irusha ცუდი ისაა, რომ მთელი განათლების სისტემა ერთი კაცის ხუშტურებზეა დამოკიდებული. ჯერ ზარზეიმით მოიგონა უნარების ეროვნული გამოცდები. 5 წლისთავზე მიხვდა, რომ ამ რეფორმამ თურმე არ გაამართლა და სამედიცინოზე ჩასაბარებლად აბიტურიენტმა თურმე უნდა იცოდეს ბიოლოგია. და ამ 5 წლის მანძილზე, რომ უნარების საფუძველზე ხვდებოდნენ სტუდენტები სამედიცინოზე, ამაზე ვინ რა პასუხს აგებს? ახლაც იგივე სიტუაციაა. არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია, რომ პირველ კლასში ბავშვმა ერთდროულად დაიწყოს ქართულად და ინგლისურად წერა. მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა სწავლების ხარისხშია, და არა იმაში პირველი კლასიდან ისწავლის უცხო ენას ბავშვი თუ მეორედან. იგივე ტელევიზიით სუბტიტრებიანი ფილმების გაშვება. რამდენად პროდუქტიული იქნება ასეთი მეთოდი ვინმემ გამოიკვლია?