Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. kardu თუ უგულავამ მიიღო ალასანიაზე 6-ჯერ მეტი ხმა (სავარაუდოდ მაგხელა განსხვავება ვერანაირი გაყალბებით ვერ გამოვა), მაშინ ხელებს ავწევ და მწუხარებით აღვნიშნავ რომ უგულავასნაირი მორალის მქონე ხალხში მიწევს ცხოვრება. ზუსტად ასე ვფიქრობდი 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, და ახლაც იგივეს ვიფიქრებ. რაზე კონცენტრირება? ამაზე? ხო მშვენივრად გაიგე ბატონი ძუკუ რასაც ამბობდა. ბორდში არიან მიშას იდეური მხარდამჭერები (როგორც შენ), და არაპროსამთავრობო წევრებიც (მაგ. შორენა შავერდაშვილი). ორივე ჯგუფი პარლამენტის მიერაა დამტკიცებული (სადაც ნაციონალებს საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ). პირველი ჯგუფი უმრავლესობაშია. გადაწყვეტილებებიც ბორდში უმრავლესობით მიიღება და აქედან გამომდინარე შორენა შავერდაშვილის აზრს პრინციპულ საკითხებში მანდ არავინ არ ითვალისწინებს. სად ვის შევხედე ზემოდან? მარტივად ავხსენი, რომ ნაციონალების 6 წლიანმა პოლიტიკამ ქვეყანას კატასტროფული შედეგები მოუტანა. ხოდა ამ პოლიტიკის მხარდამჭერის რჩევას ვერ გავითვალისწინებ, და არც არავის ვურჩევ რომ გაითვალისწინოს.
  2. kardu კარგი და 30 მაისის მერე ვთქვათ და ნაციონალებით დაკომპლექტებულმა ცესკომ დადო შედეგი სადაც განსხვავება მხოლოდ რამდენიმე პროცენტში იქნება. იმის მერეც მოგვცემ რჩევებს თუ რომელ კვლევას ვენდოთ და რომელს არა? ფორუმ.გეს იმიტომ გავეცალე რომ ხშირად ისეთ საკითხებზე მიწევდა კამათი რაც კამათის ორივე მხარისთვის ცხადი იყო. ძალიან დამღლელია ასეთი რამეები და აზრსაც მოკლებულია. რომ კითხო ცესკოშიც მხოლოდ ერთი ნაციონალია და დანარჩენი 6 პროფესიული ნიშნითაა შერჩეულია. მარა ეს "პროფესიული ნიშნით" შერჩეული ხალხი 3500 - ვე უბანში რატომღაც ნაციონალების ინტერესებს იცავს ხოლმე. ხოდა კიდე, შორენა შავერდაშვილი ტელევიზიაში რამეს რომ წყვეტდეს, გია ჭანტურია დირექტორი არ იქნებოდა. ყველაფერი გაცილებით მარტივია. შენ მთელი ნაცმოძრაობის ისტორიის მანძილზე ამართლებდი ყველა მათ ქმედებას. ყოველ შემთხვევაში იმ მნიშვნელოვან ქმედებებს რომლებმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მოიყვანა. ხოდა ასეთი დესტრუქციული აზრების მხარდამჭერის რჩევის გათვალისწინება რბილად რომ ვთქვათ უგუნურებაა.
  3. kardu ანუ დღეს ალასანიას რეიტინგი ნაცონალების რეიტინგზე 6-ჯერ ნაკლებია, ხო? ნაციონალების კვოტით მოხვდი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. გააჩნია რჩევას ვინ გაძლევს. აგვისტოს ომის დროს, აი რუსემა რომ დაიწყეს თავისუფლად მთელი ქვეყნის მასშტაბით თარეში, მაშინ ვფიქრობდი რომ ამის მერე ალბათ ნაციონალები ცოტა მორიდებულები გახდებიან თქო, ყოველ შემთხვევაში ძველებურად ჭკუის სწავლებას აღარ დაგვიწყებენ მეთქი. მაგრამ სულ რაღაც 1 თვეში როცა გაორმაგებული ძალით დაიწყეთ პატრიოტიზმის სწავლება და მოღალატეს იარლიყების მიწებება, მივხვდი რომ თქვენი საშველი არაა. ვისი მოწოდებები? ნიუსტუდიოსი თუ ლაშასი?
  4. shamili ძალიან არასწორი მსჯელობაა. დაახლოებით დარჩიაშვილი რომ მსჯელობს, ისეთი მსჯელობაა. ყველაფერი ლოგიკური იქნებოდა რომ არა ეს ფრაზა: "რუსის ჯარის გასვლის შემდეგ". როგორ წარმოგიდგენია შენ რუსის ჯარის გასვლა? ვერც საქართველოს შეიარაღებული ძალები, და ვერც საერთაშორისო ზეწოლა ვერ აიძულებს რუსეთს საკუთარი ჯარები გაიყვანოს სეპარატისტული რეგიონებიდან. არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომ რუსეთი დაიშლება და ჩვენ ძალით დავიბრუნებთ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. ესეც ძალიან ცუდი მიდგომაა. იმას თავი რომ დავანებოთ რა მოხდება კავკასიაში რუსეთის სავარაუდო დაშლის შემდეგ, როგორ შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკა დაფუძნებული იყოს სხვა სახელმწიფოს დაშლის მოლოდინზე? ეს იგივეა რომ ვთქვათ ოდესმე მაინც მოვკვდებით და ბარემ ახლავე მოვიკლავ თავს. ამიტომ ჩემი პირადი აზრით რუსეთის ჯარის გაგდება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეიძლება მხოლოდ შიდა წინააღმდეგობით. როცა სოხუმსა და ცხინვალში რუსეთს გამოეცლება დასაყრდენი (როგორც გამოეცალა დასაყრდენი 89-90 წლებში საქართველოში), მაშინ გახდება რეალური მათი გასვლა. მაგრამ სანამ თბილისში ასეთი ფრაზებით ილაპარაკებენ: მანამ რუსებს ყოველთვის ეყოლებათ დასაყრდენი ცხინვალშიც და სოხუმშიც. უზარმაზარი რესურსების მიუხედავად რუსეთის სახელმწიფოს აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა. მას არ შეუძლიათ მეგობრობა, პარტნიორობა. იგი აღიარებს მხოლოდ ბატონ-ყმურ ურთიერთობას. აფხაზეთში უკვე ხვდებიან ამას. ნელნელა ეს განწყობა სულ უფრო და უფრო მოედება აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც. ამ დროს ჩვენგანაა საჭირო მათთვის ალტერნატივის შეთავაზება. არაა ლაპარაკი მაინცდამაინც ამ კონცეფციაზე. ამაზე აფხაზები ახლა არც დაიწყებენ ლაპარაკს. უბრალოდ ნელნელა ჩვენ ურთიერთობაში პოზიტიური ტენდენცია უნდა წავიდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნეგატიური ტენდენციის ფონზე გვქონდეს ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსი.
  5. ჩვენი თანაფორუმელის, ფაშისტის დაბადების დღე ყოფილა დღეს. მივულოცოთ, ვუსურვოთ ცხოვრებაში ნაკლები ფაშიზმი და უბედურება, მეტი სიყვარული და გახარება.
  6. თარგმანში გვერდში 5 ლარს ითხოვენ თაჯიმანთა ბიუროში, თუ რაც ქვია...
  7. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ბასაევი გაჩნდა?
  8. lasha_alo ხო ვამბობდი რაზეა ეს გამოკითხვა გათვლილი. არადა დროა ნაციონალებმა დაიწყონ ვიზებზე ჩალიჩი...
  9. kardu ანუ ამ შემთხვევაში შემდეგ რეიტინგში მეტს დაუწერენ ოპოზიციას? ისე ნაციონალები რჩევებს რომ იძლევიან და თან თვლიან რომ ვიღაცეებმა ეს რჩევები უნდა გაითვალისწინონ, მაგარია...
  10. kardu IPN - მა არა. IPM - მაო. ეგენი ვინ არიან არ ვიცი. მაგრამ IRI -მ დააფინანსაო. ე.ი. ფინანსური ხარჯები გაუღია. ანუ ფინანსური მონაწილეობა მიუღია. და ახლა შედეგბის საკუთარ საიტზე გამოქვეყნებას ერიდება. რატომ?
  11. kardu როგორ წარმოგიდგენია. რატომ უნდა აწყობდეს რომელიმე ორგანიზაციას საკუთარი ნამუშევრის გამოქვეყნება სხვის ვებ-გვერდზე, და არა საკუთარზე? რამე ვარიანტი მაინც დამისახელე. უჰ! რას შვებოდა და წელიწადნახევარი მთელი ქართული მედია, რომ ლაპარაკობდა იმედია რაკიინისააო, დუმდნენ. იგივე საერთაშორისო გამჭვირვალობა, იმ ავადსახსენებელ რეკლამამდე რამდენიმე თვით ადრე ბლატაობდა სააკაშვილი ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგით. მაშინ რატომღაც არავის ანაღვლებდა ამ ორგანიზაციის თბილისის ოფისში მათი სახელის უსამართლოდ გამოყენება. აი როცა საერთაშორისო სკანდალის რისკი დაუდგათ, ეგრევე ამოიღეს ხმა.
  12. kardu რა შემთხვევაში არ უნდა გამოაქვეყნოს ორგანიზაციამ საკუთარი ნაშრომი ვებ-გვერდზე? თუ ნაშრომი დახურულია, ხომ ასეა? და თუ დახურულია, ერორები საიდან იღებენ მაგ შედეგებს? kardu ხოდა რა გაგიკვირდა? რაკიინი იგივეს არ შვებოდა?????
  13. kardu ვახ და რა იცი, რომ ფული არ აქვთ აღებული პირში წყლის დაგუბებაში? რაკიინი ასე არ იქცეოდა წელიწადნახევრის განმავლობაში? თუ არ იცოდნენ რომ მათ სახელს იყენებდნენ? საერთაშორისო გამჭვირვალობა თუ არ მეშლება.
  14. kardu რაკიინისა არ იყოს, შეიძლება ორი წელი დაგვჭირდეს ლოდინი და მაშინ დავხუროთ ეს თემა ორი წლით. ეს ხომ არაა IRI - ს სახელით გამოცხადებული პირველი კვლევა. კვარტალში ერთხელ გვახარებენ ხოლმე. რომელი ერთი დაიდო ოფიციალურ საიტზე? სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე კვლევები დევს. რაღა პოლიტიკური პარტიების და ტელესაინფორმაციოების რეიტინგებს არ აქვეყნებენ? გინდა გუგლში დასერჩე ქართულად ან ინგლისურად. ქართული სააგენტოების გარდა არავის გამოუქვეყნებია მსგავსი რეიტინგები. ანუ რომც გასკდეს ეს ამბავი, IRI ხელებს დაიბანს, მე არაფერ შუაში ვარო. ერორები კიდე მიჩვეულები არიან ქაქის ჭამას, მაგასაც შეჭამენ და ჩაფარცხავენ.
  15. kardu როგორც ნაცებს უყვართ თქმა, არც უარყო და არც დაადასტურა. არც რაკიინს უარყვია იმედის მფლობელობა წელიწადნახევრის განმავლობაში. არადა 100%-იანი იცოდნენ რომ ნაცები მათ სახელს იყენებდნენ.
  16. kardu 1. IRI - ს საიტზე მსგავსი არაფერი დევს. თუ კვლევა ღიაა, რატომ არ დევს ოფიციალურ ვებ გვერდზე, თუ დახურულია, საიდან მოიტანეს ერორებმა შედეგები? 2. პირველი შემთხვევა არაა, რომ რაღაც რიცხვებს გვიცხადებენ ამ ორგანიზაციის სახელით, და მერე ერორების საიტების გარდა, მათი აღმოჩენა შეუძლებელია. თან რიცხვები დიდად განსხვავებულია ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არარეალირსტურია. 3. გვახსოვს იმედის "მფლობელი" რაკიინის ამბავი.
  17. აგერ პარტიების რეიტინგებიც "გამოუქვეყნებიათ": 1. ნაციონალური მოძრაობა - 36% 2. ქრისტიან-დემოკრატები - 10% 3. ლეიბორისტები - 8% 4. ალიანსი საქართველოსთვის - 6% http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ანუ ქრისტიან-დემოკრატებს ალიანსზე 2-ჯერ უფრო დიდი რეიტინგი აქვთ, ნაციონალებს კიდევ 6-ჯერ. აგერ საინფორმაციოს რეიტინგებიც: http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მართლა მოსახლეობის მოტყუებაზე რომ ქონოდათ გათვლა, უფრო რეალისტურ შედეგს "გამოაცხადებდნენ". მაგრამ გათვლა საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობის დანერგვაა.
  18. kisa წესით ხო. მაგრამ ამავე დროს შენ ამბობ: ანუ კი გესმის, რომ ამის სერიოზულად განხილვა არ შეიძლება, მაგრამ მაინც განიხილავ. ამაზე აქვთ გათვლა. ანუ ნელნელა აწვეთებენ საზოგადოებას იმ აზრს, რომ არაფერს აზრი არ აქვს. მაინც ისე იქნება ყველაფერი, როგორც ნაცებს უნდათ.
  19. kisa ოფიციალური საიტზე არ გამოქვეყნებულა. სავარაუდოდ არც გამოქვეყნდება ეგ შედეგები. ყოველ შემთხვევაში ამ ორგანიზაციის წინა ფანტასტიური გამოკითხვები რომ იყო, არ გამოქვეყნებულა. ანუ მთავრობას კოჭს უგორებენ, მაგრამ თავს იზღვევენ და ოფიციალურ საიტზე ამ ინფოს არ დებენ. ვინმე რომ შეედავოს, იტყვიან ჩვენ რა შუაში ვართ, იმედმა მოიტანაო სადღაციდანო. რაკიინისა არ იყოს, ორი წელი აბრალებდნენ ამ ხალხს, იმედს მართავენო. რაკიინიც ხმას არ იღებდა. ანუ თან ხელს აფარებდნენ ნაცებს, და თან უკან დასახევი გზაც დაიტოვეს. ვფიქრობ, ამ რესპუბლიკურ ინსტიტუტთანაც იგივე სიტუაციაა. ძუკუ დავიჯერო იმდენი, რომ სამი პარტია ერთად ვერ შეწვდება?
  20. ძუკუ და რატომ არ ატარებენ თავიანთ გამოკითხვებს? მართლა არ მესმის რატომ არ უნდა აწყობდეს ოპოზიციურ პარტიას საკუთარი რეიტინგის გამოქვეყნება. ხელისუფლების პოზიცია გასაგებია, წინასწარ აყალბებენ შედეგებს, რომ მერე გაყალბება გაიპრავონ. მაგრამ ოპოზიცია ხომ ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებს? ხოდა რაში აწყობს თავისი რეიტინგის დამალვა?
×
×
  • შექმენი...