Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი DATA TUTASXIA

  1. babuagiorgi ძალიან კარგი პროექტია ბატონო გიორგი. დიდი მადლობა ამისთვის.
  2. akkai თუ მართლა კერძო სახლი აქვს,მაშინ მართალი ყოფილა ზვიადი. და თქვენ რა გგონიათ ნაცებმა არ იცოდნენ ვისი სახლი იყო? პროვოკაცია. მაგრამ მაინც არ უნდა წამოგებულიყო ვანოს ანკესზე.
  3. ისე რომ შეხედავ ამ ვითომ ლიბერასტებს გული აგერევა რას გვანან. სურათები ვნახე და მათ გვერდზე დგომა გამიჭირდება.შემრცხვება.
  4. სადაც ნეოლიბერალები არსებობს იქ აუცილებლად იარსებებს მმკ. ეს ორი მიმდინარეობა უერთმანეთოდ ვერ იარსებებ. მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არიან ერთმანეთთან.
  5. asesino_141 ებე. ბასკებმა გასწავლეს ეს მეგრული თუ მანამდეც იცოდი?
  6. SHARI ჯერ ერთი ლეღვი არა და ლობიო კიდევ. ეს შენი პოსტია და სად გიწერია აქ "თუ დამნაშავეა": ნოღაიდელს და ბურჯანაძეს რო არ დაიჭერ , ბიძინა გუჯაბიძე გუშIნ ქვებს რო ისროდა იმას რო არ დაიჭერ მერე ნუ გაქვთ პრეტენზია მსოფლიოში საუკეთესო პოლიციაზე და რატომ ხარ დარწმუნებული ასე.იქნება გუჯაბიძეს ესროლეს ჯერ და მერე უპასუხა თვითონაც. თუ რუსთავის სიუჟეტმა მოგხიბლა ძალიან. არსად ესეთი რამე არ მომხდარა.პირიქით,აცხადებენ ჩვენ ოპოზიციას ოპონირებას არ ვუწევთო. და ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით დგომა არ ტეხს? მაშინ რატომ არაფერს ამბობდი? თუ ძმა ხარ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. წინ დიდი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ნოღაიდელიც და ბურჯანაძეც უნდა გამოიყენო. სააკაშვილი ვარდების დროს პატიაშვილსაც შეეკრა და ამისთვის არავის არ გაუკიცხია.
  7. Siknadmo რაციონალურად თუ მიუდგებიან საკითხს ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა ალასანიას უნდა მისცეს ხმა. იმიტომ,რომ ეხლა გიგის გამარჯვება ოპოზიციის სრულ კრახს ნიშნავს. ამ ეტაპზე არ არის იმის გარკვევის დრო, თუ ვის აქვს მეტი რეიტინგი. SSDK არ გამიგონია,პირიქით გუშინდელ ამბებზე ხელისუფლებას დააკისრეს პასუხიხმგებლობა. მე ვარდების დროს მიშას მივეცი ხმა(რასაც გულწრფელად ვნანობ) და არ მინდა იგივე განმეორდეს. არ შეიძლება ადამიანის,მით უმეტეს,პოლიტიკოსის გაფეტიშება. ეს ძალიან ცუდ შედეგს მოგვიტანს. SSDK ოპოზიციის ერთიანობა გადაარჩენს ოპოზიციას. წარმოდგენაც არ მინდა იმისა თუ რა სიტუაცია იქნება 31 მაისს თუ გიგიმ მოიგო.
  8. აქამდე გადაწყვეტილი მქონდა და აი ეხლა კი უკვე ეჭვი მეპარება. ეჭვი მეპარება არა იმიტომ,რომ ცუდად იქცევა,არამედ მისი მომხრეების გამო. გვერდით ფორუმზე იუზერ შარის ერთი სურვილი აქვს როდის დაიჭერენ ძიძიგურს და ბიძინა გუჯაბიძეს. ადამიანებს,რომლებმას თავისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის ნაწილი შესწირეს საქართველოს. თუ რამე კარგი და ნათელი წერტილი იყო "ეროვნულ საბჭოში" სწორედ ეს ხალხი იყო. მესმის რომ ძიძიგურის ქმედება არ იყო მთლად კორექტული,მაგრამ ალიანსის მომხრეების სიხარულის მიზეზი ვერ გავიგე. ჯერ ერთი რუსთავის მიერ მოწოდებული ინფოს თავზე გავიარე და მერე, იმ სიუჟეტიდან გამომდინარე დასკვნისა კიდევ. მთვრალ ადამიანს სახლში შეუვარდები და პროვიკაციას მოუწყობ-ამის გაკეთებას რა უნდა,თანაც გუშინდელი დაძაბული დღის ფონზე. ძმებო და დებო არავიზე ნაკლებად არ ვცემ პატივს ალასანიას. დღევანდელ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე პერსპექტიული და საღად მოაზროვნე ადამიანია,მაგრამ თქვენი მისდამი დამოკიდებულება მაკვირვებს. ძალიან გთხოვთ ნუ გააფეტიშებთ და ამით ნუ გააფუჭებთ იმ ადამიანს. მიშა სააკაშვილი 60% რომ მოსულიყო ხელისუფლებაში არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის. უფრო დამჯერი იქნებოდა და სხვისი აზრის გათვალისწინებას ისწავლიდა. ბოდიში მაგრამ თქვენი გუშინდელი საქციელი,რბილად რომ ვთქვათ, არასპრავედლივია. სწორედ ეს უნდა ხელისუფლებას,რომ ოპოზიცია არ გაერთიანდეს და ამაში თქვენი თქვენი წვლილის იმედი აქვს,რაშიც თქვენ არ ღალატობთ. შენიშვნა: ალიანსი რომ ამ აქციებში არ ერევა კარგია, მაგრამ მომხრეებმა პატივისცემა და ელემენტარული გულისტკივილი მაინც გამოხატეთ ყოფილი თანამებრძოლების მიმართ. ასეა ეს ჩემო კარგებო. ვის ვის და მე დათა თუთაშხიას არავისგან არ მესწავლება მუშნი ზარანდიას ხრიკები. დაფიქრდით ცოტა.
  9. akkai არ არის ეგრე. მთავარია ერთხელ ავირჩიოთ მრავალპარტიული პარლამენტი და მერე თავისით დალაგდება ყველაფერი.ურთიერთპატივისცემას ისწავლიან.
  10. ლიბერალური აზროვნების კიდევ ერთი ნიმუში: კომუნიზმის მერე თქვენ და თქვენნაირების ტვინში არაფერი შეცვლილა: ლენინის ხატი იესოს ხატმა ჩაანაცვლა. სააკაშვილმა რაც ქურდები განდევნა მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა, წვერებიანება მამაოებმა ქურდები ჩაანაცვლეს. კიდევ ერთხელ ფოტოგანწყობისთვის, საქართველოს მთავარი განაბი ფოტოზე აჰა ლინკიც http://forum.ge/?showtopic=34110718&f=...;#entry19426984 მმკ-ს მუშტი ალალია ამათზე
  11. newstudio ისე ეს პოსტი ლიციმერს რომ არ ეკუთვნოდეს დავიჯერებდი. :nekro:
  12. ძუკუ გთხოვთ გამარკვიეთ რა მოხდა.ამდენ გვერდს ნამდვილად ვერ წავიკითხავ. ვიცი რომ შეხლა-შემოხლა იყო,მაგრამ მიზეზი რა იყო ვერ გავიგე. ან იქნებ ლინკი იყოს სადმე.
  13. Lo Janko ნუ აი ეს იქნება თქვენი პრეზიდენტიო არ უთქვიათ, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ მიშა მოსულიყო ხელისუფლებაში. დამიჯერეთ, მიშა შემთხვევითი ადამიანი არ არის. რაც შეეხება თანამშრომლობას, აშშ ყველასთან თანამშრომლობს,დაჟე სომხეთთან. მაგრამ, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება ეგ თანამშრომლობაზე მეტია.
  14. Lo Janko ზუსტად ვიცი,რომ მიშას გუნდს დირექტივები ჩამოსდის(ჩამოსდიოდა ეხლა არ ვიცი) ოკიანისგაღმიდან. თუ ვინმეს გონია რაც შშს-ში ხდება ვანოს დამსახურებაა ძალიან ცდება. აწვდიან ზუსტ ინსტრუქციებს და ესენიც ასრულებენ.
  15. FRIDRIX ფრიდრიხჯან ჩვენს მიწაზე მშვიდად ცხოვრობენ და რაღას ელოდები,მიდი და მათი სისხლით გაჟღინთე ჩვენი მიწა. რათ უნდა აქ ფორუმზე გულზე მჯიღის რტყმა.
  16. ეგ ყველაფერი მართალია,მაგრამ მე რა მაინტერესებს იცით:-ნუთუ ამერიკამ ესე შეუსწავლელი ტიპი დასვა პრეზიდენტად? თუ იცოდნენ და სრულიად ჯდებოდა მათ გეგმებში ასეთი გაუწონასწორებელი შიზოფრენნიკი ტიპი,რომელიც ომს დაუწყებდა რუსეთს და ნიღაბს ჩამოხსნიდა,როგორც თვითონ ამბობს. მეორე ვარიანტი ახლოსაა სიმართლესთან.
  17. ლ ი ც ი გეთანხმები ლიც. ფაქტიურად დიქტატურა დაამყარეს. :mad: სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან.
  18. ხალხო ადამიანმა დასვა შეკითხვა და ორი ვარიანტი შემოგვთავაზა, აირჩიეთ რომელიმე,რომელიც უფრო მისაღებია თქვენთვის. მეც მინდოდა ასეთი თემის გახსნა, მაგრამ დამასწრო აკაიმ. დიდი მადლობა ამ თემისათვის. დამოუკიდებლობის დაკარგვაში,იმედია რუსეთის ფედერაციის წევრობა არ იგულისხმება.
  19. akkai აკაი ბატონო აბა თავისუფალი და უაფხაზეთო საქართველო მე არ მინდა. შენ გინდა? დამოკიდებლობა დაკარგული სომხეთი მირჩევნია მე პირადად თავისუფალ საქართველოს დღევანდელ საზღვრებში.
  20. lasha_alo ლიცი ქურდად ზის თუ როგორაა საქმე? :nodar:
  21. Grig ძალიან სინტერესო სტატიაა და ეხება აგვისტოს ომის წინა პერიოდს. http://www.civil.ge/geo/article.php?id=16864 ”სამხრეთ ოსეთი სულ ცოტა თვეების საკითხია” - სააკაშვილი სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00 პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია. ”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს. სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”. ”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”. 28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”. ანუ მიშას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ქონდა.
  22. Saturn სატურნ ნუ დაიწყებთ ხოლმე რა. ეგ რომ ჩვენი ტერიტორიაა ეს მე და შენ ვიცით,მაგრამ ტალიავინისთვის და უცხოელისთვის კონფლიქტის ზონაა,სადაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ. და ბუნებრივია, რომ ამ კონფლიქტს ყავს ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარე.
×
×
  • შექმენი...