newstudio იმიტომ რომ 2008-ში საპრეზიდენტო არჩევნები იყო, ახლა ადგილობრივია. მაშინ 7 ნოემბერი ახალი მომხდარი იყო, დღეს აღარავის აღარ ახსოვს, მაშინ ქვეყნის ბედი წყდებოდა, ახლა მხოლოდდამხოლოდ თბილისის მერის პოსტი (სხვა რაიონების ადგილობრივი ხელისუფლების ბედი როგორც ჩანს უკვე გადაწყვეტილია :018: ), მაშინ ხალხს იმედი ქონდა, ახლა ძირითად მასას აღარაფრის იმედი აღარ აქვს. ერთადერთი 30 მაისს სავარაუდოდ 5 იანვარზე უკეთესი ამინდი იქნება. მაგრამ ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებს ეს ერთი ფაქტორი ალბათ ვერ გადაწონის.