Jump to content
Planeta.Ge

Nukriko

მოდერატორი
  • პოსტები

    7.011
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    51

ყველა პოსტი Nukriko

  1. heraklite უკაცრავად და სოციალიზმზე ჰაიეკის ბოდვების წერა არ გვინდა - სოციალიზმია სწორედ ევროპაში, მარა რა ვიცი, ნორმალურად არიან მგონი...
  2. gendolf 1) ბრბო არის ადამიანთა ისეთი ერთობა, რომელიც ინსტინქტების დონეზე მოქმედებს - ბრბოს რა თავისუფლება უნდა მოსთხოვო? 2) თავად ცნება უმრავლესობა არის სისულელე, უმრავლესობის ცნება გაჩნდა მინი-კულტურებში მასობრივ ძალადობით. ანუ სხვადასხვა აზრის ადამიანებში ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სახელმწიფო პოლიტიკით გამოიძერწა ერთი საერთო იდეა და ამ იდეის მატარებლებს ჰქვიათ უმრავლესობა 3) ლინჩის სასამართლო არის ანარქიზმის მთავარი იარაღი დანაშაულებების წინააღმდეგ.. heraklite 1) არსებობს სახელმწიფო როგორც ძალადობის ინსტრუმენტი, რომელიც სხვა დანარჩენს ძალით იმორჩილებს და ქმნის ისეთ წესებს და ისეთ ნორმებს, რომელიც მის არსებობას უზრუნველყოფს 2) კაპიტალისტურ სახელმწიფოს თავში ძირითადად არიან ისეთი ტიპები, რომლებმაც სახელმწიფოს ან დანაშაულებრივ სამყაროს მეშვეობით იშოვეს ფული და შექმნეს "საწარმოები" და ა.შ. 3) ეს ხალხი ქირაობს სხვა ხალხს, რომ ამ სხვა ხალხმა შეისწავლოს ადამიანის ფსიქიკა ისეთ დონეზე, რომ მან პროგრეს კი არ მიაღწიოს, არამედ ახალ იდეების მეშვეობით ის მუდამ იგივე სისტემაზე და მათზე იყვნენ დამოკიდებულნი, შესაბამისად ეს არა ჭკვიანების რაღაც წრე, არამედ ძალიან არაშორსმჭვრეტელი, გონებაშეზღუდული ხალხია, რომელიც მატერიალური დოვლათის დაგროვების გულისთვის ხშირად ანადგურებს ისეთ სფეროებს (სოციალურ, ეკოლოგიურ და ა.შ), რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროგრესი + კაცობრიობის გადარჩენა.. 4) ქიარაობენ პიარ-მენეჯერებს და სხვა ხალხს, რომლებიც შენ და სხვა დანარჩენებს ატყუებენ, რომ მხოლოდ ისინი არიან "რჩეულები" და მაგიტომ აქვთ დიდი მაყუთი, ხოლო შენ არ ხარ "რჩეული" და ამაიტომ არ გაქვს ამდენი მაყუთი.. შეიძლება ვინმეს ჭკვიანებად მიაჩნიათ, მარა როგორ შეიძლება საკუთარი მოდგმის განვითარების შემაფერხებელი და გამანადგურებელი იყოს გონიერი?!
  3. :facepalm: :facepalm: heraklite კაი, მაშინ შენ მითხარი რა არის "მე"?
  4. heraklite არა სხვა დანარჩენს არ დავაციტირებ ისე გიპასუხებ 1) ,,იგი”, ,,მე” და ,,ზე-მე”. ,,იგი” ინსტიქტების მატარებელი უმარტივესი კომპონენტი - ,,ლტოლვათა მოთუხთუხე ქვაბია”. ,,იგი” - ირაციონალური და არაცნობიერია და ემორჩილება სიამოვნების პრინციპს. ,,მე” ინსტანცია - რეალობის პრინციპს ემორჩილება და გარემომცველი სამყაროს პრინციპებს, თვისებებსა და თანაფარდობებს ითვალისწინებს. ,,ზე-მე” - მორალური ნორმების მატარებელია და პიროვნების კრიტიკოსისა და ცენზორის როლს ასრულებს. 2) ადამიანენის არ არსებობს იზოლირებული არსება, ის ყოველთვის სოციალურ გარემოპირობებზეა მიბმული. ასე რომ სოციალური ფსიქოლოგიის გარეშე ადამიანის ფსიქოლოგიის განხილვა იზოლირებულად წარმოუდგენელია. 3) ადამიანები ერთნაირნი არ არიან - საერთო ცოდნის მიუხედავად, ისინი ყოველთვის იქნებიან განსხვავებულნი რადგან ბუნება ადამიანებს, როგორც სოციალურ ჯგუფს, გადარჩენისთვის გარკვეულ სხვადასხვა უნარით აჯილდოებს, რადგან ერთნაირობის შემთხვევაში ადამიანებს გადარჩენა გაუჭირდებოდათ...
  5. ქსენოფობია ყოველთვის პოლიტიკიდან მოდის და პოლიტიკოსები დგანან ქსენოფობიის უკან...
  6. gendolf ანარქიზმი სხვა არაფერი არ არის, გარდა ბრბოს მართველობა... ;) ნახე ანარქისტული მიდგომა დანაშაულის განხილვის დროს, ლინჩის წეს აიდეალებენ... heraklite გააჩნია რომელ ელიტაზე ამბობ. ელიტის პირველი თაობა შეიძლება მართლაც გონიერი იყო, მარა რეალურად ელიტას მახასიათებელია დეგრადაცია... ისე არ არსებობს არანაირი რჩეულთა კასტა... ამას ისინი იგონებენ ვინც ძალაუფლებაშია, რათა თავიანთი შტერული მართველობა გაამართლონ თავიანთი რჩეულობით...
  7. უცხო_პლანეტელი და რესურსების გადანაწილებას რომ დააკვირდე, რანაირად შეესაბამება მთელი მოსახლეობის საერთო ინტერესებს ისეთი ინსტიტუტების არსებობა, რომლებიც ამ რესურსების განაწილების უსამართლობას უწყობენ ხელს? ან მაგალითად, ადამიანის უფლებებით და დემოკრატიით დაწყებული ომები, რომელიც დასავლეთისგან მოდის, რანაირად არის კაცობრიობის საერთო ინტერესებში. მე მგონია ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ კაცობრიობა დასავლეთის ინტერესებთანაა გაიგივებული...
  8. უცხო_პლანეტელი და რატომ უნდა უწესებდეს გაერო (დასავლეთი ძირითადად) სხვა დანარჩენ სამყაროს უფლება-მოვალეობებს?
  9. Anima Libera შესაბამისად რას აკრიტიკებ თუ მეთანხმები, ისედაც არ გიწევს უმრავლესობის ნებაზე ცხოვრება, იმიტომ რომ ის უმრავლესობაც ვერ ცხოვრობს საკუთარ ნებაზე..
  10. პრობლემა ისაა, რომ უმრავლესობა არასდროს არ მართავს, პოლიტტექნოლოგიურად შეუძლებელი რამაა. უმრავლესობას ყოველთვის ატყუებენ. შესაბამისად მითი იმისა რომ დემოკრატია უმრავლესობის მართველობაა, მხოლოდ მითია..
  11. დასავლურ დემოკრატიას ასაღებენ რეალურ დემოკრატიად, როდესაც ის მხოლოდ ელიტის ძალაუფლების უზრუნველყოფის ფომაა. შესაბამისად, როდესაც დემოკრატიაზე/ მაჟორიტარიზმზე/ უმრავლესობის გადაწყვეტილებაზეა ლაპარაკი ვინმეს ეგონება, რომ ეს მთლიანად საზოგადოებას ეხება. სინამვილეში დასავლეთის იმპლიციტური რეფერენსები ეხება ელიტის შიგნით გადაწყვეტილების მექანიზმს. თავი რომ დავანებოთ კლასობრივ ანალიზს და პოლიტეკონომიას, სუფთა გადაწყვეტილების მექანიზმების დონეზეც ისე ზღუდავენ პრინციპების ჩამონათვალს (მაჟორიტარიზმი, კონსენსუსი, და უმცირესობის უფლებები) რომ დღევანდელი დასავლური 'დემოკრატიის' გარდა ვერაფერი დაინახოს ადამიანმა. ბერნარ მანინზე ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ რატომღაც არ ახსენებ, რომ მისი ტექსტის მიხედვით ათენის დემოკრატიაში შემთხვევით შერჩევის პრინციპი იყო მთავარი და არა ზემოთჩამოთვლილი სამი პრინციპი. მაჟორიტარიზმის ათენზე მიწერის შედეგად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ათენის მამართველობა რომისაზე (რესპპუბლიკური პრინციპი) კნინი იყო დემოკრატიის თვალსაზრისით მაშინ, როცა რომში დემოკრატია არც არასდროს ყოფილა და მხოლოდ ოლიგარქიის ესა თუ ის ფომა ბატონობდა იმ პრინციპების მიუხედავად თუ როგორ იღებდა ელიტა გადაწყვეტილებებს. მე შეიძლება ეხლა ახალ ღარაცას ვამბობ, მაგრამ რატომ არის ანალიზიდან ამოგდებული ერთპარტიული დემოკრატია? საბჭოთ აკავშირში (ნაკლებად) და ჩინეთში (გამოკვეთილად) პოლიტიკური კლასი, რომელიც კომუნისტური პარტიის სახითაა, გაცილებაით დიდია ვიდრე პოლიტიკური კლასი ნებისმიერ დასვლურ ქვეყანაში. არადა ეს პოლიტიკური კლასი იღებს გადაწყვეტილებებს და არა 'არჩევნებზე' ძალით (კომუნისტური ქვეყნები) ან მოტყუებით ( დასვლური 'დემოკრატიები') მორეკილი ხალხი.
  12. აზრზე მოდი, ივანიშვილმა 90 მილიონი გადაუხადა მთავრობას– 10 ჯარიმის სახით, 80 კი კაეტში დაზარალებულებისათვის. ეს ხდება იმ სოუსით, რომ პირდაპირ დაზარალებულებს ვერ გადაუხდის, რამდენადაც წინასაარჩევნო მოსყიდვაში ჩაეთვლება ანუ, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით რამდენი რამე მიგო მთავრობამ: 1) საარჩენო დემოკრატია, როგორც ინსტიტუტი მკვდრეთით აღადგინა და ყველა პარტიას, რომლებიც გარდაცვლილები იყვნენ პოლიტიკურად ხალხით მანიპულირების ბერკეტები დაუბრუნა 2) გაიზარდა თვითონ მმართველი პარტიის რეიტინგი 3) გაიზარდა მმართველი პარტიის მხრიდან ივანიშვილის ფულის გამოყენების საშუალება: ივანიშვლი რო ოპოზიცია არ ყოფილიყო მაშინ ხო ვერც დააჯარიმებდნენ და დახმარების ფულსაც უშუალოდ თვითონ მისცემდა დაზარალებლებს, თუ არა დაადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ჩაეთვლეოდა მმართველ პარტიას. 4) ხალხი დაარწმუნეს იმაში, რომ ოპოზიციას არაფერი გასაკურებულად განსხვავებული მიდგომა პრობლემების გდაწყვეტისადმი არ აქვს, უბრალოდ იქ გიჯები არიან შეკრებილები და სააკაშვილის ჯინაზე ლამაზი ხიდების დანგრევა უნდათ) ჰა როგორია? არ არის გენიალური?
  13. Samael BEST_GEORGIA ვორნები + 20% CPUG 1 დღიანი ბანი პირადი ურთიერთობის გასარკვევად არის პ.მ იმის მიუხედავად რომ თემის ავტორს არა მარტო არ ვეთანხმები, არამედ სოფიზმსაც იყენებს საკუთარ პოზიციების გასამყარებლად, ეს არ ნიშნავს რომ უნდა ვლანძღო..
  14. პარტიის მთავარი დანიშნულებაა, რომ "მეორედ მოსვლამდე" არსებულ "გარდამავალ ეტაპზე" სულიერი ტვირთი იკისროს.' http://liberali.ge/statia/zurab-vardiashvili/bolo
  15. რამოდენიმე შეკითხვა მეც მაქვს: 1) არ მიგაჩნიათ, რომ სირიაში მომხდარი ამბები ჩვენზე იმოქმედებს (ანუ გარკვეულწილად, ჩვენთანაც რაღაც მსგავს ამზადებენ ჩვენი მეზობლები)? 2) არ მიგაჩნიათ, რომ "ქართული ოცნება" და ის რაც ხდება დღეს უკვე გავლილი ისტორიაა და როგორც მარქსი ამბობდა "ისტორია ორჯერ მეორდება, პირველად როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი". ანუ იდეურად რა განსხვავებაა ვარდების რევოლუციამდელ ნაციონალების იდეებსა და ქართული ოცნების იდეებს შორის? 3) როგორც ფსიქოლოგს კი გეკითხებით, ქართული საზოგადოება მზად არის იცხოვროს განსხვავებულ დემოკრატიულ სისტემაში, ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ოდესღაც ადამიანის უფლებების დამცველები ისეთ რეჟიმს ემსახურებიან რომელსაც წესით არ უნდა ემსახურებოდნენ, აქედან დასკვნა რომ მთელი ჩვენი ე.წ სამოქალაქო საზოგადოება არის ფარსი და როგორც კი ხელისუფლებას გააკარებენ, ხდებიან ისეთივე "ექსპერტები" როგორიც ჩოლოყაშვილებია და ისეთივე პოლიტიკოსები როგორიც "ბაჩო ახალაიაა". 4) ის სამოქალაქო საზოგადოება რაც არსებობდა საქართველოში და რაც არსებობს, ხომ არ მიგაჩნიათ რომ ფარსია - რადგან იმიტომ იქმნება რომ აიღოს გრანტი და იშლება როცა გრანტი არ არის. და საერთოდ რატომ გახდა გრანტიჭამიობა სამოქალაქო საზოგადოების სინონიმი? 5) მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღევანდელი ხელისუფლება თავის არსით, ქამედებით (და არა განცხადებებით) არის რუსეთუმე? (გაიხსენეთ რუსეთზე მიყიდული ეკონომიკა, აგვისტოს ომი) 6) ქართული საზოგადოება რამდენად იღებს ხელისუფლებების შეცვლაში რაიმე მონაწილეობას, ჩემი დაკვირვებით თუ უცხოეთიდან არ არის გარკვეული თანხმობა, თუნდაც მილიონი ადამიანი აქციაზე გამოვიდეს ის ვერ მოაწყობს რევოლცუიას, ხოლო თუ კი ხელისუფლების შეცვლა უცხოეთიდან მოდის (რუსეთი-ამერიკა) მაშინ 20 ათასი კაციც მოაწყობს რევოლუციას. ეთანხმებით ამ აზრს?
  16. Samael ერთი სატანისტი მეცნიერი მითხარი... ქრისტიან მეცნიერსაც გეტყვი, ათეისტი მეცნიერებს გეტყვი, მარა აი სატანიზმმა რა დაუტოვა კაცობრიობას მეცნიერებაში, ეს ჯერ არ ვიცი თუ ათეისტების მიღწევებსაც მიიწერთ? მორალის არს ეწინააღმდეგება მკვლელობა და რაც შეეხება ვინ ადგენს ეს სადაოა, მაგრამ უკვე უძველეს ისტორიიდან რომ არის შემდგარი და ვითარდება და უფრო ჰუმანურდება მორალი, ეს ფაქტია.. ხოლო პროგრესულობის ნიშანი რომ არის ჰუმანური მორალი და არა რაღაც ჯუნგლის მორალი, ესეც ფაქტია. რა ძალაუფლება უნდა მისცეს? დააკონკრეტე...
  17. Samael ხო და სწორედ არათემატიურია თემის სათაური არ შეესაბამება თემას.. თემა იხურება, არა იმიტომ რომ ათეიზმს ან რომელიე რელიგიას არ შეესაბამება, არამედ ამ განყოფილებას არ შეესაბამება.
  18. Samael და რაში მჭირდება სატანა რომ ეს ცოდნა მქონდეს? არ შეიძლება ადამიანის მკვლელობა იყოს სიკეთე, რადგან ეს მეორე ადამიანს აწყობს. მორალი ამაზე არაა აგებული.. ხო და რანაირად დაეხმარება?
  19. Samael ანუ თემა არ გვთავაზობს მსჯელობას, კამათს და ა.შ არამედ მხოლოდ რეაქციის გაგებაა ხო და ესეთ თემას რა აზრი აქვს? უფრო იმ აზრამდე მივდივარ, რომ მთელი თემა ფლუდია და არაფერს არ ემსახურება... შესაბამისად დასახურია..
  20. Samael ერთი რა ცოდნას სთავაზობს, კაცურად თქვი? რას გულისხმობ, სიკეთესა და ბოროტების არ არსებობაში? სატანის შემოთავაზება რაში მჭირდება, რომ შური ვიძიო? მაგარი სასაცილოა სატანიზმი....
  21. ეს თემა რატომ არის აპინტული და უნფინჯუსი ვინაა?
  22. ადმინისტრაცია კარგით რააა!!!!!!!!!!!!! კარგით რა!!!!!!!!!!!!!!!
  23. იხურება! რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილებაა თუ ყვითელი პრესა!
×
×
  • შექმენი...