Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. Saturn როგორ გვარიდებს? მხოლოდ ძალოვნების წახალისებით და პოლიტიზირებით, როგორც ბიშკეკში. უბრალოდ აქ ამ ეტაპზე ძალვნები ხალხზე უფრო ძლიერები არიან. ხოდა ეს რომ დროებითია, მაგაზე რატომ არ ფიქრობენ ხელისუფლებაში, ეგ არ მესმის.
  2. FRIDRIX კაცო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ოპოზიციაა პასუხისგებელი თუ ხელისუფლება?
  3. FRIDRIX რაღაცნაირად სხვანაირად აზროვნებთ ხელისუფლების მხარდამჭერები. ამიტომ არ მჯერა ნაცების აშენებული ქვეყნის.
  4. FRIDRIX არ უბრუნდება მსგავსი მოვლენების შემდეგ ქვეყანა ჩვეულებრივი ცხოვრების რითმს. საიდან მოგაქვთ ასეთი რამეები? 91-93 წლები მაინც არ გახსოვთ?
  5. FRIDRIX და არ გიფიქრიათ თუ რატომ არ ხდება მსგავსი რამეები დემოკრატიულ ქვეყნებში? აი წარმოიდგინე ანგელა მერკელმა ჯარი გამოიყვანოს ბერლინში ან მიუნხენში რომელიმე მიტინგის დასარბევად. რატომ არ ფიქრობთ ამაზე ხელისუფლების მხარდამჭერები? რატომ იმეორებთ მაინცდამაინც იმას რასაც ერორებიდან ჩაგჩიჩინებენ?
  6. FRIDRIX რას ქვია მეტი და ნაკლები რესურსი? სამოქალაქო ომი თუ დაიწყო და ხალხმა ერთმანეთი თუ დახოცა. ჯარისკაცებმა ერთმანეთი თუ ამოწყვიტეს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაიმარჯვებს? ხელისუფლება ასე არ უნდა აზროვნებდეს.
  7. FRIDRIX ხოდა ამ დროს ორივე მხარეს იარაღი აქვს. და რა გამოდის ეს თუ არა სამოქალაქო ომი?
  8. FRIDRIX მოიცა და შენ გგონია ამ დაპირისპირების დროს ჯარში კენჭისყრას დაიწყებენ და გადაწყვეტილებას უმრავლესობით მიიღებენ? ჯარის ჩართვა ასეთ ამბებში არის დაუშვებელი.
  9. FRIDRIX არ ხარ მართალი. როცა შეუიარაღებელი მომიტინგეების დასარბევად აგზავნი შეიარაღებულ ჯარს, ეს ხალხში აჩენს პროტესტის გრძნობას. ჯარისკაციც ადამიანია. მას სამხედრო ფიცი სამშობლოს დაცვას ავალდებულებს, და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლას სამშობლოს დაცვასთან ნაკლები საერთო აქვს. მეტიც, ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარი თანამოქალაქეების დაცვას სამშობლოს დაცვასთან აიგივებს. ამ სიტუაციაში სამოქალაქო არეულობა შეიძლება სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს სწორედ რომ სამხედროებს შორის.
  10. FRIDRIX რა თქმა უნდა. მაგრამ როცა სიტუაცია უმართავი ხდება, ამაზე პასუხსიგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს და ყველა ღონე იხმაროს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ამ სიტუაციაში მომიტინგეებზე ჯარის მიქსევა ძალიან უპასუხისგებლო საქციელია, ფაქტიურად სამოქალაქო ომის პროვოცირებაა.
  11. FRIDRIX მაგრამ მომიტინგეებმა ყველა შტურმი საკუთარი ძალებით განახორციელეს. ასე რომ ეს არაა შიარაღებული აჯანყება.
  12. newstudio 2007 წლის 8 ნოემბერს ჯარი გამოვიდა რუსთაველზე. მაგრამ ამ მომენტისთვის მიტინგები უკვე დაშლილი იყო. ამიტომ რთულია იმის თქმა რა მოხდებოდა, 8-ში ხალხი ისევ რომ გამოსულიყო გარეთ.
  13. FRIDRIX სანამ ამბოხება არ გადაიზრდება შეიარაღებულ აჯანყებაში, მანამ პრეზიდენტს არ აქვს ამ ამბებში ჯარის ჩართვის უფლება.
  14. newstudio BBC-ს ცნობით ოთხი მომიტინგეა დაღუპული
  15. newstudio ახლა ჯარი გაუგზავნია მიტინგების დასარბევად. ჯარმა თუ უარი თქვა, მორჩა მაგათი ამბავი.
  16. http://www.lenta.ru/news/2010/04/07/seize/ მგონი დაერხა მაგათ მთავრობას. მე შევდივარ
  17. საგანგებო მდგომარეობა გამოუცხადებია პრეზიდენტს და სამხედროებს დაავალა მიტინგების დარბევა. პრეზიდენტი რომ ამას იზამს, ის პრეზიდენტი აღარაა, იმჰო
  18. lasha_alo 3-დან 2 მიშისტი ნაღდად არაა, მარა 3-დან 2-ს ეშინია. და ამიტომ თვლიან ამ 2/3-ს საკუთარ ამომრჩევლებად.
  19. შსს-ს მინისტრი დაუჭერიათ მომიტინგეებს. ბიშკეკში პოლიციის ქმედებებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა უკვე
  20. dire ამ საოცრებას reply ფუნქციაც აქვს...
  21. irusha მე კიდევ ისეთი ხალხის არ მესმის ვინც მზადაა კაცის მკვლელს ხმა მისცეს
×
×
  • შექმენი...