Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი DATA TUTASXIA

  1. lasha1997 მაგარი ### არიან ეს რუსები. რა ჩემს ფეხებად უნდათ ყირგიზეთი. არანაირ სარგებელს იქიდან ვერ მიიღებენ.
  2. asesino_141 ამის დედა ვატირე დავით აღმაშენებელზე აპირებდნენ ფილმის გადაღებას და მიშაზე გადაიღეს. :018:
  3. FRIDRIX ფრიდრიხ იუზერ ტაშიი 12 ჭრილობამ გაგაკვირვა და ამ პატარა გოგოს მიერ მიყენებულმა უამრავმა ჭრილობამ და დაზარალებულის ცოცხლად გადარჩენამ არა?
  4. kisa გაგიჟდები კაცი. და ეს ნაბოზარი გადმოდგება ეკრანიდან და ჭკუას არიგებს პენსიონერებს,რომლებსაც კაპიკები აქვთ შემოსავალი.
  5. Saturn ბავშვები კი არა მეც მიტყდება, სადაც ვმუშაობ ყველგან აყენია ეს "ასინეთას თვალი" უბრალოდ თავისუფლად ვერ ვგრძნობ თავს და ვითრგუნები. ისე ეს თემა უფრო ჯამაგირს ეხება. რატომ უნდა ქონდეს კუკარაჩას უფრო მეტი ხელფასი ვიდრე მასწავლებელს?
  6. Saturn ეს იმის მაგალითია ჩემო სატურნ რომა ამ ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის განათლება.
  7. ისე მე კუკარაჩების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ აი ეს მაშფოთებს. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/20805-qmandaturs-bavshvebi-policielad-aghiqvamenq.html#ixzz0qHRw3Qxt მანდატურის ხელფასი 800 ლარია, მასწავლებლის - 250 "რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? - იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა… კომპიუტერი!" - ხალხში გავრცელებული ეს მოსწრებული გამონათქვამი ზედმიწევნით ასახავს დღევანდელ საქართველოში შექმნილ სიტუაციას. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას უამრავი ცვლილება მოჰყვა, რამაც პედაგოგთა ერთი ნაწილის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი უარყოფითად აფასებს როგორც მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას, ასევე კომპიუტერით სწავლების დანერგვას დაწყებით კლასებში. ამ საკითხის შესახებ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ: დალი ხაჩიძე - ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე: - "განათლების რეფორმა თუმცა ილიას სახელს ატარებს, მაგრამ ამ პრინციპებისაგან შორს დგას. უფრო მეტიც - ილიასეული სამი ბოძის გარდა სკოლას უკვე ორი საყრდენი - ცოდნა და ზნეობაც ეცლება. პირველ კლასში წიგნის ნაცვლად კომპიუტერის სწავლება მომავალ თაობას კიდევ უფრო დააშორებს ჭეშმარიტი ცოდნის წყაროს და კიდევ უფრო მიაჯაჭვავს კომპიუტერს. შემაშფოთებელია, როდესაც უყურებ, როგორ "დაძვრებიან" პატარები სხვადასხვა საიტზე, ეძებენ გასართობ პროგრამებს და ძვირფას დროს უაზროდ ფლანგავენ. მოსწავლეებს ცოდნით ვერც გამარტივებული სახელმძღვანელო უზრუნველყოფს და ვერც აღწერის პრინციპი. საინტერესოა, თუ ბავშვს დასაწყისში აქვს საშუალება თავისი საყვარელი საგანი აირჩიოს, რატომ აღარ ეძლევა მისი სწავლის უფლება მეთორმეტე კლასში? ან როგორ ავხსნათ, რომ საგამოცდო ტესტებში არც ერთი ქართველი მწერლის თხზულება შეტანილი არ არის? პოლიციისა და მანდატურების შიში კი არა, ბავშვებს ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული უნდა ჩავუნერგოთ. ეს ის მთავარი სწავლებაა, რასაც სკოლა უნდა ეფუძნებოდეს. თეა გოგოტიშვილი - ფსიქოლოგი: - დღეს დაწყებითი სკოლის ბავშვები ბევრად განვითარებულები არიან და წინ უსწრებენ წინა თაობის ამავე ასაკის ბავშვებს. ხშირია, როცა კომპიუტერული თამაშები ან სხვა პროგრამები ჩაანაცვლებს ცოცხალ ურთიერთობას ან წიგნს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას, ეს უფრო იძულებითი ფორმაა და დღევანდელი მდგომარეობით არის ნაკარნახევი. უნდა ითქვას, რომ აგრესიული ქმედებების რიცხვმა და აქედან გამომდინარე, ერთმანეთის სხეულის დაზიანებამ სკოლებში ძალიან იმატა. თუმცა, მე, როგორც ფსიქოლოგს, უფრო მნიშვნელოვანი მგონია, რამდენად იციან მანდატურებმა სხვადასხვა სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ფსიქოლოგია, რამდენად მოახერხებენ თითოეული ბავშვის პიროვნული, ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებას. ეს ახალი წამოწყებაა და ლაპარაკი იმაზე, გაამართლებს თუ არა, ჯერჯერობით ძნელია. ინეზა იამანიძე - კერძო სკოლა "ვერის უბნის ლიცეუმის" დამფუძნებელი: - ჩემთვის გასაკვირი იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადება - მანდატურებს ბავშვის დასჯის უფლება არა აქვთო. მოსწავლის დასჯის უფლება ალბათ არავის აქვს, მით უმეტეს, მანდატურს, მაგრამ განსხვავებით მასწავლებლისაგან, მანდატურს არც სწავლების უფლება აქვს, მაშინ ჩემთვის გაუგებარია, რა ფუნქცია აქვს მას? სკოლებში მართლაც არსებობს აგრესიული მუხტი, რომელიც ძალზე საშიშია. პიროვნება, რომელმაც ეს მუხტი უნდა მართოს, მოსწავლეს კარგად უნდა იცნობდეს. პიროვნებას, რომელიც არ იცნობს თითოეული ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ძალიან გაუჭირდება მათი მართვა. ყველა მანდატური რომ "კუკარაჩა" ვერ იქნება, ესეც ფაქტია. როგორც ვიცი, მანდატურების ხელფასი 700-800 ლარია, მაშინ, როცა მასწავლებლის ხელფასი 250 ლარს არ აღემატება. ეს თანხა მასწავლებლებზე რომ გადანაწილებულიყო, ბევრად უკეთეს შედეგებს მივიღებდით. მე ეს ახალი თანამდებობა უფუნქციო დანამატი უფრო მგონია, რომელიც ვერაფერს შეცვლის. რაც უნდა კეთილშობილი ადამიანი იყოს, მანდატურს ბავშვები მაინც პოლიციელად აღიქვამენ. ჩემი აზრით, დაახლოებით იგივე შედეგი მოჰყვება სკოლებში ვიდეოთვალის დამონტაჟებასაც. დათრგუნვილი, სტრესის ქვეშ მოქცეული, შეშინებული თაობა თუ გვინდა გვყავდეს, მაშინ ყველაფერი გასაგებია. P.S. ჩვენ დავუკავშირდით განათლების სამინისტროს პრესსამსახურს: - მანდატურები თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. მათი ინტეგრაცია სკოლებში საკმაოდ იოლად მოხდა. მანდატურს სკოლაში კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენცია, ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა ევალება. მათი ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, დანაშაულის პრევენციაა. სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში იმყოფებიან. აქვთ სპეციალური ფორმა, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები და სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს ვიდეოკამერებით აკონტროლებენ. ხათუნა ჩიგოგიძე
  8. ისე გადამგდებია თუ არა პოლიტიკოსი უფრო არჩევნების მერე ვლინდება. ხელისუფლებაში რომ მოვა და თავის დაპირებებს არ შეასრულებს.
  9. erfiro მოდი ორივემ იყვიროს სახალხოდ-"ვირი ვარ,ვირი ვარ და იმიტომ ვყვირივარ" სამჯერ.
  10. georgekh13 მომავალში კი, მაგრამ სავალდებულო გაწვევა ჯერ კიდევ არის მგონი.
  11. Achiko1972 ამაზე უნდა იზრუნოს ოპოზიციამ. ასეთ კონკრეტულ გეგმებზე გადაიტანონ ყურადღება და არ მიშა გადადექიზე. + ერთი ნორმალური ტელევიზია და მორჩება კინო. თუ არადა იგივე განმეორდება.
  12. newstudio რატომ ხარ წინააღმდეგი? რაც შეეხება იმას,რომ ირღვევა თუ არა ადამიანის უფლება-კი ბატონო ირღვევა იმისი უფლება ვისაც არ სურს მონაწილეობა, მაგრამ ჯარში სამსახურიც ხომ სავალდებულოა. ვისაც არ უნდა ჯარი იმისი უფლებაც ხომ ირღვევა? სავალდებულო რომ ყოფილიყო უკეთესი შედეგი ხომ დადგებოდა ოპოზიციისთვის? საერთოდ ქვეყნისთვის და რაც მთავარია პოლიტიკური დებატები გადაინაცვლებდა საკრებულოში,მერიაში და პარლამენტში. და რად გინდა 30% მიერ არჩეული მერი ან პრეზიდენტი?
  13. asds ვისაც ხმას მისცემენ ის მოიგებს და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ ოპოამომრჩეველი ხომ მივა არჩევნებზე. დღევანდელი სისტემით მცირე ნაწილს თუ მოისყიდი საკმარისი იქნება ხელისუფლებისთვის. მაგრამ სავალდებულოს შემთხვევაში ამდენი ამომრჩევლის მოსყიდვა ძნელი და ამავე დროს ძვირი იქნება. თანაც რეალურად ამომრჩეველთა დაახლოებით 30% გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ანუ დღეს თბილისს მართავს მთლიანი ამომრჩევლის 30%-ის მიერ ამორჩეული მერი. დანარჩენი 70% რჩეული არ არის გიგი.
  14. newstudio რავა ყველაფერი დასწრებაზეა ამ პლანეტაზე. :018: ვინც რეგისტრაციაზე არ მივა ის არჩევნებზეც არ მივა. ნებაყოფლობით კი არა კანონის ძალით უნდა მიიყვანო. სასჯელს მერე მოვიფიქრებ.
  15. asds გამიტყდა. ვიფიქრე პირველები ვიქნებით მეთქი. თუ არჩევანი არ მოგწონს ყველა გადახაზე.
  16. ანუ არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა სავალდებულო რომ გახდეს რა მოხდება ნეტავი? თუ ვინმე უმიზეზოდ "გააცდენს" ჯარიმა დაწესდეს ან სახალხოდ -"ვირი ვარ და იმიტომ ვყვირივარო" დაიძახოს სამჯერ. ისე სერიოზულად მართლა სავალდებულო,რომ გახდეს რა მოხდება? ან არის სადმე ამის პრეცენდენტი? თუ არა ჩვენ ვიყოთ პირველები. ჰა რას იტყვით პლანეტელებო.
  17. ჯერ არ უნდა შეხვედროდა, ხალხი ისედაც გაღიზიანებულია და ამან შეიძლება უფრო მეტი ნიჰილიზმი დათესოს ხალხში. მე გაუმართლებლად მიმაჩნია ეს ნაბიჯი.
  18. Saturn სატურნ ეს თუ მოხდება, მაშინ ჩვენი ქვეყანა საერთოდ კარგავს იმ ფუნქციას,რასაც ენერგომატარებლების კორიდორი ქვია. და მერე ვის რაში დავჭირდებით საერთოდ. დაგვიკიდებს ევროპაც და ამერიკაც.
×
×
  • შექმენი...