Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. nuaka დიდი მნიშვნელობა აქვს. 91-ში სხვა სიტუაცია იყო, და პატრიარქის პოზიციაც იყო სხვა, 93-ში სულ სხვა სიტუაცია იყო და შესაბამისად პატრიარქის პოზიციაც იყო სხვა. შენ კიდევ 91 წლის მოვლენებს იხსენებ და ამის დასტურად 93 წლის ვიდეო მოგაქვს. ამ ამბებში ჩაუხედავი ადამიანი იფიქრებს, რომ პატრიარქი გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას უჭერდა მხარს. ეს ხო საერთოდ. ახლაც თუ ხელისუფლებას ემსახურება, მაშინ რატომ საყვედურობს, ჩემს რჩევებს არ ისმენენო?
  2. nuaka შენ დადე 93 წლის 14 სექტემბრის ვიდეო. და ამ პასუხში მელაპარაკები 91 წელზე. მაშინ პატრიარქის ციტატებიც 91-დან მოგეყვანა. უბრალოდ ყურს საიდანაც გინდათ იქედან აბავთ, და პატრიარქისგან მხედრიონელი პუტჩისტი გამოგყავთ.
  3. Saturn ის ვიდეო იყო ამოგლეჯილი ნაწყვეტი ისტორიიდან. ხოდა მეც ასე ამოგლეჯილად ვიკითხე, აი კონკრეტულად 93 წლის 14 სექტემბერს რა იყო ქვეყნისთვის გამოსავალი მეთქი. და ვერავინ ვერ მპასუხობს.
  4. nuaka აბა იმოდენა ხალხი რატომ იყოს შეკრებელი რუსთაველზე? მოკლედ ერთი მარტივი შეკითხვა დაგისვით. რა იყო იმ სიტუაციაში ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი? რაზეც პასუხს ვერ მცემთ. იმიტომ რომ მართლა ჩიხი იყო. და პატრიარქი სწორედ ამ ჩიხიდან ეძებდა გამოსავალს.
  5. DonCaredo 1000 ბიულეტენი როგორ უნდა დანიშნო სხვადასხვანაირად, თან ისე რომ შეუმჩნეველი იყოს?
  6. nuaka შევარდნაძე რომ გადადგებოდა, მის ნაცვლად სახელმწიფოს მეთაური გახდებოდა ჯაბა იოსელიანი. თბილისში ჯაბა, ბათუმში ასლან აბაშიძე, ზუგდიდში გამსახურდია და ქობალია, გუდაუთაში არძიმბა, ალყაშემორტყმული სოხუმი. ხოდა ცხინვალში კიდევ ცალკე სეპარატისტები. სხვა საქმეა, რომ ამას დიდწილად შევარდნაძემ შეუწყო ხელი, და არც იმის მერე გამოუსწორებია რამე, მაგრამ უბრალოდ იქაური გადასხედიდან რომ შეხედო სიტუაციას, შენ რა გამოსავალს იპოვიდი?
  7. nuaka ეს ვიდეო, რაც შენ დადე გადაღებულია 93 წლის 14 სექტებერს, სოხუმის შტურმის დაწყებამდე ორი დღით ადრე. ამ დროს განიარაღEბული სოხუმი ალყაში იყო, გალში და ზუგდიდში ლოთი ქობალია იყო გამაგრებული, და სამეგრელოში ბრძოლები იყო გაჩაღებული ზვიადისტებსა და პუტჩისტებს შორის. ამ ყველაფრის რეჟისორი რუსეთი საქართველოსგან მოითხოვდა დსთ-ში შესვლას. ამაში შევარდნაძეს პარლამენტი წინააღმდეგობას უწევდა. რასაც მოყვა შევარდნაძის "გადადგომა". გაგიკვირდებათ და შევარდნაძისტებისგან, ზვიადისტებისგან, სეპრატისტებისგან და სხვა ისტებისგან განსხვავებით, პატრიარქი ქვეყანაზე ფიქრობდა და იმას აკეთებდა რაც ქვეყნისთვის მიაჩნდა სწორედ. მაშინაც და დღესაც მისი მონაწილეობა მხოლოდ რჩევის ხასიათს ატარებდა.
  8. zoixter ადამიანმა საკუთარი თავი წარმოიდგინა პატრიარქის ადგილას, და რასაც თვითონ იტყოდა მის ადგილას, ის ვერსია დაწერა. რა არის ამაში არაკორექტული?
  9. DonCaredo ბუილეტენები ყველა ერთნაირია. ვინც სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობს, ეუბნებიან რომ ყველა ბიულეტენს იმახსოვრებენო. ერთს ვიცი დაჟე ის უთხრეს რომ ყველა ბუილეტენზე ბეჭედს სხვადასხვანაირად არტყავენ და მერე იმით იცნობენო. მარა წარმოიდგინე. 700 ბიულეტენზე რა ვარია იმის დამახსოვრება სად როგორი კუთხით დაარტყა ბეჭედი. მოკლედ ლეგენდაა ეს ხალხის დასაშინებლად. ბევრი ხვდება, რომ სისულელეა, მაგრამ რისკზე მაინც არ მიდის. ამაზეა გათვლა.
  10. DonCaredo მოიცა, და ვინ როგორ შეამოწმებს, ვინ ვის მისცა ხმა? ამ შიშზე დგას ეს ხელისუფლება.
  11. Saturn ხოდა მეც ეგ ვთქვი, რომ თუ კრიტიკა გინდათ, საქმეზე აკრიტიკეთ. და ისე, ბექა მინდიაშვილი რომ მოადგა საპატრიარქოს, დარწმუნებული თონით თქვა, რომ ყველა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი საბჭოთა კავშირის დროს კბს-თან თანამშრომლობდა, მაგ ბრალდებას დაარქვა "შეკითხვები საპატრიარქოს", და ამას ეძახი კრიტიკას?
  12. კრიტიკა გამიგია, როცა საქმეზე აკრიტიკებ. მაგალითად მე არ მომწონს რომ ბევრ მამაოს ოფიციალური სტავკა აქვს ნათლობაზე და ჯვრისწერაზე. მაგრამ პატრიარქის ყველა სიტყვაზე გამოკიდება რა პონტია არ მესმის. დანა არ ატაროთო, რა უფლება აქვს რომ ამას გვეუბნება. მთავრობა ჩემ რჩევებს არ ისმენს, და სახელმწიფოს საქმეებში რატომ ერევაო. ერთ ერთ ფორუმზე იქამდეც მივიდნენ, რომ საშობაოდ სანთლების დანთება რატომ მოუწოდაო ხალხს პატრიარქმა. კარგით რა. ხოდა კიდევ იმათიც არ მესმის ვინც ეკლესიის და მართლმადიდებლობის "დაცვას" ცდილობს უცენზურო ფრაზების გამოყენებით. ეკლესიის და მართლმადიდებლობის დაცვა ზუსტად მათი კანონების დაცვაა.
  13. Saturn დამიჯერე, პატრიარქი იმ ასაკში აღარაა რომ ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოებზე იფიქროს.
  14. Saturn და იქნებ ზუსტად კანონის უზენაესობის პატივისცემას ურჩევდა პატრიარქი ჩვენს მთავრობას. და მთავრობამ კიდევ ყური არ დაუგდო, ჰა?
  15. Saturn ზოგადად პირიქით ხდება ხოლმე. დანაშაულს არკვევენ ხოლმე. და სანამ ბოლომდე არ გაარკვევენ, მანამ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება. განსაკუთრებით როცა საქმე გარდაცვლილს ეხება.
  16. Saturn იქამდე ქართულ სოფლებს ვინ ბომბავდა? ამაზე ოსი გეტყვის "92-ში ძარის გზაზე დევნილებით სავსე ავტობუსი ვინ დაცხრილაო?", რაზეც შენ სავარუდოდ ეტყვი "91-ში ცხინვალიდან ვინ გამოყარა ქართველებიო?", რაზეც ის ოსი სავარაუდოდ გკითხავს "მილიციის ფორმაში გადაცმული მხედრიონელი ვინ მიუსია ცხინვალს", რაზეც შენ ეტყვი "89 წელს ლენინის პორტრეტებით ვინ კეტავდაო ცხინვალის შესასვლელს" და ა.შ. მოკლედ რაზე ვკამათობთ აქ ვერ გამიგია. ის რომ მეტროში უდანაშაულო ხალხის აფეთქება გაუმართლებელი რამაა, ამას რა პოლი ჭირდება
  17. Siknadmo ნაციონალები ასე შორს არ იყურებიან. მათთვის ამ კონკრეტულ მომენტში ყველაზე დიდი საფრთხეა არჩევნებში ალასანიას გამარჯვება. იმიტომ რომ ეს კაცი მხარდაჭერით სარგებლობს საქართველოშიც და დასავლეთშიც. მისი არჩევნებში გამარჯვება ამ მხარდაჭერას ერთი ორად გაზრდის. იმას კი ვეღარ ხვდებიან, რომ ალასანიას გამარჯვების შემთხვევაში დასავლეთში საქართველოს მხარდაჭერაც გაიზრდება, და აქედან გამომდინარე სააკაშვილისაც. უფრო სწორედ კი ხვდებიან, მაგრამ მაინც არ უღირთ ეს ოპოზიციის გამარჯვებად. ევროპელი მონიტორების გასვლას რაც შეეხება, რა თქმა უნდა მათთვის ესეც არასასურველია. მაგრამ ამ მისიის გაგრძელება/არ გაგრძელების საკითხი სექტემბერში წყდება, თან უახლოეს პერიოდში რუსეთის აგრესიაც ნაკლებად მოსალოდნელია. ანუ ეს საკითხი ახლა არ დგას მწვავედ მათ დღის წესრიგში. იზოლაციაზე ხომ საერთოდ არ ფიქრობენ. რომ უთხრა, სასაცილოდ არ ეყოფათ.
  18. ძუკუ ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. "ახლა გადავირჩინოთ თავიო და მერე რამე იქნებაოს" ლოგიკით მართავენ ქვეყანას. იგივე 7 ნოემბერი, 7 აგვისტო და ა.შ. გადაგორებაზე იყვნენ სულ, თან "უმართლებდათ" ხოლმე. ხოდა გონიათ რომ სულ ასე "გაუმართლებთ". babuagiorgi ადრე ევროკომისიის დირექტორი იყო განახლებულ ევროკავშირში რა პოსტი აქვს არ ვიცი.
  19. lasha_alo ალბათ მათაც ესმით ამ ევროპელი მონიტორების მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს რუსეთთან პირისპირ დარჩენა. მაგრამ თუ არჩევანი დაუდგათ, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ან ევროპელი მონიტორების გასვლა, ისინი მეორეს აირჩევენ, რადგან მათთვის ხელისუფლების (თუნდაც მხოლოდ თბილისის მერის პოსტის) შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია. ერთ-ერთ ფორუმზე ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ ბაროზუს ლანძღვა-გინება უკვე ამის მანიშნებელია.
  20. Gagi 67 ბატონო გაგი. თუ იცით ის ხალხი როგორ მოხვდა პარლამენტში, დღეს რომ ახალი კონსტიტუციის მიღებას აპირებს? იმ ტოტალურ გაყალბებას რომ თავი დავანებოთ, რომლითაც მათ 59% დაიწერეს. თვით ეს 59% ნაკლებია 2/3 - ზე. ე.ი. ადამიანების კონკრეტულმა ჯგუფმა შექმნა საკუთარ თავზე მორგებული კანონი, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს თითქმის ყველა მაჟორიტარული მანდატი. ამავე ჯგუფმა ისე ჩაატარა "არჩევნები", როგორც აწყობდა და ის ხმები დაიწერა რაც უნდოდა. ახლა ეს ჯგუფი თურმე იღებს ახალ კონსტიტუციას, რომელიც ერთ ერთმა, საზოგადოებაში არც თუ ისე პოპულარულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ეს არაა სახელმწიფო გადატრიალება?
  21. ჭანო ხოდა მეც მაგის თქმა მინდოდა. ახლა ვანკუვერის ოლიმპიადისთვის ვინმეს რომ დაერქვა ჰეტერო ოლიმპიადა, ხო წარმოგიდგენია რა ამბავი ატყდებოდა.
  22. ჭანო გერმანიაში ოლიმპიადა ტარდება თურმე, სადაც ჰეტეროებს მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ. რატომ არავინ აპროტესტებს მანდ მსგავს დისკრიმინაციულ ღონისძიებას?
×
×
  • შექმენი...