DATA TUTASXIA
პლანეტელი-
პოსტები
1.033 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი DATA TUTASXIA
-
მორჩა, მთავრობა რუსეთუმეა ოფიციალურად
DATA TUTASXIA replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shamili მერე იტყვით რატომ ერევა რუსეთი ჩვენს შიდა საქმეებშიო. -
mogzauri არც ისე მარტივადაა საქმე. ერთიანი საბაჟოს პირობებშიც შეუძლიათ აკრძალონ ქართული პროდუქცია. ოღონდ გაკონტროლება იქნება ძნელი. Saturn
-
თქვენი აზრით, სად ჩაიჭრა მიშა და სად-არა?
DATA TUTASXIA replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ სამწუხაროდ მეც დამაბოლა. -
Private Nodari მოდით ამ ყველაფერს უცხოელის თვალით შევხედოთ. ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის მიკერძოებულები ვიქნებით და ვმოქმედებთ პრინციპით "აბა ჩემს შვილს ხომ არ დავსჯი". რა უნდა იფიქროს უცხოელმა მაშინ როდესაც: 1. ყოველ 6 თვეში საქართველოს პარლამენტი რუს სამშვიდობოებს უგრძელებს მანდატს. 2. საქართველო ესენგეს წევრია და იქიდან გამოსვლაზე არც ფიქრობს. 3. არსებობს პრეცედენტი კოსოვოს სახით,სადაც სეპარატისტულ რეგიონს დაეხმარა აშშ და სერბეთის დედაქალაქიც კი დაბომბა.რასაც მოყვა კოსოვოს აღიარება. 4. იყო ორივე მხრიდან პროვოკაციები,რასაც სააკაშვილიც კი აღიარებს. გეკითხებით, ასეთ სიტუაციაში ცხინვალზე შეტევის ბრაძანება, რბილად რომ ვთქვათ,ნორმალურია? ამიტომაც ევროპის დახმარება აღშფოთების იქით არ წასულა. რუსული "სამშვიდობოების" იქ ყოფნის პირობებში ცხინვალზე შეტევა დანაშაული იყო. ცხინვალზე შეტევით რუსულ ჯარს მიეცა საშუალება ღიად ჩართულიყო ომში. ამიტომაც დაიდო ოფიციალური დასკვნა იმაზე, რომ რუსებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და არა ის, რომ რუსებს საერთოდ არ ქონდათ უფლება ძალის გამოყენებისა.
-
ლ ი ც ი გიჟი ავირჩიეთ პრეზიდენტად და თუ ეს საამაყოა- ვიყოთ ამაყები.
-
Saturn lasha_alo newstudio FRIDRIX :givi: რაში გამოიხატება მისი სიჭკვიანე? იმაში ხომ არა -ომს რომ უცხადებდა რუსეთს? ჰოდა აუხდა ოცნება-მივიღეთ საქართველო უფრო დაპატარავებული. უძახეთ ჭკვიანი, თავში აუვარდება და უფრო გაუტევს. ქართველი,რომელიც რუსეთთან ომზე ოცნებობს არის მტერი ან ბრიყვი. საქართველოს რუსეთთან ომი არის პუტინის ოცნება და ამ ოცნებას ქართველი თუ აუხდენს წარმოიდგინეთ რა საჩუქარი იქნება მისთვის. ნათაძე არის ხანდახმული, ტანად პატარა და მელოტი მიშა.
-
http://www.kvirispalitra.ge/politic/2861-v...elebuliyoq.html ვალერია ნოვოდვორსკაია: "აქ შეიძლებოდა ჩვენი რეფორმები განხორციელებულიყო"... ვალერია ნოვოდვორსკაია: "აქ შეიძლებოდა ჩვენი რეფორმები განხორციელებულიყო"... მოგეხსენებათ, ახლახან რამდენიმე გამოჩენილი რუსი საზოგადო მოღვაწე გვესტუმრა. მათ შორის იყო ცნობილი დისიდენტი და პუბლიცისტი ვალერია ნოვოდვორსკაიაც. რუსეთში დაბრუნებულმა ქალბატონმა ვალერიამ საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებს თავი მოუყარა პუბლიცისტურ სტატიაში. მისი კითხვისას შეიძლება გეფიქრა, რომელიმე ევროპულ ქვეყანაზე წერსო, მაგრამ არა, ქალბატონი ვალერია ასე სწორედ საქართველოს აღწერს. ვალერია ნოვოდვორსკაიას მიერ დანახული საქართველო და სააკაშვილი ისეთი შთამბეჭდავია, კაცს გული აგიჩუყდება... გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს მცირედი შემოკლებით. წაიკითხეთ და ნახეთ, თურმე როგორ კარგ ქვეყანაში ცხოვრობთ!.. ჩვენ ჯორჯ ბუშის პროსპექტზე მივდიოდით და გავიფიქრე: "ალბათ მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში აშშ პირველად იღებს "მადლობას" დახმარების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, პატარა საქართველოს გამოკვება უფრო მარტივია. ამერიკის დახმარებით პენსია 100 დოლარს აღწევს (ეტყობა, ჩვენთან დოლარი უკვე ერთი ერთზე ხურდავდება და ჩვენ არაფერი გაგვიგია. - მ. მ.). გადასახადებს მხოლოდ მას შემდეგ გახდევინებენ, როდესაც განვითარების განსაზღვრულ ნიშნულს მიაღწევ. შენდება ახალი საწარმოები, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები; საცობების არარსებობის პირობებშიც კი თბილისში ესტაკადები და გვირაბები შენდება, თბილისიდან გორამდე ავტობანით ნახევარ საათში ჩახვალ. აშშ-ის დიდი დახმარება არ ქრება, არ იმალება მავანთა ჯიბეებში: ცენტიც კი არ იკარგება. ყველაფერი საქმეში იდება! საქართველოში კორუფცია აღარ არსებობს. მხოლოდ ერთი კანონიერი ქურდიღა დარჩა, - ისიც მონასტერში ინანიებს ცოდვებს, სხვები კი ან ციხეში არიან, ან მოსკოვში. ამის მისაღწევად მკაცრი ზომების გატარება გახდა საჭირო. 46 ათასი პოლიციელი, შსს-ს მთელი შემადგენლობა ერთ დღეს გაათავისუფლეს. მათ მაგივრად ახალგაზრდობა მოვიდა, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობს და პატიოსანია. სამთავრობო აპარატი რვაჯერ შეამცირეს. თბილი და შემოსავლიანი ადგილებიდან გათავისუფლებულები, განაწყენებულები, რეფორმის და დასავლეთის მტრები - სწორედ ესენი შეადგენენ იმ "ოპოზიციას", რომელიც მოედანაზე ხტოდა, პარლამენტის შტურმით აღებას აპირებდა და რუსეთის შემოჭრას ელოდებოდა... პატარა საქართველო, კბილების ხრჭიალით, ჭრილობების მოთმენით მაღლა მიიწევს, დასავლეთისკენ, ხოლო რუსეთის, პუტინის და საბჭოთა რუსეთის გიგანტური სხეული ქვევით ფართხალებს, ცოცხლად იხრწნება და კვნესის. საქართველოში, სადაც 4 მლნ ადამიანი ცხოვრობს, კორუფციის ბრალდებით 21 ათასი კაცი დაიჭირეს. ეს რუსეთის მასშტაბის გათვალისწინებით ერთი მილიონია. ჩვენ ასე შეგვიძლია? კონსტრუქციული ოპოზიცია კახა ბენდუქიძის პირით (აი, სიურპრიზი! ბენდუქიძე ოპოზიციაში გადასულა და ჩვენ ვერც ეს გაგვიგია. - მ. მ.) აცხადებს, რომ რეფორმები უფრო მკაცრად უნდა ტარდებოდეს, რომ ხალხს ნაკლები თევზი და მეტი ანკესი უნდა მივცეთ, რომ ნატოში ხუთშაბათს კი არა, ოთხშაბათს უნდა შევიდეთ, კიდევ უკეთესი იქნება, სამშაბათს თუ შევალთ. ტირან სააკაშვილს 4 მლნ ადამიანზე 130 პოლიტიკური პარტია აქვს. პარტიის რეგისტრაციას 15 წუთი სჭირდება. გადაიხადე 30 ლარი, ჩააბარე საბუთები და წადი. შენ არც პარტიის წევრთა რაოდენობას გკითხავენ, არც სახელებს, არც მისამართებს, არც ტელეფონებს. ავტოკრატ სააკაშვილის ხელში მასმედია ყურებზე დადის და ხელისუფლებას წაღმა-უკუღმა ამათრახებს. ჟურნალისტი ხელშეუხებელი პერსონაა (ნეტა მაშინ როგორი პერსონა იყო, "იმედში" რომ შემოგვიცვივდნენ, რეზინის ტყვიები დაგვიშინეს და ხელკეტები გვირტყეს?! - მ. მ.). ის კი არა, ვინმე რამიშვილი, ვინც ციხეში იჯდა, უკვე თავისუფალია (მოიხადა კაცმა თავისი და ამის მერე მაინც რომ გამოუშვეს, ეტყობა, ეს უნდა გვეამაყებოდეს! - მ. მ.). პუტინის "რაშა თუდეიც" თავისუფლად მუშაობს. "მაესტრო" და მეორე მისი მსგავსი არხი ერთადერთი თავისუფალი ტელევიზიები არ არიან. "პირველი არხიც", "რუსთავი 2"-იც და "იმედიც" იმას აკეთებენ, რაც მოესურვებათ (ეტყობა, ქალბატონ ვალერიას არავინ უთარგმნა მათი საინფორმაციო გამოშვებები. - მ. მ.) და ამას სახელმწიფოს ფულით აკეთებენ (სახელმწიფოს ფულის ამბავი უკვე მართალია! - მ. მ.). სააკაშვილმა ოპოზიციის მიერ მის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი მაჩვენა, შანდეროვიჩს შეუძლია დაისვენოს. ხარისხი, რა თქმა უნდა, უფრო დაბალია, მაგრამ სიძულვილია მეტი... ღმერთმა ჩვენ ოლიმპიური ვარსკვლავების სიიდან ამოგვშალა. რუსებო, არ გეშინიათ, რომ თქვენ საერთოდ ამოგშლიან? სულმდაბლობის, სიძულვილის, დაუნდობლობის, ნდობის გაცრუების გამო? თქვენ გიყვარდათ ქართველები, როგორც ველურები (აქ კი ასპროცენტიანია ქალბატონი ნოვოდვორსკაია. - მ.მ.): ველურები წვავდნენ მწვადებს, აყენებდნენ ღვინოს და ცეკვავდნენ ლეზგინკას. აღმოჩნდა, რომ საქართველო ღირსეული და კეთილშობილი სახელმწიფოა, რომელიც დასავლეთის გზით მიდის. ისინი არ იტყვიან, - გვაჭამეთ და დაგვიმონეთ! მათ წაუკითხავთ დოსტოევსკი... ქართველები მაძღარ მონობაში არ დაბრუნდებიან, მათ თავიანთი ნახევრად მშიერი თავისუფლება ურჩევნიათ (ნეტამც ეგრე იყოს. - მ. მ.). სხვათა შორის, არ შევთანხმებულვართ, მაგრამ სააკაშვილმაც დაახლოებით იგივე თქვა, როდესაც ორი საათის განმავლობაში პარლამენტში გამოდიოდა. იქ თავისუფალი დისკუსიის არენაა და ლოჟაში ყველა მინისტრი ზის, რომელთაც საკანონმდებლო ხელისუფლებისა ცეცხლივით ეშინიათ (მე იმ ლოჟაში არც მერაბიშვილი დამინახავს და არც ადეიშვილი! აღარაფერს ვიტყვი იმის შესახებ, როგორ "ეშინიათ" მათ საკანონმდებლო ხელისუფლების. - მ. მ.). სხვათა შორის, ჩვენ მათ ვუყვარდით (ან გვიყვარდა, ან არა! - მ. მ.). ისინი რუსულ კულტურაში ბანაობდნენ. მათ ჩვენ ბულატ ოკუჯავა მოგვცეს, მათ მოგვცეს გიორგი დანელია, თენგიზ აბულაძე, სერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, შოთა რუსთაველი, ბაგრატიონი და ფიროსმანი... მათ ეგონათ, რომ ჩვენ ისინი მოვათვინიერეთ და მერე "გავათავისუფლებდით", საგზლად კი ღვეზელს და კატლეტებს გავატანდით (არც ასეთი გულუბრყვილოები ვიყავით! - მ. მ.). ჩვენ კი გორის უნივერსიტეტს ბომბები დავცხეთ, ჩვენ მათ ვშხამავდით. ჩვენ შევადგინეთ მათი მოსწავლეების სია, შევტენეთ ისინი სატვირთო თვითმფრინავებში, ჩვენ ავკრძალეთ მათი საოცარი ღვინო. გორში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქანდაკება დგას, - სატანკო ჭურვებისგან დამზადებული "ნატვრის ხე". ეს არის ჩვენი პასუხი თენგიზ აბულაძის ფილმზე. გავა საუკუნეები და ეს, ჩვენი სულმდაბლობის გამომხატველი ქანდაკება ისევ იქ იდგება... გინდათ იცოდეთ, გაგრძელება როგორი იქნება? როდესაც ჩვენ გამოვფხიზლდებით, ქართველებთან სასწავლებლად ჩავალთ. ჩვენ ვიქნებით გასტარბაიტერები და დაქირავებული მუშები, ჩვენ მათ რესტორნებში ჭურჭელს დავრეცხავთ (უფ, უფ! - მ. მ.)... ისინი ამერიკული მოდელის მიხედვით ძლიერ არმიას ააშენებენ და შემდეგ ჯერზე მარტო ჩვენს 9 თვითმფრინავს კი არ ჩამოაგდებენ, არამედ ყველას, რომელიც მათ ტერიტორიაზე შეფრინდება. აფხაზეთი მალე მიხვდება, რომ ფსონი არასწორად დადო: რუსული კარტი უკვე გაჭრილია! მერე აფხაზეთი უკან მიღებას შეეხვეწება, ოსები კი, უკვე თითქმის ყველანი საქართველოში არიან. სამაჩაბლოში მხოლოდ ბანდიტები და რუსი ოკუპანტები დარჩნენ. ჩვენი საცოდავი და ჩამოფხავებული ჯარი ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით გადამზადდება, იმიტომ, რომ ამერიკელებზე ნაკლებს მოითხოვენ... საქართველო ჩვენ მოგვცემს კრედიტებს და ჰუმანიტარულ დახმარებას გამოგვიგზავნის, თუ ჭკუას მოვუხმობთ (აი, აქ საბოლოოდ მოიგო ჩემი გული ქალბატონმა ნოვოდვორსკაიამ! - მ. მ.). თუ არ მოვუხმობთ, ათასი წლის მერე გვიპოვიან მარადიულ გამყინვარებაში. ძვირფასო, რუსებო, გადაშალეთ რუსეთის გეოგრაფიული რუკა და დააწერეთ ხმელეთის ერთ მერვედს - კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე: "აქ შეიძლებოდა ჩვენი რეფორმები განხორციელებულიყო". ... რისი თქმა შეიძლება? დაე, რუსებს ეგონოთ, რომ მართლა ასე კარგადაა ჩვენთან ყველაფერი. მე კი ძალიან მინდა, ვალერია ნოვოდვორსკაიას მიერ დანახულ საქართველოში ვცხოვრობდე. მერაბ მეტრეველი :givi: მაგარია ჩვენი არხიფო სეთური.
-
დაგვიბრუნებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში- თუ სამხედრო ბაზებს დაუკანონებთ საქართველოში მინიმუმ 25 წლით. სამწუხარო რეალობა ასეთია.
-
არა რა ჯობია ისევ საზღვარგარეთ იაროს და ნაკლებად იყოს საქართველოში. თორემ ამ უსაქმურობისგან არ იცის რა ქნას და ექსპერიმენტებს უკვე საკუთარ ხალხზე ატარებს.
-
ბადრი_წიქორაძე მისი მეურლე ფანჯიკიძეა. McLaren მე ვიცი რაც ხდება ალიანსში და ამიტომ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ვიტყვი მხოლოდ ერთს-ალიანსის ლიდერია თინა ხიდაშელი.
-
Achiko1972 მოჰაჯირების დაბრუნების შემთხვევაში ჩვენს სასარგებლოდ ბალანსი არ იქნება. ასე რომ რუსები რომ არა ჩვენ მაინც გვექნებოდა პრობლემები აფხაზეთში.
-
ძუკუ არა, მე ფორუმის მხარდამჭერი ვარ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალასანიასი ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას რომ მისი არასწორი ნაბიჯები არ გავკრიტიკო. აქ ვიღაც პარტიის და მისი ლიდერის ავ-კარგიანობაზე არ არის ლაპარაკი. შეიქმნა ჯგუფი რაღაც იდეის გარშემო გაერთიანებული და ამ იდეის გარშემო ხდება გაერთიანება და არა ერთ პარტიულ სტრუქტურაში მოქცევა. ასეტი რამ პოლიტიკური პარტიებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. გაიხსენეთ ნარინჯისფერი და თუ გინდათ ვარდების რევოლუცია. სააკაშვილი თანამშრომლობდა პატიაშვილთან. აი მე ნოღაიდელთან არ დავდგები, მე ლეიბორისტები არ მევასება და სხვა ასეთი რამ მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. McLaren და ვერ მოგება ვისი დამსახურება იქნება? უფრო სწორედ ვისი პოლიტიკური კაპრიზების ბრალი იქნება?
-
ძუკუ ძუკუ ბატონო არ გეკადრებათ ასეთი დემაგოგია. მე პირიქით ვიტყოდი ასეთ ქმედებებში რესპები არიან გაწაფული. არ აქვთ რეიტინგი და ამიტომ რეიტინგულ პოლიტიკოსს შეეკრნენ. ფაქტია, ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში რესპებს ცოტათი უკან ჩაჩოჩება მოუწევდათ და ამიტომ არ აწყობდათ ეს გაერთიანება. ნოღაიდელის პრორუსულობა საბაბია მხოლოდ. თანაც აჭარაში ნოღაიდელმა ელექტორატი წაართვა რესპებს და ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება.
-
lasha_alo გამარჯობა ლაშა ბატონო. მინდა გკითხო რატომ ირაკლი და არა სხვა? ცოტა უხერხული ხომ არ არის გუშინ მთავრობაში იყავი და დღეს ოპოზიციის ლიდერად რომ აცხადებ თავს? ყველა პარტიას თავისი ლიდერი ყავს და ბუნებრივია ყველას თავისი ამბიცია გააჩნია. ყველას თავისი შეხედულებები აქვს და შესაბამისად დიდი გამოცდილება. აქედან გამომდინარე ერთ დღეს ოპოზიციის ლიდერობა მოგინდება და თან ამბობ მერობის და შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი მე ვიქნები, თქვენ კი მე დამიჭირეთ მხარიო. რბილად რომ ვთქვათ ასეთი ქმედებები პოლიტიკურ ნარცისიზმს უფრო გავს. ისმება სამართლიანი შეკითხვა-რატომ უნდა დუჭიროს მხარი ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა ოპოზიციის ისეთ კანდიდატს, რომელსაც არათუ პრაიმერი, არამედ სოციოლოგიური გამოკითხვის მიერ დადასტურებული უპირატესობაც არ გააჩნია. და ვთქვათ და ასეთი დაქსაქსულობის ფონზე ოპოზიციის ელექტორქტმა არ გამოიჩინა აქტიურობა და წააგო ალასანიამ, მერე რა ხდება ვისი ბრალი იქნება? პ.ს. მე პირადა მიმაჩნია, რომ ოპოზიციას ალასანიაზე უკეთესი კანდიდატი ამ ეტაპზე არ ყავს, მაგრამ საერთო კანდიდატის გამოკვეთის ალიანსისეულ ფორმულას კატეგორიულად არ ვეთანხმები.
-
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=15564&ct=3 წელს საქართველო 1,313 მილიარდი ლარის ვალის აღებას გეგმავს რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 მთავრობა საგარეო ვალის კრიტიკულ ზრდას უარყოფს 2010 წელს საქართველო მილიარდ 313 მილიონი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს. წლის ბოლომდე ქვეყნის საგარეო ვალდებულება 7 მილიარდს მიაღწევს. "ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის" დასკვნით, საგარეო ვალის მოცულობა ბოლო 2 წელია მკვეთრად იზრდება. მათივე თქმით, არსებობს საერთაშორისო მიდგომა, რომ თუ საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 50 პროცენტს მიაღწევს, ეკონომიკური ზრდა შეფერხდება. ცენტრის პროგნოზით, წლის ბოლოს საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 40%-ს მიაღწევს. ფინანსთა სამინისტროში ექსპერტთა განცხადებებს კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარს რომ უახლოვდებოდეს, სავალუტო ფონდი თანხის მოცემაზე უარს გვეტყოდა. წელს საქართველო ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად ფონდისაგან 400 მილიონი დოლარის სესხს მიიღებს. ეკონომიკა ფინანსური ინექციებით ძლივს ქაჩავს. მოზარდთა წიგნიერების მხრივ ერთ ერთ ბოლო ადგილზე ვართ. ჯანდაცვაში დომხალია. ჯარმა ვერ ივარგა და ვნახეთ რაც არის რეალურად. ამდენი დევნილი, დაკარგული ტერიტორიები. გამარკვიეთ ერთი რაში ვართ წარმატებული?
-
ძუკუ პატივისცემა დღეს გამოთქვა, მაგრამ ადრე ბევრჯერ მომისმენია პირადად მისგან დამამცირებელი გამოთქმები ლეიბორისტების მიმართ. ნუ იქამდე დავიდა საქმე, რომ ხუმრობასაც ვუკრძალავთ ადამიანებს? ბადრი_წიქორაძე თქვენი არგუმენტის სიმწვავეს სწორედ ასეთი არგუმენტი შეეფერება.
-
არ გვინდა ასეთი პოლიტიკური მეტიჩრობა. ვარდების დროს მიშამ იმიტომ მოიგო, რომ ფეხებზე დაიკიდა ყველა და ყველაფერი. ყველას შეეკრა, რუსული ფულიც გამოიყენა და მიაღწია მიზანსაც. ესაა პოლიტიკა. დაჟე პატიაშვილს ჩაუბრატდა. გეკითხებით რესპებო რა გინდოდათ პატიაშვილის პარტიასთან მაშინ.
-
ბადრი_წიქორაძე ნოღაიდელს ხინკალი უყვარსო და რა ჩვენ აღარ ვჭამოთ ხინკალი?
-
ძუკუ ბატონო ძუკუ ახლებს და რესპებს იგივე რეიტინგი აქვთ როგორც ძიძიგურ-კუკავა-დავითაშვილს. აღარ გვინდა ასეთი საუბარი. არადა აქციებამდე თქვენს პარტიას ლეიბორისტები და კერძოდ, ნათელაშვილი საერთოდ არ მიგაჩნდათ პარტნიორებად, რატომღაც ზევიდან უყურებდით. არ არის ეხლა კინკლაობის დრო.
-
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა . პრაიმერი ფორუმზე
DATA TUTASXIA replied to SHARI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემი ხმა ირაკლის. ასეთ არაპოპულარულ ნაბიჯზე წავიდა ერთიანობის შესანარჩუნებლად. -
SHARI რა შეცდომა ნოღაიდელის პარტიაში გაერთიანდა თუ რა? ძუკუ რა ვიცი ერთი ერთზე ემთხვევა უკვე ლექსიკაც.
-
Siknadmo შეტენვა არ შეტენვაზე არ არის აქ ლაპარაკი. სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი, რომელსაც აქ არ მოვყვები.
-
ძუკუ ძალიან გთხოვთ მიშისტების ენაზე ნუ ვილაპარაკებთ. ხელის ჩამორთმევა არ ნიშნავს ძმაკაცობას. ბოლო-ბოლო შეიძლება ნოღაიდელის გამოყენება და და ყველაფერს ასე ერთბაშად ვერ იტყვიან. თუ ბურჯანაძე და ოქრუაშვილი მისაღებია მაშინ ნოღაიდელი რა კეთროვანია? ჭკვიანი კაცი კარგად გამოიყენებდა ნოღაიდელს, მაგრამ ჩვენ პოლიტიკა ხომ არასდროს გამოირჩეოდა წინდახედულობით და ჭკუით.