ბადრი_წიქორაძე ბატონო ბადრი. 2008 წლის 5 იანვარს გრეჩიხამ თბილისში 200 000 ხმა აიღო, გამყრელიძემ თუ სწორად მახსოვს 30 000 - ის ფარგლებში. თუ გრეჩიხამ ცალკე არ წამოაყენა კანდიდატურა, ალასანიას უკვე 230 000 გარანტირებული ხმა გამოსდის. (თან იმ არჩევნებზე პატარკაციშვილმა და ნათელაშვილმაც მიიღეს დაახლოებით 35-35 ათასი ხმა, ესენიც სავარაუდოდ ოპოზიციური ამომრჩევლებია). იგივე 5 იანვარს სააკაშვილმა თბილისში აიღო 150 000 ხმა. იმის მერე ნაციონალების რეიტინგი ნამდვილად არ გაზრდილა (უფრო პირიქით). ანუ განსხვავება როგორც მინიმუმ 80 000 ხმაა. თბილისისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია, და შესაბამისად უპრეცენდენტო გაყალბება იქნება საჭირო ამ 80 000 - იანი განსხვავების გადასაფარად.