Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. შაირ სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა, ღმერთმა მოგცეს გამარჯვება ოძელაშვილო არსენა გთხოვთ არ დახუროთ ეს თემა. პოლიტიკის განყოფილებაში ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა საქართველოსა და მსოფლიოში ( არა მარტო პოლიტიკოსებში ) გაბატონებულმა უსამართლობამ და არაკაცობის ზეიმმა . ფაქტია საქართველოს და მსოფლიოს აკლია დღესდღეობით უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ისეთი გმირები როგორებიც იყვნენ არსენა და რობინ ჰუდი. დღესდღეობით ჩვენი უბედურების და დაძაბუნების ერთ ერთი მიზეზი ის არის რომ ქართველთა უმეტესი ნაწილისთვის ბავშვობიდან მისაბაძი გმირი არ არის არსენა ოძელაშვილი და ყველა ქართველი ბავშვი არ არის პატარა არსენა. საქართველოს ჰყოლია და იმედია კვლავაც ეყოლება დიდებული გმირები, სამშობლოსთვის, ქრისტეანობისთვის წამებული რაინდები, მაგრამ არსენას ფენომენი ცოტა სხვა ფენომენია. არსენა ოძელაშვილი წარმოადგენს რუსების მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში ამ ოკუპაციის შედეგად გაბატონებული უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირს, რუსული ოკუპაციის შედეგად უშუალოდ ოკუპანტთა და კოლაბორაციონისტ, გაწუწკებულ თავად აზნაურთა ( ნაწილის ) მიერ ჩაგრული ქართველი ერის ქომაგს. გასაჭირში მყოფის ქომაგს, ჩაგრულის ქომაგს. არსენა ოძელაშვილი წარმოადგენს ოკუპირებულ საქართველოში თავსგასული ოკუპანტების ( რომლებიც ეგზეკუციების შედეგად ჩასახლებულნი სულს ხდიან ხელმოკლე და დაუცველ ქართველობას ) და ამ ოკუპანტების ჩექმის მლოკველი, გლეხობის მჩაგვრელი, კოლაბორაციონისტი, გაწუწკებული თავადაზნაურობის ( ნაწილის ) წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ერის სიმბოლურ, კრებით სახეს რომელსაც მისი გლეხური წარმომავლობის გამო შეუძლებელია შეხება ჰქონოდა პოლიტიკასთან და ძალიან უსუსური და ხელოვნური მცდელობა იყო მიხეილ ჯავახიშვილის მხრიდან არსენას პოლიტიკაში ,,გარევა''. ბედნიერებაა რომ ეს ადამიანი რეალურად არსებობდა და მწარედ ცდება ის ვინც ამბობს რომ მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში არ ყოფილან დისიდენტები, რომლებიც სამკვდრო სასიცოცხლოდ დაუპირისპირდებოდნენ არსებულ უსამართლო რეჟიმს, ჩემთვის პირადად არსენა ოძელაშვილი არის მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი დისიდენტი, შეიძლება ითქვას შეიარაღებული დისიდენტი რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უკომპრომისო დისიდენტად დარჩა. ჩემთვის პირადად არსენა ოძელაშვილი სხვა უამრავ ჩემთვის მისაბაძ ისტორიულ გმირთან ერთად არის კაცობის მაგალითი სრული ამსიტყვის მნიშვნელობით. ჩემთვის არსენა არის ვაჟკაცობის, უსამართლობასთან შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი და ერთ ერთი ყველაზე საყვარელი ისტორიული პერსონაჟი, მით უმეტეს რომ არსენა ჩემი კუთხის შვილია. მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევს ღმერთი როგორ წაახდენსა. ამ თემაში ვისაც რა გაქვთ გაგონილი ამ ადამიანზე გთხოვთ დაწეროთ. არსენას ლექსიდან, ჯავახისვილის არსენა მარაბდელიდან ( რომელიც ბევრად ჩამოუვარდება მხატვრული და ისტორიული მნიშვნეობით არსენას ლექსს ), ვიკიპედიიდან და ენციკლოპედიიდან ამოღებულ ცნობებს არ ვგულისხმობ. იქნებ ვინმეს რაიმე სახის გადმოცემა გქონდეთ გაგონილი
  2. როგორი დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დიტერ ბოდენისეული გეგმის, ქვეყნის ფედერალიზების და სხვა ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროექტების შესახებ. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ვერ გაუძლებს დასავლეთის ან რუსეთის ზეწოლას და მიიღებს მსგავს პროექტებს ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ეფემერული ,,აღდგენის'' თვალსაზრისით, რა ბერკეტები გააჩნია ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას იმისა რომ წინ აღუდგეს ამ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას
  3. ვინაიდან ისტორიის მწარე გაკვეთილებმა გვასწავლა რომ რუსეთთან დიალოგი ( ვგულიუსხმობ რუსეთს დღევანდელი სახით ანუ დაუშლელ რუსეთს, რუსეთის იმპერიას ) არის უპერსპექტივო, უაზრო პროცდურა და დროის კარგვა და ჩვენ გულზეხელდაკრეფილები ვერ დაველოდებით რუსეთი როდის დაიშლება ( და უჩვენოდ არც დაიშლება ) , ეროვნულობაზე, მამულიშვილობაზე პრეტენზიის მოქნე ყველა ქართველის და ყველა ქართული პოლიტიკური ძალის წინაშე აუცილებლად უნდა იდგეს შემდეგი მინიმუმ შვიდი ამოცანა : 1. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი სამხედრო პოლიტიკური სამოკავშირეო ჩარცო ხელშეკრულების გაფორმება, როგორც მოკავშირეობა ორ ცალსახად თანასწორუფლებიან და სუვერენულ სახელმწიფოს შორის. 2. საქართველოში ამერიკის სამხედრო საჰაერო, სარაკეტო, ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, საზღვაო, ანტიბირთვული ტექნიკის განლაგება . 3. ამერიკასთან მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს გლობალური შეიარაღების პროცესის დაწყება და ქვეყნის ჰიპერმილიტარიზაცია . ამერიკის მოკავშირეობის და ქვეყნის დემოკრატიზაციის საფუძველზე ბირთვული იარაღის შექმნისთვის ოფიციალური თანხმობის მოპოვება. იმავე საფუძველზე უახლესი გამანადგურებელი სამხედრო საჰაერო, სარაკეტო, ჰაერსაწინააღმდეგო, რაკეტსაწინააღმდეგო, საზღვაო, ანტიბირთვული ტექნიკის შექმნის უფლების მოპოვება, ქვეყნის მასობრივი განადგურების მქონე იარაღის ეხსპორტიორ სახელმწიფოდ ქცევა. 4.იმისდა მიუხედავად რას გვირჩევს დასავლეთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო გზით გადაწყვეტა ( თუ რუსეთი არ გავცა მანამდე ), საქართველოს დეოკუპაცია ნებისმიერ ფასად, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საქართველო, ამერიკა ბრიტანეთის მიერ მესამე მსოფლიო ომის დაწყების ფასადაც . 5.საქართველოს დეოკუპაციის შემდგომ საქართველო, ამერიკა, ბრიტანეთის მიერ საომარი მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა , რუსეთის როგორც აგრესორი, ოკუპანტი და ეთნოწმენდის ავტორი სახელმწიფოს დასჯის და ხელისუფლების გასამართლების მიზნით. რუსეთის დროებითი ოკუპაცია , 21 წლის კონსტიტუციია აღდგენა და ამ კონსტიტუციის საფუძველზე საქართველო რუსეთის საზღვრის ტუაფსეს ზევით გავლება . 6..პუტინის ადმინისტრაციაზე ჩეჩნების გენოციდის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა , მსოფლიოს მიერ რუსეთის კავკასიაში ორასწლოვანი ოკუპაციისა და ანექსიის და მუჰაჯირობის შეფასება როგორც კავკასიელთა მასობრივი გენოციდი . 7.რუსეთისიმპერიის დანგრევია და იბერო კავკასიური , წინარეევროპული მოდგმის, თარგამოსიანი , ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების განთავისუფლებია და საქართველოს და დამოუკიდებელ იბერო კავკასიურ , ჩრდილოკავკასიურ სახელმწიფოთა ძლევამოსილი სამხედრო პოლიტიკური ალიანსის შექმნა
  4. თუ გააჩნია დღევანდელ ეროვნულ დემოკრატიული პარტიას დოკუმენტაცია და იურიდიული დადასტურება იმისა რომ დღევანდელი ეროვნულ დემოკრატილი პარტია წარმოადგენს სპირიდონ კედიას დროინდელი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის იურიდიულ სამართალმემკვიდრეს
  5. თქვენ როგორ გგონიათ მე რა რესპუბლიკელების ჯინი მჭირს ან რესპუბლიკელების დაბრუნებული აფხაზეთი და სამაჩაბლო არ მინდა ? უბრალოდ ეგ არ არის დაბრუნება რაც მაგ დოკუმენტში წერია . ეგ არის გათვლა მოკლევადიან ეფექტზე და არ არის ეგ დაბრუნება და ცოტა ხანში უარესი ძალით იფეთქებს სეპარატიზმი და ამ სეპარატიზმში სეპარატისტებს ქართული მხარის მიერ ხელმოწერილი დამატებითი ძლიერი ბერკეტებიც ექნებათ. არ არის ეგ დაბრუნება. მაგ ტერიტორიული მოწყობით როცა მოინდომებს მაშინ დაგვშლის ამერიკა და რუსეთიც ( რუსეთი თუ უკვე თავად დაშლილი არ იქნება ). ვერ ვიცხოვრებ მე ამერიკის და დასავლეთის კეთილი ნების იმედზე რომ ისე იდეალურად შევათანხმებთ პოლიტიკას რომ არ გაუჩნდება დაშლის სურვილი. ნახეთ რა უქნეს კოსოვოს ? არაფერია გამორიცხული და კარგად იცით რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები. მე რა ამერიკის ჯარების შემოყვანას რომ ვყვირივარ ყოველდღე გულზე კი არ მეხატება დასავლეთი თავიანთი გასაზიზღრებული იდეოლოგიით და გადაგვარებული სახით. უბრალოდ ასეა საჭირო ჯერჯერობით მილიტარიზაციისა და დეოკუპაციისთვის და იმისთვის რომ ჩრდილოკავკასიიდანაც გავაძევოთ რუსეთი და საქართველო თავის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების კონფედერაციით ამერიკის სამხედრო მოკავშირეობის საფუძველზე გახდეს კავკასიასა და წინა აზიაში ყველაზე ძლიერად შეიარაღებული, ჰიპერმილიტარისტული, მასობრივი განადგურების მქონე იარაღის ექსპორტიორი სახელმწიფო და ამერიკასთან მოკავშირეობის საფუძველზე მიიღოს უფლება ბირთვული იარაღის შექმნის. ამერიკის მოკავშირეობა და მათი სამხედრო ბაზები გვჭირდება იქამდე სანამ რუსეთს გავაძევებთ ჩრდილო კავკასიიდან და გავხდებით ევრაზიის ბირთვული შეიარაღების მქონე ზესახელმწიფო . საქართველო ამერიკის მოკავშირეობის საფუზველზე უნდა გახდეს კავკასიის პაკისტანი და შემდგომ პაკისტანზე უფრო ძლიერი ზესახელმწიფო რაც მაგ ონცეფციაში წერია, მაგას მირჩევნია აფხაზეთი და სამაჩაბლო ორასი წელი იყოს ოკუპირებული და ქართულ მხარეს ორასი და ქართულ მხარეს ორასი წელი ჰყავდეს გამოცხადებული კანონგარეშედ აფხაზეთის და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები და ორასი წელი ჰყავდეს რუსეთი ოკუპანტ სახელმწიფოდ გამოცხადებული და ორასი წელი გვქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან გაწყვეტილი და ორასი წელი შესაბამის მომენტს და გაძლიერებას ველოდოთ დასარტყმელად იმ შემთხვევასი თუ ღმერთმა არ ქნას და ორასი წელი რუსეთი არ დაიშალა და ორასი წელი მათ ომი თუ ვერ მოვუგეთ . P.S. ღმერთმა დაგვასწროს მეც , თქვენც და დენიელ ფრიდიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მარტო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას არ ვგულისხმობ ...
  6. განსაკუთრებით ამაზე მაინტერესებს პასუხი : რა აზრი ჰქონდა რესპუბლიკელების მიერ მსგავსი კონცეფციის შემუშავებას, მაშინ როდესც დამეთანხმებით რომ რუსის ჯარის გასვლის გარეშე შეუძლებელია აფხაზეთის დაბრუნება ( დაბრუნებაში მე არ ვგულისხმობ კონფედერაციულ მოწყობას და გავიგე რომ არც რესპუბლიკელები გულისხმობენ მთლად კონფედერაციას , თუმცა ჩემთვის რასაც გულისხმობენ ეგეც მიუღებელია )
  7. წავიკითხე და გავიგე რომ კონფედერაცია არ არის, მაგრამ რაც არის ეგეც მიუღებელია ჩემთვის. ამაზე პასუხი არ გაგიციათ : სეპარატიზმის ფრთებშესხმის მხრივ მაინც გარკვეული ( და არც თუ მცირე ) პრობლემაა თქვენი ტერიტორიული მოწყობის გეგმა , რომელაც აგერ ევროკავშირის წევრ დ ისეთ განვითარებულ და მძლავრ სახელმწიფოშიც კი როგორიცა ესპანეთი გარკვეული პრობლემები შექმნა კატალონიაში და იქნებ განგვიმარტოთ ( უფრო სწორად ფორუმელებს განუმარტოთ, რადგან ჩემთვის ნებისმიერი არგუმენტის შემთხვევაში მიუღებლად რჩება მსგავსი ტერიტორიული მოწყობა, თვით აფხაზეთის დაბრუნების გარანტიითაც კი, რადგან მე მსგავსი ტერიტორიული მოწყობის პირობებში აფხაზეთისა და სამაჩბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას საბოლოო და მყარ დაბრუნებად არ ვთვლი ) რა აზრი ჰქონდა რესპუბლიკელების მიერ მსგავსი კონცეფციის შემუშავებას, მაშინ როდესც დამეთანხმებით რომ რუსის ჯარის გასვლის გარეშე შეუძლებელია აფხაზეთის დაბრუნება ( დაბრუნებაში მე არ ვგულისხმობ კონფედერაციულ მოწყობას და გავიგე რომ არც რესპუბლიკელები გულისხმობენ მთლად კონფედერაციას , თუმცა ჩემთვის რასაც გულისხმობენ ეგეც მიუღებელია ) და რუსის ჯარის გასვლის შემდეგ ნამდვილად აღარ ექნებათ აფხაზებს ასარჩევად საქმე როგორი ტერიტორიული მოწყობა ურჩევნიათ . არც გაწყვეტას და გაყრას აპირებს ვინმე, ეგენიც წინარეევროპული, პროტოკოლხური მოდგმის, ფაქტიურად ჩვენი იდენტური ერია . უბრალოდ შევიყვანთ შინაგან ჯარს და ჩავაწყნარებთ სიტუაციას და არ მგონია რუსის ჯარის გასვლის და ქართველების გასვლის მერე რაიმე სახის პრობლემები შექმნას მათმა უკმაყოფილებამ
  8. ბატონო ბაჩუკი, ირინა სარიშვილმა განაცხადა თითქოს თქვენ რამდენიმე წლის წინ მისულხართ იგორ გიორგაძის ფონდში და გითხოვიათ გიორგაძის ფონდიდან მისი მხარდაჭერის და მის პოლიტიკურ სატელიტად ქცევის სანაცვლოდ პარტიის დაფინანსება . ირინა სარიშვილი არ არის ჩემთვის ის პიროვნება რომლის სიტყვაც შესაძლებელია დავიჯერო, მაგრამ მაინტერესებს ამ განაცხადზე თქვენი კომენტარი
  9. კი მაგრამ ბატონო ძუკუ ასე თუ ისე მაინც გარკვეული ( და არც თუ მცირე ) პრობლემაა თქვენი ტერიტორიული მოწყობის გეგმა , რომელაც აგერ ევროკავშირის წევრ დ ისეთ განვითარებულ და მძლავრ სახელმწიფოშიც კი როგორიცა ესპანეთი გარკვეული პრობლემები შექმნა კატალონიაში და იქნებ განგვიმარტოთ ( უფრო სწორად ფორუმელებს განუმარტოთ, რადგან ჩემთვის ნებისმიერი არგუმენტის შემთხვევაში მიუღებლად რჩება მსგავსი ტერიტორიული მოწყობა, თვით აფხაზეთის დაბრუნების გარანტიითაც კი, რადგან მე მსგავსი ტერიტორიული მოწყობის პირობებში აფხაზეთისა და სამაჩბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას საბოლოო და მყარ დაბრუნებად არ ვთვლი ) რა აზრი ჰქონდა რესპუბლიკელების მიერ მსგავსი კონცეფციის შემუშავებას, მაშინ როდესც დამეთანხმებით რომ რუსის ჯარის გასვლის გარეშე შეუძლებელია აფხაზეთის დაბრუნება ( დაბრუნებაში მე არ ვგულისხმობ კონფედერაციულ მოწყობას და იმედია არც რესპუბლიკელები გულისხმობენ მთლად კონფედერაციას ) და რუსის ჯარის გასვლის შემდეგ ნამდვილად აღარ ექნებათ აფხაზებს საქმე როგორი ტერიტორიული მოწყობა ურჩევნიათ
  10. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არიან ის სულები, საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს დამოუკიდებლობის სულის ჩამდგმენლი და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება და დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის. მეგობრებო! გილოცავთ ყველა ქართველისათვის ამ ღირსსახსოვარ დღეს. და დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისათვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისათვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესთვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიო ხალხთა წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა. მეგობრებო, ნუ იყოფინ ორპირობა და გულაღრძილობა ამ დღეს, ამ წმინდა მიწაზე, სადაც წინაპართა აჩრდილები თავს დაგვტრიალებენ, სადაც სულმნათი მერაბ კოსტავა გადმოგვცქერის ზეციური საქართველოდან, სადაც წმინდა ილია მართალი დაგვცქერის ჩვენ, ჩვენს მირვე წამებული ილია მართალი. ძმანო და დანო! ქართველი ერი ქრისტეს მცნებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე და მე მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, რამეთუ ეს იგავი მიესადაგება ჩვენს დღევანდელ მფგომარეობას, ჩვენს გუშინდელ დღეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას - იმჟამად წართმეულს, იმჟამად დამარცხებულს და ჩვენ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს იგავი სახარებისა არის შემდეგი: როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გამოიყვანეს ებრაელი ხალხის წინაშე რომაელებმა და მისმა მტანჯველებმა, ისრაელს ჰქონდა წეს-ჩვეულება: სიკვდილით დასჯილი ერთ-ერთი ადამიანი ამ დღეს, უნდა მიეტევებინათ ხალხისათვის. მაშინ რომაელთა ხელისუფლებამ მიმართა ისრაელის ერს: ვინ მოგიტევოთ? და წარუდგინა ქრისტე - ღმერთკაცი და ბარაბა - ავაზაკი. მაშინ იხუვლა ისრაელის ერმა: ჯვარს აცუ ეგე და მოგვიტევე ჩვენ ბარაბა, მოგვიტევე ავაზაკი და ის ავაზაკი გულში ჩაიხუტა და ჯვარცმად გაუშვა ქვეყნად მოვლენილი მესია-ღმერთკაცი! ძმანო! უსაშინელესი ტრაგედია დაატყდა ისრაელს ამის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა ოცი საუკუნის მანძილზე, მათ დაკარგეს სახელმწიფოებრივობა, დაკარგეს ენა, დაკარგეს ტერიტორია, გაიფანტნენ მთელს მსოფლიოში, არნახული ტანჯვით ვიდოდნენ და მხოლოდ ორი ათასი წლის შემდეგ შეუნდო უფალმა ის, რომ მათ აირჩიეს ავაზაკი, ავაზაკის გზა და უარყვეს ქრისტე. და, აი, ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი, ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით. მოვიდა მეოცე საუკენემდე და მის წინაშე წარდგა არჩევანი. აი ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტებისა, დიდი დემოკრატებისა და, აჰა მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთო ერისა, ბარაბასი. და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას. და, აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა, ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა, და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც სამოცდაათი წელი გვანადგურებს. აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, ეს სასჯელი, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა. აი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა, აი მიზეზი 26 მაისის დამარცხებისა, აი მიზეზი იმისა, რომ ვიქმენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, მტერთაგან ძლეულნი. მამული ჩვენი მტერთა ჩვენთა ფეხქვეშ გაითელა და ჩვენ დღეს უფსკრულის პირას ვართ. და, აი მოდის ახალი არჩევანი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა. შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე. ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშეპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი - ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება: აი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება. გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას! კურთხეულ იყოს ილია მართალის გზა! გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!
  11. მაფიის ღამეში თამაში რაღა შუაშია პოლიტიკასთან. როგორ შეიძლება გასართობი გადაცემის მიხედვიტ პოლიტიკოსების პიროვნებაზე მსჯელობა
  12. Grig ჯოჰარი აფხაზეთში ქართველებიოს წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებს ჩეჩნეთის და კავკასიის მოღალატეებს უწოდებდა. რუსებთან თამაშში ბასაევმა ბევრი რამ ვერ გათვალა და თავისი ქმედებით ხელი შეუწყო რუსეთის გავლენის შენარჩუნებას შუა აზიაში. ამის გამო დუდაევმა მას კრიტიკის მთელი კორიანტელი დააყენა. ბასაევზე ეს არ მოქმედებდა, მალე შამილის მეომრები გამოჩნდნენ აზერბაიჯანში. თავად ბასაევიც ერთხანს მთიან ყარაბაღში სომხების წინააღმდეგ იბრძვის, შემდეგ მისი მეომრები მხარს უჭერენ მეამბოხე სურეტ ჰუსეინოვს. ამ ამბოხის შედეგად დაამხეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი. ბასაევი და მისი რაზმი იბრძოდა აფხაზეთშიც. ამან ჯოხარ დუდაევი გააცოფა: – ე.წ. მოხალისეებს, რომლებიც აფხაზეთში ჩეჩნეთის სახელით იბრძვიან, არაფერი საერთო არ აქვთ ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობასთან. ამიტომ ქართველებს შეუძლიათ თავისუფლად ესროლონ მათ და მოეპყრან, როგორც მტრებს! – ასეთი გახლდათ დუდაევის ოფიციალური განცხადება. ბასაევის აფხაზეთში ბრძოლამ უდიდესი ლახვარი ჩასცა ქართულ–ჩეჩნურ ურთიერთობებს. ამან რუსულ პროპაგანდას საფუძველი მისცა ეყვირა ისლამურ საფრთხეზე, რომელიც თურმე საქართველოს ემუქრება. სინამდვილეში ბასაევის აფხაზური ვოიაჟი რუსების მიერ იყო დაფინანსებული. მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომლის ერთ–ერთი ლიდერი ბასაევი გახლდათ, რუსების მიერ იყო შექმნილი. ამ ორგანიზაციის უკან არამარტო ანტიქართული, არამედ ანტიჩეჩნური ძალებიც იდგნენ. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთის შემადგენლობაში ყველა ჩერქეზული ტომის გაერთიანება. ამ "გაერთიანებული სახელმწიფოს" დედაქალაქი კი სოხუმი უნდა ყოფილიყო. ჩეჩნეთის დამოუკიდებლად არსებობას ეს ძალები გამორიცხავდნენ. ამიტომაც გასაგებია ჯოხარ დუდაევის გააფთრება, რაც ბასაევის აფხაზეთში წასვლას მოჰყვა: – ბასაევი პროვოკატორია! ასეთი საქციელის გამო ის დახვრეტას იმსახურებს! დუდაევს არ შეეძლო მუქარის ასრულება, რადგან შამილის უკან ორგანიზებული შეიარაღებული ძალა იდგა. თუმცა ის და ბასაევი დაუძინებელი მტრები გახდნენ. მოსკოვშიც იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ ბასაევის გამოყენებას დუდაევის წინააღმდეგ.
  13. რუსებთან თამაშში ბასაევმა ბევრი რამ ვერ გათვალა და თავისი ქმედებით ხელი შეუწყო რუსეთის გავლენის შენარჩუნებას შუა აზიაში. ამის გამო დუდაევმა მას კრიტიკის მთელი კორიანტელი დააყენა. ბასაევზე ეს არ მოქმედებდა, მალე შამილის მეომრები გამოჩნდნენ აზერბაიჯანში. თავად ბასაევიც ერთხანს მთიან ყარაბაღში სომხების წინააღმდეგ იბრძვის, შემდეგ მისი მეომრები მხარს უჭერენ მეამბოხე სურეტ ჰუსეინოვს. ამ ამბოხის შედეგად დაამხეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი. ბასაევი და მისი რაზმი იბრძოდა აფხაზეთშიც. ამან ჯოხარ დუდაევი გააცოფა: – ე.წ. მოხალისეებს, რომლებიც აფხაზეთში ჩეჩნეთის სახელით იბრძვიან, არაფერი საერთო არ აქვთ ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობასთან. ამიტომ ქართველებს შეუძლიათ თავისუფლად ესროლონ მათ და მოეპყრან, როგორც მტრებს! – ასეთი გახლდათ დუდაევის ოფიციალური განცხადება. ბასაევის აფხაზეთში ბრძოლამ უდიდესი ლახვარი ჩასცა ქართულ–ჩეჩნურ ურთიერთობებს. ამან რუსულ პროპაგანდას საფუძველი მისცა ეყვირა ისლამურ საფრთხეზე, რომელიც თურმე საქართველოს ემუქრება. სინამდვილეში ბასაევის აფხაზური ვოიაჟი რუსების მიერ იყო დაფინანსებული. მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომლის ერთ–ერთი ლიდერი ბასაევი გახლდათ, რუსების მიერ იყო შექმნილი. ამ ორგანიზაციის უკან არამარტო ანტიქართული, არამედ ანტიჩეჩნური ძალებიც იდგნენ. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო რუსეთის შემადგენლობაში ყველა ჩერქეზული ტომის გაერთიანება. ამ "გაერთიანებული სახელმწიფოს" დედაქალაქი კი სოხუმი უნდა ყოფილიყო. ჩეჩნეთის დამოუკიდებლად არსებობას ეს ძალები გამორიცხავდნენ. ამიტომაც გასაგებია ჯოხარ დუდაევის გააფთრება, რაც ბასაევის აფხაზეთში წასვლას მოჰყვა: – ბასაევი პროვოკატორია! ასეთი საქციელის გამო ის დახვრეტას იმსახურებს! დუდაევს არ შეეძლო მუქარის ასრულება, რადგან შამილის უკან ორგანიზებული შეიარაღებული ძალა იდგა. თუმცა ის და ბასაევი დაუძინებელი მტრები გახდნენ. მოსკოვშიც იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ ბასაევის გამოყენებას დუდაევის წინააღმდეგ.
  14. ამ მიმართვიდან მცირე ხნის შემდეგ იმის შიშით რომ გამარჯვების სახელი დარჩებოდა ზვიად გამსახურდიას და მერე ვეღარაფერი აღუდგებოდა წინ მის თბილისში შემოსვლას და კანონიერი ხელისუფლების აღდგენას, შევარდნაძემ უბრძანა თავის კონტროლირებად საჯარისო შენაერთებს დაეტოვებინათ აფხაზეთი და დაეცვათ საქართველო ზვიად გამსახურდიას ერთგული გვარდიელებისგან. კიტოვან ყარყარაშვილის მიერ სიტყვის გატეხვის და მეორედ ღალატის შემდეგ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი და ერთგულ გვარდიელებთან ერთად გადასულიყო სამეგრელოში
  15. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვა გალის მიტინგზე - ენკენისთვე 28, 1993 წელი ძვირფასო მეგობრებო! დანო და ძმანო! ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენი ხნის შემდეგ გხედავთ თქვენ და თქვენთან ვარ ისევ. აქ, ამ მოედნაზე არაერთხელ ჩამიტარებია მიტინგი, თქვენ ყველას გახსოვთ. მაშინ სხვა პრობლემები გვაღელვებდა, მაგრამ მაინც ერთი უმთავრესი პრობლემა იყო საქართველოს დამოუკიდებლობა და ბედნიერება. დღეს, როგორც არასოდეს, უჭირს საქართველოს და საფრთხე ემუქრება მის დამოუკიდებლობას, ვინაიდან მოღალატურმა ხუნტამ განდევნა კანონიერი ხელისუფლება, ხელთ იგდო სათავეები ხელისუფლებისა და დაქცევის პირას მიიყვანა საქართველო; და მაინც ხუნტის ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რისთვისაც მას განსჯის ისტორია და ქართველი ერი, რომ ჩვენი ძირძველი კუთხე - აფხაზეთი, საქართველოს და კოლხეთის განუყოფელი ნაწილი დღეს იკარგება კომუნისტური ხუნტის მოღალატური, დნაშაულებრივი ქმედებების შედეგად. მეგობრებო! გუშინ ხუნტამ და რუსეთის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ სოხუმი საბოლოოდ დაიკარგა, რომ საქართველომ დაიჩოქა და ქართულმა მოსახლეობამ უნდა დატოვოს ვითომდა აფხაზეთი. ეს სიცრუეა, სოხუმი არ დაკარგულა, არ დაკარგულა და არც დაიკარგება და ხუნტა დაიკარგება! მე ეს-ეს არის მოვდივარ, მეგობრებო, წინა ხაზიდან, მე შემოვიარე მთლიანად ფრონტი და არის ძალიან... კარგი... მდგომარეობა... და არის ბევრი ისეთი ფაქტორი, რომლებიც მოგვიტანს წარმატებებს. მე მინდა დეტალურად გესაუბროთ. მე მინდა დავიწყო თავიდან. საქართველოში ჩემი ჩამოსვლის პირევლი დღიდან, მართალია დაგვიანდა ეს ჩამოსვლა, მეგობრებო, ალბათ თქვენ ყველას გაინტერესებსთ, რატომ დაგვიანდა. იმიტომ, რომ მე მქონდა უამრავი დაბრკოლებები და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი გამოღწევას იმ ქვეყნიდან, რომელიც აგრეთვე თვითონ არის ბლოკადაში მოქცეული. მაგრამ, ბოლოს მაინც მივაღწიე, მოვახერხე და დღეს თქვენთა ვარ, მეგობრებო. პირველივე დღიდან, პირველივე მიტინგიდან, რომელიც ჩავატარე ზუგდიდში, მე მოვუწოდებ ხალხს, მე მოვუწოდებ ქართველ ერს არ დათმონ აფხაზეთის ძირძველი კუთხე, არ დათმონ მამა-პაპათა საფლავები, გაერთიანდენ კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალების გარშემო და ერთიანი ძალისხმევით დავიბრუნოთ ის, რასაც გვართმევენ მოღალატენი, ჩვენი სამშობლოს გამყიდველები, ჩვენი სამშობლოს მტერთან ალიანსში მყოფი მოღალატეები. მეგობრებო! ხუნტა თესავს პანიკას, იგი ცდილობს ჭორებით, ათასგვარი ცრუ ხმების გავრჩელებით, დაამახინჯოს ჩვენი პოსიცია აფხაზეთის მიმართ, დაამახინჯოს კანონიერი ხელისუფლების პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ მე პირველსავე მიტინგზე მოვუწოდე მთელს სამეგრელოს და მთელს საქართველოს, რომ დავიცვათ აფხაზეთი და გადავისროლე ძალზე მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალები ოჩამჩირის ფრონტზე, რომლებიც მალე გაარღვევენ, კოდორზე გადავლენ და სოხუმში შევლენ მალე, მიუხედავად ყოველივე ამისა ხუნტა ურცხვად ავრცელებს ჭორებს, ვითომ მე წინააღმდეგი ვარ აფხაზეთში ბრძოლისა და მოვითხოვ ვითომდაც ჯერ თბილისის აღებას. თბილისი უკვე აღებულია, თბილისი უკვე ჩვენია, არასოდეს არ დაიკარგება. ახლა მთავარია აფხაზეთის ფრონტი გავამაგროთ, განვამტკიცოთ და გავარღვიოთ, სადაც საჭიროა და ავიღოთ მთლიანად ინიციატივა მთელი ფრონტის გაყოლებაზე. აი, ამ მიზნით ვარ მე ჩამოსული და ეხლა ბატონი ვახტანგ ქობალია იქ იმყოფება, ბატონი გურამ ლაკია, შესანიშნავი სამხედრო სპეციალისტი და სტრატეგი, იქ იმყოფება - ჩვენი შტაბის უფროსი და მალე ეს შტაბი დაიქვენდებარებს ყველა შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის უკანონო ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებსაც. უნდა მოგახსენოთ რომ ჩემთვის ძალიან საასიამოვნოა, რომ მართალია, უკანონო ხელისუფლების ჯარში მსახურობენ, მაგრამ იქ მრავალი კარგი ქართველი აღმოჩნდა და მრავალი პატრიოტი, რომელიც ჩვენ ამოგვიდგება მხარში და რომელიც არ დაემორჩილა ხუნტის ბრძანებას, არ ემორჩილება! მოღალატე შევარდნაძემ მოუწოდა ქართულ შეიარაღებილ ძალებს, რომ დატოვონ აფხაზეთი, დატოვონ სოხუმი, დატოვონ ოჩამჩირე და მოუწოდა ქართველ მოსახლეობას, რომ დატოვონ აქაურობა. ვერ ეღირსება ვერასოდეს თავის სიცოცხლეში ამას, ვერასოდეს ვერ ეღირსება. მაგრამ სავალალოდ, მეგობრებო, მან მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებას იმ მხრივ, რომ სოჭის მოღალატური, კაპიტულანტური ხელშეკრულების დადების შემდეგ, როდესაც მან ხელი მოაწერა აფხაზეთიდან ქართველების გაძევებასა და არძინბას უკანონო ხელისუფლების სოხუმში შემოყვანაზე; და რომ ეს ხელშეკრულება დღეს ხორციელდება; აი, აი, ეს არის უდიდესი უბედურება საქართველოში და ჩვენ არ დავუშვებთ ამ მოღალატური, კაპიტულანტური ხელშეკრულების განხორციელებას. მთელი საქართველო ფეხზე დადგება და ხუნტას ჩაქოლავს და აფხაზეთს დაიბრუნებს. ვერ მოეწრებიან გენშერებთან გარიგების შესრულებას, რომლის ძალითაც რუსეთის ჯარი, გერმანიიდან გამოყვანილი, უნდა დასახლდეს სოხუმში, უნდა დასახლდეს შავი ზღვის სანაპიროზე და ქართველები აქედან უნდა გააძევონ. ამას ვერ ეღირსებიან ვერასოდეს, ვერ მოეწრებიან. აი, ამ მიზნით წამოიწყეს ეს პროვოკაციული ომი მოუმზადებლად ყოველგვარი შემზადების გარეშე, ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე, ყოველგვარი გეგმის გარეშე, ყოველგვარი მომარაგების გარეშე. გაჟლიტეს უამრავი ქართველი, გაანადგურეს ჩვენი გენოფონდი და მიზანი კი თურმე ის ყოფიულა, რომ ბოლოს აფხაზეთი უნდა დაეთმოთ და იქ შემოეყვანად ჯარი, რომელიც გამოდის გერმანიიდან და იქ დაესახლებინად. აი, რა ყოფილა, თურმე, მეგობრებო. აი, ამისათვის იბრძვის ეს მოღალატე, მაგრამ ვერ ეღირსება. თავისის თვალით ვერ დაინახავს ვერც ეგ და ვერც სხვა მოღალატენი, რომლებიც დღეს შხამს ანთხევენ აი ამ მოწამლული ტელევიზიიდან და ათასგვარ სიცრუეს და სიბილწეს ავრცელებენ. ისინი პასუხს აგებენ ერის წინაშე და, კანონის წინაშე უახლოვეს ხანაში! მეგობრებო, მათმა ბინძურმა აგიტაციამ გამოიღო ძალზე ცუდი შედეგები, ოჩამჩირეში ქართველობა ტოვებს თავის მშობლიურ სახლებს. ეს ყოვლად დაუშვებელია. არაფერი პანიკისათვის არ არსებობს საფუძველი, მით უმედეს გალში. მე მოგიწოდებთ, არავითარი პანიკა არ უნდა იყოს, არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ძირძველი კუთხე. ჩვენ უნდა დავირაზმოთ, უახლოვეს ხანაში მე გამოვაცხადებ საყოველთაო მობილიზაციას მთელ საქართველოში და ყველგან შევქმნი სამობილიზაციო შტაბებს. გალში იქნება სამობილიზაციო შტაბი. გავაფრთხილებ აქაურ უკანონო ხელისუფლებას, თუ რაიმე დაბრკოლება იქნება, კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს ეს. ასე, რომ, მეგობრებო, გთხოვთ, ამოგვიდგეთ მხარში, ყველას, ყველას, გთხოვთ მთელი რაიონის მოსახლეობას, მთელი ქალაქის მოსახელობას; უნდა მოხდეს ერთი რამ: მე ვიცი, რომ აქ გარდა იმისა, რომ არის ჩვენი ბატალიონი, არის სამურზაყანოს ჯგუფი, რომელიც აგრეთვე კარგად იბრძვის დღეს იქ. მოსახლეობას აუცილებლად, თავშემონახულ კარგ ვაჟკაცებს აუცილებლად ექნებათ იარაღი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქმნება სახალხო ლაშქარი. ამ ლაშქარში უნდა შემოვიდეს ყველა, ვინც თავის თავს ქართველად თვლის და ვინც კაცად თვლის, ყველა უნდა შემოვიდეს ამ ლაშქარში და სასურველია, რომ მოხვიდეთ თქვენივე იარაღით. ჩვენ იარაღს კიდევ ვიშოვით, მაგრამ გვჭირდება, თქვენივე იარაღით მოდით, ჩაეწერეთ ლაშქარში, რომელიც დაადგება საქართველოს სადარაჯოზე - დადგება ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე - დადგება ჩვენი მშვენიერი კუთხის სადარაჯოზე და ამ ბრძოლას გამარჯვებით მიიყვანს ჩვენი ძლევამოსილი მხედრობის ხელმძღვანელობით
  16. იცხოვრო ხორცშესხმულ დროში, ნიშნავს იცხოვრო მთებში. ჩეჩნები დროს შეიგრზნობენ არა როგორც წუტისოფელს, არამედ, როგორც ყოფეირების უსასრულობას. სწორედ ესაა პატარა ჩეჩნეთის მიერუზარმაზარირუსეთის სახელმწიფოსადმი გაუგონარი, მამაცური წინააღმდეგობის გაწევის საიდუმლო როგორც ამ გამანადგურებელ ომსი, ასევე წარსულ ომებშიც. ჩეჩნები მსოფლიოს ერთერთი უძველესი ხალხია და თავისი მრავალათასწლოვანი გენეტიკური მეხსიერების გამოცდილებით ისინი შეიგრძნობენ ნებისმიერი თვითმპყრობელობის ფუჭ წარმავლობას. ამას ვერ იგებენ ვერც მრავალრიცხოვანი რუსო დამპყრობლები, ვერც კავკასიაზე შეყვარებული რუსი პოეტები. ის, რაშიც ხედავენ, მათი აზრით, ხალხის ნახევრადველურ, ბარბაროსულ ეგზოტიკას, სინამდვილეში არის უძველესი კულტურის გამოვლენა, კულტურისა, რომელიც ბევრად აღემატება დამპყრობთა ახალგაზრდა ცივილიზაციას. ეს გამოვლენაა დავიწყებული, საუკუნეებში დაკარგული ფილოსოფიისა, დიდი ფილოსოფიისა, რომელიც შეგუებული იყო არ ყოველდრიურობის წვრილმან მოთხოვნილებებს, არამედ აღემატებოდა ცხოვრების წარმავლობას თავისუფლებისაკენ დაუძლეველი მისწრაფების შეგნებით. სწორედ ეს ფილოსოფია, რომელიც მოცემულია არა ცნობიერებაში, არამედ არის სულის მარადიული მდგომარეობა და ბედისწერის გარდაუვალობად მიიღება, ყოველთვის განსაძრვრავდა კავკასიის ტრაგიკულ, ჰეროიკულ და ლამაზ ისტორიას. მასშია კავკასიის მომავლის პასუხიც. დაისის სისხლიან ცაზე ისინი მხარდამხარ დგანან - ჯოხარ დუდაევი და ზვიად გამსახურდია. ვინ არიან? წინამორბედნი? მომავალი დღეების სიმბოლოები? თუ უკანასკნელი ისტორიული გმირები, ცოცხალი ანაქრონიზმი, კაცობრიობის არყოფნაში უდროოდ წასულები? ვინ არიან ისინი, ანტიკური ხანის მკაცრი კანონებით განსაზღვრული ტრაგიკული როლის ბოლომდე შემსრულებლები? გმირები? მსხვერპლნი? გამარჯვებულნი? "სვობოდნაია გაზეტა" N 9 (010), 1996 მთარგმნელი თ. კუბლაშვილი ჟურნალი "კარდუ" N2 2000
  17. ეს პოსტი არის უთავმოყვარეობის აპოგეეა სანდო წყაროების მიხედვით, რომლებიც ეჭვს არ იწვევენ, ცნობილია, რომ დუდაევის მებრძოლებმა გროზნოს დატოვებისას თან წაიღეს გამსახურდიას ნეშტი და დაასაფლავეს მთებში. ვიცით რა მუსულმანის დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ, ვრწმუნდებით: ჩეჩნების საქართველოსთან სამარადისო კავშირის რწმენის უკეთეს დასაბუთბას ვერ ნახავთ. ნეშტი ქართველი ქრისტიანისა მუსულმანური ჩეჩნეთის სამარადისო დიდების პანთეონში - ეს არის ახალი ერის დასაწყისი კავკასიის ისტორიაში. აი, თურმე რისთვის დაიწყო ეს ახალი კავკასიური ომი. აი, თურმე რისთვის გაავსეს საქართველო რუსეთის სამხედრო ბაზებით დაქირავებულმა ჯალათებმა და გამყიდველებმა, რისთვის ამყოფებენ მოსახლეობას სიკვდილის ზღვარზე. აი, თურმე რისთვის ცდილობენ, რუსული ბომბებით აღგავონ მიწისგან პირისა და ამოაშთონ მეხსიერებიდან, რომ არსებობდა ასეთი ქვეყანა - იჩქერია. სადღაც მაღლა, მიუვალ მთებში კი გაჩნდა საფლავი, ახლა ალბათ უკვე ორი. ოდესმე ეს მთები იქცევა სალოცავ ადგილად. ახლა კი მხოლოდ თოვლისფერი, მოცისფრო ჩეჩნური ნისლი, რომლის მსგავსი არსად არის, წყნარად ეშვება მთის ფერდობზე. ხოლო ძველი ჩეჩნური კოშკები, ასე საოცრად რომ გვანან საღამოს ბინდ-ბუნდში წყაროზე მიმავალ მთიელ ქალს, მგონი წამით შეჩერდნენ ქვემოთ, რათა ამლულად შეავლონ თვალი მთებს, სადაც უნდა განისვენებდეს საქართველოს ბოლო მოწამე. იგი წევს წმინდა მიწაში, რადგან ჩეჩნეთში არ არის ერთი გოჯა მიწაც კი, რომელიც მათი სისხლით არ იყოს გაჟღენთილი, ვინც კვდებოდა ზოგჯერ იმისთვისაც კი, რომ სიკვდლს შეხვედროდა სიტყვებით: "მე თავისუფალი ვარ, შენ?" როცა ანტიკური თეატრის სცენაზე იღუპებოდა გმირი, ქორო დითირამბებს გალობდა,რათა გმირის სიცოცხლე გაგრზელებულიყო მომავალი თაობების სიცოცხლეში. როგორ არის XX საუკუნის ბოლოს? ახლად გარდაცვლილი პოეტი ი. ბროდსკი მიიჩნევდა ნამდვილ ტრაგედიად, როცა გმირთან ერთად იღუპება ქორო. დღეს ეს ხომ არარის ტრაგედია კავკასიის ისტორიულ სცენაზე? რა ელის მის ხალხებს, ბუნებისაგან ასე მომადლებულებს და ისტორიისგან ასე დაჩაგრულებს? შევა კი მათი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების უმდიდრესი მემკვიდრეობა "შემოქმედებითი გონის სრულყოფის ნაწარმოებში, რომელსაც ჰქვია ისტორია" (ჰეგელი "ისტორიის ფილოსოფია)", თუ მათ უწერიათ, რუსეთის უფრო და უფრო გაძლიერებული აგრესიის შედეგად, გენოციდისა და გამანადგურებელი ომების შიშით, გაიფანტნონ მტრული იმპერიის უსაზღვრო სივრცეში, მათ მიმართ გულგრილ სამყაროში და წარსულს მოწყეტილები სწრაფად გადაშენდნენ გეგმური რუსეთის გეგმის შესაბამისად. ჩაიძირონ ოაზრო გულგრილობასა და ლუკმაპურის მოპოვების წვრილმან ინტერესებში. ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ ამბობენ, რომიმედი ბოლოს კვდება, მაგრამ ეს ხომმონის საფლავის ეპიტაფიაცაა. სადაც მხოლოდ იმედია, იქ დიდი ხანია არაფერია. მაგრამ კავკასიის ხალხებს, ისტორიულ ბედსა და წარმომავლობასთან ერთად, აქვთ კიდევ ერთი საერთო თვისება, განსაკუთრებით ნათლად ჩეჩნებთან გამკვეთილი: მოვლენების ამ წუთიერების ღრმა შინაგანი შეცნობა.
  18. I შორია შარიშური შარათა, მოჰქრიან სოველნი ქარნი, ბორიო - ფლოქვების მარაბდა, ალები ტალებად მდგარნი. სანთელი მთიების მფანტველი, ლიცლიცებს ციალით ნელი, კანკალებს კილამონ-კანკელი, ბანი და ებანი ბნელი. ღვთისმშობლის ღიმილი მიტირე, დამთიე სუდარა დარად, - ამით რამ იდარა მითი რამ, არკადებს აკრია: კმარა! II ელიან ლიანს და ლელიანს, ჩუმი სიცოცხლეა, მტკნარი, გულიანს ბროლიან-ყელიანს, ხახაში იხერგავს მტკვარი, ქვიშათა ქუშია ქაშვეთი, დროთა მარაბდულთა სევდა, ვის ავი ლაშებით ღლავ-შეთი მუსრვად და სალმობად სდევდა. ან არარატებად არი რად კეცტყავი კეცილი კეცად? მამულო, გაქრობად ლამულო, მრისხვალი თვალი თუ გეცა?
  19. უდიდესი დამსახურებისთვის კავკასიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ უნდა დავიწყოთ პანკავკაისური მოძრაობა და ამ პანკავკლასიური მოძრაობის ფუძემდებლები მეოცე საუკუნეში იყვნენ ზვიადი და ჯოჰარი
  20. ამ თემაში ვისაუბროთ ზვიად გამსახურდიას შემოქმედებაზეც. მე პირადად ძალიან მიყვარს მისი ლექსები. ზვიად გამსახურდიას ლექსები გამოირჩევა გემოვნებიანი ბგერათშეთანხმებით და ულამაზესი ჟღერადობით . ვეცდები მოვიძიო და დავაკოპირო მისი ლექსები
  21. ზვიად გამსახურდია მეოცე საუკუნეში დაბადებულ ადამიანთა შორის მერაბ კოსტავასთან ერთად წარმოადგენს ყველაზე დიდი სულიერი მისსიის ადამიანს, რომელიც უფალმა წარმოუგზავნა კაცობრიობას და რომელმაც ღვთივბოძებული სიკეთის გამო განურჩევლად დაუყარა მარგალიტები ადამიანის ტყავში გახვეულ ღორებს და ღვთიშვილებს და ღორებმაც არ დაახანეს, ღორული ზნე გამოაჩინეს და ამ მარგალიტებს კრემლის მიერ დასხმული სალაფავი არჩიეს. ზვიად გამსახურდიას სულიერი ძმა მერაბ კოსტავა მასზე მიძღვნილ ლექსში ზვიადს მიმართავდა : შენი სამშობლო არის სულეთი სხვა სრა სასახლე ძმაო ნუ გინდა, დე ხალხის თვალში დარჩი სულელი მამის წინაშე იყავი წმინდა. დაე გფარავდეს ვარსკვლავთ კრებული და მიქაელის წმინდა მახვილი, დაე ღირსად გცნონ იქმნა ვნებული წმინდა ზვარაკის ტკბილი სასმელით. არ მიიკარო მწიკული ზადის, შენი ტანია თვით ეკლესია, სცან ღაღადისი, გზა განიმზადე დედამიწაზე დადის მესსია. ზვიადის გზა იყო სიმბოლურად ადამიანში განხორციელებული მარადიული სწრაფვა სრულყოფილებისა და ღმერთკაცობრივი იდეალებისკენ და ამ იდეალებისთვის თავშეწირვის წმინდა მისტერია. შეიძლება ითქვას რომ ზვიადის გზა არის ქართველი ერის გზა რომელიც მან ასე გამოხატა თავისივე სიტყვაში რომელიც წერია მის საფლავზე : ,, ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა''.
  22. აუცილებლად უნდა იარსებოს თბილისში ჯოჰარ დუდაევის ქუჩამ
  23. საპატრიარქოს არხზე ვნახე ახალ ამბებში . მე ვერ მოვახერხე მოსვლა გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ ვინც იყავით და ვინც მაგ საქმეს საძირკველი ჩაუყარეთ გაიხარეთ ყველამ
×
×
  • შექმენი...