Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. იმდენად უბედურები ვართ, რომ განსხვავებულ რწმენის, აზრის ადამიანებს ჯვრებით არ დავსდევთ და არ ვცემთ, ბედნიერ მორწმუნეებისგან განსხვავებით
  2. fashisti ვინმე წესიერი დაგდო, ეს რას გავს იმის მიუხედავად რომ 1 წელზე მეტია ბორდელში არ ვყოფილვარ, მაინც მგონი ჯობია ლაბირინთი ისევ, ყველაზე კარგი ქალები მანდ ჰყავთ ნუ ნატახტარსაც არაუშავს ზოგჯერ ხოლმე...
  3. ტაშიი რამე უკეთესი შეგეთავაზებინა, ფქვილის დარიგებას რა უნდა. აი მაგალითად აიპოდები ან რამე ესეთი რომ დაურიგონ ყოველ თველ, სულ ამ ფორუმში ვიქნებოდი დღე-ღამე 1) აიპოდი 2) ნოითბუქი 3) ბინა 4) ყოველთვიური ხელფასი და ა.შ აი მაშინ ნახე, შენ ზღვა ხალხი
  4. lasha_alo ბავშვია და ქალებში უნდა, რა მოგივიდა შენც კიდე?! LEVANCHO12 შენ ფული გქონდეს და ლუბოი ბორდელში შეგიშვებენ, მარა ჯობია ვინმე უფროსი წამოიყოლო, რომ დაებაზროს ქალებს...
  5. mama ლინკი დადე და დაიდება, თუ არა და ზემოთ სანამ სმაილებს მონიშნავ ფონტის ქვემოთ (უფრო სწორედ საიზ-ის) ქვემოთ არის "ლინკი", დააჭირე იმას და იქ ჩაწერე ლინკი და ვიდეო დაიდება
  6. ღმერთის არსებობის მტკიცებულება ფაქტოლოგიურად მოგყავთ ბატონებო თუ ფილოსოფიურად ამტკიცებთ მის არსებობას?
  7. ერთი და იგივე პოსტების და ერთი და იგივე ვიდეოების განმეორება სხვადასხვა პოსტში დაუშვებელია!!! 1) არანაირი აზრი არ აქვს ერთი და იგივეს გამეორებას 2) ფლუდია ეს უკვე კიდე ერთხელ განმეორდება იგივე პოსტი და ვორნს მიიღებთ!! ხოლო იმათ საყურადღებოდ ვინც იგინება, ამ პოსტის შემდეგ თუ კი იქნება გინებები ისიც დაივორნება!
  8. alex კარგით რა, არ მოგბეზრდათ ერთი და იგივე ზღაპრების ყველა ათეისტზე მორგება... ერთი დარვინმა ირწმუნა ღმერთი სიკვდილის წინ და მეორე ენგელსმა.
  9. ერთი საკმაოდ არასანდო ჭორის მიხედვით, ნიცშეს სიკვდილის წინ უთქვამს: "Der verfluchte Nazarener - er hat doch gesiegt..." ეს ქართულად ასე ითარგმნება: "წყეული ნაზარეთელი, - მან ხომ გაიმარჯვა..." ლეგენდის თანახმად ეს სიტყვები მოისმინა ნიცშეს მომვლელმა ერთმა სანიტარმა. თუმცა კი ცნობილია, რომ 1900 წლის 24/25 აგვისტოს ღამეს ნიცშეს ტვინში სისხლი ჩაექცა და აქედან მოყოლებული მის გარდაცვალებამდე, ანუ 30 აგვისტოს 12 საათამდე იგი უგონოდ იყო. ასე რომ, "ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები" ზღაპარია. საერთოდაც, ბოლო პერიოდი ნიცშე ძირითადად კატატონიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ანუ მთლიანად გათიშული იყო.
  10. რელიგიას წმინდად პოლიტიკური შინაარსის გარდა, ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების უნარი აქვს, რომლის მეშვეობითაც იგი არა მხოლოდ საზოგადოებრივ ურთიერთობების მართვას, არამედ ადამიანთა პირად ცხოვრებაში, მათ ფსიქიკაში ჩარევასაც ცდილობს. მარქსის მიერ რელიგიის ოპიუმად გამოცხადების თანადროულად ნიცშესთანაც ჩნდება მსგავსი ფრაზა, სადაც იგი მორალს ნარკოტიკს უწოდებს. მორალში კი ნიცშე სწორედ რელიგიური ინსტიტუციების და მათის მსახურების (ქურუმები, მღვდლები, რაბინები) მიერ თავსმოხვეულ ცხოვრებისა და აზროვნების ნორმებსა და სტერეოტიპებს გულისხმობს, რომელთა ამოცანაც ადამიანებში მონური ფსიქიკის, სიძულვილისა და შურისძიების შთანერგვაა. რელიგიის ამ ასპექტით კრიტიკა მოგვიანებით ფროიდმა განავითარა, რომლის მიხედვითაც ადამიანის ფსიქიკური დათრგუნვის მექანიზმები რელიგიურ და მისი გავლენით ჩამოყალიბებული მორალური წარმოდგენების საფუძველზეა შექმნილი.
  11. alex ღვთის არსებობის მტკიცებულების ძიებას, სხვა რა უნდა ვიგულისხმო? რა ვიცი, თქვენი რელიგია "ღვთის ძიებას" კი გთხოვთ და ჩვენ ათეისტებს გვეკითხებით ამას? თქვენ მოიძიეთ და წარადგინეთ, ჩვენ გადავამოწმებთ, აღმოჩნდება სწორი - ზნაჩიტ არსებობს, არ აღმოჩნდება სწორი - ესეგი არ არსებობს... მარტივია.. ეს ცხონებაზეა და არა ხილვაზე... მერე რადგან თქვენს წიგნში წერია ესე, მართლა ესე კი არ არის.. ცხოვრების საზრისი ყველას აქვს, იმის მიუხედავად რომ ობიექტურად არანაირი ცხოვრების საზრისი არ არსებობს. მეორეც ეს ვიტატა ცხოვრების აზრზეა და არა უაზროდ გაჩენაზე...
  12. ათასწლეულების განმავლობაში ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი არგუმენტების ძიებას, ვერანაირი ლოგიკური საბუთის პოვნა ვერ მოჰყვა შედეგად. რა თქმა უნდა, შეუძლებელია გადაჭრით ამტკიცო ღმერთის არარსებობა, ისევე, როგორც ვერ დაამტკიცებ სანტა კლაუსისა თუ თოვლის კაცის არარსებობას. მიუხედავად ამისა, უაზრობაა გჯეროდეს არარეალური, ზებუნებრივი ძალის, რომლის არსებობის მტკიცებულებაც არ გაგაჩნია.
  13. alex რატომ? რას ნიშნავს, შემთხვევით გაჩნდი?
  14. mama http://planeta.ge/topic/40209-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%98%e1%83%94%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0/page__view__findpost__p__418198 ფაქტების უარყოფაში მაგრები არიან ესენი...
  15. alex ძალიან აგრესიული ხარ, ამხანაგო!!!
  16. BEST_GEORGIA მთავარი ის კი არ არის, რომ ვიღაცა-ვიღაცას აუპატიურებს, მთავარი ესაა:
  17. ტაშიი როცა წინა პლანზე გეი-ლესბოსელების პარადები, მმკ და რელიგიური თემატიკა ან სხვა ამისთანა არასერიოზული რამე ხდება, სადაც საზოგადოების ყურადღებაა გამახვილებული, მაშინ მუმდამ სხვა რამე უფრო სერიოზული ხდება და ხალხი სისულელეებს ანიჭებს ყურადღებას და არა მთავარ რამეს..
  18. ჩრდილოეთ კალიფორნიის სასამარლთომ, 28 მილიომი დააკისრა იეჰოვას მოწმეებს, რადგან ერთ-ერთი ეკლსიის წევრი არასრულწლოვან გოგონას აუპატიურებდა, ხოლო ეკლესია ამას მალავდა. საინტერესოა, რომ ამდაგვარ სარჩელებში, აშშ-სთვის ეს რეკორდული თანხაა, კერძოდ 26 წლის მის კონტიმ და მისმა ადვოკატმა დაამტკიცეს, რომ 1995-1996 წლებში, როდესაც ის 9 და 10 წლის იყო და ჩრდილო ფრემონტის იეჰოვას მოწმეების წევრი იყო, მასზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა ამავე ეკლესიის წევრი იონათან კენდრიკი. მის კონტის არ დაუმალია თავისი ვინაობა და ფიქრობს რომ სხვა ძალადობის მსხვერპლებმაც იგივე უნდა გააკეთონ. მის კონტიმ ასევე აღნიშნა, რომ 1989 წელს ეკლესიის აშშ-ს ლიდერებმა, შექმნეს წესდება, რომელიც ავალებდა ეკლესიის უხუცესებს დაემალათ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები და ეკლესია ამ წესს იცავდა მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ 1994 წელს დააკავეს მრ.კენდრიკი იგივე ბრალდებით, ოღონდ სხვა ბავშვზე, ასევე 2004 წელს ცოტა ხნით იყო დაჭერილი მსგავსი დანაშაულისთვის. მრ. კენდრიკი ახლა 58 წლისაა და კალიფორნიაში ცხოვრობს, ის უკევ შეიყვანეს სექსუალური დამნაშავეების სიაში, სარჩელის 60% გადახდა მას დაეკისრება, თუმცა ცხადია რომ ის ვერ შეძლებს ამ თანხის დაფარვას, ხოლო 40% გადაიხდის იეჰოვას მოწმეების სამართლებრივი წარმომადგენელი " ნიუ-იორკის საგუშაგო კოშკი და საზოგადოება" ხოლო იეჰოვას მოწმეების ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, რადგან მისი თქმით იეჰოვას მოწმეებს სძულთ პედოფილია და მრ.კენდრიკი ლიდერი და მოძღვარიც კი არ ყოფილა, არამედ უბრალოდ ადმინისტრაციის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მუშაკი. წყაროები: http://articles.boston.com/2012-06-16/news/32271297_1_abuse-case-child-abuse-rick-simons http://www.dailymail.co.uk/news/article-2160605/Candance-Conti-molested-Jehovahs-Witnesses-member-age-NINE-wins-28milion.html?ito=feeds-newsxml http://www.nytimes.com/2012/06/18/us/28-million-awarded-in-jehovahs-witnesses-abuse-case.html?_r=1
  19. 1. ყურადღების გადატანა საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტი მდგომარეობს პოლიტიკურ-ეკონომიკური მმართველი წრეების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიდან და პრობლემებიდან ადამიანთა ყურადღების გადატანაში ნაკლებად მნიშვნელოვან შეტყობინებებზე, რომლითაც საინფორმაციო სივრცე გამუდმებულად არის გადატვირთული. ყურადღების გადატანის ხრიკი საკმაოდ არსებითია იმისთვის, რათა მოქალაქეებს არ მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეორობიოლოგიისა და კიბერნეტიკის სფეროში. “მოქალაქეთა ყურადღება გამუდმებით უნდა გადავიტანოთ ნამდვილი სოციალური პრობლემებიდან ისეთ თემებზე, რომელსაც რეალური მნიშვნელობა არ გააჩნიათ. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოქალაქეები მუდმივად რაღაცით იყონ დასაქმებულნი და არ რჩებოდეთ დრო განსჯისთვის; უნდა შეგვეძლოს მათი გადატანა “მინდვრიდან – ვაგონში”” (ციტატა წიგნიდან “ჩუმი იარაღი მშვიდი ომებისთვის”). 2. პრობლემის შექმნა, შემდეგ კი მისი გადაწყვეტის მეთოდების შეთავაზება მოცემული მეთოდი სხვაგვარად ასეც იწოდება: “პრობლემა-რეაქცია-გადაწყვეტილება”. ამ ხერხის მიხედვით, ჯერ ხელოვნურად ქმნიან პრობლემას, ანუ ერთგვარ სიტუაციას, რათა მოსახლეობაში გამოიწვიონ განსაზღვრული რეაქცია იმისთვის, რათა თვითონ მოითხოვოს ზომების მიღება, რომელიც მმართველი წრეებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, დაუშვებენ ძალადობის ესკალაციას ქალაქებში ან მოაწყობენ სისხლიან ტერაქტს იმისთვის, რათა მოქალაქეებმა მოითხოვონ კანონი უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ და გაატარონ პოლიტიკა, რომელიც ფაქტობრივად შეზღუდავს მოქალაქეთა თავისუფლებას. ან კიდევ: გამოიწვევენ ეკონომიკურ კრიზისს, რათა ნებაყოფლობით მიაღებინონ ხალხს იდეა, თითქოსდა “კრიზისიდან” გამოსასვლელად საჭიროა სოციალური უფლებების დარღვევა და ქალაქის სამსახურთა მუშაობის შეზღუდვა. 3. მუდმივი გამოყენების მეთოდი რაიმე არაპოპულარული ღონისძიების მიღება რომ უზრუნველჰყონ, მას თანდათანობით, დღითი დღე, წლიდან წლამდე ნერგავენ. სწორედ ამგვარად მოახვიეს თავს მოსახლეობას პრინციპულად ახალი სოციალ-ეკონომიკური პირობები (ნეოლიბერალიზმი) გასული წლის 80-იან და 90-იან წლებში. სახელმწიფოს ფუნქციების მინიმუმამდე დაყვანა, პრივატიზაცია, მერყევობა, არასტაბილურობა, მასობრივი უმუშევრობა, ხელფასი, რომელიც უკვე ვეღარ უზრუნველყოფს ცხოვრებისეულ პირობებს. ყოველივე ამის ერთდროულად დაშვება რევოლუციას გამოიწვევს. ამიტომაც ეს ყოველივე თანდათანობით, ნელ-ნელა ინერგება. 4. აღსრულების გადავადება არაპოპულარული გადაწყვეტილების მომდევნო მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას მას წარუდგენენ, როგორც “მტკივნეულად აუცილებელი” ღონისძიებას, რათა მოცემულ მომენტში მიაღწიონ მოქალაქეთა თანხმობას მის განხორციელებაზე მომავალში. ბევრად ადვილია მსხვერპლის გაღებას დაეთანხმო მომავლისთვის, ვიდრე მიმდინარე მომენტისთვის. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს უეცრად არ მოხდება. მეორეც, იმიტომ, რომ ხალხის მასა ყოველთვის ელოლიავება თავის გულუბრყვილო იმედებს იმაზე, რომ “ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება” და, რომ მსხვერპლი, რომელსაც ახლა მისგან ითხოვენ, მომავალში საჭირო აღარ იქნება. ამგვარი პოლიტიკა მოქალაქეებს ნელ-ნელა აჩვევს მოსალოდნელ ცვლილებებს და როდესაც ამისი დრო მოვა მათი მიღების პრობლემა არ ქმნება, ადამიანები უკვე მორჩილად ღებულობენ ამ პირობებს. 5. მიმართე ხალხს, როგორც პატარა ბავშვს პროპაგანდისტულ გამოსვლათა უმეტესობა, რომელიც ფართო პუბლიკაზეა გათვლილი, ისეთ არგუმენტებს, პერსონაჟებს, სიტყვებსა და ინტონაციას იყენებს, თითქოსდა ელაპარაკებოდეს სკოლამდელი ასაკის, ჯერ კიდევ გონებრუვად უმწიფარ პატარებს. რაც უფრო ცდილობს ვინმე მსმენელის შეცდომაში შეყვანას, მით უფრო მეტად იყენებს ის ინფანტილურ მეტყველებით კონსტრუქციებს. რატომ? “თუ ვინმე მიმართავს ადამიანს, თითქოსდა ის 12 წლის ან უფრო ნაკლები ასაკის ბავშვი იყოს, შთაგონების ძალით (ცხადია ვარაუდის გასაზღვრული პროცენტით), ამ ადამიანის პასუხში კრიტიკული შეფასება უფრო ნაკლები იქნება, რაც 12 და უფრო ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. 6. უფრო მეტი აქცენტირება ემოციაზე, ვიდრე განსჯაზე ემოციაზე ზემოქმედება არის კლასიკური ხრიკი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რათა დაიბლოკოს ადამიანთა რაციონალური ანალიზის უნარი, შედეგად კი საერთოდ, მიმდინარე მოვლენის კრიტიკული გააზრების შესაძლებლობა. მეორეს მხრივ, ემოციური ფაქტორის გამოყენება გზას კვალავს ქვეცნობიერისკენ, რათა ჩანერგოს იქ აზრები, სურვილები, შიშები, იძულებანი და ქცევის გარკვეული მოდელები… 7. მდაბიო განათლების კულტივირებით, ადამიანების უმეცრებაში დამკვიდრება ეს არის მეთოდი, რომელიც ცდილობს მიაღწიოს ადამიანთა უუნარობას გაიგონ ის ხერხები და მეთოდები, რომელთაც მათი მართვისთვის იყენებენ და რომელთა მეშვეობითაც საკუთარ ნებას უმორჩილებენ. “განათლების ხარისხი, რომელსაც უდაბლეს საზოგადოებრივ კლასებს სთავაზობენ, რაც შეიძლება უფერული, ღატაკი და საშუალო უნდა იყოს რათა, უმეცრება, რომელიც საზოგადოების დაბალ კლასებს მაღალი კლასებისგან განაცალკევებს, დარჩეს იმ დონეზე, რომელსაც დაბალი კლასები ვერ დასძლევენ. 8. მოქალაქეთა წაქეზება გაუნათლებლობისკენ მოქალაქეებს უნერგავენ აზრს იმის შესახებ, რომ ძალზედ მოდურია იყო ჩლუნგი, ურცხვი, უზრდელი და უხამსი,… 9. საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერება ამ მეთოდით ადამიანებს აიძულებენ დაიჯერონ, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე საკუთარ უბედურებებში, რომელიც მისი გონებრივი შესაძლებლობების უკმარისობის ან არაჯეროვანი ძალისხმევის გამო ხდება. შედეგად, იმის ნაცვლად, რათა წინ აღუდგეს ეკონომიკურ სისტემას, ადამიანი იწყებს თვითდამცირებას და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, რაც იწვევს დამთრგუნველ მდგომარეობას, მათ შორის კი, უმოქმედობას. ხოლო იქ სადაც უმოქმედობაა, რაიმე რევოლუციაზე და წინააღმდეგობაზე შეუძლებელია ლაპარაკი! 10. ადამიანებზე იმაზე მეტი ცოდნის მოპოვება, რაც მათ საკუთარ თავზე უწყიან ბოლო 50 წლის განმავლობაში მეცნიერების წარმატებებმა მეტად გაზარდეს ნაპრალი უბრალო ადამიანების ცოდნასა და იმ ცნობებს შორის, რომელსაც ფლობენ გაბატონებული კლასები. ბიოლოგიის, ნეირობიოლოგიის და გამოყენებითი ფსიქოლოგიის წყალობით “სისტემამ” ადამიანის შესახებ მოპოვა უდიდესი ცოდნა, როგორც ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკის სფეროში. ამდენად, სისტემამ უფრო მეტი იცის ადამიანზე, ვიდრე თვით ადამიანმა საკუთარ თვზე. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში სისტემა უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს და უფრო მეტად შეუძლია ადამიანთა მართვა, ვიდრე თვით ადამიანებს. http://a-library.info/?p=310 როგორ წააგავს საქართველოს სიტუაციასაც...
  20. არ შემიძლია რომ არ დავეთანხმო ამ შემთხვევაში ილიას
×
×
  • შექმენი...