Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. ნეტა ხატია თუ კითხულობს ამ პოსტს ? დამიჯერეთ მაგრად იკაიფებდა. მართალია ხატიას ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები, მაგრამ ეს პოსტი რომ წავიკითხე მეც მაგრად ვიკაიფე, მაგრამ თუთბერიძეს რომ შეადარეს ეგ გამიტყდა მაგრად.
  2. Siknadmo ნუ იაზვობ ქალივით. მე წინააღმდეგი ვარ გაზსადენის გაყიდვის მაგრამ რითი შევეწინააღმდეგო, მომიწოდე გავაპროტესტოთო და უარი გითხარი ? ეხლა მე კრემლის ბოზების მიერ ბოზების წინააღმდეგვე გამართულ მიტინგზე ვერ მივალ და შენ თუ გინდა იარე
  3. მე ესპანეთი დაიშლება მეთქი არ მითქვამს, მე ის ვთქვი რომ მართალია ესპანეთი არ დაიშლება, მაგრამ მსგავსი ტერიტორიული მოწყობა პრობლემებს უქმნის ისეთ ძლიერ ქვეყანასაც კი როგორიც ესპანეთია და რომელსაც კეთილგანწყობილი და ცივილიზებული სამეზობლო გააჩნია და ადვილი წარმოსადგენია მსგავსი ტერიტორიული მოწყობის შემთხვევაში რამხელა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ესპანეთზე შეუდარებლად უფრო სუსტი, პატარა, განუვითარებელი და მტრულად განწყობილი ქვეყნების ალყაში ( რუსეთი, სომხეთი, თურქეთი ). განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით. რაც შეეხება კატალონიელებს, მე არ მითქვამს კატალონიელები ესპანელები არიან მეთქი, უბრალოდ ერთი წარმოშობის ერებია როგორც ვთქვათ ჩეჩნები, ქისტები და ინგუშები არიან ვაინახები და როგორც ადიღელები, ყაბარდოელები და ჩერქეზები არიან ერთი წარმოშობისა და სისხლის ადიღური ტომები. არც ერთი კატალონიელი ჭეშმარიტი პატრიოტი აზრად არ გაივლებს ესპანეთისგან გამოყოფას, ისევე როგორც ყველა ნაციონალისტ და შეგნებულ ჩეჩენსა და ინგუშს სურს ჩეჩნეთ ინგუშეთის გაერთიანება და ადიღელს, ყაბარდოელსა და ჩერქეზს სურს გაერთიანება და გააჩნიათ "დიდი ჩერქეზეთის" შექმნის იდეა. არც ერთი კატალონიელი ჭეშმარიტი პატრიოტი და კატალონიელთა წარმოშობის მცოდნე აზრად არ გაივლებს ესპანეთისგან გამოყოფას, რადგან ესპანელები და კატალონიელები ერთი სისხლის და წარმოშობის ერებია და მათი განცალკევება მხოლოდ მსოფლიო ბოროტების საიდუმლო ორგანიზაციებს აწყობთ. რადგან ისინი ებრძვიან უძველესი კულტურის ერებს.
  4. დავიწყოთ იმით რომ კატალონიელები თითქმის იგივე ესპანელები არიან, უბრალოდ ენობრივი სხვაობაა, მაგრამ როგორც გამიგია არც იმდენი როგორც მეგრელებსა და დანარჩენ ქართველებს შორის. მოკლედ აფხაზების და დანარჩენი ქართველების პონტია რა კატალონიელები და დანარჩენი ესპანელები. ეხლა ის რომ ვიღაც გარეკილი და ვიღაცის წახალისებული სეპარატისტები გამოყოფას მოითხოვენ, ეგ იმას არ ნიშნავს რომ კატალონიელი ფეხბურთელები ესპანეთის პატრიოტები არ არიან. მაგრამ კატალონიელი ფეხბურთელების ესპანეთის პატრიოტობა არ არის ის მძლავრი ბერკეტი, რომელიც გაუმკლავდება იმ ბოროტ ძალებს, რომელთაც უძველესი კულტურის ქვეყნების დაშლა დანაწევრება სურთ. რა არის წინააღმდეგობრივი ? კატალონიელები და ესპანელები ერთი წარმოშობის ერია, თითქმის ერთი ერია, მაგალითად როგორც ჩეჩნები და ინგუშები არიან ძველი ვაინახები, ან ადიღელები, ყაბარდოელბი და ჩერქეზები არიან ადიღური წარმოშობის ერები და არც ერთ კატალონიელს, რომელსაც საკუთარი წარმოშობა შესწავლილი აქვს და არ ენდომება ესპანეთიდან გამოყოფა. ისევე როგორც ნაციონალისტ ჩეჩნებსა და ინგუშებს სურთ გაერთიანება იჩქერიის რესპუბლიკაში და ნაციონალისტ ადიღელებს, ყაბარდოელებსა და ჩერქეზებს სურთ გაერთიანება და აქვთ "დიდი ჩერქეზეთის" შექმნის იდეა. ეგრე მეგრელები და სვანები სუფთა ქართველები არიან, ვენაცვალე მეგრელებს და სვანებს და ყველა ქართველს, მაგრამ ვიღაცამ რომ სამეგრელოსთვის და სვანეთისთვის ფედერაციის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს იმას ერის მტრად მივიჩნევ. და სვანების და მეგრელების სუფთა ქართველობამ შესაძლოა ვერ იხსნას საქართველო დაშლისგან. და კიდევ ბატონო ძუკუ, მე თქვენთვის ურა პატრიოტი არ მიკადრებია
  5. თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია და ძალიან მაგარი ადამიანი. ნარკომანი ჯეკ ლონდონიც იყო მაგრამ ამერიკის ისტორიაში ერთ ერთი უდიდესი მწერალი იყო, რა შუაშია ნარკომანობა. დიეგო განუმეორებელი ადამიანია. ფიდელას ძმაკაცობა რა შუაშია ? მერე რა რომ ფიდელას ძმაკაცია, ფიდელას სახით ამერიკისგან თავდახსნის საშუალებას ხედავს.
  6. მე გავიმეორებ ჩემი ახლობლის მონაყოლს რომელიც აფხაზეთში იბრძოდა, ეს სიტყვები თქვა აფხაზეთში მებრძოლმა მეგრელმა კაცმა, როდესაც ბრძოლის წინ საუბარი პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე ჩამოვარდა : "ეს პარტია ის პარტია არ ვიცი მე, მე ერთი პარტია ვიცი, რუსების დედის ტყვნის პარტია "
  7. ვიცნობ და ძალიან მაგარი გოგოა. ყოველთვის აღნიშნავს რომ ქართველი ერის ნაწილი შემგუებელი აღმოჩნდა რუსული ოკუპაციის მიმართ და რაც მთავარია სულ აღნიშნავს რომ აუციებელია ანტისაოკუპაციო მოძრაობის გაჩაღება საქართველოს მასშტაბით. ისე რაც ჩვენ გვიკამათია ფეისბუქზე ...
  8. არც თორთლაძის მომხრე ვყოფილვარ არასდროს, უბრალოდ ავღნიშნე რომ ამ გარუსებულ ოპოზიციას ჯობია მეთქი. რაც შეეხება ირაკლი წერეთელს, ირაკლი აქტიურ საშინაო პოლიტიკას ჩამოშორებულია ამ ეტაპზე და დაკავებულია მხოლოდ ანტისაოკუპაციო საქმიანობით
  9. ვინ გერმანელებისგან ? ხედირასგან, პოდოლსკისგან, იოზილისგან თუ ბოატენგისგან ? სადღაა ძველი გერმანიის ნაკრები და სადღა არიან ამ ნაკრებში გერმანელები რომ გერმანული ჟილკა გამოეჩინათ ? ხოლო იოზილს, პოდოლსკის, მარიო გომესს, ხედირას და ბოატენგს რატომ არ ჰქონიათ ჟილკა ეგ პირველ წერილში ავღნიშნე მაგიტომაც არის დიეგო განუმეორებელი და ქარიზმატული პიროვნება მაგიტომაც არის დიეგო განუმეორებელი და ქარიზმატული პიროვნება
  10. უკვე მგონი ერთი წელია ამ ფორუმზე ვარ და მგონი ყველამ იცით რომ სააკაშვილის მომხრე არ ვარ და ჩემი ანტირუსული რიტორიკა ნაცმოძრაობის გავლენით არაა გამოწვეული, ასე რომ უადგილოა ამ თემაში მიშისტებზე საუბარი
  11. პირველ რიგში მოდერატორებს ვთხოვ ეს თემა სპორტის განყოფილებაში არ გადაიტანონ. ეს თემა ეხება როგორც ფეხბურთს ასევე პატრიოტიზმს და მრავალგზის ნაძაგებ ნაციონალიზმს. გარდა იმისა რომ ესპანეთის ნაკრების თითქმის ყველა მოთამაშე ტექნიკით, სისწრაფით და ინდივიდუალური ოსტატობით მრავალგზის აღემატებოდნენ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს, ესპანეთის ნაკრების წარმატების მიზეზი მათ პატრიოტიზმში უნდა ვეძიოთ. გერმანიის ნაკრების სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელები თამაშობდნენ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონის ინდივიდუალური ტიტულის მოსაპოვებლად, თორემ ბოატენგს, ხედირას და იოზილს თავად რომ არ ეთამაშათ გერმანიის ნაკრებში, ისე დააინტერესებდათ გახდებოდა თუ არა გერმანია მსოფლიო ჩემპიონი, როგორც გერმანელთა ებრაელ მწვრთნელს იოაჰიმ ლიოვს ქართული ფეხბურთის განვითარების პრობლემები. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელთაგან განსხვავებით ესპანელები თამაშობდნენ და ჰოლანდიასთანაც ითამაშებენ როგორც მსოფლიო ჩემპიონის ინდივიდუალური ტიტულის მოსაპოვებლად, ასევე ესპანეთის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ესპანელები თამაშობდნენ ესპანეთისთვის, ესპანელი ერისთვის, ესპანელები თამაშობდნენ ესპანეთის მეფის ხუან კარლოსისთვის, რომლის ტრიბუნებზე ყოფნა უდიდესი სტიმული იყო ესპანელ ფეხბურთელთათვის. ერთი რამ ცხადია, ფეხბურთელი რომელიც არ არის იმ ქვეყნის უდიდესი პატრიოტი რომლის საფეხბურთო ფორმითაც ასპარეზობს მსოფლიო ჩემპიონატზე ან სხვა სანაკრებო ტურნირზე, არასდროს ითამაშებს თავგანწირვით, არასდროს დადებს გულსა და სულს საფეხბურთო მოედანზე, არასდროს არასდროს იქნება მის თამაშში ის ეროვნული შემართება რაც ყოველთვის გამოარჩევდათ თუნდაც იგივე ჭეშმარიტად გერმანელ ფეხბურთელებს ან სხვა ეროვნულ ნაკრებთა ვარსკვლავებს საკუთარ ეროვნულ ნაკრებში თამაშისას. ჩემთვის გამოცანად რჩება რატომ ფიქრობდნენ გერმანელები რომ იგივე უდაოდ ნიჭიერი თურქი წარმოშობის ფეხბურთელი მესუფ იოზილი თავგანწირვით ითამაშებდა გერმანიის ნაკრებში და არ მოერიდებოდა გერმანიისთვის ამ სატრანსფერო სეზონის წინ არანაირი ტრავმის მიღებას და კარიერული წინსვლის საგრძნობლად შეფერხებას. მესუფ იოზილი ხომ ის ადამიანია რომლის წინაშეც იყო არჩევანი, ეთამაშა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში, ან ეთამაშა საკუთარ ისტორიულ სამშობლოს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებში და ამ უდაოდ ნიჭიერმა ფეხბურთელმა საკუთარ ისტორიული სამშობლოს ნაკრებში თამაშს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა არჩია. რატომ არ ფიქრობდნენ გერმანელები რომ გერმანიისთვის არასდროს ითამაშებს თავგანწირვით, არასდროს დადებს გულსა და სულს საფეხბურთო მოედანზე ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ისტორიულ სამშობლოზე წინ პირად ინტერესებს აყენებს და საკუთარ ისტორიულ სამშობლოს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას, თურქეთის ნაკრებზე შეუდარებლად ძლიერ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას ამჯობინებს. შემთხვევითი არაა ის რომ გერმანია ინგლისისა და გერმანია არგენტინის მატჩის დროს მესუფ იოზილი და პოლონელი წარმოშობის ლუკაშ პოდოლსკი შეგნებულად არ ასრულებდნენ გერმანიის ეროვნულ ჰიმნს, ამით მათ საკუთარი არაგერმანული წარმოშობისთვის ხაზის გასმა სურდათ ( მე გერმანიის ნაკრების არაგერმანელ ფეხბურთელებში არ ვიხსენიებ ასევე წარმოშობით პოლონელ მიროსლავ კლოზეს, რომელსაც არაერთხელ გაუსვამს ხაზი რომ ის თავს გერმანელად და გერმანელი ერის ნაწილად თვლის და გერმანიის ჰიმნსაც ნამდვილად გრძნობით ასრულებდა ). შემთხვევითი არ არის ის რომ მატჩის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი რომელმაც საშინლად განიცადა დამარცხება და ემოციისგან მინდორზე დაეცა იყო გერმანელი ბასტიან შვაინშტაიგერი ( უცნაური ნათქვამია არა გერმანიის ნაკრების გერმანელი ფეხბურთელი ? ). გერმანიის ნაკრების დანარჩენი ფეხბურთელები უკვე გასახდელში იყვნენ გასულნი და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული გადატვირთვისგან დასვენებაზე ფიქრობდნენ. მოკლედ ესპანელი ფეხბურთელები შეუდარებლად მაღლა იდგნენ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებზე როგორც სისწრაფით, ტექნიკითა და ინდივიდუალური ოსტატობით, ასევე პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნის სიყვარულითა და ინდივიდუალური გამარჯვებისა და საკუთარი სამშობლოს გამარჯვების წყურვილით. Viva espania !
  12. მაბალამუტებ ????? დროა ქვების შეგროვების და დროა ამ ქვების სროლის. ყველაფერს ვერ დავწერ ფორუმზე.
  13. მე ძალიან კარგად ვიცნობ ვაინახებს, კონკრეტულად ქისტებს და მეც ვიცი რომ ისინი სააკაშვიულს სერიოზულად არ აღიქვამენ და ისიც ვიცი რომ ჩეცნები და ინგუშები აღიქვამენ მაინცდამაინც სერიოზულად, მაგიტომ მიწერია ეს ფრაზა "მე რაღა თქმა უნდა ვისურვებდი რომ ამ წინააღმდეგობის ფრონტს ჰყოლოდა გაცილებით შეუპოვარი, პრინციპული და უშიშარი ლიდერი, ისეთები როგორებიც იყვნენ ზვიად გამსახურდია და ჯოჰარ დუდაევი", მაგრამ ასეა თუ ისე მაინც იმედის თვალით უყურებს ბევრი. მაგალითად ხიზრი ალდამოვი. იმედი ვიქონიოთ რომ საქართველოში მალე გამოჩნდება მასზე მეტად ეროვნული, ანტირუსული კურსის ლიდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგება საერთო კავკასიური წინააღმდეგობის ფრონტს. ისე ჩერქეზებს საიდან იცნობ ?
  14. "2009 წლის სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩეჩნეთი ახსენა. მედვედევის გამოსვლის საპასუხოდ, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ერთი წლის წინანდელი შეჭრა სავალდებულო ზომად მოიხსენია, სააკაშვილმა დამსწრეებს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებსა და ავღანეთში განხორციელებული სხვა ამგვარი სავალდებულო ინვაზიები შეახსენა, მერე კი მან თქვა: "როგორც ჩანს, ისინი იძულებულები იყვნენ, მიწასთან გაესწორებინათ 400- ათასიანი ქალაქი გროზნო, რათა გაენადგურებინათ ამაყი ჩეჩენი ხალხი, მოეკლათ ათობით ათასი უდანაშაულო ადამიანი - ქალები და ბავშვები". გამოსვლამდე მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა აღიარა, რომ მმართველობის პირველ წლებში ვლადიმირ პუტინს "ჩეჩნურ სეპარატიზმთან" ბრძოლაში დახმარებას უწევდა, მაგრამ ახლა წუხს ამის გამო და ძველ გადაწყვეტილებებს თავის "მძიმე შეცდომად" მიიჩნევს. ერთი წლით ადრე, საქართველო-რუსეთის ომის დროს გაერო-ს ტრიბუნიდანვე ჩეჩნეთის საკითხი საქართველოს მაშინდელმა წარმომადგენელმა, ირაკლი ალასიანიამაც წამოსწია. საქართველოსა და რუსეთს შორის ხანგრძლივი დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, ჩეჩნეთის ტრაგედია, თხუთმეტწლიანი, არსებითად ჯერაც დაუსრულებელი, უპრეცედენტო სისასტიკით გამოწვეული ომი რომ გახსენებოდა, მსოფლიოსგან ღვთის ანაბარა მიტოვებული ამ ხალხის მიმართ მცირე სოლიდარობის გრძნობა მაინც გასჩენოდა, საქართველოს ხელისუფლებას თოთხმეტი წელიწადი და რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში გადატანილი რამდენიმედღიანი ომი დასჭირდა. რა თქმა უნდა, "მძიმე შეცდომისთვის" პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეც ნაწილდება. ვიდრე ჩეჩნეთში ათობით ათასი ბავშვი იღუპებოდა, და თითოეულ არჩეულ პრეზიდენტს რუსეთის სპეცსამსახურები სიკვდილს ადევნებდნენ, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ვცხოვრობდით საქართველოში - ჩვენს მღვრიე, მაგრამ ასე თუ ისე დაცულ ყოფაში მეტისმეტად საშინელი ჩანდა ის, რაც მეზობლად, რამდენიმე ასეულ კილომეტრში ხდებოდა, სიკვდილის ყოველდღიურობა მეტისმეტად დამთრგუნველი იყო, რომ ჩვენს რეალობაში შემოგვეშვა. რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი კვალი აფხაზეთის ომში რამდენიმე ასეული ჩეჩენი მოხალისეს მონაწილეობამაც დატოვა. ასეა თუ ისე, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენი გულგრილობით, ჩვენც შევუწყვეთ ხელი იმას, რომ ჩეჩნების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ცნობიერების იმგვარ ფორმაში გადაზრდილიყო, რომლის წყალობით, ადამიანებს "სიკვდილი უფრო უყვართ, ვიდრე სიცოცხლე." ეს ფრაზა "ნორდ-ოსტის" მაყურებლების მძევლად ამყვან ერთ-ერთ ტერორისტს ეკუთვნის, რომელიც მან თავის აუდიომიმართვაში წარმოთქვა. მახსოვს, როგორ შეაშფოთა ფრაზამ დანარჩენი, "სტაბილური" სამყარო, რომელსაც სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე ცხოვრების გამოცდილება არ აქვს. ჩეჩნებს საქართველოსგან ავიც ახსოვთ და კარგიც. ახსოვთ პანკისიცა და ისიც, რომ 2004 წლიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა არათუ რიგით ჩეჩენს, ნატალია ესტემიროვასნაირ ადამიანებსაც არ შეეძლოთ; ახსოვთ, რა შეუთვალა საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტ მასხადოვს მეგობრობის წინადადებაზე, ახსოვთ რიგითი მოქალაქეების მიერ გაწვდილი დახმარების ხელიც და ჩეჩენი პატიმრების რუსეთისათვის გადაცემის ფაქტებიც, მათ შორის შევარდნაძის დროიდან, როცა 2002 წლის ოქტომბერში 5 ჩეჩენი, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე, უკანონოდ გადასცეს რუსეთის მხარეს. ირონია (უფრო სიმწარე) იმაში მდგომარეობდა, რომ ევროსასამართლოს რეკომენდაციას ამ პირთა ექსტრადიციისაგან თავის შეკავების შესახებ სულ რაღაც საათ-ნახევრით დააგვიანდა, რამაც დანარჩენი რვა ჩეჩენი იხსნა, მაგრამ ექსტრადირებულთა შემდგომი ბედი ძალზე დამაფიქრებელი იქნებოდა, რომ არა ადვოკატ ლია მუხაშავრიას თავდადებული მცდელობები. და მაინც, არსებობს რაღაც ძაფები, რომლებიც, მართალია, საქართველოს კავკასიურ პოლიტიკაში აღარ ჩანდა, მაგრამ ჩრდილოეთმა კავკასიამ მაინც გადაარჩინა. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ხალხები მოთმინებით, აუხსნელი კეთილგანწყობით, ქართული მხარის გამოღვიძებას ელოდებოდნენ. საქართველო მათთვის ყოველთვის კავკასიის გული იყო, და დღემდე ასე თვლიან. აშკარაა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩრდილოეთი კავკასიის მიმართ პოლიტიკის მცირე "გადატვირთვა" მაინც მოახდინა. ამის ერთ-ერთი გამოვლინება ერთი თვის წინ, 19-21 მარტს თბილისში ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაც იყო, სახელწოდებით "უცნობი ერები, უწყვეტი დანაშაული: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის". კონფერენციის ორგანიზება ჯეიმსთაუნის საერთაშორისო ფონდმა და ილიას სახელობის უნივერსიტეტმა ითავა. ჩრდილოკავკასიელი ხალხების სხვადასხვა ორგანიზაციისა და პოლიტიკასთან დაახლოებული წრეების (ძირითადად ევროპული დიასპორებიდან) წარმომადგენლებთან ერთად მის მონაწილეთა შორის რამდენიმე მსოფლიო დონის მეცნიერი და ცნობილი ჟურნალისტიც იყო. კონფერენციის ბოლო დღემ, რომელსაც დავესწარი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ორგანიზების საუცხოო დონე სულაც არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, მონაწილეების უდიდეს ნაწილს თბილისური კონფერენციიდან საუცხოო შთაბეჭდილება დარჩა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში, რომელსაც "მძიმე შეცდომების" მიუხედავად ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი კვლავაც "დედა-საქართველოდ" მიიჩნევს, კავკასიელ ხალხთა წარმომადგენლები ერთმანეთს საერთო მომავალზე სასაუბროდ შეხვდნენ." სრული ტექსტი იხილეთ ამ ლინკზე : http://shokoladi.ge/node/4060 მოკლედ სააკაშვილმა მოინანია ის, რის გამოც მე მისი დაუძინებელი ოპონენტი ვიყავი, ანუ მოინანია ის რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხელი გაუწოდა პუტინს ჩრდილოკავკასიელ პარტიზანებთან ბრძოლაში დასახმარებლად. დღეს მოსწონს ეს ვინმეს თუ არა სააკაშვილი გვევლინება როგორც საერთო კავკასიური წინააღმდეგობის ფრონტის ერთ ერთი ლიდერი. მე რაღა თქმა უნდა ვისურვებდი რომ ამ წინააღმდეგობის ფრონტს ჰყოლოდა გაცილებით შეუპოვარი, პრინციპული და უშიშარი ლიდერი, ისეთები როგორებიც იყვნენ ზვიად გამსახურდია და ჯოჰარ დუდაევი. მაგრამ ასეა თუ ისე დღეს სააკაშვილი გვევლინება როგორც საერთო კავკასიური წინააღმდეგობის ფრონტის ერთ ერთი ლიდერი. ეხლა როდესაც სააკაშვილმა აღიარა თავისი უღირსი საქციელი ჩრდილოკავკასიასთან მიმართებაში და დაიწყო ამ დანაშაულის გამოსწორება, მე როგორც ამ ქვეყნის და კავკასიის ერთ ერთი შვილი და როგორც იბერო კავკასიური მოდგმის ერთ ერთი შთამომავალი მოვითხოვ ირაკლი ალასანიასგან, რომ მან აღიაროს შევარდნაძის უშიშროების მინისტრის მოადგილეობის დროინდელი საკუთარი უღირსი და მუხანათური საქციელი, როდესაც მან რუსეთს გადასცა მოძმე საქართველოს შეფარებული თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩეჩენი ლტოლვილები. ამით მან დაარღვია კავკასიური სტუმარ მასპინძლობის ადათი და გადალახა მორალის ყველანაირი ზღვარი. მე როგორც ამ ქვეყნის და კავკასიის ერთ ერთი შვილი და როგორც იბერო კავკასიური მოდგმის ერთ ერთი შთამომავალი მოვითხოვ ირაკლი ალასანიასგან, რომ მან აღიაროს საკუთარი უღირსი საქციელი და დარჩენილი ცხოვრება მოახმაროს კავკასიის თავისუფლებისთვის ბრძოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩაიწერება გრიგოლ ორბელიანის, მუსა შანიბოვის, ლაბაზანოვის და სხვა კავკასიის მოღალატეების სიაში. გაუმარჯოს თავისუფალ და ერთიან კავკასიას. დიდება იბერო კავკასიური მოდგმის ერთა ბრძოლას თავისუფლებისთვის
  15. მე ინტენსიური კავშირი მაქვს პანკისელ ქისტებთან, მათი მეშვეობით ვაპირებ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მცხოვრებ ჩეჩნებთან და ინგუშებთან შეხვედრას და ერთიანი მშვიდობიანი ( ამ ეტაპზე ) წინააღმდეგობის ფრონტის შექმნაზე საუბარს. არაფერი არაა საიდუმლო ამაში და არც არასერიოზულია რაიმე ამის ფორუმზე წერაში. მე ამაზე ხელისუფლების ერთ ერთ წარმომადგენელთანაც მისაუბრია, რომელიც აქტიურად ლობირებს ჩრდილოკავკასიასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას ( არ დავასახელებ რომელთან ) და ვიცი მისი იდეები კავკასიურ სახლთან დაკავშირებით და ამიტომ მეცინება როდესაც ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებენ. სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ადიღელებთან, ყაბარდოელებთან და ჩერქეზებთან დაკავშირებას. უბრალოდ საერთო საახლობლო არ მყავს მათთან და არ ვიცნობ მაგ ერის შვილებს. ასე რომ მე ბევრისგან განსხვავებით მხოლოდ ფორუმებზე წერაში არ გამყავს დრო და სერიოზულად ვემზადები(თ) პანკავკასიური მოძრაობის დასაწყებად და ერთიანი კავკასიური წინააღმდეგობის ფრონტის შექმნისთვის. ეხლა დეტალებზე უკვე ვერ ვისაუბრებ. დეტალებს შეიტყობთ მოგვიანებით, ოღონდ არა ჩემგან და არა ფორუმიდან ...
  16. რუსეთის ბოროტების იმპერიის აღსასრული ახლოვდება. რუსული სააგენტოები ცდილობენ არ გავრცელდეს ინფორმაციები იმის შესახებ თუ რა ხდება ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღისტანში, ბაშკირეთში, თათარისტანში და სხვა დაპყრობილ ქვეყნებში. მე დავდებ რამდენიმე ინფორმაციას. ინგუშეთში ორი რუსი ოკუპანტი მოკლეს და 7 დაჭრეს. ინგუშმა პატრიოტებმა შეტევა რუსულ ავტო-კოლონაზე მიიტანეს. მსხვერპლთა შორის 5 ოფიცერი-ოკუპანტი და ორი პრაპორშიკია; იხილეთ წყარო: Перестрелка в Ингушетии * * * დაღესტანში მარიონეტული "მვდ" ს დიდი ნაჩალნიკის სახლზე იქნა მიტანილი იერიში დაღესტანელი მუჯაჰედდინების მიერ. წყარო: В Дагестане обстрелян дом главы отдела внутренних дел ბაშკირ მუჯაჰედდინთა 14 კაციანმა რაზმმა რუსული "მილიციის" პოსტი ჩახოცა და წარმატებულად მიიმალა დისლოცირებიზ ადგილებზე. მოსახლეობა აუარებელი "ბტრ" ბის და "მილიციას" თანამშრომლების მოზღვავებაზე მეტყველებს. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა რუსეთში როდესაც პარტიზანული დაჯგუფებები შეიარაღებულ თავდასხმებს ანხორციელებენ რეჟიმის ძალებზე. ამ მოვლენებს წინ წინ უძღოდა რუსულმა მედიის ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსეთის გაზის ცენტრალურ, მაგისტრალურ სადენზე დიდი ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა უვნებელყოფილი. იხილეთ წყარო: В Башкортостане атакован блок-пост инспекторов ДПС გარდა ამისა მაქვს ინფორმაციები რომ იგეგმება ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ბაშკირეთის, თათარისტანის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის დაწყება ევროპულ ქვეყნებში. ლონდონში იმყოფება იჩქერიის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და თათარისტანის ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ოფიციალური წამორმადგენლობა. მზადდება აღიარება რუსეთის მიერ ანექსირებული ქვეყნების. მე პირადად სოლიდარობას, გვერდში დგომას ვუცხადებ და ძლევამოსილ გამარჯვებას ვუსურვებ კავკასიელ, თათარისტანელ, ბაშკირ და რუსეთის ბოროტების იმპერიის მიერ ანექსირებულ სხვა ერებს თავისუფლებისთვის წმინდათაწმინდა ბრძოლაში
  17. მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევს ღმერთი როგორ წაახდენსა. ეჰ, ერთი არსენა უნდა ამ უსამართლო ქვეყანას. იაკობ ახუაშვილმა იცის ძალიან ბევრი არსენაზე, მარაბდის გვერდზეა იაკობ ახუაშვილის სოფელი მუხათი და ბევრი რაღაც იცის მასზე. ერთხელ უნდა მოვაყოლო და ჩავიწერო ბლოკნოტში ყველაფერი რაც იცის არსენაზე
  18. გეუბნები ომეხის ძმიშვილთან კარგად ვარ და ვიცი რაღაც რაღაცეები მეთქი. მკვლელობა მაგ ცხოვრებას თან სდევს მუდამ. მკვლელი იყო ეგრე მიხა ხელაშვილიც. მაგრამ ხომ გააჩნია ვის ან რისთვის კლავდა. ადამიანის გატაცებას რაც შეეხება იმ პატარა გოგოს ამბავი შეტენეს ( ეგ ნამდვილად ვიცი ) და ვიღაც სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის ჩინოვნიკებს თუ იტაცებდნენ და ფულს ძალავდნენ მაგათი ცხოვრებაც ეგაა. გასაგებია რომ ყაჩაღის და "ბეზპრედელის" ცხოვრება ყოველთვის სისხლთან და კრიმინალთანაა დაკავშირებული, მაგრამ მე იმას ვამბობ რომ ისეთ ადამიანს უფრო დიდ პატივს ვცემ რომელიც საკუთარი თავის და იარაღის იმედად მგელივით ცხოვრობს და არავის სტატუსს არ ითვალისწინებს ( მაგალითად გიო, ბაბლუანის ფილმიდან "ძმა" ), ვიდრე ქურდულ უთავმოყვარეო მენტალიტეტს
  19. დაწერე რა ამ თემაში რეებს გიყვებოდა ბებიაშენი არსენაზე. მაგრად მაინტერესებს.
  20. თუ მართალს ამბობ რეებს გიყვებოდა არსენაზე დაწერე რა არსენას თემაში.
  21. მე ვახსენე ეგ პიროვნება ? შენს ნათქვამს რატომ პასუხობ ჩემს მაგივრად ? "ბეზპრედელი" იხსნება როგორც დამნაშავე რომელიც არ ცნობს არანაირ ქურდულ "პრედელს" და იგივე არსენა ოძელაშვილი, მიხა ხელაშვილი და გოგია ჭიჭოშვილიც "ბეზპრედელები" იყვნენ ქურდების გადმოსახედიდან. ამიტომ ვამბობ მე, შეიძლება ადამიანი იყოს "ბეზპრედელი" ქურდული გადმოსახედიდან, ანუ ცხოვრობდეს საკუთარი თავის და ტყვიის იმედად და ეს საკუთარი თავის და ტყვიის იმედად ცხოვრება თუ ემსახურება ზოგადსაკაცობრიო იდეალებს მე ასეთ ხალხს პატივს ვცემ, რომელიც არ ცნობს არავის უპირატესობას თავის წინაშე ( მით უმეტეს ქურდების )და ცხოვრობს პირველ სროლის დასწრებამდე. შენ თუ არ გაგიგია მე გამიგია დღევანდელი ყაჩაღები, ქურდული გადმოსახედიდან "ბეზპრედელები" და ძალიან მაგარი ხალხი. ომეხ აფრასიძე. იცით მაგ ადამიანს რა სახელი აქვს დღემდე სვანეთში ? თქვენ ხელისუფლები9ს ნაყიდ ხალხს ნუ უსმენთ ტელევიზორში რაღაც სისულელეებს რომ ალაპარაკებენ. ჰკითხეთ აფრასიძეებს და გეტყვიან. მე ახლოს ვიცნობ ომეხის ძმიშვილს და ვიცი ბევრი ისეთი რაღაც რისი დაწერაც აქ არაა სწორი.
  22. არა მარტო რუს "ბეზპრედელებთან", ქართველ ყაჩაღებთან იგივე "ბეზპრედელებთან" არანაკლები მტრობა ჰქონდათ. ქურდებს და ყაჩაღებს შორის შორის გამუდმებული დაპირისპირება იყო. ყაჩაღები არავის წინაშე თავს არ ხრიდნენ და სულ ეკიდათ ქურდი და კაგებე. სწორედ მაგიტომ ებრძოდნენ ქურდები კაგებეს დავალბით ყაჩაღებს.
  23. გარწმუნებ რა, მე რომ არსენა ოძელაშვილზე ვიცი, საქართველოში ბევრი არ მოიძებნება ვინც მაგდენი იცოდეს არსენას შესახებ, იმიტომ რომ ჩემი კუთხის შვილი იყო და ჩემი ერთერთი საყვარელი ისტორიული გმირია. ისე არსენას ლექსს ვერ შეედრება ჯავახიშვილის არსენა მარაბდელი. იხილეთ ეს თემა : http://planeta.ge/index.php?showtopic=17168
  24. გახსენე უკვე საწყის პოსტში : "ქართულ მენტალიტეტში აბსოლიტურად ჯდება ყაჩაღური მენტალიტეტი, ანუ კეთილშობილ ყაჩაღთა მენტალიტეტი, ეგრეთწოდებულ "ბეზპრედელთა" მენტალიტეტი. ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის და ტყვიის იმედზე და არავითარი სტატუსების გათვალისწინება. ( არსენა ოძელაშვილი, დათა თუთაშხია, მიხა ხელაშვილი, გოგია ჭიჭოშვილი და სხვები )"
×
×
  • შექმენი...