დაახლოებით ერთი წლის წინ ნაციონალების მხარდამჭერები (და არა მარტო ისინი) ღადაობდნენ სალომე ზურაბიშვილის მიერ შესრულებულ "სიმღერაზე". მეტიც ხელისუფლების მხარდამჭერები, ე.წ. კონტრუქციული ოპოზიცია, ე.წ. "დაღლილი" ოპოზიციონერები (მათ შორის ბატონი dire), ელჩები, ევროსაბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლები, ყველა ერთხმად მოუწოდებდა არასაპარლამენტო ოპოზიციას წასულიყვნენ დიალოგზე. თუ სწორად მახსოვს 11 მაისს შედგა პირველი შეხვედრა სააკაშვილთან. მაშინ სააკაშვილმა ოპოზიციის ყველა მოთხოვნა უარყო, და კომპრომისის სახით სამი შეთავაზება გაუკეთა ოპოზიციას: 1. მინისტრის მოადგილეების პოსტები შესთავაზა. 2. საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ე.წ. NDI-ის ჯგუფში არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართვა 3. საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელსაც მუშაობა 2010 წლის პირველ იანვრამდე უნდა დაესრულებინა და რომელსაც სააკაშვილი მისივე თქმით უსიტყვოდ მიიღებდა. რა შესრულდა ამ 3 დაპირებიდან: 1. პირველი დანაპირები ზუსტად ერთ თვეში აღმოჩნდა რომ ყალბია. სალომე ზურაბიშვილმა თანხმობა განაცხადა შსს მინისტრის მოადგილის პოსტზე და მას ამაზე უარი უთხრეს. 2. NDI - ის ჯგუფის ფორმატში ახალი კოდექსის მიღება კომპრომისის გზით არ მოხერხდა. ნაციონალებმა ის გაიტანეს რაც უნდოდათ. 3. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/129686.html მესამე პუნქტი ნაწილობრივ უკვე დაირღვა, რადგან უკვე 2010 წლის 27 მარტია, და ახალი კონსტიტუცია ჯერ კიდევ არ გვაქვს. ახლა როგორც ჩანს საერთოდ აღარაფრად აგდებენ ამ კომისიას და ისევ თვითონ იღებენ ახალ კონსტიტუციას. ესეც თქვენი დიალოგი.