Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. საქართველოს დეოკუპაციის ფრონტი : http://www.facebook.com/saegm ყველანაირად შეეწინააღმდეგება ხელისუფლებაში რუსული ძალების მოსვლას
  2. ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, როგორც ჩემს საახლობლოსთან ერთად, ასევე ინდივიდუალურად დავუპირისპუირდები რუსეთუმე ფორუმელების და მათი მოღალატე მოკავშირეების მიერ ( ქართული პარტია, პარტია ლიუძეი ( კობა დავითაშვილი, კონსერვატორები, ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ლეიბორისტები, ებრალიძე ხუბუტიას კონგრესი და სხვა ) მიერ ჩემთვის მიუღებელი, უპრინციპო და უღირსი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას
  3. ახალი იერემიას გოდება ვტირით და ვტირით დედანი, ურჯულომ შეგვაშინაო, კარზე მოგვდიან ძალითა, მასპინძლად დიან შინაო. ნეტავ ჩვენს მეთოფეებსა, ძალით ვინმ დააძინაო, პირიც წყლით გაალბობინა თოფებიც დაუგრილაო !? მეთოფეებს სძინავთ სძინავს ყველას. თვით ბუნებაც კი გატრუნულია და დუმს. ეს არ არის ბუნების ჩვეულებრივი და დიდებული პოზა. წამიერი გარინდება, მოძრაობის, ქარიშხლის მოლოდინში. ეს დუმილი და უძრაობა სისხლისაგან დაცლას, სიკვდილს ნიშნავს. მდინნარე ტბასავით დამდგარა. ცოცხალ-მკვდარი თევზები წყლის ზედაპირზე ამოტივტივებულან და უაზრო ზეცას ევედრებიან, შველას ითხოვენ. თერგი აღარ რბის აღარ ღრიალებს, და არც კლდენი ეუბნებიან ბანს... მთის გამოფიტული წვერები, დაყვითლებული და დაბერებული ხე თუ ბალახი. დახეთქილი, დამზრალი მიწა. მძიმე, მოწამლული ჰაერი. დღე-ღამესავით შავი. დანგრეული სახლები და ნასახლარები, აჩეხილი ვენახები, დღეს ნავენახარი. წელში გადამტვრეული სიმინდის ტაროები. ნაგვითა და უწმინდურობით წაბილწული ბაღ-ბოსტანნი, ჯვარმომტვრეულნი ნატაძრალნი და გადამწვარ გადაბუგული ტფილისი და ქუთაისი,ბათუმი და ალმოკიდებული აფხაზეთი. ჩამონგრეულ-ჩამოშლილი შატილი... ცარიელი აკვანი, ჩამქრალი კერა, დამსკდარი კედლები და ჩამტვრეული შუშები. ოჰ, ღმერთო! აღა-მაჰმად-ხანი ხომ ადრე იყო აქ, დღეს კი რა მოხდა? მეთოფეებს სძინავთ, სძინავს თვით ბუნებასაც. თვალი სულ მცირე მოძრაობასაც კი ვერ ამჩნევს გარშემო. ადამიანის შვილი თითქოს გაწყვეტილა, მკვდარი კაციც კი არ მოიპოვება ამ უძრავ მიდამოში. დიდი უდაბნო... სავსე ლოდებით. ერთს აწერია: “მე გორგიჯანოვმა გამცა”. ვუახლოვდები მეორეს.” ვარსქენ პიტიახშმა უარმყო მეცა და შემოქმედიც” ვერაფერი გამიგია! ჩემი ანგელოზი ყურში ჩამჩურჩულებს: წინ! იქვე, გვერდით, შედარებით მომცრო ლოდია. წელში ვიხრები, რომ გავარჩიო.”გამცა ყორღანაშვილმა”_ ძლივს ამოვიკითხე. ლოდის ძირში პატარა ია ამოსულა. ესეც ასე,_გავიხარე მე, პირველი სულიერი, ე.ი. ყველაფერი არ დაკარგულა, ყველაფერი არ დაღუპულა. _რჩინი! რჩინო!_მიმეორებს ია და ცდილობს დამენახოს, ვაი, თუ ვერ შემნიშნაო_იმის შიშშია. მეზობელ ქვის ძირში კი რომელსაც “ მონღოლთ ჩააბარეს ჩემი თავიო”, აწერია. წითელი ყაყაჩო ამოსულა /სიმღერა გამახსენდა ქართული:”ყაყაჩო აყვავებულა, ვარდი გაშლილა იაო”/ ცოტნე, ცოტნე!... ვაგრძობინე, გხედავ თქო, ისიც დამშვიდდა. მადლობა ღმერთო, იმედისათვის! და ამ უცნაური სასაფლაოს მოხილვას ვაგრძელებ. “გამცეს”... აწერია ერთ ქვას დიდი ასოებით. ოდნავ ქვემოთ, მომცრო ზომის ციფრების ამოკითხვაც შევძელი, “1832” გასაგებია! თანდათან ყველაფერს ვხვდები. ბევრი ქვა, ბევრი ლოდი. ეს ხომ საქართველოს მთელი ისტორიაა. ჰერ_ლაშეზისა და არლინგტონის სასაფლაოები კომედიურ თეატრებად გამოიყურებიან ჩვენი ერის ამ საძმო საფლავთან შედარებით. გზას ვაგრძელებ. ერთ_ერთ ლოდზე ამოტვიფრულ წარწერას ვკითხულობ “ჭეშმარიტებას ვუღალატე...ვინანიებ!” ნეტავ, რა იყო მისთვის ჭეშმარიტება? იქნებ განსაცდელს ვერ გაუძლო! _ გავიფიქრე მე, განსაცდელი ადამიანში შლის ყველაფერს ზედაპირულს და ნატანჯი კაცის სულშიც მხოლოდ ის რჩება , რასაც ღრმად აქვს მასში ფესვები გამჯდარი. ვაი მას, ვისთვისაც თავისუფლებისა და ერის სიყვარული მხოლოდ ნიღაბია პირველივე განსაცდელის ჟამს ცრუ ნიღაბი აეხდება და ერთგული ფინიასავით თვალებში შეაციცინდება მტერს შევცდი და მაპატიეო ეტყვის მხოლოდ კაცი რკინის გულით, ნამდვილი მამულიშვილი, რაინდი თავისუფლებისა, აიტანს ყოველივეს და ბოლომდე დარჩება იმად, რაც ადრე იყო. საკუთარი პრინციპების ღალატს არასვისთვის და არასოდეს მოუტანია კარგი. გავდივარ უდაბნოს ბოლოს და უკანასკნელ ლოდზე ამოტვიფრულ წარწერას ვეძებ, იქვე საფლავია ამოთხრილი, უცხედრო საფლავი?! მივიხედ-მოვიხედე, ოდნავ მოშორებით თეთრი მარმარილოს ქვას წავაწყდი. წარწერა ახალი უნდა იყოს. “პოლიტიკოსთა უგუნურების მსხვერპლი”. მარმარილოს “ცხელი” სისხლის ფართო ლაქები აჩნია. იქვე ოთხციფრიანი თარიღია. ყველა კუთხოვანია. ბოლო ციფრის გარჩევა გამიჭირდა. მისი ზედა და ქვედა ნაწილი ჩამომტვრეულია. ბოლო ციფრი უნდა იყოს 4 ან 9 /ე.ი. 1994 ან 1999/ ნეტავი, ვინ კიდევ? იქნებ... “რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების”. უკან ვბრუნდები. თავს უკანასკნელად ვატრიალებ უდაბნოსაკენ და მხოლოდ ახლა-ღა ვანჩნევ პატარა, მრგვალ ქვას. ხელში ვიღებ, თბილია, თითქოს ფეთქავს კიდეც, ლათინურად აწერია ”შთABO” ცრემლმორეული ვტოვებ უდაბნოს და ჩემთვის ვამბობ: გმადლობ, უფალო იმედისათვის! მეთოფეთ კვლავ სძინავთ. ციხის ქონგურზე ქართული დროშის ნაცვლად მტრის დროშა ფრიალებს. ქარი ქრის. ბუნება იზმორება. გაღვიძება სურს, მაგრამ უჭირს. ერთ_ერთ მეთოფეს ვაღვიძებ. თვალებს ზარმაცად ახელს, ტუჩებზე თითს იდებს და “სსუ”, მანიშნებს. _ გაიღვიძე! _ არ ვეშვები მე. _ მეშინია! _ მპასუხობს. _ რისი, ან ვისი? – მიკვირს. _ მომკლავენ, სანამ მძინავს, არ ვარ საშიში. _ რა დროს შიშია, ნუთუ დაგტოვა რწმენამ? _ ეეჰ, რის რწმენა, რა რწმენა! _ უიმედოდ ჩაიქნია ხელი. _ ღვთის შემოქმედის რწმენამ! _ ვუპასუხე მე. ისეთი თვალებით შემომხედა ჭკუანაკლულს რომ შეხედავენ თანაგრძნობით და სიბრალულით. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ხვრინვა ამოუშვა. ახლა ციხისთავს ვაღვიძებ. იგივე ისტორია, როგორც იქნა გაახილა თვალები. _ მე ციხისთავი ვარ მკვდარივით უნდა მეძინოს. თუ გავიღვიძე პირველს მომკლავენ. თქვა და ძილს ანახლებს. ცოცხალი, მღვიძარე კაცი გამოჩნდა. ერთი ჯებენოინის შთამომავლის ირანული ღიმილი და “მეგობარი” ჩრდილოელის ვერაგობა აღბეჭდოდა სახეზე, მოახლოებულმა ტყვიებივით მესროლა სიტყვები: _ არა კაცი არ გამოჩნდა ხომ ხედავ თქვენს შორის. ასეთია შიშის ძალა! ეშმაკის ნაშიერს ბრწყინვალედ შეესწავლა ქართული. სისხლი მომაწვა ყელში. _ ეჰეი, ურჯულო! _ დვჭექე მე, შენც ისე გიპასუხებ, როგორც შენნაირს უპასუხა ჩემმა დიდმა წინაპარმა. “ ღმერთმა მოგვცნა ხელთა თქვენთა არა სიყვარულისა თქვენისათვის, არცა საქმეთა თქვენთათვის კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხნეთ ჩვენ მცნებანი მისნი” მტერი დამცინავ ღიმილს არ მაშორებს სახიდან, მათრახის წვერით კეფას იფხანს და მეუბნება: _ მე არ მოგკლავ შენ, თვითონ შენნი დაგკორტნიან, საზარელი სიკვდილი გელის! რომელი დავითი შენ მყავხარ ღლაპო, ხომ ხედავ, რა დიდი ვართ, თქვენ კი აი, ამოდენა და მიჩვენა მათრახის ის წვერი რომლითაც რამოდენიმე წუთის წინ კეფას იფხანდა. _ დამკორტნიან. _ დამკორტნიან ჩემნი _ ვიმეორებ გულში, რაღაც მენიშნა კიდეც. მგონი ერთადერთი სიმართლე იყო რაც მან თქვა ბრაზმორეულმა მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ეს სიტყვები მივახალე პირში: _ თქვენ დიდი კი არა ბევრი ხართ, დიდი ჩვენა ვართ! ხელი ჩავიქნიე და სწრაფად გამოვბრუნდი. თუმცა გზად მისი სიტყვები ამეკვიატა: დამკორტნიან, ჩემნი დამკორტნიან. _ რა ღრმად ჩაფლულან “ჩემნი” ცოდვებში, სულმთლად გახრწნილან, “დიდ” მეძავს საწმერთულგახდილ კახპად უქცევია ჩემი ქვეყანა. თუმცა მსგავსი მაგალითის ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდით. _ ფარისეველთა საუფლო. დიდი პაპის დატოვებული მამულის გამნიავებლ_განყიდველნი, უხერხემლო მამულიშვილნი! ენაგძელნი და საქმე მოკლენი. ორი წიგნის წამკითხველს თავი დავით აღმაშენებელი და რუსთველი რომ ჰგონია. როდესაც ერი ღმერთს სულს აძლევდა ღმერთი მას ძალას ანიჭებდა: “ თქვენ მომცენით გულნი თქვენნი და მე მოგეც ძალა ჩემიო” ვიმარჯვებდით კიდეც. ჭირშიც კი მტკიცედ მდგართ, უფალი ყოველთვის გვიცავდა. საამაყოც ბევრი გვქონდა მიტომაც. წმინდა კეთილმსახური დავით აღმაშენებელი ორმოცდათექვსმეტი ათასი კაცით ოთხასიათას ურჯულოს რომ შეება, მაშინაც დიდნი და ღვთისათვის საყვარელნი ვიყავით. დიდგორს რომ დავმარცხებულიყავით კიდევაც, მაინც გამარჯვებული ვიქნებოდით, რამეთუ დავითს უკანდასახევი გზა თვითვე ჩაეხერგა... ეს კი უკვე გამარჯვებამდელი გამარჯვება იყო. განა საამაყო არ არის, როცა ასიათასმა თბილისელმა ქრისტეზე უარის თქმას სიკვდილი ამჯობინა. მათი სისხლით წითლად შეიღებაო მტკვარი _ გვამცნობს მემატიანე. ქეთევანს რომ ურჯულონი ძუძუებს შანთით უწვავდნენ, მტერიც კი გააოგნა მისმა სიმშვიდემ, ფერფლად ქცევამდე ღვთის სადიდებელ სიტყვებს იმეორებდა დედოფალი. მაშინაც საამაყო გვქონდა. თამარის დროს, პირველად ჩვენს სახელმწიფოში რომ სიკვდილით დასჯა გაუქმდა მაშინაც საამაყო გქონდა. უპატიოსნესი და აღმატებით უზესთაესი დედაღვთისა თავის მხოლოდშობილ ძესთან ერთად ხარობდა სახიერებისა ჩვენისა გამო და გვმფარველობდა კიდეც. ეს ყველაფერი იყო. დღეს კი რანი ვართ? რად ვიქეცით, რით ვიწონებთ თავს! ფერისცვალება გასაოცარი: სიკეთეს ბოროტება დავარქვით, ბოროტება კი სიკეთეთ მოვნათლეთ. ქვეყნისა და ერის ღალატი მამულიშვილობადაა მიჩნეული. ყველა თავის ნაჭუჭში ჩაკეტილა. მთავარია დააგროვოს, შეიძინოს, მოიხვეჭოს. ეს ის ყველაფერია რასაც იქ ვერ წაიღებ. ის კი რაც მართლა იმ ქვეყნად წაჰყვება, რაც მარადიული სიცოცხლისათვის გამოადგება, _ არ ახსოვთ! _ არ უნდათ! _ არ სჯერათ! ასეთებს მაცხოვარი სამსჯავროზე ატყვით: მე არ გიცნობთ თქვენ, განვედით ჩემგან! ადამიანს ორი სახელი უნდა ჰქონდეს: დასტოვებელი და იქ წასატანი. თუ ერი ვართ _ უნდა ვიეროთ. თუ, ბრბო, მაშინ სწორი ყოფილა ჩვენი მარადიული მტერი, რომელიც ყოველ გაფაჩუნებაზე მწარე შოლტს გადაგვკრავს ზურგზე და ტკივილისაგან გულწასულთ წყალსაც არ გვაპკურებს გამოსაცოცხლებლად. თუ ასე გაგრძელდა, ოდესღაც დიდი საქართველოს /”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო” – მ. ლებანიძე / დიდი მეზობელი დაეპატრონება. მე არ მინდა ბრბოს წარმომადგენელი ვიყო. მე ჩემი ერის კაცობა მსურს, მისთვის სამსახური, მისთვის სიკვდილი! ცალ ხელში ჯვარი, ცალში კი ხმალი. _ ოო, ვგოდებ, უფალო, დაბრმავებულ ბრბოს დავტირი ერადყოფილს. _ ვგლოვობ შეგინებულ ჩალისფერ დროშას! _ დავტირი მარად მძინარეთ და დედის საშოშივე მკვდრად ჩასახულ ნაყოფს! _ დავტირი ხუცესს, მტრის შიშით, მალვით რომ იძლევა ლოცვა _ კურთხევას! _ დავტირი ტაძარს, გამოკეტილს და გაუქმებულს, დარჩენილს უმღვდლოდ! _ დავტირი ქალწულს, რომელსაც ამირანის ნაცვლად მთვლემარე ჰერმოფროდიტი შეატყუეს! _ დავტირი ენას, გაუქმებამდე მისულს! _ დავტირი გონებას დარჩენილს აზრის გარეშე! _ დავტირი სინდისს, დარჩენილს ქეჯნის გარეშე! _ დავტირი გულს, სიკვდილივით ცივს, გრძნობადაკარგულს! _ დავტირი სულს, სადაც აღარ არის ალაგი ღვთისათვის! _ დავტირი პირუტყვად ქცეულ საბრალო ადამიანს, ფოთლის შრიალიც რომ აფრთხობს შიშშეპყრობილს! _ და დავტირი საკუთარ თავს, რამეთუ ხმა ჩემი ყოველ წინასწარმეტყველის მსგავსად რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!” ბოლოთქმის მაგიერ ახალი იერემია ჩაექოლათ ერის გაღვიძებული სინდისისათვის, დიდი შენობის კედელთან ეგდო მისი საზარლად დამახინჯებული და დასახიჩრებული გვამი. ამოდენა ქალაქში კაცი არ აღმოჩნდა მისი მშველელი. მაყურებელი კი რამდენიც გნებავთ _ ბევრზე ბევრი. უფრო მეტიც: არაფერი წამოგცდეთო, ერთმანეთს აფრთხილებდნენ. მიცვალებულს თვალები ღიად დარჩენოდა. მაყურებელთაგან ერთმა მადლიანმა ჩამოუსვა სახეზე ხელი და ჯერ ისევ თბილი თვალები ადვილად დაემორჩილა უცხო კაცის თითებს. ოდნავ დამცინავი ღიმილი კვლავინდებურად იხატებოდა მის გასისხლიანებულ სახეზე. ეს საზარელი კაც_კვლა იმ ერთადერთი მღვიძარე კაცის ნამოქმედარი იყო. აკი დაემუქრა კიდეც. “შენიანები მოგკლავენო შენ”. სწორედ მან გააღვიძა მძინარე მეთოფეები, ახალი იერემიასი და მისი მცირე მიმდევართა ამოჟლეტა უბრძანა. მსტოვრებს მოეტანათ ამბავი: მცხეთას ახალი იერემიას მოწაფენი გამოღვიძებულან და სვეტიცხოვლის ტაძართან იყრიანო თავს. სავლე სასწრაფოდ შემოახტა ულაყს და აბა ბიჭებო, მცხეთისაკენო -_ უბრძანა მეთოფეთა. იგი ჰარში ხმლის ენერგიული ქნევით წინ მიუძღოდა ძმათა სისხლმოწყურებულთ და სიუს ტომის ინდიელივით დასჭყივლებენ ხანი_ხან. ოფლში შეცურებულნი ცხენკაცნი ფლოქვების ხმას თავიანთ გულისცემას აყოლებდნენ, ნაძალადევი ღიმილი და უფრო მეტი სასოწარკვეთა აღბეჭდოდა თითოეულ მათგანს სახეზე. _ და ჩამოწვა ბნელი მზე, კარგა ხანია ჩაიძირა, სიბნელემ მოიცვა სამყარო. მხედრები შედგნენ, ჩიტების ჭიკ_ჭიკიც ახლა გაიგეს, ხეთა ჩურჩულიც და ბალახთა შრიალიც. მცხეთა ახლოს იყო. სვეტიცხოვლის ზარების ხმებმა თითქოს გამოაფხიზლა, არა უფრო შეძრა მხედარნი.... და გაისმა ხმა ზეციდან: “ რაისთვის მდევნი, სავლე მე?” რაისთვის მდევნით, გზააბნეულნო? გიორგი ჭანტურია. 1985 წლის 4 აპრილი. “სუკის” იზოლატორი, საკანი # 21.
  4. analgin გაგიმარჯოს. გეტყვი გულწრფელად ჩემს და ირაკლი წერეთლის აზრსაც. ნატომ შეიზლება არ მიგვიღოს უახლოეს მომავალში, მაგრამ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ამერიკა ბრიტანეთზე. ამერიკის სამხედრო პოლიტიკურ მოკავშირეობაზე, სადაც არანაირი აზრი და მნიშვნელობა არ ექნება გერმანიის, იტალიის და სხვა პრორუსული ქვეყნების აზრს და დამოკუიდებული იქნება ორი კონკრეტული ქვბეყნის, საქართველოს და ამერიკის სურვილზე, ამავდროულად უნდა მივაწვეთ ნატოში გაწევრიანებასაც, მაგრამ ამერიკის მოკავშკირეობას თუ მივაღწიეთ, აღარ იქნება ტრაგედია ნატოში თუ არ მიგვიღებენ. ამერიკის პირდაპირი სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობა და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში განსაზღვრული ვადით ამერიკის სამხედრო ბაზების გახსნა უფრო ადვილად მიღწევადია და დიდი თავდაცვის ბერკეტია, მით უმეტეს იმ ფონზე რომ დემოკრატებს და ობამას რეიტინგი ეცემა ამერიკასი და მილიტარისტი რესპუბლიკელების რეიტინგი მატულობს. კონგრესში რესპუბლიკელების გარდაუვალი გამარჯვების და დემოკრატების და ობამას გაფარჩაკების შემდეგ რადიკალურად შეიცვლება ამერიკიდ დამოკიდებულება რუსეთისა და რუსეთისს მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი
  5. ძვირფასო თანამემამულენო! ჩვენო გულით საყვარელო მეგობრებო და ქართველებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად არავის არ აქვს საქართველოში,ყოველივე ეროვნულის, ჩვენზე მეტი და ჩვენზე ძლიერი განცდა. ეროვნული თავმოყვარეობის, ეროვნული სიამაყის და თავისუფლების. ამაზე ნათლად მეტყველებს ჩვენი ძალისხმევა საქართველოს დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ის მკვეთრად გამოხატული სულისკვეთება, რომელიც დოკუმენტალურად დაფიქსირებულია მრავალ და მრავალ, შეიძლება ითქვას უამრავ ჩვენს სხვადასხვა გამოსვლებში, ნაწერებში, სიტყვებსა და სხვადასხვა მასშტაბის საჯარო პოლიტიკურ ღონისძიებებში, გვერწმუნეთ, რომ NATO-ში საქართველოს გაწევრიანება გვინდა, მხოლოდ და მხოლოდ, ისევ და ისევ საქართველოს ეროვნული თავისუფლების, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული ერთიანობის და ქართული სუვერენული სახელმწიფოს დაცვისთვის, გაძლიერებისთვის, განმტკიცებისა და აღზევებისთვის. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სქართველო სამწუხაროდ ტერიტორიულად პატარა ქვეყანაა და რაც მთავარია ქართველი ერი მცირერიცხოვანი და არასწრაფგამრავლებადი ერია, ისიც მოგეხსენებათ რომ, საქართველო ამჟამად ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ქვეყანაა, სამწუხაროდ საქართველოს სადღეისოდ არც დიდი ფინანსები გააჩნია, არც ძლიერი ეკონომიკა აქვს და არც თანამედროვე უკანასკნელი სიტყვის შეიარაღება. ჩვენთვის ჯერჯერობით მიუწვდომელია ბირთვული, კოსმოსური, ლაზერული, სარაკეტო, ანტისარაკეტო, ძლიერი საავიაციო, ანტისაავიაციო, საზღვაო და ანტისაზღვაო შეიარაღება, ისიც ფაქტია, რომ საქართველოს გარემოცვა არის ფრიად არასახარბიელო და არასასურველი, რადგან აზერბაიჯანისა და უკრაინის გარდა, არცერთი ჩვენი მეზობელი და მოსაზღვრე სახელმწიფო, ჩვენი გარანტირებული მეგობარი და კეთილისმყოფელი არ არის. აქედან გამომდინარე ვსვამთ უმარტივეს შეკითხვას;- მცირერიცხოვანმა, სამწუხაროდ მცირერიცხოვანმა ქართველმა ერმა, ფიზიკურად პატარა და სუსტმა საქართველომ, როგორ უნდა დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები, როგორ უნდა განამტკიცოს თავისი ეროვნული თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ძლიერი მოკავშირის გარეშე, ჩვენ ამ შეკითხვას მარტივად და ლოგიკურად გავეცით პასუხი ჯერ კიდევ 23 წლის წინ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟზე, ეს უტყუარი პასუხი იყო და არის NATO-კაცობრიობის მრავალათასწლოვან ისტორიაში, უძლიერესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც წარმოადგენს ნებაყოფლობით სახელმწიფოთაშორის გაერთიანებას, თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნებისა. არავითარი NATO-ს იმპერია არ არსებობს. იმპერია, როგორც ასეთი წარმოადგენს ძალმომრეობასა და დიდმპყრობელობაზე აგებულ აგრესიულ სახელმწიფოს, რომელიც კანონზომიერად იშლება. NATO კი ღვთის წყალობით, კი არ იშლება, ფართოვდება და იზრდება სწორედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ღმერთმა გაუმარჯოს ამ გაფართოებას და ამ გაძლიერებას. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სუბიექტს ვედაოთ NATO-ს პრობლემატიკაზე. გარწმუნებთ იმასაც, რომ ქართველი ერი რომ იყოს მრავალრიცხოვანი, ძლევამოსილი, უმაღლეს დონეზე შეიარაღებული წამყვანი სახელმწიფო, მაშინაც კი დასჭირდებოდა ძლიერი და საიმედო მოკავშირეები, იმიტომ, რომ მარტო ჭამა და მოკავშირეებისა და მეგობრების გარეშე ყოფნა უყვართ ღორებს. მადლობა ღმერთს ჩვენ ჭეშმარიტი ქართველები არ ვართ ღორები და ჩვენი ერის საკეთილდღეოდ ვეძებთ და თითქმის ვიპოვეთ კიდევაც ძლიერი მეგობრები. დასასრულს მოგიწოდებთ ყველას, ერთხელ და კიდევ უამრავჯერ, საყოველთაო ეროვნული გაერთიანებისკენ საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის, საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ულამაზესი დროშის ქვეშ. საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის ინიციატორთა დასის სახელით, ირაკლი წერეთელი
  6. დეოკუპაციის ფრონტის შექმნა ძალზე საჭირო და მნიშვნელოვანი იდეაა მრავალი თვალსაზრისით. ჯერ ერთი ჩვენ პასიურობას ვართ მიჩვეული და უცხოა საზოგადოებრივი აქტივობა. ბევრის აზრით იდეალური სიტუაციაა „კარგი მთავრობის“ ყოლა, რომელმაც უნდა მოაგვაროს ყველა პრობლემა. მეორეც, დეოკუპაციის იდეა საშუალებას გვაძლევს გავერკვიოთ, შეუძლია თუ არა ჩვენს საზოგადოებას დადგეს პირად პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა და ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდეს. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, გაგვაჩნია თუ არა სულხან-საბას ძაღლების მსგავსი თვითგადარჩენის ინსტიქტი. მესამეც, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას დღიდან საბჭოთა კავშირის დანგრევისა მუდმივად ჩვენს ხელისუფლებასთან ცუდი ურთიერთობით ამართლებს. „დეოკუპაციის ფრონტი“ საშუალებას გვაძლევს მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერ შუაშია ორ ქვეყანას შორის მტრულ დამოკიდებულებასთან. რომ ამ ზეპარტიულ მოძრაობაში არიან როგორც მმართველი პარტიის მომხრენი, ასევე მოწინააღმდეგენი, რომელნიც ერთიანდებიან აშკარა აგრესიისა და უსამართლობის წინააღმდეგ. და კიდევ ერთი. „დეოკუპაციის ფრონტის“ ინტერნეტ ფორუმი ვერ გაექცევა სხვადასხვა მტკივნეული პოლიტიკური თემების განხილვას, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მივბაძოთ ძველ რომაელ მოაზროვნეს, კატონ უფროსს. რა თქმა უნდა, მისი შეხედულებების გაზიარებისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მე მისი მიზანდასახულობა და ყურადღების მთავარი პრობლემის მიმართ კონცენტრაცია მაქვს მხედველობაში. უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ფრონტის ყველა წევრმა, მიუხედავად იმისა, რა თემებსაც არ უნდა შეეხოს იგი, დასასრულს კიდევ ერთხელ დააფიქსიროს მთავარი. მეც ასე დავასრულებ. მაშ ასე: კართაგენი უნდა დაინგრეს. რუსმა ჯარისკაცებმა უნდა დატოვონ საქართველო. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დეოკუპაციის ფრონტის ინიციატორთა დასის სახელით ირაკლი წერეთელი კონსტანტინე გვასალია http://www.facebook.com/profile.php?id=100...516#!/saegm საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის გვერდი ფეისბუქზე
  7. სუკის აგენტში თუ სარიშვილს გულისხმობთ მაგ ვერსიას დღევანდელი ედეპეს ხელმძღვანელობას ავითარებს და სარიშვილი გარიცხეს პარტიიდან 2004 წელს რუსეთის სპეცსამსახურებთან და გია ჭანტურიას მკვლელებთან კავშირის გამო. გია ჭანტურია მოიშორა კრემლის სპეცსამსახურებმა. ირინა სარიშვილს შეგზავნილს ედეპეში სუკის მიერ შეგზავნილს უწოდებს ედეპეს დღევანდელი ხელმძღვანელობა ი
  8. ბაჩუკი ქარდავა არ არის გამოკვეთილი ლიდერი დღევანდელ ედეპეში. გოგა გოგნიაშვილი, გურამ ჩახვაძე და სხვებზე რას იტყვით ?
  9. საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის ინიციატორთა დასი, 2010 წლის საღამოს 6 საათზე იკრიბება მეტროს სადგურ "წერეთელი"-ის შესასვლელთან. ახლოს მდებარე დარბაზში ჩატარდება სამუშაო შეხვედრა სადაც განიხილება 2011 წლის 25 თებერვლის საყოველთაო ნაციონალურ-პლანეტერულ, ანტისაოკუპაციო დემონსტრაციასთან დაკავშირებული რიგი ტექნიკურ-ორგანიზაციული საკითხები. აღნიშნული სამუშაო შეხვედრის შემდეგ, უახლოესი მომავლისთვის იგეგმება სხვადასხვა სახისა და მასშტაბის გაფართოებული შეხვედრების ჩატარება დეოკუპაციის საკითხზე, რომელსაც ექნება პერმანენტული, აღმავალი ხასიათი. იმედი გვაქვს თქვენი და ყველა ქართველის თანადგომის.
  10. ახალი იერემიას გოდება ვტირით და ვტირით დედანი, ურჯულომ შეგვაშინაო, კარზე მოგვდიან ძალითა, მასპინძლად დიან შინაო. ნეტავ ჩვენს მეთოფეებსა, ძალით ვინმ დააძინაო, პირიც წყლით გაალბობინა თოფებიც დაუგრილაო !? მეთოფეებს სძინავთ სძინავს ყველას. თვით ბუნებაც კი გატრუნულია და დუმს. ეს არ არის ბუნების ჩვეულებრივი და დიდებული პოზა. წამიერი გარინდება, მოძრაობის, ქარიშხლის მოლოდინში. ეს დუმილი და უძრაობა სისხლისაგან დაცლას, სიკვდილს ნიშნავს. მდინნარე ტბასავით დამდგარა. ცოცხალ-მკვდარი თევზები წყლის ზედაპირზე ამოტივტივებულან და უაზრო ზეცას ევედრებიან, შველას ითხოვენ. თერგი აღარ რბის აღარ ღრიალებს, და არც კლდენი ეუბნებიან ბანს... მთის გამოფიტული წვერები, დაყვითლებული და დაბერებული ხე თუ ბალახი. დახეთქილი, დამზრალი მიწა. მძიმე, მოწამლული ჰაერი. დღე-ღამესავით შავი. დანგრეული სახლები და ნასახლარები, აჩეხილი ვენახები, დღეს ნავენახარი. წელში გადამტვრეული სიმინდის ტაროები. ნაგვითა და უწმინდურობით წაბილწული ბაღ-ბოსტანნი, ჯვარმომტვრეულნი ნატაძრალნი და გადამწვარ გადაბუგული ტფილისი და ქუთაისი,ბათუმი და ალმოკიდებული აფხაზეთი. ჩამონგრეულ-ჩამოშლილი შატილი... ცარიელი აკვანი, ჩამქრალი კერა, დამსკდარი კედლები და ჩამტვრეული შუშები. ოჰ, ღმერთო! აღა-მაჰმად-ხანი ხომ ადრე იყო აქ, დღეს კი რა მოხდა? მეთოფეებს სძინავთ, სძინავს თვით ბუნებასაც. თვალი სულ მცირე მოძრაობასაც კი ვერ ამჩნევს გარშემო. ადამიანის შვილი თითქოს გაწყვეტილა, მკვდარი კაციც კი არ მოიპოვება ამ უძრავ მიდამოში. დიდი უდაბნო... სავსე ლოდებით. ერთს აწერია: “მე გორგიჯანოვმა გამცა”. ვუახლოვდები მეორეს.” ვარსქენ პიტიახშმა უარმყო მეცა და შემოქმედიც” ვერაფერი გამიგია! ჩემი ანგელოზი ყურში ჩამჩურჩულებს: წინ! იქვე, გვერდით, შედარებით მომცრო ლოდია. წელში ვიხრები, რომ გავარჩიო.”გამცა ყორღანაშვილმა”_ ძლივს ამოვიკითხე. ლოდის ძირში პატარა ია ამოსულა. ესეც ასე,_გავიხარე მე, პირველი სულიერი, ე.ი. ყველაფერი არ დაკარგულა, ყველაფერი არ დაღუპულა. _რჩინი! რჩინო!_მიმეორებს ია და ცდილობს დამენახოს, ვაი, თუ ვერ შემნიშნაო_იმის შიშშია. მეზობელ ქვის ძირში კი რომელსაც “ მონღოლთ ჩააბარეს ჩემი თავიო”, აწერია. წითელი ყაყაჩო ამოსულა /სიმღერა გამახსენდა ქართული:”ყაყაჩო აყვავებულა, ვარდი გაშლილა იაო”/ ცოტნე, ცოტნე!... ვაგრძობინე, გხედავ თქო, ისიც დამშვიდდა. მადლობა ღმერთო, იმედისათვის! და ამ უცნაური სასაფლაოს მოხილვას ვაგრძელებ. “გამცეს”... აწერია ერთ ქვას დიდი ასოებით. ოდნავ ქვემოთ, მომცრო ზომის ციფრების ამოკითხვაც შევძელი, “1832” გასაგებია! თანდათან ყველაფერს ვხვდები. ბევრი ქვა, ბევრი ლოდი. ეს ხომ საქართველოს მთელი ისტორიაა. ჰერ_ლაშეზისა და არლინგტონის სასაფლაოები კომედიურ თეატრებად გამოიყურებიან ჩვენი ერის ამ საძმო საფლავთან შედარებით. გზას ვაგრძელებ. ერთ_ერთ ლოდზე ამოტვიფრულ წარწერას ვკითხულობ “ჭეშმარიტებას ვუღალატე...ვინანიებ!” ნეტავ, რა იყო მისთვის ჭეშმარიტება? იქნებ განსაცდელს ვერ გაუძლო! _ გავიფიქრე მე, განსაცდელი ადამიანში შლის ყველაფერს ზედაპირულს და ნატანჯი კაცის სულშიც მხოლოდ ის რჩება , რასაც ღრმად აქვს მასში ფესვები გამჯდარი. ვაი მას, ვისთვისაც თავისუფლებისა და ერის სიყვარული მხოლოდ ნიღაბია პირველივე განსაცდელის ჟამს ცრუ ნიღაბი აეხდება და ერთგული ფინიასავით თვალებში შეაციცინდება მტერს შევცდი და მაპატიეო ეტყვის მხოლოდ კაცი რკინის გულით, ნამდვილი მამულიშვილი, რაინდი თავისუფლებისა, აიტანს ყოველივეს და ბოლომდე დარჩება იმად, რაც ადრე იყო. საკუთარი პრინციპების ღალატს არასვისთვის და არასოდეს მოუტანია კარგი. გავდივარ უდაბნოს ბოლოს და უკანასკნელ ლოდზე ამოტვიფრულ წარწერას ვეძებ, იქვე საფლავია ამოთხრილი, უცხედრო საფლავი?! მივიხედ-მოვიხედე, ოდნავ მოშორებით თეთრი მარმარილოს ქვას წავაწყდი. წარწერა ახალი უნდა იყოს. “პოლიტიკოსთა უგუნურების მსხვერპლი”. მარმარილოს “ცხელი” სისხლის ფართო ლაქები აჩნია. იქვე ოთხციფრიანი თარიღია. ყველა კუთხოვანია. ბოლო ციფრის გარჩევა გამიჭირდა. მისი ზედა და ქვედა ნაწილი ჩამომტვრეულია. ბოლო ციფრი უნდა იყოს 4 ან 9 /ე.ი. 1994 ან 1999/ ნეტავი, ვინ კიდევ? იქნებ... “რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების”. უკან ვბრუნდები. თავს უკანასკნელად ვატრიალებ უდაბნოსაკენ და მხოლოდ ახლა-ღა ვანჩნევ პატარა, მრგვალ ქვას. ხელში ვიღებ, თბილია, თითქოს ფეთქავს კიდეც, ლათინურად აწერია ”შთABO” ცრემლმორეული ვტოვებ უდაბნოს და ჩემთვის ვამბობ: გმადლობ, უფალო იმედისათვის! მეთოფეთ კვლავ სძინავთ. ციხის ქონგურზე ქართული დროშის ნაცვლად მტრის დროშა ფრიალებს. ქარი ქრის. ბუნება იზმორება. გაღვიძება სურს, მაგრამ უჭირს. ერთ_ერთ მეთოფეს ვაღვიძებ. თვალებს ზარმაცად ახელს, ტუჩებზე თითს იდებს და “სსუ”, მანიშნებს. _ გაიღვიძე! _ არ ვეშვები მე. _ მეშინია! _ მპასუხობს. _ რისი, ან ვისი? – მიკვირს. _ მომკლავენ, სანამ მძინავს, არ ვარ საშიში. _ რა დროს შიშია, ნუთუ დაგტოვა რწმენამ? _ ეეჰ, რის რწმენა, რა რწმენა! _ უიმედოდ ჩაიქნია ხელი. _ ღვთის შემოქმედის რწმენამ! _ ვუპასუხე მე. ისეთი თვალებით შემომხედა ჭკუანაკლულს რომ შეხედავენ თანაგრძნობით და სიბრალულით. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ხვრინვა ამოუშვა. ახლა ციხისთავს ვაღვიძებ. იგივე ისტორია, როგორც იქნა გაახილა თვალები. _ მე ციხისთავი ვარ მკვდარივით უნდა მეძინოს. თუ გავიღვიძე პირველს მომკლავენ. თქვა და ძილს ანახლებს. ცოცხალი, მღვიძარე კაცი გამოჩნდა. ერთი ჯებენოინის შთამომავლის ირანული ღიმილი და “მეგობარი” ჩრდილოელის ვერაგობა აღბეჭდოდა სახეზე, მოახლოებულმა ტყვიებივით მესროლა სიტყვები: _ არა კაცი არ გამოჩნდა ხომ ხედავ თქვენს შორის. ასეთია შიშის ძალა! ეშმაკის ნაშიერს ბრწყინვალედ შეესწავლა ქართული. სისხლი მომაწვა ყელში. _ ეჰეი, ურჯულო! _ დვჭექე მე, შენც ისე გიპასუხებ, როგორც შენნაირს უპასუხა ჩემმა დიდმა წინაპარმა. “ ღმერთმა მოგვცნა ხელთა თქვენთა არა სიყვარულისა თქვენისათვის, არცა საქმეთა თქვენთათვის კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხნეთ ჩვენ მცნებანი მისნი” მტერი დამცინავ ღიმილს არ მაშორებს სახიდან, მათრახის წვერით კეფას იფხანს და მეუბნება: _ მე არ მოგკლავ შენ, თვითონ შენნი დაგკორტნიან, საზარელი სიკვდილი გელის! რომელი დავითი შენ მყავხარ ღლაპო, ხომ ხედავ, რა დიდი ვართ, თქვენ კი აი, ამოდენა და მიჩვენა მათრახის ის წვერი რომლითაც რამოდენიმე წუთის წინ კეფას იფხანდა. _ დამკორტნიან. _ დამკორტნიან ჩემნი _ ვიმეორებ გულში, რაღაც მენიშნა კიდეც. მგონი ერთადერთი სიმართლე იყო რაც მან თქვა ბრაზმორეულმა მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ეს სიტყვები მივახალე პირში: _ თქვენ დიდი კი არა ბევრი ხართ, დიდი ჩვენა ვართ! ხელი ჩავიქნიე და სწრაფად გამოვბრუნდი. თუმცა გზად მისი სიტყვები ამეკვიატა: დამკორტნიან, ჩემნი დამკორტნიან. _ რა ღრმად ჩაფლულან “ჩემნი” ცოდვებში, სულმთლად გახრწნილან, “დიდ” მეძავს საწმერთულგახდილ კახპად უქცევია ჩემი ქვეყანა. თუმცა მსგავსი მაგალითის ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდით. _ ფარისეველთა საუფლო. დიდი პაპის დატოვებული მამულის გამნიავებლ_განყიდველნი, უხერხემლო მამულიშვილნი! ენაგძელნი და საქმე მოკლენი. ორი წიგნის წამკითხველს თავი დავით აღმაშენებელი და რუსთველი რომ ჰგონია. როდესაც ერი ღმერთს სულს აძლევდა ღმერთი მას ძალას ანიჭებდა: “ თქვენ მომცენით გულნი თქვენნი და მე მოგეც ძალა ჩემიო” ვიმარჯვებდით კიდეც. ჭირშიც კი მტკიცედ მდგართ, უფალი ყოველთვის გვიცავდა. საამაყოც ბევრი გვქონდა მიტომაც. წმინდა კეთილმსახური დავით აღმაშენებელი ორმოცდათექვსმეტი ათასი კაცით ოთხასიათას ურჯულოს რომ შეება, მაშინაც დიდნი და ღვთისათვის საყვარელნი ვიყავით. დიდგორს რომ დავმარცხებულიყავით კიდევაც, მაინც გამარჯვებული ვიქნებოდით, რამეთუ დავითს უკანდასახევი გზა თვითვე ჩაეხერგა... ეს კი უკვე გამარჯვებამდელი გამარჯვება იყო. განა საამაყო არ არის, როცა ასიათასმა თბილისელმა ქრისტეზე უარის თქმას სიკვდილი ამჯობინა. მათი სისხლით წითლად შეიღებაო მტკვარი _ გვამცნობს მემატიანე. ქეთევანს რომ ურჯულონი ძუძუებს შანთით უწვავდნენ, მტერიც კი გააოგნა მისმა სიმშვიდემ, ფერფლად ქცევამდე ღვთის სადიდებელ სიტყვებს იმეორებდა დედოფალი. მაშინაც საამაყო გვქონდა. თამარის დროს, პირველად ჩვენს სახელმწიფოში რომ სიკვდილით დასჯა გაუქმდა მაშინაც საამაყო გქონდა. უპატიოსნესი და აღმატებით უზესთაესი დედაღვთისა თავის მხოლოდშობილ ძესთან ერთად ხარობდა სახიერებისა ჩვენისა გამო და გვმფარველობდა კიდეც. ეს ყველაფერი იყო. დღეს კი რანი ვართ? რად ვიქეცით, რით ვიწონებთ თავს! ფერისცვალება გასაოცარი: სიკეთეს ბოროტება დავარქვით, ბოროტება კი სიკეთეთ მოვნათლეთ. ქვეყნისა და ერის ღალატი მამულიშვილობადაა მიჩნეული. ყველა თავის ნაჭუჭში ჩაკეტილა. მთავარია დააგროვოს, შეიძინოს, მოიხვეჭოს. ეს ის ყველაფერია რასაც იქ ვერ წაიღებ. ის კი რაც მართლა იმ ქვეყნად წაჰყვება, რაც მარადიული სიცოცხლისათვის გამოადგება, _ არ ახსოვთ! _ არ უნდათ! _ არ სჯერათ! ასეთებს მაცხოვარი სამსჯავროზე ატყვით: მე არ გიცნობთ თქვენ, განვედით ჩემგან! ადამიანს ორი სახელი უნდა ჰქონდეს: დასტოვებელი და იქ წასატანი. თუ ერი ვართ _ უნდა ვიეროთ. თუ, ბრბო, მაშინ სწორი ყოფილა ჩვენი მარადიული მტერი, რომელიც ყოველ გაფაჩუნებაზე მწარე შოლტს გადაგვკრავს ზურგზე და ტკივილისაგან გულწასულთ წყალსაც არ გვაპკურებს გამოსაცოცხლებლად. თუ ასე გაგრძელდა, ოდესღაც დიდი საქართველოს /”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო” – მ. ლებანიძე / დიდი მეზობელი დაეპატრონება. მე არ მინდა ბრბოს წარმომადგენელი ვიყო. მე ჩემი ერის კაცობა მსურს, მისთვის სამსახური, მისთვის სიკვდილი! ცალ ხელში ჯვარი, ცალში კი ხმალი. _ ოო, ვგოდებ, უფალო, დაბრმავებულ ბრბოს დავტირი ერადყოფილს. _ ვგლოვობ შეგინებულ ჩალისფერ დროშას! _ დავტირი მარად მძინარეთ და დედის საშოშივე მკვდრად ჩასახულ ნაყოფს! _ დავტირი ხუცესს, მტრის შიშით, მალვით რომ იძლევა ლოცვა _ კურთხევას! _ დავტირი ტაძარს, გამოკეტილს და გაუქმებულს, დარჩენილს უმღვდლოდ! _ დავტირი ქალწულს, რომელსაც ამირანის ნაცვლად მთვლემარე ჰერმოფროდიტი შეატყუეს! _ დავტირი ენას, გაუქმებამდე მისულს! _ დავტირი გონებას დარჩენილს აზრის გარეშე! _ დავტირი სინდისს, დარჩენილს ქეჯნის გარეშე! _ დავტირი გულს, სიკვდილივით ცივს, გრძნობადაკარგულს! _ დავტირი სულს, სადაც აღარ არის ალაგი ღვთისათვის! _ დავტირი პირუტყვად ქცეულ საბრალო ადამიანს, ფოთლის შრიალიც რომ აფრთხობს შიშშეპყრობილს! _ და დავტირი საკუთარ თავს, რამეთუ ხმა ჩემი ყოველ წინასწარმეტყველის მსგავსად რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!” ბოლოთქმის მაგიერ ახალი იერემია ჩაექოლათ ერის გაღვიძებული სინდისისათვის, დიდი შენობის კედელთან ეგდო მისი საზარლად დამახინჯებული და დასახიჩრებული გვამი. ამოდენა ქალაქში კაცი არ აღმოჩნდა მისი მშველელი. მაყურებელი კი რამდენიც გნებავთ _ ბევრზე ბევრი. უფრო მეტიც: არაფერი წამოგცდეთო, ერთმანეთს აფრთხილებდნენ. მიცვალებულს თვალები ღიად დარჩენოდა. მაყურებელთაგან ერთმა მადლიანმა ჩამოუსვა სახეზე ხელი და ჯერ ისევ თბილი თვალები ადვილად დაემორჩილა უცხო კაცის თითებს. ოდნავ დამცინავი ღიმილი კვლავინდებურად იხატებოდა მის გასისხლიანებულ სახეზე. ეს საზარელი კაც_კვლა იმ ერთადერთი მღვიძარე კაცის ნამოქმედარი იყო. აკი დაემუქრა კიდეც. “შენიანები მოგკლავენო შენ”. სწორედ მან გააღვიძა მძინარე მეთოფეები, ახალი იერემიასი და მისი მცირე მიმდევართა ამოჟლეტა უბრძანა. მსტოვრებს მოეტანათ ამბავი: მცხეთას ახალი იერემიას მოწაფენი გამოღვიძებულან და სვეტიცხოვლის ტაძართან იყრიანო თავს. სავლე სასწრაფოდ შემოახტა ულაყს და აბა ბიჭებო, მცხეთისაკენო -_ უბრძანა მეთოფეთა. იგი ჰარში ხმლის ენერგიული ქნევით წინ მიუძღოდა ძმათა სისხლმოწყურებულთ და სიუს ტომის ინდიელივით დასჭყივლებენ ხანი_ხან. ოფლში შეცურებულნი ცხენკაცნი ფლოქვების ხმას თავიანთ გულისცემას აყოლებდნენ, ნაძალადევი ღიმილი და უფრო მეტი სასოწარკვეთა აღბეჭდოდა თითოეულ მათგანს სახეზე. _ და ჩამოწვა ბნელი მზე, კარგა ხანია ჩაიძირა, სიბნელემ მოიცვა სამყარო. მხედრები შედგნენ, ჩიტების ჭიკ_ჭიკიც ახლა გაიგეს, ხეთა ჩურჩულიც და ბალახთა შრიალიც. მცხეთა ახლოს იყო. სვეტიცხოვლის ზარების ხმებმა თითქოს გამოაფხიზლა, არა უფრო შეძრა მხედარნი.... და გაისმა ხმა ზეციდან: “ რაისთვის მდევნი, სავლე მე?” რაისთვის მდევნით, გზააბნეულნო? გიორგი ჭანტურია. 1985 წლის 4 აპრილი. “სუკის” იზოლატორი, საკანი # 21.
  11. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” თავმჯდომარე: ბაჩუკი ქარდავა პოლიტ. მდივანი: გიორგი გოგნიაშვილი პარტია დაარსდა 1981 წელს, რეგისტრაცია გაიარა 1992 წელს, ხელახალი რეგისტრაცია კი 2009წ. პარტიის დევიზია: სიმართლე ყველგან და ყოველთვის. პარტიის იდეოლოგიური მიმდინარეობა: მემარჯვენე-ცენტრისტული. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხში პარტიის საპროგრამო პრიორიტეტი: სამხარეო. სახელმწიფო მოწყობის საკითხი-კონსტიტუციური მონარქია. პარტიის ზოგადი საპროგრამო პრიორიტეტები: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ეკლესიის განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლური ღირებულებების ერთგულება; პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა: ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა ყრილობა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ მოიწვევა. აღმასრულებელი ორგანოა კომიტეტი, რომელიც 21 წევრისგანაა დაკომპლექტებული და ასევე 2 წლით ირჩევა. პარტიას გააჩნია 7 წევრიანი პრეზიდიუმი. კომიტეტის წევრები არიან: ბაჩუკი ქარდავა, გიორგი გოგნიაშვილი, გურამ ჩახვაძე, თენგიზ შარმანაშვილი, პაატა საყვარელიძე, კახა ჯიქია. პარტიის ლიდერს ირჩევს ყრილობა. პარტიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 1500 კაცს, აქედან 700 აქტიურია. პარტიას 1993 წლიდან გააჩნია ახალგაზრდული მოძრაობა-“ახალგაზრდა ეროვნულ დემოკრატები”, რომლის ლიდერია გიორგი გოგოლაძე. პარტია 2009 წლიდან გაერთიანებულია ახალგაზრდულ ორგანიზაცია NDC-ში. მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 21 ტელ: 931244 ფაქსი: 931244 ვებსაითი: www.edp.ge საკონტაქტო პირი პაატა საყვარელიძე ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) -- მემარჯვენე მიმართულების, ერთ-ერთი ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე 1988-1999 წლებში. ედპ თავს მოიაზრებს, როგორც კალისტრატე სალიას მიერ 1918 წელს დაარსებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მემკვიდრეს. ისტორია [რედაქტირება] პარტია დაარსდა 1988 წელს გიორგი ჭანტურიას მიერ. 1990 წელს იყო "ეროვნული კონგრესის" თანადამფუძნებელი და გამოდიოდა ბლოკ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" წინააღმდეგ. ამის გამო ბოიკოტი გამოუცხადა უმაღლესი საბჭოს არჩევნებს 1990 წლის შემოდგომაზე. 1990-1991 წლებში იყო ზვიად გამსახურდიას, ხოლო შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ოპოზიცია. პოპულარობის პიკი ჰქონდა 1993-1995 წლებში. 1994 წელს გიორგი ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ პარტიის ლიდერი გახდა მისი ქვრივი ირინა სარიშვილი. პარტიამ წარმატებას მიაღწია 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გადალახა რა 5%-იანი საარჩევნო ზღვარი. ჭანტურიას მკველობის შემდეგ გაჩენილი უთანხმოებები პარტიის თავმჯდომარეობის თაობაზე მალე გაღრმავდა და არჩევნების შემდეგ ის ორად დაიშალა. ჯგუფმა მამუკა გიორგაძის მეთაურობით შექმნა ახალი პარტია "სახალხო მოძრაობა". ამის შემდეგ ედპ ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 7%-მდე. [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1999) |1999 წლის არჩევნებში]] ის მონაწილეობდა რესპუბლიკელებთან და მრეწველთა პარტიასთან პოლიტიკური ალიანსში „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო და ვერ გადალახა 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში დამარცხებას მოყვა ალიანსის დაშლა 2001 წლის ივლისში. 2003 წლის არჩევნებში ედპ გაწევრიანდა ალიანსში "ახალი საქართველოსთვის" მმართველ მოქალაქეთა კავშირთან ერთად. ალიანსმა, ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21,% მიიღო. არჩევნების ასეთმა შედეგმა საყოველთა მღელვარება გამოიწვია, რაც ვარდების რევოლუციით დასრულდა. ამის შემდეგ ირინა სარიშვილმა პარტია დატოვა და თავმჯდომარე გახდა ბაჩუკი ქარდავა. ედპ მონაწილეობდა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ტრადიციონალისტთა პარტიასთან ერთად, მაგრამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. 2008 წლის ნოემბერში პარტიამ მოიგო შუალედური არჩევნები დიდუბის საარჩევნო ოლქში და მაჟორიტარ დეპუტატად გაიყვანა გურამ ჩახვაძე. პოლიტიკური პლატფორმა [რედაქტირება] პარტიის პროგრამის მიხედვით, ედპ-ს მიზანია, საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, დემოკრატიის დამკვიდრება, ადამიანის უფლებების დაცვა და საქართველოს ეკონომიკური აღორძინება, საბაზრო პრინციპებზე აგებული და საკუთრების სხვადასხვა ფორმებზე დამყარებული ეკონომიკური მექანიზმის შექმნას, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის მშენებლობას. ედპ აღიარებს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას და აუცილებლად მიიჩნევს ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობებისა და კერძო ინიციატივის სამართლებრივი გარანტიების დაფუძნებას. ედპ იზიარებს ქრისტიანული დემოკრატიის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრინციპებს. ედპ-ს პროგრამის მიხედვით, პარტია ერთგულია მართლმადიდებლური ღირებულებებისა და დედაეკლესიისა. პარტიას მიაჩნია, რომ ერის სულიერი ცხოვრება ეკლესიამ უნდა წარმართოს. მე პირადად სიმბოლურად და კარგ ნიშნად მიმაჩნია ის რომ ედპ აქტიურად ბრუნდება ქართულ პოლიტიკაში, რადგან ედპ ქართულ პოლიტიკაში ჩნდებოდა მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისთვის და ედპ - ს ორივე გაელვება ქართულ პოლიტიკაში ( მეოცე საუკუნის დასაწყისსა და მეოცე საუკუნის ოთხმოციან - ოთხმოცდაათიან წლებში ) დასრულდა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებით და ამ ორივე ეპოქაში ეროვნულ დემოკრატიული პარტია იდგა თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში. იმედია ედპ - ს დღევანდელი გააქტიურება საქართველოს სრული დეოკუპაციითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დასრულდება.
  12. ვბრუნდებით ოკუპანტების და მოღალატე რუსეთუმეების რისხვად !
  13. საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის - საქართველოს დეპოკუპაციის ფრონტის ( საეგმ - სდფ ) 2010 წლის 18 სექტემბრის მიმართვა საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის - საქართველოს დეპოკუპაციის ფრონტი ( საეგმ - სდფ ) მიმართავს სრულიად საქართველოს, მთელ ქართველ ერს, უკლებლივ ყველა ქართველსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს 2011 წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდეს საყოველთაო ეროვნული, გრანდიოზული ანტისაოკუპაციო გამოსვლა, საქართველოს სრული დეპოკუპაციის მოთხოვნით !საქართველოს დედაქალაქში, საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში, ყველა დასახლებულ პუნქტში, უნდა მოეწყოს მშვიდობიანი, არაშეიარაღებული, ანტისაოკუპაცი გამოსვლები ! საყოვეთაო გრანდიოზულმა ანტისაოკუპაციო გამოსვლებმა 2011 წლის 25 თებერვალს უნდა მიიღოს მსოფლიო, პლანეტარული მასშტაბები. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა ქალაქში, როგორც ევროპის, ასევე ამერიკის კონტინენტზე, სადაც კი ცხოვრობენ ქართველები და საქართველოს მოქალაქენი უნდა მოეწყოს მშვიდობიანი გამოსვლები საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით !მოვუწოდებთ ყველას, როგორც კერძო პირებს, ასევე პოლიიკურ გაერთიანებებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავო დაწესებულებებს, ტელევიზიებს, რადიო მაუწყებლობებს, ხელისუფლებას, ოპოზიციას, ერთი სიტყვით უკლებლივ ველას ყოველდღიური, ენერგიული და აქტური პროპაგანა გაწიონ 2011 წლის 25 თებერვლის საყოველთაო პლანეტარულ ანტისაოკუპაციო აქციას, რომელიც თავისი გრანდიოზულობითა და მასშტაბებით უნდა იყოს უაღმატებულესად უპრეცედენტო ქართველი ერის ისტორიაში ! საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის სახელით : ირაკლი წერეთელი იხილეთ ირაკლი წერეთლის მიმართვა ქართველი ერისადმი : დეოკუპაციის ფრონტის გვერდი ფეისბუქზე : http://www.facebook.com/saegm?ref=sgm
  14. დირეიე სად ხედავ ლაქუცს გაფიცებ ? ვაჟა ადამია და მერაბ კოსტავას საზოგადოების ბიჭები წმინდა ილია მარტლის საზოგადოების ბიჭებთან ერთად მარტო ინარჩუნებდნენ სამაჩაბლოს სოფლებს და მათ დროს ერთი სოფელიც არ დაკარგულა. სამაჩაბლოელი მეომრებისგან არის დაკომპლექტებული მერაბ კოსტავას საზოგადოების ძირითადი ბირთვი. რა გაგიკეტებია მათზე მეტი სამშობლოსთვის გაფიცებ თუ მამაკაცი ხარ, ეშმაკი ვერ გაიგებს თქვენს სქესს ისეთ ნიკებს ირჩევთ
  15. მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვაჟა ადამია: http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...7-16092010.html "ქართველები ვართ ფარისევლები და რაც გვჭირს, ჩვენი ფარისევლობის გამო გვჭირს - დღესაც ვფარისევლობთ. შეუძლებელია უცხო ქვეყნის აგენტი იყოს დიდი მამულიშვილი. ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ რუსეთის დაზვერვის ერთ-ერთი დასაყრდენი ყველაზე დიდი მამულიშვილად დაგვიხატეს - მეც ფარისეველი ვარ და ამიტომ ვერ გაგიმჟღავნებთ. დღევანდელი ხელისუფლებისა და სააკაშვილის მოყვანაში იმ გავლენის აგენტს, რომელზეც მოგახსენებდით, ლომის წილი მიუძღვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა ადამია. "ციხის შემდეგ აზრი აბსოლუტურად არაფერზე შემცვლია. მე ამ ცხოვრებას არ მოვწყვეტილვარ. ჩემი ადვოკატის მეშვეობით ვმონაწილეობდი პარტიის ცხოვრებაში და შესაბამისად, ქვეყნის ცხოვრებაში. სააკაშვილი აუცილებელი იყო, თუმცა რასაც ვხედავ, გაკეთებულია ძალიან ნაჩქარევად - ჩვენს ხელისუფლებას გამოცდილება არ აქვს. იქნება სააკაშვილი და გამოცდილებასაც უფრო მეტსა და მეტს მიიღებს. ნერვული სისტემის მიხედვით სააკაშვილი არის ე.წ. "ქოლერიკული ტიპი" - ძლიერი, მოძრავი, გაუწონასწორებელი. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ სააკაშვილი არის ძლიერი, მოძრავი გაუწონასწორებელი. ის იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს ეპოტინება, მოძრავია. სააკაშვილმა თვითონ არ იცის, რას მოიმოქმედებს - ჩვენ როგორ შეიძლება ვიცოდეთ. მაგრამ თუ შეცდომა დაუშვა, შემდეგ ასეთი ტიპი ნანობს, ცდილობს გამოასწოროს და ასწორებს კიდეც იმიტომ, რომ `ქოლერიკული ტიპი" ძლიერია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა ადამია. "რაც შეეხება ომში ჩართვას, ვრცელი თემაა, მაგრამ გეტყვით, რომ ესეც საჭირო იყო. ეს იყო რუსეთის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რუსეთი მთელ საქართველოში უნდა შემოსულიყო, არ უნდა გაჩერებულიყო. რაღაც-რაღაცები რაღაცად უნდა დაგვიჯდეს - აბა, ისე არაფერი კეთდება... გაკეთდა - რუსეთის სახე გამოჩნდა და კიდევ ბევრი რამ გამოჩნდა. რასაკვირველია, რუსეთი მთელი მისი არსებობის განმავლობაში ჩანდა, რაც იყო, მაგრამ დღეს საჭირო იყო ეს ევროპას დაენახა. ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ინსტიტუტებს ყველაფერი უნდა დაენახათ, მიმხვდარიყვნენ, რომ რუსეთი აგრესიაზე წამსვლელია", - აცხადებს ვაჟა ადამია და შეკითხვას - "ევროპას რუსეთის სახე დავანახვეთ, მაგრამ ჩვენ რა მივიღეთ? ევროპა ისევ შეეგუა აგრესიულ პოლიტიკას" - პასუხობს: "ჩვენ მივიღეთ საწყისი, საქართველოს ფედერალური მოწყობისთვის. ვიღაც ფიქრობს, რომ ფედერალური მოწყობა საქართველოსთვის გამოსავალია. მერაბ კოსტავას საზოგადოებაში უნიტარისტები ვართ. მაგრამ მე, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველო ფედერალიზმისკენ მიდის, ეს პროცესი შეუქცევადი ხდება. შემოგვთავაზებენ კონფედერაციას, მაგრამ ჩვენ ფედერაციულ მოწყობაზე დავთანხმდებით. არა მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალი, ოსეთი-ალანია შემოვა ჩვენს შემადგენლობაში. ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ყაბარდოც შემოვა - როცა რუსეთი დაიშლება ძალიან მალე! დიახ, მალე - ისტორიისთვის რამდენიმე წელიწადი არაფერია. ახლა 2010 წელია. რუსეთის დაშლის პროცესი ფაქტობრივად დაწყებულია. ამას ზოგი ხედავს, ზოგი ვერ ხედავს".
  16. საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის - საქართველოს დეპოკუპაციის ფრონტის ( საეგმ - სდფ ) 2010 წლის 18 სექტემბრის მიმართვა საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის - საქართველოს დეპოკუპაციის ფრონტი ( საეგმ - სდფ ) მიმართავს სრულიად საქართველოს, მთელ ქართველ ერს, უკლებლივ ყველა ქართველსა და საქართველოს ყველა მოქალაქეს 2011 წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდეს საყოველთაო ეროვნული, გრანდიოზული ანტისაოკუპაციო გამოსვლა, საქართველოს სრული დეპოკუპაციის მოთხოვნით ! საქართველოს დედაქალაქში, საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში, ყველა დასახლებულ პუნქტში, უნდა მოეწყოს მშვიდობიანი, არაშეიარაღებული, ანტისაოკუპაცი გამოსვლები ! საყოვეთაო გრანდიოზულმა ანტისაოკუპაციო გამოსვლებმა 2011 წლის 25 თებერვალს უნდა მიიღოს მსოფლიო, პლანეტარული მასშტაბები. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა ქალაქში, როგორც ევროპის, ასევე ამერიკის კონტინენტზე, სადაც კი ცხოვრობენ ქართველები და საქართველოს მოქალაქენი უნდა მოეწყოს მშვიდობიანი გამოსვლები საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით ! მოვუწოდებთ ყველას, როგორც კერძო პირებს, ასევე პოლიიკურ გაერთიანებებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავო დაწესებულებებს, ტელევიზიებს, რადიო მაუწყებლობებს, ხელისუფლებას, ოპოზიციას, ერთი სიტყვით უკლებლივ ველას ყოველდღიური, ენერგიული და აქტური პროპაგანა გაწიონ 2011 წლის 25 თებერვლის საყოველთაო პლანეტარულ ანტისაოკუპაციო აქციას, რომელიც თავისი გრანდიოზულობითა და მასშტაბებით უნდა იყოს უაღმატებულესად უპრეცედენტო ქართველი ერის ისტორიაში ! საქართველოს დეოკუპაციის ფრონტის სახელით : ირაკლი წერეთელი, იოსებ ასიტაშვილი, ვახტანგ გიორგობიანი, ლადო რევაზიშვლი, გელა კაპანაძე, ალეკო ნადირაშვილი, ზაზა მღებრიშვილი, და სხვა. P.S. ყველა ქართველი ვინც არ შემოუერთდება ამ ანტისაოკუპაციო, განმანთავისუფლებელი ხსიათის ინიციატივას, ვინც ფიზიკურ მონაწილეობას არ მიღებს 2011 წლის 25 თებერვლის პლანეტარულ აქციაში თავს დააყენებს საქართველოს ეროვნული ინტერესეის გარეთ, ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საზიანოდ ! გამოგვეხმაურე და თქენი მხრიდან შეძლებისდაგვარად დაიწყეთ აქტიური, მიზანმიმართული პროპაგანა აღნიშნული მიმართულებით.
  17. გასაგებია რომ ეს ასე ადვილი გადასაწყვეტი არაა, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ერის გაერთიანება ეროვნულ პოლიტიკური ძალების ირგვლივ იხილეთ ეს სტატია ვასილ რუხაძე საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო სტრატეგიის საკუთარ ხედვას სთავაზობს ბეჭდვა ელფოსტა 13:15 - 02.10.2009 კენტის უნივერსიტეტის (Kent State University, USA) პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტს ვასილ რუხაძეს საქართველოს სამხედრო სტრატეგიის საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც მან ექსკლუზიურად "პირველს" მიაწოდა. გთავაზობთ რუხაძის მიერ მომზადებული დოკუმენტის სრულ ვერსიას. "მორღვეული კავკასიის ქედი - როგორ დავიცვათ თავი ქართველებმა? საუკუნეების განმავლობაში არსებობისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართული ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო ერთ დიდ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ უპირატესობას ფლობდა, რომელმაც მრავალწილად ჩვენი, ქართველების, როგორც ეთნოსის, ფიზიკური გადარჩენა განაპირობა. ეს უპირატესობა კავკასიის ჩრდილოეთის ქედი და მთიანეთი გახლდათ, რომელიც ქართულ არმიებს და მოსახლეობას ზურგს უმაგრებდა და სამხრეთიდან შემოსეული მტრების პირობებში საშუალებას აძლევდა, ჩრდილოეთისაკენ უკან დაეხია, გადაჯგუფებულიყო, ძალა მოეკრიბა და სამხრეთისაკენ ახალი ბრძოლები გაეჩაღებინა მტრის მიერ დაპყრობილი საქართველოს სამხრეთული მხარეების გასანთავისუფლებლად და მტრის გასანადგურებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, კავკასიის მთები ის ურყევი კედელი გახლდათ, რომელსაც ზურგმიბჯენილი საქართველო სამხრეთელ დამპყრობლებს გულდაჯერებული ებრძოდა. თუკი მე-8 საუკუნეში ჩრდილოეთიდან ხაზართა ხანმოკლე შემოსევას და მე-18 საუკუნის "ლეკიანობას" არ ჩავთვლით, საქართველოს ყველა მომხვდური ძალა (რომაელები, ბიზანტიელები, ირანელები, არაბები, სელჩუკები, მონღოლები, ოსმალოები და სპარსელები) სამხრეთიდან უტევდა, რაც ჩვენს ქვეყანას კავკასიის მთებისაგან ბოძებულ ბუნებრივ, გეოგრაფიულ და სტრატეგიულ უპირატესობას უნარჩუნებდა. კავკასიაში რუსეთის იმპერიის გამოჩენამ საქართველოს ეს დიდი უპირატესობა მოუსპო. რუსეთი პირველი დამპყრობელი გახლდათ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სწორედ ჩრდილოეთიდან უტევდა. რუსეთის მიერ კავკასიის ქედის გადმოლახვა საქართველოს დაცემას ნიშნავდა. ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთმა კავკასიის ქედი 1801 წელს უმტკივნეულოდ გადმოლახა და ზურგმოშლილი საქართველოც საკმაოდ სწრაფად, თანმიმდევრულად და, შეიძლება, ითქვას, უმტკივნეულოდ დაიპყრო. ყველა წინა დამპყრობლისაგან განსხვავებით, რუსეთის სამხედრო კომუნიკაციების ხაზები და ძლიერების ცენტრები არა სამხრეთიდან, არამედ სწორედ ჩრდილოეთიდან, კავკასიის ქედის გავლით შემოდიოდა საქართველოში. როგორც იტყვიან, რუსეთმა კავკასიის ქედი კარგად აითვისა. საქართველომ ისტორიული, სამხედრო-გეოგრაფიული უპირატესობა დაკარგა. ეს გახლდათ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ბარისამარადდარჩენილი საქართველო რუსეთის იმპერიის საუკუნოვანი ბატონობის წინააღმდეგ მიმართულ ყველა შეირაღებულ აჯანყებაში სასტიკად დამარცხდა. რუსეთი კარგად ითვალისწინებდა და ითვალისწინებს, თუ რა დიდ სტარეტეგიულ უპირატესობას ფლობდა საქართველო კავკასიის ქედის სახით, ამიტომაც "ცარისტული", საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა რუსეთი მუდამ თავდადებით ცდილობდა ამ ბუნებრივი ზღვარის მოშლას. მე-19 საუკუნეში ხევსურეთის დაპყრობა, ხევსურთა ფიზიკური განადგურება, მე-20 საუკუნეში ხევსურების დარჩენილი ნაწილის საქართველოს მთიანეთიდან ბარში გადასახლება, აფხაზეთიდან გამუსლიმანებული ქართველების თურქეთში განდევნა ("მუჰაჯირობა"), საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების შექმნა და იქ ექსტრემისტული სეპარატიზმის გაღვივება იმ რუსული პოლიტიკის ნაწილი გახლავთ, რომელიც ცდილობდა, მოესპო საქართველოს, როგორც მთიანი ქვეყნის სტატუსი და მისი უაღრესად მნიშვნელოვანი ჩრდილოეთის მთიანი მხარეები ჩვენი ქვეყნისათვის მოეწყვიტა. სამაჩაბლოს 1990-1992 წლების და აფხაზეთის 1992-1993 წლების ომებმა ეს პროცესი დააჩქარა. რუსეთმა საქართველო აიძულა, ცხინვალში და აფხაზეთში ექსტრემისტულ-სეპარატისტული მოსკოვის მარიონეტული რეჟიმები მიეღო. ამასთანავე რუსეთმა საქართველოს თავს მოახვია "სამშვიდობო" ფორმატი, რომელიც რეგიონში რუსეთის გარდა, ყველა საერთაშორისო ძალის მონაწილეობას გამორიცხავდა. სეპარატისტულ რეგიონებში ჩაყენებული რუსული ე.წ. სამშვიდობო ჯარები კი პრომოსკოვურ კრიმინალურ რეჟიმებს უმაგრებდნენ ზურგს. საქართველომ, კოდორის ხეობის გამოკლებით, მთელს აფხაზეთზე, ასევე ჯავის რაიონზე და ქალაქ ცხინვალზე შიდა ქართლის რეგიონში იურისდიქცია დაჰკარგა. თუმცა ეს არ გახლდათ ის, რაც რუსეთს მთლიანად აკმაყოფილებდა. მოსკოვს სჭირდებოდა კავკასიის ქედზე კონტროლის გაფართოება და მის სამხრეთით მასშტაბური სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმების შექმნა, რაც ქართული სახელმწიფოს სტრატეგიულ უსაფრთხოებას და მის ჩრდილოურ მიმართულებას ერთიანად მოაშიშვლებდა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგები რუსეთისათვის დიდი წარმატება გახლდათ. რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებით დაასრულა ის პროცესი, რასაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებით მთლიანად ვერ მიაღწია. რუსეთმა დამოუკიდებელ საქართველოს კავკასიის ქედის ჯავშანი მოუშალა. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენმა მტერმა წარმატებით დაასრულა კავკასიის ქედის სამხრეთით, ჩვენს მიწაზე, ორი ვრცელი სამხედრო-პოლიტიკური დასაყრდენის შექმნა ექსტრემისტულ-სეპარატისტული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით, რომელიც, ერთად აღებული, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის მეხუთედს შეადგენს. დავკარგეთ ის ბუნებრივი ჯავშანი, რომელიც ასე ერთგულად გვემსახურებოდა საუკუნეების განმავლობაში. საქართველოსთვის სამხედრო-პოლიტიკური რეალობა მთლიანად შეიცვალა. როგორც იტყვიან, რუსეთმა საქართველოს ზურგიდან დაარტყა. რა ვქნათ ჩვენ, ქართველებმა, ამ ახალი რეალობის პირობებში? საუკუნეების განმავლობაში ხომ საქართველოს თავდაცვის სტრატეგია კავკასიის ქედის და მთიანეთის ირგვლივ იგებოდა — სამხრეთიდან შემოსეულ მტერს შებმულნი უკან, ჩრდილოეთში, მთებისკენ ვიხევდით და ნელ-ნელა, ბრძოლით მტერს სასიცოცხლო ძალებს ვაცლიდით მანამ, სანამ დაძაბუნებული და სისხლისგან დაცლილი მომხდური საქართველოს დატოვებას არ გადაწყვეტდა. ახლა კი, კავკასიის ქედის სამხრეთში, საქართველოს მთიანეთში, ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთში მტერია მყარად დაბანაკებული, ათეულ-ათასობით ჯარისკაცით, ტანკებით, არტილერიით და ავიაციით, რომელსაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეს, დედაქალაქის ჩათვლით, შეუძლია, ნახევარი საათის მონაკვეთში მძიმე სამხედრო დარტყმები მიაყენოს. ჩვენი ზურგი კი არა ჩრდილოეთი და კავკასიის ქედი, არამედ სამხრეთის ზეგნები და სომხეთის საზღვრებია. აფხაზეთის და შიდა ქართლის დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არა აქვს. Aამ ძირძველი ქართული კუთხეების გარეშე საქართველო ვერასოდეს აღიდგენს საკუთარ ბუნებრივ, სტრატეგიულ უსაფრთხოებას. საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი კავკასიის ქედზე გადის და არა ენგურზე და ცხინვალ-ახალგორზე. აფხაზეთის და შიდა ქართლის გარეშე ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი მუდამ მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე იდგება. რუსეთმა მშვენივრად უწყოდა და უწყის და ჩვენც მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ კავკასიის ქედის ბუნებრივი ზღუდის გარეშე საქართველო მხოლოდ უხერხემლო ლომია, რომელსაც საკუთარ ბუნაგში ყველა ტურა ადვილად გაგლეჯს. ჩვენი და ქართველთა მომავალი თაობების უპირველესი მორალური და პოლიტიკური ამოცანა აფხაზეთის და შიდა ქართლის დაბრუნებაა, მაგრამ ამ დიდი მიზნის მიღწევამდე საქართველოს სჭირდება თავდაცვის გეგმა და სტრატეგია. ცხადზე უცხადესია, რომ რუსეთის გეგმები ცხინვალზე და აფხაზეთზე გაცილებით შორს მიდის. ცხინვალი და აფხაზეთი, დანარჩენი საქართველოს ჩათვლით, მხოლოდ ნაწილი გახლავთ იმ დიდი რუსული სტრატეგიისა, რომელსაც კავკასიის ახლიდან დაპყრობა-ასიმილაცია და სამხრეთისაკენ ხმელთაშუა ზღვაზე და სპარსეთის ყურეში გაჭრა აქვს დასახული მიზნად. შევცდებით, თუ ვიფიქრებთ, რომ რუსეთს საქართველოს მხოლოდ დაპყრობა აკმაყოფილებს. გავადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას: აფხაზეთის ოკუპაცია და ქართველთა სრული ეთნიკური წმენდა, შიდა ქართლის ოკუპაცია და იქაც ქართველთა სრული ეთნიკური წმენდა, 1991-2003 წლებში აჭარაში თითქმის დამოუკიდებელი, რუსეთის მფარველობაში მყოფი, ფეოდალის უშფოთველი თორმეტწლიანი მმართველობა, 1992-1993 წლების სამოქალაქო ომის დროს რუსეთის მიერ საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფის მცდელობა. კიდევ უამრავი მსგავსი ფაქტი არსებობს საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიიდან, რომელსაც არათუ ეს პატარა სტატია, არამედ მრავალი წიგნი ვერ დაიტევს. ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთს საქართველოს არა მხოლოდ დაპყრობა, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქვეყნის დაშლა-დანაწევრება და პოლიტიკური რუკიდან წაშლა სურს? ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი ქართველი ერის, როგორც ეთნოსის თანმიმდევრულ აღმოფხვრას ახდენს? რუსეთმა კარგად იცის, რომ ქართული სახელმწიფოს არსებობა და წარმატება მოსკოვის გავლენის ან პირდაპირი მმართველობის ქვეშ მყოფი, კავკასიის თავისუფლებისმოყვარე და განვითარებისათვის მებრძოლი ერებისათვის მუდამ მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყარო იქნება. ეს კი მოსკოვის გავლენასა და ბატონობას არა მარტო სამხრეთ, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაშიც მუდამ მომაკვდინებელ საფრთხეს შეუქმნის. აქედან გამომდინარე, რუსეთის დღის წესრიგში დგას საკითხი, ადრე თუ გვიან, დაშალოს ქართული სახელმწიფო და მოახდინოს მისი ლიკვიდაცია, რითაც კავკასიაში მოსპობს წარმატებული სახელწიფოებრიობის პრეცედენტს, მოსკოვის წინააღმდეგ მებრძოლ ერებს, ისევე, როგორც მის მორჩილ ეთნიკურ ჯგუფებს, ჩააგონებს რუსეთის "უძლეველობას" და თავისუფლებისათვის ბრძოლის "უშედეგობას" და ამ რეგიონში თანმიმდევრულად აღმოფხვრის ანტირუსული წინააღმდეგობის კერებს. მრავალი მიამიტი ქართველისაგან განსხვავებით, უამრავი დასავლელი პოლიტოლოგი, სოციალური მეცნიერი, ისტორიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე და უბრალო მოქალაქე მიხვდა, რომ რუსეთს ომი საქართველოში და კავკასიაში მხოლოდ გავლენის აღსადგენად არ სჭირდებოდა. 2008 აგვისტოს ომამდე ყველაზე ზომიერნიც კი ახლა, ომის შემდეგ, აღიარებენ, რომ რუსეთი ემუქრება თვით ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ფიზიკურ არსებობას, რათა რუსი ხალხისათვის და კავკასიაში მისი მორჩილი რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისათვის საცხოვრებელი გეოგრაფიული სივრცე მოათავისუფლოს და კავკასიის პრობლემა საბოლოოდ და წარმატებით გადაჭრას. ხომ არ მოვიდა დრო, რომ ჩვენ, ქართველებმაც სრულად აღვიქვათ საფრთხე და შესაბამისი სტრატეგია დავსახოთ მაშინ, როცა მტერმა ჩვენი ბუნებრივი ჩრდილოური საფარი შემოგვაცალა. და მაინც, რა უნდა გავაკეთოთ ქართველებმა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი, როგორც ერის არსებობის გადასარჩენად? ეს სტატია სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა და ქართულ მთავრობას და მთელ ქართველ საზოგადოებას შესაბამის მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო რეკომენდაციებს და რჩევებს სთავაზობს. პირველი, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდლობამ საქართველოს ძირითადი სამხედრო ინფრასტრუქტურა თანდათანობით საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, თურქეთთან ახლოს, კერძოდ, აჭარაში, გურიაში და სამცხე-ჯავახეთის დასავლეთ ნაწილში გადაიტანოს. ეს საშუალებას მისცემს ქართულ ჯარს, განმეორებითი, ძლიერი რუსული შეტევის შემთხვევაში ჩრდილოეთიდან თურქეთისკენ დაიხიოს, ზურგიდან საფრთხის გარეშე ამ მიმართულებით გამაგრდეს და მომარაგების ხაზი სრულად შეინარჩუნოს. მეორე, ქართულმა მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოური საზღვრის გაძლიერების მიზნით განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს საქართველოს ჩრდილოეთის, არაოკუპირებული მთიანი რეგიონების, კერძოდ, თუშ-ფშავ-ხევსურეთის, რაჭისა და სვანეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაზე, სახელდობრ: ა) ამ სამივე რეგიონში უნდა დაარსდეს მსუბუქად შეიარაღებული სამთო-მოიერიშე და სამთო-სადესანტო ბატალიონების მცირე სამხედრო ბანაკები, რომლებიც პროფესიონალ ჯარისკაცებთან ერთად ამ რეგიონების ლანდშაფტისა და გეოგრაფიული თავისებურებების კარგად მცოდნე ადგილობრივ მოსახელობასაც გაწვრთნის საბრძოლოდ სამთო პირობებში. ბ) აღნიშნული სამხედრო ბანაკები სურსათით უნდა მომარაგდეს ადგილობრივ რესურსებზე დაყრდნობით, რაც წაახალისებს მეცხოველეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებას ამ რეგიონებში, დაამაგრებს და მოიზიდავს მთიდან ბარად გადასახლებულ ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს შეუწყობს საქართველოს ამ სასაზღვრო კუთხეების გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას და აღორძინებას. მესამე, აუცილებელია, ქართულმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ახალი ალტერნატიული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მაგისტრალის მშენებლობაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. აგვისტოს ომის დროს რუსულმა არმიამ საქართველოს დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტომაგისტრალის ბლოკირებით ძალიან სწრაფად და ადვილად მოსწყვიტა ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ერთმანეთს. რუსეთის მომავალი სამხედრო ინტერვენციის საფრთხის გათვალისწინებით, აბსოლუტურად აუცილებელია, შეიქმნას ახალი ავტომაგისტრალი რუსეთის მიერ ოკუპირებული შიდა ქართლისგან მოშორებით, კერძოდ, სამხრეთში, რომელიც ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის გავლით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს დასავლეთ რეგიონებს დააკავშირებს რუსეთის არმიის სწრაფი შეტევის და თბილისი-გორი-ქუთაისის ავტომაგისტრალის დაკავების შემთხვევაში. მეოთხე, ქართულმა უმაღლესმა მთავარსარდლობამ უნდა გადააფასოს და გაითვალისწინოს, რომ რუსეთთან კონვენციური ომის წარმოება საარმიო ფორმირებებით, ტანკებით, ავიაციითა და არტილერიით ძნელია მტრის დიდი რიცხობრივი უპირატესობის, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის გამო. შესაბამისად, აქცენტი უნდა გაკეთდეს ურბანულ და სამთო-სატყეო პირობებში ხანგრძლივი პარტიზანული ბრძოლის წარმოებაზე, რომელიც რიცხობრივად უპირატეს და კარგად შეირაღებულ მტერს თანდათან დააძაბუნებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა: ა) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეიქმნას პარტიზანული მოძრაობის კარგად დამუშავებული გეგმა და სქემა, რომელიც მტრის შემოჭრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ბ) პარტიზანული ბრძოლებისათვის აუცილებელი დიდი რაოდენობით მსუბუქი იარაღის შეძენა, როგორიცაა ერთი მეომრის მიერ ხელით იოლად გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღდეგო იარაღები, ხელყუმბარები, ტანკსაწინააღდეგო ნაღმები და ა.შ. გ) საქართველოს ურბანულ ცენტრებში და არაოკუპირებულ მთიან რეგიონებში, კერძოდ, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, მთიან აჭარაში, გურიაში, იმერეთში, რაჭა_ლეჩხუმში, სვანეთსა და ზემო სამეგრელოში შეიქმნას საიდუმლო თავშესაფრები, ტყის საფორტიფიკაციო ნაგებობები და იარაღის იატაკქვეშა, საიდუმლო საწყობები, რომელიც მტრის შემოჭრის შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგობის არმიისთვის აბსოლუტურად აუცილებელი იქნება. დ) ქართული საჯარისო ფორმირებები და მოხალისეები დაექვემდებარონ ინტენსიურ წვრთნას საქართველოს ტერიტორიაზე განმეორებით შემოჭრილი მტრის მიერ ოკუპირებული და კონტროლირებადი სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურის, სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების ოპერაციების მომზადებაში. მეხუთე, ქართულმა მთავრობამ აქტიური მუშაობა უნდა გასწიოს ქართული საზოგადოების დარაზმვის და თვრამეტწლიანი სამხედრო დამარცხებების შედეგად საკმაოდ დაცემული საბრძოლო მორალის ამაღლების კუთხით. ამმხრივ პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება თავად ქართველ ხალხს. კერძოდ: ა) მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ, მთელმა ერმა უნდა გაისიგრძეგანოს ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი საქართველოს უქმნის. თითოეულმა ქართველმა უნდა აღიქვას, რომ ავტორიტარული, რევანშისტული, ულტრა-ნაციონალისტური და ფსევდო-ქრისტიანული იდეოლოგიით შეიარაღებული რუსეთი ემუქრება არა მარტო საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ თითოეული ჩვენგანის პიროვნულ და ეროვნულ თავისუფლებას, ჩვენი და ჩვენი ოჯახების ღირსებას და თვით ფიზიკურ არსებობას. რუსეთის საბოლოო გამარჯვება მთელ ქართველ ერში ჩაკლავს თავისუფალ აზრს და მომავალ თაობებს გადააქცევს გადაგვარებულ, დეგრადირებულ, უსამშობლო სუბიექტებად, რომელთა ხედვის და აზროვნების დიაპაზონი პროგრესის და თავისუფლების თანამედროვე და მომავალ ეპოქაში რუსულ სამყაროს ვერ გასცილდება. ასევე უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ საქართველოს დაცვა არის ჩვენი წმიდათა-წმიდა ვალი და პასუხისგებლობა იმ მილიონობით ქართველის წინაშე, რომელთაც ჩვენი ხანგრძლივი და დრამატული ისტორიის მანძილზე საქართველოს თავისუფლებისათვის, იმისათვის, რომ ჩვენ ქართველებად დავბადებულიყავით, უანგაროდ თავი გასწირეს. ასევე უნდა გვახსოვდეს ჩვენი უზარმაზარი ვალი მომავალი თაობების წინაშე, მათი თავისუფლებისა და ბედნიერების წინაშე. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ვიყოთ ის თაობა, რომლის დროსაც საქართველო მთლიანად და საბოლოოდ დაეცა. ბ) ასევე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ გაათვითცნობიეროს, რაოდენ დაუნდობელი და უმოწყალოა ჩვენი მტერი. სოლომონ დოდაშვილიდან მოყოლებული, დღევანდელობამდე, გავიხსენოთ ყველა ქართველი ეროვნული გმირი, რომელთაც “ცარისტული” და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის პერიოდში ბუნებრივი სიკვდილი არ ჰღირსებიათ. გავიხსენოთ ცარიზმის დროს ტომრებში ძალადობრივად დამხრჩვალი პატრიოტი ქართველი სამღვდელოება, გაძარცული და თეთრადგადაღებილი ქართული ტაძრები (რომ აღარაფერი ვთქვათ კომუნისტურ საეკლესიო ტერორზე) და მივხვდებით, რომ რუსეთის და მისი ქართველი სატელიტების პროპაგანდა "ერთმორწმუნე რუსი და ქართველი ხალხების საუკუნოვან ძმობაზე" ვერაგი მტრის თვალთმაქცური პროპაგანდაა. გავიხსენოთ შიდა ქართლსა და აფხაზეთში ნაწამები, დახოცილი და ყელგამოჭრილი ჩვენი და-ძმები, ჩვენი სისხლი და ხორცი ქართველები და ყველა დავინახავთ, რომ მრავალთა მიამიტური წარმოდგენა მეგობრულ, უწყინარ რუსეთზე მხოლოდ მწარე ილუზიაა. დაე, კარგად ვიცნობდეთ ჩვენს მტერს და ნურავინ მოელის მისგან დანდობასა და შეწყალებას. გ) ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს არაბუნებრივად და არარეალურად დიდი იმედების დამყარება საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ და დიპლომატიურ დახმარებასა და მათ დეკლარაციებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა, საერთაშორისო საზოგადოების სიტყვიერი და წერილობითი მოწოდების მიუხედავად, ფეხქვეშ გათელა ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებაFსაქართველოსთან დაკავშირებით. დასავლური, ცივილიზებული სამყარო ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა, მაგრამ ის ფაქტი, რომ თბილისისკენ რუსული შეტევა 2008 წლის აგვისტოში დასავლეთის ჩარევის საფუძველზე შეჩერდა, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ახალ შეტევას საქართველოზე დასავლეთის დიპლომატიურ-პოლიტიკური ზეწოლის შედეგად კვლავ შუა გზაში შეაჩერებს. თუკი რუსეთმა დანარჩენი საქართველოს დაპყრობა განიზრახა და შეტევა დაიწყო, მას ისიც გადაწყვეტილი ექნება, რომ დასავლეთის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩარევას ყურადღება აღარ მიაქციოს. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლეთი და საერთოდ უცხო ქვეყნები იმ ერებს და ქვეყნებს ეხმარებიან, რომლებიც თავიანთ თავისუფლებას და არსებობას საკუთარი ბრძოლით და სისხლით იცავენ, იმ ერებს, რომლებიც მსოფლიოს აჩვენებენ, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა და თავგანწირვა ძალუძთ. ჩვენი თავისუფლება და ღირსება თავად ჩვენ, ქართველებმა, უნდა დავიცვათ და არა უცხო ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა. რეალურ საგარეო დახმარებასაც მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ. ზემოთ აღნიშნულ რეკომენდაციებს სავარაუდოდ, სკეპტიკოსები გამოუჩნდებიან. კერძოდ, რუსეთის უძლეველობის მითით დაზაფრული ზოგიერთი ადამიანი, ალბათ, ამ სტატიის სტრიქონებს ბოლომდე არც ჩაამთავრებს, მაგრამ ფაქტი ერთია: რუსეთმა საქართველოს კავკასიის დამცავი ქედი მოუშალა. სანამ ქართველები ჩვენს ძირძველ მიწას, აფხაზეთს და შიდა ქართლს არ დავიბრუნებთ, ჩვენი სტრატეგიული უსაფრთხოება არ აღდგება. ზემოთაღნიშნული რეკომედნაციები საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის პირობებში, თავდაცვის ახალი სტრატეგიის შეთავაზების მცდელობა გახლავთ. მე მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთის მიერ დანარჩენი საქართველოს ოკუპაციის ხელმეორე მცდელობის შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს თავგანწირული ომის გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენია. თუკი ჩვენი, პიროვნული და ეროვნული თავისუფლება, ღირსება და საქართველოს მომავალი რამედ გვიღირს, განა შეიძლება, სხვაგვარად იყოს?! თავგანწირვა და სიმამაცე ყველა დაბრკოლებას ლახავს. ევროპის ახალ ისტორიაში თავისუფლების მოყვარულმა ერებმა დაამტკიცეს, რომ თავგანწირული ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უაზრობა სულაც არ გახლავთ. და თუ მათ გადაარჩინეს თავიანთი თავისუფლება და მომავალი, ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ?! ზემოთ განხილული, ხუთ პუნქტად ჩამოყალიბებული რეკომენდაციები იმ თავდაცვითი სტრატეგიის ნაწილი გახლავთ, რომელიც ჩვენ, ქართველებმა, ქართულმა მთავრობამ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ დაუყონებლივ უნდა განვახორციელოთ, თუკი ქართველი ხალხი ახალი რუსული შემოტევის შემთხვევაში დანებებისა და კიდევ ორ-საუკუნოვანოვანი მონობის ნაცვლად, თავისუფლებისათვის წმიდათა-წმიდა ბრძოლას გადაწყვეტს. ეს არის ერთადერთი გზა წყვდიადიდან - რუსული დესპოტიზმისა და დეგრადაციიდან თავისუფლებისაკენ, ევროპისა და პროგრესისაკენ. არჩევანი ქართველ ერზეა!" ლევან ჭითანავა საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"
  18. საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დემოკრატიული დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კონფორმიზმი და არაპრინციპული დამოკუდებულება რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის მიმართ, ქართველ პატრიოტულ ეროვნულ ძალებს გვაიძულებს ვიფიქროთ საქართველოში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის დაწყებაზე. ამ უდიდეს იდეას ვერ განახორციელებს ვერც ეს მშიშარა და უპრინციპო, სულიერებისგან და ეროვნული შემართებისგან დაცლილი ხელისუფლება და ვერც ეს დღესდღეობით აქტიური, კრემლის მიერ მართული ოპოზიცია. დემოკრატიული დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმოქმედობიდან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნია საქართველოში პატრიოტული, რუსული ოკუპაციისა და რუსული იმპერიალისტური პოლიტიკისადმი შეურიგებელი ეროვნული ძალების გაერთიანება და მათი ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ სამხედრო ნაციონალისტური ასამბლეის შექმნა ( უკრაინული უნა უნსოს მსგავსად ) რომელიც არ დაემორჩილება ხელისუფლებას და ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის გვერდში დგომის შედეგად მოახერხებს ამ უპრინციპო ხელისუფლების დამხობას, და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელში აღებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცემს გაერთიანებულ შტაბს და საქართველოს შეიარაღებულ ძალების ხელმძღვანელობით აწარმოებს პარტიზანულ ბრძოლებს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საქართველოს და შემდგომ სრულიად კავკასიის მასშტაბით. დროთა განმავლობაში აუცილებელია სამხედრო ნაციონალისტური ასამბლეის დაკავშირება ჩრდილოკავკასიელ პარტიზანებთან და რუსი დამპყრობლების წინაარმდეგ საერთო კავკასიური წინააღმდეგობის ფრონტის შექმნა. ქართული მიწა ყოველი რუსი სალდაფონისთვის საზარელ სამარესთან უნდა ასოცუირდებოდეს. ენგურის, ფსოუსა და ბზიფის ხეობებს, ლიახვის, ფრონესა და ქსნის ხეობებს ნიაღვრებად უნდა ერთვოდეს ქართველთა სისხლში ხელგასვრილი რუსი სალდაფონების სისხლი. ბრძოლით წაღებულს მხოლოდ ბრძოლით დაიბრუნებ და ამას ჩვენს გარდა სხვა არც გააკეთებს და ეგეც რომ არ იყოს მოძმეთა სისხლის აღება ჩვენი მორალური მოვალეოპბაა და არა ვთქვათ ამერიკელებისა და ფრანგების. ჩვენ დახმარებიოსთვის მივბმართავთ ამერიკის შეერთებულ სტატებსა და მთელ ცივილიზებულსა და დემოკრატიულ მსოფლიოს, მაგრამ რუსეთის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას ქართველი ერი უნდა ჩაუდგეს ავანგარდში
  19. ლევან ბერძენიშვილს და მის ძმას, როგორც ძველ დისიდენტსა და პოლიტპატიმარს დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად რომ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ამბავში კატეგორიულად არ ვეთანხმები რესპებს და არ ვარ მათი ამომრჩეველი და არც მათი ალიანსი არ მომწონდა პრორუს ალასანიასთან. ბატონო ძუკუ ერთი შეკითხვა მაქვს რამ გამოიწვია რესპუბლიკურ პარტიაში დავით უსუფაშვილის გალიდერება, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ქარიზმა და არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური წარსული და ლიდერისთვის საჭირო მუხტი ( პიროვნულად არ ვეხები არავის ), როდესაც პარტიაში არიან ისეთი ინტელექტუალები, როგორებიც არიან ძმები ბერძენიშვილები და ვახტანგ ძაბირაძე ? ძალიან ბევრს კარგავენ რესპუბლიკელები ასეთი ლიდერით, არადა აქვთ რესურსი.
  20. ხომ ყველამ ვიცით რომ გია ჭანტურია ჩამოიცილეს იმიტომ რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გახდებოდა უდიდესი პრობლემა ჩეჩნეთის ომში ჩათრეული და დასუსტებული რუსეთისთვის და გაატარებდა რადიკალურ ანტირუსულ და დასავლურ კურსს. იმდროინდელი პროდასავლური ძალების ( მათ შორის რესპუბლიკელების ) უდიდესი შეცდომა ის იყო რომ ისინი გია ჭანტურის და ედეპეს ირგვლივ არ გაერთიანდნენ, რადგან ზვიადის მკვლელობის შემდეგ გია ჭანტურია იყო ერთადერთი ძლიერი პროდასავლური ლიდერი, რომელიც ფლობდა დამანგრეველ რევოლიუციურ და ანარქისტულ ძალას და ქარიზმას, გააჩნდა მძლავრი და მრავალრიცხოვანი პოლიტიკური გუნდი და იმდროინდელ ცოცხლად დარჩენილ პროდასავლურ ლიდერთაგან მხოლოდ მას შეეძლო შევარდნაძის პრორუსული, მოღალატეობრივი რეჟიმის დამხობა და უკიდურესად ანტირუსული და დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება
  21. დღეს გია ჭანტურიას 51 წელი შეუსრულდებოდა. გია იყო მეოცე საუკუნის ერთერთი უდიდესი ადამიანი მერაბთან და ზვიადთან ერთად, დიახ ზვიადთან ერთად, რადგან ზვიადი, მერაბი და გია ერთმა ძალამ იმსხვერპლა და ერთ იდეალებს შეეწირნენ, რა ვუყოთ თუკი ამ იდეალებისთვის ბრძოლაში ზვიადი და გია ჭანტურია ერთმანეთს სამტროდ მოეკიდნენ, ეს ხომ წმინდა ქართული ფენომენია, გავიხსენოთ ერთმანეთს მტრად მოკიდებული უდიდესი პატრიოტები შანშე ქსნის ერისთავი და გივი ამილახვარი, და სხვანი მრავალნი. ის რაც მოხდა ეროვნულ ძალებს შორის იყო ქართველი ერის ტრაგედია და იმედია აღარასდროს განმეორდება. რაც შეეხება მის ყოფილ მეუღლეს, კაგებეშნიკი და შეგზავნილი ცოლი ეტყობა ეროვნული მოძრაობის ლიდერთა წყევლა ყოფილა. დღეს ეროვნულ ძალებს შორის შუღლის დანერგვა აწყობს მხოლოდ კრემლს და მათ ქართველ სატრაპებს. P.S. დღევანდელ გარუსებულ ოპოზიციასა და ცანცარა და უპრინციპო ხელისუფლების ფონზე დღევანდელი ეროვნულ დემოკრატიული პარტია ღირსეულად განაგრძობს გია ჭანტურიას, ილიას, სპირიდონ კედიას, შალვა ამირეჯიბისა და სხვა ეროვნულ მოღვაწეთა და ეროვნულ დემოკრატთა გზას
  22. მგონი საჭირო არცაა ამ ქვეყნისადმი ჩემი დამოკიდებულების დაფიქსირება ამ ფორუმზე. თუმცა ბლოკი, ფეტი და ესენინი უდიდესი პოეტები იყვნენ, პუშკინზე ბევრად დიდი პოეტები და მათი პოეზია მიყვარს, მიუხედავად მათი რუსული წარმოშობისა
  23. სააკაშვილი მაგრად მკიდია, მაგრამმ მე ვემხრობი ამ იდეას + ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების შემოსვლას კონფედერაციაში და ვერანაირად ვერ მიგვიერთებს რუსეთი. მსოფლიო არ დაუშვებს ამას და ჩვენი შეიარაღებული ძალები სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლაში არნახულ დარტყმას და ზარალს მიაყენებებ რუსეთის იმპერიას, ასე რომ იცის რუსეთმა, ამ ეტაპზე შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში წაგებული რჩება მინიმუმ პოლიტიკურად და ისევ აგენტურის მეშვეობით ურჩევნია საქართველოს პრორუსულ ქვეყნად ქცევა. ასე რომ ვემხრობი მაგ იდეას + ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების შემოსვლას კონფედერაციაში
  24. მშვენიერი იდეაა. ამასთანავე უნდა გააქტიურდეს მუშაობა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების კონფედერაციაში შემოსასვლელად.
  25. აი ეს აღარ იყო საჭირო, არ არის საჭირო იმაზე ხაზგასმა რომ აჭარა ავტონომიაა და რა შუაშია თემასთან მაგრამ იმ ვარშალომიძეს საერთოდ რამსები ერევა და დროზე მოაშორონ სანამ ახალ არძინბას მიიღებენ. საერთოდ რაც მალე გააუქმებენ მაგ ავტონომიას უკეთესია. თემას რაც შეეხება, არსებობს საერთოდ საქართველოში რაიმე ინსტიტუტი, რომელიც ამა თუ იმ ახალი ნაგებობისა თუ მონუმენტის ესთეტიკურ ღირებულებას აფასებს ?
×
×
  • შექმენი...