http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...16890&ct=18 "2013 წლამდე საქართველოს ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება" CNN, თარგმანი Foreignpress.ge ქვეყნდება შემოკლებით „სი ენ ენ" - ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის „სასწაულებრივ ტრანსფორმაციაზე“ საუბრობს. თუმცა მიხეილ სააკაშვილი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ბევრი ქართველი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქვეყანას ტოვებს. ტელეკომპანიის კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2004-წლიდან 2008-წლამდე საქართველოს პოპულაცია 1.2%-ით (დაახლოებით, 50 000) შემცირდა და ქართველები უკვე რამდენიმე წელია მაღალი ხარისხის დეპრივაციას განიცდიდნენ, რადგან მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარზე დაბლა ცხოვრობდა. მაგრამ სააკაშვილის თქმით, ეს პრობლემა გადაიჭრა. „52% სირარიბეში ცხოვრობდა, ახლა ეს 22%-ია“. სააკაშვილმა აცხადებს რომ საქართველოს მალე, მისი საპრეზიდენტო ვადის დამთავრებამდე, 2013-წლამდე ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნება. „მე არ მეშინია ხალხის გადინების, მე უფრო დაბრუნებას ველი. ჩემი აზრით ეს პირველი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელშიც პოლიტიკური კლასი მთლიანად შეიცვალა და ამ თვალსაზრისით საქართველო ადამიანებისთვის მიმზიდველია“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.