Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. რაო ვინ ქმნიან "ეროვნულ მოძრაობას" ერასტი კიწმარიშვილი და სოზარ სუბარიო ? გაჩეჩილაძეები ალბათ მამასახლისები იქნებიან, ნოღაიდელს, ბურჯანაძეს და კახა თარგამაძეს არ რთავენ "ეროვნულ მოძრაობაში" ? კარგით რა მართლა და მართლა. ოდნავ მაინც არ ტეხავს ? ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა აღდგა წლინახევრის წინ ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის სახით, რომლის ლიდერებიც არიან ირაკლი წერეთელი, გურამ გოგბაიძე, იასონ ფავლენიშვილი, დავით კოპალეიშვილი, გელა ჩორგოლაშვილი და ეროვნული მოძრაობის სხვა მონაწილენი. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის უპირველეს იდეას წარმოადგენს საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ უფრო და უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს. იხილეთ ეს თემა : http://planeta.ge/index.php?showtopic=28010
  2. ამ თემის გახსნა იმ ფაქტორმა გადამაწყვეტინა, რომ ერასტი კიწმარიშვილი, სოზარ სუბარი, გაჩეჩილაძე და კიდევ ვიღაც პოლიტიკანები თუ პოლიტიკანთა განეცები ცდილობენ საკუთარ კოლაბორაციონისტულ და პრორუსულ პოლიტიკურ გაერთიანებებს ეროვნული მოძრაობა უწოდონ. ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა აღდგა წლინახევრის წინ ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის სახით, რომლის ლიდერებიც არიან ირაკლი წერეთელი, გურამ გოგბაიძე, იასონ ფავლენიშვილი, დავით კოპალეიშვილი, გელა ჩორგოლაშვილი და ეროვნული მოძრაობის სხვა მონაწილენი. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის უპირველეს იდეას წარმოადგენს საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ უფრო და უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს. ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა წარმოადგენს განახლებულ ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას, რომლის ლიდერებიც არიან ძველი ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები - ირაკლი წერეთელი, გურამ გოგბაიძე, იასონ ფავლენიშვილი, გელა ჩორგოლაშვილი, დავით კოპალეიშვილი ჩვენი მოძრაობა - ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა არ ინტერესდება წარმავალი თემებით ( სოციალური საკითხები, თვითმმართველობის არჩევნები, საარჩევნო სიები, საარჩევნო კანონი და ასე შემდეგ. ეგ ყველაფერი ამ რუსეთუმე ოპოზიციისთვის ( მთელ ოპოზიციას არ ეხება რა თქმა უნდა ) და ხელისუფლებისთვის დაგვითმია ). წარმავალ და წვრილმან საკითხებს ვუთმობთ მედროვე პოლიტიკანებს. ჩვენ არ ვერევით შიდაპოლიტიკურ კინკლაობასა და თანამდებობების გულისთვის ბრძოლაში. ჩვენი მოძრაობა ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში განახორციელებს ხელისუფლების მიმართ ზეწოლას და აიძულებს ხელისუფლებას მოახდინოს უკიდურესი სამართლებრივი და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის იმპერიის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით მსოფლიო სამართლით შესაძლებელი ყველა წვრილმანი შესაბამისი პუნქტის გამოყენებით. ჩვენი მოძრაობა მხოლოდ ეხება მარადიულ იდეალებს, ისეთებს როგოერიცაა საქართველოს ეროვნული თავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობა ( და ამ ორივე იდეალისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია ), ეროვნული ძლევამოსილება, ერში ქართული მებრძოლი სულის გაღვივება. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება როგორც მოკავშირეობა ორ ცალსახად თანასწორუფლებიან და სუვერენულ სახელმწიფოს შორის და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში დროებით ( სანამ საქართველო ამ მოკავშირეობის საფუძველზე თავად გახდება ამ უახლესი სამხედრო ტექნიკის მფლობელი ) ამერიკის სამხედრო ჰაერსაწინაარმდეგო ტექნიკის, რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის, საზღვაო ტექნიკის, საავიაციო ტექნიკის, სარაკეტო ტექნიკის განლაგება. ამერიკასთან მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს უახლესი გამანადგურებელი სამხედრო ტექნიკით შეიარაღება და ქვეყნის გლობალური შეიარაღება იგივე ჰიპერმილიტარიზაცია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საქართველოს სრული, უპირობო დეოკუპაცია და საქართველოს სრული ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაძევება ( ნებისმიერ ფასად ) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის ეროვნული თავისუფლებისა და ძლევამოსილების განმტკიცება. ჩვენი მოძრაობის მებრძოლად გახდომა შეუძლია ნებისმიერ ქართველს, უპარტიოსა თუ პარტიულს, რომელიც იზიარებს ჩვენს სულისკვეთებასა და იდეალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველის თანადგომა. დამატებითი ინფორმაციები შეგიძლიათ მიიღოთ და ასევე მოძრაობის ლიდერებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე : 822 54-55-60 ირაკლი წერეთელი; 822 37-51-36, 895 71-13-93 კონსტანტინე ჩოგოვაძე; 899 10-06-03 დავით კოპალეიშვილი; 895 36-93-83 გურამ გოგბაიძე; 893 30-44-51 ზურაბ ბარბაქაძე.
  3. კონფედერაცია კი არა, რუსეთი რომ დაიშლება ალანიის ოვსები დაგვიწყებენ ხვეწნას ოღონდ დაგვიცავით და რამენაირად თხოვეთ ვაინახებს ( ინგუშებს და ჩეჩნებს ) დედიანბუდიანად არ ამოგვწყვიტონ, პატარა ადგილი მაინც დაგვიტოვონ კავკასიაში საცხოვრებლად, და დედაბუდიანად აიბარგებიან სამაჩაბლოდან ოვსებიო. რუსეთს რომ დავშლით ინგუშები და ჩეჩნები გადაუვლიან მაგათ და მხოლოდ ჩვენი ხათრით თუ გაჩერდებიან და დაკმაყოფილდებიან მარტო ბუროს ( ვლადიკავკაზის ინგუშური სახელი ) და ბესლანის დაბრუნებას. კონფედერაცია არა კიდევ ნატოში გაწევრიანება მომინდომონ. ავტონომიაც აუცილებლად უნდა გაუქმდეს გავა თუ არა რუსის ჯარი.
  4. კონფედერაცია კი არა, რუსეთი რომ დაიშლება ალანიის ოვსები დაგვიწყებენ ხვეწნას ოღონდ დაგვიცავით და რამენაირად თხოვეთ ვაინახებს ( ინგუშებს და ჩეჩნებს ) დედიანბუდიანად არ ამოგვწყვიტონ, პატარა ადგილი მაინც დაგვიტოვონ კავკასიაში საცხოვრებლად, და დედაბუდიანად აიბარგებიან სამაჩაბლოდან ოვსებიო. რუსეთს რომ დავშლით ინგუშები და ჩეჩნები გადაუვლიან მაგათ და მხოლოდ ჩვენი ხათრით თუ გაჩერდებიან და დაკმაყოფილდებიან მარტო ბუროს ( ვლადიკავკაზის ინგუშური სახელი ) დაბრუნებას. კონფედერაცია არა კიდევ ნატოში გაწევრიანება მომინდომონ. ავტონომიაც აუცილებლად უნდა გაუქმდეს გავა თუ არა რუსის ჯარი.
  5. არ არსებობს რომ არ ჩამოვიდეს. კახეთში გადასულ მესხ თავადიშვილთა შთამომავალია, თან მხედრული სულისკვეთების ადამიანი. თუ სიკვდილია კიდევ 75 წლის კაცმა რა უნდა ინატროს უკეთესი ვიდრე საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, რა უნდა ინატროს იმაზე უკეთესი ვიდრე ერის ლიდერის ულამაზესი აღსასრული თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ისევე როგორც ჯოჰარ დუდაევი დაეცა თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სისხლი არ მისცემს იმის ნებას რომ უარი თქვას საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლობაზე
  6. ჩვენ გავახმოვანოთ ეგ იდეა, შალიკაშვილის ჩამოყვანასთან დაკავსირებით, ხელმოწერების შეგროვებაც დავიწყოთ და მოვახერხოთ ეროვნული ძალების მაგ იდეის ირგვლის დარაზმვა და თადმობს კი არა აქეთ შეიხვეწებს. ანტირუსული და ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით რომ მოხდება სააკაშვილის წინააღმდეგ აქციების წარმოება და ამ აქციებზე არც ერთ პრორუსულ ძალას რომ არ მოვუშვებთ და ყველა აქციაზე სააკასვილის გადადგომის მოთხოვნასთან ერთად მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ და ცივილიზებულ სახელმწიფოს და ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციას რომ მივმართავთ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივი და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ზომების მიღების მოთხოვნით, როგორც საქართველოსთან მიმართებაში აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ. მერე რითი გააშავებს აქციებს ? რომ გამოჩნდება რომ აქციის ორგანიზატორები და მომიტყინგეები მასზე გაცილებით რადიკალი ანტირუსები და ანტისაოკუპაციო ძალები არიან. ირაკლი წერეთელს და სხვა ეროვნულ, აწყვეტილ ანტირუსულ ძალებს რითი გააშავებს ? არც ერთ რუსეთზე ორიენტაცია აღებულ პოლიტიკოსს და პრორუსს რომ არ გავაჭაჭანებთ აქციებზე და ამ აქციებზე ამერიკის ბაზების შემოყვანას რომ მოითხოვენ საქართველოში, რითი გაააშავებს იმ აქციებს ? პრორუსები არიანო ხომ ვერ იტყვის ? გადადგება კი არა შეიხვეწება გარანტიებს და მივცემთ კიდეც ამ გარანტიებს. P.S. დევი ჭანკოტაძე არავის საქილიკო არ არის, ვაჟკაცი კაცია, პროფესიონალი სამხედრო და ნამდვილი მეომარი, აფხაზეთში ნაომარ ხალხს ჰკითხეთ მის შესახებ. ამ ხელისუფლების უდიდესი შეცდომა ის იყო ომის მერე რომ დანიშნეს გაერთიანებული შტაბის მეთაურად.
  7. ორ დღეში წაგებული ომით, ტყვიის გაუსროლელად ჩაბარებული დალის ხეობითა და ქსნის ხეობით ( კოდორი და ახალგორი ), ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნით, რუსულ ოკუპაციასთან სამართლებრივად დაპირისპირების არასაკმარისი დონით, უკანონო პატიმრებით, ციხეზე ჩახოცილი უიარაღო პატიმრებით, უიარაღო პატიმრების მკვლელი ჯალათი თავდაცვის მინისტრით, რომლის მოგებული ომიც მე არ მჯერა და არ მწამს, გავაგრძელო ?
  8. ბევრ 35 და 40 წლის ქართველ პოლიტიკოსს მოიკიდებს მხრებზე და ისე გადმოხტება ვერტმფრენიდან პარაშუტით. ასაკს რა მნიშვნელობა აქვს ?
  9. მივესალმები ჩრდილოეთ საზღვრის გამაგრებას და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო კონტინგენტის გადასროლას, აბა დამენახეთ ერთი ვის აქვს საწინააღმდეგო რამე
  10. მე არ ვიცი, რაც გვინდა მოვიფიქროთ, საერთო მშვიდობიანი ეროვნული გაფიცვებით მოვითხოვოთ და მივაღწიოთ სააკაშვილის და ხელისუფლების გადადგომას, მერე თუ საჭირო გახდა შევცვალოთ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი და მილიონობით ქართველის ხელმოწერის საფუძველზე გავუგზავნოთ ბატონ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს თხოვნა რომ ჩამოვიდეს და მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორ ფორმულირებას მოვუძებნით მის უმაღლეს მთავარსარდლად დანიშვნას, იქნება ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, იმპერატორის თუ ტრიუმფატორის. მთავარია ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად მოვიწვიოთ ჯონ მალხაზ შალიკაშვილი. ქართველი ერი უნდა დაირაზმოს ამ იდეის გარშემო. ჯონ მალხაზ შალიკაშვილის დანიშვნა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლად გამოიწვევს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმების დაჩქარებას, საქართველოს გამალებული შეიარაღების გაძლიერებას და ქვეყნის ჰიპერმილიტარიზაციას. რას ფიქრობთ ამ იდეის შესახებ
  11. ჩემი და ჩემი საძმაკაცოს თანადგომა იარაღით ხელში, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე პრეზიდენტს სააკაშვილს მოვლენათა მსგავსი განვითარების შემთხვევაში
  12. მე მაქვს ასეთი იდეა, მოვახერხოთ როგორმე და სადმე შევხვდეთ ახალგაზრდა აფხაზ პოეტებსა და მწერლებს, მათ შორის იქნებიან ისეთებიც რომლებმაც იციან ქართული ენა, აქედანაც წავიდეთ პოეტები და მწერლები ( მე თავად ვწერ ლექსებს, თუმცა აფხაზური არ ვიცი სამწუხაროდ ), სასურველია თუ იქნება ისეთი ადამიანიც, რომელმაც იცის აფხაზური ენა. დაველაპარაკოთ ამ აფხაზ ახალგაზრდა პოეტებსა და მწერლებს და უბრალოდ ყოველგვარი პოლიტიკაზე საუბრისა და გაპოლიტიზირების გარეშე ავუხსნათ რომ აფხაზური ენისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება ქართული ანბანით წერა და შევტავაზოთ რომ აფხაზეთში დაიწყონ პროპაგანდა ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე რომ აფხაზეთის ოფიციალური დამწერლობა იყოს ქართული დამწერლობა,ანუ ქართული გრაფიკა. ამას ნებისმიერი აფხაზი ინტელექტუალი დათანხმდება, რადგან ყველაზე მეტად ანტიქართულად განწყობილმა აფხაზმა ინტელექტუალმაც შესანიშნავად იცის რომ აფხაზურ ენაზე წერა არც ერთი დამწერლობით არაა ისეთი ადვილი მოსახერხებელი და მოქნილი, როგორც ქართული ანბანით წერა. მით უმეტეს დათანხმდებიან ამას როდესაც ამ წინადადებას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე შევთავაზებთ, როგორც აპოლიტიკური ხალხი და არც ჩვენი ხელისუფლება იტყვის უარს ამ წინადადებას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე შეთავაზებაზე. ასევე უნდა მოხდეს ანალოგიური გზებით იგივეს შეთავაზება ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი და დაღისტნელი ინტელექტუალებისთვის, არც ერთი ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი და დაღისტნელი ინტელექტუალი ამ შემოთავაზებაზე უარს არ იტყვის, რადგან ამ ერების განათლებულმა შვილებმა შესანიშნავად იციან რომ მათ მშობლიურ ენაზე წერა არც რუსულით, არც არაბულით, არც ლათინურით და საერთოდ არც ერთი დამწერლობით არაა ისეთი ადვილი მოსახერხებელი და მოქნილი, როგორც ქართული დამწერლობით წერა. ქართულ დამწერლობას გააჩნია აბსოლიტურად ყველა ბგერა, რომელსაც ჩერქეზულ, ადიღეურ, აბაზურ, ყაბარდოულ, ინგუშურ, ჩეჩნურ, და დაღისტნელ ერთა ენაში გამოიყენება. ასევე უნდა დავიწყოთ პოეზიის საღამოების ჩატარება, სადაც ქართველი, აფსარი ( აფსუა ), ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი, ქისტი და დაღისტნელი პოეტები ( ბაცბები, ავარიელნი, ლეკები, დარგუელნი, ხუნძები, დიდოელნი, არჩიბელნი, წახები, უდინები, ანდიელები, ახვახელნი, ლეზგიელნი და სხვანი ) წაიკითხავენ თავთავიანთ ენებზე საკუთარ ლექსებს, როგორც პაოლო იაშვილი კითხულობდა პარიზშიო საკუთარ ლექსებს ქართულად. შესაძლოა თავიდან ვერ გავიგოთ ბოლომდე აზრი, მაგრამ რაც მთავარია ჟღერადობას და რიტმს გავიგებთ და ჭეშმარიტი პოეზია ხომ სიტყვებში გადმოცემული მუსიკაა. რაც შეიძლება ხსირად უნდა ტარდებოდეს პოეზიის საღამოები იბერო კავკასიური მოდგმის პოეტთა მონაწილეობით. ამგვარი ღონისძიებები გარდა იბერო კავკასიური მოდგმის ერთა დაახლოებისა და ერთმანეთის კულტურის გაცნობისა, გამოიწვევს თბილისის და საქართველოს, როგორც კავკასიის კულტურის ცენტრის მნიშვნელობის გაზრდას, თბილისი უნდა იქცეს ჩრდილოკავკასიელ ერთა ეროვნული იდენტობისა და ეროვნული კულტურის უპირველეს მცველად. ეს ყველაფერი იქნება უდიდესი ნაღმი რუსეთის იმპერიისთვის. ასევე უნდა მოხდეს ჩრდილოკავკასიელი მომღერლების ( როგორც ფოლკლორისტების, ასევე ესტრადის მომღერლების ), მუსიკოსების და ხელოვნების სხვა დარგის მოღვაწეების ხშირი მოწვევები თბილისში კავკასიურ ფესტივალებზე. უნდა მოხდეს ცხენოსნობაში კავკასიის თასის პოპულიარიზაცია, სადაც რახან კავკასიის თასი ქვია მოწვეულნი უნდა იყვნენ იყვნენ როგორც ჩრდილოკავკასიელნი, ისე აზერები და არმენები. ოღონდ ისე კი არ უნდა ჩატარდეს ეს კავკასიის თასი რომ ცხენოსნობის ფედერაციის გარდა ვერავინ ვერ გაიგოს, არამედ რამდენიმე არხი სპეციალურ გადაცემებს უნდა უძღვნიდეს ამ მოვლენას და პირდაპირ ეთერში გადასცემდეს, მთელ ქალაქში უნდა იყოს შეჯიბრის სარეკლამო აფიშები გამოკრული, ანუ უნდა მოხდეს პოპულიარიზაცია ყველა კავკასიელი ერისთვის საამაყო სპორტის სახეობის ( ცხენოსნობის სახეობები, დოღი, მარულა ისინდი და სხვა ). ასევე უნდა მოხდეს სხვა სპორტის სახეობებში კავკასიის თასის დაარსება ფეხბურთში, კრივში, ჭიდაობის ყველა სახეობაში, კალათბურთში, ცურვაში და სპორტის ყველა იმ სახეობაში რაც გავრცელებულია ჩრდილოკავკასიასა და საერთოდ კავკასიაში. ნებისმიერ სპორტის სახეობაში კავკასიის თასზე გამარჯვება უნდა გახდეს პრესტიჟული და საამაყო ნებისმიერი კავკასიელისთვის, ქართული ტელეარხები უნდა უწევდნენ დიდ პოპულიარიზაციას სპორტის ნებისმიერ სახეობაში კავკასიის თასის გამარჯვებულს. სპორტის ნებისმიერ სახეობაში კავკასიის თასის გამარჯვებული უნდა იქცეს ვარსკვლავად და მისაბაძ ადამიანად ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებში. ამას ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი გამარჯვებულის სათანადო დაფასებით და პოპულიარიზაციით. დროთა განმავლობაში უნდა მივაღწიოთ იმას რომ ჩრდილოკავკასიელმა სპორტსმენებმა უარი განაცხადონ რუსეთის სახელით ასპარეზობაზე, ამაში მასზე ზემოქმედება უნდა მოახდინოს როგორც ჩვენის მხრიდან სპორტის ნებისმიერ სახეობაში კავკასიის თასის უდიდესმა პოპულიარიზაციამ, ასევე ჩრდილოკავკასიაში გამეფებულმა ანტირუსულმა განწყობამ და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეამ ( რასაც ჩვენ უნდა შევუწყოთ ტექნიკურად ხელი ). ქართველმა რეჟისორებმა უნდა გადაიღონ ხატვრული ფილმები ჩრდილოკავკასიელთა ისტორიაზე, წეს ჩვეულებებზე, ფოლკლორზე, ისტორიულ გმირებზე განსაკუთრებით მათზე რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის იარაღით ხელში თუ უიარაღოდ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ( შამილ იმამზე, ჯოჰარ დუდაევზე და სხვა ) და ამ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად უნდა მოვიწვიოთ ჩრდილოკავკასიელი მსახიობები ან უნდა შეირჩეს შესაფერისი ტიპაჟები ჩრდილოკავკასიელებში ამ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად. მოკლედ თბილისი და საქართველო უნდა იქცეს ჩრდილოკავკასიელ ერთა ეროვნული იდენტობისა და ეროვნული კულტურის უპირველეს მცველად და მათი ეროვნული კულტურული პოტენციალის უპირველეს მეცენატად და ლობისტად. ამით დასრულდება რუსეთის ორასწლოვანი ბოგინი კავკასიაში და ეს იქნება პირველი ნაბიჯი საქართველოს და დამოუკიდებელ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკათა სამხედრო პოლიტიკური ალიანსის ''კავკასიური სახლის'' ( იგივე "სათარგამოსიანო" )
  13. მე მაქვს ასეთი იდეა, მოვახერხოთ როგორმე და სადმე შევხვდეთ ახალგაზრდა აფხაზ პოეტებსა და მწერლებს, მათ შორის იქნებიან ისეთებიც რომლებმაც იციან ქართული ენა, აქედანაც წავიდეთ პოეტები და მწერლები ( მე თავად ვწერ ლექსებს, თუმცა აფხაზური არ ვიცი სამწუხაროდ ), სასურველია თუ იქნება ისეთი ადამიანიც, რომელმაც იცის აფხაზური ენა. დაველაპარაკოთ ამ აფხაზ ახალგაზრდა პოეტებსა და მწერლებს და უბრალოდ ყოველგვარი პოლიტიკაზე საუბრისა და გაპოლიტიზირების გარეშე ავუხსნათ რომ აფხაზური ენისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება ქართული ანბანით წერა და შევტავაზოთ რომ აფხაზეთში დაიწყონ პროპაგანდა ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე რომ აფხაზეთის ოფიციალური დამწერლობა იყოს ქართული დამწერლობა,ანუ ქართული გრაფიკა. ამას ნებისმიერი აფხაზი ინტელექტუალი დათანხმდება, რადგან ყველაზე მეტად ანტიქართულად განწყობილმა აფხაზმა ინტელექტუალმაც შესანიშნავად იცის რომ აფხაზურ ენაზე წერა არც ერთი დამწერლობით არაა ისეთი ადვილი მოსახერხებელი და მოქნილი, როგორც ქართული ანბანით წერა. მით უმეტეს დათანხმდებიან ამას როდესაც ამ წინადადებას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე შევთავაზებთ, როგორც აპოლიტიკური ხალხი და არც ჩვენი ხელისუფლება იტყვის უარს ამ წინადადებას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე შეთავაზებაზე. ასევე უნდა მოხდეს ანალოგიური გზებით იგივეს შეთავაზება ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი და დაღისტნელი ინტელექტუალებისთვის, არც ერთი ერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი და დაღისტნელი ინტელექტუალი ამ შემოთავაზებაზე უარს არ იტყვის, რადგან ამ ერების განათლებულმა შვილებმა შესანიშნავად იციან რომ მათ მშობლიურ ენაზე წერა არც რუსულით, არც არაბულით და საერთოდ არც ერთი დამწერლობით არაა ისეთი ადვილი მოსახერხებელი და მოქნილი, როგორც ქართული დამწერლობით წერა. ქართულ დამწერლობას გააჩნია აბსოლიტურად ყველა ბგერა, რომელსაც ჩერქეზულ, ადიღეურ, აბაზურ, ყაბარდოულ, ინგუშურ, ჩეჩნურ, და დაღისტნელ ერთა ენაში გამოიყენება. ასევე უნდა ჩატარდეს და ხშირად უნდა ტარდებოდეს პოეზიის საღამოები, სადაც ქართველი, აფსარი ( აფსუა ), ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი, ქისტი და დაღისტნელი პოეტები ( ბაცბები, ავარიელნი, ლეკები, დარგუელნი, ხუნძები, დიდოელნი, არჩიბელნი, წახები, უდინები, ანდიელები, ახვახელნი, ლეზგიელნი და სხვანი ) წაიკითხავენ თავთავიანთ ენებზე საკუთარ ლექსებს, როგორც პაოლო იაშვილი კითხულობდა პარიზშიო საკუთარ ლექსებს ქართულად. შესაძლოა თავიდან ვერ გავიგოთ ბოლომდე აზრი, მაგრამ რაც მთავარია ჟღერადობას და რიტმს გავიგებთ და ჭეშმარიტი პოეზია ხომ სიტყვებში გადმოცემული მუსიკაა. ამგვარი ღონისძიებები გარდა იბერო კავკასიური მოდგმის ერთა დაახლოებისა და ერთმანეთის კულტურის გაცნობისა, გამოიწვევს თბილისის და საქართველოს, როგორც კავკასიის კულტურის ცენტრის მნიშვნელობის გაზრდას, თბილისი უნდა იქცეს ჩრდილოკავკასიელ ერთა ეროვნული იდენტობისა და ეროვნული კულტურის უპირველეს მცველად. ეს ყველაფერი იქნება უდიდესი ნაღმი რუსეთის იმპერიისთვის.
  14. სპარსეთს ვერ გადაუღუნავს ვერც საღორე და ვერც ამერიკა, მიუხედავად ამერიკული პოეზიის, ნირვანას და საერთოდ ამერიკის და ამერიკული კულტურისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა
  15. ყურადღებით წაიკითხე ეს სტატია : აშშ შესაძლო სამხედრო აგრესიით ირანის შანტაჟს ეწევა, ფიქრობს ექსპერტი 15:06 | 17/ 09/ 2007 თბილისი, 17 სექტემბერი /ახალი ამბები - საქართველო/. ამერიკელები შეგნებულად ახვედრებენ მასმედიაში ”გაჟონილ” ინფორმაციას ირანზე თავდასხმის გეგმების შესახებ, რათა თეირანი უფრო დამთმობი გახადონ, ფიქრობს რუსი ექსპერტი. ”პენტაგონიდან ინფორმაციის გახშირებული ”გაჟონვა” ირანზე ვითომდა სამხედრო თავდასხმის შესახებ - სხვა არაფერია, თუ არა დაგეგმილი PR-კამპანია, რომლის მიზანი თეირანის დაშინებაა”, - განაცხადა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანმა ”რია ნოვოსტისთან” საუბრისას. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ასეთი ინფორმაციული განცხადებების ე.წ. ”ავტორები” არიან აშშ-ის მთავრობის, თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლები. ბოლო დღეებში აშშ-ის საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ირანზე გამაფრთხილებელი სამხედრო შეტევის განხორციელებას, ხოლო გაზაფხულზე ან ზაფხულში ირანის ტერიტორიაზე განლაგებულ ობიექტებზე იერიშის მიტანას გეგმავს. სააგენტოს თანამოსაუბრის აზრით, ირანში აშშ-ის შეჭრა უკავშირდება დიდ რისკს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორისთვის, ისრაელისთვის. ”ბირთვული ტექნოლოგიების არსებობა ირანს ძალიან სახიფათო მოწინააღმდეგედ აქცევს. ამ პირობებში აშშ ვერ შეძლებს ისრაელისთვის უსაფრთხოების სრული გარანტიების მიცემას”, - ამბობს ექსპერტი. გარდა ამისა, მისი თქმით, კონფლიქტის შემთხვევაში ირანის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რომლითაც გადის მთელი ნავთობი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ”მოვლენების განვითარების ამგვარი სცენარი მთელს დასავლეთ ეკონომიკას უმწვავეს ნავთობდეფიციტს და გაუთვალისწინებელ ეკონომიკურ შედეგებს უქადის”, - ფიქრობს ექსპერტი. ამავდროულად, მისი აზრით, ასეთი სცენარი მნიშვნელოვნად გააძლიერებს რუსეთის პოზიციას მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც დასავლეთის ძლიერი სახელმწიფოების ხელისუფალთ ხელს არ აძლევს. სააგენტოს თანამოსაუბრის აზრით, ამერიკელი პოლიტიკოსები ალბათ გააგრძელებენ ირანის ხელისუფლების შანტაჟს. ”სინამდვილეში კი ყველაფერი შემოიფარგლება ახალი, კიდევ უფრო მკაცრი სანქციებით ირანის წინააღმდეგ, რომლებსაც დააწესებენ არა გაეროს ეგიდით, არამედ დასავლეთის ქვეყნების ჯგუფის ნებართვით, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და, შესაძლოა, იაპონია”, - ივარაუდა ექსპერტმა. საქმისადმი ასეთი მიდგომა ითვალისწინებს ირანის ბირთვული პრობლემის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს და რუსეთის გარეშე მოგვარებას, ფიქრობს იგი. დააკვირდით ჩემს პოსტებს როგორ საფეხურეობრივად იხვეწება ირანის შეიარაღება : ირანმა ორი რაკეტა გამოცადა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ დღეს გამოცადა ორსაფეხურიანი შორი მანძილის რაკეტა სახელწოდებით "სეჯილი". ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ იტყობინებიან ირანის საინფორმაციო სააგენტო ფარსი და ინგლისურენოვანი ტელეარხი. მაგრამ მათ ცნობაში არ არის ნათქვამი, რამდენად წარმატებული იყო გამოცდა. გვარდიამ გამოსცადა აგრეთვე "შაჰაბ-3" ტიპის შორი მანძილის რაკეტა, რომელსაც, როგორც ექსპერტები ამბობენ, 2000 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს. შაჰაბ-3 შაჰაბ-3-ის მაკეტი შაჰაბ-3 (ინგლ. Shahab-3) — ირანის საშუალო რადიუსის ქმედების ბალისტიკური რაკეტა. მისი ფრენის სიშორე განისაზღვრება 2100 კმ-ით. მუშავდება ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტა "ნოდონ"-ის ბაზაზე. ირანი შეიარაღების გამოცდას განაგრძობს ირანმა კვირას გამოსცადა რაკეტა, რომელსაც, სამხედრო ექსპერტების თქმით, უნარი შესწევს, მისწვდეს ისრაელს და სპარსეთის ყურის რეგიონში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს. რაკეტების გამოცდა ხდება იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც წარმოიშვა მას მერე, რაც თეირანმა გამოაცხადა, რომ ურანის გასამდიდრებელ ახალ ობიექტს აშენებს. ოთხ დღეში ირანი მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში ჟენევაში, სადაც ირანელ მაღალჩინოსნებთან ერთად ექვსი ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შატტების წარმომადგენლებთან დასხდებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ტელეკომპანია CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ირანისთვის გამოცდა იქნება და მისი ჩაშლის შემთხვევაში ირანს ახალი სანქიები დაეკისრება. ირანი ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან 10.09.09 | 21:04 “ Washington Post” შეერთებული შტატების მაღალჩინოსნის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმადაც ირანი ან ძალიან ახლოსაა, ან უკვე აქვს გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობა ერთი ბირთვული იარაღის შესაქმნელად. შეერთებული შტატების უმაღლესმა წარმომადგენელმა გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში გლინ დეივისმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ოფიციალური თეირანი ამავდროულად დასავლეთთან მოსალაპარაკებლადაც გამოთქვამს მზადყოფნას და თავის პირობებს აყენებს. ეს პირობები ჯერ-ჯერობით კონფიდენციალურია, თუმცა პირველადი რეაქციები უფრო იმედგაცრუებას მიუთითებს. აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ მზად არ არის, ამიტომ გამოცემითვის გაკეთებულ კომენტარში, ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. მისი განცხადებით, დასავლეთმა ირანს საკმაოდ საინტერესო შეთავაზებები გაუკეთა, თუმცა თეირანის მხრიდან პასუხი ადეკვატური არ ყოფილა. დევისმა გამოსვლაში აღნიშნა ისიც, რომ ირანი თავისი ბირთვული პროგრამის განსახორციელებლად მცდელობებს არ აკლებს, რითაც ის სულ უფრო უახლოვდება ძალიან სახიფათო ზონას. ამერიკელმა დიპლომატმა მიმართვაში კიდევ ერთხელ გაიმეორა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის სურვილი დიპლომატიურად გადაიჭრას აღნიშნული პრობლემა. ამისთვის შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა მუდმივ წევრებსა და Gგერმანიასთან ერთად ირანს ბირთვული შეიარაღების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს. თუმცა სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ 2006 წლიდან ამ ფორმატში ირანთან მოლაპარაკების ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამჯერად თეირანს მოლაპარაკებებში ჩასართავად ვადა სექტემბრის ბოლომდე აქვს, რის შემდეგაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გადაწყვეტილებით, მის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დაწესდება. ირანი : F-14 Tomcat მაქს. სიჩქარე : 2 504 კმ/სთ საბრძოლო რადიუსი: 3220 კმ (PPC) ცარიელი წონა: 18 191 კგ მაქს. წონა : 33 724 კგ საბრძოლო დანიშნულება: ჰაერი-ხმელეთი; საბრძოლო შესაძლებლობა: შორ მანძილზე საბრძოლო ხომალდი. მაქს. სიმაღლე : 22.5 კმ (PPC რა ) აღსანიშნავია : ეს თვითმფრინავი, არის ა.შ.შ-ს შეიარაღებულ ძალებში შემავალ ერთ დროს, თუმცა რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ეს თვითმფრინავები მიყიდა ამერიკამ ირანს და დღეს დღეობით არავის არ ყავს მსოფლიოში გარდა ირანის ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კვლავ 18.04.2006 ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოიგერიოს ნებისმიერი აგრესორი. თეირანში სამხედრო აღლუმზე გამოსვლისას აჰმადინეჟადმა თქვა, რომ ირანის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ქვეყნის სანდო თავდაცვის უზრუნველყოფა.
  16. თქვენთვის რომელი მოთხოვნაა მიუღებელი ამ მოთხოვნებიდან ?
  17. ეხლა მართლა გჯერა რომ ისრაელი ბირთვული იარაღის გამოყენებას გაბედავს ? პალესტინაში ჩვეულებრივი ბომბები ჩამოყარა და გაიგიჟა თავი მთელმა ევროპამ და როგორ გგონია ბირთვული იარარის გამოყენებას შეარჩენენ ? მეორეც კიდევ სპარსეთს შეუძლია საკუთარი ბალისტიკური რაკეტებით საერთოდ დაასრულოს ისრაელის დღევანდელ სახელმწიფოებრიობის ადგილზე სიცოცხლე. გაიკითხეთ ჯერ ახალი შაჰაბის ( შაჰაბ მერამდენეა აღარ მახსოვს )ტიპის რაკეტის დამანგრეველი ძალა და დაზიანების რადიუსი. მართლა ჯერა ვინმეს რომ ისრაელი ერთი ერთზე დღევანდელ სპარსეთს ომს მოუგებს ? ან იორდანია და იგივე ეგვიპტე თუ ჩაერევიან ბირთვული იარაღის გამოყენებას გაბედავს ? და ვინმეს წარმოუდგენია როგორი იქნება ჩინეთის ან ინდოეთის რეაქცია მათ სიახლოვეს ბირთვული იარარის გამოყენებაზე ? ან მართლა გგონიათ რომ სპარსეთს თავად არ აქვს უკვე შექმნილი ბირთვული იარაღი ?
  18. გამაგებინეთ არ გაგიხარდებათ სააკაშვილი გაეროს გენერალური მდივანი რომ გახდეს ?????????
  19. მე რუსეთუმეებთან პოლიტიკაში არასდროს არაფერში არ ვთანხმდები
  20. Siknadmo სიტყვებს დაუფიქრდი, უფროსი ხარ და ნუ მაიძულებ შეურაცხყოფა მოგაყენო. შაქროII ჩვენ ვთხოვოთ და სტიმული მიეცემა გადადგომის და გამოვა არ გამოვა სხვა საქმეა, მე გულით გამიხარდება თუ გამოვა. დანარჩენი პუნქტები უცვლელი უნდა დარჩეს : 1. აქციები უნდა იყოს ცალსახად მშვიდობიანი ხასიათის. 2. აქციებზე არ უნდა გაჭაჭანდეს არც ერთი რუსეთზე ორიენტირებული და საქართველოს სრული, აბსოლიტური დეოკუპაციის გარეშე რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრე ძალა. 3. რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნასთან ერთად უნდა დაისვას რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი როგორც საქართველოსთან მიმართებაში აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკური და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე დაისვას საქართველოს უპირობო, სრული დეოკუპაციის მოთხოვნა მსოფლიოს ყველა დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოს და ყველა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციის წინაშე.
  21. დაარტყავს და სპარსეთის მფლობელობასი მყოფ შაჰაბის ტიპის ბალისტიკური რაკეტების ახალ გაუმჯობესებულ მოდელზე თუ გსმენიათ რომელიმეს ? მე ქრისტეს საფლავი და წმინდა ადგილები მენანება, თორემ ... თუმცა რა აზრი აქვს რისი თქმაც მინდოდა იმას, ბავშვმაც იცის რომ ისრაელს ებრაელთა ათ წუთში მასობრივი განადგურება და ისრაელის მიწის პირისაგან აღგვა თუ უნდა სპარსეთს უნდა დაარტყას ( ნუ სცადოს მაინც ) ისე ჯერ პალესტინას მოუყომაროს ისრაელმა და სპარსეთთან ომის გაწევაზე მერე იოცნებოს
  22. თუ დაიწყება აქციები სააკაშვილის გადადგომს მოთხოვნით, უნდა იყოს სამი გარემოება გამოკვეთილი : 1. აქციები უნდა იყოს ცალსახად მშვიდობიანი მასშტაბის. 2. აქციებზე არ უნდა გაჭაჭანდეს არც ერთი რუსეთზე ორიენტირებული და საქართველოს სრული, აბსოლიტური დეოკუპაციის გარეშე რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრე ძალა. 3. რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნასთან ერთად უნდა დაისვას რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი როგორც საქართველოსთან მიმართებაში ქვეყნის აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკური და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე დაისვას საქართველოს უპირობო, სრული დეოკუპაციის მოთხოვნა მსოფლიოს ყველა დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოს და ყველა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციის წინაშე. 4. ( მთავარი ) მოხდეს ერის სახელით სააკაშვილის მიმართ მოწოდება და თხოვნა რომ მან გააგრძელოს კარიერა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობამდე ( ამ სამეში მას აღმოუჩნდება ძლიერი მხარდამჭერები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტების სახით ).
  23. ძალიან კარგი. სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ მაჰმუდ ახმადი ნეჯადს ეროვნული ძლევამოსილებისთვის წმინდათაწმინდა ბრძოლაში. იმედია მალე სპარსეთისა და რუსეთის ინტერესები კავკასიაში სასიცოცხლოდ გადაიკვეთება და ამას მოყვება საქართველო სპარსეთის ალიანსსა და რუსეთს შორის საომარი რკინებკვეთება, თუმცა ეს მოხდება თუ არა მაინც სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ მაჰმუდ ახმადი ნეჯადს ეროვნული ძლევამოსილებისთვის წმინდათაწმინდა ბრძოლაში.
  24. დამოუკიდებელ სახელმწიფოში საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას ეროვნული დაუმორჩილებლობა არ ეწოდება, ეგ არის სახალხო დაუმორჩილებლობა. ეროვნული დაუმორჩილებლობა ეწოდება როდესაც დაპყრობილი ქვეყნის შვილები უცხადებენ დამპყრობელი ქვეყნის მიერ დასმულ მარიონეტს დაუმორჩილებლობას და ეგ უნდა იცოდეს სანიკიძემ. თუმცა ფორუმს არც ერთის თავი არ აქვს და არც მეორესი. ალბათ მიშასგან და ვანოსგან მიიღეს ხელსეუხებლობის გარანტია, ისე ვერ გაბედავდნენ აქციების წამოწყებას.
  25. ეს სტატია წაიკითხეთ და მერე გაიხსენეთ ჩემს მიერ ორი დღის წინ გახსნილ თემა აზიის უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო საქართველოს ხელს უწვდის რამ გამოიწვია ირანის კავკასიურ ფრონტზე გააქტიურება? ფაქტია, რომ საქართველოს სხვა გზა აღარ აქვს, ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული და სურს ახალი პარტნიორები და მეგობრები ეძებოს. ირანის კავკასიის ფრონტზე გააქტიურებაც სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თავად ირანი ბოლო დროს აშშ-სთან ლოიალური პოლიტიკის გზას დაადგა. ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბოლო წლებში წარმოებული ხისტი პოლიტიკა უფრო რბილი და მოქნილი ურთიერთობებით შეცვალოს, თუ აშშ-საც ექნება საამისო სურვილი". ირანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. ახლო მომავალში ამ ორ სახელმწიფოს შორის სავიზო რეჟიმის ორმხრივი გაუქმება რომ იგეგმება, ეს ინფორმაცია ,,ჯორჯიან თაიმსს” პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმაც დაუდასტურა. როგორც ირკვევა, ამ თემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და გადაწყვეტილება დაახლოებით სამ თვეში იქნება სისრულეში მოყვანილი. არადა, მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს ხელისუფლება სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანზე დარტყმების განსახორციელებლად მარნეულის აეროპორტსაც კი სთავაზობდა. რა მოხდა მას შემდეგ, ძნელი სათქმელია. მითუმეტეს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანი მტრების სიიდან არ მოუღია. საქართველოს ხელისუფლებას კი, როგორც ცნობილია, ვაშინგტონის ნებისმიერ თითის დაქნევაზეც კი ხეირი წინასწარ აქვს გამზადებული. სანამ ყველაფერს ნათელი მოეფინება და გაირკვეოდეს, სად მარხია ძაღლის თავი, მანამდე ბათუმში ირანის საკონსულოს გახსნა და ირან-საქართველოს შორის საჰაერო რეისების გახსნა იგეგმება. ასევე, ირანული ინვესტიციით ჰიდროელექტროსადგურის მშნებლობაცაა დაგეგმილი. ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ირან-საქართველოს შორის ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორ – აშშ-სთან ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუცივდა და ბევრი საკითხი ამ მიმართულებით გაურკვეველია. საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში წარუმატებელი ვიზიტისა და მანამდე განვითარებული საერთაშორისო რეალიების ფონზე, ამ მოვლენამ გარკვეული ეჭვების და ვერსიების საფუძველი გააჩინა. საინტერესო იყო თბილისში ჩამოსული ირანული დელეგაციის განცხადება, როდესაც მათ აღნიშნეს, რომ აშშ-მა საქართველო ორი წლის წინ, რუსეთის აგრესიის დროს გაწირა და არაფრით დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე განცხადება ირანის პრეზიდენტმაც გააკეთა საერთაშორისო ტრიბუნაზე, როდესაც აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი აშშ-ს მიერ იყო პროვოცირებული და ეს უკანასკნელი ამიტომაც არ დაეხმარა თავის კავკასიელ სტრატეგიულ პარტნიორს. ირანელი დიპლომატების ამ განცხადებას, ძველი მეგობრის მისამართით, თბილისმა სრული დუმილით უპასუხა. დღეს მსოფლიოს ახალი გადანაწილების მორიგი ეტაპი დაიწყო და როგორც ჩანს, ირანმა გადაწყვიტა კავკასიის მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურება და დღის სინათლეზე გამოსვლა. მით უმეტეს, როცა ფაქტია, რომ საქართველოს სხვა გზა აღარ აქვს, ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული და სურს ახალი პარტნიორები და მეგობრები ეძებოს. ირანის კავკასიის ფრონტზე გააქტიურებაც სწორედ ამ მიზეზით არის გამოწვეული. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თავად ირანი ბოლო დროს აშშ-სთან ლოიალური პოლიტიკის გზას დაადგა. ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბოლო წლებში წარმოებული ხისტი პოლიტიკა უფრო რბილი და მოქნილი ურთიერთობებით შეცვალოს, თუ აშშ-საც ექნება საამისო სურვილი. ირანი საკუთარი პოლიტიკის ლოიალურობის პარალელურად, საკუთარ სურვილებს და მოთხოვნებსაც უყენებს აშშ-ს და დიპლომატიური არხების და გამოსვლების საშუალებით აცხადებს, რომ ამერიკის პოლიტიკა დღევანდელ ავღანეთში მისთვის მიუღებელია და დროა ეს პოლიტიკა შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ეს ყველაფერი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის გადახრას არ გულისხმობს და არ მოდის წინააღმდეგობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთანო, ფაქტია, რომ ვითარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის ვიზიტიც დაიგეგმოს საქართველოში, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ამაზე საუბარი ჯერ მაინც ნაადრევია. ექსპერტ სოსო ცინცაძის თქმით ,,სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ ორ ქვეყანას შორის ცალსახად დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს: უფრო მაღალ საფეხურზე ავა ირანთან ურთიერთობა, მეტი ხალხი ჩავა-ჩამოვა, რაც განატკიცებს ორ ქვეყანას შორის კავშირებს. ჩვენ, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებისას, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, აშშ, ევროპა ან ვინმე განაწყენდება თუ არა. თავად აშშ არასოდეს ფიქრობს იმას, უკმაყოფილი დარჩება თუ არა რომელიმე ქვეყანა, როცა ის რაღაცის გაკეთებას საჭიროდ თვლის თავისი ეროვნული ინტერესებისთვის. ამიტომ საქართველომაც უნდა, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე იზრუნოს და არა იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას მოჰყვება თუ არა მესამე სახელმწიფოდან პრეტენზიები. ჩვენ ეროვნულ ინტერესებს პასუხობს ის, რომ ყველა ახლომდებარე ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მით უმეტეს ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორიც ირანია. თავად ევროპას დალაგებული და ჩამოყალიბებული ურთიერთობა აქვს ირანთან. ამ უკანასკნელთან დიალოგს, სხვადასხვა არხის მეშვეობით არ ერიდება თვითონ ვაშინგტონიც. ამერიკული პრესაც წერს იმაზე, რომ ობამას ადმისტრაცია სულ უფრო და უფრო მიდის დასკვნამდე - ირანთან კონფრონტაცია დამღუპველია. მით უმეტეს, რომ საქართველოს სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ ქვეყანასთან ურთიერთობისას პრობლემა არასდროს ჰქონია. ირანი, მოგეხსენებათ, ძალიან მდიდარია ენერგომატარებლებით და ეს ჩვენთვის პოტენციურად კარგი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს. საქართველოს სიკეთის გარდა არაფერს მოუტანს ვიზების გაუქმება და სხვა სახის კავშირებიც ამ მეზობელ სახელმწიფოსთან", _ აცხადებს სოსო ცინცაძე. ლელა კერელაშვილი 2010.06.01 16:53 http://geotimes.ge/index.php?m=home&newsid=27302
×
×
  • შექმენი...