Jump to content
Planeta.Ge

McLaren

პლანეტელი
  • პოსტები

    3.117
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი McLaren

  1. DonCaredo პოლიტიკაში ახალი სახეა. ისე 36 წლისაა უკვე თუ არ მეშლება. არა. ალასანია სახელმწიფო მოხელე იყო და მის საქმიანობაში დანაშაულის ელემენტები არ იკვეთებოდა. ბურჯანაძე და ნოღაიდელი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ, ქვეყნის მეორე და მესამე პირები. ასე რომ ისინი სრულად იზიარებენ პასუხისგებლობას იმაზე რაც ქვეყანაში ხდებოდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ალასანია მარტო გაეროში მიმდინარე მოვლენებზე აგებდა პასუხს.
  2. Siknadmo რა უნდა სწყუროდეს არ ვიცი, მაგრამ ეძებენ აშკარად მუხტს. ბევრი ვინც 2008-ში საპრეზიდენტო არჩევნებში გრეჩიხას მისცა ხმა, იმავე წელს საპარლამენტოზე აღარ მისულა. მიზეზი ძირითადად ერთი და იგივე იყო "აზრი არა აქვსო, მაინც ვისაც უნდათ იმას მოაგებინებენო".
  3. გიორგი68 ეს ძველი რეიტინგია, ჯერ კიდევ შარშანდელი აქციების დროს დაიწყო
  4. DonCaredo შენ ერთი კონკრეტული გამოკითხვა მოგყავს, ამის გარდა სხვა გამოკითხვებიც არსებობს, და ყველგან ალასანია გრეჩიხაზე წინაა. რაც შეეხება 1%-ს, ეს არაა გასაკვირი. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დღეს ძირითადში არავისი ამომრჩევლები არ არიან. ისინი ეძებენ რაღაც მუხტს. ანუ იმედი უნდა ჩაუსახო ამ ხალხს რომ გამარჯვება შეიძლება და მერე შეიძლება პოლის ჯოხსაც მისცენ ხმა. ახლა რომ შეკრიბო ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგი, ჯამში შეიძლება 20%-იც ვერ გამოვიდეს. მაგრამ თუ გაერთიანდნენ და შექმნეს საჭირო მუხტი, გაერთიანებულმა კანდიდატმა შეიძლება 60-70% აიღოს. ხოდა სწორედ ამაზეა ლაპარაკი, ვინ შეძლებს ამას უკეთესად, ალასანია თუ გრეჩიხა. გრეჩიხამ საპარლამენტო არჩევნებზე საპრეზიდენტოზე ბევრად უარესი შედეგი აჩვენა. იმის მერე არამგონი ხალხის აზრი მის სასიკეთოდ შეცვლილიყო. ალასანია კიდევ პირიქით. ახალი სახეა, აშშ-ს კაცად ითვლება, გაუსვრელია. თან ყველა გამოკითხვაში მისი ინდივიდუალური რეიტინგი სხვა ოპოზიციონერთა ინდივიდუალურ რეიტინგს ბევრად აღემატება.
  5. გიორგი68 აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი და ვქნათ ახლა. გამოკითხვა მაჩვენე სადაც ოპოზიციიდან ალასანია არ იყოს პირველ ადგილზე. ეს ხომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ იცის? ხოდა ახლა რა შანტაჟი აუტყდათ? ხო ხვდებიან რომ ხელისუფლების გეგმას ასრულებენ?
  6. გიორგი68 მითი რატომაა? სოზარ სუბარის ბოლო მოლაპარაკებები სხვა პარტიებთან სწორედ ამ მიზნით ტარდებოდა.
  7. DonCaredo ხვდება. ამიტომაც ჩალიჩობდა ამდენ ხანს ოპოზიციის გაერთიანებაზე. ალასანია არის პოლიტიკაში ახალი და გაუსვრელი ფიგურა. მას აქვს ამ 300 000 ამომრჩევლის მობილიზების რესურსი. პლიუს იმ ამომრჩევლებისა ვინც წინა არჩევნებზე არ მისულა. ანუ მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შემთხვევაში უგულავას გამარჯვება ოქმების გადაწერის გარეშე შეუძლებელი გახდებოდა. რაც შეეხება გრეჩიხას. საპრეზიდენტოზე მას ქონდა საკმაოდ დიდი მხარდაჭერა (200 000 ხმა). მაგრამ იგივე საპარლამენტო არჩევნების დროს გაერთიანებულმა ოპოზიციამ (სადაც გრეჩიხა იყო პირველი ნომერი) 70 000 ხმით ნაკლები აიღო, ვიდრე საპრეზიდენტოზე. ასე რომ თუნდაც აქედან გამომდინარე მისი შანსები ალასანიაზე ბევრად ნაკლებია.
  8. DonCaredo ნამდვილად ასეა. ნაციონალების ამომრჩევლების რაოდენობა სტაბილურია (თბილისში 150 000 - ის ფარგლებში). ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების რაოდენობა საგრძნობლად მეტია (დაახლოებით 300 000). ეს ხალხი ნაცებს არც ერთ შენთხვევაში არ მისცემს ხმას. ეს მათ იციან. ამიტომ მთავარი მიზანია ნიჰილიზმის დათესვა, რომ მათი დიდი ნაწილი არ მივიდეს ამ არჩევნებზე. ნუ ამ გზით ალბათ სადღაც 80 000 ამომრჩევლის ჩამოშორება გამოუვათ, რაც აშკარად არაა საკმარისი. ხოდა მეორე ხერხი, ოპოზიციაში ხმების გაყოფაა. ხოდა მითხარი ახლა, გრეჩიხა ვერ ხვდება ამდენს?
  9. Saturn ესაა ასლანისდროინდელი ვალი. ეს არხი აბაშიძის დროს ითვლებოდა ოპოზიციურად, და გამორიცხული არაა, რომ ეს ვალი ზეწოლის მოსახდენად დაედო. რაც არ უნდა იყოს სად 600 000 ლარი, და სად 30 000 000 მოდელირებული ერორებისთვის?
  10. DonCaredo აი მაგაშია განსხვავება ალასანიასა და სხვა "ოპოზიციურ" კანდიდატებს შორის. ალასანია პირველი ადგილისთვის იბრძვის, დანარჩენები კიდევ მეორესთვის (რომ რამენაირად პოლიტიკაში დარჩნენ კიდე).
  11. თემა გასუფთავდასავით. გთხოვთ, ნუღარ აოფებთ!
  12. გიორგი68 ჩემი აზრით არც ისე ცოტათი, მაგრამ ცოტათიც რომ იყოს, უკვე პროგრესია.
  13. Saturn ალასანიას ალიანსი არ ჯობია ნაციონალურ მოძრაობას?
  14. Siknadmo ორჯერ გვქონდა ამის შანსი. ერთხელ 2008 წლის იანვარში, მეორედ შარშან. ორივე შანსი გავმაზეთ. ახლა ამის შანსი სამწუხაროდ არ გვაქვს. არა იმიტომ რომ ხალხი ისევ გამიშისტდა. უბრალოდ აღარავის აღარაფრის იმედი აღარ აქვს. არ მოწონს ეს რეჟიმი, მაგრამ ეგუება. ამ სიტუაციაში რეჟიმი ვერც მშვიდობიანად, და ვერც ძალით ვერ დამარცხდება (თუ გარე ძალა არ ჩაერია). ხოდა ისღა დაგვრჩენია, რომ რისი შანსიც გვაქვს, ის გამოვიყენოთ. მაგალითად თბილისში არჩევნების მოგება.
  15. newstudio ის რომ ბოლო ამ წლების განმავლობაში მათI ძირითადი მიზანი სკამებია და არა ქვეყნის კეთილდღეობა. საბოლოო ჯამში არც სკამები აქვთ და არც ქვეყანაა ხეირიანად. მოკლედ უტვინოებიც ყოფილან ყველაფერთან ერთად. (ქრისტიან დემოკრატებს არ ვგულისხმობ, ამათ იხეირეს მაინც) მაგრამ ამის გათვალისწინებითაც ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისგებლობის შედარება მგონი არ შეიძლება.
  16. გიორგი68 სავარუდოდ ერთ-ერთი ფორუმიდან იქნება გადმოკოპირებული. იქაურ "იუმორს" გავს Siknadmo მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა გვირჩევნია
  17. dire თემაა იტირებ. მიშისტები ობამას პოლიტიკას უწუნებენ. :eshmak: უკრაინაში თურმე იანუკოვიჩი რუსეთმა გახადა პრეზიდენტი (ის რომ არჩევნებს პრეზიდენტ იუშენკოს და პრემიერ ტიმოშენკოს მმართველობის დროს ტარდებოდა და რომ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დემოკრატიულად შეაფასა ეგ არაფერი). ყირგიზეთის ხელისუფლების ერთადერთ შეცდომას იმაში ხედავენ, რომ სუსტი ძალოვნები ყავდა. (სადაა ჩამოხრჩობის სმაილიკი) და ბოლოს. პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი იმიტომ ჩამოაგდეს, რომ სააკაშვილს ევროპაში მეგობარი დაეკარგა (ის კი არ იციან რომ დემოკრატიულ ქვეყნებში პრეზიდენტის მკვლელობით შეუძლებელია ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკის შეცვლა). მოკლედ წავედი საქმეს მივხედო ჯობია. სად მაქვს ამდენი სისულელის მოსმენის ნერვები...
  18. ლ ი ც ი თუ მე ვარ მთელი ამ ამბების გამომწვევი, მაშინ ყველას ბოდიშს მოგიხდით და იმედია ამით კონფლიქტი ამოიწურება
  19. ისე ონლაინ კონფერენციაზე რომ მოვიწვიოთ ირაკლი ლომაია, არ მოვა? სპირიტიზმის სეანსი ჩავატარებინოთ.
  20. akkai მაესტროს არაობიექტურობა (ან თუნდაც ოპოზიციურობა) რაში გამოიხატება? საკანს თავი დავანებოთ. ეგ პროექტი აღარ გადის ამ არხზე. საინფორმაციოებში ხელისუფლების აქტივობები არ შუქდება? რამე ფაქტი მახინჯდება? რამე დეზინფორმაცია ვრცელდება? თოქ-შოუშებში ხელისუფლების წარმომადგენლებს არ იწვევენ თუ სატელეფონო ზარებს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ხალხისგან იღებენ? ერთადერთი რაც შეიძლება ჩაითვალოს ოპოზიციურობაში, ესაა ჟურნალისტური გამოძიებები. მაგრამ ჟურნალისტური გამოძიების არსია ხელისუფლების ჩინოვნიკების მხილება. და მაშინ რითი ასკვი რომ ეს არხი ოპოზიციურია?
  21. Gagi 67 ეტყობა ვიდეო არც თქვენთან იხსნება. ამ თემაში ლაპარაკია ხარაჩოზე ამძვრალ სააკაშვილზე, რომელიც მანდ რაიმეს ასაშენებლად კი არ იყო ასული, არამედ კამერების წინ საპოზიოროდ. მოკლედ ძალიან ბევრ ადამიანში ამ პაკაზუხამ და კიდევ სხვა მომენტებმა (სიტყვით რთულია ამ ყველაფრის გადმოცემა) ზოგს უსიამოვნო შეგრძნება გაუჩინა, ზოგი კიდევ გააცინა. თქვენ კიდევ ვიდეოს უნახავად ვიღაცის დორბლიან სიძულვილზე დაიწყეთ ლაპარაკი. არ ხართ მართალი...
×
×
  • შექმენი...