაში კიდევ უფრო საშიში ხასიათი მიიღო. მეცნიერებისგან განსხვავებით რელიგია არ იცავს ნეიტრალიტეტს". გულწრფელი ადამიანები ხშირად შეშფოთებული არიან რელიგიის სახელით ჩადენილი საშინელებების გამო. მაგალითად, ეკლესიაში მოსიარულე ბევრი ადამიანი გაოგნებულია, რადგან ის მღვდლები, რომლებიც ადამიანებს სისპეტაკის საუკეთესო მაგალითს უნდა აძლევდნენ, სინამდვილეში ჯიპებში გაბღენძილები, მრევლს ხელებში შეჰყურებენ აბა რამდენს გადაუხდი მკვდარზე წესის აგებასა და ჯვრისწერა-ნათლობაში. არ მითხრათ ფაქტები დადეთო! ყველამ კარგად ვიცით როგორც მუშაობს ეს "ბიზნეს-მანქანა". http://s42.radikal.ru/i095/1002/9c/a852a9e0e7b3.jpg
-
Private Nodari ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს შენთვის ჩემ პოზიციას, მაგრამ უნდა გითხრა რომ არანაირად არ ვიზიარებ იმას, რასაც ამბობ. ომმა ადამიანებს განვითარება და წინსვლა კი არა, უბედურება, დაავადება, ინვალიდობა, სიკვდილი, მწუხარება, ეკონომიური უკუსვლა, პოლიტიკური არეულობა, მშვიდობიანი და უდანაშაულო ადამიანების განადგურება და მრავალი უამრავი ტკივილი და საშინელება დაატეხა თავს. 2006-2007 წლებში უორლდუოჩის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ "ვაიტალ საინსი" იუწყება, რომ 2005 წელს მსოფლიოში 28 დიდი და 11 პატარა შეიარაღებული შეტაკება მოხდა. მის მწარე შედეგებზე სიმწრით ლაპარაკობენ მთელ მსოფლიოში. ჯონათან გლოვერი თავის წიგნში "ჰუმანურობა — მეოცე საუკუნის ზნეობის ისტორია", აღნიშნავს, რომ: "1900-დან 1989 წლამდე ომებმა 86 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. . . მეოცე საუკუნეში მომხდარმა ომებმა იმდენად ბევრი ადამიანი შეიწირა, რომ წარმოდგენაც კი გვიჭირს. დაღუპულთა საშუალო რიცხვი მხოლოდ სიმბოლურია, რადგან მათი ორი მესამედი (58 მილიონი) პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს იქნა მოკლული. თუ სიკვდილიანობის ამ მაჩვენებელს მთელ საუკუნეზე თანაბრად გავანაწილებთ, მაშინ ომი დღეში 2 500 ადამიანს მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. გამოდის, რომ 90 წლის განმავლობაში ყოველ საათში 100 ადამიანი კვდებოდა". ეხლა მითხარი, შეგიძლიათ წარმოიდგინო ის მწუხარება და ტკივილი, რაც დაღუპულთა ახლო ნათესავებმა და მეგობრებმა განიცადეს სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. არანაირად არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ომზე იტყვიან კარგია, კარგის მოტანა შეუძლია, განვითარებას უწყობს ხელს და მსგავსი (მაპატიე და) სისულელეები. კაცობრიობის დასაიმედებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1986 წელი "საერთაშორისო მშვიდობის წლად" გამოაცხადა. ამ წლის მთავარი თემა იყო "მშვიდობის შენარჩუნება და ადამიანთა მომავლის უზრუნველყოფა". მებრძოლ სახელმწიფოებს მოუწოდეს, ერთ წელს მაინც არ აეღოთ იარაღი ხელში. მიუხედავად ამისა, სამშვიდობო პრობლემატიკის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა 1986 წელს მიმდინარე ომებში. ცივი ომის დამთავრების შემდეგ იარაღით ვაჭრობა შემცირდა. მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იარაღით ვაჭრობამ კვლავ იმატა. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, 2004 წელს მსოფლიო მასშტაბით სამხედრო ხარჯებმა ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს თანხა მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ყველა მამაკაცზე, ქალსა და ბავშვზე რომ გადანაწილებულიყო, თითოეულს 162 დოლარი შეხვდებოდა. მოკლედ, ალბათ ცოტა მაინც ვთქვი ჩემი სათქმელი. მძულს ომი, მძულს ძალადობა, მძულს შუღლი და მძულს მსხვერპლი!
-
FRIDRIX ქართული ეკლესიაც თანამშრომლობდა და საკმაოდ წარმატებულად.