Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე, გურამ გოგბაიძე, გელა ჩორგოლაშვილი და სხვა ეროვნული ძალები
  2. შეიძლება სწორი არ იყოს პირადი საუბრების აქ დაწერა, მაგრამ "ეროვნულ" ფორუმს პრორუსულ და ანტიეროვნულ ძალად აღიქვამენ კოსტაველები. მე არ ვარ არც ამ პარტიის და არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მერაბ კოსტავას საზოგადოება არც ერთ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან არ დაიწყებს კონსულტაციებს რომელთა ლიდერებიც აცხადებენ რომ აგვისტოს ომი დაიწყო სააკაშვილმა და არა რუსეთმა, რომელთა ლიდერებიც კრემლში დარბიან და პრორუსული პოლიტიკის მიმდევრები არიან, რომელთა ლიდერებიც არ ემხრობიან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას და რუსულ ოკუპაციასთან და რუსეთთან უკიდურეს სამართლებრივ დაპირისპირებას და ბოლოს მერაბ კოსტავას საზოგადოება არც ერთ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან არ დაიწყებს კონსულტაციებს რომელთა ლიდერებიც არ თაკილობენ იმ პოლიტიკანებთან კონსულტაციებს რომლებიც აცხადებენ რომ აგვისტოს ომი დაიწყო სააკაშვილმა და არა რუსეთმა, რომელთა ლიდერებიც კრემლში დარბიან და პრორუსული პოლიტიკის მიმდევრები არიან, რომელთა ლიდერებიც არ ემხრობიან საქართველოს სრულ, უპირობო დეოკუპაციამდე რუსეთთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას და რუსულ ოკუპაციასთან და რუსეთთან უკიდურეს სამართლებრივ დაპირისპირებას ( ანუ "ეროვნულ"ფორუმთან )
  3. ვის გულშემატკივრობთ მსოფლიოზე, ვინ გგონიათ რომ გახდება მსოფლიო ჩემპიონი, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი და ასე შემდეგ. ვინ თამაშობს ჯერჯერობით ყველაზე ლამაზ ფეხბურთს, როგორც ნაკრებებიდან, ასევე ინდივიდუალური ფეხბურთელებიდან. ჩემი აზრით : 1. ჩემპიონი - ან არგენტინა ან ესპანეთი ან ურუგვაი ( აგერ ვნახავთ ). 2. საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი. 3. საუკეთესო ბომბარდირი - ან იგუანი ან დევიდ ვილია ან დიეგო ფორლანი. 4. ყველაზე ლამაზ ფეხბურთს ნაკრებებიდან ვინ თამაშობს ძნელია მაგის თქმა, ალბათ არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ესპანეთი ყველა თანაბრად ჯერჯერობით. 5. ფეხბურთელებიდან ჯერჯერობით ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ მესი, ჩილელი სანჩესი და ურუგვაელი ლუის სუარესი
  4. მაშინ ალბათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება და კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა მოითხოვა სააკაშვილისგან. პრორუსულ ორიენტაციაში ალბათ გულისხმობს რომ აგვისტოს ომამდე ესენგედან არ გამოვიდა და ომამდე რუს სამშვიდობოებს არ გაუუქმა სამსვიდობო მანდატი და ომამდე არ გამოაცხადა ოკუპანტად რუსეთი. საერთოდ მერაბ კოსტავას საზოგადოება უახლოეს ხანში წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდება ოპოზიციაში. ამას მალე ყველა დავინახავთ.
  5. შესაძლოა საქართველოში სამხედრო ბაზების დაკანონება მოითხოვა, ან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება და კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნა მოითხოვა სააკაშვილისგან. რაზეც უკვე ნაღდად აღარ წავიდოდა. პრორუსულ ორიენტაციაში ალბათ გულისხმობს რომ აგვისტოს ომამდე ესენგედან არ გამოვიდა და ომამდე რუს სამშვიდობოებს არ გაუუქმა სამსვიდობო მანდატი და ომამდე არ გამოაცხადა ოკუპანტად რუსეთი
  6. ყურადღებით წაიკითხე და მერე იცინე, რუსეთი კი არ უთმობდა მეტსდა მეტს, პირიქით სააკაშვილის ხელისუფლებისგან მოინდომა მეტი და მეტი დათმობა რუსეთმა და მაგიტომ იძულებულები გახდნენ რომ ამერიკული კურსი აეღოთო. რა იყო ამაში სასაცილო ?????
  7. ეგ მიშას ქება არ არის, ოპოზიციის გინებაა და ნუ გარუსდებოდა დედაბუდიანად ეს ოპოზიცია და ნუ დაიწყებდა რუსეთის ინტერესების გატარებას და კოლაბორაციონისტულ და პარაჟენცულ პოლიტიკას და არ დაიწყებდა არც წერეთელი და არც ადამია მათ გინებას. მარტო წერეთელს და ადამიას კი არა მთელ ანტირუსულად და პროამერიკულად განწყობილ და რუსული ოკუპაციის მიმართ რადიკალურად შეურიგებელ საზოგადოებას არჩევანის საშუალება აღარ დაუტოვა ამ ოპოზიციამ და იძულებულები გახდნენ ისევ სააკაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. გულახდილად რომ თქვათ არაა ასე ????????
  8. „რუსეთი თავისი აგენტურის გაძლიერების მეშვეობით შეეცდება ხელისუფლების დამხობას“ ავტორი თამარ ნინიძე „მიიჩნევა, რომ ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების პროდუქტია. ხელისუფლება მათ დასავლეთის გასააქტიურებლად იყენებს. ,,ხედავთ, ძლიერდება ოპოზიციის პრორუსული ფრთა და შესაძლოა, ბიშკეკის ვარიანტი დატრიალდეს, არც უკრაინის ვარიანტია გამორიცხულიო~. ამიტომ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს დასავლეთს“, - განუცხადა „დრონი.ჯი“-ს მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარემ, ციხიდან ახლადგათავისუფლებულმა ვაჟა ადამიამ. „დრონი.ჯი“: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო კურსი რამდენად შეესაბამება „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ პოლიტიკურ კურსს და რა კორექტივები შეიძლება შეიტანოთ თქვენ მასში? ვაჟა ადამია: ხელისუფლების საგარეო კურსი, რაოდენ აბსურდულადაც უნდა ეჩვენოს ვინმეს, დაუახლოვდა „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ საგარეო კურსს. ადრე ხელისუფლებას აშკარად გამოხატული პრორუსული კურსი ჰქონდა. როცა კრემლმა მეტი და მეტი დათმობა მოინდომა, საქართველოს ხელისუფლებას ნაკლები შანსი დარჩა, დასავლეთთან ინტეგრირების გარდა, სხვა არჩევანი რუსეთმა მას არ დაუტოვა! ამდენად, ხელისუფლება დაუახლოვდა „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ საგარეო კურსს, რომელიც ყოველთვის იყო და არის პროდასავლური ორიენტაციის, გამორჩევით კი აქცენტი გადატანილი გვაქვს შეერთებულ შტატებზე. ევროპას არა ერთხელ დაუზარალებია საქართველო, თუნდაც 1918-1921 წლები გავიხსენოთ.Eევროპა რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო, საქართველო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა და რუსეთი ვერ გაბედავდა მის ოკუპირებას და ანექსირებას. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: `ისმინეთ და გაიგონეთ ქართველობავ, მსოფლიოს მომავალი ლიდერი გახდება არა ევროპა ან რუსეთი, არამედ ამერიკა!~. საფუძველი არა გვაქვს, ილიას არ ვერწმუნოთ, მითუმეტეს ფაქტი სახეზეა! - ამ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით რაში შეიძლება გააკრიტიკოთ ხელისუფლება? - დაშვებული შეცდომების ერთი ხელის დაკვრით გამოსწორება შეუძლებელია. სტრატეგიული თუ ნაკლებად სტრატეგიული ობიექტები მიყიდულია რუსეთზე. ამით კი რუსეთს ფართო მანიპულირების საშუალება მიეცა. თუ ადრე რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები ჰქონდა და მისი სპეცსამსახურები იქიდან მოქმედებდნენ, დღეს საწარმო-დაწესებულებებში ბევრად დახვეწილი სადაზვერვო უწყებები მეტი მოხერხებით მოქმედებენ. უფრო მეტად ვზარალდებით, ერთ-ერთი ასეთი იყო „თელასი“, რომელმაც პროვოკაცია მომიწყო 2005 წელს. მაშინ ხმამაღლა განვაცხადეთ ამის თაობაზე. ხელისუფლება იძულებული გახდა „თელასში“ მოკალათებული აგენტების ერთი ნაწილი საქართველოდან გაეძევებია. გასხვისებული ქონების დაბრუნება დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თავისი მოღვაწეობის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა - ჯერ პუტინს უნდა ჩამოვართვა ხელი, შემდეგ ბუშსო. ამასობაში კი დრო დაიკარგა. ბბს-ს მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, დროა მსოფლიომ გაიღვიძოსო. მე მესმის, რომ მას სურდა მეტი ყურადღება ყოფილიყო მიპყრობილი საქართველოსადმი. დაკარგული დრო სურს შემოაბრუნოს დასავლეთის მხრივ საქართველოსადმი მხარდასაჭერად, მაგრამ ახლა ამის გაკეთება მისთვის ძნელია. საგარეო პოლიტიკაში ხელისუფლებას, აშკარაა, რესურსი არ ჰყოფნის. გუშინ მას უსმენდნენ, ღებულობდნენ, დღეს კი ეს რესურსი ამოწურულია, სამოქმედო დიაპაზონი - შემცირებული. ჯანმრთელი ოპოზიციაც არ ჰყავს არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ. დღეს მიიჩნევა, რომ ზ. ნოღაიდელი და ნ. ბურჯანაძე ხელისუფლების პროდუქტია. ხელისუფლება მათ დასავლეთის გასააქტიურებლად იყენებს; „ხედავთ, ძლიერდება ოპოზიციის პრორუსული ფრთა და შესაძლოა, ბიშკეკის ვარიანტი დატრიალდეს, არც უკრაინის ვარიანტია გამორიცხულიო“. ამიტომ მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს დასავლეთს. ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც წარმატებული ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო ნინო ბურჯანაძე ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ერთიც და მეორეც დღეს პუტინს ხვდებიან, ეს ხელისუფლების მიერ დასავლეთისათვის „სასწორის“ გაკეთებას ჰგავს. დღეს ხელისუფლებას ძალიან უჭირს! - იმიტომ ხომ არა, რომ ბუშის პრეზიდენტობის დროს მეტი აქტიურობა და მხარდაჭერა ჰქონდა და ახლა, ობამას პერიოდში, ნაკლები? - ბუშმა პუტინს რომ ჩახედა თვალებში, უძირო შესაძლებლობები დაინახა. ბოლოს გაცივდა ურთიერთობები.Aამერიკელ რესპუბლიკელებს აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვთ, ხოლო დემოკრატებს აქცენტი საშინაო პრობლემებზე გადააქვთ. რესპუბლიკელები დემოკრატებს ვეებერთელა დეფიციტებს ახვედრებდნენ, დემოკრატები აღმოფხვრიან საფინანსო დეფიციტს, ძირითადად ისინი საშინაო პოლიტიკაზე სპეციალიზდებიან. რესპუბლიკელები საგარეო ბაზრებს იპყრობენ და დემოკრატებს საშუალებას აძლევენ, ამ ბაზრებიდან სარგებელი ანახონ ქვეყანას. კლინტონ-ლევინსკის ურთერთობის გამომზეურებით რესპუბლიკელებმა დემოკრატები აიძულეს, ბალკანეთში მოეგვარებინათ საკითხები და დრო მოეგოთ. ამის შემდეგ ვიცოდით, რომ ჩვენი რიგი დადგებოდა. გაზეთ „სარანგში“ ითქვა, მოდელირებული ქრონიკა, რომელმაც მსოფლიოში დიდი ხმაური გამოიწვია და დაგმო ყველამ, ჩვენი აზრით, იყო ხელისუფლების იძულებითი ნაბიჯი, რათა დაეხატა მსოფლიოსათვის, თუ რის ჩადენას აპირებდა რუსეთი საქართველოში. ჩვენ ამან რუსეთის მხრიდან ახალი აგრესია აგვაცილა, მართალია, ფორმა ამ სიუჟეტისა თითქმის ყველამ დაგმო, მაგრამ ხელისუფლებას რუსეთის აგრესიის შეჩერების სხვა გზა არ გააჩნდა! „მოდელირებული ქრონიკის“ დემონსტრირებაზე დასავლეთის რეაქციამ აღკვეთა რუსეთის ახალი აგრესია! გაგიგიათ სადმე, კერძო ტელევიზიის გადაცემას მთელი მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციები ასეთ მკვეთრ შეფასებას აძლევდნენ? რუსეთმა კარგად გაიგო, რომ საქართველოს მიმართ მის აგრესიას დასავლეთის მხრიდან სასტიკი პასუხი გაეცემოდა. რუსეთმა აგვისტოს ომით კბილი მოუსინჯა დასავლეთს. საქართველოს ჰყავს სპეცსამსახურები, რომლებმაც თავისი სადაზვერვო მონაცემების შედეგად გააკეთეს ანალიზი, რომ რუსეთი თავს დაგვესხმებოდა და შესაბამისი კონტრზომები გაატარეს. როდესაც საქართველოში რუსეთის აგენტურა ნიღაბჩამოხსნილი, დაუფარავად მოქმედებს, რა გასაკვირია მოვლენების ამგვარი განვითარება? ამერიკელმა პროფესორმა ლინკოლნ მითჩელმა გაიკვირვა, რუსეთს რაში სჭირდებოდა აგვისტოს აგრესია, როცა ამხელა დასაყრდენი ჰყავს საქართველოში აგენტურის სახითო. რუსეთის მიმართ ობამას სირბილე ძალიან საყურადღებოა. პოლონეთსა და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე რომ უარი თქვა, „დათმობა“ ძალიან უჩვეულოა. ყირგიზეთში განხორციელებულ კონტრრევოლუციას ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა ესაჭიროებოდა რუსეთისაგან, უკვე დაიწყო ეს პროცესი, ასევე უკრაინაშიც, აირზე ფასდაკლების შეთანხმებაც მოხდა, ეს ხომ ჯიბეზე ურტყამს რუსეთს. ამ ზაფხულს, აგვისტოში, რუსეთს 300-მილიარდიანი კრედიტი ესაჭიროება საბიუჯეტო დეფიციტის გამო. 70 დოლარზე ჩამოვიდა ბარელი ნავთობის ფასი, როცა იგი 200 დოლარზე მეტიც იყო, ეს კატასტროფაა რუსეთის ეკონომიკისათვის.Aამ ვითარებაში რუსეთის ძალები იქსაქსება უკრაინაში, ყირგიზეთში, მას ასევე ეპატიჟებიან ავღანეთსა და ირანში. რუსეთი ტექნოლოგიურად ხელს უწყობს ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში. თუმცა, შესაძლოა, რუსეთმა ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარიც კი დაუჭიროს, რადგანაც იცის, რომ ამ სანქციებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ჩინეთი მხარს არ დაუჭერს და შესაბამისად, ისინი ვერ განხორციელდებიან! პოლონეთის მთელი ანტირუსული სახელისუფლებო გუნდი დაიღუპა! პოლონეთში რუსეთი სერიოზულად მუშაობს. რუსეთი იწყებს ისეთ ველიკოდერჟავულ თამაშს, რომელსაც ის ვერ გასწვდება. რუსეთის ხელისუფლება ძალებს ქსაქსავს ქვეყნის გარეთ, მაშინ, როდესაც მას არ გააჩნია საკმარისი უნარი, რათა საშინაო პრობლემები გადაწყვიტოს. რუსეთში უკმაყოფილება მკვეთრად იზრდება, რადგან რუსი არ არის ისეთი მომთმენი, როგორიც აღმოჩნდა ქართველი. აფხაზეთსა და შიდა ქართლის მთიანეთში რუსეთი მილიარდებს ხარჯავს და საქმეს კი თავს ვერ აბამს. რუსეთი გამოედევნა სუპერსახელმწიფოს ამბიციებს და შიდა პრობლემები კი მეტისმეტად უმძიმდება. ობამას სირბილე საგარეო პოლიტიკაში რუსეთის მიმართ მოჩვენებითია. აშშ და ევროპა დსთ-ის შექმნას არ შეეწინააღმდეგა, რომ რაღაც საზღვრებში მოქცეულიყო დაშლილი სსრკ, რათა მას მსოფლიოზე დამანგრევლად არ ემოქმედა. დღეს, რუსეთს, სულ ცოტა, 6-8 სახელმწიფოდ დაშლა ემუქრება. თუ დღეს შეერთებული შტატები კვლავ გადატვირთვის პროგრამით მოქმედებს რუსეთთან, საჭიროა ის, ვინც დააბალანსებს ამ პროცესს. დიდი ბრიტანეთი აშშ-ს უდგას გვერდში. გერმანია რუსეთთან ღრმა ეკონომიკური ინტეგრირების გზას ადგას, მას არც საფრანგეთი უდებს ტოლს. ხდება უზარმაზარი აუთვისებელი ბაზრის ათვისება რუსეთში გერმანიის მიერ, ხდება გერმანიის ეკონომიკის ინტეგრირება რუსეთის ეკონომიკასთან, რითიც მოხდება პროცესების მართვა და დაბალანსება რუსეთის რღვევის ჟამს. - დასავლეთი მოახდენს თუ არა რეაქციას რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალ დაპყრობაზე? - თუ პუტინის საყვარელ აფორიზმებს მოვუხმობთ, რთული საკითხია, თუ როდის „დაჰკრავს მას შარდი თავში“. „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ აზრით, დასავლეთი რუსეთს საქართველოს აღარ დაუთმობს. ამიტომ რუსეთი, ალბათ, შეეცდება თავისი აგენტურის გაძლიერების მეშვეობით ხელისუფლების დამხობას საქართველოში. ხელისუფლების რუსეთთან კონფლიქტი ახალი არ არის. ცხადია, რუსეთმა დაამხო ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებები, რუსეთმა მოიყვანა და მანვე დაამხო. სამჯერ გავიდა კენჭისყრაზე უზენაეს საბჭოში სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნისთვის დსთ-ზე განუზომლად უარესი იყო. ერთ სესიაში კი ორჯერ მეტად ერთი და იმავე საკითხის გამოტანა არ შეიძლება. 24 წევრი ვიყავით ჩვენი პარტიიდან იქ, ორჯერ ჩავაგდეთ, მესამედ რომ გამოიტანეს, ჩემებს ვუთხარი, გავჩერდეთ, ვნახოთ, მესამედ რატომ გამოაქვთ-მეთქი. სამოკავშირეო ხელშეკრულება იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიკვდილი. ზვიადზე აგენტურის ზეწოლა იყო, მაგრამ ჩვენი მოქმედების იმედი ჰქონდა. გურამ პეტრიაშვილმა, მესამედ რომ გაიტანეს ეს საკითხი და ჩვენი პასიურობა დაინახა, წამოხტა, შეშინებულმა დაიძახა, რატომ არაფერს ამბობს „მერაბ კოსტავას საზოგადოებაო“, ჩვენ მას ვუპასუხეთ: „იმას კი არ უნდა კითხულობდე, რატომ არაფერს ვამბობთ, არამედ იმას, მესამედ რატომ გამოდის კენჭისყრაზე ეს საკითხი“. შევარდნაძე კრემლმა გამოუშვა დავალებით, დსთ-ში შეიყვანა ქვეყანა, აფხაზეთი დათმო. კონსტიტუციაში ორმაგი მოქალაქეობა „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ აქტიურობის გამო არ შევიდა. ჩვენ ვასაბუთებდით: რუსი მოქალაქეობას მისცემდა სასაზღვრო რაიონებში მოსახლეობას, შემოვიდოდა მათი დაცვის მიზეზებით და წინ ვერ აღვუდგებით-თქო. როგორც ჩანს, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები მოსურნენი არიან, რომ საქართველო იყოს ფედერალური. ხვალ საქართველო იქნება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან ერთად. ჯერ კიდევ მასხადოვი ითხოვდა ლარის ზონაში შემოსვლას. მაჰმადიანობის ნუ შეგვეშინდება, აჭარაში არიან მაჰმადიანი პატრიოტი ქართველები, 16,5 მილიონი მაჰმადიანი ქართველი გვყავს თურქეთში, გურჯისტანის ვილაიეთში მცხოვრები - 6,5 მილიონი ქართველი, ლაზისტანის ვილაიეთში - 10 მილიონი ქართველი, 600 ათასზე მეტი ფერეიდნელი ქართველი - ირანში.Eეროვნული თვითშეგნება მათ ჩვენზე მაღალი აქვთ! ოსებს ალანიის იქით წასასვლელი არა აქვთ, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, დაღესტანს საქართველოს მეოხებით შეუძლიათ დაკავშირება მსოფლიოსთან. ოსეთ-ალანიას უწინდელმა პრეზიდენტმა, ახსარბეკ გალაზოვმა თქვა, ოსებმა რუსეთის თვალუწვდენელ ტრამალებზე კი არა, კავკასიონის მიუვალ ბილიკებზე უნდა ეძებონ საერთო ენა ქართველებთანო. ამიტომაც მოაცილა რუსეთმა გალაზოვი. ხვალ საქართველოსთან ფედერაციაში შემოსვლას რომ ეს რესპუბლიკები მოინდომებენ, ეს უეჭველია! ჩვენი პარტია უნიტარიზმის მომხრეა, საქართველოს ფედერალურ მოწყობას არ განვიხილავთ! აშშ-ის ელჩთან გვქონდა ამ თემაზე საუბარი. მკაცრი განცხადებებით გამოვედი, მაგრამ, როგორც ვხედავ, ვერსად გავექცევით ჩრდილო კავკასიელ მეზობლებთან გაერთიანებას. - ნოღაიდელი ბიშკეკით იმუქრება. რამდენად რეალურია ეს მუქარები? - სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს მუქარები, რადგან ეკონომიკური, პოლიტიკური და შეიარაღებული მხარდაჭერა გააჩნია. ბურჯანაძემ თქვა: ყველაზე დიდი შედეგი ჩამოვიტანე, პუტინი მზად არის დაილაპარაკოს ყველაფერზე, გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობენო. სარკოზისთან შეთანხმების პირობებს კი არ ასრულებს! მუქარებს და პროვოკაციულ მოქმედებებს რაც შეეხება, გასაგებია ეს, თუ არ მოხვალ ხელისუფლებაში, მოკვდები პოლიტიკურად! ამიტომ შეეცდებიან მოვიდნენ ხელისუფლებაში! რუსი ხელაღებით ვერ იმოქმედებს, ვერ შემოიჭრება აქ! ყვირიან ესენი, იმუქრებიან, ცდილობენ ხელთ იპყრან ძალაუფლება, მაგრამ „ნაცმოელთა“ დასამხობად ძალები არ ჰყოფნით. დესტრუქციული ოპოზიცია უშვერი სიტყვებით გვანამუსებს, რომ გარეთ გავიდეთ და ამ არამზადებს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება მივცეთ. ეს მუქარები რეალობად ვერ იქცევა. იარაღის ხელში აღება მათ მიერ საკუთარი ხელით საკუთარი ყელის გამოჭრას უდრის. - გამართლებული იქნება თუ არა ხელისუფლებამ კანონის ფარგლებში იმოქმედოს, დააპატიმროს ოპოზიციის ეს წარმომადგენლები და აღკვეთოს ხელისუფლების დამხობა? - არაერთხელ დავსვით ეს საკითხი: ჩვენს განცვიფრებას იწვევს ის გარემოება, რომ ხელისუფლება ამხელს მათ ქმედებებს - სამშობლოს ღალატს, დებს სარწმუნო დოკუმენტურ მასალას და იმის ნაცვლად, რომ მათი იზოლირება მოახდინოს, იწვევს მათ პარლამენტში, მთავრობასა და უშიშროების საბჭოში სათანამშრომლოდ! ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (ყოველ ორშაბათს)
  9. მე შეხება არ მაქვს თორთლაზის პარტიასთან, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, ორად ორი პოლიტიკური ორგანიზაცია რომელთანაც მეტნაკლები შეხება მაქვს ესენია წერეთლის ანტისაოკუპაციო მოძრაობა და "მერაბ კოსტავას საზოგადოება" რომლის მხარდამჭერიც ვარ
  10. „საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, გია თორთლაძის განცხადება ავტორი გია თორთლაძე დღევანდელი დღე, ჩემი, და „საქართველოს დემოკრატიული პარტიის“ გამარჯვების დღეა. იმ ადამიანების გამარჯვების დღეა, ვინც, თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში. ვისთვისაც, სახელმწიფოებრივი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მომხვეჭელობა და კონიუნქტურა. ვისაც, ჰყოფნის გამბედაობა მაშინ სთქვას „არა“, როცა ყველა გაჰკივის „ჩავქოლოთ“. ვინც, მტკიცეა თავის გადაწყვეტილებებში. და, მე მიხარია, რომ ისინი, ვინც მებრძოდა დაშვებული, თუ, აკრძალული ყველა ხერხით, მაშინ, როცა მე პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ სივრცედ არჩევნებს მივიჩნევდი, დღეს სწორედ ისინი იბრძვიან მანდატებისთვის. ეს, ჩემი, ჩემი პრინციპებისა და ჩვენი პარტიის დიდი გამარჯვებაა. მაგრამ, ამასთან ერთად, მინდა გავამხნევო ჩვენი მომხრეები, რადგან, გონიერება და სამართლიანობა ყოველთვის ცოტაა ბუნებაში. „ცოტაა“, მაგრამ „დიდი ძალა“ აქვს. როგორც, ამ არჩევნებმაც დაადასტურა თანმიმდევრული პოლიტიკური ნაბიჯები განმსჭვალული სახელმწიფო ინტერესებით არ არის ეფექტური ელექტორატის მოსაზიდად. ისევე, როგორც, არ არის ეფექტური გააზრებული, მტკიცე ვალდებულებების წარმოდგენა მოსახლეობის წინაშე. გაცილებით „მომგებიანი“ ელექტორატის მოსაზიდად - უბრალოდ დაპირებებია, თუნდაც ზერელე. რა გაეწყობა, ყველას თავისი გზა აქვს. დღევანდელი შედეგებით, თუ ვიმსჯელებთ, ჩვენ - ცოტანი ვართ. Dდა, ალბათ, ეს კანონზომიერიცაა, რადგან, ბევრი რომ ვყოფილიყავით ეს, ხომ საქართველო კი არა, კამელოტი იქნებოდა - სიმბოლო სამართლიანობისა და რაინდობისა. 2010 წლის 1 ივნისი.
  11. ესე იგი მე აგიხსნით ვინ არიან კარდუელები. მე პირადად ვიცნობ მათ ლიდერს კარდუელს ( სახელს და გვარს არ ვიტყვი, არ ვიცი სურს თუ არა მას ამ ეტაპზე ეს ) და მის მარჯვენა ხელს ხოგაის მინდს. ვიცი მათი იდეების შესახებ და შემიძლია ვთქვა რომ მათ იდეოლოგიას არაფერი საერთო არ გააჩნია ნაციზმთან, არაფერი საერთო არ გააჩნიათ გულაშვილის ნეოკომკავშირლებთან. კარდუელები არიან ქართველი ნაციონალისტები. საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე კარდუს ორდენის ზოგიერთ წევრებში აზრთა სხვადასხვაობაა, მე დარეგისტრირებული ვიყავი მათ ფორუმზე და კარდუს ორდენის ზოგიერთ წევრთან მაგარი კამათებიც მქონდა მაგ თემაზე ( მე მკვეთრ დასავლურ და უკიდურესად ანტირუსულ კურსს ვქადაგებდი ), თუმცა მათი ლიდერს კარდუელს გააჩნია მკვეთრი დასავლური ხედვა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში და ზოგადად კარდუს ორდენს საქართველოს საგარეო ორიენტირად მიაჩნია დასავლური სივრცე. ბოლოს ვიტყვი რომ თბილისელი პატრიოტი ბიჭები არიან.
  12. ჩემი აზრით ამერიკის კონგრესში ეგრეთწოდებული რესპუბლიკელი ნეოკონების უმრავლესობაში მოსვლა და შემდეგ ამერიკის ხელისუფლებაში მოსვლა იქნება საქართველოს ერთადერთი საშველი და საქართველოს დეოკუპაციის ერთადერთი გამოსავალი. ამერიკის ხელისუფლებაში რესპუბლიკელი ნეოკონების უმრავლესობაში მოსვლას სავარაუდოდ მოყვება საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში აშშ - ს სამხედრო ბაზების შემოყვანა, ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, სარაკეტო, საზღვაო, ანტისაზღვაო, საჰაერო, ანტიბირთვული ტექნიკის განლაგება და უშუალოდ საქართველოს გლობალური შეიარაღება ულტრათანამედროვე გამანადგურებელი სამხედრო ტექნიკით და ქვეყნის ჰიპერმილიტარიზაცია ( სასურველია თუ დაიწყება მუშაობა ბირთვული იარაღის შექმნაზე ). მინიმუმ რუსეთ ამერიკას შორის არაპირდაპირი სამხედრო დაპირისპირება ( ინსპირირებული ამერიკის მიერ, მათ მიერვე შეიარაღებული სხვა ქვეყნების მონაწილეობით ), რაც ჩვენთვის მისწრებაა, ხოლო უკეთეს შემთხვევაში ამერიკა ბრიტანეთისა და საქართველოს სამოკავშირეო ალიანსსა და რუსეთს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება. თუნდაც საქართველოს ტერიტორიაზე. მე ამაზე ვოცნებობ მთელი სულით და გულით და მზად ვარ პირველი რუსული ბომბი მე დამეცეს პირადად ( თუკი თეორიულად არის შანსი რომ რუსულმა რაკეტებმა და ბომბებმა ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ფარი გაარღვიოს ). 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკის ხელისუფლებაში მართალია ნეოკონები იყვნენ, მაგრამ მაგ დროს ის ხელისუფლება იყო წარმავალი ხელისუფლება და მით უმეტეს ბუში არ იყო ისეთი პრინციპული პიროვნება როგორიც მაკკეინი და დიკ ჩეინი და ვერ გაბედეს სამხედრო გზით ჩარევა ბუშმა და მისმა გუნდმა, რომელსაც სულ რამდენიმე თვითღა იყვნენ ამერიკის ხელისუფლებაში. მიუხედავად ამისა იმ ხელისუფლების რეაქცია რუსულ აგრესიასა და ოკუპაციაზე გაცილებით მწვავე იყო, ვიდრე ამერიკის ისტორიაში ყველაზე უღირსი, ყველაზე უპრინციპო და ყველაზე ლაჩარი პრეზიდენტი ობამას დღევანდელი რეაქცია. მაინტერესებს თქვენი აზრი, რა შანსები გააჩნიათ ეგრეთწოდებული რესპუბლიკელ ნეოკონებს ჯერ ამერიკის კონგრესსა და სენატში უმრავლესობაში მოსასვლელად და შემდეგ ამერიკის ხელისუფლებაში მოსასვლელად ( მით უმეტეს ბარაკ ობამას დაცემული რეიტინგის ფონზე ).
  13. ჩემთვის რუსეთუმეთა მოღალატეობრივი გაერთიანებაა თქვენი მეფე ერეკლეს სახელს ამოფარებული საზოგადოება, რომელზეც რამდენჯერმე დავწერე რომ მართებული იქნებოდა სერგო ორჯონიკიძის ან პავლე ციციანოვის საზოგადოება გეწოდებინათ. თქვენი საზოგადოება მეფე ერეკლეს სახელს ამოფარებით შეგნებულად ცდილობს შეურაცხყოფის მიყენებას ჩვენი გმირთაგმირი მეფისთვის. რუსეთუმე გულაშვილის "ქრისტიანული მოძრაობა" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" ნეობოლშევიკური სულისკვეთების კომკავშირული გაერთიანებებია, მაგრამ ადამიანური პოზიციებიდან ვუერთდები დაკავებულთა გამოშვების მოთხოვნას, რადგან ჩემთვის მიუღებელია ზოგადად ადამიანის დაჭერა და სასჯელაღსრულების სისტემები. თუმცა მე თქვენთან ერთად აქციაზე დადგომას არ ვიკადრებ !
  14. მოკლედ ირაკლი წერეთელი ამ ინტერვიუში ამბობს რომ დღესდღეობით აქტიური ოპოზიციური სპექტრი, გარდა ალასანიას, რესპებისა და მემარჯვენეებისა დედაბუდიანად გარუსდნენ და წარმოადგენენ რუსულ ძალებს საქართველოში. სხვათა შორის თინა ხიდაშელი ყოფილა გაწევრიანებული ფეისბუქში ჩვენს გვერდზე. იხილეთ დეოკუპაცის ფრონტის გვერდი ფეისბუქზე http://www.facebook.com/saegm
  15. იხილეთ ინტერვიუ რადიო ობიექტივში ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთან ბატონ ირაკლი წერეთელთან http://www.obiektivi.net/video.php?cid=401
  16. თუ შეგიძლიათ იქნებ ვინმემ დადოს ამ გოგოს სურათები კარგად რომ ჩანდეს
  17. მე ამ ფორუმზე არაერთგზის დამიწერია რომ საქართველოს და სრულიად კავკასიის ხსნა და იბერო კავკასიური მოდგმის ერთა გაერთიანების მდგომარეობს რუსეთის იმპერიის დასუსტებასა და დაშლაში მდგომარეობს. რუსეთის იმპერიის დასუსტებისა და დაშლის უდიდესი წინაპირობა იქნება რუსეთის იმპერიის სულიერად და ფიზიკურად მახინჯი მმართველის პუტინის სიკვდილი. პუტინი უნდა მოკვდეს ! ეს ჩვენი, ქართველების გასაკეთებელია. აუცილებელია მოხდეს თავდაცვის ან უშიშროების სამინისტროში ორასამდე ყველაზე სანდო სპეცრაზმელის შერჩევა, მოხდეს წმინდა გიორგის ხატზე ფიცის დადება და მათი სათითაოდ, სხვადასხვა დროს იმ მსოფლიოს იმ ქალაქში ჩასვლა, რომელშიც გეგმავს ვიზიტს პუტინი. იქ მათ საქართველოს უშიშროების მიერ წინასწარ გამზადებული მოწყობილობები და საბრძოლო ტექნიკა დახვდებათ. თბილისში წინასწარ განვლილი ინსტრუქციის თანახმად უნდა მოხდეს პუტინის გადაადგილების ადგილთან მათი შეუმჩნეველი მიახლოება და როდესაც ჩაივლის პუტინის ესკორტი, ჩვენი ორასამდე სპეციალურწვრთნამიღებული სპეცრაზმელი განახორციელებს მასზე თავდასხმის და მისი ლიკვიდაციის ოპერაციას. ტყუილად არავინ ეცადოს ჩემი დაჯერება რომ უნდა სპეციალურწვრთნამიღებულ ორასამდე ქართველ სპეცრაზმელს გაუმკლავდება პუტინის დაცვა და ჩვენი თავგანწირული ორასამდე სპეციალურწვრთნამიღებული სპეცრაზმელი ვერ მოახერხებს პუტინის ჩაძაღლებას. ამ თემას აქ იმიტომ ვხსნი რომ თუ უახლოეს მომავალში არ განხორციელდა პუტინზე თავდასხმა და მისი ლიკვიდაცია ან მინიმუმ სასიკვდილოდ დაჭრა, ესე იგი ხელისუფლება რაღაც ფარულ გარიგებაშია კრემლთან. ალბათ ხვდებით რომ მე აქ ამ ოპერაციის შესრულების მხოლოდ არასრული ჩონჩხი დავწერე. ალბათ იმასაც ხვდებით რომ ჩვენს უშიშროებას პუტინის ჩაძაღლების ჩემზე ბევრად უკეთესი გეგმის შედგენა შეუძლია. გასაგებია რომ ამ უაღრესად სარისკო ოპერაციის როგორც დაგეგმვისას, ისე განხორციელებისას არნახული სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ არაფერი არ არის ამაში განუხორციელებელი. პუტინის ჩაძაღლება გამოწვევს რუსეთში უდიდეს შიდა არეულობას და არაკონსოლიდირებული რუსული საზოგადოების სერიოზულ დაპირისპირებას და ეს იქნება ჩრდილოკავკასიელ პარტიზანთათვის უდიდესი შანსი და უდიდესი წინაპირობა რუსეთის იმპერიის დაშლისა. ქართველტა ხელით პუტინის ჩაძაღლება გარდა პრაგმატული პოზიტივისა იქნება უდიდესი კავკასიური შურისძიება და ჩეჩნეთსა და საქართველოში დაღუპული იბერო კავკასიელების არნახულიი სისხლის აღება. მე პირადად საქართველოს ხელისუფლებაში რომ ვიყო ამას დიდი ხნის წინ დავგეგმავდი და განვახორციელებდი.
  18. საიდუმლო და დასამალი არაფერია და ცოტა ხანში გამოვაქვეყნებ. ისე კი ძირითადად ამას ეხება მიმოწერა : " გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ნატო-ში, აგრეთვე მსოფლიოს უკლებლივ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე გამოკვეთილი პრინციპულობითა და კატეგორიულობით დაისვას შესაბამისი სამართლებრივ - პოლიტიკური წესით, რუსეთისადმი შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი 1921 წლის, 1992-1993 წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული აგრესიების გამო და აგრეთვე საკითხი საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის შესახებ. ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლო მომავლისათვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო კონტინგენტების შემოყვანით, აგრეთვე საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, გემთსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ტავდაცვითი და სარაკეტო სისტემების განთავსებით. საქართველოს სამხედრო აღმშენებლობაში და შეიარაღებაში დაიწყოს თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების აღჭურვას 21 - ე საუკუნის მარალტექნოლოგიური თავდაცვითი შეიარაღებით. ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ უშუალოდ აშშ-ს პრეზიდენტს, აშშ-ს ადმინისტრაციას, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატას, სენატსა და წარმომადგენელთა პალატას, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე, საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი ზემოთქმული სამხედრო კონტინგენტების შემოყვანითა და თავდაცვითი, სამხედრო სისტემების განთავსებით ". ხედავთ ამაში რაიმე მიუღებელს ?????????
  19. Nukriko აბსოლიტურად გეთანხმები იმაში რომ ამ ჩამოთვლილთაგან ყველა ამაზრზენია, მაგრამ ეს არა და არ არის ჭეშმარიტი ქართული ტრადიციები, ეს არის გადაგვარბულ ქართველთა მენტალიტეტი.
  20. დიდება უფალს ! დიდება ქართველ ერს და მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ! საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის საგანგებო განცხადება საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის მონაწილენი ვხედავთ რეალურ საშიშროებას ბოროტი შეიარაღებული აგრესიის გაგრძელებსას, რუსეთის იმპერიის მხრიდან, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ბოლო 209 წლის მანძილზე არის ტრადიციული დამპყრობელი და აგრესორი სახელმწიფო. შევახსენებთ ცივილიზებულ კაცობრიობას რომ გასულ მე - 19 და მე - 20 საუკუნეებში რუსეთის იმპერიამ არაერთხელ წაართვა ქართველ ერს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მე - 19 საუკუნეში მეფის რუსეთმა ქართლ კახეთის, იმერეთის სამეფოთა და გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროთა გაუქმებით სრულიად დაიპყრო დანაწევრებული, მაგრამ თავისუფალი საქართველო, მოსპო ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალურობა, აკრძალა ქართული ენა საერო სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა და საეკლესიო ღმრთისმსახურებაში; სისხლში ცეცხლითა და მახვილით ჩაახშო 1804 წლის მთიელთა, 1810 წლის იმერეთის, 1812 წლის კახეთის, 1819 წლის გურიის, 1820 წლის იმერეთის, 1856 წლის სამეგრელოს, 1859 წლის სვანეთის, და 1864 წლის აფხაზეთის აჯანყებები და ლიკვიდაციაჰყო 1802 და 1832 წლების განმანთავისუფლებელი ხასიათის შეთქმულებები. მე - 20 საუკუნეში, 1921 წლის შეიარაღებული აგრესიითა და სამხედრო ინტერვენციით მოახდინა დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოკუპაცია, შემდგომ ფაქტობრივი ანექსია, სისხლში ჩაახსო 20 - იანი წლების განმანტავისუფლებელი მოძრაობა, 1922 და 1924 წლების აჯანყებები და ოკუპირებულ და ანექსირებულ საქართველოში დამყარა ანტიდემოკრატიული, ტოტალიტარული მმართველობა და რეჟიმი, ნომინალური, ფიქტიური სუვერენიტეტითა და სახელმწიფო წესწყობილებით. გასულ მე - 20 საუკუნეში, ქართველი ერის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმეორებითი აღდგენის შემდგომ, რაშიც ლომის წვლილი შეიტანა 80 - იანი წლების დამლევის ეროვნულ განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ და 1989 წლის 9 აპრილის ჰეროიკული თავგანწირვის მისტერიამ. რუსეთმა 1992-1993 წლებში კვლავ განახორციელა შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მოახდინა აფხაზეთის უმეტესი ნაწილისა და შიდა ქართლის ჩრდილოეთის მხარის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, რასაც მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და უამრავი ლტოლვილი საკუთარ სამშობლოში. ბოლოს რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა 2008 წლის აგვისტოში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციითა და ოკუპაციით, რასაც ცოცხალ მსხვერპლთან ერთად, შედეგად მოჰყვა დამატებითი მთელი რიგი ტერიტორიების მიტაცება ( ახალგორის რაიონი, მცირე ლიახვის და დიდი ლიახვის ხეობათა ქართული სოფლები, დალის ხეობა, კასპის რაიონის, გორის რაიონის, ქარელის რაიონის, წალენჯიხის რაიონის ე.წ. კონფლიქტის ზონებთან მიმდებარე ტერიტორიები ). რუსეთის იმპერიის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის გაგრძელების საშიშროება არ მოხსნილა, აუცილებელზე აუცილებელია კონკრეტული და გადამჭრელი სამართლებრივი, პოლიტიკური და სტრატეგიული ღონისძიებების განხორციელება. ამ საგანგებო განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ მთელ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს, რათა უაღრესად კონკრეტული, მიზნებისა და მიმართულებების გარშემო მოხდეს ერთიანი ქართული დეოკუპაციის ფრონტის შექმნა, როგორც საყოველთაო თავისუფალი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოძრაობისა! ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ხელისუფლებას, რათა მათ გააღრმაონ და გააქტიურონ სახელმწიფოებრივი ძალისხმევა ხუთი კონკრეტული სტრატეგიული მიმართულებით: 1) გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ნატო-ში, აგრეთვე მსოფლიოს უკლებლივ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე გამოკვეთილი პრინციპულობითა და კატეგორიულობით დაისვას შესაბამისი სამართლებრივ - პოლიტიკური წესით, რუსეთისადმი შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი 1921 წლის, 1992-1993 წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული აგრესიების გამო და აგრეთვე საკითხი საქართველოს სრული, უპირობო და დაუყოვნებელი დეოკუპაციის შესახებ. 2) ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს, რაც შეიძლება მაქსიმალურად ახლო მომავლისათვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო კონტინგენტების შემოყვანით, აგრეთვე საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, გემთსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ტავდაცვითი და სარაკეტო სისტემების განთავსებით. 3) საქართველოს სამხედრო აღმშენებლობაში და შეიარაღებაში დაიწყოს თვისობრივად ახალი ეტაპი, რომელიც გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების აღჭურვას 21 - ე საუკუნის მარალტექნოლოგიური თავდაცვითი შეიარაღებით. 4) მაქსიმალურად გამკაცრდეს სახელმწიფო საზღვრების კონტროლი და დაცვა, უპირველეს ყოვლისა, საქართველო რუსეთის საზღვრის მთელ გაყოლებაზე, ლარსისა და დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტების გაუხსნელობით, მთათუშეთის, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის, ფშავის, ხევის, მთიულეთის, თრუსოს ხეობის, ზემო და ქვემო რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის სამხედრო გამაგრებებით. 5) მაქსიმალურად გამკაცრდეს საქართველოს კანონმდებლობა ეროვნული უშიშროების იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოებრივ ბრძოლას აგენტურული, რენეგატული, კოლაბორაციონისტული ძალების წინააღმდეგ. ამ საგანგებო განცხადებით მივმართავთ უშუალოდ აშშ-ს პრეზიდენტს, აშშ-ს ადმინისტრაციას, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატას, სენატსა და წარმომადგენელთა პალატას, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს ორმხრივი, ქართულ ამერიკული ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის შესახებ და ამ მოკავშირეობის საფუძველზე, საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების გახსნა, შესაბამისი ზემოთქმული სამხედრო კონტინგენტების შემოყვანითა და თავდაცვითი, სამხედრო სისტემების განთავსებით. და ბოლოს, მოვუწოდებთ ქართველ ერს, სრულიად საქართველოს, მსოფლიო ყველა კეთილი ნების ადამიანს, ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, აქტიური, ენერგიული და ქმედითი თანადგომა აღმოუჩინონ საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას. ყოვლადძლიერი უზენაესი უფალი ღმერთი ფარავდეს, წყალობდეს და მეოხჰყოფდეს ყველა ქართველსა და საქართველოს ეროვნული თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ძლევამოსილებისთვის წმიდათაწმიდა ბრძოლაში ! საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატორთა დასის სახელით ირაკლი წერეთელი
  21. მოდი ასე გიპასუხებთ, ჩვენი მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია, საარცევნო ბლოკი ან ალიანსი და ჩვენას მოძრაობაში გაწევრიანება შეუძლია როგორც მმართველი პარტიის წევრს, ასევე ოპოზიციური პარტიის წევრს, ოღონდ უნდა იზიარებდეს მოძრაობის მთავარ ხაზს : 1. არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ურთიერთობების მოგვარებაზე ფიქრი რუსეთთან საქართველოს სრულ უპირობო დეოკუპაციამდე ! 2. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის გაფორმება და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოში ამეირკის სამხედრო კონტინგენტის შემოყვანა, სამხედრო სარაკეტო, ანტისარაკეტო, ჰაერსაწინააღმდეგო, საჰაერო, საზღვაო ტექნიკის განლაგება და საქართველოს ჰიპერმილიტარიზაცია. ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი რესურსი იმის რომ ამ კაპიტულანტ ხელისუფლებას კისერი მოვუგრიხოთ და არც კაპიტულანტურ ოპოზიციასთან დავდგებით რომ მათ ჩვენი ძალისხმევა თავიანთი კაპიტულანტური და კოლაბორაციონისტული ზრახვებისთვის გამოიყენონ. თუ გაიზრდება ჩვენს მოძრაობაში გაერთიანებული პარტიათა წევრების რაოდენობა, მაგ შემთხვევაში ჩვენი მოძრაობის შემადგენელი პარტიებმა ( ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, წმინდა ილია მართლის საზოგადოება - გურამ გოგბაიძე, გელა ჩორგოლაშვილი, სახალხო ფრონტი, აფხაზეთში რუსეთ საქართველოს ომის მონაწილეთა კავშირი - ზურაბ ბარბაქაძე, ქრისტიან დემოკრატიული პარტია - იასონ ფავლენიშვილი, დავით კოპალეიშვილი და სხვები ) შესაძლოა მოძრაობისგან დამოუკიდებლად აწარმოონ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციები, მაგრამ მოძრაობის სახელით ეს გამორიცხულია !
  22. ხოდა ეს ხელისუფლებაც კაპიტულანტური როა და ოპოზიციაც მაგიტომ არ ვერევით მათ შორის თანამდებობებისთვის კინკლაობაში. ჩვენ თანამებრძოლთა საკმარისი რაოდენობის შემოკრების შემთხვევაში ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე ვაიძულებთ ნებისმიერ ხელისუფლებას გაატაროს ეროვნული, ანტირუსული, ანტისაოკუპაციო პოლიტიკა.
  23. სააკაშვილზე და მის ოპოზიციაზე დაახლოებით ერთი აზრის ვართ ( არ ვგულისხმობ ედეპეს, კოსტავას საზოგადოებას და სხვა ეროვნულ ძალებს ), ქვეყნისთვის მათი ხელისუფლებაში მოსვლით სასიკეთოდ არაფერი იცვლება, მაგრამ არც შავდება სააკაშვილის წასვლით, ასე რომ სულ ერთია ჩვენთვის სააკაშვილს დაამხობენ თუ არა მშვიდობიანი გზით, იმედს ვიტოვებთ რომ ხელსიუფლებასი მოსვლას ვერ შეძლებენ კაპიტულანტური, კოლაბორაციონისტული და პრორუსული ძალები და ჩვენ თუ შევამჩნევთ მსგავს ტენდენციას ყველანაირად შევეწინააღმდეგებით ამას ). ჩვენ არ ვერევით შიდაპოლიტიკურ კინკლაობასა და თანამდებობების გულისთვის ბრძოლაში. ჩვენი მოძრაობა ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში განახორციელებს ხელისუფლების მიმართ ზეწოლას და აიძულებს ხელისუფლებას მოახდინოს უკიდურესი სამართლებრივი და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის იმპერიის მიმართ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით მსოფლიო სამართლით შესაძლებელი ყველა წვრილმანი შესაბამისი პუნქტის გამოყენებით. წარმავალ და წვრილმან საკითხებს ვუთმობთ მედროვე პოლიტიკანებს.
  24. თეთრ სახლთან, კონგრესთან და პენტაგონთან ინტენსიური მიმოწერა გვაქვს და რა თქმა უნდა ამ საკითხებზე. პასუხებიც მოგვსვლია და არც ერთ პასუხში არ ჩანს რომ გაკვირვებულები დარჩენილიყვნენ ამ შეთავაზებით და შორს დაეჭიროთ.
×
×
  • შექმენი...