Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. Siknadmo თემა სხვა მხრივ იყო გახსნილი. ქურდებთან და კაგებესთან დატაკებულ "ბეზპრედელებზე" ანუ ყაჩაღებზე რას იტყვი. მე მათ ვცემ პატივს. რა თქმა უნდა კეთილშობილ ყაჩაღებს. ყაჩაღური ანუ "ბეზპრედელური" მენტალიტეტი სუფთა ქართული მენტალიტეტია ქურდულისგან განსხვავებით.
  2. საქართველო კეთილშობილ ყაჩაღთა ქვეყანაა და არა კაგებეშნიკი ქურდების ! საქართველოსთვის უცხო და მიუღებელია ჯერ მეფის რუსეთის ოხრანკასა და შემდგომ კაგებეში დამუშავებული უთავმოყვარეო ქურდული მენტალიტეტი. ქართველისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია ქურდის სტატუსის წინაშე თავმოხრილი, ქურდის ტიტულის მაძიებელი უთავმოყვარეო არსებები. ქართველისთვის მიუღებელია უთავმოყვარეო გამოთქმები "ქურდთან ყველა არიფია", "ქურდისგან ხელისმოხვედრა არ ტეხავს" და ასე შემდეგ. ქურდული მენტალიტეტი გარდა იმისა რომ არის არის ჯერ მეფის რუსეთის ოხრანკასა და შემდგომ კაგებეში დამუშავებული მენტალიტეტი, ასევე არის უთავმოყვარეო მენტალიტეტი. ქურდული მენტალიტეტი მიუღებელია ქართული ცნობიერებისთვის, ქართული ინდივიდუალიზმისა და თავმოყვარეობისთვის. ქართულ მენტალიტეტში აბსოლიტურად ჯდება ყაჩაღური მენტალიტეტი, ანუ კეთილშობილ ყაჩაღთა მენტალიტეტი, ეგრეთწოდებულ "ბეზპრედელთა" მენტალიტეტი. ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის და ტყვიის იმედზე და არავითარი სტატუსების გათვალისწინება. ( არსენა ოძელაშვილი, დათა თუთაშხია, მიხა ხელაშვილი, გოგია ჭიჭოშვილი და სხვები ) ნამდვილი ყაჩაღების ქურდებს ყოველთვის ეშინოდათ, რადგან ყაჩაღი არასდროს ითვალისწინებდა მათ სტატუსს და ყაჩაღების და ქურდების დაპირისპირება უმეტეს შემთხვევაში ქურდების ფიზიკური ლიკვიდაციით მთავრდებოდა, ამიტომ ქურდები ყოველთვის მიეტოდნენ კაგებესთან ერთად სერიოზული და მოუხელთებელი ყაჩაღების ლიკვიდაციას ( ქურდები როგორც რუსულ მეშჩანთა კლასში ჩანერგილი მეფის რუსეთის ოხრანკის ნასეტკურა ყოველთვის ჯერ მეფის ოხრანკის ხოლო შემდგომ სტალინის მიერ ქურდების ნასეტკურის საბჭოთა სინამდვილეში გადმოტანის შემდგომ კაგებესთან ერთად მოქმედებდნენ, დღეს რუსეთის ფეესბესთან ერთად მოქმედებენ ). ალბათ ბევრს გაუგია ასლანა ბარამიძე, გამოჩენილი გურული ფირალი რომელიც ტყეში გავარდნილი იარაღით ხელში ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას, საბჭოთა ხელისუფლების მომხრეებს და კომუნისტებს სახლ კარს უწვავდა და აწიოკებდა და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. მის მოსაკლავად სტალინმა და ბერიამ მთელი საქართველოს ქურდების შეკრება მოაწყეს და ქურდებს მისი მოკვლა დაავალეს, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს, მოუხელთებელი და უძლეველი იყო ასლანა ბარამიძე ). უამრავია ასეთი მაგალითი. მე იმის თქმა მინდა რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსამართლობასთან იარაღით მებრძოლი ცალკეული ყაჩაღების ქვეყანა და ქართულ კაი ყმის კულტს, კეთილშობილი ყაჩაღის კულტს, მეფის ოხრანკის მიერ შექმნილი და კაგებეს მიერ დახვეწილი ქურდული მენტალიტეტი ვერასდროს ჩაანაცვლებს.
  3. ილია იყო უდიდესი პატრიოტი, ლიბერალი, ადამიანის უფლებათა დამცველი ქართველი ერის გადაგვარების უდიდესი ჭირისუფალი. ეხლა თქვენ გინდათ ნაციონალისტი ეძახეთ, გინდათ ფაშისტი და სოციალისტი ( სოციალისტი სილიასთვის წოდება განსაკუთრებით სისულელეა ). სხვათა შორის უდიდესი ადამიანები იყვნენ ჯუზეპე გარიბალდი და ჯუზეპე მაძინი, ეს ისე ვინც არ იცის მათ შესახებ, ასე რომ ასე იოლად ნუ წამოკრავთ მათ ხელს და არ გირჩევთ იტალიელებთან მათზე გადაბრუნებული სიტყვის თქმას ეს რაც შეეხება ილიას როგორც პიროვნებას, მაგრამ მე მეცინება როცა ქართველები ილიას როგორც მწერალს, როგორც პოეტს და როგორც შემოქმედს უდიდეს შემოქმედს უწოდებენ.
  4. ილია იყო უდიდესი პატრიოტი, ლიბერალი, ადამიანის უფლებათა დამცველი ქართველი ერის გადაგვარების უდიდესი ჭირისუფალი. ეხლა თქვენ გნებავთ ნაციონალისტი უწოდეთ, გნებავთ სოციალისტი ( სოციალისტის ილიასთვის წოდება განსაკუთრებით სისულელეა ) და გნებავთ ფაშისტი. სხვათა შორის უდიდესი ადამიანები იყვნენ ჯუზეპე გარიბალდი და ჯუზეპე მაძინი, ეს ისე ვინც არ იცის მათ შესახებ, ასე რომ ასე იოლად ნუ წამოკრავთ მათ ხელს და არ გირჩევთ იტალიელებთან მათზე გადაბრუნებული სიტყვის თქმას
  5. ყოველ შემთხვევაში მოსკოვში არ დარბის ამ ბოზბანდასავით
  6. გაჩეჩილაძემ იმდენი იჩალიჩა რომ ოფიციალური ბოზის იარლიყი აირტყა.
  7. როგორ არ ჯობია. ცხონებული ლეხ კაჩინსკი მთელ ცოცხალ ოპოზიციას მირჩვენია, მაგრამ მე სხვა რაღაცას ვგულისხმობ. საქართველოს მოქალაქე სხვა მცნებაა და ქართველი ერი სხვა
  8. მე არცერთი არაქართველი ერის გაყრას არ მოვითხოვ და არ ვეთანხმები საქართველოდან ( მშვიდობიანი მოსახლეობის ), მე ერთადერთ რაღაცას ვამბობ, იცხოვრონ ბატონო საქართველოში, ოღონდ ქართველ ერს ნუ ვუწოდებთ მათ. ერი ერია და ნუ ავურევთ რა ერის სისხლში ათასი რჯულის სისხლს. თორემ იცხოვრონ საქართველოში და გაჩერდნენ სადამდეც სურვილი ექნებათ სტუმრად და იქნებიან საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და არავითარ შემთხვევაში ქართველი ერის ნაწილი. წეღანაც დავწერე რა, ქართველს სტუმარ მასპინძლობა არასდროს ეშლებოდა და არც მე მეშლება, მაგრამ რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე სტმარს მას ჩემს გვარზე არ დავწერ, იმიტომ რომ არ არ მსურს ჩემს ერს სხვა სისხლი შეერიოს. ნატოში მიღებას რაც შეეხება წეღანაც დავწერე რომ ფეისბუქზე ნატოს ლიდერი ქვეყნის დიდი ბრიტანეთის ერთ ერთი პარტიის ბრიტანეთის ნაციონალური პარტიის ოფიციალურ გვერდზე, ერთ ერთ თემად მოყვანილია ლოზუნგი " England for the english whats wrong in that i will never give up the fight".
  9. მაგის პასუხი პირველ პოსტში მიწერია : ქართველს სტუმარ მასპინძლობა არასდროს ეშლებოდა და საქართველოში შემოხიზნული სომეხი, თათარი, ოვსი, რუსი თუ ქურთი არის ამ ქვეყნის სტუმარი და როგორც ქართველი არ აგრძნობინებს არასდროს სტუმარს რომ მისი მასპინძლობით დაიღალა და სადამდეც სურვილი ექნება ამ სტუმარს იქამდე იქნება მასთან სტუმრად, ასევე საქართველოში სტუმრად მყოფი სომეხს, თათარს, ოვსს, რუსს თუ ქურთს არავინ აიძულებს საქართველოდან წასვლას და ისინი სუმრად დარჩებიან სადამდეც სურვილი ექნებათ, ისინი იქნებიან ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქენი, მაგრამ ნუ ექნებათ ქართველობის პრეტენზია. იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე სტუმარს, მას ჩემს გვარზე არ დავწერ. იმიტომ რომ არ მსურს ჩემს გვარს სხვა სისხლი შეერიოს. ასევეა ერზეც, არ მსურს ჩემს ერს სხვა სისხლი შეერიოს. იქნებ ამიხსნათ რა არის ამაში ნაცისტური ?
  10. ვაა თუთბერიძე პლანეტელია ? რა ნიკით არის დარეგისტრირებული ?
  11. მოკლედ თემას დავუბრუნდეთ. ვიმეორებ ჩვენ თუ უარვყოფთ სოციალიზმს და კომუნიზმს ( იმედია ამ ფორუმზე ყველა უარყოფს ) და ვცნობთ კერძო საკუთრებას, მაშინ რა არის ნაცისტური იმაში რომ ვთქვათ საქართველო მისი მეპატრონეებისთვის, ანუ ქართველი ერისთვის.
  12. კიდევ ერთი ოფიციალური ბოზი შეემატა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს
  13. მავანნი ცდილობენ ლოზუნგი "საქართველო ქართველებისთვის" ნაცისტურ ლოზუნგად წარმოაჩინონ. ამ დროს არავითარი ნაცისტური ამ ლოზუნგში არ არის. ჩვენ თუ უარვყოფთ სოციალიზმს და კომუნიზმს ( იმედია ამ ფორუმზე ყველა უარყოფს ) და ვცნობთ კერძო საკუთრებას, მაშინ რა არის ნაცისტური იმაში რომ ვთქვათ საქართველო მისი მეპატრონეებისთვის, ანუ ქართველი ერისთვის. ქართველს სტუმარ მასპინძლობა არასდროს ეშლებოდა და საქართველოში შემოხიზნული სომეხი, თათარი, ოვსი, რუსი თუ ქურთი არის ამ ქვეყნის სტუმარი და როგორც ქართველი არ აგრძნობინებს არასდროს სტუმარს რომ მისი მასპინძლობით დაიღალა და სადამდეც სურვილი ექნება ამ სტუმარს იქამდე იქნება მასთან სტუმრად, ასევე საქართველოში სტუმრად მყოფი სომეხს, თათარს, ოვსს, რუსს თუ ქურთს არავინ აიძულებს საქართველოდან წასვლას და ისინი სუმრად დარჩებიან სადამდეც სურვილი ექნებათ, ისინი იქნებიან ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქენი, მაგრამ ნუ ექნებათ ქართველობის პრეტენზია. იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდ პატივს ვცემდე სტუმარს, მას ჩემს გვარზე არ დავწერ. იმიტომ რომ არ მსურს ჩემს გვარს სხვა სისხლი შეერიოს. ასევეა ერზეც, არ მსურს ჩემს ერს სხვა სისხლი შეერიოს. იქნებ ამიხსნათ რა არის ამაში ნაცისტური ? ბოლოს იხილეთ ფეისბუქზე ბრიტანეთის ნაციონალური პარტიის ოფიციალური გვერდი, სადაც ერთ ერთ თემად მოყვანილია ლოზუნგი " England for the english whats wrong in that i will never give up the fight". ფეისბუქზე გავწევრიანდი ბრიტანეთის ნაციონალური პარტიის გვერდზე და ინგლისის და ბრიტანეთის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა გამოვუცხადე. მადლობები მიხადეს. საკმაოდ ნორმალური, საღად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხია, ზოგს კიდევ სურს ფაშისტებად მონათლოს. არაა ეგრე. საკმაოდ ნორმალური, საღად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხია. ბრიტანეთის ნაციონალური პარტიის გვერდი ფეისბუქზე : http://www.facebook.com/pages/British-Nati...rty/71523830069
  14. აფხაზეთს მე პირადად რომ პრეზიდენტი რუსის ჯარის გასვლის შემთხვევაშიც კი მივანიჭებდი ავტონომიური მხარის სტატუსს, რადგან აფსარები ( იგივე აფსუები ) არიან პროტოკოლხური ტომი ( მათი სახელი აფსარი დომინირებს უფლისწულ აფსირტეს, გონიოსთან ნაქალაქარ აფსარუნტ და ლაზეთში ნაქალაქარ აფსარას, და აფხაზეთში უძველეს ციხე ფსირცხას ( აფსართა ციხე ) სახელწოდებებში ) და აფხაზეთის ისეთივე მკვიდრნი როგორც აფხაზები და საერთოდ აფხაზებად და აფსარებად მოგვიანებით გაიყო პროტოკოლხური ტომი, ეს საკითხი კარგად ვიცი და ნურავინ შემედავება. როგორც ზოგს გონია ჩრდილოკავკასიიდან კი არ გადმოვიდნენ აფსარები ( იგივე აფსუები ) აფხაზეთში, არამედ პირიქით აფხაზეთიდან გადავიდნენ და დააარსეს დაბა აფსუა ადიღეში. აფხაზეთისთვის ავტონიმიური მხარის სტატუსის მინიჭება საწიროა აფსართა იდენტობის, ენის და კულტურის შენარჩუნებისთვის. ავტონომიური მხარის სტატუსი და არა ავტონომიურ რესპუბლიკის სტატუსი. ფედერალურ ან კონფედერაციულ მოწყობაზე ხომ საუბარი ზედმეტია. აბსოლიტურად განსხვავებული სიტუაციაა სამაჩაბლოში. არავითარი ავტონომია. აქვთ ოვსებს ისტორიული სამშობლო დონის ჭაობების დასაწყისსა და ჩრდილო ოვსეთს შორის ( "ვლადიკავკაზი" ( ინგუშურად ბურო ) და ბესლანი არაა ოვსების, ეგ ინგუშების ისტორიული ტერიტორიაა და აუცილებლად დავუბრუნებთ რუსის ჯარი რომ გავა კავკასიიდან ) და მისცენ ავტონომია რუსებმა თუ ძალიან უნდათ დონის ჭაობების დასაწყისსა და ჩრდილო ოვსეთს შორის. არანაირი ავტონომიები სამაჩაბლოში !
  15. შენ ეხლა ვიღაცა ხარ აზრზე ხარ რა თქვი ?
  16. ხაზგასმულ ადგილებს დაუკვირდით, ეს არ არის წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყება. ნოღაიდელი, ბურჯანაძე, კუკავა და დავითაშვილი სიტყვა დეოკუპაციის ხსენებას თბილისშიც ვერ ბედავენ თამამად, არათუ კრემლში. ეს სამართლიანობისთვის ავღნიშნე, თორემ ისე რა თავს ვიდებ და ვამართლებ სააკაშვილს, მაგან თუ სრულ უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყვიტა, თუნდაც დეოკუპაციის შესახებ დიალოგის ფორმატში კატეგორიულად მიუღებელი ხდება საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის ( ისეთივე მიუღებელი როგორიც ნოღაიდელი, ბურჯანაძე, კუკავა, დავითაშვილი და სხვა რუსეთუმეები ). ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ირაკლი წერეთლის ინტერვიუ სადაც ის ამბობს რომ სააკაშვილი რუსულ ოკუპაციასთან მიმართებაში უფრო უკომპრომისოა ვიდრე ეს ოპოზიცია ჩაწერილია სააკაშილის ამ ინტერვიუმდე. მე შევეხმიანები წერეთელს, და ალბათ გააკეთებს საგანგებო განცხადებას სააკაშვილის ამ ინტერვიუს შესახებ, რომელსაც აუცილებლად დავდებ ფორუმზე. თუმცა მიუხედავად იმისა რომ ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობისთვის ( და პირადად ჩემთვის )სრულ უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თუნდაც დეოკუპაციის შესახებ დიალოგის ფორმატში კატეგორიულად მიუღებელი და უპრინციპო, ანტიეროვნული ნაბიჯია, მაინც უნდა ავღნიშნო რომ დიდი განსხვავებაა კრემლში საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების ვიზიტებსა ( რაც ვიმეორებ კატეგორიულად მიუღებელი და ანტიეროვნული ნაბიჯია ჩვენთვის ) და ოპოზიციის მოღალატეობრივ ვიზიტებს შორის. ირაკლი წერეთლის ინტერვიუ სადაც ის ამბობს რომ სააკაშვილი რუსულ ოკუპაციასთან მიმართებაში უფრო უკომპრომისოა ვიდრე ეს ოპოზიცია ჩაწერილია სააკაშილის ამ ინტერვიუმდე. მე შევეხმიანები წერეთელს, და ალბათ გააკეთებს საგანგებო განცხადებას სააკაშვილის ამ ინტერვიუს შესახებ, რომელსაც აუცილებლად დავდებ ფორუმზე.
  17. პუტინი და მედვედევი ორ ადამიანს ვერ იტანენ განსაკუთრებით. სააკაშვილს და ლუკაშენკოს. როგორც პაველ ფელგენგაუერი ირწმუნება და მისივე თქმით როგორც ამას კრემლის კულუარებში ჩურჩელებენ ამ სიძულვილის საიდუმლო გარდა პოლიტიკური დაპირისპირებისა ამ ორი პრეზიდენტის ( სააკასვილი და ლუკაშენკო ) სიმაღლესა და ახოვან გარეგნობაში უნდა იმალებოდეს
  18. ეს დღეები მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ გადართული, თან ქალაქშიც არ ვარ და არ ვიცი რა განცხადება გააკეთა. იქნებ დაწეროთ ან თემა გახსნათ ?
  19. ლუკაშენკო თავის ქვეყანაში დიქტატორია თუ არა, ეგ ჩვენი საქმე და ჩვენი გასარჩევი არაა. მთავარია რომ არ შეასრულა კრემლის სურვილი და არ აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა და ეს არაა იმისთვის საკმარისი რომ ჩვენი პატივისცემა და სოლიდარობა დაიმსახუროს ? კომუნისტური პარტიის წევრობა რა თქმა უნდა რბილად რომ ვთქვათ არასაამაყო ნიუანსია ნებისმიერი ადამიანის ბიოგრაფიიდან, მაგრამ ეგრე კომუნისტური პარტიის წევრი მურმან ლებანიძეც იყო და არ იყო უდიდესი პატრიოტი ? თავისუფლებისმოყვარეობა როგორ მესმის და ისე მესმის რომ კრემლის დაკრულზე არ ცეკვავს და ეროვნულ პოლიტიკას ატარებს. რატომღაც სარკოზიზე არ მინახავს აქ აგრესიული პოსტები რუსეთს რომ არ აწვება ვალდებულების შესრულებაზე და მისტრალი რომ მიჰყიდა რუსეთს. სხვათა შორის ორადორი პოლიტიკური ორგანიზაცია რომელთაც საფრანგეთის მხრიდან რუსეთისთვის მისტრალის მიყიდვის გამო საფრანგეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს იყვნენ მერაბ კოსტავას საზოგადოება და ირაკლი წერეთელის ანტისაოკუპაციო მოძრაობა ( იმ პერიოდში ოპოზიცია საარჩევნო სიებში მკვდარი სულების არსებობით და საარჩევნო კანონის გაპროტესტებით იყო დაკავებული ).
  20. ალექსანდრ ლუკაშენკო აღმოჩნდა თავისუფლებისმოყვარე, ღირსეული ვაჟკაცი და საკუთარი ერის და სამშობლოს დიდი პატრიოტი, რომელიც ქედს არ იხრის რუსული იმპერიალიზმის წინაშე. ვინც ხართ ფეისბუქში გაწევრიანებული შევქმნათ ჯგუფი ან გვერდი "მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ერთა სოლიდარობა ალექსანდრ ლუკაშენკოს კრემლის სატანურ იმპერიალიზმთან ბრძოლაში" ან რაიმე სხვა სათაურის და ამ შინაარსის ჯგუფი ან გვერდი, მოვიწვიოთ ამ ჯგუფში ფეისბუქში გაწევრიანებული სხვადასხვა ეროვნების მომხმარებლები. ლუკაშენკოს შეეძლო კრემლის კეთილგანწყობა მოეპოვებინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებით, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და თუნდაც მხოლოდ ამის გამო იმსახურებს ქართველი ერის პატივისცემას, თუმცა ამას გარდა ლუკაშენკო აღმოჩნდა თავისუფლებისმოყვარე, ღირსეული სლავი ვაჟკაცი და საკუთარი ერის და სამშობლოს დიდი პატრიოტი, რომელიც ქედს არ იხრის რუსული სატანური იმპერიალიზმის წინაშე და შეუპოვრად იბრძვის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის. სოლიდარობას ვუცხადებ თავისუფლებისმოყვარე პრეზიდენტ ლუკაშენკოს და ბელორუს ერს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის წმინდათაწმინდა ბრძოლაში.
  21. ეგ ძეგლი დიდი ხნის წინ უნდა აეღოთ. ერის სირცხვილი და უთავმოყვარეობა იყო დამპყრობლის ძეგლის არსებობა დამოუკიდებელ საქართველოში.
  22. მე მაქვს ასეთი იდეა, მოვახერხოთ როგორმე და სადმე შევხვდეთ ახალგაზრდა აფხაზ პოეტებსა და მწერლებს, მათ შორის იქნებიან ისეთებიც რომლებმაც იციან ქართული ენა, აქედანაც წავიდეთ პოეტები და მწერლები ( მე თავად ვწერ ლექსებს, თუმცა აფხაზური არ ვიცი სამწუხაროდ ), სასურველია თუ იქნება ისეთი ადამიანიც, რომელმაც იცის აფხაზური ენა. დაველაპარაკოთ ამ აფხაზ ახალგაზრდა პოეტებსა და მწერლებს და უბრალოდ ყოველგვარი პოლიტიკაზე საუბრისა და გაპოლიტიზირების გარეშე ავუხსნათ რომ აფხაზური ენისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება ქართული ანბანით წერა და შევტავაზოთ რომ აფხაზეთში დაიწყონ პროპაგანდა ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე რომ აფხაზეთის ოფიციალური დამწერლობა იყოს ქართული დამწერლობა,ანუ ქართული გრაფიკა. ამას ნებისმიერი აფხაზი ინტელექტუალი დათანხმდება, რადგან ყველაზე მეტად ანტიქართულად განწყობილმა აფხაზმა ინტელექტუალმაც შესანიშნავად იცის რომ აფხაზურ ენაზე წერა არც ერთი დამწერლობით არაა ისეთი ადვილი მოსახერხებელი და მოქნილი, როგორც ქართული ანბანით წერა. მით უმეტეს დათანხმდებიან ამას როდესაც ამ წინადადებას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე შევთავაზებთ, როგორც აპოლიტიკური ხალხი და არც ჩვენი ხელისუფლება იტყვის უარს ამ წინადადებას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე შეთავაზებაზე. ასევე უნდა მოხდეს ანალოგიური გზებით იგივეს შეთავაზება ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი და დაღისტნელი ინტელექტუალებისთვის, არც ერთი ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი და დაღისტნელი ინტელექტუალი ამ შემოთავაზებაზე უარს არ იტყვის, რადგან ამ ერების განათლებულმა შვილებმა შესანიშნავად იციან რომ მათ მშობლიურ ენაზე წერა არც რუსულით, არც არაბულით, არც ლათინურით და საერთოდ არც ერთი დამწერლობით არაა ისეთი ადვილი მოსახერხებელი და მოქნილი, როგორც ქართული დამწერლობით წერა. ქართულ დამწერლობას გააჩნია აბსოლიტურად ყველა ბგერა, რომელსაც ჩერქეზულ, ადიღეურ, აბაზურ, ყაბარდოულ, ინგუშურ, ჩეჩნურ, და დაღისტნელ ერთა ენაში გამოიყენება. ასევე უნდა დავიწყოთ პოეზიის საღამოების ჩატარება, სადაც ქართველი, აფსარი ( აფსუა ), ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი, ქისტი და დაღისტნელი პოეტები ( ბაცბები, ავარიელნი, ლეკები, დარგუელნი, ხუნძები, დიდოელნი, არჩიბელნი, წახები, უდინები, ანდიელები, ახვახელნი, ლეზგიელნი და სხვანი ) წაიკითხავენ თავთავიანთ ენებზე საკუთარ ლექსებს, როგორც პაოლო იაშვილი კითხულობდა პარიზშიო საკუთარ ლექსებს ქართულად. შესაძლოა თავიდან ვერ გავიგოთ ბოლომდე აზრი, მაგრამ რაც მთავარია ჟღერადობას და რიტმს გავიგებთ და ჭეშმარიტი პოეზია ხომ სიტყვებში გადმოცემული მუსიკაა. რაც შეიძლება ხსირად უნდა ტარდებოდეს პოეზიის საღამოები იბერო კავკასიური მოდგმის პოეტთა მონაწილეობით. ამგვარი ღონისძიებები გარდა იბერო კავკასიური მოდგმის ერთა დაახლოებისა და ერთმანეთის კულტურის გაცნობისა, გამოიწვევს თბილისის და საქართველოს, როგორც კავკასიის კულტურის ცენტრის მნიშვნელობის გაზრდას, თბილისი უნდა იქცეს ჩრდილოკავკასიელ ერთა ეროვნული იდენტობისა და ეროვნული კულტურის უპირველეს მცველად. ეს ყველაფერი იქნება უდიდესი ნაღმი რუსეთის იმპერიისთვის. ასევე უნდა მოხდეს ჩრდილოკავკასიელი მომღერლების ( როგორც ფოლკლორისტების, ასევე ესტრადის მომღერლების ), მუსიკოსების და ხელოვნების სხვა დარგის მოღვაწეების ხშირი მოწვევები თბილისში კავკასიურ ფესტივალებზე. უნდა მოხდეს ცხენოსნობაში კავკასიის თასის პოპულიარიზაცია, სადაც რახან კავკასიის თასი ქვია მოწვეულნი უნდა იყვნენ იყვნენ როგორც ჩრდილოკავკასიელნი, ისე აზერები და არმენები. ოღონდ ისე კი არ უნდა ჩატარდეს ეს კავკასიის თასი რომ ცხენოსნობის ფედერაციის გარდა ვერავინ ვერ გაიგოს, არამედ რამდენიმე არხი სპეციალურ გადაცემებს უნდა უძღვნიდეს ამ მოვლენას და პირდაპირ ეთერში გადასცემდეს, მთელ ქალაქში უნდა იყოს შეჯიბრის სარეკლამო აფიშები გამოკრული, ანუ უნდა მოხდეს პოპულიარიზაცია ყველა კავკასიელი ერისთვის საამაყო სპორტის სახეობის ( ცხენოსნობის სახეობები, დოღი, მარულა ისინდი და სხვა ). ასევე უნდა მოხდეს სხვა სპორტის სახეობებში კავკასიის თასის დაარსება ფეხბურთში, კრივში, ჭიდაობის ყველა სახეობაში, კალათბურთში, ცურვაში და სპორტის ყველა იმ სახეობაში რაც გავრცელებულია ჩრდილოკავკასიასა და საერთოდ კავკასიაში. ნებისმიერ სპორტის სახეობაში კავკასიის თასზე გამარჯვება უნდა გახდეს პრესტიჟული და საამაყო ნებისმიერი კავკასიელისთვის, ქართული ტელეარხები უნდა უწევდნენ დიდ პოპულიარიზაციას სპორტის ნებისმიერ სახეობაში კავკასიის თასის გამარჯვებულს. სპორტის ნებისმიერ სახეობაში კავკასიის თასის გამარჯვებული უნდა იქცეს ვარსკვლავად და მისაბაძ ადამიანად ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებში. ამას ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი გამარჯვებულის სათანადო დაფასებით და პოპულიარიზაციით. დროთა განმავლობაში უნდა მივაღწიოთ იმას რომ ჩრდილოკავკასიელმა სპორტსმენებმა უარი განაცხადონ რუსეთის სახელით ასპარეზობაზე, ამაში მასზე ზემოქმედება უნდა მოახდინოს როგორც ჩვენის მხრიდან სპორტის ნებისმიერ სახეობაში კავკასიის თასის უდიდესმა პოპულიარიზაციამ, ასევე ჩრდილოკავკასიაში გამეფებულმა ანტირუსულმა განწყობამ და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეამ ( რასაც ჩვენ უნდა შევუწყოთ ტექნიკურად ხელი ). ქართველმა რეჟისორებმა უნდა გადაიღონ ხატვრული ფილმები ჩრდილოკავკასიელთა ისტორიაზე, წეს ჩვეულებებზე, ფოლკლორზე, ისტორიულ გმირებზე განსაკუთრებით მათზე რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის იარაღით ხელში თუ უიარაღოდ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ( შამილ იმამზე, ჯოჰარ დუდაევზე და სხვა ) და ამ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად უნდა მოვიწვიოთ ჩრდილოკავკასიელი მსახიობები ან უნდა შეირჩეს შესაფერისი ტიპაჟები ჩრდილოკავკასიელებში ამ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად. მოკლედ თბილისი და საქართველო უნდა იქცეს ჩრდილოკავკასიელ ერთა ეროვნული იდენტობისა და ეროვნული კულტურის უპირველეს მცველად და მათი ეროვნული კულტურული პოტენციალის უპირველეს მეცენატად და ლობისტად. ამით დასრულდება რუსეთის ორასწლოვანი ბოგინი კავკასიაში და ეს იქნება პირველი ნაბიჯი საქართველოს და დამოუკიდებელ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკათა სამხედრო პოლიტიკური ალიანსის ''კავკასიური სახლის'' ( იგივე "სათარგამოსიანო" ).
  23. წმინდა ილია მართლის საზოგადოების დამაარსებლები მერაბ კოსტავასთან და ზვიადთან ერთად, დღემდე წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრები არიან. შეიძლება სწორი არ იყოს პირადი საუბრების აქ დაწერა, მაგრამ "ეროვნულ" ფორუმს პრორუსულ და ანტიეროვნულ ძალად აღიქვამენ კოსტაველები. მე არ ვარ არც ამ პარტიის და არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მერაბ კოსტავას საზოგადოება არც ერთ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან არ დაიწყებს კონსულტაციებს რომელთა ლიდერებიც აცხადებენ რომ აგვისტოს ომი დაიწყო სააკაშვილმა და არა რუსეთმა, რომელთა ლიდერებიც კრემლში დარბიან და პრორუსული პოლიტიკის მიმდევრები არიან, რომელთა ლიდერებიც არ ემხრობიან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას და რუსულ ოკუპაციასთან და რუსეთთან უკიდურეს სამართლებრივ დაპირისპირებას და ბოლოს მერაბ კოსტავას საზოგადოება არც ერთ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან არ დაიწყებს კონსულტაციებს რომელთა ლიდერებიც არ თაკილობენ იმ პოლიტიკანებთან კონსულტაციებს რომლებიც აცხადებენ რომ აგვისტოს ომი დაიწყო სააკაშვილმა და არა რუსეთმა, რომელთა ლიდერებიც კრემლში დარბიან და პრორუსული პოლიტიკის მიმდევრები არიან, რომელთა ლიდერებიც არ ემხრობიან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას და რუსულ ოკუპაციასთან და რუსეთთან უკიდურეს სამართლებრივ დაპირისპირებას ( ანუ "ეროვნულ"ფორუმთან )
  24. მეც თითქმის ყველა ნომერი მაქვს სარანგის და მაინც რა მარგალიტებს გულისხმობ ?
×
×
  • შექმენი...