Jump to content
Planeta.Ge

DATA TUTASXIA

პლანეტელი
  • პოსტები

    1.033
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი DATA TUTASXIA

  1. ძუკუ კარგია დიდი მადლობა. მაგრამ...... ფაქტიურად დრო არა მაქვს.
  2. analgin ამაში მეც გეთანხმები. მაგრამ მაინც ჯობია არჩევანი გავაკეთოთ ალასანიას სასარგებლოდ.
  3. analgin ეხლა არ არის სენტიმენტების დრო. არჩევნებზე არმისვლა უგულავას მხარდაჭერას ნიშნავს.
  4. shamili ამ, შენი თქმით, მარგალიტებმა უფრო დამარწმუნა ალასანიას ხედვის სისწორეში.
  5. lasha_alo გეთანხმები.სწორედ აქ უნდა მომხდარიყო ალასანიას,როგორც ოპოზიციის ლოდერის პოლიტიკური ნათლობა. აი მერე ეროვნული ფორუმი და ლეიბორისტები ვერ იტყოდნენ უარს არჩევნებზე.
  6. სარკოზი და ბერლუსკონი ვერ ჩავიდა პოლონეთში, ეს კი მეორე კრუგს ურტყამს ევროპას.
  7. lasha_alo ბუნებრივია იქნებოდა და რა არის ამაში ცუდი? ყველა კოალიციაში ხდება ადგილების გადანაწილება. იმ ფორმულით რა ფორმულითაც ტარდება არჩევნები არ გაუჭირდებათ. 50+1 ფორმულა რომ იყოს მაშინ ნაღდად გაყალბება დასჭირდებოდათ.
  8. ძუკუ დროის გაწელვაში გეთანხმები, მაგრამ ეს გამოწვეული იყო მხოლოდ რესპების სიჯიუტით.არ იყვნენ თანახმა პრაიმერზე და მერე არც სოცგამოკითხვაზე. არგუმენტები თქვენ ჩემზე უკეთ იცით.
  9. lasha_alo ლაშა შენი პოსტიდან გამომდინარე ნათელია,რომ მიშას პიარმა გაამართლა და მიაღწია იმას,რაც ქონდა ჩაფიქრებული. კერძოდ,ოპოზიცია ბანძია და სხვა. და რაც ხდება უცნაურად რატომ გეჩვენება? მიუხედავად იმისა, რომ (ირაკლის მომხრე ვარ საპრეზიდენტოზეც კი)ალიანსს ვუჭერ მხარს, სიმარტლე უნდა ითქვას: თავიდანვე მერობაზე პრეტენზია არ უნდა გამოეთქვა ალასანიას, რადგან ამით უხერხული სიტუაცია შექმნა. წარმოიდგინე ეხლა ხელისუფლებიდან დისტანცირებული,გუშინ ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი დღეს გადმოდის ოპოზიციაში და ეგრევე აცხადებს ამბიციას მერობაზე და თანაც ოპოზიციის საერთო კანდიდატი უნდა იყოს. ბოდიში და ეს არის ოპოზიციის დაიგნორება და ფეხებზე დაკიდება. გეკითხებით რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ძიძიგურმა ალასანიას და არა პირიქით. გეთანხმებით,რომ ალასანია ამ ეტაპზე უალტერნატივოა, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც ურთიერთპატივისცემა და გონივრული ნაბიჯების გადადგმის სურვილი მაინც. ალიანსის ქმედებები ამ სიტუაციაში არაპოლიტკორექტული იყო. მაშინ ირაკლიმ გადადგა ნაბიჯი,რომელიც სწორი იყო(ვგულისხმობ სოციოლოგიურ კვლევაზე თანხმობას და ასეთი ფორმით საერთო კანდიდატის გამოვლენას), მაგრამ მერე რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. ვიღაც ვიღაცეებმა ეს ნაბიჯი არასწორად გაიგეს და მერყევობაში ჩაუთვალეს. და რა მოხდებოდა სოციოლოგიური კვლევა რომ ჩატარებულიყო? არც არაფერი მოიგებდა ალასანია და ოპოზიცია უფრი შეკრული და ერთიანი იქნებიდა, რაც ხალხში დათესილ ნიჰილიზმს ცოტათი მაინც გაანეიტრალებდა. და რა მოხდება თუ უგულავამ გაიმარჯვა? მოხდება ის,რომ ალასანია დაკარგავს რეიტინგს,რაც მისი და საერთოდ ოპოზიციის გაფარჩაკებას ნიშნავს. დღევანდელი მონაცემებით ხელისუფლებას გაყალბებაც კი არ სჭირდება ისე მოიგებს არჩევნებს. მე ვიცი ბევრი ოპოამომრჩეველი არ მივა არჩევნებზე,აი ხელისუფლება კი უკლებლივ ყველა თავის ამომრჩეველს მიიყვანს. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ერთიანი კანდიდატია არყოლაა და ამაზე თოფაძემაც ღიად განაცხადა.როგორც ვიცი იგი თანახმაა მოხსნას კანდიდატურა ოპოზიციის საერთო კანდიდატის სასარგებლოდ. არც კონსერვატორები და არც ხალხის პარტია იყო ალასანიას წინააღმდეგი, მაგრამ რესპუბლიკელებმა და რამდენიმე ახლების წევრმა გაიგიჟეს თავი და მთელი პასუხისმგებლობა მაგათზეა. ესაა ჩემი კომენტარი.
  10. http://7days.ge/index2.php?newsid=1069 მკვლელი პოლიციელი და მატყუარა ჟურნალისტები სიახლეები, მართლმსაჯულება გუშინ, 18:41 დაჩი კვიკვინია, ზუგდიდი წუხელ, საღამოს 18:00 საათზე ზუგდიდში ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორის, იროდიონ შელიას, ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად მოქალაქე ნუგზარ მანია მოკლეს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში პროგრამა „პოსკრიპტუმში“ მკვლელობის ფაქტს სპეციალური ჩართვა მიეძღვნა. წამყვანმა გადაცემა საგანგებოდ შეწყვიტა და ეთერი დაუთმო ჟურნალისტს, რომელიც შსს-დან პირდაპირ ეთერში შეუდგა სიცრუის გავრცელებას: „თოლორაიების ოჯახში დაიწყო ჩვეულებრივი ყოფითი კონფლიქტი მამასა და შვილს შორის. მოხდა ისე, რომ ეს კონფლიქტი შემდგომ ჩხუბში და კიდევ უფრო ფართო დაპირისპირებაში გადაიზარდა. მეზობლების ჩარევის გარდა, საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ხოლო რა მოხდა საპატრულო სამსახურის ადგილზე მოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გვიამბო: გრიგოლ ბესელია, დეტექტივი: „პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს სიტუაციის განმუხტვა, რა დროსაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. გიორგი და თამაზ თოლორაიებისა და მათი მეზობლების პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს გარდაიცვალა გიორგი თოლორაიას ერთ-ერთი მეზობელი, ნუგზარ მანია“. პაატა იაკობაშვილი: ჩვენი ინფორმაციით ინსპექტორი იროდიონ შელია უკვე დაკავებულია, კითხვებზე რატომ დასჭირდა მას ბუდიდან იარაღის ამოღება, რატომ არ იყო იარაღზე დამცველი დაყენებული, გამოძიება გასცემს პასუხს. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია,” – გვატყობინებდა ტელეკომპანია „რუსთავი2“ და შსს. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც, რაგინდ საკვირველიც უნდა იყოს, სრულად ემთხვეოდა იმ ტექსტს, რომელიც ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში გაახმოვანა. მოწმეების ნაამბობის მიხედვით, რომლებიც მომხდარიდან რამოდენიმე წუთში ჩავწერე განსხვავებული სურათი იხატება. ირკვევა, რომ მოკლული არანაირ ოჯახურ კონფლიქტში არ ჩარეულა, მეტიც არც თოლორაიების ოჯახში ყოფილა 17 აპრილს ოჯახური კონფლიქტი. ეკლესიის მშენებლობაზე დასაქმებული 60 წლის ნუგზარ მანია სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა. თოლორაიების სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში მან შემთხვევით შენიშნა, როგორ სცემდნენ მისთვის უცნობ პიროვნებას პოლიციის თანამშრომლები. ხოლო რა მოხდა შემდეგ, ამაზე მკვლელობის თვითმხილველი თამარ ქირია გვიამბობს. „ქუჩიდან ხმაური შემომესმა. გარეთ გასულებმა დავინახეთ, ძალოვანები როგორ ცემდნენ ახალგაზრდა ბიჭს, ის შველას ითხოვდა და სამართალდამცავებს ეხვეწებოდა: ნუ მირტყამთ თავი დამანებეთო. ამ დროს გამოიარა ჩვენმა მეზობელმა ნუგზარ მანიამ. მორწმუნე კაცი იყო და ბიჭს გამოექომაგა. პოლიციელებს ეუბნებოდა „ნუ სცემთ, მხეცები ხომ არ ხართ, შეეშვითო!”. ჩვენს საქმეში ჩარევა როგორ გაბედეო, და მასაც ცემა დაუწყეს. შემდეგ ერთ-ერთმა სამართალდამცავმა იარაღი ამოიღო. ეტყობოდა, რომ ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო... არ გამოვრიცხავ, ნარკოტიკული ნივთიერებაც ჰქონოდა მიღებული – არაადეკვატურად იქცეოდა, იარაღს ყველას უმიზნებდა, ბოლოს გამოაცხადა: ახლა მე შენ მოგკლავო და ნუგზარ მანიას ესროლა. 60 წლის მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა, ვხედავდით როგორ გაშავდა ადამიანი. საავადმყოფოში კი არ მიჰყავდათ. საპატრულო სამსახურში დავრეკე, იმედი მქონდა, რომ ისინი მაინც შეაჩერებდნენ რაიონული პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა საერთოდ არ გამოცხადდნენ. სისხლისგან დაცლილი ცხედარი მანქანაში ჩააგდეს, ჯერ კიდევ ცოცხალი ეგონათ და ურტყამდნენ. ადამიანის მოკვლის მიზეზი მხოლოდ ის გახდა, რომ დაჩაგრულს გამოექომაგა, ბატონ ნუგზარს არავისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ ამბავს 15 მოწმე მაინც ჰყავს, რადგან ხმაურზე მთელი სამეზობლო შეიკრიბა“. ნუგზარ მანია საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს, რამდენიმე წუთში ის ზუგდიდის პროზექტურაში გადაასვენეს, შუაღამის 2 საათისთვის კი – ოჯახში. 22:00 საათისთვის მოკლულის საცხოვრებელ სახლში მივედი. ცხედარი პროზექტურიდან ჯერაც არ იყო გადმოსვენებული. სახლთან შეკრებილი მეზობლები და ოჯახის წევრები აღშფოთებას ვერ მალავდნენ, ყველა ერთხმად დადებითად ახასიათებდა მოკლულს. დალი მანია, მოკლულის და: „როგორ შეიძლება ასეთი რამ! უდანაშაულო ძმა მომიკლეს. სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა მშიერი ადამიანი. ჩანთა მოჰქონდა, რომელშიც მუშის ტანსაცმელი ელაგა, დაუხიეს და ქუჩაში დაუყარეს. კვირას არ მუშაობდა და ოჯახთან უნდოდა უქმე დღის გატარება. ძაღლივით მოკლეს ადამიანი უსინდისო პოლიციელებმა. თურმე ნუგზარი ეხვეწებოდა მეც გამიშვით და ამ ბიჭსაც თავი დაანებეთ, ნუ მოკლავთო – მაგრამ მაინც არ დაინდეს! ჩვენთვის უცნობია, ვინ იყო ის ახალგაზრდა. ჩვენთან მოვიდა „რუსთავი2“-ს ჟურნალისტი, ამ ტელეკომპანიამ სრული სიცრუე გაავრცელა. პირობას ვდებ: სანამ ცოცხალი ვარ, არ გავახარებ იმ უსინდისოებს. სიკვდილის ღირსი არიან პოლიციელები და მატყუარა ჟურნალისტები. დაგვღუპეს შვილო, დაგვღუპეს!“ შინაგან საქმეთს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად სწორედ იმ ოჯახში მივედი სადაც, ძალოვანი უწყების ინფორმაციით, თამაზ და გიორგი თოლორაიებს შორის ოჯახური კონფლიქტი მოხდა. სახლში ოჯახის უფროსი დამხვდა: ნუგზარ თოლორაია: „რა სისულელეა, არანაირი კონფლიქტი არ გვქონია, ჩემი ვაჟიშვილი დღეს საერთოდ არ მინახავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩხუბი, შელაპარაკება ან სხვა სახის კონტაქტი ჩემს შვილთან არ მქონია. სახლში ვიყავი მთელი დღე. ამ ქუჩაზე არც პოლიციელი დამინახავს და არც ხმაური გამიგია. არ ვიცი, რატომ გამოაცხადა ტელევიზიამ ჩემი სახელი და გვარი. გაურკვევლობაში ვარ. საღამოს მითხრეს, მეზობელ ქუჩაზე ნუგზარ მაინა მოკლესო. ძალიან მეწყინა”. თოლორაიების მეზობლები „რუსთავი2“-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში სიმშვიდე იყო. ოჯახური კონფლიქტი კი თოლორაიებს არ ჰქონიათ, შესაბამისად, საპატრულო პოლიციაც არავის გამოუძახია. კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც პოლიციამ და ქართულმა ტელეკომპანიამ გაავრცელეს ის არის, რომ დამნაშავე თითქოს უკვე დაკავებულია. სინამდვილეში მკვლელი პოლიციელი იროდიონ შელია ამ დრომდე თავისუფალია. იგი წუხელ, გვიან ღამით, 022-ის შენობიდან პოლიციის პიკაპით გამოვიდა და ქალაქის ცენტრის მიმართულებით დაძრა ავტომანქანა. რასაკვირველია შელია საჭეს თვითონ მართავდა... :D
  11. ძუკუ შამილა ისეთ ფრაზებს ურტყამს,რომ მგონი უკვე ჩამოყალიბებულიც ექნება.
  12. analgin და ეს მაშინ ხდება,როდესაც ქვეყანაში 900 000 ოფიციალურად სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანი ცხოვრობს. + 600 000 განცხადება ჰქონდა დაწერილი, მაგრამ სიღარიბის ზღვარს მიღმა ვერ მოხვდნენ. ეს ოფიციალური მონაცემებია და წარმოიდგინეთ ამ საერთო "მოდელირებული" ბედნიერების, აღმშენებლობის და "მიშა მაგარიას"მიღმა რა ციფრები იმალება.
  13. shamili მოკლედ ბატონო შამილ თქვენს ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს. Saturn ;) ასე დიდი ხანია არ მიცინია.
  14. shamili ეგ თქვენი სურვილებია ალბათ. მე გეკითხებით რეალურ გამოსავალზე.
  15. shamili შამილი გამარჯობა. შენ რას გვათავაზობ? როგორ გესახება საქართველოს მომავალი.რაშია ჩვენი ხსნა?
  16. Saturn ისე ამ ჩამონათვალისთვის კარდუ ან მურზაყანი რომ მიგემატებინა უფრო დამაჯერებლობას შემატებდა შენს პოსტს.
  17. babuagiorgi გულჩვილობა შემოგპარვია ბაბუ. ვიცი, ძნელია ყველაფერ იმის ყურება, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ მაინც არ ღირს ფარ-ხმლის დაყრა. არ იქნება მართალი საქციელი თქვენი მხრიდან ფორუმის დატოვება. ბაბუ ქუდამჯერი მა და თა თუთაშხიას.
  18. SSDK ზუსტად არ მახსოვს ვინ იყო, მაგრამ დავითაშვილი და კონსერვატორები არამგონია დათანხმებულიყვნენ.
  19. babuagiorgi გაგიჟდები კაცი. კი ვიცი,რომ მანანა და მისი შვილები ნორმალურები არ არიან, მაგრამ ამ დონემდე თუ დაეცემოდნენ არ მეგონა.
  20. babuagiorgi როგორ მანანამ უთხრა დაჭერიო?
  21. ერთი რაღაც მაინტერესებს თუ იცის ვინმემ. რუსების მხრიდან იყო ეს თამაში ასე პოლიტიზებული?
  22. ლ ი ც ი ჯერ აქედან დავიწყოთ,თავიდანვე სისულელე იყო ბუშის სახელის დარქმევა. მეორეც. რა გაუკეთა ბუშმა(ბუშზეა საუბარი და არა ამერიკაზე) საქართველოს? ორივემ, მამამ და შვილმა ბუშმა, როგორც იტყვიან სლეამოგდებული და ტოვა საქართველო. ორივემ გადამწყვეტ მომენტში მიატოვა საქართველო. მამა ბუშმა ლოთი ელცინი არჩია და დაიკიდა საქართველო. კარგად გაიხსენე აბა რა მდგომარეობაში იყო რუსეთი. ამერიკის ერთი სიტყვაც საკმარისი იყო და არამარტო საქართველო,არამედ ჩეჩნეთიც თავისუფალი იქნებოდა ეხლა. ეხლა შვილმა რაც გააკეთა მგონი გასაგები უნდა იყოს. იმდენი ატინგიცა და გააბლატავა ეს ჩვენი ცანცარა, რომ ომიც დააწყებინა და შუა გზაზე მიატოვა გალსტუკით პირში. ლ ი ც ი 2004 წელსაც პუტინის პროვოკაცია იყო? ეს დიაგნოზია უკვე. აქ ვერაფერშო დაგეხმარებით.
  23. Gagi 67 რომანტიკოსებისა და იდეალისტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. დროა ვისწავლოთ რაციონალური, რეალპოლიტიკაზე აგებული პოლიტიკის კეთება.
  24. georgekh13 ისე პამპერსები თავიდანვე დიდებისთვის იყო გამოგონებული. სნაიპერებისთვის,რადგანაც მათ ჩასაფრებულ მდგომარეობაში დიდი ხანი უწევდათ ყოფნა.
×
×
  • შექმენი...