ძუკუ რავიცი, მე სიმპატიით ვარ განწყობილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ. შარშან აქციების დროს რომელ ლიდერს როცა უნდოდა მაშინ მოდიოდა. ეს ქალი ყოველ დღეს იქ იყო. თან აქცია რომ იყო დანიშნული, ერთი წუთით არ იგვიანებდა არასდროს. შეიძლება არაფერი, მაგრამ ჩემთვის ეს ხალხის პატივისცემაზე მიანიშნებს. რაც შეეხება მის პოლიტიკოსობას. ქართულად ვერ მეტყველებს მთლად გამართულად, და ამიტომ თითქმის ყველა არასერიოზულად უყურებს. არადა რასაც ამბობს, ხშირ შემთხვევაში სიმართლეა ხოლმე. და მისი ინგლისურენოვანი ინტერვიუები ყველაზე მოზომილი, სწორი და გაწონასწორებულია სხვა ქართველი პოლიტიკოსების ფონზე. გინდათ საგარეო პოლიტიკას ეხებოდეს, გინდათ საშინაოს. მოკლედ ჩემი რესფექთი სალომეს!